ფორუმელი Damnoc Posted 18 იანვარი, 2021 Author Posted 18 იანვარი, 2021 1 minute წინ, York Ge said: მაგრამ ჩვენ განვიხილავდით იმ ექსტრემალურ შემთხვევას, როცა დადასტურებით ცნობილია, რომ ყველას, ვისაც დიდი ქონება დაუგროვებია, სხვისი აქვს მითვისებული. თუ ეგრეა მაშინ ყველა დავსაჯოთ, ინდივიდუალურად და არა კოლექტიურად. თან თუ ადამიანს სხვისი ქონება აქვს ძალადობით მითვისებული მისთვის შედარებით მაღალი გადასახადები შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელია. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 18 იანვარი, 2021 Posted 18 იანვარი, 2021 7 minutes წინ, Damnoc said: თუ ეგრეა მაშინ ყველა დავსაჯოთ, ინდივიდუალურად და არა კოლექტიურად. თან თუ ადამიანს სხვისი ქონება აქვს ძალადობით მითვისებული მისთვის შედარებით მაღალი გადასახადები შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელია. და ვის უნდა გადაეცეს მათთვის ჩამორთმეული ქონება? ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ სახელმწიფოზე, სადაც ბიუროკრატია პირწმინდად კორუმპირებულია. შესაბამისად, ჩამორთმეული ქონების სახელმწიფოს ხელში დატოვება, ან მისი ხელახალი პრივატიზაცია კორუმპირებული ბიუროკრატიის გავლით დაუშვებელი რამ გამოდის. თუ ქონება მათ კონკრეტულ ადამიანებს წაართვეს ფიზიკური ძალადობით, ერთია, მაგრამ თუ გაშუალებულად წაართვეს მთელ საზოგადოებას ოლიგოპოლიური ფასებითა და შრომის ბაზრის ხელოვნური შემცირებით (მაგალითად, სამუშაო დღის ლიმიტის მოხსნის გზით), მაშინ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 18 იანვარი, 2021 Author Posted 18 იანვარი, 2021 1 საათის წინ, York Ge said: და ვის უნდა გადაეცეს მათთვის ჩამორთმეული ქონება? ვისაც დანაშაულებრივ წართმევამდე ეკუთვნოდა იმას ალბათ. 1 საათის წინ, York Ge said: ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ სახელმწიფოზე, სადაც ბიუროკრატია პირწმინდად კორუმპირებულია. მაშინ სხვა არაფერზე საუბარი არ გამოვა სანამ ეგ სიტუაცია არ გამოსწორდება. 1 საათის წინ, York Ge said: მაგრამ თუ გაშუალებულად წაართვეს მთელ საზოგადოებას ოლიგოპოლიური ფასებითა და შრომის ბაზრის ხელოვნური შემცირებით (მაგალითად, სამუშაო დღის ლიმიტის მოხსნის გზით), მაშინ? თუ არალეგალურად წაართვეს ვინმეს რამე - დაისაჯონ, თუ ლეგალურად წაართვეს (თუნდაც არაეთიკურად) - არ დაისაჯონ. თუ არაეთიკურად იქცევა მთავრობა და ხალხი ამას ხედავს, გადაირჩიონ ან გადააყენონ, რევოლუციებიც არ გვიჭირს, თუ არ უნდათ ეს, მაშინ ითმინონ. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Plan-A Posted 4 თებერვალი, 2021 Posted 4 თებერვალი, 2021 On 1/17/2021 at 10:46 PM, Damnoc said: თუ არა, აბა მაშინ რა ტრაკით ვთვლით რომ "მდიდრებისთვის" ბევრად მაღალი გადასახადების დაწესება მოსულა? პატარა ჯგუფია და მაგის ხარჯზე გამოდის რომ ვჩაგრავთ . . . დემოკრატიულად. მდიდრებს ვჩაგრავთ ? როგორც წესი, ნებისმიერ საზოგადოებაში მდიდრები არიან ხოლმე ყველაზე ნაკლებად დაჩაგრულნი . დიქტატურა, არისტოკრატია, მონარქია, თეოკრატია , დემოკტრატია,რელიგია . ყველაფერი გამოგონილია იმიტომ რომ მასის (ანუ ღარიბების) ხარჯზე და ბატონობით იცხოვრონ ელიტურმა ნაწილმა . ეგ ზედმეტი გადასახადიც იმიტომ და იქ არის შემოღებული , სადაც დაბალი ფენის აქტიურობა მაღალია სადაც მდიდრებს/მთავრობას ეშინია ხელისუფლებისა და ძალაუფლების დაკარგვის . Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 5 თებერვალი, 2021 Author Posted 5 თებერვალი, 2021 7 საათის წინ, Plan-A said: როგორც წესი, ნებისმიერ საზოგადოებაში მდიდრები არიან ხოლმე ყველაზე ნაკლებად დაჩაგრულნი. ან, ალტერნატიულადაც შეგვიძლია შევხედოთ და ვთქვათ რომ ვისაც ყველაზე მეტი ძალაუფლება აქვს, ის ამ ძალაუფლებას იყენებს იმის მისაღებად რაც უნდა, მაგალითად ქონების. 7 საათის წინ, Plan-A said: ყველაფერი გამოგონილია იმიტომ რომ მასის (ანუ ღარიბების) ხარჯზე და ბატონობით იცხოვრონ ელიტურმა ნაწილმა. და ამდენი საუკუნის მანძილზე ღარიბებმა ვერ მოიფიქრეს ერთი გამართული სისტემა რომელიც მათ ექსპლუატაციაზე არ იქნება აგებული? 7 საათის წინ, Plan-A said: ეგ ზედმეტი გადასახადიც იმიტომ და იქ არის შემოღებული , სადაც დაბალი ფენის აქტიურობა მაღალია სადაც მდიდრებს/მთავრობას ეშინია ხელისუფლებისა და ძალაუფლების დაკარგვის. აი მაგალითად ავიღოთ საფრანგეთი. სადაც არც ისე დიდი ხნის წინ იმ დონეზე აწიეს გადასახადები რომ 10000 მილიონერი უბრალოდ წავიდა ქვეყნიდან. ჩავსვათ ახლა ეს მოვლენა მაგ ჩარჩოში. ანუ ამ ჩათლახმა მდიდრებმა, დაიწესეს მაღალი გადასახადები რომ დაბალი ფენა დაეშოშმინებინათ, მაგრამ მერე აღარ მოეწონათ ეგ მოცემულობა, თქვეს ამის დედაც ვატირეთო, ადგენენ და წავიდნენ? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Plan-A Posted 5 თებერვალი, 2021 Posted 5 თებერვალი, 2021 10 საათის წინ, Damnoc said: ან, ალტერნატიულადაც შეგვიძლია შევხედოთ და ვთქვათ რომ ვისაც ყველაზე მეტი ძალაუფლება აქვს, ის ამ ძალაუფლებას იყენებს იმის მისაღებად რაც უნდა, მაგალითად ქონების. სიმდიდრე და ძალაუფლება ქათამი და კვერცხვით არის ... ძნელია იმის თქვა , თუ რომელი იყო პირველი და რამ განაპირობა რის გაჩენა. თუმცა როგორც არ უნდა იყოს , არავინაა ვალდებული ითმინოს ის გარემო სადაც მდიდარს ყველაფერი აქვს ღარიბს არაფერი და გადასახადიც ღარიბივით სურს მოუვიდეს მდიდარს . 10 საათის წინ, Damnoc said: და ამდენი საუკუნის მანძილზე ღარიბებმა ვერ მოიფიქრეს ერთი გამართული სისტემა რომელიც მათ ექსპლუატაციაზე არ იქნება აგებული? მოიგონეს . თუმცა აღსრულება ურთულესი გამოდგა, რადგან (იდეაში) გლეხებისა და მუშების ჯანყით ჩამოყალიბებულ სისტემამ , შემდეგ თვითონ დაბადა ელიტები, დაწინაურებული ფენა . სამწუხაროდ რევოლუციამ ევოლუცია ვერ გამოიწვია . 