Jump to content
×
×
  • Create New...

პარლამენტში შესვლა/არ შესვლის თემა


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 12/9/2020 at 3:00 PM, Moor said:

მიუხედავად, თავდაპირველად განცხადებული ერთიანი პოზიციისა არ შესვლაზე, ოპოზიციეაში ეს ერთიანობა დაირღვა. (ან არც იყო რეალურად)

 

ელისაშვილი აცხადებს რომ მზადაა შევიდეს ახალი არჩევნების დანიშვნის გარეშე გარკვეული პირობებით. 

ალეკო ელისაშვილი - თუ ელჩებთან შეხვედრიდან გამოვალ გაწიკწიკებული საარჩევნო წესებით და ეს გარანტია მექნება ხელში, პარლამენტში შევალ! 

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ის დათანხმდება პარლამენტში შესვლას იმ შემთხვევაში, თუ მხარეები საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმაზე შეთანხმდებიან.

ამის შესახებ ელისაშვილმა „ფეისბუქ ლაივში“ ისაუბრა.

„მე მინდა, რომ ცესკო-ს თავმდჯომარე იყოს ყველაზე სანდო ადამიანი, ხომ გინდათ ეს? ამისთვის ვირჯები. ვირჯები იმისთვის, რომ არჩევნებს ვენდობოდეთ, წესიერი ცესკო იყოს, წესიერი საარჩევნო სისტემა იყოს, რომელიც რომელიმე პარტიაზე კი არა, ქვეყნის მომავალზე იქნება მორგებული და ისეთი წესები წამოვიღოთ ამ შეხვედრიდან და ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ გაყალბების შანსი იყოს მინიმუმამდე დასული. ეს საშვილიშვილო შედეგი მინდა წამოვიღო და ამისთვის ვიბრძვი მე პირადად. ელჩებთან დროის სამი მეოთხედი ეთმობა იმას, ცესკო როგორ უნდა დაკომპლექტდეს, თავმჯდომარე როგორი უნდა იყოს, საოლქო კომისიას რა უნდა ჰქონდეს, არჩევნების წესი როგორი უნდა იყოს. ამას მივყვებით საათობით“, -განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა არის მომენტი, როცა ოპოზიციას მოლაპარაკებებიდან შეუძლია „საქართველოს მომავალი“ გამოიტანოს.

„პირდაპირ გეუბნებით, მე მწამს, რომ გვაქვს ახლა მომენტი, რომ იმ მოლაპარაკებებიდან საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ გაწიკწიკებული საარჩევნო წესებით, სანდო საარჩევნო კომისიის წესით. ამისთვის ვიბრძვით. ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც მივადექით ყველა. მთავარი მექანიზმი რა არის, ქუჩაში ხომ არ უნდა მივსდევდეთ ზარბაზნით? გაგვიკეთებია და დავანგრიეთ ეს ერთხელ 90-იანებში. თუ მე იქიდან ეს გარანტია მექნება ხელში, პარლამენტში შევალ, რა თქმა უნდა, ისე გახადეს, პარლამენტში არ შევალო, გეგონება სამშობლოს უნდა უღალატო. ტყუილად პარლამენტში არ შევალ ცოცხალი თავით და არც შევდივარ ხომ ხედავთ, ერთი თვეა ფეხი გაფიჩინებული მაქვს და ერთი თვეა მოლაპარაკებებზე დავდივარ „პასტით“ და ფურცლით, რომ ეს უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაკეთდეს, ამაზე ვმუშაობ და ამით თუ გამოვალ იქიდან, გამოვალ თავაწეული. ყველა გამოვა თავაწეული, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს, არ აურიოს ეს ქვეყანა და რევოლუცია არ მოახდინოს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანა ერთ დღეში არ აშენდება.

