Jump to content
×
×
  • Create New...

სომხეთის პოლიტიკა


Moor
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

stepa.jpg

ხანქენდიში (სომხური სახელწოდება – სტეპანაკერტი) განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა – „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ დაარსების იუბილეს აღნიშვნამ და იქ რუსი სამშვიდობოების ყოფნამ – ბაქოში გაღიზიანება გამოიწვია. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი შაჰინ ჯაფარლი კომენტარს აკეთებს კითხვაზე, რომელიც ბევრს აინტერესებს: რის მიღწევას ცდილობს რუსეთი ყარაბაღში?



რა მოხდა?

ამ დღეებში, ხანქენდიში მსვლელობა მოეწყო – ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის დედაქალაქის მცხოვრებლებმა თვითგამოცხადებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ დაარსების იუბილე აღნიშნეს – არაღიარებული წარმონაქმნი აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ბაქოში განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მსვლელობის დროს, მოზეიმეთა შორის იყვნენ რუსული სამშვიდობო ძალების ფორმებში გამოწყობილი ადამიანებიც.

რუსული სამშვიდობო ძალები შესული არიან ყარაბაღის იმ ნაწილში, რომელსაც 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაზე ხელმოწერის მომენტში, სომხური მხარე აკონტროლებდა. ამ დოკუმენტმა, რომელსაც ხელი აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად მოაწერეს, წერტილი დაუსვა ყარაბაღის მეორე ომს, რომელიც 44 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

რის მიღწევას ცდილობს რუსეთი ყარაბაღში?

„რუსეთი ყარაბაღის სეპარატისტული მოძრაობის საიუბილეო თარიღის აღნიშვნის პირობებს ქმნის. რატომ? – თავის კომენტარში, ამ კითხვას სვამს პოლიტოლოგი შაჰინ ჯაფარლი.

svyashennik.jpgრუსი სამშვიდობოების ფორმაში გამოწყობილი მღვდელი რიაზანიდან მსვლელობაში მონაწილეთა რიგებში

მისი აზრით, რუსეთმა „უნდა აჩვენოს, რომ პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს და ამიტომ იმყოფებიან იქ სამშვიდობოები“.

„თუკი ყველა საკითხი გადაიჭრება, რომელიც აზერბაიჯანის აზრით პრობლემატურია, ქვეყნის სუვერენიტეტი მთელ ყარაბაღზე გავრცელდება, ეს იმას ნიშნავს, რომ სამშვიდობო ოპერაციის საჭიროების ყველა მიზეზი აღმოიფხვრება და მისია უნდა დასრულდეს.

მეორე მხრივ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი (ისევე, როგორც ბევრი დასავლური წრე) სომხურ სეპარატიზმს ლეგიტიმურად მიიჩნევს. ყარაბაღის თემაზე თავის ბოლო გამოსვლებში, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მოვლენები დაიწყო სუმგაითში სომხების დარბევებით და ყარაბაღის არმია შეიარაღდა, რათა საკუთარი თავი (საკუთარი ღირსება) დაეცვა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს საკითხი ასე სწრაფად არ გადაიჭრება. რუსეთი ხანდახან საკუთარ თავს ჩვენს მხარდამჭერად წარმოაჩენს და ყურადღებით მოეკიდება ჩვენს მოთხოვნებს (როგორც, მაგალითად, შეიძლება მოგვეჩვენოს სომხების დასავლელი მეგობრების ყარაბაღში არ შეშვება), ხანდახან კი სომხური მხარის მხარდამჭერად გამოჩნდება და მათ მოთხოვნებს მოეკიდება ყურადღებით.

კომუნიკაციის გახსნა რეგიონში, რომელიც რუსეთის კონტროლისა და მოდერატორობის ქვეშ ხორციელდება, ასევე მოსკოვის გეოპოლიტიკურ ინტერესებს პასუხობს და მის გრძელვადიან გეგმებზე მეტყველებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ილუზიებს არ უნდა მივეცეთ. რატომ უნდა შექმნას რუსეთმა (ასევე ირანმა) თურქეთის აზერბაიჯანთან და თურქულ სამყაროსთან გეოგრაფიული გაერთიანების პირობები?

ასეთი რამ შესაძლებელია იმ პირობებში, თუკი აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შევა, თურქეთი კი თავის მხრივ, ჩამოშორდება ევროატლანტიკურ სივრცეს და საკუთარ მომავალს ირანსა და რუსეთთან ერთად ევრაზიულ პროექტში წარმოაჩენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 9-ბალიანი გეოპოლიტიკური მიწისძვრა…

პროცესები აჩვენებს, რომ პუტინის რუსეთს ეს პერსპექტივა არარეალურად არ მიაჩნია და ატარებს პოლიტიკას, რომელიც ასეთ ტექტონიკურ ბიძგებს იწვევს. (არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ იმედისმომცემი სიგნალები მიიღეს თურქეთიდან).

საერთო ჯამში, რუსეთის სახელმწიფო აზროვნებამ ამ პერიოდში აჩვენა ოპერატიულად რეაგირების მოხდენისა და თამაშის სტრატეგიის აგების უნარი.

გაიხსენეთ ომის წინა სიტუაცია – რუსეთი კავკასიას კარგავდა:

— რუსეთმა დიდი ხანია დაკარგა საქართველო და დროდადრო სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ღობის ცოტათი წინ გადაწევა არაფერს ცვლის; 

— რუსეთმა, რომლის ავტორიტეტსაც, განსაკუთრებით სომეხ ახალგაზრდებს შორის ეროზია გაუჩნდა, 2018 წლის მაისის რევოლუციის შემდეგ, ერევანში ბატონობა დაკარგა;

— აზერბაიჯანის საზოგადოებრივ აზროვნებაში, მოსკოვი ჯერ კიდევ 1990 წლის 20 იანვარს „მოკვდა“ და როგორი გავლენაც არ უნდა ჰქონოდა მას აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე, ეს გავლენა ორგანიზებულ ფორმას ვერ იღებდა;

ომის შედეგად, რომელიც ჩვენი გამარჯვებითა და სომხეთის კაპიტულაციით დასრულდა, რუსეთმა აქ თავისი ჯარები შემოიყვანა და ინსტიტუციური გავლენის ინსტრუმენტი შექმნა – აზერბაიჯანზე ზეწოლა. სომხეთი კი კიდევ უფრო ძლიერად დაიკავშირა. (საზოგადოებრივი აზრი მოსკოვს დიდად არ ანაღვლებს).

აშშ-ში აგრესიულად განწყობილი ბაიდენის მთავრობის ფორმირების წინ, რუსეთის სახელმწიფო აზროვნებამ ძალიან სწრაფად შეძლო თავის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან დასავლური ექსპანსიის წინააღმდეგ დამცავი ხაზის შექმნა – კავკასიაში, რომელიც რუსეთს თავის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ზონად მიაჩნია.

ჩვენ ამ ხაზს შიგნით ვართ. და ცოტა ხნის წინ, მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას, პუტინმა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოზიციების გაძლიერებას, თავისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა უწოდა.

ახლა მთავარი კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს ახალი რეალობა“, – დაწერა შაჰინ ჯაფარლიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

stepa.jpgრის მიღწევას ცდილობს რუსეთი ყარაბაღში

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი
Share on other sites

  • ფორუმელი

პრემიერ ფაშინიანის ინტერვიუ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2021 წელს, პირველი დიდი ინტერვიუ მისცა. ერთ-ერთი ადგილობრივი პროდასავლური საინფორმაციო ვებგვერდის ეთერში ნიკოლ ფაშინიანმა ეჭვი გამოთქვა რუსული სარაკეტო კომპლექს „ისკანდერის“ ეფექტიანობაზე. მან განაცხადა, რომ „ისინი არ აფეთქდა ან მხოლოდ 10 პროცენტი აფეთქდა“.

მის განცხადებას უკვე მოჰყვა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვიქტორ ზავარზინის რეაქცია, რომელმაც სომხეთის პრემიერი სიცრუეში დაადანაშაულა.

ყველა დეტალი – „აუფეთქებელ „ისკანდერებზე“ და რუსეთისა და სომხური ოპოზიციის რეაქციის შესახებ პრემიერის განცხადებაზე, შიდაპოლიტიკურ კრიზისსა და ხელისუფლების გეგმებზე.



რატომ იმუშავა „ისკანდერმა“ 10 პროცენტით

ინტერვიუს დროს, ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ზოგიერთ განცხადებაზე, რომელიც მან 16 თებერვალს, ოპოზიციური ტელეარხის, ArmNews-ის ეთერში გააჟღერა. კერძოდ, ყოფილმა პრეზიდენტმა სომხეთის ხელისუფლება იმაში დაადანაშაულა, რომ მათ არ გამოიყენეს „ისკანდერის“ სარაკეტო კომპლექსები 2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღის ომის მე-4-მე-5 დღეს.

ფაშინიანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტმა თავად იცის პასუხი საკუთარ კითხვებზე:

„დაე, იკითხოს, რატომ არ აფეთქდა „ისკანდერის“ რაკეტა? ან, მაგალითად, რატომ აფეთქდა 10%?“.

ამ განცხადების შემდეგ, ჟურნალისტი ჩაეკითხა პრემიერს – განა ასე ხდებაო?, რაზეც ფაშინიანმა უპასუხა:

„არ ვიცი. შეიძლება, 80-იანების იარაღის შემთხვევაში“.

ხისტი რეაქცია მოსკოვიდან

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიქტორ ზავარცინმა გააკრიტიკა ნიკოლ ფაშინიანის განცხადებები.

მისი აზრით, ფაშინიანი ასე ცდილობს თავის გამართლებას და ბრალის მოხსნას ყარაბაღის ომში მარცხზე:

„როდესაც ადამიანი ცდილობს, უდანაშაულო იყოს, ის „ისკანდერსაც“ დაადანაშაულებს, სომეხ ხალხსაც და სამხედროებსაც. ეს, რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება. „ისკანდერი“ – ძალიან მაღალი სიზუსტის იარაღია, ეს არაერთხელ დაადასტურა სხვადასხვა სწავლებისას. ეს აბსოლუტური სიცრუეა [ფაშინიანის სიტყვები], ეს არანაირ ეჭვს არ ექვემდებარება“.

„კიდევ რამდენ ხანს უნდა ვეძებოთ სიმართლე?“ – ოპოზიციის რეაქცია

პრემიერ-მინისტრის ინტერვიუზე კომენტარი გააკეთა ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „განათებული სომხეთის“ ლიდერმა, ედმონ მარუკიანმა.

Facebook-ის საკუთარ გვერდზე ის კითხულობს, რატომ ეწინააღმდეგება სომხეთის ხელისუფლება ყარაბაღის 44-დღიანი ომის შესახებ ფაქტების შემგროვებელი კომისიის შექმნას, თუკი თავად აყენებს ეჭვქვეშ ბევრ მნიშვნელოვან კითხვას – მათ შორის, შეიარაღებასთან დაკავშირებულს:

„მოქმედი და ყოფილი ხელისუფლებების წარმომადგენლები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლები, საველე მეთაურები და დანარჩენები მომავალშიც მისცემენ ინტერვიუებს ომის თემაზე ან მაინც მიხვდებიან პარიტეტული კომისიის შექმნის აუცილებლობას და გამოიჩენენ პოლიტიკურ ნებას მის შესაქმნელად, რათა პასუხები მივიღოთ კითხვებზე, რომელიც ყველას აღელვებს?“.

„ჩვენ არმიის რეფორმა უნდა დავიწყოთ“

„რაც შეეხება საერთოდ ჩვენი რეგიონული უსაფრთხოების სისტემებს, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიწყოთ არმიის რეფორმა, სტრუქტურული, არსებითი რეფორმები, კერძოდ, შეიარაღებისა და სტრატეგიული შემადგენლის თვალსაზრისით“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი შეეჯახა საშინაო და საგარეო გამოწვევებს, ამიტომ, უშუალოდ ომის დასრულების შემდეგ, მან პრიორიტეტულ საკითხად  წარმოადგინა სომხეთსა და მის გარშემო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა:

„ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პრობლემა 100%-ით გადაჭრილია, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მივიწევთ წინ ამ მიმართულებით“.

არმიაში რეფორმების შესახებ, წინა დღეებში საუბრობდა სომხეთის თავდაცვის მინისტრიც. თანაც, ვაგარშაკ არუთუნიანის თქმით, ისინი უკვე მიმდინარეობს და „ამ პროცესში უშუალოდ არიან ჩართული რუსი კოლეგები“.

ოპოზიციამ ვადამდელი არჩევნები არ მოისურვა

ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზეც. ის თავად გამოვიდა ამ მიმართულებით კონსულტაციების დაწყების ინიციატივით, რათა გადალახულიყო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ომის შემდეგ შეიქმნა. მაგრამ მალევე, თავად მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ განაცხადა უახლოეს მომავალში არჩევნების გამართვის მიზანშეუწონლობის შესახებ.

პრემიერმა განმარტა, რომ არჩევნებზე, პირველ რიგში, უარი თქვა ოპოზიციამ, ამიტომაც მიიღეს ამ საკითხის ივნისამდე გადადების გადაწყვეტილება:

„ზოგიერთი ძალა აპირებს, საპარლამენტო არჩევნები რადიკალური მოქმედებების მოედნად გამოიყენოს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას შიდა სტაბილურობას და გააძლიეროს საგარეო გამოწვევები. ამიტომ, მივიღეთ რა ოპოზიციის უარი, გადავწყვიტეთ დავუბრუნდეთ ჩვენს „საგზაო რუკას“.

საუბარია ფაშინიანის მთავრობის რეფორმირების გეგმასა და ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ სომხეთში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე. პრემიერის „საგზაო რუკაში“ გაწერილია მთავრობის მოქმედებები 2021 წლის ივნისამდე.

პრემიერ ფაშინიანის ინტერვიუ

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

არმენებმა დაძაბეს

სომხეთის სამხედრო გენშტაბმა ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ფაშინიანმა გადატრიალებაა აგიო

 

Armenian armed forces demand resignation of Prime Minister Nikol Pashinyan

Armenian Prime Minister Nikol Pashinyan has warned of an attempted military coup against him after the army demanded he and his government resign.

Mr Pashinyan has faced protests and calls to resign after what his critics say was the disastrous handling of a six-week conflict between Azerbaijan and ethnic Armenian forces over the region of Nagorno-Karabakh last year.

He has rejected calls to step down.

On Thursday, he called on his followers to rally in central Yerevan to support him and took to Facebook to address the nation in a live stream.

During the live stream, he fired the head of the general staff of the armed forces, the Interfax news agency reported.

He said a replacement would be announced later and the crisis would be overcome constitutionally.

"The most important problem now is to keep the power in the hands of the people, because I consider what is happening to be a military coup," Mr Pashinyan said.

It was unclear whether the army was willing to use force to back the statement in which it called for Mr Pashinyan to resign, or whether its call for him to step down was just verbal

Arayik Harutyunyan, the president of the Nagorno-Karabakh enclave, offered to act as a mediator between Mr Pashinyan and the general staff.

"We have already shed enough blood. It's time to overcome the crises and move on. I'm in Yerevan and I'm ready to become a mediator to overcome this political crisis," he said, urging all sides not to escalate.

Armenia has seen a spike in demonstrations this week demanding the resignation of Mr Pashinyan.

Protests against Mr Pashinyan began in November after he signed a cease-fire pact with Azerbaijan that ceded territory occupied by Armenian forces.

The deal ended the six-week war over the territory.

The dispute with Azerbaijan over the separatist territory had gone on for decades.

Ethnic Armenian troops ceded swathes of territory in and around Nagorno-Karabakh to Azerbaijan in a conflict last year that killed thousands of people.

The ceasefire signed by leaders of Armenia, Azerbaijan and Russia halted military action in and around the enclave, which is internationally recognised as part of Azerbaijan but populated by ethnic Armenians.

Some 2,000 Russian peacekeeping troops are now being deployed to the region.

Russia also has a military base in Armenia, a former Soviet republic.

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

გენშტაბი პრემიერის გადადგომას ითხოვს

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბი განცხადებით გამოვიდა და ღია ტექსტით მოითხოვა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა. მას ხელი გენშტაბის მთელმა ხელმძღვანელობამ მოაწერა.

„პრემიერ-მინისტრსა და სომხეთის მთავრობას ამიერიდან არ შეუძლია მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილებები სომეხი ხალხისთვის ასეთ კრიზისულ და საბედისწერო ვითარებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლ ფაშინიანმა მომხდარს სამხედრო გადატრიალების მცდელობა უწოდა.

„ჩვენს ყველა მხარდამჭერს ახლავე ვიწვევ რესპუბლიკის მოედანზე. უახლოეს პერიოდში, პირდაპირ ეთერში გავაკეთებ განცხადებას“, – დაწერა მთავრობის მეთაურმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

შემდეგ, უკვე ვიდეომიმართვისას, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მოამზადა დოკუმენტები გენშტაბის ხელმძღვანელის, ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად.

„ძალიან რთული ვითარებაა. თქვენ იცით, რომ მივიღე გადაწყვეტილება, თანამდებობიდან გავათავისუფლო გენშტაბის ხელმძღვანელი და მისი პირველი მოადგილე. ამ გადაწყვეტილების მიზეზს მოედანზე გავახმოვანებ. ახლა, უმთავრესი ამოცანა – სამოქალაქო და ეროვნული ხელისუფლების შენარჩუნებაა“.

ერევანში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს,  სომხეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.  

გენშტაბი პრემიერის გადადგომას ითხოვს

გენშტაბის განცხადების მიზეზები

გენშტაბის ხელმძღვანელის, ონიკ გასპარიანის, მისი ყველა მოადგილის, დეპარტამენტების უფროსებისა და ყველა მსხვილი სამხედრო შენაერთის მეთაურის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში ნათქვამია, რომ გენშტაბი თავის მტკიცე პროტესტს გამოთქვამს „არა შორსმჭვრეტელური და დაუსაბუთებელი ნაბიჯების წინააღმდეგ“, კერძოდ, გენშტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის გათავისუფლების გამო. სწორედ ეს გახდა ამ განცხადების მიზეზი.

მასზე ხელისმომწერებს მიაჩნიათ, რომ ტირან ხაჩატრიანის გადაყენება დამყარებულია „მხოლოდ პრემიერ-მინისტრის პირად და ამბიციურ გრძნობებზე“.

„სომხეთის შეიარაღებული ძალები დიდი ხნის განმავლობაში, მოთმინებით იტანდა თავდასხმებს, რომელიც შეიარაღებული ძალების მოქმედი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციას ემსახურებოდა, თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი. მოქმედი ხელისუფლების არაეფექტიანმა მმართველობამ და საგარეო პოლიტიკაში სერიოზულმა შეცდომებმა, ქვეყანა განადგურების პირას მიიყვანა“, – ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადების ავტორებმა ასევე გააფრთხილეს ხელისუფლება, არ გამოიყენოს ძალა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ.

გენშტაბის უფროსის მოადგილის გათავისუფლების დეტალები

შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ტირან ხაჩატრიანმა არასერიოზული უწოდა პრემიერის სიტყვებს იმის შესახებ, რომ სომხეთის მიერ შეძენილი „ისკანდერები“ „არ აფეთქდა ან აფეთქდა მხოლოდ 10 პროცენტი“.

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ადგილობრივი პროდასავლური საინფორმაციო ვებგვერდის ეთერში, ნიკოლ ფაშინიანმა ეჭვი გამოთქვა რუსული სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერის“ ეფექტიანობასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ისინი „არ აფეთქდა ან აფეთქდა მოლოდ 10 პროცენტი“.

ჟურნალისტის თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა პრემიერის სიტყვაზე, ტირან ხაჩატრიანმა გაიცინა და თქვა:

„ეს შეუძლებელია. როგორ? „ისკანდერი“? ერთი გასროლა? 10 პროცენტი? ბოდიში, მაგრამ ეს არასერიოზულია. არ შეიძლება ასეთი რაღაცების ლაპარაკი, მსგავსი დასკვნების გაკეთება. გთხოვთ, არ განავითაროთ თემა, რათა არ ჩამოყალიბდეს არასწორი წარმოდგენები მსგავსი ტექნიკის შესახებ“.

ფაშინიანის სიტყვებს მანამდე რეაგირება მოჰყვა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვიქტორ ზავარზინის მხრიდან, რომელმაც სომხეთის პრემიერი სიცრუეში დაადანაშაულა.

შუამავლობა კრიზისის მოგვარების საკითხში

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი, არაიკ არუთუნიანი ერევანში იმყოფება და განაცხადა, რომ მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს სომხეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დარეგულირებაში.

Facebook-ის საკუთარ გვერდზე მან დაწერა, რომ სომხეთში შექმნილი შიდაპოლიტიკური ვითარება, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს:

„ყველა მხარეს ვურჩევ, გამოავლინოს სიმშვიდე და საღი აზროვნება, სხვანაირად, ჩვენი მარცხი გაღრმავდება და კიდევ უფრო ფატალური გახდება. საკმარისია, რამდენი სისხლი დავღვარეთ, ახლა დროა კრიზისი შევამსუბუქოთ და წავიდეთ ხანგრძლივი განვითარებისა და გაძლიერების გზით“.

კომენტარები გენშტაბის განცხადებასა და ვითარების შესაძლო განვითარებაზე

„არმიის გენშტაბის განცხადება – ეს, ალბათ, უმაღლესი მეთაურობის მცდელობაა, გაამართლოს თავისი საქციელი 2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას და გათავისუფლდეს ომში დამარცხებაზე პასუხისმგებლობისგან.

ეს განცხადება დროული იქნებოდა ომის პირველ დღეებში, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა სამარცხვინო შეთანხმებას. მაგრამ ახლა იგი გაისმა და ჩანს, როგორც ბოლო აკორდი. როგორც ბევრი ამტკიცებს, ბოლო თვეების განმავლობაში, ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლება დგას ძალოვანების ერთგულებაზე. ახლა, როდესაც არმია აღსდგა (და სწორედ გენშტაბია არმია), ფაშინიანმა დაკარგა თავისი ერთ-ერთი ძირითადი რესურსი“, – მიაჩნია საინფორმაციო-ანალიტიკური ვებგვერდის Lragir.am-ის პოლიტიკურ მიმომხილველს, ნაირა აირუმიანს.

„ეს სამხედრო გადატრიალების მცდელობა არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხური შენაერთები უკვე იქნებოდნენ ერევნის ქუჩებში. უბრალოდ, გენშტაბმა გააცნობიერა რა, რომ ნიკოლ ფაშინიანს ქვეყანა კატასტროფისკენ მიჰყავს, პოლიტიკური განცხადებით გამოვიდა“, – მიაჩნია სამხედრო ექსპერტ კარენ ვრთანესიანს.

ექსპერტები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ მოვლენების შესაძლო განვითარებაზე.

„რთული გამოსაცნობია, რა იქნება. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ მოიქცევა პრეზიდენტი არმენ სარგსიანი. მან უკვე მოუწოდა ფაშინიანს თანამდებობიდან გადადგომისკენ, გუშინ კი ხელი არ მოაწერა მნიშვნელოვან კანონს. თუკი ის ხელს არ მოაწერს გენშტაბის მეთაურების გათავისუფლების შესახებ ბრძანებას, შეიძლება, ფაშინიანი თავად გადადგეს“, – ვარაუდობს პოლიტიკური მიმომხილველი, ნაირა აირუმიანი.

გენშტაბი პრემიერის გადადგომას ითხოვს


 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

გენშტაბის განცხადებამდე რუსები გალანძღა არაპირდაპირ. მოწოდებული ისკანდერების მხოლოდ 10% -მა იმუშავაო. 

იქიდანაც უპასუხეს. ჩვენ ნუ გვაბრალებ შენს ლუზერობასო :boli:

 

В ГОСДУМЕ ОБВИНИЛИ ПАШИНЯНА ВО ЛЖИ ПОСЛЕ ЕГО СЛОВ О НЕЭФФЕКТИВНОСТИ «ИСКАНДЕРОВ»

09:58 вчера 0

Фото: РИА Новости/Тимур Батыршин

Накануне премьер-министр Армении подверг сомнению работу российских ракетных комплексов.

По его словам, они «не взорвались или взорвались лишь на десять процентов». Так Никол Пашинян прокомментировал заявление бывшего президента Сержа Саргсяна, что армянская армия могла бы применить «Искандеры» на четвёртый день войны в Карабахе осенью прошлого года.

Заместитель председателя комитета Государственной Думы по обороне Виктор Заварзин в интервью радиостанции «Говорит Москва» раскритиковал мнение армянского политика. Он отметил, что таким образом Пашинян решил подчеркнуть свою невиновность в результатах конфликта в Нагорном Карабахе. 

«Когда человек ищет, чтобы он был невиновен, он и «Искандеры» приплетёт, и армянский народ виноват, и военные виноваты. Это, конечно, не соответствует действительности. «Искандеры» у нас — это очень высокоточное оружие, оно проявилось уже неоднократно в различных учениях. Это просто абсолютная ложь [слова Пашиняна — прим.ГМ] и даже не подлежит никакому сомнению. Недаром Запад часто говорит по поводу, чтобы мы внесли в переговорный процесс как раз эти ракеты малой дальности. В Сирии они применялись очень точно и неоднократно. Я, мягко сказать, не соглашусь с этим мнением товарища Пашиняна». 

Война в Карабахе окончилась принятием совместного заявления Армении, Азербайджана и России. Согласно документу, Ереван передал Баку несколько территорий, в регион вошли российские миротворцы.

 

 

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება: საპროტესტო აქციების მეორე დღე

გაზიარება facebook twitter messenger vk-black email copy print
 

სომხეთში პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ ღრმავდება. ის 2020 წლის შემოდგომაზე, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ სამმხრივ განცხადებაზე ხელმოწერისთანავე დაიწყო. ოპოზიციამ და ათასობით მოქალაქემ პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა, რომელმაც სომხური მხარისთვის ამ არახელსაყრელ დოკუმენტს მოაწერა ხელი.

25 თებერვალს დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა – ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელობამ მოითხოვა.

სამხედროების განცხადების შემდეგ, ერევანში, ერთდროულად ორი მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა – გაერთიანებული ოპოზიციური პარტიებისა და პრემიერ-მინისტრის მომხრეების.

მაგრამ სიტუაცია არანაირად არ შეცვლილა – ოპოზიციასა და ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის განსხვავებული გზები აქვთ, შეხების წერტილები კი ჯერჯერობით მოძებნილი არ არის.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზების მოსაძებნად, საპარლამენტო ოპოზიცია 26 თებერვალს ეროვნული კრების საბჭოს სხდომის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. მაგრამ ის კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა – მმართველი ბლოკის, „ჩემი ნაბიჯის“ წევრები საკანონმდებლო ორგანოში არ მივიდნენ.

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი გენშტაბის ხელმძღვანელს შეხვდა, ასევე, კონსულტაციები დაიწყო საპარლამენტო ფრაქციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომლებიც „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობაში“ არიან გაერთიანებული.

ყველა დეტალი იმის შესახებ, რაც ერევანში ხდება – პრეზიდენტისა და ოპოზიციის მოქმედებები.

მასობრივი მიტინგი სომხეთში

ღამისთევა კარვებში პარლამენტის შენობასთან

ოპოზიციური „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ღამე ბაგრამიანის გამზირზე გაათენეს, სადაც პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს. ოპოზიციონერებმა ზუსტად ეროვნული კრების პირდაპირ გაშალეს კარვები და დადგეს ღუმელები. 

26 თებერვლის დილას, მოძრაობის ლიდერმა და ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ვაზგენ მანუკიანმა განაცხადა, რომ ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. მან, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუწოდა მათი ბრძოლისთვის შეერთებისკენ, რათა მოძრაობამ საერთო-ეროვნული ხასიათი მიიღოს. ოპოზიციონერის თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიღწევა.

მმართველმა ბლოკმა პარლამენტში განხილვა ჩააგდო

ოპოზიციური ფრაქციები ინიციატივით გამოვიდნენ, პარლამენტის საბჭოს სხდომაზე განეხილათ ქვეყანაში შექმნილი ვითარება და რიგგარეშე პლენარული სხდომა მოეწვიათ, სომხეთში საომარი მდგომარეობის გასაუქმებლად. ის 2020 წლის სექტემბერში, ყარაბაღის მეორე ომის დაწყებისთანავე გამოცხადდა.

სხდომა კვორუმის არარსებობის გამო არ შედგა. მმართველ უმრავლესობას საკმარისი მანდატები აქვს, რათა მიიღოს ან ჩააგდოს ნებისმიერი გადაწყვეტილება. და ერევანში საუბარი კვლავ საპარლამენტო ოპოზიციის უუნარობაზე დაიწყეს.

მმართველი ბლოკის ბოიკოტთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიის, „განათებული სომხეთის“ ლიდერმა, ედმონ მარუკიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა, სპიკერის, არარატ მირზოიანის სახით, არაფერს აკეთებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად და უარს ამბობს დიალოგზე:

„ეს ყველას მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულებაა. ასეთი ქცევა მე საშუალებას მაძლევს, ვთქვა, რომ ეროვნულ კრებას თავმჯდომარე არ ჰყავს. ქვეყანაში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა, მე ვიტყოდი – ნერვიული. ამის ასე დატოვება არ შეიძლება. ჩვენ პოლიტიკური დისკუსიები გვჭირდება“.

ოპოზიციონერებმა მსვლელობა მოაწყვეს

პარლამენტში ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით გაემართნენ მოთხოვნით, არ მოაწეროს ხელი ბრძანებას გენშტაბის ხელმძღვანელის, ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

„ჩვენ პრეზიდენტისგან უნდა მოვითხოვოთ, არ დაემორჩილოს ფაშინიანის შანტაჟს, ნათლად ჩამოაყალიბოს თავისი პროტესტი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს პრემიერ-მინისტრის შუამდგომლობის კონსტიტუციურობის განსახილველად (გენშტაბის ხელმძღვანელის გათავისუფლების შესახებ)“, – განაცხადა მოძრაობის კოორდინატორმა, იშხან საგატელიანმა.

მასობრივი მიტინგი სომხეთში ოპოზიციური „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის“ რამდენიმე ათასი მხარდამჭერი მივიდა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დროშებითა და პლაკატებით

პრეზიდენტი ოპოზიციონერებსა და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს შეხვდა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა კონსულტაციები გამართა საპარლამენტო ფრაქციების, მათ შორის, მმართველი ბლოკის, „ჩემი ნაბიჯის“ წარმომადგენლებთან. მსგავსი შეხვედრების ჩატარება მან გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ამგვარად, პრეზიდენტი გამოსავლის პოვნას ცდილობს.

მან ოპოზიციური „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობის“ ლიდერებიც მიიღო. შეხვედრის დეტალების შესახებ მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა, არტურ ვანეციანმა განაცხადა:

„არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ვითარება უკიდურესად რთულია და სახეზე გვაქვს სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხე, შექმნილი ვითარებიდან გამოსასვლელად კი საჭიროა კონკრეტული და ოპერატიული გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ყველა მხარემ უნდა გააერთიანოს ძალისხმევა ამ სიტუაციიდან გამოსასვლელად“.

 

 

 
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   38 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 37 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)