ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 8 დეკემბერი, 2020 Posted 8 დეკემბერი, 2020 ვარჯიში, კვება, რეჟიმი, წყლის პროცედურები, მავნე ფაქტორებისგან თავდაცვა და ა. შ. აქ განვიხილოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. ცოტა მოგვიანებით ძირითად პრინციპებს დავწერ ალბათ. 1 ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 8 დეკემბერი, 2020 Author Posted 8 დეკემბერი, 2020 ვარჯიშს რაც შეეხება, მაგალითად ეს პროგრამა შეიძლება აიღოთ. სხვადასხვა დონეზე მყოფისთვის სხვადასხვა პროგრესიები გათვალისწინებულია. ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
iaiameri Posted 8 დეკემბერი, 2020 Posted 8 დეკემბერი, 2020 15 minutes წინ, Memento Mori said: ვარჯიშს რაც შეეხება, მაგალითად ეს პროგრამა შეიძლება აიღოთ. სხვადასხვა დონეზე მყოფისთვის სხვადასხვა პროგრესიები გათვალისწინებულია. დღეში მინიმუმ ათჯერ ჩამესმის სიტყვა ,ივარჯიშე. მე მგონი რომ აღარ მესმოდეს უნდა ვივარჯიშო))) Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 9 დეკემბერი, 2020 Posted 9 დეკემბერი, 2020 რამდენიმე კითხვა მაქვს და თუ ვინმე კარგად ერკვევ(შედარებით) და მიპასუხებს, გამახარებს 1. წყლოს ოდენობები, რომელსაც ამ ბოლო პერიოდში ასახელებენ, ყველასთვის ასე ერთია თუ უნივერსალური? 2. ფაქტობრივად უმოძრაო სამსახურის მქონე ადამიანისთვის რამდენად საკმარისია მხოლოდ ფეხით სიარული(საკმაოდ ბევრი) ფიზიკური აქტივობისთვის? 3. რამდენად აუცილებელია ხორცისა და ზღვის პროდუქტების მიღება? 4. მართალია თუ არა, ტკბილეული შესაძლებელია იყოს დიაბეტის მიზეზი(როგორც წავიკითხე, მისი უკვე არსებობის შემთხვევაშია მაპროვოცირებელი) ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Lollygag Posted 9 დეკემბერი, 2020 Posted 9 დეკემბერი, 2020 კარგი და საჭირო თემაა ვარჯიში დავიწყე, დასაწყისისთვის 30დღიან პროგრამებს მივყვები, უმარტივესი ვარჯიშები გავაკეთედა სამი დღეა ძლივს დავდივარ. ყველა კუნთს ვგრძნობ. არადა რა გოგო ვიყავი, ახლა რაც ვივარჯიშე, იმას სერიოზულად არც აღვიქვამდი. გახურებას ვეძახდი. მოკლედ, არ უნდა ამოვარდე ხოლმე ფორმიდან, მერე ახლიდან ყველაფრის დაწყება ნერვებზე მოქმედებს.@marguerite 1- თითქმის უნივერსალურია, 2ლიტრი. ზაფხულში და ვარჯიშის დროს სასურველია მეტი მიიღო. ორგანაზმი ისედაც მოგთხოვს. კალორიების კალკულატორი გადმოწერე, წყლის მინიმალურ ოდენობასაც გაჩვენებს,მაგ. ჩემთვის 1800მლ არის ნორმა, მაგრამ ვარჯიშის დროს ისე მწყურდება, გაცილებით მეტს ვსვამ. 2-კარგი ფორმების და რელიეფის გამოკვეთისთვის მარტო სიარული არაფერია. როგორც სიარულის მოყვარული ვწერ :D სამსახურში კი დავდიოდი ბევრს, მაგრამ არც არაფერი.სულ არაფერს ჯობია, მაგრამ სპორტულ ფორმას არ მოგანიჭებს. 3- ცილები გჭირდება მაგრამ ცილის მისაღებ წყაროდ რომელ საშუალებას აირჩევ- შენზეა დამოკიდებული, მაგ. ლობიო ხორცზე არანაკლები პროდუქტია. 4- მეორე ტიპის დიაბეტის წყაროა. Quote A large number of studies have found that people who regularly drink sugar-sweetened beverages have a roughly 25% greater risk of type 2 diabetes. Additionally, countries where sugar consumption is highest also have the highest rates of type 2 diabetes, while those with the lowest consumption have the lowest rates პირადი გამოცდილებით, ზუსტად ტკბილის სიყვარულმა გაუჩინა ჩემს ძმას დიაბეტი. Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 10 დეკემბერი, 2020 Author Posted 10 დეკემბერი, 2020 @marguerite 4 საათის წინ, marguerite said: 1. წყლოს ოდენობები, რომელსაც ამ ბოლო პერიოდში ასახელებენ, ყველასთვის ასე ერთია თუ უნივერსალური? aრ არსებობს უნივერსალური ნორმები არაფრის. წყლის ნორმა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ცხოვრების წესზე და რეჟიმზე, კლიმატზე, რაციონზე, ადამიანის ზომა-წონაზე, მისი ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებზე... უზარმაზარი სხვაობა შეიძლება იყოს. და "თუ არ გწყურია, მაინც დალიე" ძალიან მავნე რჩევაა, რომლის მავნებლობაზე ნელ-ნელა დაიწყეს ბოლო დროს უკვე საუბარი, თუმცა ზოგის ისევ მაგ მოდასაა აყოლილი. ორგანიზმს უსმინე Quote 2. ფაქტობრივად უმოძრაო სამსახურის მქონე ადამიანისთვის რამდენად საკმარისია მხოლოდ ფეხით სიარული(საკმაოდ ბევრი) ფიზიკური აქტივობისთვის? საკმარისი არაა, მაგრამ სულ არაობას სჯობია. ისე კი ჯობია ჩართო როგორც ძალისმიერი დატვირთვები (არ ვგულისხმობ რომ ოლიმპიური ძალოსნობისთვის უნდა მოემზადო ) და ცოტა აქტიური კარდიო (ველოსიპედი, ძუნული, ცურვა, სახტუნაო ან რამე). Quote 3. რამდენად აუცილებელია ხორცისა და ზღვის პროდუქტების მიღება? აუცილებელი, როგორც ამბობენ, მარტო სიკვდილია თუმცა ზოგი მაგასაც ეჭქვეშ აყენებს. მანდაც გააჩნია გენეტიკას, გარემო პირობებს, ცხოვრების წესს, მიზნებს (საითკენ მიდიხარ ამ ცხოვრებაში, როგორ და როგორი გინდა იყო), რას ჭამ ამ ხორცის და თევზის გარდა და ა. შ. თუ არ გიყვარს, სცადე რაღაც პერიოდით უარის თქმა და დააკვირდი თვითშეგრძნებასა და შრომისუნარიანობას. თევზეული ძალიან სასარგებლოა ზოგადად, განსაკუთრებით ზღვის მსუქანი თევზები. Quote 4. მართალია თუ არა, ტკბილეული შესაძლებელია იყოს დიაბეტის მიზეზი(როგორც წავიკითხე, მისი უკვე არსებობის შემთხვევაშია მაპროვოცირებელი) მართალია. ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი ბალთაზარ შამანაური Posted 10 დეკემბერი, 2020 Author Posted 10 დეკემბერი, 2020 @marguerite ჩასწორების დრო გამივიდა, ამიტომ აქ გთავაზობ ზედა პოსტის შევსებულ ვარიანტს: 5 საათის წინ, marguerite said: 1. წყლოს ოდენობები, რომელსაც ამ ბოლო პერიოდში ასახელებენ, ყველასთვის ასე ერთია თუ უნივერსალური? aრ არსებობს უნივერსალური ნორმები არაფრის. წყლის ნორმა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ცხოვრების წესზე და რეჟიმზე, კლიმატზე, რაციონზე, ადამიანის ზომა-წონაზე, მისი ნივთიერებათა ცვლის თავისებურებებზე... უზარმაზარი სხვაობა შეიძლება იყოს. და "თუ არ გწყურია, მაინც დალიე" ძალიან მავნე რჩევაა, რომლის მავნებლობაზე ნელ-ნელა დაიწყეს ბოლო დროს უკვე საუბარი, თუმცა ზოგის ისევ მაგ მოდასაა აყოლილი. ორგანიზმს უსმინე Quote 2. ფაქტობრივად უმოძრაო სამსახურის მქონე ადამიანისთვის რამდენად საკმარისია მხოლოდ ფეხით სიარული(საკმაოდ ბევრი) ფიზიკური