Jump to content
×
×
  • Create New...

სომხეთის პოლიტიკა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

პოლიტიკური სიტუაცია, სომხეთი, ფაშინიანის უარი არჩევნებზე, რას უნდა ველოდოთ, ახალი ამბები სომხეთი, ბორის ნავასარდიანი, ერევნის პრესკლუბის პრეზიდენტი, აკოფ ბადალიანი, პოლიტიკური მიმომხილველი,

სომხეთის ხელისუფლება თავად გამოვიდა 2021 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით, ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, და თავადვე გადაიფიქრა. მმართველმა ძალამ საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მის წინადადებას არ მოჰყვა დადებითი გამოხმაურება არც ოპოზიციისა და არც საზოგადოების მხრიდან.

კრიზისი სომხეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2020 წლის 9 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ოპოზიციამ მიიჩნია, რომ ის დანაშაულებრივ შეთქმულებაზე წავიდა და საკუთარი ნებით ჩააბარა ტერიტორიები, რის შემდეგაც მისი გადადგომა მოითხოვეს.

პრემიერ-მინისტრმა საპასუხოდ განაცხადა, რომ თანამდებობა ხალხის ნებით დაიკავა და პოსტს მხოლოდ არჩევნების შედეგად დატოვებს და არა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოთხოვნით. ამასთან დაკავშირებით, ფაშინიანი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

სომეხი ექსპერტები ხელისუფლების გადაწყვეტილების მოტივების შესახებ, უფრო ზუსტად, საკუთარ გეგმებზე უარის თქმასა და იმაზე, რა არჩევანის წინაშე დადგა ოპოზიცია, შეძლებს თუ არა ის კონსოლიდირებას, ვინ შეძლებს სათავეში ჩაუდგეს მას, ვის დაუჭერენ მხარს საგარეო მოთამაშეები, კერძოდ, მოსკოვი.



ბორის ნავასარდიანი, ერევნის პრესკლუბის პრეზიდენტი

Boris_Navasardyan.jpg

„მმართველი პარტიის იდეა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, შეიძლება შეფასდეს, როგორც ტაქტიკური ნაბიჯი. ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ოპოზიცია არ აღფრთოვანდება ამ იდეით პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომის გარეშე. ამიტომ, მათ სჭირდებოდათ, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ საკუთარი მზაობა არჩევნებისადმი, ამავე დროს, მისი ჩატარების მიზანშეუწონლობა, რამდენადაც კონკურენტები, ანუ ოპოზიცია, არ ავლენს დაინტერესებას.

რეალურად, ისინი თავად არ არიან დაინტერესებულები ამ არჩევნებით, რამდენადაც მისი შედეგები არაპროგნოზირებადი იყო.

ვადამდელი არჩევნების აუცილებლობა კი არსებობს და ხელისუფლება ვალდებული იყო გადამდგარიყო ჯერ კიდევ 10 ნოემბერს (ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი შეთანხმების გაფორმების შემდეგ – JAMnews).

უნდა ჩამოყალიბებულიყო გარდამავალი – უპარტიო, ნეიტრალური მთავრობა. ის უნდა დარჩენილიყო საპარლამენტო უმრავლესობის პასუხისმგებლობის სფეროში, უნდა ჩართულიყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ უშუალოდ დაკავდნენ მიმდინარე ძალიან რთული გამოწვევებით, როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაში, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტით და არა გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებით ვადამდელ არჩევნებამდე.

ამრიგად, მთელი პოლიტიკური ძალები, მმართველი ფრაქციის, „ჩემი ნაბიჯის“ ჩათვლით, შეძლებდნენ არჩევნებისთვის მომზადებას იმისგან დამოუკიდებლად, როგორ ოპერატიულ რეჟიმში იმართებოდა ქვეყანა.

მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი დიდსულოვანი ნაბიჯი ძალიან მიუღებელი აღმოჩნდა ჩვენი პოლიტიკური ელიტისთვის, მას გაგებით არ მოეკიდა არც ოპოზიციური ძალები და არც მმართველი პოლიტიკური გუნდი.

ხელისუფლებას გადადგომა არ სურს. როგორც აღმოჩნდა, ეს ადამიანები არ არიან იმ რევოლუციის ღირსები, რომელიც სომხეთში 2018 წელს მოხდა. მათ რევოლუცია აღიქვეს, როგორც საკუთარი ცხოვრების დალაგების საშუალება, არა როგორც ქვეყნის დინამიკური განვითარების რეჟიმში გადაყვანისა.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საზოგადოება აპათიის მდგომარეობაშია, სომხეთი, როგორც სახელმწიფო, მიეჩვია ცხოვრებას იმ მთავრობის პირობებში, რომელსაც არ ენდობიან და რომელსაც ლეგიტიმურობის დეფიციტი აქვს, ხელისუფლებას მშვიდად შეუძლია გაძლოს მორიგ, 2023 წლის არჩევნებამდე. შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარმოაჩენენ საკუთარ თავს პოლიტიკური ძალები.

ხელისუფლების შენარჩუნების საქმეში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგარეო გავლენა.

როგორც ჩვენ ვხედავთ, ბოლო თვეებში, საგარეო მოთამაშეები არ აკეთებენ ფსონს სხვა პოლიტიკურ ლიდერებზე. მათი მიდგომა, კერძოდ, მოსკოვის, პრაგმატულია. როგორც ჩანს, მათ ესმით, რომ ნებისმიერი მინიშნებაც კი ქვეყნის ხელმძღვანელის ალტერნატივაზე, ამ ადამიანს სერიოზულ ბონუსებს შესძენს.

მოქმედ ხელისუფლებას კი შეიძლება არაფერს დაჰპირდე, განსაკუთრებით არ დაეხმარო, რადგან ის კვლავ რუსეთის ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს.

მაგალითად, იმისათვის, რომ ექსპრეზიდენტმა რობერ კოჩარიანმა ზეწოლის გზით შეძლოს ვადამდელი არჩევნების მიღწევა, მას სერიოზული საგარეო დახმარება ესაჭიროება.

მისგან და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისგან რუსეთის მისამართით სიგნალები კეთდება, მაგრამ ის ჯერჯერობით გამოხმაურებას ვერ პოულობს მოსკოვში, შესაბამისად, არ მართლდება კოჩარიანის მოლოდინი სომხურ საზოგადოებაში რეაქციასთან დაკავშირებით.

მოქალაქეების მხარდაჭერაზე ჩვენს ოპოზიციას, მათ შორის რობერტ კოჩარიანს, ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს გათვლა. მაგრამ შეუძლია ისარგებლოს მოქალაქეების უკმაყოფილებით, რომელიც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტისა და საერთოდ ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ არსებობს.

ოპოზიციას არ შეუძლია იმ ილეთების გამოყენება, რომელსაც 2018 წლის რევოლუციის დროს ნიკოლ ფაშინიანი იყენებდა.

ფაშინიანსა და მის გუნდს, როგორც სახელმწიფო, პოლიტიკურ მოღვაწეებს, საზოგადოება არ იცნობდა, მათ მიმართ იმ მომენტისთვის, განსხვავებით რევანშისკენ მსწრაფი წინა ხელისუფლებებისაგან, იმედგაცრუება არ ყოფილა, სამაგიეროდ იყო იმედები და დაპირებები.

ამ მხრივ ფაშინიანის ახლანდელი ოპონენტები მას ძლიერ ჩამორჩებიან, რადგან უკვე არაერთხელ გაუცრუეს საზოგადოებას მოლოდინი, შესაბამისად, განსაკუთრებულ პერსპექტივებს მათ არავინ უკავშირებს“.

პოლიტიკური სიტუაცია, სომხეთი, ფაშინიანის უარი არჩევნებზე, რას უნდა ველოდოთ, ახალი ამბები სომხეთი, ბორის ნავასარდიანი, ერევნის პრესკლუბის პრეზიდენტი, აკოფ ბადალიანი, პოლიტიკური მიმომხილველი,წარწერა მანქანაზე – მოწოდება ძველ ხელისუფლებას, სომხეთის რესპუბლიკურ პარტიას: „სრპ წადი“. ფოტო JAMnews

აკოფ ბადალიანი, საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა Lragir.am-ის პოლიტიკური მიმომხილველი

Hakob_Badalyan.jpg

„ვადამდელი არჩევნების ჩატარებამ შეიძლება აზრი შეიძინოს იმ პირობებში, თუკი ამ იდეის გარშემო მოახდენს კონსოლიდირებას ძირითადი პოლიტიკური ძალები და შეთანხმებას ქუჩიდან ყველა პროცესის საარჩევნო ველზე გადატანის თაობაზე, თუკი არჩევნების შედეგებს აღიარებს ყველა, ჩამოყალიბდება სტატუს-კვო და გაგრძელდება პოლიტიკური საქმიანობა ქვეყანაში.

მაგრამ ოპოზიციამ, განაცხადა რა 20 თებერვლიდან ქუჩის აქციების განახლების შესახებ, აჩვენა, რომ არ არის მზად დათმობისთვის და გააგრძელებს მოქმედებას მკაცრი ზეწოლის მეთოდებით. და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ფსონები გაზარდოს: „თუკი თქვენ უარს არ ამბობთ ქუჩის პროტესტზე, ჩვენ უარს ვამბობთ საარჩევნო მექანიზმებზე“.

ამ სიტუაციაში უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს, რომელსაც ხალხი რიცხვის მიხედვით უწოდებს „17+“, ერთიანი პოზიცია არ აქვთ. მაგალითად, ყოფილმა პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში ნებისმიერ პირობებში, ექსპრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა კი, პირიქით, უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, თუკი ფაშინიანი არ გადადგება.

ხელისუფლება, რომელიც დღის წესრიგიდან ხსნის ვადამდელ არჩევნებს, ცდილობს, ოპოზიციურ ძალებს შორის აზრთა სხვადასხვაობით ითამაშოს.

ჩვენი შიდაპოლიტიკური ცხოვრება ტრიალებს სამკუთხედის – „კოჩარიანი – სარგსიანი – ფაშინიანის“ გარშემო. და ფაშინიანი თავისი უარით არჩევნების ჩატარებაზე, ცდილობს, ითამაშოს კოჩარიანსა და სარგსიანს შორის აზრთა სხვადასხვაობით, რომელთაგან ერთს არჩევნებში მონაწილეობა სურს, მეორეს – არა.

ასეთ პირობებში, ოპოზიციის ლიდერი რობერტ კოჩარიანი ხდება. მაგრამ მას ოპოზიციის ლიდერის რანგში მთელი ოპოზიციაც კი არ აღიქვამს – სხვადასხვა მიზეზით, დაწყებული ეკონომიკური ინტერესებით, დამთავრებული ძველ დროსთან დაკავშირებული უამრავი წინააღმდეგობით, როდესაც ყველა ეს ადამიანი ერთ სახელისუფლებო სისტემაში იყო.

და ჩვენ უკვე გვინახავს, როგორ ლაპარაკობდა კოჩარიანი და მისი გარემოცვა სერჟ სარგსიანსა და მის მხარდამჭერებთან, მათ შორის, მედიარესურსების საშუალებით. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიტიკა ბრალდებებით.

ამის მიუხედავად, ხელისუფლებაში მოსასვლელად ოპოზიცია შეიძლება გაერთიანდეს, მაგრამ მისი განაწილება ძალიან რთული იქნება. მათ უკვე უჩნდებათ კითხვა: „თუ ჩვენ დავამარცხებთ მთავრობას, როგორ დავძლევთ ერთმანეთს, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ?

ოპოზიციას – ლიდერით თუ მის გარეშე – ქუჩის დიდი მხარდაჭერა არ აქვს, მთელი მისი იმედი – რუსეთია. ფაშინიანს ეს ესმის და, არჩევნებზე უარის თქმით, მათ ქუჩისკენ უბიძგებს, სადაც აქამდე დღევანდელ ოპოზიციას წარმატებისთვის არ მიუღწევია. ქუჩა – სუსტი ადგილია ოპოზიციისთვის, ხოლო ძლიერი – რევოლუციონერი ფაშინიანისთვის.

ბოლო წლებში რუსეთს, რეგიონული გეოპოლიტიკის თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემები აქვს, და იძულებულია, უფრო აზერბაიჯანსა და თურქეთთან ითამაშოს. რუსებს მშვენივრად ესმით, რომ ამ თამაშს სომხეთში უკიდურესად ნეგატიურად აღიქვამენ. ამიტომ მათთვის მომგებიანი არაა სომხეთის ხელისუფლებაში ისეთი ადამიანის ყოლა, ვინც უშუალოდ იქნება ასოცირებული რუსეთთან – როგორც, მაგალითად, კოჩარიანი.

ეს მათ ხელ-ფეხს შეუკრავს, ვინაიდან მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობის სომხეთის ლიდერზე დაკისრებას, იმის განცხადებით, რომ მან გააფუჭა სომხურ-რუსული ურთიერთობები, რუსეთი ვერ შეძლებს. ამ თვალსაზრისით, ფაშინიანი რუსეთს ხელს აძლევს.

აშკარაა, რომ ივნისამდე ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება. მაგრამ ჩნდება სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშე, იცვლება სიტუაცია, თანაც არა მხოლოდ სომხეთში, არამედ მთლიანად რეგიონში. და არაა გამორიცხული, ხელსაყრელი შემთხვევა თუ მიეცემა, ფაშინიანმა შეძლოს თქმა, „ახლა კი მივდივართ არჩევნებზე, რადგან ასეთი მოთხოვნა საზოგადოებაში უკვე არსებობსო“.

პოლიტიკური სიტუაცია, სომხეთი, ფაშინიანის უარი არჩევნებზე, რას უნდა ველოდოთ, ახალი ამბები სომხეთი, ბორის ნავასარდიანი, ერევნის პრესკლუბის პრეზიდენტი, აკოფ ბადალიანი, პოლიტიკური მიმომხილველი,ავტომობილის მფლობელმა მასზე დააწერა, რომ ის „რევოლუციონერია“. ფოტო JAMnews

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

ilgarnavalni.jpg

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართა თხოვნით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აღიძრას საქმე რუსეთის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო. თუმცა, BBC წერს, რომ ეს პროცედურა კომიტეტმა მხოლოდ ერთხელ გამოიყენა – რათა ციხიდან გაეთავისუფლებინა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი და ბლოგერი, ილგარ მამედოვი.



წყაროს თანახმად, ნავალნის ადვოკატებმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს შეატყობინეს რუსეთის მხრიდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების ვალდებულებების „აბსოლუტური უპატივცემულობისა“ და იმის შესახებ, რომ „ხელისუფლებას თავის მოჩვენების სურვილიც“ კი არ აქვს, თითქოს მათ შესრულებას აპირებდეს.

საკუთარ განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ „ივ როშეს“ საქმეზე უკანონო დადანაშაულება, ხელისუფლების ხელში მისი დევნის გაგრძელების ინსტრუმენტად იქცა“.

რა გადაწყვიტა ევროპის სასამართლომ ნავალნის საქმეზე?

2017 წელს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღიარა, რომ ნავალნი „ივ როშეს“ საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 და მე-7 მუხლების დარღვევით გაასამართლეს: სასამართლო განხილვა არასამართლიანი იყო, გამოტანილი განაჩენი კი, რომელიც კომერციულ საქმიანობას ეხებოდა, არ შეიძლებოდა კვალიფიცირებული ყოფილიყო სისხლის სამართლის დანაშაულად.

ევროსასამართლომ პირდაპირ მიუთითა, რომ რუსეთში სასამართლოებმა უნდა აღმოფხვრან ამ საქმეზე დადგენილი კონვენციის დარღვევები. BBC ხაზს უსვამს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება განაჩენის გაუუქმებლად შეუძლებელია. 

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ განაჩენის გაუქმებაზე უარი განაცხადა, მოსკოვის სიმიონოვის რაიონულმა სასამართლომ კი 2 თებერვალს მისი აღსრულება გაამკაცრა და პირობითი სასჯელი თავისუფლების რეალური აღკვეთით შეცვალა.

ნავალნის სახელით კიდევ ერთი განცხადება კომიტეტში 22 იანვრით არის დათარიღებული. მისი წარმომადგენლები პოლიტიკოსის მკვლელობის მცდელობისა და 17 იანვარს, აეროპორტში დაკავების შესახებ იტყობინებიან.

მამედოვის საქმე, როგორც პრეცედენტი

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის განსახილველად გადაცემას საკითხისა, შეასრულეს თუ არა ეროვნულმა ხელისუფლებებმა მისი გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე დაკისრებული ვალდებულება, კომიტეტს 2010 წლიდან უფლებას აძლევს ადამიანის უფლებათა კონვენციის 46-ე მუხლი. მაგრამ კომიტეტმა ეს პროცედურა მხოლოდ ერთხელ გამოიყენა – აზერბაიჯანთან დაკავშირებით ანალოგიურ საქმეზე, რომელიც ოპოზიციონერსა და ბლოგერს, ილგარ მამედოვს უკავშირდებოდა.



მამედოვი 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას, მაგრამ დააპატიმრეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2014 წელს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ის გაასამართლეს, რათა „ეიძულებინათ გაჩუმება ან დაესაჯათ ხელისუფლების კრიტიკისა და სიმართლის გავრცელების გამო, რომლის დამალვასაც, მისი აზრით, ხელისუფლება ცდილობდა“.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მინისტრთა კომიტეტის მიმართვის შემდეგ, მამედოვი პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, მაგრამ ნასამართლეობამ მას არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მისცა. აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ მას ყველა ბრალდება მხოლოდ მას შემდეგ მოუხსნა, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადასტურა, რომ მისი გადაწყვეტილება არ შესრულებულა. იმავეს მიღწევას ცდილობს ახლა ნავალნი.

ილგარ მამედოვის კომენტარი

აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის, „რესპუბლიკური ალტერნატივის“ ლიდერმა, ილგარ მამედოვმა ალექსეი ნავალნის ინიციატივის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი.

„ნავალნი სამართლიანად ფიქრობს, რომ „ილგარ მამედოვი – ჩემზე უკეთესი ბიჭი არ არის და ევროპის საბჭოს წესი, რომელიც მასთან დაკავშირებით გამოიყენეს, შეიძლება ჩემს შემთხვევაშიც გამოიყენონ“. დიახ, ერთადერთი პრეცედენტი, რომელიც ილგარ მამედოვმა შექმნა, ბევრს გამოადგება. მაგრამ ნავალნიმ უნდა იცოდეს, რომ ამ წესის გამოყენებისთვის, გისოსებს მიღმა მყოფი, სამი წლის განმავლობაში ვაწარმოებდი მიმოწერას მინისტრთა კაბინეტთან. ჩემს ბოლო წერილებში, მკაცრად ვსაყვედურობდი კიდეც მათ დიპლომატიურ ენაზე. საქმის შეჯამებამ კი 2.5 წელიწადი წაიღო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ძალიან ნელი პროცესია, მაგრამ თუკი მას საკუთარი სიმართლის მოთხოვნის ძალა აქვს, დაე მოითხოვოს“, – დაწერა მამედოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კიდევ სამი საქმე აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში

მომავალ კვირაში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს კიდევ სამ საქმეზე, რომლებიც აზერბაიჯანთან არის დაკავშირებული.

პირველი მათგანი არის მამედ აზიზოვისა და შაჰინ ნოვრუზლის საქმე აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ისინი ითხოვენ, უკანონოდ იქნას ცნობილი ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილება მათ დაპატიმრებასა და თავისუფლების აღკვეთის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთ საქმეს ჰქვია „ფატიმა განიევა და კიდევ 17 ადამიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“. ეს საქმე 2009 წელს დაიწყო და მოსარჩელეთა ქონებრივი უფლების დარღვევას უკავშირდება.

აზერბაიჯანის წინააღმდეგ მესამე სარჩელი ილგარ ფეიზოვმა შეიტანა. ის ამტკიცებს, რომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დააპატიმრეს. 

ilgarnavalni-1024x640.jpg

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

giphy-1-1.gif

ვიდეო სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენების შესახებ – რა მოხდა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში 7-13 თებერვალს, 2021.

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

janko-ferlic-zHJ4ph3GRyg-unsplash.jpg

იმისათვის, რომ კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული დანაკარგების შემდეგ, ეკონომიკა კარგად და სწრაფად აღადგინონ, კონცენტრირება უნდა მოხდეს მოსახლეობის განვითარებაზე, ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და განათლებაზე. ამ რეკომენდაციას სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას – აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს – ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ადამიანების განვითარების საკითხებში, ფადია მ. საადი აძლევს. 



ბავშვები გაცილებით უფრო წარმატებულები იქნებიან, თუკი ხელისუფლება მათ ჯანმრთელობასა და განათლებაზე იზრუნებს 

საქართველო 

„გასული ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ დიდ წარმატებებს მიაღწია. მაგრამ ადამიანური კაპიტალის პოტენციალის გახსნა მას ჯერჯერობით დიდად არ გამოსდის. ადამიანური კაპიტალის ინდექსი საქართველოში მხოლოდ 0.57-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ აქ დაბადებული ბავშვი შეიძლებოდა 57 პროცენტით უფრო წარმატებული ყოფილიყო, როდესაც გაიზრდება, თუკი აუცილებელ დახმარებას მიიღებდა თავისი ჯანმრთელობისა და განათლების მხრივ.

  • საქართველოში, მოსწავლეების უმრავლესობა ვერ იღებს საბაზო უნარ-ჩვევებს კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. PISA-ს ტესტმა, მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამამ 2018 წელს გამოავლინა, რომ სკოლის მოსწავლეები საქართველოში, საშუალოდ, ერთი სასწავლო წლით ჩამორჩებიან სხვა ევროპული და ცენტრალური აზიის ქვეყნების მოსწავლეებს. 
  • საქართველოში, ახალგაზრდების უმუშევრობის მაჩვენებელი ასევე აღემატება ევროპა+ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო შედეგს. ამასთან, პროფესიულად ცუდად მომზადებული კადრები დასახელდა ყველაზე დიდ პრობლემად საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 2019 წელს წარმოადგინეს. 
  • ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა კვლავინდებურად რჩება მომართული გადაუდებელი დახმარების აღმოჩენაზე და არა დაავადებების პროფილაქტიკაზე. სამედიცინო მომსახურების მაღალი ღირებულება კი ადამიანებს აიძულებს, საერთოდ გაექცნენ სამედიცინო დახმარებას. 
  • საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი მცირდება, მაგრამ სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობა შენარჩუნებულია უმაღლეს დონეზე. 
  • კორონავირუსის პანდემია ამ ყველა პრობლემას გააღრმავებს. ნავარაუდევია, რომ COVID-19-ის შედეგად, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი ექვსი პროცენტით შემცირდება 2020 წელს. 


აზერბაიჯანი 

„აზერბაიჯანმა ბევრს მიაღწია ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით. უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, 21 პროცენტით მეტმა ახალგაზრდამ ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. შეიქმნა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემა, რომელმაც პირველადი სამედიცინო-სანიტარული დახმარების ეფექტიანობის გაზრდას შეუწყო ხელი. დაგროვებითმა პენსიამ და სოციალურმა დახმარებამ არსებითად გაზარდა მოსახლეობის 40 პროცენტის შემოსავალი, რომლებიც გაჭირვებულთა რიცხვს მიეკუთვნებოდნენ.

  • თუმცა, მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტს შორის განათლებისა და სამედიცინო დახმარების დონის განსხვავება, კვლავინდებურად ძალიან მაღალია.
  • სტანდარტიზებული ტესტების შედეგების მიხედვით, მოსწავლეები მატერიალურად უფრო უზრუნველყოფილი ოჯახებიდან ცოდნაში სამი კლასზე მეტით უსწრებენ თანატოლებს ღარიბი ოჯახებიდან. სამედიცინო დაწესებულებებში კვლავ გავრცელებულია ანაზღაურების ფარული, „ჯიბეში ფულის ჩადების“ ფორმა მომსახურებისთვის, რაც მათ მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის.
  • ყველაზე გაჭირვებული ოჯახების კატეგორიიდან ყოველი მეხუთე ოჯახი იღებს მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.
  • უმუშევრობა კვლავინდებურად მაღალ დონეზეა, განსაკუთრებით ქალთა შორის. 

image?w=33&h=33&rev=1&ac=1&parent=1390QYapJ2dqEyZkZVGiRXzdaN3fUILEs ადამიანური კაპიტალის ინდექსი აზერბაიჯანში მხოლოდ 0.58-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ აქ დაბადებული ბავშვი შეიძლებოდა 58 პროცენტით უფრო წარმატებული ყოფილიყო, როდესაც გაიზრდება, თუკი აუცილებელ დახმარებას მიიღებდა თავისი ჯანმრთელობისა და განათლების მხრივ. 

image?w=33&h=33&rev=1&ac=1&parent=1390QYapJ2dqEyZkZVGiRXzdaN3fUILEs კორონავირუსის პანდემიამ სოციალური მომსახურებისადმი წვდომის შემცირება გამოიწვია. პროგნოზების მიხედვით, 2020 წელს, აზერბაიჯანში ეკონომიკის განვითარების შემცირება 4.2 პროცენტს შეადგენს“


სომხეთი 

„სომხეთმა საგრძნობ წარმატებას მიაღწია ჯანმრთელობისა და განათლების უზრუნველყოფის კუთხით. დაწყებით და საშუალო სკოლებში დადის ბავშვთა 90 პროცენტზე მეტი. მშობიარობის 100 პროცენტი მიმდინარეობს კვალიფიციური სამედიცინო მუშაკების დაკვირვების ქვეშ. 

სოციალური გადახდების მიზნობრიობის გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო სიღარიბის დონის შემცირებას და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის განათლებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე წვდომის გაფართოებას. 1990-დან 2017 წლამდე, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ქალების შემთხვევაში 73.3-დან 78.7 წლამდე გაიზარდა, მამაკაცების – 66.7-დან 72.4-მდე. 

  • და მაინც, სომხეთში ადამიანური კაპიტალის ინდექსი მხოლოდ 0.58-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ აქ დაბადებული ბავშვი შეიძლებოდა 58 პროცენტით უფრო წარმატებული ყოფილიყო, როდესაც გაიზრდება, თუკი აუცილებელ დახმარებას მიიღებდა თავისი ჯანმრთელობისა და განათლების მხრივ.
  • სწავლების შედეგებიც ასევე ძალიან განსხვავდება ბავშვის გენდერისა და ოჯახის შემოსავლის მიხედვით. სამედიცინო დაწესებულებებში კვლავინდებურად მიღებულია ანაზღაურების ფარული, „ფულის ჯიბეში ჩადების“ ფორმა მომსახურებისთვის, რაც მათ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომს ხდის. 
  • დასაქმების პროგრამები მცირერიცხოვანი და ნაკლებად მასშტაბურია. 
  • უკანასკნელი ორი ათწლეულის მიღწევები საფრთხის წინაშე დგას COVID-19-ის პანდემიის გამო. პროგნოზების თანახმად, 2020 წელს, სომხეთში, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6.3 პროცენტით შემცირდა.
  • პროგნოზების თანახმად, სიღარიბის დონე გაიზრდება და შეიძლება შემცირდეს სახელმწიფო ხარჯები ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით.


ინვესტიციები ადამიანების განვითარებაში, მათ უფრო მაღალი დონის განათლებასა და ჯანმრთელობაში, სამხრეთ კავკასიის მოსახლეობას საშუალებას მისცემს, კონკურენტუნარიანები იყვნენ მსოფლიო ეკონომიკაში, ასკვნის ფადია მ. საადი. 

„ხალხი – სიმდიდრის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ადამიანების განვითარებაში ინვესტირება ზრდის კრიზისებისადმი მდგრადობას და ქვეყნის საერთო კეთილდღეობას. 

თუკი განათლება და ჯანდაცვა მოსახლეობას საჭირო მოცულობით ექნებოდა უზრუნველყოფილი, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში შეიძლება იყოს 1.64-ით მეტი, აზერბაიჯანში – 1.67-ით, სომხეთში – 1.75-ით“. 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share