Jump to content
×
×
  • Create New...

ძირს კაპიტალიზმი!


Recommended Posts

  • ფორუმელი
12 საათის წინ, Georgia said:

სად ნახე ეგეთი აშენებული სოციალისტური სახელმწიფო?

რომ ვერ ვნახე, არაფერს ნიშნავს. თვითმფრინავიც არავის ენახა საუკუნეების მანძილზე, მაგრამ ერთხელაც შექმნეს. უამრავი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.

ნესტანი მშვენიერი ჯანმრთელი გოგოა © 

Share on other sites

  • ფორუმელი
14 საათის წინ, mulan said:

ფაქტი ფაქტისთვის გვჭირდება და მეტი არაფერი?

რა თქმა უნდა.

14 საათის წინ, mulan said:

გისმენთ

ვრცელი თემაა, მაგრამ მსჯელობა შეიძლება, მაგალითად, ლომონოსოვის რეალური ბიოგრაფიის მიხედვით.

ან - ეს უფრო ადვილია - მილსის, კვიგლისა და დალის ბიოგრაფიების მიხედვით.

Share on other sites

ვიზიტორი

  

ონლაინ, York Ge said:

რა თქმა უნდა.

ოკ

ამ ფაქტებისგან როგორ ავაწყობ ძრავს უკვე პრაქტიკოსი ინჟინერის საქმეა ანუ, ასე ხედავთ? 

 

რაც შეეხება ლომონოსოვს, მის სახლმუზეუმში ნამყოფი ვარ არხანგელსკის რაიონში, ის ბიოგრაფია რაც მოვისმინე და წამიკითხავს ყველამ ვიცით ტრუხაა? ძაანაც არ მიჩიჩქნია, მამენტ საერთოდ არ მიჩიჩქნია მიზანმიმართულად, ანუ რამე მნიშვნელოვანი მომენტი გამომრჩა? :D  რეალურად მდინარე დვინაში არსებულ კუნძულზე დაიბადა გაიზარდა რომლის დიდი ნაწილი სეზონურად იტბორებოდა, საერთოდ გაქცევის სურვილი რომ გაუჩნდა ეგეც გასაკვირია დღემდე უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს ის ხალხი იქ...

Share on other sites

On 1/18/2021 at 11:24 AM, დათვების მეგობარი said:

რომ ვერ ვნახე, არაფერს ნიშნავს. თვითმფრინავიც არავის ენახა საუკუნეების მანძილზე, მაგრამ ერთხელაც შექმნეს. უამრავი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ.

აჰა. ჰაერზე ვლაპარაკობთ ანუ

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, Georgia said:

აჰა. ჰაერზე ვლაპარაკობთ ანუ

თვითმფრინავიც ჰაერზე ლაპარაკი იყო, სანამ არ შექმნეს. ობიექტური მიზეზები არ არსებობს, რის გამოც  ეს შეუძლებელი იქნება. ყველა წარუმატებელი ექსპერიმენტი სუბიექტური ადამიანური ფაქტორების გამო იყო ასეთი. რაღაც კეთდებოდა ცუდად, არადა თავისუფლად შეიძლება გაკეთებულიყო კარგად. მენტალიტეტის შეცვლა შეიძლება, თავიდან კარგი კონტროლია უბრალოდ საჭირო და სწორი აღმზრდელობითი სამუშაოები.  რუსეთს არც კაპიტალიზმმა უშველა, იაპონია სოციალიზმშიც აყვავდებოდა (თუ დასავლეთი ასევე დაეხმარებოდა). ჩრდილოეთ კორეაში არასწორი ხალხის ხელში მოხვდა ძალაუფლება, თორემ ასეთი კარგი ცენტრალური კონტროლის პირობებში შეიძლება სამხრეთისთვისაც გადაესწრო აქამდე. 

ახლა სოციალიზმის დამცველად ნუ გამომიყვან კაცო :) მე პირადად კაპიტალიზმი მეკომფორტულება. უმეტესობისთვის ალბათ რაღაც საშუალო ვარიანტი ყველაზე ოპტიმალურია, რომლისკენაც ჩინეთი და დასავლეთ ევროპა მმიიწევენ ერთი მარცხნიდან, მეორე - მარჯვნიდან. ნუ ან მიიწევენ და ან გაჩერდნენ უკვე სადღაც  შუაში. ბოლო ტენდენციებს არ ვადევნებ თვალს.

ნესტანი მშვენიერი ჯანმრთელი გოგოა © 

Share on other sites

50 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

თვითმფრინავიც ჰაერზე ლაპარაკი იყო, სანამ არ შექმნეს.

არ იყო ჰაერი. არსებობს მფრინავი ობიექტები, რაზე დაკვირვებითაც შეიქმნა ჯერ მარტივი მფრინავი აპარატები და მერე უფრო გართულდა. მეცნიერების განვითარებამაც თავისი ქნა.

სოციალუსტური სახელმწიფო იდეაშიც აბსურდია. კი, ფსიქოლოგიურად და ემოციურად მეც უფრო მეკომფორტულება თანასწორობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული კომუნები, ძმობა, თავისუფლება და სიყვარული ასწორებს და კაპიტალიზმი სტრესია, მაგრამ ზოგადად ადამიანად ყოფნაც არაა მარტივი. 

 

 ის რომ კაპიტალიზმის ბევრნაირი ფორმა არსებობს და ოპტიმალურია ასარჩევი, ცალკე თემაა

Share on other sites

  • ფორუმელი
3 საათის წინ, Georgia said:

არ იყო ჰაერი.  არსებობს მფრინავი ობიექტები, რაზე დაკვირვებითაც შეიქმნა ჯერ მარტივი მფრინავი აპარატები

თუ მაინცდამაინც მოდელსი არსებობაზე ვისაუბრებთ, პირველ ქრისტიანთა თემები შეიძლება გამოდგეს მაგალითად. ასევე პრიმიტიულად მცხოვრებ ტომებშიც იქნება მსგავსი წყობა სადმე, მჯერა. 

 

3 საათის წინ, Georgia said:

სოციალუსტური სახელმწიფო იდეაშიც აბსურდია.

არანაირად. მარქსი და ლენინი სულელი ხალხის ნამდივლადარ ყოფილა, მაგას ვერ დააბრალებ. თუ ხალხს მართლა უნდა, ნებისმიერ მოდელს ამუშავებს.

 

3 საათის წინ, Georgia said:

ფსიქოლოგიურად და ემოციურად მეც უფრო მეკომფორტულება თანასწორობაზე და სოლიდარობაზე დაფუძნებული კომუნები, ძმობა, თავისუფლება და სიყვარული ასწორებს

ძმობა, თავისუფლება და სიყვარული კაპიტალიმის პირობებშიც შეიძლება იყოს და პირიქით, სოციალიზმის პირობებში შეიძლება არ იყოს. სოციალისტური წყობის საჭიროება სწორედ სიყვარულის ნაკლებობის პირობებშია საჭირო, თორემ სრულყოფილ საზოგადოებაში მდიდარი კაპიტალისტები არავის დაამშევენ და გაატყავებენ, ყველა კმაყოფილი იქნება. დღევანდელი კაპიტალიზმის მანკიერებების და სნეულებების მიზეზი თავად წყობა კი არაა, არამედ ისევ ადამიანური ფაქტორები. სწორედ ადამიანური ეგოიზმის, სიხარბისა და დაუფიქრებლობის გამო აყენებს ზიანს თანამედროვე კაპიტალიზმი ხალხს, ბუნებას და თვითონაც საფლავს ითხრის. კაი სერიოზული მსოფლიო  კრიზისი მალე მოგვიკაკუნებს ალბათ, თუ რამე მოულოდნელი არ მოხდა.

ნესტანი მშვენიერი ჯანმრთელი გოგოა © 

Share on other sites

4 minutes წინ, დათვების მეგობარი said:

არანაირად. მარქსი და ლენინი სულელი ხალხის ნამდივლადარ ყოფილა, მაგას ვერ დააბრალებ. თუ ხალხს მართლა უნდა, ნებისმიერ მოდელს ამუშავებს.

 

ოდესმე მიხვდე, რომ მარქსი და ინტერნაციონალი ბურჟუების პროექტი  იყო

პს. ვერ ვგრძნობ რომ კომპეტენენტური ხართ ამ საკითხებში და აღარ შემოგყვებით. გად ბლეს იუ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share