10 საათის წინ, Damnoc said: აი მაგალითად ავიღოთ საფრანგეთი. სადაც არც ისე დიდი ხნის წინ იმ დონეზე აწიეს გადასახადები რომ 10000 მილიონერი უბრალოდ წავიდა ქვეყნიდან. საფრანგეთი მაღალი სოც.აქტიური ქვეყანაა . მდიდრებმა კი არ დაიწესეს, მდიდრებს დაუწესეს :). ეგ ის ერია რომელმაც თავი ლუი 16-ს გილიოტინით მოაჭრა , ერთ-ერთი პირველი თავისუფალი კომუნა პარიზის იყო . საფრანგეთში ყოველთვის ითვალისწინებენ ხალხის აზრს . დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროტესის განცდის მქონე ნაციაა . საქართველოში რასაც გინდა იმას გააკეთებ , მდიდრების არის ეს ქვეყანა და იქნება მუდამ , სანამ ჩვენთანაც ფრანგების შეგნებამდე არ მივა ხალხი. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Damnoc Posted 5 თებერვალი, 2021 Author Posted 5 თებერვალი, 2021 2 საათის წინ, Plan-A said: საფრანგეთი მაღალი სოც.აქტიური ქვეყანაა . მდიდრებმა კი არ დაიწესეს, მდიდრებს დაუწესეს 20 საათის წინ, Plan-A said: დიქტატურა, არისტოკრატია, მონარქია, თეოკრატია , დემოკტრატია,რელიგია . ყველაფერი გამოგონილია იმიტომ რომ მასის (ანუ ღარიბების) ხარჯზე და ბატონობით იცხოვრონ ელიტურმა ნაწილმა. ცოტა ავირიე. დემოკრატია თუ იმიტომ არის გამოგონილი რომ ელიტამ ღარიბი ხალხი წველოს, მაშინ საფრანგეთში როგორ აწესებს მასა თამაშის წესებს? ანუ ის ვერ გავიგე რომ არის დემოკრატიის პირობებში ძალაუფლება მასის ხელში თუ არა? Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Plan-A Posted 5 თებერვალი, 2021 Posted 5 თებერვალი, 2021 9 minutes წინ, Damnoc said: ცოტა ავირიე. დემოკრატია თუ იმიტომ არის გამოგონილი რომ ელიტამ ღარიბი ხალხი წველოს, მაშინ საფრანგეთში როგორ აწესებს მასა თამაშის წესებს? ანუ ის ვერ გავიგე რომ არის დემოკრატიის პირობებში ძალაუფლება მასის ხელში თუ არა? დემოკრატია სახელია , რომელიც შეერქვა მმართველობის ფორმას , ის უტოლდება თანამედროვეობის წარმოჩენას . ამის გამო იბრალებს და მიილტვის სახელმწიფოთა უმეტესი ნაწილი მისკენ . ეს არის იარაღი მდიდრებისა და ხელისუფლების , რომ მართოს ღარიბთა კლასი . თუმცა არსებობს შედარებით განვითარებული საზოგადოებები , სადაც ვერ დააკანონებ პირდაპ მონობას , რელიგიის, ქალთა უფლების, მკურნალობის უფლების, სწავლის უფლების შეზღუდვას .... და ასეთი ქვეყანაა საფრანგეთი. იქ (ფრანციაში) ხელისუფლება იძულებულია შემოიღოს მინიმალური ხელფასი , მდიდრები იძულებულნი არიან იხადონ გადასახადი , არა იმიტომ რომ ასე სურთ , იმიტომ რომ შეინარჩუნონ წესრიგი და სამოქალაქო სიმშვიდე . თუმცა როგორი დემოკრატიული და თავისუფალიც არ უნდა იყოს სახელმწიფო ეს ჩუმი ბრძოლა კლასებს შორის ყველგან მიმდინარეობს . Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა