Jump to content
×
×
  • Create New...

ოთხი დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსის“ სიით პარლამენტში შედის და პარტიას ტოვებს


Recommended Posts

  • ფორუმელი

ოთხი დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით საერთო ოპოზიციური ბოიკოტის ფონზე მეათე მოწვევის პარლამენტში შედის და პარტიას ტოვებს.

5 იანვარს პარლამენტმა სამი მათგანის – ზაზა მიქაძის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის – უფლებამოსილება ცნო მას შემდეგ, რაც წინა დღეს პარტიის პირველ სამეულს – ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს – თავიანთი განცხადებების საფუძველზე მანდატები შეუწყდა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტს მათი ადგილმონაცვლეების დოკუმენტაცია მიაწოდა.

პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, პროპორციულ სიაში მეოთხე ნომრად მყოფმა ავთანდილ ენუქიძემ, მანდატის შენარჩუნებისა და პარლამენტში შესვლის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში განაცხადა.

პარლამენტში შესულმა ოთხმა დეპუტატმა საერთო განცხადებაში თავიანთი გადაწყვეტილება განმარტა და ქვეყანაში არსებული კრიზისების ფონზე პოლიტიკური სტაბილურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მათ ასევე განაცხადეს, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ ტოვებენ და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, „ევროპულ სოციალისტებს“, აფუძნებენ.

ცესკოს საბოლოო შედეგების თანახმად, „პატრიოტთა ალიანსმა“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 3,14% მიიღო და ოთხი მანდატი მოიპოვა, თუმცა, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, უარი თქვა ოფიციალური შედეგების ცნობაზე და პარლამენტში შესვლაზე.

პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება პირველად ავთანდილ ენუქიძემ გააჟღერა. ირმა ინაშვილმა მაშინ განაცხადა, რომ ენუქიძე პარტიის „ბიზნეს შემადგენელს“ წარმოადგენდა, რომელიც „პატრიოტთა ალიანსს“ ფინანსურად ეხმარებოდა, ხოლო პარტიის „პოლიტიკური შემადგენელი“ ბოიკოტს გააგრძელებდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ სიით შესული ოთხი დეპუტატი პირველები არიან, ვინც ოპოზიციის საერთო ბოიკოტს გადაუხვია. ოპოზიციური პარტიების ნაწილმა პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, მანამდე კი ცესკოში პროპორციული სიების ჩახსნა მოითხოვა, რათა სიის მიხედვით მანდატების ადგილმონაცვლეობა გამოერიცხა.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, Moor said:

„ევროპულ სოციალისტებს“

კონგენიალურია.

 

პროპორციული სისტემის ნაკლი ჩვენს პირობებში ესაა: მანდატების გასაყიდად იყენებენ.

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, York Ge said:

ჩვენს პირობებში ესაა

სხვა პირობებში მსავსს არაფერს აქვს ადგილი პროპორციულ სისტემებში? 

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
29 minutes წინ, mulan said:

სხვა პირობებში მსავსს არაფერს აქვს ადგილი პროპორციულ სისტემებში? 

ტიპური ქართული პოლიტიკური პარტია წარმოადგენს ისლამურ თარიქათს შეიხით, მიურიდებითა და მორწმუნეებით.

ნორმალურ პოლიტიკურ პარტიაში არსებობს შიდაპარტიული დემოკრატია.

Share on other sites

ფრიდონ ინჯიაზე ცუდი არავინ თქვას :mad:

ან იმან თქვას ვისაც მეტი გაუკეთებია...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, York Ge said:

ნორმალურ პოლიტიკურ პარტიაში არსებობს შიდაპარტიული დემოკრატია.

რა გინდა თქვა რომ ნაცები ადგანან შიდაპარტიული დემოკრატიის გზას? :chups: 

8 minutes წინ, X-Ray said:

ფრიდონ ინჯიაზე ცუდი არავინ თქვას :mad:

 

ვინაა? რა გოუკეთებია? :givi:

 

 

Share on other sites

2 minutes წინ, mulan said:

ვინაა? რა გოუკეთებია?

გალი რომ წყნარად იყო ნაცწელთაღრიცხვამდე - ეგ გააკეთა საკუთარი ჯიბით და გულით...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, mulan said:

რა გინდა თქვა რომ ნაცები ადგანან შიდაპარტიული დემოკრატიის გზას?

რატომ გგონიათ, რომ ამის თქმა მინდოდა?

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share