"მე მჯერა იმის, რომ ქვეყანა ერთ ორშაბათს არ აშენდება და უცებ ბედნიერ საქართველოში არ გავიღვიძებთ. ბიძინა ივანიშვილს არ მოუნდება, რომ დემოკრატიული იყოს ეს ქვეყანა. უნდა ვიბრძოლოთ! შარშან ვიბრძოლეთ და გამოვგლიჯეთ საარჩევნო სისტემა. წელს ვიბრძვით და უნდა გამოვგლიჯოთ სანდო, საიმედო საარჩევნო სისტემა და კიდევ ერთხელ გეუბნებით - თუ ამას ხელში დავიჭერ და გამოვალ იქიდან თავაწეული და პირნათელი ჩვენს შვილებთან და ჩვენს მომავალთან, კი ბატონო, შევალ პარლამენტში", - განაცხადა ელისაშვილმა.

=

მანამდე  გვარამიას არხი აცხადებდა, რომ ელისაშვილი, ვაშაძე და გირჩის სამი წევრი (მეგრელიშვილი, რაქვიაშვილი, ხვიშია) განიხილავდნენ პარლამენტში შესვლას. 

=

ამ დროს, ხელისუფლების წარმომადგენლები ამკიცებენ, რომ ერთპარტიული პარლამენტი არ გვაქნება და ოპოზიციის ნაწილი შევა საკანონმდებლო ორგანოში.  აცხადებენ, რომ რიგ საკითხებზე ოპოზიციასთან შეთანხმება მოხერხდა და მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს.

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდზე პოზიციები ბევრ საკითხზე შეაჯერეს, რაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

როგორც შეხვედრის შემდეგ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციასთან მომდევნო შეხვედრა ხვალ ან ზეგ გაიმართება.

„დღეს გაგრძელდა კონსულტაციები. ჩვენი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმის საკითხები, რომელიც საკმაოდ ბევრი დეტალისგან შედგება და ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის შეჯერებული პოზიციები. ხვალ ან ზეგ შედგება ბოლო შეხვედრა იმიტომ, რომ სხდომა ახლოვდება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება. ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ბევრ საკითხზე შევაჯერეთ პოზიციები და ეს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“,- განაცხადა კობახიძემ.

რაღაც მსგავსი განცხადება გააკეთა თალაკვაძემაც. 
 
=
 
ვის ინტერესშია პარლამენტში შესვლა/არ შესვლა საერთოდ და რატომ ცდილობს დასავლეთ ევროკავშირი/ამერიკა მხარეების პოზიციები დააახლოვოს და საქართველო ახალი არჩევნებისგან 'იხსნას'?  :smoking:

ყველანი შევლენ უპრობლემოდ

დასავლეთმა უბრძანა მის მონებს შედითო და ესენიც აუცილებლად სევლენ

დავლეთი ხომ "ღმერთია"

ისედაც ხომ ვიცით ყველამ რომ შესვლა უნდა ყველას

სულ ფეხებზე კიდია თვითოეულ მათგანს ქვეყანა!

 

Edited by zezva
Share on other sites

  • ფორუმელი

@Moor

27 minutes წინ, Moor said:

ზოგადად შესვლა რატომაა ნაცების ინტერესში?

 

მთავარი ჟოპო ხდება ისევ მიშმაკაკათა პარტია და მაგიტომ. ბრუციანი და სა სხვა სასტავები იხსნება. ეს უტიფარი თვითონ იხსნის თავს. დარჩა ცხენოსანი. 27% რომელიც არ შემცირდება, არამედ გაიზრდება. თან მაგათ იციან თავისი შესაძლებლობები, სხვებისგან განსხვავებით. ეხლა დაჯდებიან და ჯერ ამ მყვირალების განულებას დაელოდებიან და მერე იმათ მიერ სისულელეების კეთებას.

 

ქულებს ამათ გარეშე ვერცერთი ჟოპო ვერ დაიწერს ისედაც, ცომ ხედავ გირჩგანაყოფები და ეს უტიფარიც კი როგორ ეფერება. :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
15 საათის წინ, mulan said:

ულ ვიცოდი რომ ნაბიჭვარი იყო! 

თავისი ეწ გულწრფელობით და იმიჯით მანიპულირებს, იცის საზოგადოება იკერება ამით. აი ზუსტად მაგ წერტილში უნდა წაარტყან და აუყირავონ იმიჯი. მოკლედ მისი სიდედრის დეკლარაცია და ქონება მინდა ვნახო 

არადა მართლა არ აქვს ფული აღებული.

ფული რო აღებული ჰქონდეს გრძელვადიანად ითამაშებდა.

ახლა უბრალოდ თავს ინულებს.

 

თან როგორი გინდა თქვა რომ ვინმეს აწყობს. ყველას აწყობს. ყველა იმენა შავი დედალივით გააკეთა საკუტარი რეპუტაციის გარდა.

16 საათის წინ, Seth said:

უტიფარ პროვინციელს მე ბატ. ალეკოს ვეძახი გუშინდელი დღიდან :დ 

არ იცის ამან სად რა უნდა ილაპარაკოს, სად რა არ უდა ილაპარაკოს.

საკუთარ რეიტინგის განულების ხარჯზე გააკეთა ნაცები, ქოცები, ცხენოსნები, ჩერგოს ქმარი და ვინ აღარ.

ან ძალიან დიდი ფული უნდა ჰქონდეს აღებული რომელიმე მხარიდან.

ან უბრალოდ იდიოტიზმთან გვაქვს საქმე(ხაშურელი მიუშვი ნებასა თვით შეეყრება სნებასა)

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

@t-90

2 minutes წინ, t-90 said:

ძალიან დიდი ფული

ვინ მისცემს მაგას დიდ ფულს :დ

 

უტიფარ პროცინციელს გასალანძღად კი არ ვუწოდებ - სოფლურად იტყუება და პროვინციელევით (ამ შემთხვევაში საკუთარ ამომრჩეველზე გადავლით) მიდის საკუთარი მიზნისკენ, რომელიც რა თქმა უნდა იდიოტურია. ეგ ბიჭი დაამთავრებს პატარა ბერძენიშვილივით. იმჰო.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Seth said:

ვინ მისცემს მაგას დიდ ფულს :დ

რავი აგერ მულანამ სიდედრის დეკლარაციაო. :D საიდან მოიტანა წარმოდგენა არ მაქვს.

მეც მაგ აზრზე ვარ რო ფული არა ის კიდე :D

4 minutes წინ, Seth said:

 

უტიფარ პროცინციელს გასალანძღად კი არ ვუწოდებ - სოფლურად იტყუება და პროვინციელევით (ამ შემთხვევაში საკუთარ ამომრჩეველზე გადავლით) მიდის საკუთარი მიზნისკენ, რომელიც რა თქმა უნდა იდიოტურია. ეგ ბიჭი დაამთავრებს პატარა ბერძენიშვილივით. იმჰო.

თან რაც მთავარია თავის ხარჯზე სხვები გააკეთა ტიპმა.

იჯექი რა მოემზადე შემდეგი არჩევნებისთვის რომ 2 კაციანი პარტია 3 კაციანი მაინც გახდეს და შიგადაშიგ გინდა ნაცები აკრიტიკე გინდა ქოცები :D

მარა არა იმენა :D

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

@t-90

2 minutes წინ, t-90 said:

იჯექი რა მოემზადე შემდეგი არჩევნებისთვის რომ 2 კაციანი პარტია 3 კაციანი მაინც გახდეს

რასაც აკეთებს ცხენოსანი, თან მყარად ჯდება ოპო ველზე (რომელიც ამ ბანძების ხელში მზარდია), არც გამიკვირდება თუ ლელო იქნება მე-3 ამ დანარჩენების ხარჯზე. (თუმცა ეს ცალკე თემაა)

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Seth said:

რასაც აკეთებს ცხენოსანი, თან მყარად ჯდება ოპო ველზე (რომელიც ამ ბანძების ხელში მზარდია), არც გამიკვირდება თუ ლელო იქნება მე-3 ამ დანარჩენების ხარჯზე. (თუმცა ეს ცალკე თემაა)

ხო მაგრამ ცხენოსანიც ვერაა იმ დონის რა დონითაც მესამე პარტია უნდა გამოდიოდეს.

კოლექტიური საბა ბუაძით პარტის აწყობა გაჭირდება.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

ერთ დროს დავწერე რომ  შედეგები  ძირითადში უნდა მიიღონ გააგრძელონ პოლიტიკური ვაჭრობა ოქმების ჩასწორებაზე თქო, ეხლა კი ოპოზიცია ნელ-ნელა რჩება მარტო, დასავლეთის თვალშიც რადიკალურია

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share