Jump to content
×
×
  • Create New...

ჯულიეტა წავიდა


Recommended Posts

  • ფორუმელი

@iaiameri

ბევრჯერ მინახავს შეთხული ცუდი ისტორიებიც, მათ შორის ჩემზეც გამომიცდია, თუმცა სიმართლისგან შორს იყო.

 

@mulan

ეს, რა თქმა უნდა.

უბრალოდ უარყოფითი ისტორიის დაჯერება ძნელია და თან არც მაქვს სურვილი ასე უსაფუძვლოდ დავიჯერო, რაღაცნაირად ჩემს გონებაში კარგ ადამიანად მყავდა წარმოდგენილი. თუმცა, კიდევ აღვნიშნავ, არანაირი შეხება მქონია

ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი...

Share on other sites

@marguerite ის რომ ბევრჯერ გინახავს შეთხზული ანუ მოგონილი, არ ნიშნავს რომ შეუთხზავი ამბები არ არსებობენ.

მეორეც. შენ გჯერა რომ ქალს პირდაპირ ეთერში პარადები მიჰყავდა და სხვანაირი, არასაბჭოური აზროვნება ჰქონდა? შენ გჯერა რომ ასეთ ადამიანს საზღვარგარეთ უშვებდნენ?

 

 

Share on other sites

გამეცინა გაბუნიას ტექსტზე, ჯულიეტა აზროვნებდა თურმე ისე, როგორც საბჭოეთში არ აზროვნებდნენ. დისიდენტი იყო? )) მთელი მსოფლიო მოატარეს დისიდენტს?
მესმის რომ დედაა მისი, უყვარს, მაგრამ საზოგადოებისთვის ამდენი და ამხელა ტყუილების თავზე მოხვევაც ხომ არ შეიძლება?
დავიწყოთ იქიდან რომ არანაირი ჟურნალისტთა თაობები ჯულიეტას ან მის ქმარს შალვა გაბუნიას არ გაუზრდიათ. ჟურნალისტი არცერთი იყო და მიტომ.
ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო დიქტორი.
დიქტორი და ჟურნალისტი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფუნქციონალურად. ჟურნალისტი წერს, აზროვნებს, დიქტორი სხვის ნააზრევს კითხულობს. მისი ქმარი კი მხოლოდ და მხოლოდ „მოამბის“ რიგითი რეჟისორი იყო. აქედან გამომდინარე ვერანაირ ჟურნალისტებს ისინი ვერ გამოზრდიდნენ, მითუმეტეს თაობებს. ერთ გვარს ვერ დაასახელებენ, ერთსაც კი. (ნუ თავის თავს თუ გულისხმობს მხოლოდ, მაშინ ჰო!)
როცა პირველ არხზე "რეფორმები" დაიწყო და ტელევიზიიდან ზაზა შენგელიამ პირველი წყება ხალხი გაუშვა, თანამშრომლების უკმაყოფილება მშვენივრად ჩაცხრა სწორედ ჯულიეტას გადაბირებით. ხელისუფლებაში ამ ქალს ავტორიტეტი ჰქონდა და ჯულიეტა გააჩუმეს იმით, რომ მისცეს მისი საავტორო გადაცემა „წერილები“ და იმ დროისთვის კოლოსალური თანხა 5000 ლარი დაუნიშნეს. საუკუნის დასაწყისზეა ლაპარაკი. ამ ფონზე თავად ჯულიეტა თავის თანამშრომლებს უხდიდა სასაცილო თანხებს. გოდერძი ჩოხელის მეუღლეს მაგალითად 30 ლარს უხდიდა თვეში.
გიორგი გაბუნია, შენ რომ არაფერი გაკლდა ბავშვობაში, სამაგიეროდ გოდერძი ჩოხელის შვილებს აკლდა დედაშენისნაირების არსებობის გამო.
რადგანაც ჟურნალისტი არ იყო და წერაც არ იცოდა, მისი საავტორო გადაცემისთვის ტექსტებს სხვებს პარავდა. ზუსტად ამის გამო მომიხდა მასთან შეხლა- შემოხლა. ჩემი სიუჟეტი აიღო, სინქრონი გაუშვა, ჩემი ტჟკ ტექსტი კი თავად ჩაიკითხა, თავისად გაასაღა.
მე პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს იყო ქურდობა. მისი ქმარი შუაში გვედგა და გვაშველებდა.
თვითონ ხომ არაერთგზის გაყიდა ნამუსი, პრინციპები. მისივე დაგდებულ ქვაზე წამოკრა ფეხი და თავადაც მოისროლეს ტელევიზიიდან. მიხვდა რომ გამოიყენეს, მაგრამ სასამართლოებში უკვე მარტოს მოუწია ომი და არა თანამშრომლებთან ერთად, რომლებსაც უღალატა და საავტორო გადაცემაზე გაცვალა.
ნამდვილად არ იყო რიგითი ქალი. მას შეეძლო სიმართლის მხარეზე დამდგარიყო, მაგრამ უნამუსობა არჩია.
ესაა ჩემი გამოსამშვიდობებელი სიტყვა, ქალბატონო ჯულიეტა!
 
 
 
 
აჰა, ეს წაიკითხე ფბზე მიდევს ღიად და მათ შორის ტელევიზიის თანამშრომლები მილაიკებენ. ტყუილი მეზიზღება და
იგივე გოდერძის ცოლიც მეგობრებში მყავს და ტყუილს არ მათქმევინებდა.

იმედია დაგიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

არა ეხლა ჯულიეტა ანგელოზი რომ არ იყო ეგ მანამდეც ცნობილი იყო წესით. ნუ მათთვის ვინც ზოგადად ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში.

მაგრამ ახლა რატო იქექება და რას ემსახურება ეს ყველაფერი საინტერესო უნდა იყოს.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share