Jump to content
×
×
  • Create New...

დემოკრატია და მორალი


 Share

Recommended Posts

ვიზიტორი
ონლაინ, საწყალი ოსვალდო რიოსი said:

ჰოო? მე კიდე ზეგ უხასა და ჩებურეკებზე დაპატიჟებას გიპირებდით 

:lol:

 

ნუ აოფებ თემას აქ ხალხი სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ, ჩემ სუპერსერიოზულობას ცუდად უჩხიკინებ!

 

Share on other sites

ვიზიტორი
ონლაინ, Damnoc said:

ადამიანის "ბუნებრივი" ან "ღვთის ბოძებული" უფლებების არ გვჯერა?

უბრალოდ საზოგადოება გვაძლევს მაგალითად სიცოცხლის უფლებას და სხვა არაფერი?

რა თქმა უნდა არ მჯერა და რა თქმა უნდა კი, ბუნებით მდგომარეობაში ჩემზე სუსტების დამსახურებაა ჩემი სიცოცხლე...

 

2 minutes წინ, Damnoc said:

თავისთავად რაღაც დროში უფრო შეძლებული შეიქნა ვიდრე მეზობლები, და როცა მოდაში იყო, გააკულაკეს.

 

ყველას შეეძლო იმ ცაცხვის ყვავილის დაკრეფვა თუ სისხამ დილით პირველი ის კრეფდა ხოლმე და იმარაგებდა? 

ჩემი დიდი ბაბუაც მაგიტო გააკულაკეს, აგვახიეს მიწები და კორპუსები, საერთო საცხოვრებლები ააშენს მათ ადგილას, ეს კომუნისტებმა ქნეს მაგრამ კაციშვილი არ დადგომია გვერდით მეტიც საბიძაშვილო უბედნიერესი იყო ამ ფაქტით როგორც ვიცი. ახლა რომ დავუკვირდე მთელი სოფელი ჩვენ ვიქნებოდით ჰა მაქს სამი გვარი ვყოფილიყავით მთელ სოფელში ასე კიდევ ათასი რჯულის ადამიანი ჩამოსახლდა, ორი ქარხანა მოიხოდა, თაობები გაიზადა და გაიზრდება, ყველაზე კარგი მიწები მაინც ჩვენ დაგვრჩა რაოდენობრივად ცოტა მაგრამ ნაყოფიერების თვალსაზრისით და მისადგომად ჩვენი ყველას  ჯობია, ნე სჩემ არ დავრჩენილვართ მოკლედ... იმას ვამბობ რომ ისტორიული მომენტი იყო ასეთი, სახელლმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იქნებ სწორადაც მოიქცნენ? იმაზე მეტი დოვლათის შექმნა შეძლო ორი ქარხნის წარმოებამ ჩემ სოფელში ვიდრე ჩემი დიდი ბაბუა შეძლებდა დამოუკიდებლად, ასე მგონია... 

Share on other sites

  • ფორუმელი

გაკულაკებაზე გამახსენდა - ჩემი დიდი პაპაც გააკულაკეს, თუმცა რაღაცების გადამალვა მოასწრო. ახლობელმა დაასმინა, გადამალული აქვსო და ის ახლობელი მოკლა.

აეგაა ცხოვრება, ზოგს აკულაკებენ, ზოგს ჰკლავენ :up:
მთავარია მოძრაობაში იყოთ :lalala:
ხომ გაგიგიათ, მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემიო :up:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

  • ფორუმელი
28 minutes წინ, Damnoc said:

"მარჯვე" ადამიანად იცნობდნენ, იქიდან დაიწყო საიდანაც სხვებმა მაგრამ რამდენიმე შემოსავლის წყარო გაიკეთა, თავისთან ეზოში კრამიტის საწარმო მოაწყო, ცხოველებს აშენებდა, დ.ა.შ. მაგრამ ერთი მაგალითი მახსოვს გამორჩეულად. სოფლის ბოლოში იყო დიდი ცაცხვის ხე, ეს ადამიანი სეზონზე ყვავილს აგროვებდა, აშრობდა და როცა ვინმეს სოფელში ავადმყოფისთვის დასჭირდებოდა, მიდიოდნენ ამ ადამიანის "მაღაზიაში" და ყიდულობდნენ პატარა ულუფებად.

თავისთავად რაღაც დროში უფრო შეძლებული შეიქნა ვიდრე მეზობლები, და როცა მოდაში იყო, გააკულაკეს.

ხოდა აბა ამ ჩარჩოში განვიხილოთ რით დაიმსახურა ან გაკულაკება, ან დღევანდელის სტანდარტებით მის მეზობელზე მაღალი გადასახადები.

ამ ჩარჩოში ვერ განვიხილავთ, რადგან, თუ სწორედ მიგიხვდით თემის დასაქწყისით, საუბარი იყო მდიდრებზე და არა საშუალო შეძლებამდე გამდიდრებულებზე. ეს უკანასკნელი კი სულ სხვა ოპერაა.

Share on other sites

  • ფორუმელი
33 minutes წინ, mulan said:

რა თქმა უნდა არ მჯერა და რა თქმა უნდა კი

უყურე რაშია საქმე, მე რომ ვცოცხლობ ამის უფლების მოცემა არ მჭირდება, იმიტომ რომ ბუნებრივად ვცოცხლობ. მე რომ ვიცოცხლო ამას ისევე არ ჭირდება ნებართვა როგორც მზის ნათებას ან შემოდგომაზე ფოთლების ცვენას.

თუ უფლებები არსებობს საერთოდ და უბრალოდ ბეტონის ჯუნგლებში არ ვცხოვრობთ სადაც ძალა წყვეტს ყველაფერს, მაშინ პირიქით, იმას ჭირდება უფლება ვისაც ბუნებრივ მოვლენაში ჩარევა უნდა.

თუ ვინმეს უნდა რომ მე "გაპრავებულად" მომკლას, მე ის კი არ მაქვს გასაპრავებელი რომ რატომ ვარ ცოცხალი, იმას აქვს გასაპრავებელი რომ რა უფლებით აპირებს ჩემს მოკვლას.

იგივე არის თავისუფლების უფლებაზე, მე ბუნებრივად ვარ თავისუფალი, თუ ვინმეს უნდა რომ ჩემი ეს თავისუფლება შეზღუდოს, ეს უნდა გააპრავოს რაღაც აქსიომატურით.

  

31 minutes წინ, mulan said:

იმაზე მეტი დოვლათის შექმნა შეძლო ორი ქარხნის წარმოებამ ჩემ სოფელში ვიდრე ჩემი დიდი ბაბუა შეძლებდა დამოუკიდებლად

და რა?

თუ გვყავს ვთქვათ 2 ადამიანი საავადმყოფოში, ერთს სჭირდება გული და მეორეს ღვიძლი გადასარჩენად. შენ გაქვს ორივე.

მისაღებია რომ ჩვენ, საზოგადოებამ "დოვლათის/სიცოცხლის" მაქსიმიზაციის ეგიდით დაგშალოთ?

 

 

15 minutes წინ, York Ge said:

ამ ჩარჩოში ვერ განვიხილავთ, რადგან, თუ სწორედ მიგიხვდით თემის დასაქწყისით, საუბარი იყო მდიდრებზე და არა საშუალო შეძლებამდე გამდიდრებულებზე. ეს უკანასკნელი კი სულ სხვა ოპერაა.

ჩემი აზრით ეგ ადამიანი რომ არ გაეკულაკებინათ, რაღაც დროში, ადგილობრივი სტანდარტებით მაინც, გახდებოდა "მდიდარი", ან შეიძლება თვითონ არა მაგრამ შემდეგი თაობა, ან იმის შემდეგი.

ხოდა ის მაინტერესებს ამ გზაში რა იქნებოდა ისეთი რაც მერე მათ არაპროპორციულ დაბეგვრას "გააპრავებდა"?

ან შეიძლება "მდიდარი"-ს სტანდარტი გვაქვს სხვადასხვა?

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Damnoc said:

გახდებოდა "მდიდარი", ან შეიძლება თვითონ არა მაგრამ შემდეგი თაობა, ან იმის შემდეგი.

რა მეთოდებით გახდებოდა უფრო მდიდარი? საკვანძო საკითხი ესაა.

1 minute წინ, Damnoc said:

ხოდა ის მაინტერესებს ამ გზაში რა იქნებოდა ისეთი რაც მერე მათ არაპროპორციულ დაბეგვრას "გააპრავებდა"?

გზაზეა დამოკიდებული.

ზოგადად კი უნდა ითქვას, რომ საშუალო ფენის წნეხი კლეპტოკრატიული სახელმწიფოს ხელწერაა იმის მიუხედავად, თუ როგორ ხორციელდება იგი, პირდაპირი ძალადობით, საკანონმდებლო ზეწოლითა თუ სავალუტო კურსების მანიპულაციით.

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, York Ge said:

რა მეთოდებით გახდებოდა უფრო მდიდარი? საკვანძო საკითხი ესაა.

თუ ეს კითხვა არსებობს, ესეიგი ვთანხმდებით იმაზე რომ იმ შედეგთან მისასვლელი არაერთი პრინციპულად განსხვავებული გზა არსებობს ხო?

ხოდა მაგ მოცემულობაში უცნაური არ არის დამოკიდებულება რომ ყველას ერთნაირად მოვექცეთ ვისაც ასეთი შედეგი აქვს სახეზე?

6 minutes წინ, York Ge said:

საშუალო ფენის წნეხი კლეპტოკრატიული სახელმწიფოს ხელწერაა იმის მიუხედავად, თუ როგორ ხორციელდება იგი

არსებობს კლეპტოკრატია, რათქმაუნდა, მაგრამ მაგის პროცესია ამორალური და არა შედეგი.

ყველა კლეპტოკრატი მდიდარი არ არის და ყველა მდიდარი კლეპტოკრატი.

 

კონცერტზე მოხვედრის ორი გზა არსებობს, კეთილსინდისიერად - ბილეთის ყიდვით და არაკეთილსინდისიერად - შეპარვით.

იმას ვამბობ რომ პრინციპულად უცნაური მიდგომაა ყველას დაჯარიმება ვინც ამ კონცერტს ესწრება, იმიტომ რომ არის შანსი შემოპარულები იყვნენ.

Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, Damnoc said:

იმ შედეგთან მისასვლელი არაერთი პრინციპულად განსხვავებული გზა არსებობს ხო?

მოდით, გადავამოწმოთ ეს მოსაზრება. ჩამოთვალით თქვენთვის ცნობილი გზები თუნდაც კონკრეტული ბიოგრაფიების მითითებით და განვიხილოთ ისინი, ეს მაგალითები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share