Jump to content
×
×
  • Create New...

დემოკრატია და მორალი


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
  On 1/18/2021 at 1:33 PM, York Ge said:

მაგრამ ჩვენ განვიხილავდით იმ ექსტრემალურ შემთხვევას, როცა დადასტურებით ცნობილია, რომ ყველას, ვისაც დიდი ქონება დაუგროვებია, სხვისი აქვს მითვისებული.

Expand  

თუ ეგრეა მაშინ ყველა დავსაჯოთ, ინდივიდუალურად და არა კოლექტიურად.

თან თუ ადამიანს სხვისი ქონება აქვს ძალადობით მითვისებული მისთვის შედარებით მაღალი გადასახადები შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელია.

Share on other sites

  • ფორუმელი
  On 1/18/2021 at 1:38 PM, Damnoc said:

თუ ეგრეა მაშინ ყველა დავსაჯოთ, ინდივიდუალურად და არა კოლექტიურად.

თან თუ ადამიანს სხვისი ქონება აქვს ძალადობით მითვისებული მისთვის შედარებით მაღალი გადასახადები შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელია.

Expand  

და ვის უნდა გადაეცეს მათთვის ჩამორთმეული ქონება?

ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ სახელმწიფოზე, სადაც ბიუროკრატია პირწმინდად კორუმპირებულია. შესაბამისად, ჩამორთმეული ქონების სახელმწიფოს ხელში დატოვება, ან მისი ხელახალი პრივატიზაცია კორუმპირებული ბიუროკრატიის გავლით დაუშვებელი რამ გამოდის.

თუ ქონება მათ კონკრეტულ ადამიანებს წაართვეს ფიზიკური ძალადობით, ერთია, მაგრამ თუ გაშუალებულად წაართვეს მთელ საზოგადოებას ოლიგოპოლიური ფასებითა და შრომის ბაზრის ხელოვნური შემცირებით (მაგალითად, სამუშაო დღის ლიმიტის მოხსნის გზით), მაშინ?

Share on other sites

  • ფორუმელი
  On 1/18/2021 at 1:49 PM, York Ge said:

და ვის უნდა გადაეცეს მათთვის ჩამორთმეული ქონება?

Expand  

ვისაც დანაშაულებრივ წართმევამდე ეკუთვნოდა იმას ალბათ.

  On 1/18/2021 at 1:49 PM, York Ge said:

ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ სახელმწიფოზე, სადაც ბიუროკრატია პირწმინდად კორუმპირებულია.

Expand  

მაშინ სხვა არაფერზე საუბარი არ გამოვა სანამ ეგ სიტუაცია არ გამოსწორდება.

  On 1/18/2021 at 1:49 PM, York Ge said:

მაგრამ თუ გაშუალებულად წაართვეს მთელ საზოგადოებას ოლიგოპოლიური ფასებითა და შრომის ბაზრის ხელოვნური შემცირებით (მაგალითად, სამუშაო დღის ლიმიტის მოხსნის გზით), მაშინ?

Expand  

თუ არალეგალურად წაართვეს ვინმეს რამე - დაისაჯონ, თუ ლეგალურად წაართვეს (თუნდაც არაეთიკურად) - არ დაისაჯონ.

თუ არაეთიკურად იქცევა მთავრობა და ხალხი ამას ხედავს, გადაირჩიონ ან გადააყენონ, რევოლუციებიც არ გვიჭირს, თუ არ უნდათ ეს, მაშინ ითმინონ.

Share on other sites

  • ფორუმელი
  On 1/18/2021 at 6:46 AM, Damnoc said:

თუ არა, აბა მაშინ რა ტრაკით ვთვლით რომ "მდიდრებისთვის" ბევრად მაღალი გადასახადების დაწესება მოსულა? პატარა ჯგუფია და მაგის ხარჯზე გამოდის რომ ვჩაგრავთ . . . დემოკრატიულად.

Expand  

მდიდრებს ვჩაგრავთ ?   როგორც წესი, ნებისმიერ საზოგადოებაში მდიდრები არიან ხოლმე ყველაზე ნაკლებად დაჩაგრულნი .  დიქტატურა, არისტოკრატია, მონარქია, თეოკრატია , დემოკტრატია,რელიგია . ყველაფერი გამოგონილია იმიტომ რომ მასის (ანუ ღარიბების) ხარჯზე და ბატონობით იცხოვრონ ელიტურმა ნაწილმა .  ეგ ზედმეტი გადასახადიც იმიტომ და იქ არის შემოღებული , სადაც დაბალი ფენის აქტიურობა მაღალია სადაც მდიდრებს/მთავრობას ეშინია ხელისუფლებისა და ძალაუფლების დაკარგვის . 

Share on other sites

  • ფორუმელი
  On 2/4/2021 at 6:17 PM, Plan-A said:

როგორც წესი, ნებისმიერ საზოგადოებაში მდიდრები არიან ხოლმე ყველაზე ნაკლებად დაჩაგრულნი.

Expand  

ან, ალტერნატიულადაც შეგვიძლია შევხედოთ და ვთქვათ რომ ვისაც ყველაზე მეტი ძალაუფლება აქვს, ის ამ ძალაუფლებას იყენებს იმის მისაღებად რაც უნდა, მაგალითად ქონების.

  On 2/4/2021 at 6:17 PM, Plan-A said:

ყველაფერი გამოგონილია იმიტომ რომ მასის (ანუ ღარიბების) ხარჯზე და ბატონობით იცხოვრონ ელიტურმა ნაწილმა.

Expand  

და ამდენი საუკუნის მანძილზე ღარიბებმა ვერ მოიფიქრეს ერთი გამართული სისტემა რომელიც მათ ექსპლუატაციაზე არ იქნება აგებული?

  On 2/4/2021 at 6:17 PM, Plan-A said:

ეგ ზედმეტი გადასახადიც იმიტომ და იქ არის შემოღებული , სადაც დაბალი ფენის აქტიურობა მაღალია სადაც მდიდრებს/მთავრობას ეშინია ხელისუფლებისა და ძალაუფლების დაკარგვის.

Expand  

აი მაგალითად ავიღოთ საფრანგეთი. სადაც არც ისე დიდი ხნის წინ იმ დონეზე აწიეს გადასახადები რომ 10000 მილიონერი უბრალოდ წავიდა ქვეყნიდან.

ჩავსვათ ახლა ეს მოვლენა მაგ ჩარჩოში. ანუ ამ ჩათლახმა მდიდრებმა, დაიწესეს მაღალი გადასახადები რომ დაბალი ფენა დაეშოშმინებინათ, მაგრამ მერე აღარ მოეწონათ ეგ მოცემულობა, თქვეს ამის დედაც ვატირეთო, ადგენენ და წავიდნენ?

Share on other sites

  • ფორუმელი
  On 2/5/2021 at 1:37 AM, Damnoc said:

ან, ალტერნატიულადაც შეგვიძლია შევხედოთ და ვთქვათ რომ ვისაც ყველაზე მეტი ძალაუფლება აქვს, ის ამ ძალაუფლებას იყენებს იმის მისაღებად რაც უნდა, მაგალითად ქონების.

Expand  

სიმდიდრე და ძალაუფლება ქათამი და კვერცხვით არის ...  ძნელია იმის თქვა , თუ რომელი იყო პირველი  და რამ განაპირობა რის გაჩენა. თუმცა როგორც არ უნდა იყოს , არავინაა  ვალდებული ითმინოს ის გარემო სადაც მდიდარს ყველაფერი აქვს ღარიბს არაფერი და გადასახადიც ღარიბივით სურს მოუვიდეს მდიდარს .

  On 2/5/2021 at 1:37 AM, Damnoc said:

და ამდენი საუკუნის მანძილზე ღარიბებმა ვერ მოიფიქრეს ერთი გამართული სისტემა რომელიც მათ ექსპლუატაციაზე არ იქნება აგებული?

Expand  

მოიგონეს . თუმცა აღსრულება ურთულესი გამოდგა, რადგან (იდეაში) გლეხებისა და მუშების ჯანყით ჩამოყალიბებულ სისტემამ , შემდეგ თვითონ დაბადა ელიტები, დაწინაურებული ფენა .  სამწუხაროდ რევოლუციამ ევოლუცია ვერ გამოიწვია .

  On 2/5/2021 at 1:37 AM, Damnoc said:

აი მაგალითად ავიღოთ საფრანგეთი. სადაც არც ისე დიდი ხნის წინ იმ დონეზე აწიეს გადასახადები რომ 10000 მილიონერი უბრალოდ წავიდა ქვეყნიდან.

Expand  

საფრანგეთი მაღალი სოც.აქტიური ქვეყანაა .  მდიდრებმა კი არ დაიწესეს, მდიდრებს დაუწესეს :).  ეგ ის ერია რომელმაც თავი ლუი 16-ს გილიოტინით მოაჭრა , ერთ-ერთი პირველი თავისუფალი კომუნა პარიზის იყო .   საფრანგეთში ყოველთვის ითვალისწინებენ ხალხის აზრს .

დღესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროტესის განცდის მქონე ნაციაა .

საქართველოში რასაც გინდა იმას გააკეთებ , მდიდრების არის ეს ქვეყანა და იქნება მუდამ , სანამ  ჩვენთანაც ფრანგების შეგნებამდე არ მივა ხალხი.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
  On 2/5/2021 at 12:15 PM, Plan-A said:

საფრანგეთი მაღალი სოც.აქტიური ქვეყანაა .  მდიდრებმა კი არ დაიწესეს, მდიდრებს დაუწესეს :)

Expand  
  On 2/4/2021 at 6:17 PM, Plan-A said:

დიქტატურა, არისტოკრატია, მონარქია, თეოკრატია , დემოკტრატია,რელიგია . ყველაფერი გამოგონილია იმიტომ რომ მასის (ანუ ღარიბების) ხარჯზე და ბატონობით იცხოვრონ ელიტურმა ნაწილმა.

Expand  

ცოტა ავირიე. დემოკრატია თუ იმიტომ არის გამოგონილი რომ ელიტამ ღარიბი ხალხი წველოს, მაშინ საფრანგეთში როგორ აწესებს მასა თამაშის წესებს?

ანუ ის ვერ გავიგე რომ არის დემოკრატიის პირობებში ძალაუფლება მასის ხელში თუ არა?

Share on other sites

  • ფორუმელი
  On 2/5/2021 at 2:31 PM, Damnoc said:

ცოტა ავირიე. დემოკრატია თუ იმიტომ არის გამოგონილი რომ ელიტამ ღარიბი ხალხი წველოს, მაშინ საფრანგეთში როგორ აწესებს მასა თამაშის წესებს?

ანუ ის ვერ გავიგე რომ არის დემოკრატიის პირობებში ძალაუფლება მასის ხელში თუ არა?

Expand  

დემოკრატია სახელია , რომელიც შეერქვა მმართველობის ფორმას , ის უტოლდება თანამედროვეობის წარმოჩენას . ამის გამო იბრალებს და მიილტვის სახელმწიფოთა უმეტესი ნაწილი მისკენ .  ეს არის იარაღი მდიდრებისა და ხელისუფლების , რომ მართოს ღარიბთა კლასი . თუმცა არსებობს შედარებით განვითარებული საზოგადოებები , სადაც ვერ დააკანონებ პირდაპ მონობას , რელიგიის, ქალთა უფლების, მკურნალობის უფლების, სწავლის უფლების შეზღუდვას .... და ასეთი ქვეყანაა საფრანგეთი.  იქ (ფრანციაში) ხელისუფლება იძულებულია შემოიღოს მინიმალური ხელფასი , მდიდრები იძულებულნი არიან იხადონ გადასახადი , არა იმიტომ რომ ასე სურთ , იმიტომ რომ შეინარჩუნონ წესრიგი და სამოქალაქო სიმშვიდე .

თუმცა როგორი დემოკრატიული და თავისუფალიც არ უნდა იყოს სახელმწიფო ეს ჩუმი ბრძოლა კლასებს შორის ყველგან მიმდინარეობს . 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   7 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 7 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(6)
    • Googlebot(1)