Jump to content
×
×
  • Create New...

ოთხი დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შედის და პარტიას ტოვებს


Recommended Posts

  • ფორუმელი
ონლაინ, York Ge said:

რატომ გგონიათ, რომ ამის თქმა მინდოდა?

პროსტა ვიკითხე. მეტი ამასთან მიახლოებული მაგალითი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ვერ ვიპოვე. სიმულაციაა თუ რეალობა ეგ ცალკე საკითხია ფორმალური მხარე კი ეგეთი აქვს ნამდვილად! თან ცინცხალი ამბავია :katutu:

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, mulan said:

მიახლოებული მაგალითი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ვერ ვიპოვე

რესპები.

მაგრამ რამდენიმე მაგალითი ამინდს ვერ ცვლის.

ამომრჩეველი ვერ ახდენს გავლენას იმ გარემოებაზე, თუ ვის რომელი ნომერი ერგება სიაში. კაცმა რომ თქვას, ამიტომ მოიკლეს თავი ნამცეცა პარტიებმა პროპორციულ სისტემაზე და ამიტომვე არ გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკში. ბილეთები ჰქონდათ გასაყიდი.

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, York Ge said:

რესპები.

 

წლების მანძილზე მხოლოდ მაგათ ვაძლევდი ხმას.  უსუფაშვილი ტყუილად იჯდა პარლამენტის თავმჯდომარედ. 

 

1 minute წინ, York Ge said:

კაცმა რომ თქვას, ამიტომ მოიკლეს თავი ნამცეცა პარტიებმა პროპორციულ სისტემაზე და ამიტომვე არ გაერთიანდნენ საარჩევნო ბლოკში. ბილეთები ჰქონდათ გასაყიდი.

არის ლოგიკა...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Moor said:

ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის

ხალხი რა ხალხი, ხალხი ზღაპარი :დ ავთო იაშვილი არაა მანდ სადმე?

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

  

6 საათის წინ, Seth said:

ხალხი რა ხალხი, ხალხი ზღაპარი :დ ავთო იაშვილი არაა მანდ სადმე?

სვიაზი ჩვენთანაა? :D

7 საათის წინ, mulan said:

წლების მანძილზე მხოლოდ მაგათ ვაძლევდი ხმას.  უსუფაშვილი ტყუილად იჯდა პარლამენტის თავმჯდომარედ. 

შენ მისცემდი გენც :D

მარა ნუ იდიოტები არიან ეგენიც.

რა შიდა დემოკრატია ბერძენიშვილები არიან პაპები მანდ :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
16 საათის წინ, mulan said:

ვინაა? რა გოუკეთებია? :givi:

ერთ დროს ანუ   ბნელ ოთხმოცდაათიანებში  კარგად იპარა  ხოდა  ერთო როგითი  შალიკო ნათელაშვილის  პარტიელი გახლდათ  ხოდა ბევრი აქვს დაგროვებული და   ირმაჩკებს შეუძვრა  არ ვიცი რაში დაჭირდა ისევ პოლიტიკაში შემოძრომა  ხოდა  ბოლოს ირამჩკებიც დააპაშოლა  .

ოპოს აპრლამენტში შესვლას მივესალმები  2 აზრი არაა  , მტერი და ახვარი უნდა იყო ადამიანი   ქოცის გაყალბებას ვერ ამტკიცებდე  და  თან პარლამენტში არ შედიოდე  სადაც  ხელში დიდი ბერკეტი გექნება  შექმნა  კომისია  და  ქოცს რომელსაც   როგორც მინიმუმ 1% დამტკიცებას შეძლებ ხოდა  თუ ამ 1% საც ვერ უმტკიცებ  საერთოდ რას  სკდები ჭიპლარზე ,  დღევანდელი  ოპოსპექტრი   წიმურა ბიძიას დაკრულზე რო ცეკვავს  ხო  ფაქტია   , ასეა ეს  ასე...

 

 

იმედია  გირჩს ვიხილავ პარლამენტში და  ელისაშვილს .

Edited by eL

 

    ღმერთმანი 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

https://www.ambebi.ge/article/253897-deputati-romelsac-emiratebshi-15-cliani-patimroba/

 

დეპუტატი, რომელსაც ემირატებში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ქართული კავშირგაბმულობის მაგნატი - რა ქონებას ფლობენ ბიზნესმენები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შევიდნენ
13:37 / 06-01-2021
დეპუტატი, რომელსაც ემირატებში 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ქართული კავშირგაბმულობის მაგნატი - რა ქონებას ფლობენ ბიზნესმენები, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შევიდნენ

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სა­არჩვე­ნო სიის 3 წევ­რი - ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი: და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი, ფრი­დონ ინ­ჯია და გელა მი­ქა­ძე, პარ­ტი­ის მიერ პარ­ლა­მენ­ტის­თვის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ბო­ი­კო­ტის მი­უ­ხე­და­ვად, პარ­ლა­მენ­ტში შე­ვიდ­ნენ. მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ უკვე სცნო. ამის შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ოპო­ზი­ცია უკვე წარ­მოდ­გე­ნე­ლია. უმ­რავ­ლე­სო­ბა იმე­დოვ­ნებს, რომ მათ სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წევ­რე­ბიც მი­მარ­თა­ვენ და შე­სა­ბა­მი­სად, პარ­ლა­მენტს ერ­თპარ­ტი­უ­ლო­ბის სტა­ტუ­სი მო­ეხ­სნე­ბა. ცნო­ბი­სათ­ვის: "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" სიით გა­სულ დე­პუ­ტა­ტებს პარ­ლა­მენ­ტმა სა­დე­პუ­ტა­ტო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა 4 იან­ვარს, შე­უ­წყვი­ტა. კერ­ძოდ, მან­და­ტე­ბი გა­უ­უქ­მდა პარ­ტი­ის სამ წევ­რს - ირმა ინაშ­ვილს, გი­ორ­გი ლო­მი­ა­სა და გოჩა თევ­დო­რა­ძეს, ხოლო გელა მი­ქა­ძემ, ფრი­დონ ინ­ჯი­ამ და და­ვით ზილ­ფი­მი­ან­მა ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ას ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბის შე­სა­ხებ მი­მარ­თეს. სწო­რედ ამ ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბის პრინ­ცი­პით მოხ­ვდნენ ისი­ნი პარ­ლა­მენ­ტში. პარ­ლა­მენ­ტში ასე­ვე შე­ვი­და "პატ­რი­ოტ­თა" სიის კი­დევ ერთი წევ­რი ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძე.

ambebi.ge გთა­ვა­ზობთ ოპო­ზი­ცი­უ­რი ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წა­სუ­ლი სამი ბიზ­ნეს­მე­ნის დო­სი­ეს, რო­მელ­თა შო­რის ორი მი­ლი­ო­ნე­რია:

  • გელა მი­ქა­ძე

გელა მი­ქა­ძე და­ი­ბა­და 1971 წლის 30 იან­ვარს. და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­უ­რი, იუ­რი­დი­უ­ლი და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ენე­ბი­სა და ინ­გლი­სუ­რი ენის ლი­ტე­რა­ტუ­რის ფა­კულ­ტე­ტე­ბი. 1993-2001 წლებ­ში იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტენ­ტო-სა­ლი­ცენ­ზიო გან­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ჟი­ნე­რი. 2007 წელს და­ა­ფუძნა შპს "მი­ქა­ძე, გე­გეჭ­კო­რი, თაქთა­ქიშ­ვი­ლი“. 2016-2020 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-9 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პარ­ტი­უ­ლი სიით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: "და­ვით თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, ირმა ინაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია“. არის სა­ქარ­თვე­ლოს გოლ­ფის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი.

 

გელა მი­ქა­ძე მი­ლი­ო­ნერ­თა სი­ა­შია.

  • რას ვკი­თხუ­ლობთ მის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში?

გელა მი­ქა­ძის ქო­ნე­ბა, 2019 წლის 31 დე­კემ­ბერს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, საკ­მა­ოდ თვა­ლის­მომჭრე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ფაქ­ტია, რომ მი­ლი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტი უზარ­მა­ზა­რი ქო­ნე­ბის პატ­რო­ნია, თუმ­ცა მისი დეკ­ლა­რა­ცია ამის სრულ წარ­მოდ­გე­ნას მა­ინც არ იძ­ლე­ვა, ვი­ნა­ი­დან მას­ში შე­ტა­ნი­ლი არ არის მო­ნა­ცე­მე­ბი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ, მაგ. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბი და აგა­რა­კე­ბი. თუმ­ცა ჩა­მოთ­ვლი­ლია ის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი და კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლის მფლო­ბე­ლიც, ან თა­ნამ­ფლო­ბე­ლიც მი­ქა­ძეა. ასე მა­გა­ლი­თად, მი­ქა­ძი­სა და მისი მე­უღ­ლის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე, რო­მე­ლიც გახ­სნი­ლია TBC და “სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში”, შთამ­ბეჭ­და­ვი თან­ხე­ბია.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, გელა მი­ქა­ძე უამ­რა­ვი კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლი და მე­წი­ლეა და ესე­ნია: შპს ჰენ­კელ&ბე­ი­კერ (არა­ბე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი), შპს “რაკ კე­რა­მიკს ჰოლ­დინგ” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “ქარ­თულ-რუ­სუ­ლი სა­ვაჭ­რო სახ­ლი” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “პრა­იმ კონ­სტრაქ­შე­ნი” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “ევ­რა­ზი­ის სა­პა­ტენ­ტო ჯგუ­ფი” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “კო­კე­ი­ჟან ინ­ვეს­ტმენტ ელა­ი­ენ­სი” (სა­ქარ­თვე­ლო), შპს “ალუ­მი­ნი­უმ ჯორ­ჯია”, შპს “ბეს­ტფორდ დე­ვე­ლოპ­მენტ ელ-ელ-ფი” (დიდი ბრი­ტა­ნე­თი), შპს “მენ­ლა­ინ პრო­ჯექთს ელელ-ფი” (დიდი ბრი­ტა­ნე­თი) და ა.შ. იხი­ლეთ დეკ­ლა­რა­ცია სრუ­ლად

აღა­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მისი სა­ხე­ლი ერთ გახ­მა­უ­რე­ბულ სს საქ­მეს და ე.წ. თაღ­ლი­თურ სქე­მას უკავ­შირ­დე­ბა, რის გა­მოც მას არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ემი­რა­ტებ­ში და­უს­წრებ­ლად 15 წლით პა­ტიმ­რო­ბაც აქვს მის­ჯი­ლი. "სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ წევ­რმა, პარ­ლა­მენ­ტარ­მა და "რა­კია ჯორ­ჯი­ას“ ყო­ფილ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მე თაღ­ლი­თო­ბის გამო წა­ა­გო. სა­სა­მარ­თლომ გელა მი­ქა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია "ჯორ­ჯია გოლფ ენდ რე­ზორ­ტი’’ და­ა­ვალ­დე­ბუ­ლა "რა­კია ჯორ­ჯი­ას“ და­უბ­რუ­ნოს თაღ­ლი­თუ­რი გზით მით­ვი­სე­ბუ­ლი მი­წე­ბი და და­ფა­როს შე­სა­ბა­მი­სი ხარ­ჯე­ბი. საქ­მე ეხე­ბა 951 ჰა მი­წის ნაკ­ვეთს მუხ­რო­ვან­ში, რო­მე­ლიც მი­ქა­ძემ 2007 წელს "რა­კია ჯორ­ჯი­ას“ დი­რექ­ტო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში კომ­პა­ნი­ას მისი ახლო პარტნი­ო­რი­სა­გან 27.200.000 ლა­რად, რე­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 10-ჯერ ძვი­რად აყი­დი­ნა, ხოლო პოს­ტის და­ტო­ვე­ბამ­დე 2012 წლის ივ­ლის­ში გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბულ სა­კუ­თარ კომ­პა­ნი­ას­თან და "რა­კი­ას“ კუთ­ვნი­ლი 27 მი­ლი­ო­ნად ნა­ყი­დი მი­წე­ბი 2 მი­ლი­ო­ნად მიჰ­ყი­და სა­კუ­თარ თავს და ეს თან­ხაც კი არ გა­და­ი­ხა­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, თა­ვი­სი კომ­პა­ნი­ის წი­ლე­ბის 2/3 თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებ­ზე ხა­ტერ მა­სა­ადსა და ალ სა­დექ­ზე მხო­ლოდ 2 დო­ლა­რად გა­ას­ხვი­სა. ეს ადას­ტუ­რებს, რომ ეს სამი ადა­მი­ა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო თაღ­ლი­თუ­რი სქე­მით მოქ­მე­დებ­დნენ და მათ წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე არა­ერთ ქვე­ყა­ნა­შია აღ­ძრუ­ლი. ასე­ვე, გელა მი­ქა­ძე არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ემი­რა­ტებ­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს და 15 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მრა­ვალ­მი­ლი­ო­ნი­ან საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც ფო­თის პორ­ტის გა­ყიდ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, მო­სა­მარ­თლე სა­მეჰ ჰა­მედ შე­კე­რი ას­კვნის, რომ მი­ქა­ძემ, ხა­ტერ მა­სა­ად­მა და გი­ორ­გი ჯა­ნა­ში­ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს კომ­პა­ნი­ის ფი­ნან­სურ რე­სურსსა და ინ­ტე­რე­სებს, რო­მელ­შიც თა­ვად მუ­შა­ობ­დნენ. მი­ქა­ძემ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნა ემი­რა­ტე­ბის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­ნა­ცხა­და, რომ იგი ბედს სხვა ქვეყ­ნის სა­სა­მარ­თლო­ში სცდი­და. ის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­შიც გამ­ტყუნ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან გელა მი­ქა­ძეს უკვე ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, 2013 წელს იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბით და­აღ­წია თავი პა­ტიმ­რო­ბას და აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი“, - ნათ­ქვა­მია ”რა­კია ჯორ­ჯი­ას” მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ სიის წევ­რი, დე­პუ­ტა­ტი გელა მი­ქა­ძე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­სა­მარ­თლოს მიერ 15-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე ასეთ კო­მენ­ტარს აკე­თებს: "ამ სა­ე­მი­როს ჰყავს შე­ი­ხი, რო­მე­ლიც თა­ვად არის მო­სა­მარ­თლეც, პრო­კუ­რო­რიც და ბრალ­მდე­ბე­ლიც, შე­სა­ბა­მი­სად ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თპი­როვ­ნუ­ლად იყო გა­მო­ტა­ნი­ლი. სა­სა­მარ­თლო 7 წლის წი­ნან­დელ და ჩემ­თვის გა­ურ­კვე­ველ ამ­ბავ­ზე მე­და­ვე­ბა".

მი­სი­ვე თქმით, ფლობ­და კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც 2010 წელს გა­ყი­და და ამ დრომ­დე ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ ყო­ფი­ლა. გელა მი­ქა­ძეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­რო­ე­ბის სა­სა­მარ­თლომ 17 მი­ლი­ო­ნის მით­ვი­სე­ბის­თვის 15 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

პარ­ლა­მენ­ტში გელა მი­ქა­ძის მოღ­ვა­წე­ო­ბა ერთი ნიშ­ნი­თაც გა­მორ­ჩე­უ­ლია. "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტის 2018 წლის მუ­შა­ო­ბა შე­ა­ფა­სა, ან­გა­რიშ­ში მოხ­ვდა დე­პუ­ტა­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბა და აღ­მოჩ­ნდა, რომ სი­ტყვით გა­მოს­ვლის უფ­ლე­ბით სა­ერ­თოდ არ უსარ­გებ­ლია 30 დე­პუ­ტატს, რო­მელ­თა შო­რის გელა მი­ქა­ძეც იყო.

  • და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი

და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი რა­დი­ო­ფი­ზი­კი­სა და ელექტრო­ნი­კის სპე­ცი­ა­ლის­ტია. 1979-2003 წლებ­ში ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის გე­ო­ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტში ინ­ჟინ­რის, ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­გის, გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი­სა და სე­ის­მუ­რი სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მუ­შობ­და. 2003-2005 წლებ­ში მან, აკა­დე­მი­კოს ჯუმ­ბერ ლო­მი­ნა­ძეს­თან ერ­თად, და­ა­ფუძნა სა­ქარ­თვე­ლოს კოს­მო­სუ­რი კვლე­ვის ცენ­ტრი და იკა­ვებ­და ამ ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას, ხოლო 2003-2004 წლებ­ში და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­ბი­ტა­ლურ სად­გურ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის, LAZIO-SIRAD-ს თა­ნა­ავ­ტო­რი. 2004-2008 წლებ­ში კი წარ­მო­ად­გენ­და ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს პრო­ექ­ტის EGLE-ს თა­ნა­ავ­ტორს.და­ვით ზილ­ფი­მი­ა­ნი 2011-2013 წლებ­ში NASA-ს "გო­დარ­დის“ ფრე­ნის ცენ­ტრში (მე­რი­ლენ­დი, აშშ) პრო­ფე­სორ პატ­რიკ ტე­ი­ლორ­თან, ახა­ლი და­ბა­ლი ორ­ბი­ტის სა­ტე­ლი­ტის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­და. 2014 წლი­დან არის სა­ქარ­თვე­ლოს კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი. 2012 წელს და­ვით ზილ­ფი­მი­ან­მა კომ­პა­ნია "სტე­რეო პლუ­სი“ და­ა­ფუძნა, რომ­ლის ძი­რი­თად საქ­მი­ა­ნო­ბას წარ­მო­ად­გენს ტელე და რა­დიო-მა­უ­წყებ­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და წარ­მო­ე­ბა, სა­მა­უ­წყებ­ლო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ქსე­ლე­ბის შექ­მნა და ექ­სპლუ­ა­ტა­ცია. მას სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევ­და სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბის­თვის ბრძო­ლა.

  • ფრი­დონ ინ­ჯია

ფრი­დონ ინ­ჯია - პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნე­რია და ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტი, პრო­ფე­სო­რი (სტუ) გახ­ლავთ. რა­დი­ო­კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ჟინ­რო აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი 1992–1998 წლებ­ში, მე­ხუ­თე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი.1992–1998 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის მი­ნის­ტრი. 1998–2000 წლებ­ში სს "ეგ­რი­სის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, დი­რექ­ტო­რი. ამავდრო­უ­ლად არის კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ის ნამ­დვი­ლი წევ­რი. აკა­დე­მი­კო­სი; სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ფორ­მა­ტი­ზა­ცი­ის აკა­დე­მი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტი; სა­ქარ­თვე­ლოს სა­ინ­ჟინ­რო აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი; სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­მა­ტუ­რი ელექტრო­კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის კა­თედ­რის პრო­ფე­სო­რი. ფრი­დონ ინ­ჯია 2000-2004 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს V მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი (მარ­ტვი­ლის მა­ჟო­რი­ტა­რი, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი "შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია“). 2003 წლი­დან შპს "ახა­ლი ქსე­ლე­ბი­სა“ და შპს "ფოპტ­ნე­ტის“ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. 2006 წლი­დან სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "მე­რა­ნის“ პრე­ზი­დენ­ტი . 2017–2020 წლებ­ში თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის VI მოწ­ვე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი (პრო­პორ­ცი­უ­ლი წე­სით, სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კი: "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“). ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ინ­ვეს­ტი­ციო პო­ლი­ტი­კის და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კო­მი­სი­ის წევ­რი. ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვის და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის წევ­რი. თა­ნამ­დე­ბო­ბა პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვა.

ფრი­დონ ინ­ჯი­ამ გა­სუ­ლი წლის მარ­ტში "პატ­რი­ოტ­თა ალი­ანსს“ 60 000 ლარი შეს­წი­რა. მისი "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის­თვის“ შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი 2014, 2015 და 2016 წლებ­შიც აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი (50, 000 ლარი/ 49, 0000 ლარი/ 94, 000 ლარი). ფრი­დონ ინ­ჯია არა­ერთ კომ­პა­ნი­ა­ში ფლობს წილს. შპს "სის­ტემ ნეტ“, შპს "ივე­რია ქსე­ლი“, შპს "ახა­ლი ქსე­ლე­ბი“... ჯერ კი­დევ 2013 წელს, ფრი­დონ ინ­ჯია შეყ­ვა­ნი­ლი იქნა ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქარ­თველ­თა სი­ა­ში (100 მი­ლი­ო­ნის მფლო­ბე­ლი იყო), 7 წლის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვია, მისი ქო­ნე­ბა ბევ­რად მეტს უნდა შე­ად­გენ­დეს

Edited by Moor
ტექსტიც მოაყოლეთ ხოლმე ლინკს, პლს
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   165 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 165 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • Facebookexternalhit(1)
    • Googlebot(3)