აქტივობისთვის? საკმარისი არაა, მაგრამ სულ არაობას სჯობია. ისე კი ჯობია ჩართო ძალისმიერი დატვირთვებიც. არ ვგულისხმობ რომ ოლიმპიური ძალოსნობისთვის უნდა მოემზადო სხეული წლების შემდეგაც ტონუსში რომ გქონდეს, ასაკში ოსტეოპოროზს ნაკლები შანსი დაუტოვო და შრომის/ცხოვრებისუნარიანობა მაქსიმალურად დიდხანს შეინარჩუნო, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის გამაგრება და კუნთებთან ტვინის აქტიური კავშირის შენარჩუნებაა საჭირო ძალისმიერი ვარჯიშებით. ასევე უნდა ჩართო ცოტა აქტიური კარდიო (ცეკვა, ველოსიპედი, ძუნული, ცურვა, სახტუნაო ან რამე). გაწელვებია კიდევ ძალიან სასარგებლო. აი ამ არხს გირჩევ: https://www.youtube.com/c/StretchMe/videos აქცენტი გაწელვებზეა, მაგრამ აქვს ასევე მსუბუქი ტონუსში მომყვანი და ფიგურის მაკორექტირებელი ვარჯიშები ქალებისთვის, სპეცვარჯიშები ტანდეგობის გასასწორებლად და ა. შ. თან საყვარელი და მხიარული გოგოა, სახალისოდ და მსუბუქად გადმოსცემს. Quote 3. რამდენად აუცილებელია ხორცისა და ზღვის პროდუქტების მიღება? აუცილებელი, როგორც ამბობენ, მარტო სიკვდილია თუმცა ზოგი მაგასაც ეჭქვეშ აყენებს. მანდაც გააჩნია გენეტიკას, გარემო პირობებს, ცხოვრების წესს, მიზნებს (საითკენ მიდიხარ ამ ცხოვრებაში, როგორ და როგორი გინდა იყო ფიზიკურად და პიროვნულად (რადგან საკვები ფსიქიკაზეც მოქმედებს)), რას ჭამ ამ ხორცის და თევზის გარდა და ა. შ. თუ არ გიყვარს, სცადე რაღაც პერიოდით უარის თქმა და დააკვირდი თვითშეგრძნებასა და შრომისუნარიანობას. თევზეული ძალიან სასარგებლოა ზოგადად, განსაკუთრებით ზღვის მსუქანი თევზები. Quote 4. მართალია თუ არა, ტკბილეული შესაძლებელია იყოს დიაბეტის მიზეზი(როგორც წავიკითხე, მისი უკვე არსებობის შემთხვევაშია მაპროვოცირებელი) მართალია. მითუმეტეს თუ სერიოზული ფიზიკური დატვირთვები არ გაქვს. ზანგი მივედი ოფისში © Mulan Share on other sites More sharing options...
ფორუმელი marguerite Posted 10 დეკემბერი, 2020 Posted 10 დეკემბერი, 2020 @Darkness სრულიად ჯანმრთელი ვარ, მაგრამ როგორც კი ოდნავ ვუმატებ წყალს და იმაზე მეტს ვსვამ, ვიდრე მსურს, ვსივდები მეორე დილით რელიეფური სხეული არ მინდა, ჯანმრთელობის მხრივ ვკითხულობ(სიარულის მოყვარული რადგან ხარ, გამიგებ ) ეს პუნქტი მომეწონა, ლობიანებზე ვგიჟდები ადრე წავიკითხე და მერე ვუსმენდი მხოლოდ სად და ვის არ ვიცი, მაპროვოცირებელი არისო და მერე გავთამამდი, ანუ ცუდად ვიქცევი @Memento Mori 1. ამას ვფიქრობდი, რადგან რამდენჯერმე ვცადე სხვაგვარად და ორგანიზმზე ცუდად იმოქმედა, არადა ჯანმრთელი ვარ წესით 2. ესენი ძალიან კარგია, უბრალოდ ჩემს ორგანიზმს არ შეუძლია, ინტენსიურები რაც ვცადე უარყოფითად იმოქმედა და აი ძუნძული შესაძლებელია, თან მესიამოვნება. ჰაერზე სირბილი 3. ზღვის პროდუქტზე დაახლოებით ათი წელია უარი ვთქვი და ხორცეული კიდევ ძეხვები და სოსისები იშვიათად(რასაც არც აქებენ), ხილი და ბოსტნეული მიყვარს ძალიან. 4. ეს მართლა არ მესიამოვნა. ყოველდღიურ რაციონში დიდი ადგილი უჭირავს. პ.ს. მადლობა კარგი რცევებისთვის ორივე იუზერს ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი... Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა