Jump to content
×
×
  • Create New...

ზოდიაქოს ნიშნები


Recommended Posts

  • ფორუმელი

24 ოქტომბერი – 21 ნოემბერი

341786867_.thumb.png.a1ebfd4969aa6ef423ff766d2df44ce2.png

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ მორიელი ხართ – ნიშნავს, რომ “მზე მორიელში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია მორიელების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ეს სტაბილურობის ზონის უკანასკნელი, წყლის სტიქიის ნიშანია, რომელიც ძირითადად ყალიბდება პლუტონისა და მარსის პლანეტების ვიბრაციის მეშვეობით. აქ წყლის სტიქია წარმოდგენილია საკუთარ, ყველაზე სტაბილურ ფორმაში.

ეს ადამიანი, როგორც წესი, ჩაკეტილია შინაგან დონეზე, ეჭვნეული და უნდობია, მუდმივად საკუთარ თავშია მიმართული, ეჭვიანია, ხშირად ღრმავდება თვითანალიზსა და საკუთარი თავის განსჯაში. მისთვის საკმაოდ ხშირადაა დამახასიათებელი თვითდევნა და ფარული თვითგანადგურება. მისთვის ეს შეიძლება წარმოადგენდეს საკუთარი თავის ტრანსფორმაციის საშუალებას თანმდევი აღდგენითა და ცხოვრებაში დაბრუნებით, ახალზე აღორძინებით, სულ სხვა ხარისხობრივ დონეზე გადასვლით. უნდა აღინიშნოს, რომ მას ძალიან მძიმე ტრანსფორმაცია და მძიმე სიღრმისეული თვითგანდგურება ახასიათებს, რომელიც დამახასიათებელია მორიელის ნიშნის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის, მაგრამ ეს განადგურება მისთვის საშიში არაა _ ეს მისი განვითარებისა და რეალიზაციის საშუალებაა.

კარგია თუ, მორიგი განადგურების შემდეგ, ეს აღდგენა გამოყენებული იქნება საკუთარი სულისა და გარშემომყოფთა სულების ევოლუციის სასიკეთოდ, რადგანაც, ცუდ შემთხვევაში, ეს განადგურება შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავად მისი პიროვნების და მისი გარემომცველი ადამიანების გასანადგურებლად. გარკვეული აზრით, ის ხელმძღვანელობს ლოზუნგით: “რაც უფრო უარესია, მით უკეთესია!”.

როცა ის ცუდადაა, მაშინ უჩნდება ენერგია და ძალა გარემოებებთან, უარყოფით, ნეგატიურ გარემომცველ ძალასთან საბრძოლველად. განვითარებისთვის სჭირდება მუდმივი შეჯანჯღარებები: თუ ყველაფერი წყნარადაა, მაშინ ის ცუდადაა, იწყებს საკუთარი თავის ჭამას. ამიტომაც, ქვეცნობიერად იმ ქმედებებისკენ ისწრაფვის, რომელიც დაკავშირებულია რისკთან ანდა იზიდავს იდუმალის და ოკულტურის შეცნობა, მაგია.

საერთოდ, ეს ადამიანი მუდმივი და მყარია, რადგანაც ეკუთვნის უძრავ ჯვარს. ის ყველაფერში მყარია: სიყვარულსა და ვნებებში, საკუთარ დამოკიდებულებებში, ასევე – სიძულვილშიც. ძალიან საშიშია საკუთარი სიძულვილის გამოვლინებაში. შეუძლია მსხერპლად შეწირვა, საკუთარი და მის გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრების ადვილად დანგრევა.

დაბალი განვითარების მორიელებში ვხდებით ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრს გებელსს, მაგრამ ასევე მორიელებს შორის მრავალი ბრწყინვალე ფსიქოლოგი და ჰიპნოზიორიც იყო და არის, რომლებსაც აქვთ უნარები ადამიანებზე მაგიური ზემოქმედების მოხდენისა. ეს ეხება იმ შემთხვევებსაც, როცა მორიელის ნიშანი ძლიერ ვლინდება (ანუ, ადამიანებს, რომელთა პირად რუკაშიც ძლიერი მორიელის გავლენაა სხვადასხვა კომბინაციების გამო).

ასეთი ადამიანები დიდი სიმსუბუქით მოიფიქრებენ და ქმნიან სქემებს და მათ ზუსტად იყენებენ, შეუძლიათ გარშემომყოფებზე ფაქიზი ზემოქმედების მოხდენა და მათი დაქვემდებარება.

განვითარებულ მაგიურ მორიელს შეუძლია არამარტო ნებისმიერი ადამიანის, არამედ უდიდესი მასების საკუთარი მაგიური გავლენის ქვეშ მოქცევა.

დაბალი განვითარების შემთხვევაში _ ეს ის ინდივიდია, რომელიც გარემოცვაში მხოლოდ უარყოფით მხარეებს ხედავს და ამჩნევს. ეს უკვე მორიელიც არა, ეს ობობა ტარანტულია. როცა საკუთარ თავს ძირფესვიანად ჭამს, ამასთანვე, არაკონსტრუქციულია და, ბუნებრივია, სხვებსაც კბენს.

მაღალი დონის შემთხვევაში ის არწივს ემსგავსება, რომელიც დაფრინავს მრისხანებაზე მაღლა და ადამიანებს აჩვენებს სულიერების უმაღლესი სფეროებისკენ მიმავალ გზას. მას შეუძლია თვითუარყოფა, ალტრუიზმი და დიადი გასხივოსნება. ასეთები იყვნენ ფ. დოსტოევსი, გმირებს შორის ასევე ვპოულობთ მრავალ ტიპიურ მორიელს. ეს ხშირად სარკასტული ტიპაჟის მწერლები არიან, ძალიან გესლიანი, დამცინავი და გამქირდავი მოაზროვნეები _ ვოლტერი (21 ნოემბერი), ა. ბელი (ძველი სტილით 14 ოქტომბერი – ახალი სტილით 26 ოქტომბერი 1880 წელი).

ნათელმხილველი მორიელები იყვნენ მხატვრები _ კამიუ, პიკასო, ასევე რუსი სასულიერო პირი _ იოან კრონშტადსკი (ერისკაცობაში: ივან სერგიევი). პოლიტიკოსებიდან შეიძლება დასახელდეს ლ. ტროცკი. მსახიობებიდან მორიელი იყო: არკადი რაიკინი. საკმაოდ კაშკაშა მორიელი იყო ნესტორ მახნო (ცნობილი უკრაინელი ანარქისტი), მაგიური მორიელი იყო _ მევიოლინე პაგანინი.

როგორია მორიელის განვითარების დინამიკა? რაღაცით, ის კუროს განვითარების დინამიკას ჰგავს, მაგრამ კუროს განვითარება ნელია და მოწყვლადი: ნელი დაგროვება და ახალ ხარისხში გადასვლა. მორიელს კი აქვს დაძაბულობა და შემდეგ მკვეთრი გადასვლა სხვა დონეზე, თითქმის გამაყრუებელი აფეთქება. ტყუილად კი არაა ყველა ბირთვული კვლევა დაკავშირებული პლუტონთან და, ბუნებრივია, მორიელთან, სადაც პლუტონის სახლია.

მორიელის მართული ქვეყნებია _ ავღანეთი, ირანი და აზერბაიჯანი. შესაბამისად, მორიელი ადამიანებისა და ქვეყნებისთვის დამახასიათებელია _ შინაგანი წინააღმდეგობრიობები (ბრძოლები), გადავსებული და გამხლეჩავი ენერგიიდან წამოსული და შინაგან კონფლიქტურობადე მისული ერებისა და მათთვის თავს მოხვეულ იდეოლოგიებსა და რელიგიებს შორის კონფლიქტები. ჩვენ დროში ეს იყო განსახიერებული ირანისა და ერაყის ომში. თუ ვისაუბრებთ მორიელების პრობლემებზე, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა სექსუალური ენერგიის სუმბლიმაცია. რაღაც აზრით მორიელი _ ზოდიაქოს ნიშნებიდან ყველაზე სექსუალური ნიშანია; ცუდ შემთხვევაში, ეს გამოხატულია გადახრებში, უკეთეს შემთხვევაში _ ეს განსხავებული სახის შემოქმედებების სუმბლიმაციაა.

უნდა ითქვას, რომ საშუალო დონის მორიელები ერთმანეთს ძალიან რთულად ეგუებიან. ორი მორიელის ცხოვრებაზე დაკვირვებით, რომლებმაც ერთად მხოლოდ ორი წელი “გაძლეს”, ანუ გამოცდილებამ აჩვენა, რომ “საშუალო” მორიელები “ერთ ქილაში” დიდხანს ვერ ძლებენ, ისინი ერთმანეთს “კბენენ”  და ,ამავდროს, საკუთარ თავებსაც იგესლავენ (გონების დაკარგვამდეც კი), შემდეგ კი სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. ევოლუციური განვითარებისთვის აუცილებლად საჭიროა საკუთარი ქვეცნობიერის პრობლემის გადაწყვეტა, რადგანაც ხშირად ბობოქრობს შექსპირისეული ვნებები. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემაა _ ვნებების ორგანიზება და მათი მიმართვა კონსტრუქციულ დინებაში, მათი “სამშვიდობო მიზნებისთვის” გამოყენება.

ამ ადამიანების კარმული ამოცანა, როგორც მორიელისა, ძალიან საპასუხისმგებლო და, რაღაც დოზით, არასასიამოვნოცაა. ეს ნიშნავს, რომ _ ეს ადამიანი კარმულად ვალდებულია საკუთარი თავი და გარშემომყოფები დაკბინოს, მაგრამ ეს კბენები მიმართულია იმაზე, რომ სიბინძურისგან განწმინდოს საკუთარი თავიც და გარემოცვაც. ეს ადამიანი კბენს მხოლოდ მათ, ვინც დაბინძურებულია და საკბენად ირჩევს ყველაზე დაუცველ და დამპალ ადგილს, შემდეგ კი ასობს საკუთარ “სასურველ” შხამიან ნესტარს. უმაღლეს შემთხვევაში ამ ადამიანმა ყოველთვის იცის: როდის, ვის, სად და რატომ უკბინოს.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მმართველები პლუტონი და მარსი

უდრეკი მორიელი

ადამიანი მორიელი

გაფორმების ზონაში წყლის სტიქიას აქვს არაორაზროვანი დანიშნულება: შეცვალოს სამყარო; ადამიანთან მიმართებაში ეს ეხება მის შინაგან სამყაროსაც, ფსიქიკასაც და მის გარეგნულ რეალობასაც, მის გარემოცვასაც.

მორიელის მთავარი თვალნათელი წინააღმდეგობრიობა იმაშია, რომ, ერთის მხრივ, ის ეკუთვნის რა ქალურ საწყისს, ვალდებულია იყოს პასიურ-აღქმელი, მეორე მხრივ, კი _ იმყოფება რა მარსის მმართველობის ქვეშ და აქვს რეალობის ტრანსფორმაციის მიზანი, იძულებულია გამოავლინოს დიდი აქტიურობა.

ეს წინააღმდეგობრიობა წყდება შემდეგი სახით: პირველსაწყისად მორიელი პასიურ-მომლოდინეა, მაგრამ იტოვებს უფლებას, არეგულიროს გარეგნული ზემოქმედებები; და იმ შემთხვევებში, როცა ის ამ უფლებას იყენებს, მოქმედებს საკმაოდ ენერგიულად (მარსის მართველობა) და დაჟინებულად (მუდმივი ჯვარი).

თუ კირჩხიბი ზოდიაქოს ყველაზე ღრმა ნიშანია და წმინდა სახით გათვლილია რეალობის აღქმელობაზე, მორიელი რეალობაზე ზემოქმედებისათვის უკვე ფლობს მძლავრ არსენალს. ორივე ნიშანს შეუძლია მოსმენა, მაგრამ მორიელს ამასთანავე შეუძლია აიძულოს მოსაუბრე მოყვეს ყველაფერი, ნებისმიერი რამ, ისიც კი, რაც პირად საიდუმლოებას ეხება ანდა აღსარება თქვას იმ ინტიმურ დეტალებზე, რომელიც გახმოვანებას საერთოდ არ ექვემდებარება. მორიელები როგორ ახერხებენ და გამოსდით _ ეს მათი საიდუმლოა (ერთ-ერთი მრავალთაგანი), მაგრამ მაგიის ანდა ჰიპნოზის გარეშე – ნამდვილად შეუძლებელია. ამის შემდეგ განვითარებულ მორიელს შეუძლია ძალიან ზუსტად აღიქვას ადამიანის შინაგანი პრობლემა და მცირედი, საჭირო სიტყვებით აუხსნას მისი არსი, რისგანაც პრობლემა, ხანდახან, უბრალოდ ქრება, ხოლო ხანდახან ადამიანი, ღრმად ხედავს რა საკუთარ თავს, საკუთარ თავში პოულობს გზას და ძალებს მის გადასაწყვეტად.

ასეთი სახით, განვითარებული მორიელი _ დაბადებით ფსიქოლოგია; თანაფარდობით მას შეუძლია დაკავდეს თვითანალიზით, იკვლიოს და ეძიოს საკუთარი ფსიქიკის სიღრმეები, გამორიცხოს ქვეცნობიერი პროგრამები და შეისწავლოს მათი ურთიერთქმედებები და, გარკვეული დოზით, სახეობრივად ცნობიერად ცვალოს ისინი.

მხოლოდ ერთია, მორიელებში, მათი ნებისგან დამოუკიდებლად, მნიშვნელოვნად ძლიერ ხდება ფსიქიკის ტრანსფორმაცია: როგორც ამბობენ, მორიელი საკუთარ თავს ესხმის. ეს ტრანსფორმაცია შეიძლება მეტ-ნაკლებად ჰარმონიულად და კონსტრუქციულად მიმდინარეობდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, იწვევს ღრმა ემოციებს; ემოციების ძალისა და სიღრმის მიხედვით, მორიელი აღემატება ზოდიაქოს ყველა ნიშანს.

ამავდროულად მორიელი არც იმდენად დაუცველია, როგორც კირჩხიბი, რამდენადაც მას საკუთარი ემოციების გამოსახატად დიდი შესაძლებლობები აქვს (ემოციები უფრო მეტად ზედაპირული აქვს, ვიდრე კირჩხიბს, რომელიც ხანდახან ბოლომდე ვერც კი აცნობიერებს ემოციებს და ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან რთულად გამოხატავს, რის სიმბოლიზებასაც მარსის ვარდნა ახდენს).

მორიელის გამოხატული ემოციები არანაკლებ ძლიერ ქმედებას ახდენენ, ვიდრე ვერძის პირდაპირი აგრესია (რომელსაც უკვე მარსი მართავს), მაგრამ სრულიად სხვანაირად ჩანს, რამეთუ უფრო ხშირად ტელეპატიურად (შეხედვით, ინტონაციით, ჩურჩულით) გადაეცემა და ამიტომაც მათგან უფრო რთულია დაბლოკვა, ვიდრე ვერძის პირდაპირი თავდასხმისგან: მორიელი, თითქოს–და, საკუთარ ემოციურ მდგომარეობას პირდაპირ ადამიანის აღქმის ცენტერს გადასცემს, უვლის რა გვერდს გრძნობის ჩვეულებრივ ორგანოებს.

თუ მორიელს საკუთარი ემოციების გამოხატვა ადეკვატურად არ უხერხდება, შიგნით ტრიალდება და საკუთარ ფსიქიკას წამლავს, ამიტომაც მისთვის მნიშვნელოვანია (სხვა ნიშნებისგან განსხვავებით) ისწავლოს ფსიქორეგულაციები და გახდეს გამჭირვალე მისი ყველა დისჰარმონიული გამოსხივებისთვის.

მორიელის ევოლუციური დონეები:

დაბალი ოქტავის მორიელი _ “ტარანტული”

“ნაცრისფერი ხვლიკი”

“არწივი”

“მტერდი”

პლუტონის მმართველობა ახდენს მორიელის ძალების სიღრმისა და სიფაქიზის ტრანსფორმაციის სიმბოლიზებას. არაფერი გამორჩება მის გამჭოლ მზერას, თავისით არაფერი დალპება და მოშხამავს განვითარებულ ობიექტს, ის ეფექტურად გამოიყენება და გარდაიქმნება საჭიროდ და სასარგებლოდ. ამაშია მორიელის, როგორც პლუტონის, აზრიც, იგი სრულიად არაა სუსტი. მორიელებს _ პრაქტიკულ ფსიქოლოგებს _ უწევთ ადამიანთა სულებისა და ურთიერთობების ყველაზე ღრმა სანაგვეში “ჩაძვრომა”, მაგრამ მათ გამოსდით არამარტო ასენიზაციური (გამწმენდი, ე.წ. საკანალიზაციო არხების გაწმენდვა) სამუშაოები წარმატებულად ჩატარება და ზევით სუფთად ამოსვლა, არამედ ადამიანისთვის საკუთარი დაბალი საწყისის თუ უმაღლესად არა, უკიდურეს შემთხვევაში, საშუალო დონემდე მაინც, გარდაქმაში დახმარების გაწევას.

დაბალი ოქტავის მორიელებს პლუტონი აძლევს ბოროტების ძალებზე ძალაუფლებას (ხისტი ეგრეგორის არხი), ხდის შეუდარებელ შავ მასწავლებლად; მაღალი ოქტავის მორიელს კი აძლევს საკუთარ თავზე (უნარს დაინახოს და მოახდინოს საკუთარი ფსიქიკის ტრანსფორმაცია) და სამყაროზე ძალაუფლებას, განსაკუთრებით მისი ხარისხობრივი ცვლილებების მომენტებში.

მარსის, როგორც მეორე მმართველის მოქმედება მორიელზე საჭიროა სწორად იქნეს გაგებული. მარსი მორიელს აძლევს გადაჭარბებულ ძალას და ენერგიას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მორიელი მოქმედებისთვის შინაგანადაა მზად და ის, წარმოადგენს ქალურ ნიშანს, მუდამ ახდენს რეაგირებას გარეგან ზემოქმედებაზე. ამიტომ უფრო სწორია მორიელი ჩაითვალოს არა უშუალო წყაროდ, არამედ უფრო მეტად ამ ძალის მეგზურად, გზამკვლევად, რომელიც მისი მეშვეობით მოდის. ეს, უშუალოდ რომ ითქვას, სწორია ყველა ნიშნებისთვის, მაგრამ აქ ორი არსებითი განსაკუთრებულობაა. პირველ რიგში, მორიელს შეუძლია მხოლოდ რეაგირება, მაგრამ არა პირველს თავდასხმა, მეორეს მხრივ, მისი რეაქცია მიმართულია ობიექტის ცვლილებაზე და მისი ენერგიის ტიპი განისაზღვრება ობიექტის ენერგეტიკით. სხვა სიტყვებით, მორიელს აქვს მისთვის დამახასიათებელი ტრანსფორმაციის ტიპი, რომელშიც ექცევა მისი გარემოცვა და თავად ისიც, მაგრამ არა ენერგეტიკულად, რომელიც ყოველ შემთხვევაში მისია. მორიელს ზუსტად ეს აძლევს შესაძლებლობას ფაქიზად იმუშაოს დელიკატურ ობიექტებთან და უხეშებთან _ უხეშად.

მარსი მორიელს ასევე აძლევს უდიდეს სექსუალურ ენერგიას; საერთოდ სექსი მის მიერ მისტიურად აღიქმება, როგორც ცხოვრებისა და სიკვდილის წრებრუნვის იდუმალი ნაწილი, რომელშიც მას (მორიელს) განკუთვნილი აქვს განსაკუთრებული ადგილი.

ქირონის ტყვეობა ახდენს შემდეგის სიმბოლიზებას _ მორიელის შინაგან მისწრაფებას გააცნობიეროს და _ განსაკუთრებით ძლიერი ფარული სურვილი აქვს _ დაინახოს საკუთარი საქმიანობის პრაქტიკული შედეგები. ცუდი დამუშავებისას მორიელი ინსტიქტურად და ქაოტურად კბენს ყველა შემხვედრს და სრულიად ვერ იგებს გარშემო (და მის შიგნითაც) რა ხდება, რაზეა მოტივირებული და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ქმედებებს. თანდათანობით, მაგრამ ევოლუციური განვითარების მიხედვით, ქირონი მორიელს აძლევს იმის გაგებას, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც მას გზაზე გადაეყრება, საჭიროებს სრულიად განსაზღვრულ ზემოქმედებას, მოკლედ რომ ითქვას, კბენა საჭიროა არა წამსვე და არა იქ სადაც მოხვდება, არამედ იქ სადაც საჭიროა, ინტიმურ ადგილებში. ქირონი განვითარებულ მორიელს ასევე აძლევს შესაძლებლობას გააცნობიეროს საკუთარი (ძალიან არამარტივი) ფსიქიკური პროცესები, შეაჩეროს არაკონსტრუქციული თვითჭამა, რომელიც გველის მანერას უკეთებს სიმბოლიზებას, – რომელიც საკუთარ კუდის ყლაპვით იწყებს და ბოლომდე შთანთქავს თავს, – მოახდინოს ქვეცნობიერი პროგრამების დიფერენციაცია მაღალ და დაბალ “მე”-ებად და საკუთარი თავი ცნობიერად “ააგოს”.

ვენერას ტყვეობა ძალიან შეიგრძნობა დაუმუშავებელ მორიელში, რომელიც მზადაა უკბინოს ყველაზე შესანიშნავ ადამიანსაც კი და მოუწამლოს განწყობა ყველაზე ჰარმონიულ საზოგადოებას. მეორე მხრივ, მორიელის ქალური პრინციპი მჭიდროდაა დაკავშირებული ვენერასთან, განვითარებულ მორიელს ზუსტად ის აძლევს ფაქიზ აღქმელობას. მხოლოდ იმისთვის, რომ განახორციელოს საკუთარი ტრანსფორმაციული ფუნქცია, მორიელს უწევს ვენერას გამორთვა და მარსის ანდა პლუტონის ჩართვა, რაც ასე ადვილი არაა, და დაბალი დონის მორიელი უპირატესობას ანიჭებს ვენერა ტყვეობაში ჰყავდეს. დამუშავების მიხედვით ის (ვენერა) იწყებს მორიელის ცხოვრებაში დიდი როლის შესრულებას, ხოლო მარსის ანდა პლუტონის დაბალი ოქტავა ყველაზე მცირედი როლით კმაყოფილდება, ის ხდება  სოციალურად უფრო მისაღები და მომთმენი და უფრო ნაკლებად დაძაბულ-ემოციონალური, ემოციები ხდება უფრო ფაქიზი და მართვადი; გარდა სექსუალობისა (ანუ სექსუალური ენერგიის გამოსხივებისა) ვლინდება მგრძნობიარობაც (მისი აღქმის უნარი). დიდი ძალისხმევით, მაგრამ იწყებს რა ესთეტიკური საწყისის გამოვლინებას აღმქმელობასა და ეთიკაში (დაბალი დონის მორიელი აფასებს მხოლოდ ენერგიას, ხოლო უფრო მეტად კი სექსუალურს). აქ ვენერას ესთეტიკური პრინციპის დამუშავება განსაკუთრებით რთულია (რთულია შეფასდეს ფორმების სილამაზე, როცა შენ განწყობილი ხარ განადგურებაზე), მაგრამ აუცილებელია, რათა ყველაფერი ერთდროულად კი არ დაანგრიოს, არამედ მოახდინოს აუცილებელი ცვლილება ზუსტად იქ, სადაც ეს საჭიროა უფრო მაღალი ჰარმონიის მისაღწევად.

ურანის კულმინაცია განვითარებულ მორიელს აძლევს განსაზღვრულ შემოქმედებით საწყისს. როგორც საშუალება, ასევე განსაკუთრებულად ტრანსფორმაციის შედეგი წარმოუდგენელი და არაპროგნოზირებადი ხდება.

საერთოდ, ურანის კულმინაცია ახდენს წყლის სტიქიის ქმედების მოულოდნელი შედეგის სიმბოლიზებას; მხოლოდ ცუდი დამუშავებისას ეს მოულოდნელობა, როგორც წესი, უარყოფითი ხასიათისაა (ანუ მოულოდნელად იღებს უფრო ცუდს, ვიდრე მორიელს ჰქონდა ჩაფიქრებული) და ითხოვს სიტუაციისა და მასში ჩართვისადმი დიდ ყურადღებას.

დამუშავებისას შესაძლებლობა ჩდება ორიგინალურად შეხედოს საგნებს, თავისებური განმარტება მისცეს აუცილებელ ცვლილებებს, ასევე მიზნებსა და მატრანსფორმირებელ მეთოდებს, რომელიც ხშირად აიღება შორეული მომავლიდან (ანდა ქვეცნობიერი სიღრმიდან, სადაც განვითარებული მორიელი დაშვებას იღებს), მხოლოდ ყველაფერი ამის კონსტრუქციულად გაკეთება საკმაოდ რთულია. უფრო ადვილად ურანი ვლინდება მორიელისებური ბობოქრობის მოულოდნელ შეტევებში, რომელიც ცივი ჩანჩქერის მსგავსია.

მორიელში მთვარის ვარდნა, მიუხედავად ამ ნიშნის მუდმივი ჯვრისადმი კუთვნილებისა, ახდენს მისი შინაგანი არასტაბილურობის სიმბოლიზებას.

მორიელის მუდმივობა ვლინდება იმაში, რომ ის მუდმივად ჭამს საკუთარ თავს, მცირედს ტოვებს უცვლელად. მორიელს, როგორც მუდმივ ნიშანს, აქვს მძლავრი ენერგეტიკა, მყარი მისწრაფება და ძლიერი ქვეცნობიერი პროგრამები _ მაგრამ ეს უკანასკნელი იცვლება, ხოლო მასთან ერთად _ მისწრაფებაც და შეხედულებებიც, ასევე მორიელის ენერგეტიკაც.

დაბალი განვითარებისას მთვარის ვარდნა მორიელს აძლევს გადაჭარბებულ ეჭვიანობას, საყვარელი არსების (ანდა საგნის) სრულიად შთანთქმის წყურვილს და ნებისმიერის (ვინც კი მის საყვარელ არსებას ანდა საგანს შეეხება) სრული განადგურების სურვილს.

მორიელს მთვარე აძლევს მრავალ სურვილს, მათ შორის სექსუალურსაც, რომელიც მისთვის რთული დასაკმაყოფილებელია და, რომელიც მის ენერგეტიკაში მრავალ ხვრელს ქმნის.

ცნობიერების გაფართოების დოზითა და არწივის დონეზე გადასვლისას ეს ხვრელები იხურება და მთვარე, ვენერასთან ერთად, მორიელს ყურადღებიანსა და მზრუნველს ხდის, რაც ძალიან რთული წარმოსადგენია მისი განვითარების დაბალ დონეზე. ეს მორიელს ძალიან დიდი თვითშეწირვის ფასად უჯდება, მაგრამ, სამაგიეროდ, უსაზღვროდ იზრდება მისი აღმქმელობის უნარი და ფსიქიკის მთლიანობა.

მორიელის სიტუაცია

სიტუაციისთვის, რომელშიც აქტიურია წყლის სტიქია, დამახასიათებელია ცნობილი წინააღმდეგობრიობები: ერთის მხრივ, ხდება რაღაც არსობრივ-მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ _ რთულია განსაზღვრულად იმის თქმა, ზუსტად რა ხდება. ხდება მოვლენა, რომელშიც მნიშვნელოვანია არა თავისთავად მოვლენა, არამედ ის, თუ როგორ ზემოქმედებას (ანდა სიმბოლიზებას) მოახდენენ ადამიანზე ანდა კოლექტივზე.

მორიელის სიტუაცია შეესაბამება ინტენსიურ შინაგან გარდაქმნას, რომელსაც თან ახლავს ემოციური ძალები და ღრმა ეფექტები. ეს, მაგალითად, ჭეშმარიტების მომენტია, როცა იხსნება საიდუმლობები და მომხდარის ჭეშმარიტი მიზეზები ჩნდება და ყველაზე დაფარულიც და ნაკლებმნიშვნელოვანი ადამიანებიც კი გრძნობენ გახსნისა და საუბრის დაწყების აუცილებლობას.

მორიელის მონაწილეობით ხდება ფსიქოანალიზი, საიდუმლო სამხედრო დამუშავებები და დაცულია სახელმწიფო საიდუმლობებები, მუშაობს საიდუმლო პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოები.

მორიელის უფრო მაღალი ოქტავის მორიელის სიტუაცია _ ეს სამეცნიერო კვლევა-ძიებაა იმ სფეროებში, რომელიც ეხება სამყაროს და მისი ობიექტების (ასტროფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, სექსოლოგია, გენეტიკა, ფსიქოლოგია, ნაწილობრივად ბიოლოგია _ სიცოცხლის სხვადასხვა ფორმების წარმოშობა და სიკვდილი) სიკვდილსა და სიცოცხლეს.

მორიელის მმართველობის ქვეშ არის მთლიანად ოკულტიზმი, ხოლო განსაკუთრებით სიკვდილის შემდგომი გამოცდილების კონცეფციები, სულის ხელახალი დაბადება (რეინკარნაცია, ინკარნაცია) და ა.შ.

თავის მაღალ ოქტავაში (ურანის კულმინაცია) მორიელს აქვს ასტროლოგიასთან, განსაკუთრებით – კარმულ ასტროლოგიასთან კავშირი.

მზისეული მორიელი საკუთარ თავში შეიგრძნობს ცივი ცეცხლის ტრანსფორმაციას, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია მისგან; მორიელს მხოლოდ ზოგიერთი დოზით შეუძლია აირჩიოს ამ ცეცხლის მიმართულება. მხოლოდ ერთია, ნებისმიერ შემთხვევაში, კარმული ამოცანა  ორმხრივია: ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს როგორც გარეგნულ, ისე შინაგან სამყაროში. მზისეული მორიელის გაგება ძალიან რთულია როგორც გარშემომყოფებისთვის ისე თავად მისთვისაც (თუმცა–ღა, დაბალ დონეზე ის ამის თაობაზე არც ფიქრობს და არც თვლის საჭიროდ).

ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მისი ემოციები და ენერგეტიკა მნიშვნელოვანი დოზით განისაზღვრება არა მისი განვითარების ლოგიკითა და სიტუაციაზე რეაქციით, არამედ ეგრეგორის ნებით. მასში ჩადებულია მთელი გარემომცველი (და შინაგანი) სამყაროს ტრანსფორმაციის ხისტი პროგრამა (დაბალ დონეზე _ განადგურება) და მორიელის ძირითადი პრობლემაა _ გააცნობიეროს ეს პროგრამა, გაერკვეს მასში და თავიდან ისწავლოს მისთვის თვალყურის დევნება, ხოლო შემდეგ, ცნობიერად ითანამშრომლოს ეგრეგორთან; თუ ეს არ ხდება, ის დესტრუქციულად იწყებს საკუთარ თავზე თავდასხმას და მუდმივად ახდენს დეგრადაციას ტარანტულის სახემდე.

მორიელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაიგოს საკუთარი გარეგანი ქმედებების ურთიერთკავშირი საკუთარ ფსიქიკურ ცხოვრებასთან და გააცნობიეროს საკუთარი ფსიქოლოგიური ძალაუფლება ადამიანებზე და საკუთარი ქმედებების შედეგები, რომლებიც ყოველთვის არაა ნათელი: მზისეული მორიელის ცხოვრებაში მოქმედებენ ყველაზე ჩახლართული და ფარული ვარიანტები კარმული კანონებისა, ანუ მიზეზისა და შედეგის კანონი.

მზისეული მორიელის ევოლუციური დონის ზრდასთან ერთად აქტიურ საქმიანობაში მისი აქცენტი გადაადგილდება უფრო წმინდა კონცეტრირებული ყურადღებისკენ: ეგრეგორი იყურება მისი მეშვეობით და აუცილებელ ტრანსფორმაციებს თავადვე ახდენს.

წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ჰარმონიული ასპექტები პიროვნებას აძლევს თავდაჯერებულობას საკუთარ თავსა და საკუთარ ძალებში, საკუთარი ღირსების გრძნობას, ძალაუფლებას, მოჭიდებას, გადაწყვეტილების მიღების უნარს, ენერგიას, ნებისყოფას, თავშეკავებულობას დ ფარულობას, ინტუიციას და გამჭვრეტელობას, თვითფლობას, დისციპლინას, ამტანობას, სიმამაცეს და სითამამეს, შემსრულებლობას და შრომისმოყვარეობას, სიჯიუტეს და დაჟინებულობას (უდრეკობას), პასუხისმგებლიანობას და კეთილსინდისიერებას, წესიერებას და საქმეში პატიოსნებას, ერთგულებას, მეურნებას (მეოჯახეობას) და მომჭირნეობას, საკუთრების განვითარებულ გრძნობას, რეალიზმსა და პრაქტიკულობას, კეთილგონიერებას და განმსჯელობას, ურყევობას და მდგრადობას, მზრუნველობას და ყურადღებიანობას ზოგიერთი სახის სიუხეშესთან ერთად, დამცინაობას და ბასრ ენას, ფლობის, შეცნობის, შესწავლის წყურვილს, ღრმა და კარგ გაგებას, მდიდარ წარმოსახვას და ბრწყინვალე მახსოვრობას. ხანდახან, დისციპლინა  ხელს უშლის ლიდერად გახდომაში ანდა მთავარი ადგილის დაკავებაში. შინაგანი ემოციონალური დაძაბულობა და ფლობის ჟინიანი წყურვილი სტიმულს აძლევს აქტიურობას და ჯანსაღ პატივმოყვარეობას, ადამიანს აძლევს მეომრის თანდაყოლილ თვისებებს _ დიდ ენერგიას და ნებისყოფას, მოწინააღმდეგის სუსტი ადგილის აღმოჩენის უნარს და დამანგრეველი დარტყმის მიყენების ძალას. ეს გამორჩეულად ძლიერი ხასიათია.

თუ მზე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება გამძაფრებული განცდები და შინაგანი ტანჯვა;  ფსიქოპატობისკენ, ტანჯვისკენ მიდრეკილება; ეჭვიანობა, ამაღლებული სექსუალურობა, ეჭვნეულობა, შური; მოტყუებისკენ, ძალის გამოყენებისკენ, ძალადობისკენ მიდრეკილება; დანაშაულის ჩადენის საშუალება, აგრესიულობა, შეუბრალებლობა, სიუხეშე, თავხედობა, უტიფრობა, უდიერება, უცერემონიობა, გესლიანობა, მქირდაობა, დამცინაობა, სარკაზმი, პატივმოყვარეობა, აჩქარებულობა, წინდაუხედაობა, მოუთმენლობა; “მატარებლის” წინ სირბილისკენ მიდრეკილება; ფუფუნებისა და ფლანგველობის სიყვარული; ტრაბახი; თაღლითობისკენ მიდრეკილება; გულღრძოობა, თვითნებობა, ეშმაკობა, შურისმაძიებლობა, სისასტიკე, ეჭვნეულობა; თავხედური ტყუილისა და გამცემლობისკენ მიდრეკილება; გამაღიზიანებლობა, წყენიაობა, გამანადგურებლობა;  წინააღმდეგობრივი საუბრისკენ, კამათისკენ მიდრეკილება; მომხვეჭელობა, ანგარება, სხვისი რაიმეს მითვისება, ტრაბახი, კვეხნა, გამომზეურება, საკუთარი ძალების გადაჭარბებულად შეფასება, ინტერესის დაკარგვა საკუთარი სარგებლის არარსებობის გამო.

იმისთვის, რომ მორიელი თქვენდამი განაწყოთ, – შესაძლებელია ეს გააკეთოთ საჩუქურის გაკეთებით. ამასთან ერთად, საჭიროა გამოავლინოთ სიფრთხილე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი საკუთრება ადვილად გახდებით, ის, რაც ეკუთვნის მას, – მესაკუთრე-მორიელს, – ძალიან მჭიდროდ იჭერს და არ უშვებს ხელიდან. გადაწყვეტს რა, რომ თქვენ მას განუყოფელ ნაწილს შეადგენთ, თქვენს დაფასებას წყვეტს. იმისთვის, რომ მისი სიყვარული ისევ დაიმსახუროთ, საჭიროა მასში გააღვიძოთ ეჭვიანობა. მართალია, მორიელისთვის სიყვარულის საწვავი ეჭვიანობაა, მაგრამ, საჭიროა ამაში ზომიერების დაცვა, – გადაჭარბება საშიშია. მორიელისგან გათავისულება რთულია, უკეთესია ეს გააკეთოთ ისე, რომ გამოხატოთ სრული უმნიშვნელო და გულგრილი დამოკიდებულება, სრული ნეიტრაულურობა გამოიჩინოთ.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ძალიან ძლიერი ნიშანია. ყოველთვის განსაკუთრებული მიზიდულობის ძალის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა–ღა, ხშირად შიშს იწვევს. ერთდროულად ცხოველმყოფელია, მაგრამ იდუმალი, ცხოვრებისუნარიანი, მაგრამ სიკვდილის წინათგრძნობით სავსე. ისწრაფვის საკუთარი თავის სრულყოფისკენ. მთელი ცხოვრება საკუთარ ვნებებთან იბრძვის, ეს ბრძოლა სასტიკია და ჯანმრთელობისთვის უკვალოდ (ნერვები) არ ჩაივლის. მყარი, ამტანი და ბოლომდე ფეხზე დგას. სძულს საკუთარი და სხვების სისუსტეები, მაგრამ შეუძლია იყოს დიდსულოვანი, თანაგრძნობიანი. ძლიერი ინდივიდუალობა, ვნებიანობა, უპირობოობა, რაც მასთან ერთად ცხოვრებას ერთდროულად ამაღელვებელსა და რთულს ხდის. პარტნიორებს აწამებს, მაგრამ ამისგან სიამოვნებას და სიმსუბუქეს ვერ გრძნობს, სულში ყოველთვის რაღაც უდუღს.

ყველაფერს ენთუზიაზმით აკეთებენ, ხაზს უსვამენ საკუთარ თავისებურებებს, არ სურთ საკუთარი თავის სხვების გვერდზე დაყენება. შედარება ვინმესთან მათთვის დამამცირებელია, ამიტომაც მათთან ურთიერთობა რთულია. ყოველთვის მეომრულად განწყობილნი არიან. უყვართ საკუთარ სულში და საკუთარ გრძნობებში ძრომიალი, რამაც, შესაძლებელია, შემოქმედებითი უნარები განავითაროს. როცა რაიმე აინტერესებთ, არ ზოგავენ თავებს, ისე ამოწურავენ საკუთარ ძალებს როგორც არავინ სხვა. მაშინაც კი, თუ გარეგნულად წყნარები ჩანან, მიუხედავად დამღლელი დღეებისა, ღამით ხშირად უძილობა სჭირთ და ამ დროს ძილის წამალიც არ შველით, ეს აისახება შინაგან დაძაბულობაზე. მათ იციან, რომ ქვეყანაზე ყველაფერს აქვს დასასრული და მთელი ძალით ცდილობენ შეეწინააღმდეგონ ამას. თუ ვინმე მათი თანდასწრებით ადვილად ეკიდება ცხოვრებას, მოთმინებას კარგავენ. მუდმივ მხიარულებას შეუძლია ავად გახადოს. მათი რეაქცია შეიძლება იყოს მკვეთრი, ენა უხეში და ბოროტი, შეუძლიათ სწრაფად და ღრმად გააბრაზონ სხვები, მკვეთრად, თითქმის უზრდელად დაიცვან საკუთარი აზრი. მათით ან აღფრთოვანეულები არიან, ანდა საერთოდ არ იღებენ. მტრებთან სასტიკები, შეუბრალებლები არიან და მტრებისგან თავადაც არ ელიან შეწყალებას. შეუძლიათ ეშმაკობა, უყვართ რისკზე წასვლა. ფლობენ გამაოგნებელ ენერგიას, განსაკუთრებით, თუ  რთულ მდგომარეობაში ვარდებიან. არავის აძლევენ საკუთარ სულში ჩახედვის უფლებას, მუდამ წინააღმდეგობრივები, შეფორიაქებულნი და დაძაბულები არიან. ვერ იპოვიან რა შესაბამის პარტნიორს, ნაწილებად იხლიჩებიან _ და აღმოაჩენენ იმ შემოქმედებით ინტერესებს და ჰარმონიას, რაც აქამდე წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. სამსახურში უნდა გამოიყენონ მათი ენერგია, სიმამაცე, მათ არ აშინებთ იმის კეთება, რაშიც სხვებს ეჭვი ეპარებათ, ამიტომ მათ შორის მრავალი კარგი ქირურგია. აინტერესებთ საიდუმლოებები _ იდუმალი მსოფლმხედველობიდან დანაშაულებრივ სამყარომდე (შეუძლიათ იყვნენ მეცნიერები, რომლებიც დაკავებულნი არიან ფუნდამენტური მეცნიერებით, დეტექტივები, მზვერავები, სხვადასხვა სახის გამომძიებლები). მათ სჭირდებათ სამუშაო, რომელიც ითხოვს მთელ და არა ნაწილობრივ ძალას. ისინი მამაცები არიან. მათი გამოყენება იქაა საჭირო, სადაც ბრძოლაში წინსვლა, ასევე მაგნეტიზმი და ვნებიანობაა საჭირო, რასაც შეუძლია ჩიხში შესული სიტუაციის ანდა მოლაპარაკების გადარჩენა, მაგრამ თანამდებობებზე, სადაც საჭიროა სიფაქიზე და დახვეწილობა, ისინი ვერ იმუშავებენ.

ვნებიანი საყვარლები. კავშირები მყარი და გაუწყვეტელია, მოკლედ, პასპოტრში ბეჭედი მთავარ როლს არ თამაშობს. თუ შორდებიან, მაშინ იციან, რომ არაფერი აღარ უშველის ამ კავშირს, მაგრამ იტყვიან რა “კი”-ს ყველაფერს აიტანენ: ავადმყოფობასაც, ბობოქრობასაც, იმედგაცრუებასაც. მხოლოდ მოტყუებას ვერ პატიობენ. დესპოტურები არიან, შეუძლიათ უხეში კამათი, ჩხუბი, რის შემდეგაც აუცილებლად დგება ვნებიანი, ეროტიული შერიგება. წყნარად ცხოვრება მათთან მოსალოდნელი არაა. არცერთ სიამოვნებაში არ იციან ზღვარი. ძალიან ეჭვიანები არიან. ბავშვებს ადრეულ ასაკშივე აიძულებენ დამოუკიდებელ ყოფას.

საშიშროებები: კამათების მიმართ ვნებიანობა, აპილპილება, უზრუნველობა, სისასტიკე, სხვებისთვის ანგარიშის ჩაბარების სურვილის უქონლობა, საკუთარი თავის ყველას წინააღმდეგ დაყენება და საკუთარი თავის გადაჭარბებულად შეფასება. არ იციან არაფერში ზღვარი. გულუხვად ფლანგავენ საკუთარ ძალებს _ მატერიალურსაც და ფიზიკურსაც. არ იციან თვითშეზღუდვა, რაც აუცილებლად უნდა ისწავლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება უკიდურესი უფსკრულის პირას აღმოჩდება.

შესაძლო დაავადებები: ჰემოროი (ბუასილი), მოტეხილობები, ფისტულები*, ვენერიული დაავადებები, ინფექციური დაავადებები, გულისა და საყლაპავის დაავადებები, ხშირად ალკოჰოლიზმი.

ეს ადამიანი საკუთარ შეგრძნებებში წყნარი და ღრმაა. მისი ემოციონალურად რთული ბუნება ჩაკეტილია, უფთხილდება შესაძლებლობას იყოს თვითმყოფადი. ის არაა ის ადამიანი, ვისთანაც ადვილია გაცნობა და, რომელსაც ადვილად გაუგებენ.  ყველაფრისადმი მგრძნობიარეა, ამავდროულად ამის ჩვენებისკენ არაა მიდრეკილი, საკუთარ შინაგან სამყაროში მხოლოდ მცირე, არჩეულ ადამიანებს უშვებს.  ცხოველის მსგავსად, სანამ არ “დაყნოსავს”, ფრთხილია იმ ყველაფრის მიმართ, რასაც არ იცნობს, ეჭვნეული და უნდოა. ძალიან განვითარებული ინსტიქტები და ინტუიცია აქვს. იმ ადამიანების _ ვისთანაც აქვს ურთიერთობა _ ქმედებებზე ენერგიულად და თამამად რეაგირებს, თუმცა–ღა, შესაძლებელია არ იყოს იმ მდგომარეობაში, რომ ნათლად ახსნას, რატომ იქცევა ზუსტად ასე და არა სხვაგვარად. ხშირად მისი გრძნობა და შეგრძნება უფრო ღრმაა, ვიდრე სიტყვები.

აქვს ძლიერი ემოციონალური საწყისი. ინტენსიურად ეძლევა სიყვარულსა და მიჯაჭვულობას. მას განვითარებული აქვს საკუთრების გრძნობა იმათთან მიმართებაში, ვინც მისთვის ახლობელია, და ხშირად ეჭვიანია იმის მიმართ, ვისაც მოწინააღმდეგედ, მეტოქედ აღიქვამს, ფრთხილია ყველაფრის მიმართ, რასაც საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გააფუჭება შეუძლია. როდესაც ვინმეს ან რაიმეს უძღვნის თავს, ამას მთელი სულითა და გულით აკეთებს და სამაგიეროდ აბსოლუტურ მიჯაჭვულობას ელისდა თუ უწევს ურთიერთობის გაწყვეტა, ამას ძალიან მტანჯველად და ბობოქრად, ღრმად ემოციური ფორმით განიცდის. ამ სიტუაციებში ის არც ისე სასიამოვნო ადამიანია. თუ წყენა მიაყენეს, მაშინ საპასუხოდ მეორე ლოყას კი არ მიუშვერს, არამედ პირველივე შესაძლებლობისას სამაგიეროს უხდის და არასდროს ივიწყებს მიყენებულ ჭრილობებს. ხშირად წყენა ახსოვს და ინახავს დიდი ხნის განმავლობაში. მისთვის პატიება არაა ადვილი.

რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერში ავლენს ვნებასა და წინსწრაფვას, უკიდურესობამდე მიდის. ის ან ავლენს ცეცხლოვან ინტერესს, ანდა უკიდურესად ცივია. სამაგიეროდ არ უწევს განსაზღვრა _ ან რაიმეთი ასი პროცენტითაა გატაცებულია, ანდა პოტენციურად საინტერესო მისთვის საერთოდ არ არსებობს. იშვიათად არის ემოციონალურად ობიექტური. უეჭველია, რომ მასში კარგი ფანატიკოსი ზის. ძლიერი ნებისყოფა, მიზნის მიღწევისას დაჟინებულობა ხშირად შეპყრობილობით ემუქრება.

მისთვის დამახასიათებელია სიამაყე, სიმამაცე, ემოციების ინტესივობა. უყვარს ამოუცნობი, ავლენს ღრმა ინტერესს დაფარულისადმი, იდუმალებისადმი, ცხოვრების საიდუმლო მხარეებისადმი. არ კმაყოფილდება ზედაპირული ცოდნით, მუდამ ისწრაფვის გადალახოს ზღუდე, შეაღწიოს პიროვნებისა და მოვლენის სიღრმეში, რათა დაადგინოს რა ხდება სინამდვილეში. ის, მეტწილად, მიდრეკილია ცინიზმისკენ, ვიდრე იდეალიზმისკენ.

* ფისტულა L. fistula მილი, არხი პათოლოგიური პროცესით ან ხელოვნურად (ოპერაციის გზით) წარმოქმნილი ვიწრო მილი, რომელიც იხსნება სხეულის ზედაპირზე ან ღრუ ორგანოებს აერთიანებს ერთმანეთთან. ფისტულის გზით გამოდის სეკრეტი, ექსკრეტი და ჩირქოვანი გამონადენი. Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. – თბ. : [მერიდიანი], 2011. – 442გვ. ; 20სმ.. – ყდაზე ავტ. მითით. არ არის. – რეზ. რუს. და ინგლ.. – ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200].

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

მორიელი _ “ქალური”, “წყლის” ნიშანია, რომელსაც მართავს მარსი, გადაწყვეტილების მიმღები (ქმედების) პლანეტა. ადამიანები, მზით მორიელის ნიშანში, ფლობენ მიმზიდველობას, დახვეწილობას, მაცდუნებელ გარეგნობას. ისინი ძლიერი ხასიათისანი არიან, შეუძლიათ ფარულად და სხვების შეხედულებებისა და მოვლენების საწინააღმდეგოდ მოქმედება. შეუძლიათ იყვნენ სასტიკნი, სამუშაოთი გაუაზრებლად დაკავდნენ ანდა შესრულონ ისეთი სამუშაო, რომელსაც, როგორც დროის დაკარგვად, ისე თვლიან. ფულს გამოიმუშავებენ საქმიანობით, რომელიც დაკავშირებულია წყალთან და/ან შხამებთან. ადვილად სწავლობენ იარაღის ხმარებას ანდა ბრძოლას. ამ ადამიანებს აქვთ დიდი ნებისყოფა და შეუძლიათ დაჟინებულად მუშაობა. ისინი თამამები, ამტანები არიან, აინტერესებთ ყველა სახის ფსიქოლოგიური საქმიანობა. დაჟინებულნი, მაგრამ, დროდადრო, მორცხვები და თავშეკავებულნი არიან. მათ ცხოვრებაში ხდება უბედური შემთხვევები; გარშემომყოფების მიმართ ეჭვიანები არიან და მათი ქმედებები აუცილებელი არაა იყოს პატიოსნური. ჯიუტები, მოუსვენრები, ენერგიულები არიან. მათი მეტყველება შეიძლება იყოს სარკასტული. ისინი _ საზოგადოების რეფორმატორები არიან და ისეთი საქმიანობით არიან დაკავებულნი, რომელიც რევოლუციურ ხასიათს ატარებს.

მორიელი _ გაწმენდისა და აღორძინების ნიშანია, ამიტომაც ასეთ ადამიანს უყვარს საკუთარ თავში არსებულ ცუდთან (ენერგია, თვისება) განშორება, საკუთარი თავის უკეთესობისკენ შეცვლა. ბ. რამანის თანახმად, ეს ადამიანები ძალიან მამაცები და უხეშები არიან, ხანდახან უგუნურობამდეც კი. მორიელის ნიშანი გამაუხეშებელ გავლენას ახდენს. მოხერხებულები არიან ხელსაქმეში, შეუძლიათ იყვნენ კარგი ექიმები, ქირურგები. აქვთ სამხედრო საქმიანობის უნარები. ადამიანები, დაბადებულნი მზით მორიელის ნიშანში, კარგი კრიტიკოსები, მუსიკოსები, მკვლევარები არიან და, შესაძლებელია, იყვნენ ჯაშუშები ანდა ადამიანები, რომლებიც დაკავებულნი არიან რაიმე საიდუმლო საქმიანობით. რადგანაც მორიელი იმართება მარსით, მათ შეუძლიათ არც თუ ისე ცუდად განკარგონ ქონება. მათი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა წყლის ახლოს ცხოვრება. მათ შეუძლიათ გახდნენ სპეციალისტები მუსიკის ანდა სწავლების სფეროში. გარშემომყოფებზე აღგზნებად გავლენას ახდენენ.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

24 ოქტომბერი _ 21 ნოემბერი

მორიელი გადაჭარბებულად ამტანია. მას არ შეაჩერებს არანაირი სირთულე და გართულება: ის ეძებს წარუმატებლობის მიზეზსა და აშორებს მას.

წარუმატებლობებს წონასწორობიდან გამოჰყავს. მიდრეკილია მათი დრამატიზირებისკენ, მაგრამ ბრუნდება რა გზის დასაწყისში და ყველაფერს თავიდან იწყებს. ის ინსტიქტურად იზიდავს საკუთარი თავისკენ და უკეთესია გზაზე ფეხებში არ მოედოთ: ის სახიფათო კონკურენტია, წყენას არ ივიწყებს და არ პატიობს.

მოთხოვნილება აქვს მუდამ რაღაცით იყოს დაკავებული. უყვარს რაიმეს გადაკეთება, განახლება, განლაგება. უმოქმედობა კლავს.

მორიელს უყვარს ძალაუფლება; ფული მისთვის _ მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გამყარების საშუალებაა. შეუძლია საკუთარი წამის ლოდინი. მისი წარმატება იწყება იქ, სადაც გაიჭედნენ ანდა საიდანაც უკან დაიხიეს სხვებმა. ისინი, ალბათ, თამაშობენ ზუსტად გათვლილი რისკით. რაც უფრო მეტია სიმძიმე და სამუშაოს იდუმალება, მით უფრო დიდ მოგებას იღებს.

მორიელი საკუთარ თავს რკინისად თვლის და ვერ იგებს, როგორ ავადმყოფობენ ანდა იღლებიან სხვები.

ეწევა და სვამს იმდენს, რამდენიც ჩაეტევა. როცა, ბოლოს და ბოლოს, ავადდება, მაშინ შეძვრება “ბუნაგში”, წვება ლოგინში და ყლაპავს ცხენის დოზა წამლებს. ჩვეულებრივ, მალე ჯანმრთელდება, რადგანაც ძალიან ამტანია. მას სჭირდება სპორტით დაკავება, რათა გამოდევნოს ტოქსინები, ის კი უპირატესობას ანიჭებს ნადირობას ანდა სახლში საქმიანობას: რაიმეს გადაკეთებას, ავეჯის გადაადგილებას, საკუთარი იშვიათი ნივთების გადარჩევას. ელემენტებიდან ნაჩვენებია რკინა, მაგნეზია, ხოლო მცენარეებიდან _ ნიორი. ხშირად იტანჯება შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებისგან. ქალებში _ მენსტრუაციის პრობლემები, კისტის დაავადებები, კაცებში _ იმპოტენცია (ხშირად ცრუ). უკანასკნელ შემთხვევაში რეკომენდირებულია ჟენსენის პრეპარატი.

წყარო: astroblogi.com

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

21 (22) ივნისი – 22 ივლისი

831858275_.thumb.jpg.d3123ec7d433b373b82d197a5a6ad89b.jpg

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ კირჩხიბი ხართ – ნიშნავს, რომ “მზე კირჩხიბში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია კირჩხიბის დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

ეს “შემოქმედების” პირველი ზონის ბოლო ნიშანია. ეს ნიშანი წყლის პირველადი გამოვლინებისაა, ნიშანი, რომელიც იმყოფება მეორე მნათობის, მთვარის მმართველობის ქვეშ და, რომელიც ბევრ რამეში აყალიბებს მის ფსიქოლოგიურ და ემოციონალურ, შინაგან სტრუქტურას. ეს ნიშანი მეორე კვადრატისაა, რომელშიც ერთიანდება კირჩხიბი, ლომი და ქალწული.

ეს – აღნიშნავს იუველური ხასიათის ადამიანების ფსიქოლოგიურ სტრუქტურას. ზოგიერთი სახით, ეს ყმაწვილური ფსიქოლოგია და სამყაროს აღქმაა. წყალი საკუთარ თავში ატარებს პასიურობის და არეკვლითი საწყისის ფუნქციას, ის ხდება შინაგანი ტრანსფორმაციის, გარდასახვის, მუტაციის და ტრანსმუტაციის მიზეზი. ადამიანებისთვის, რომლებიც დაიბადნენ კირჩხიბის ნიშნის ქვეშ, დამახასიათებელია შინაგანი სრულყოფისკენ, თვითანალიზისკენ სწრაფვა. კირჩხიბებს ფაქიზი სულიერი ცხოვრება აქვთ, მათი შინაგანი სამყარო მუდმივად იცვლება, ზუსტად ისევე, როგორც მუდმივად იცვლება ცაში მთვარე: ის იბადება, იზრდება, აღწევს აპოთეოზს, მცირდება, კვდება. კირჩხიბი ძალიან ადვილად ტრავმირებადია, ეს ყველაზე ტრავმირებადი ზოდიაქოს ნიშანია. ამიტომ, ასეთი ამაღლებული ტრავმირებულობისთვის, დაცვის სახით, კირჩხიბებს აუცილებლად სჭირდებათ სარქველის (ბაკანის), ნაჭუჭის შექმნა. ის მათ სჭირდებათ, რათა თავი დაიცვან ღრმა ემოციონალურობისგან, რომელიც ბუნებისგან აქვთ მიცემული; და ნაწილობრივ, როგორც ასეთ ემოციონალობაზე რეაქცია, კირჩხიბები ძლიერი პიროვნების როლს ირგებენ, თუმცა-ღა, შინაგანად ძალიან სუსტები არიან. კირჩხიბი _ ეს ძალიან ქალური ნიშანია, აღმქმელი, “ინი”-სეული, და ეს ადამიანები უფრო მეტს იღებენ, ვიდრე გასცემენ, ანუ მათში ჭარბობს მთვარისეული მახასიათებლები (თვისებები). კირჩხიბებს ძალიან უყვართ ყველანაირი სიახლე, ცვლილებები, მოგზაურობები, საკმაოდ მოუსვენარი ადამიანები არიან და ძალიან ეჯაჭვებიან ახლობლებს.

ზოდიაქოს ყველა ნიშნიდან კირჩხიბი ყველაზე მეოჯახე, ყველაზე სახლის მოყვარული ნიშანია. მათ ფასეულობათა იერარქიაში ოჯახი პირველ ადგილზე დგას. ისინი მიჯაჭვულნი არიან სახლზე, წარსულზე, უყვართ რეტროსპექცია*.  თუ ადამიანის მზე იმყოფება ამ შესანიშნავ ნიშანში, მაშინ ამ ადამიანის ცნობიერება, ნაწილობრივ, მიმართული იქნება საკუთარი ოჯახის, კულტურის, ეთნოსის, ერის ისტორიისკენ. ის, მეტწილად,  ძალიან მაღალ ფსიქოლოგიურ შესაძლებლობებს ფლობს. შესაძლებელია, მედიუმიზმის უნარებიც გამოუვლინდეს. კირჩხიბებს შორის მრავალი მედიუმი და მსხვილი ოკულტისტია. ეს ადამიანი ხსნის სულის მრავალ საიდუმლოს (საკუთარს თუ სხვისას), ჩვენი ქვეცნობიერის საიდუმლობებს. ცნობილია, რომ კირჩხიბებს უყვართ საკუთარი ნიშნის საზოგადოება, რაც საერთო კანონზომიერებას არ წარმოადგენს: როგორც წესი, ერთი ნიშნის ადამიანები ერთმანეთთან დაძაბულად ურთიერთობენ და სწრაფად ბეზრდებათ ერთმანეთი, მაგრამ კირჩხიბებს ეს არ ეხებათ, მათ შეუძლიათ დიდი ხნით და ნაყოფიერად ერთმანეთთან ურთიერთობა. ამ ადამიანებს დეტალურად ახსოვთ საკუთარი წარსული, ბავშვობა, უყვართ ბავშვობის მოგონებებში ჩაძირვა, მათ შესანიშნავი ინტუიცია აქვთ, რომელიც ეხმარებათ ცხოვრების ყველა სიტუაციებში, საკუთარი ინდივიდუალური არსობრივი ბირთვის შენარჩუნებაში. მათ აქვთ ძალიან ფაქიზი ფსიქიკური ბუნება, ასევე, ნიჭის ფართე დიაპაზონი, ემოციონალურ სამყაროს ფაქიზი აღქმა. შესაბამისად, ეს – ამ ადამიანებში ბადებს მხატვრის, მწერლის, პოეტის, ფსიქოლოგის ნიჭს.

მაგალითები _ მხატვრებიდან ელ გრეკო, პისარო, ე. კორო, დეგა, მწერლებიდან _ ჰემენგუეი. მრავალი პედაგოგი, რომლებიც ბრწყინვალედ გრძნობენ ბავშვებს და მუშაობენ მათთან (მაგ; უშინსკი).

დაბალი დონის კირჩხიბი _ ეს ნებისმიერი ადამიანის ყველაზე ცუდი შტრიხებია. ტყუილი და მზაკვრობა, მიწებებულობა. ეს ადამიანი ყოველთვის მიაღწევს იმას, რაც სურს, მაგრამ ამას გააკეთებს არა აქტიურად, არამედ პასიურად, საჭირო და საკუთარი საათის მოლოდინში. შეგიძლიათ არ დაეჭვდეთ, რომ კირჩხიბი თავისას მიაღწევს. მასზე ზეწოლის მოხდენა უაზრობა და უშედეგოა, რადგანაც ამას ვერ ითმენს და იმ წამსვე გვერდზე, ანდა სიღრმეში მიდის. ამიტომ, თუ კირჩხიბთან ურთიერთობას აპირებთ, საჭიროა ირიბი გზით, ორაზროვნებით მოქმედება და არ უნდა მოახდინოთ ლომისებურად ზეწოლა, პირდაპირ და ღიად. კირჩხიბები შეიძლება აცდუნოთ, რამეთუ, წყლის ნიშნები ექვემდებარებიან ყველანაირ გავლენებს და ცდუნებებს. კირჩხიბი, როგორც წყლის ნიშანი, ხშირად მუშაობს სითხეებთან და შესამჩნევია, რომ მრავალი კირჩხიბი მუშაობს რძის პროდუქტების საწარმოში. ეს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანების საყვარელი სამუშაო ადგილია. კირჩხიბებს შორის არიან ბარმენები, განსაკუთრებით ღამით მომუშავე ბარმენები, რამეთუ კირჩხიბები თავს ბრწყინვალედ, ზუსტად ღამით, გრძნობენ. ყველაზე დაბალ დონეზე კირჩხიბები _ თაღლითები, ჯიბგირები, დამტაცებლები, სადისტები, ცინიკოსები არიან, ამასთან ერთად, ისინი ძალიან ხმაურიანებიც არიან.

როგორი შეიძლება იყოს ამ ადამიანის, როგორც კირჩხიბის, განვითარების დინამიკა? კირჩხიბები, როგორც წესი, მუდმივად ტრადიციებზე დაყრდნობას ახდენენ. მაღალი განვითარების დონის კირჩხიბისთვის ავტორიტეტს წარმოადგენს ყველაფერი, რაც იყო შორეულ წარსულში. ის აწმყოსკენ და მომავლისკენ წარსულის მეშვეობით მიდის.

რეტროსპექტულობა _ ეს ამ ადამიანის აღქმის ბუნებრივი ფონია, და, როგორც წესი, მისთვის ახალი  _ ეს კარგად დავიწყებული ძველია, ეს მისი კრედოა. ასეთი სახით, ყოველთვის ეყრდნობა წარსულს, ტრადიციებს, ოჯახს, ის, თითქოს-და,  უკან დაბრუნებას ცდილობს. თუ ვისაუბრებთ იმ ქვეყნებზე, რომელსაც მართავს კირჩხიბი, ეს, უპირობოდ ინდოეთია, ქვეყანა, რომელიც ინტიმურად ეპყრობა საკუთარ ღრმა წარსულს, ქვეყანა ღრმა სულიერი ტრდიციებისა. ინდოელებთან ვპოულობთ სიფაქიზეს, ინტუიციურობას, წყლის სტიქიასთან კავშირს, რომელიც საიდუმლოს სიმბოლიზებას ახდენს.

თუ ვისაუბრებთ კირჩხიბების პრობლემებზე, ეს არის _ საკუთარი გამოვლინებების ჰარმონიზაცია, რომელიც ხშირად დამახინჯებულად და გადაგვარებული სახით უვლინდებათ. ხშირად მისი ნება, კირჩხიბის იმპულსური ენერგია, ემოციონალურ სამყაროსთან კონფლიქტშია. ხშირად ქვეცნობიერად ისწრაფვის საზოგადოების ფლობისკენ, სოციალური ავტორიტეტისკენ, ამ დროს საკუთარ შინაგან სტრუქტურაში არ აქვს საკმარისი საფუძველი. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი განვითარებისთვის ბავშვობიდან აირჩიოს მაღალი ორიენტირები, სულიერი ავტორიტეტები. მისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა _ საკუთარი შინაგანი, სულიერი სამყაროს ჩამოყალიბება, სულიერი ღერძის აშენება, რომელზეც მუდმივად საუბრობს და, რომელიც ყოველი ჩვენგანის პიროვნების საფუძველია, მაგრამ განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია კირჩხიბებისთვის – მათი ცვალებადობით, შთაბეჭდილებიანობით.

*რეტროსპექცია Lit.-Book. რეტროსპექტული განხილვა, წარსულისაკენ მიმართვა.

Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. – მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. – თბ. : განათლება, 1989. – 600გვ. ; 16სმ.. – სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. – 5მ., 10000ც.[MFN: 2749].

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მმართველი  მთვარე

თანმიმდევრული კირჩხიბი

ადამიანი კირჩხიბი

ფსკერი არაა. უბრალოდ უფრო ღრმად არ უშვებენ.. ლეცი.

თუ შესაძლებელია ადამიანის ხასიათში, ხანდახან მაინც, წმინდა სახით დავინახოთ ცეცხლის, მიწის და ჰაერის სტიქიები, წყლის სტიქიასთან მიმართებაში სიტუაცია ასე მარტივად არაა. უშუალოდ კირჩხიბთან მიმართებაში შეიძლება ასეც ითქვას: ადამიანის ხასიათში რაც უფრო დიდი დოზით არის წარმოდგენილი ეს ნიშანი, მით უფრო ცდილობს საკუთარ მყარ ნაჭუჭში (ბაკანში) დაემალოს თქვენ მზერას. შეიძლება ამ ნაჭუჭის როლი ითამაშოს სახლმა, ბინამ, კაბინეტმა (სახლის კირჩხიბი);  ასევე _  ურთიერთობის განსაზღვრულმა, ხისტმა ჩარჩოებმა, რომელთა მიღმაც, ის, პრაქტიკულად, არასდროს გადის. მას აქვს უსიამოვნო სიტუაციებში ხედვით (თვალებით) დაჰიპნოზების მანერა და ისეთი ღრმა მზერა, რომელშიც ფსკერი არ იგრძნობა. ამ თვალებს შეიძლება ეწოდოს ამოუცნობი, – თუკი მათში დაფარულია იმაზე დიდი გამოცანა, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის სულში, რომელიც, როგორც შეიძლება ითქვას, მთელ სამყაროს იტევს. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს (მიაზრება): მხოლოდ კირჩხიბი ანსხეულებს არსობრივი აღქმისა და ტრანსფორმაციის პრინციპს და მისი თვალებიდან ჩანს, რომ რაღაც (ძალიან მცირედი) ნაწილი მისი სულისა აღიქვამს გარემოს და ტრანსფორმირდება აღქმასთან შესაბამისობაში, რამეთუ ის, რაც აღიქმება, ნიშნავს საკუთარი თავის შეცვლასაც. კირჩხიბში (ქმნადობის ზონა) წყლის სტიქია საკუთარ პირველ გამოვლინებაშია და მისი მიზნის საფუძველს სამყაროს არსობრივი აღქმა  _ მთლიანად, _ და საკუთარი თავის შემდგომი არსობრივი ცვლილება წარმოადგეს. მხოლოდ ერთია, რეალურ არსებაში უნდა იყოს განსაზღვრული სტაბილურობა, ამიტომ ადამიანში (კირჩხიბის ძლიერი გავლენით) ქვეცნობიერი გამოიმუშავებს რთულ დამცავ მექანიზმებს, რომელიც საკუთარ პატრონს იცავს მნიშვნელოვანი გარეგანი ნაწილისგან, ავიწროებს მის აღმქმელობას და ამით უზრუნველყოფს ფსიქიკის მდგრადობას.

სუბიექტური განცდებით ფსიქიკაში ცვლილება, ქვეცნობიერის პროგრამების გარდაქმნა ღრმა ემოციონალურია (საკუთრივ, ღრმა ემოციები ზუსტად ფსიქიკის გარდაქმნის ნიშნებია), ამიტომაც, მიუხედავად დამცავი მექანიზმებისა, როცა კირჩხიბი რაიმეს აღიქვამს, ის აღიქვამს ემოციურად, და ის, რაც აღიქვა, გარკვეული დროის შემდეგ, მისი საკუთრება ხდება, რა თქმა უნდა, ტრანსფორმაციულად და ადაპტირებულად ფსიქიკური სახით.

ქმნის (ქმნადობის) ზონაში სტიქია ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს საკუთარ თავს, ამიტომ კირჩხიბი, როგორც წესი, არ აყალიბებს საკუთარი თავისთვის საკუთარსავე ამოცანებს _ ისე, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი, _ და მითუმეტეს საკუთარ მიზნად არასდროს ისახავს გარესამყაროს ცვლილებას (ამით განსხვავდება მორიელისგან). მითუმეტეს, რეალურ ცხოვრებაში არსობრივად აღიქვამს რა რაიმეს, ის _ ემპათიის* კანონის მიხედვით _ აუცილებელია არა მხოლოდ თავად შეიცვალოს, არამედ აღქმულ ობიექტზეც დატოვოს საკუთარი ანაბეჭდი. ძლიერი კირჩხიბის შემთხვევაში ასეთი ირიბი ზემოქმედება შესაძლებელია ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.

ამიტომ კირჩხიბები (ისევე, როგორც სხვა წყლის ნიშნები) _ დაბადებიდან ფსიქოლოგები არიან. მათ მინიჭებული აქვთ ადამიანის ყურადღებით მოსმენის უნარი, და ეს უკვე ბევრია, მაშინაც კი, თუ კირჩხიბი საბოლოოდ ვერაფერს იტყვის: პრობლემა შეიძლება თავისთავად მოშორდეს ანდა გადაწყდეს მარტივად მოყოლის შედეგად, გაგებით და არა განსჯით, უბრალოდ კირჩხიბისეული შთაგონებითა და დუმილით.

მხოლოდ ერთია, კირჩხიბისთვის აუცილებელი არაა ყოველთვის მდუმარე იყოს; ისინი კარდინალურ ნიშანს განეკუთვნებიან; მას შეუძლია იყოს გადაჭარბებულად მოუსვენარი ანდა ბევრი ილაპარაკოს, მაგრამ ყოველთვის დარჩება საკუთარი ნაჭუჭის ჩარჩოებში.

საქმე იმაშია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა – ემოციონალური თვითგამოხატვის პრობლემა. ის დაკავშირებულია ქვეცნობიერ პროგრამასთან, რომელიც არსობრივი აღქმებისაგან იცავს (კირჩხიბის ნაჭუჭი) და არსობრივი და ემოციონალური თვითგამოხატვის საშუალებას არ აძლევს: სარქველი წყალს ორივე მხარეს არ უშვებს. ამავდროს, მისი არსისა და ემოციის გამოხატვა არამარტო მისთვისაა საჭირო, არამედ – დანარჩენებისთვისაც: სამყაროში არც ისე დიდი დოზით არის გამოშვებული ემოციები და მნიშვნელოვანი ნაწილი კონცეტრირებულია ზუსტად კირჩხიბში. კირჩხიბის აღქმის სიღრმე მას ავალებს შესაბამის კარმულ მოვალეობებს, რომელსაც იშვიათად ასრულებს. მას მუდმივი ცდუნება აქვს დაიმალოს საკუთარ ნაჭუჭში მაშინაც კი როცა საჭირო არაა, უფრო დაზუსტებით კი, სიტუაციის მიხედვით, როცა საჭიროა რაიმეს აღქმა, მაგრამ არ სურს. კირჩხიბმა ძალიან კარგად იცის, რა გემრიელი ხორცი აქვს, და არაა მიდრეკილი ის ყოველ შემხვედრს შესთავაზოს. მეორე მხრივ, შესაბამის სიტუაციებში აღქმის დაბლოკვა არის ერთ-ერთი ძირითადი კარმული დანაშაული, მაგრამ თუ ვერძი უყურადღებოა, ტყუპები ზედაპირულები არიან და ნამდვილად შეუძლიათ რაიმე ვერ დაინახონ, და ეს მათ ეპატიებათ, კირჩხიბს _ არასდროს: არის ისეთი სიღრმეები, სადაც ვერავინ, გარდა კირჩხიბისა, ვერ შეაღწევს და ვერ დაინახავს ვერაფერს.

საჭიროა ხაზი გაესვას იმას, რომ კირჩხიბი წარმოადგენს რა წყლის სტიქიას ქმნის (ქმნადობის) ზონაში, სინამდვილეში ვერ აცნობიერებს საკუთარ მატრანსფორმირებელ ძალებს, არ ცდილობს სამყაროს შეცვლას; მისი კარმული ამოცანა უფრო მნიშვნელოვნად რთულია _ შეიცვალოს თავად.

კირჩხიბს მართავს მთვარე. კირჩხიბები პატივს სცემენ საკუთარ მმართველს; ამიტომ ღამით, სავსემთვარეობას ისინი გამოძვრებიან ქვიშის ნაპირზე და მას (მთვარეს) მიესალმებიან. ზოდიაქოში მთვარე სხვა პლანეტებზე უფრო სწრაფად მოძრაობს; ამიტომ კირჩხიბები ძალიან ცვალებადები არიან, განსაკუთრებით ადვილად ვარდებიან მელანქოლიაში: მთვარე მართავს ქვეცნობიერის საერთო ფონს, ხოლო იქ ყოველთვის მეუფობს მსუბუქი სევდა, რამეთუ, როცა ადამიანის მოთხოვნილებები მთლად დაკმაყოფილებული არ არის, ის ამას განიცდის. სხვა მხრივ, ძლიერი ქვეცნობიერისას, კირჩხიბი მას ადვილად მიმართავს გარშემომყოფების ქვეცნობიერზე, რაც მას შეუდარებლად ემპატიურს ხდის, მხოლოდ ერთია, ამასთან ერთად საკმაოდ მზაკვრულია, რამეთუ რაიმე თუ ისე არაა, ის წამიერად იმალება საკუთარ ნაჭუჭში და ისეთ სახეს იღებს, თითქოსდა წამის წინ არანაირი ინტიმური კონტაქტი არ იყო, ის არაფერ შუაშია და საერთოდ, ოთახში ამ წუთას შევიდა და ჯერ კიდევ  ვერ მოასწრო თქვენი გაცნობა. კირჩხიბის ქვეცნობიერის მზაკვრობა თავად მისთვის იმაში მდგომარეობს, რომ ზედაპირზე განალაგებს რა ძლიერ ბლოკებს, კირჩხიბს უქმნის (ზედაპირულად დამკვირვებლისთვის) ილუზიას შეუვალობისა და უცხო ზემოქმედების ქვეშ მოქცევის შეუძლებლობის თაობაზე, ხშირად კი სრულიად დაუცველს ტოვებს ფაქიზი და ირიბი გავლენების მიმართ, რომელთა დაბლოკვაც უჭირს.

ამასთან ერთად, მთავრე კირჩხიბს აძლევს შეუდარებელ ემპირიულ სიამოვნებას – რომელსაც ახლობელი ადამიანების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით იღებს: კირჩხიბს უყვარს მათი გამოკვება, მათზე ზრუნვა, მათი სურვილების და გამოხტომების შესრულებაც კი. შეუძლია იყოს შეუდარებელი მაცდუნებლის და მრავალმხრივი შავი მასწავლებლის როლში.

სატურნის ტყვეობა კირჩხიბში – ასევე დიდ გავლენას ახდენს მის ქვეცნობიერზე. აქედან იღებს სათავეს მისი შინაგანი რიგიდულობა**, (ანუ ქვეცნობიერი პროგრამების სიხისტე), რომელიც ნაწილობრივ გამოიხატება გარშემომყოფების მიმართ გამოვლენილ უკიდურეს და მოუდრეკელ სიჯიუტეში სულელური მიზეზების გამო (სინამდვილეში კი უბრალოდ ირიბად წამოედეთ ქვეცნობიერის ძალიან ხისტ პროგრამას). სატურნი კირჩხიბს, ასევე, აძლევს განსაზღვრულ შინაგან სიცივესა და სისასტიკეს, რომელიც მისთვის აუცილებელია, როგორც, ძალიან შთაბეჭდილებებიანი ფსიქიკის დამცავი. სატურნთან მიმართებაში კირჩხიბის ამოცანა ძალიან რთულია: მას აუცილებლად სჭირდება ამ სისასტიკის ცნობიერში შემოტანა, მისი ფუნქციის გაცნობიერება და სიჯიუტისა და შეუპოვრობის შეწყვეტა – სატურნისეული სიბრძნე მხოლოდ მაშინ შეძლებს გამოვლინებას; წინააღმდეგ შემთხვევაში, კირჩხიბის სიღრმე დარჩება ემოციონალურ-ქვეცნობიერში და კონსტრუქციულ სამუშაოში  რეალიზებას ვერ შეძლებს. სხვა მხრივ, დაუმუშავებელი სატურნიც კი უზრუნველყოფს კირჩხიბისთვის განსაზღვრულ სიმყარეს, – გარეგნულად სიჯიუტეში გამოხატულს.

სატურნის ტყვეობის წყალობით, კირჩხიბი ქვეცნობიერადაა მიჯაჭვული ფესვებს, წარსულს – პირადს და ისტორიულს; შესაბამისად, ის უპირატესობას ანიჭებს დაასრულოს მშენებლობა ანდა გადააწყოს ქვეცნობიერი პროგრამები და არა – დაანგრიოს და შექმნას ახალი.

იუპიტერის კულმინაცია (ეგზალტაცია) კირჩხიბში _ განვითარებულ კირჩხიბს  სრულიად სხვა სინათლით წარმოადგენს. საკუთარ თავში გარკვევისას, არსობრივად ჩაუღრმავდება და ჩაწვდება რა სამყაროს, კირჩხიბი აცნობიერებს საკუთარ მაღალ მისიას და იწყებს რელიგიური და ფილოსოფიური სწავლებების შექმნას ეგზისტენციალური კუთხით, ხელმძღვანელობს მოსწავლეთა ჯგუფს, ასწავლის მათ ყველა ინტუიციურ ცოდნას ქვეცნობიერის საიდუმლობების თაობაზე, – რომელიც  საკუთარი სულიერი წინსვლისას დააგროვა. დაუმუშავებელი სახით, ის კირჩხიბს აძლევს ძლიერ შინაგან ქედმაღლობას სხვა ნიშნებთან მიმართებაში (რომლებიც არც ისე ღრმები და ინტუიციურები არიან, როგორც კირჩხიბები).

ნეპტუნის კულმინაცია (ეგზლატაცია) კირჩხიბში იძლევა სულიერი მასწავლებლის სახეს, იმაზე უფრო მისტიურს, ვიდრე იუპიტერისეულია. მაღალ ოქტავაში კირჩხიბისთვის მოცემულია სამყაროს, ყველაზე ღრმა ადამიანურ სულში (ატმანისა და ბრახმანის თანასწორობა) მისტიური შეგრძნება და კაცობრობის მიმართ კოსმიური სიყვარული, რომელსაც აღიქვამს როგორც საკუთარ ნაწილს. ასეთი სულიერი მასწავლებელი უფრო მეტადაა მიმართული შიგნით, ვიდრე იუპიტერისეული. საშუალო კორჩხიბისთვის ნეპტუნის კულმინაცია იძლევა მიდრეკილებას მოტყუებისა და თვითმოტყუებისკენ, აძლიერებს დამახინჯებულ აღქმელობას, გამოხატვას და სირთულეებს საკუთარ ქვეცნობიერთან მოპყრობის დროს.

მარსის ვარდნა კირჩხიბში საერთოდ არ ნიშნავს ამ ნიშნის სისუტეს. ეს უფრო მეტად მიდრეკილებაა არაპირდაპირი ქმედებებისკენ, ობიექტზე ირიბად ზემოქმედების განხორციელებისკენ. სიღრმისეული ემოციონალურობა და ერთდროულად კირჩხიბის შებორკილობა მარსის ენერგიის უშუალო გამოვლენის საშუალებას არ იძლევა. გადამუშავებული სახით ეს ფასეული თვისებაა მაღალი სულიერი მასწავლებლებისთვის, რომლებიც მოსწავლეებზე ზუსტად შემოწმებული, მოზომილი, ფაქიზი შეხებებით ზემოქმედებენ. დაუმუშავებელი სახით, ეს არის მზაკვრობა, ცბიერება, გადაჭარბებული ემოციურობა და შინაგანი ვოლუნტარიზმი***, რომელთანაც ადამიანს არც შეუძლია და არც სურს შეწინააღმდეგება.

კირჩხიბის სიტუაცია

წყლის სიტუაციების აღწერა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული; ვერძის და ტყუპების თვალთახედვიდან, მათ, თითქოს-და, საერთოდ არ აქვთ სიტუაციები.

კირჩხიბის ტიპიურ ნიშანს წარმოადგენს იდუმალების, საიდუმლოს შეგრძნება, რომელიც ამ წამს არსებობდა, ადვილად შეეხო, მაგრამ მაინც ისევ უხილავ სიღრმეში დევს. კირჩხიბის სიტუაციას ხშირად თან ახლავს მოულოდნელი კოლექტიური დუმილი, რომლის დროსაც, ხანდახან, საჭიროა მოხდეს კოლექტიური განჭვრეტა. ეს ის წუთებია, როცა კოლექტივი მოულოდნელად უღრმავდება საკუთარ თავს, ხოლო მისი წევრები უშუალო კავშირს გრძნობენ ერთმანეთთან და ჯერ კიდევ უხილავ და იდუმალს შეიგრძნობენ, რომელსაც მიჰყავს საერთო მიზნამდე და რასაც  კოლექტიური ეგრეგორი ეწოდება. როცა კირჩხიბის სიტუაცია სრულდება, კოლექტივი თავს უფრო ერთიანად, ანდა პირიქით, ამ ერთიანობის გაწყვეტას გრძნობს. თუ კირჩხიბის სიტუაციაში გარეშე პირი აღმოჩდება, ის თავს მოუსვენრად, არამყუდროდ გრძნობს და ამასთანვე ვერაფერს იგებს, თუმცა-ღა, გარეგანი სიტყვები და ქმედებები შეიძლება ყველაზე ჩვეულებრივი იყოს; მაგრამ მათ მიღმა აზრი დგას, რომელიც გასაგებია მხოლოდ კოლექტივისთვის და ისიც ბოლომდე – არა.

კირჩხიბის ჰარმონიულ სიტუაციაში თბილა და მყუდროებაა, შეიძლება გემრიელად ჭამაც კი (საოჯახო სადილი ანდა კრება, თათბირი), მაგრამ ის აუცილებლად სავსეა შინაგანი აზრით, ზე-ამოცანით, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული კოლექტივთან ანდა მის ცალკეულ წევრებზე განსაზღვრულ ზემოქმედებასთან. ოჯახურ სადილს აქვს უდიდესი ზნეობრივ-აღმზრდელობითი მნიშვნელობა, მაშინაც კი (და განსაკუთრებით) თუ სადილის დროს ბავშვები ცუდ მანერებს არ ავლენენ.

კირჩხიბის დისჰარმონიული სიტუცია შეიძლება გარეგნულად წყნარი იყოს, მაგრამ მისი ცალკეული წევრები განიცდიან ასეთი დისჰარმონიული ენერგიის ზემოქმედებას, მაშინ მათი შეგრძნება შეიძლება შევადაროთ ადამიანის შეგრძნებას და განცდას დაკითხვაზე (ფსიქოლოგიური ფაქტორით) საიდუმლო პოლიციაში, მაფიის ხელში (ის საერთოდ ძალიან მიიზიდება კირჩხიბისკენ, ასე ვთქვათ, ოჯახია) ანდა ჯურღმულშიც კი; მაგრამ მაინც გარეგანი დამკვირვებელი ვერაფერს გაიგებს ანდა გაიგებს სრულიად სხვანაირად.

მზე კირჩხიბში იძლევა კარმულ პროგრამებს, რომელიც დასავლეთის ადამიანისთვის _ რომელიც გაზრდილია ტყუპისეულ ცივილიზაციაში, საუნივერსიტეტო ქალაქების და სხვა მატერიალიზმის კერებთან ახლოს _ გასაცნობიერებლად ძალიან რთულია. რითაც არ უნდა დაკავდეს მზისეული კირჩხიბი, ბედის ხელი მის ყურადღებას ჯიუტად მიმართავს შინაგან სამყაროზე, ხოლო მისი ქვეცნობიერი ამდენადვე დაჟინებით ცდილობს შეავიწროვოს ცნობიერი და დაეუფლოს მის ნებას; და რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოს მან, ვალდებულია აღიქვას საგანი მთელი თავისი არსით, სულის სიღრმემდე აღივსოს მისით _ მხოლოდ მაშინ მიიღებს სამუშაოსგან სიამოვნებას და შეძლებს რაიმეს გაკეთებას; სამუშაოს ხარისხის კრიტერიუმები მისთვის მხოლოდ საკუთარი არსობრივი ცვლილების სამსახურში გამოიხატება; კონსტრუქციულ ვარიატნში ის სულიერად იზრდება, ფართოვდება მისი ცნობიერება და აღქმელობა, ხოლო არაკონსტრუქციულ შემთხვევაში კი _ იზრდება და ქვავდება მისი ბაკანი. მზე მკვეთრად ამაღლებს საკუთარ ბედზე კირჩხიბის პასუხისგებლობას, აქცენტს აკეთებს მის უარყოფით მიდრეკილებებზე (ისინი ხანდახან ირთვებიან, თითქოს-და, მისი ნების მიუხედავად) და ართულებს ნებისმიერ გარეგან საქმიანობას, ფანტავს ყურადღებას და მას შინაგან ცხოვრებაზე გადართავს. მხოლოდ მაშინ, როცა კირჩხიბი კარმით განსაზღვრულ   საკუთარი შინაგანი პრობლემების ნაწილს მოაგვარებს, მზე საშუალებას მისცემს შედარებით კონსტრუქციულად იმუშაოს გარესამყაროში. ინდივიდუალური ნება ცუდად ეგუება საკუთარი შინაგანი ამოცანებისა და პრობლემების გაფართოებას, ამიტომაც ეს მზისთვის რთული მდებარეობაა.

* ემპათია (შთაგრძნობა) სხვა ადამიანის თვალთახედვის, მისი ემოციური მდგომარეობის გაგებისა და გაზიარების უნარი. Source: ინტერპერსონალური კომუნიკაცია (მომსახურების სფერო) – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი – 2010 – პასუხისმგებელი რედ.: ანასტასია ქიტიაშვილი

**  რიგიდულობა L. rigidus გაშეშებული, გახევებული მოუხეშობა, გაშეშებულობა, სიტლანქე, რაც გამოწვეულია კუნთების დაძაბვით. Source: ჭაბაშვილი, მიხეილ, უცხო სიტყვათა ლექსიკონი / შეადგინა [და წინასიტყვ. დაურთო] მიხეილ ჭაბაშვილმა. – მე-3 შესწ. და შევს. გამოც.. – თბ. : განათლება, 1989. – 600გვ. ; 16სმ.. – სახელთა საძიებელი: გვ. 63-68. – 5მ., 10000ც.[MFN: 2749].

*** ვოლუნტარიზმი Phil. L. Voluntarius “ნებისყოფისა” იდეალისტური მსოფლმხედველობა, რომელის მიხედვითაც ყოველივე არსებულის, მთელი სინამდვილის განვითარების საფუძველს ნებისყოფა წარმოადგენს; უარყოფს ობიექტურ კანონზომიერებას და აუცილებლობას.
2. იდეალისტური მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში, რომელიც ფსიქიკური ცხოვრების გადამწყვეტ ფაქტორად მიიჩნევს არა გონებას, არამედ ნებისყოფას.
3. პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში: თვითნებური, სუბიექტივისტური გადაწყვეტილებანი, რომლებიც უგულებელყოფენ ობიექტურად არსებულ პირობებესა და კანონზომიერებებს. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი.

წყარო: . . შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ჰარმონიული ასპექტებისას პიროვნებას აძლევს მდიდარ წარმოსახვას და კარგ მახსოვრობას, ძლიერ აღმქმელობას და ფსიქოლოგიზმს, ბრწყინვალე შემგუებლობას, სახლზე და ოჯახზე, მშობლებზე მიჯაჭვულობის განვითარებულ გრძნობას, მზრუნველობას, ჰუმანიზმს, სიკეთეს, გულისხმიერებას, აღმზრდელის და პედაგოგის ბუნებრივ ნიჭს; მისწრაფებას _ ვინმეზე იზრუნოს, ვინმეს ძიძა გახდეს; სენტიმენტალობას, ყურადღებიანობას, ტაქტს, სიფრთხილეს, შთაბეჭდილებების ცვლის მოთხოვილებას; მოგზაურობის, ცვლილებების სიყვარულს; პატრიოტიზმს, სამშობლოს სიყვარულს; ინტერესს წარსულისადმი, ისტორიისადმი, მესაკუთრის ძლიერ ინსტიქტს; მომჭირნეობას, ყაირათიანობას, შემსრულებლობას და მეოჯახეობას; საკუთრების განვითარებულ გრძნობას; მოთმინებასა და უფრო ძლიერი პიროვნებისადმი დაქვემდებარების გრძნობას; პრაქტიკულობას, პასუხისმგებლობას, კეთილსინდისიერებას და შრომისმოყვაროებას. კირჩხიბი ავლენს ინიციატივას, გაბედულობას, შეუპოვრობას და  საკუთარი შინაგანი სამყაროს დაცვისას აქტიურობას, ცდილობს დაფაროს აზრები, მაგრამ ამოხატავს გრძნობებს, ემოციებს, ისწრაფვის უსაფრთხოებისკენ, მყარი ზურგის ძიებისკენ, მყარი კედლებისკენ. შინაგანი მდგომარეობა და განწყობა ძლიერ დამოკიდებულია გარემოზე და გარემოწრეზე; ფლობს ბავშვების მიმართ ყურადღებიან და ჰუმანურ გონებას. მზის ასეთი მდებაროება კეთილგანწყობილია ფსიქოლოგ-ფსიქოთერაპევტისთვის, ექიმ-პედიატრისთვის, მასწავლებლისთვის, ზედამხედველისთვის (მენტორისთვის); სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელისთვის, ისტორიკოსისთვის, არქეოლოგისთვის, ადამიანისთვის, რომელიც დაკავებულია სასოფლო და საოჯახო საქმიანობით (მეურნეობით), პროფესიით, რომელიც დაკავშირებულია წყალთან, სამხედროსთვის (სამშობლოს დაცვა).

თუ მზე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება ისეთი უარყოფითი თვისებები, როგორიცაა: შინაგანი მდგომარეობის დაუცველობა და არამუდმივობა, განწყობის ხშირი ცვლილებები, განწყობაზე დამოკიდებულება _ გარეგნულად მცირედი ზემოქმედებისა და უმნიშვნელო ცხოვრებისეული (საყოფაცხოვრებო) წვრილმანებისას; სხვისი გავლენის ქვეშ მოქცევა, სხვა ადამიანებზე დამოკიდებულება, მედიუმიზმი, გამაღიზიანებლობა, უაზრობებზე შარის მოდებისკენ მიდრეკილება, ისტერიულობა, ბობოქარი ემოციონალური რეაქციები, შიშიები,  უცხო გარემოში მორცხვობა; შიში _ გამოჩნდეს სასაცილო; ინფანტილურობა, იდეალიზმი; გადაჭარბებული მისწრაფება შთაბეჭდილებების ცვლისკენ, თავგადასავლებისკენ; მეწვრილმანეობა, მერკანტელიზმი, ეჭვნეულობა, სიძუნწე, გადაჭარბებული სიფრთხილე, ექსცენტრიკულობა, არაპროგნოზირებადობა, სისუსტე, პასიურობა;  დინების მიმართულებით ცურვისკენ მისწრაფება;  ცუდი ჩვევებისკენ მიდრეკილება.

კირჩხიბის გულისკენ გზა კუჭზე გადის, ანუ გემრიელ საკვებზე, სასიამოვნო სასმელებზე, ასევე, მოსწონს კარგი მუსიკა, რომანტიკული ანდა ოჯახური გარემო. ის ძალიან მიჯაჭვულია მშობლებზე, განსაკუთრებით – დედაზე. თუ დაინტერესდებით მისი დედის ჯანმრთელობით, შეძლებთ დაინახოთ ამ ადამიანის მადლიერი რეაქცია. კირჩხიბი შეიძლება განიზიდოთ, თუ  წვრილმანებით გააღიზიანებთ. მას აშინებს იყოს სასაცილო, ამიტომ განსაკუთრებით სწყინს, როცა მასზე იცინიან.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

ამ ნიშანში მზე იმის მაუწყებელია, რომ ადამიანი შესაძლებელია იყოს კეთილი, ჭეშმარიტად გულისხმიერი და ეს უთითებს იმაზე, რომ მისთვის სიყვარული სადღესასწაულო რიტუალია. ეს ადამიანი მიჯაჭვულია საკუთარ საოჯახო ქონებაზე ანდა უყვარს ცხოვრება ბუნებში ანდა ფუფუნების გარემოში. კირჩხიბი _ მოძრავი და “წყლის” ნიშანია, და ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა საქმე ჰქონდეთ თხევად პროდუქტებთან ანდა საქმიანობასთან, რომელიც დაკავშირებულია მგზავრობასთან. უყვართ წყალთან ახლოს ცხოვრება, უხარიათ მოგზაურობა ტროპიკებში ანდა ზღვაზე.

ადამიანი, მზით კირჩხიბში, საკუთარ მიჯაჭვულობაში ძალიან გულწრფელია. ამ ადამიანებს აქვთ დაჟინებული, მგრძნობიარე, ემოციური ხასიათი. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდ როლს თამაშობენ გრძნობები. ეს ადამიანები მორცხვები არიან, მათი მანერები შეკავებულია, მაგრამ ახალი იდეების მიმართ აღმქმელები და გამჭვრეტელები არიან. ისინი, ჩვეულებრივ, იგებენ _ რა არის კარგი და სწორი, მაგრამ საკუთარი იდეების შეფასებისას, ხანდახან, აჭარბებენ. საკუთარ კარიერაში ანდა საკუთარ საზოგადოებრივ მდგომარეობაში ეს ადამიანი განიცდის აღმაფრენებსა და დაცემას. ეს მომჭირნე, კონსერვატული მარაგის ადამიანები არიან _ დიდსულოვანნი და მხიარული ხასიათით. ისინი მიჯაჭვულნი არიან ოჯახზე და სახლზე. უყვართ სიამოვნება, გართობები და თავგადასავლები; აქვთ ძლიერი წარმოსახვა და კარგი მახსოვრობა. ხანდახან იტანჯებიან მუცლის ტკივილებით, სუსტი საჭმლის მომნელებელი სისტემით ანდა ყაზბობით. ისინი მდიდრები არიან, მათი ხასიათი დამოუკიდებელია. ხანდახან შეიძლება გამოხატონ უხეშად, მაგრამ მათი გონება და ფსიქიკური შესაძლებლობები საკმაოდ ნათელია _ უბრალოდ იციან, როდის და ვისთანაა საჭირო შთამაგონებელი ენერგიული გამოხატვები. მათი ხასიათის მარაგი კარგი მასწავლებელის მომასწავებელია, ისინი ფლობენ საკუთარი სიმართლის გრძნობას. შეუძლიათ მსხვერპლად შეწირონ საკუთარი ინტერესები, იმუშაონ სხვების საკეთილდღეოდ. შეუძლიათ დაიტანჯონ გადაქანცვისგან, რომელიც  მოგზაურობითაა გამოწვეული.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

22 ივნისი – 22 ივლისი

გადაჭარბებულად მგრძნობიარე, ინტუციური ბუნება. ცხოვრობს უფრო საკუთარ სიზმრებში, ვიდრე რეალურ სამყაროში. უყვარს ნელი, წყნარი ცხოვრების რიტმი. ცხოვრებისეული უსიამოვნებებისგან “იმალება საკუთარ ნაჭუჭში”. ხშირად იდენტიფიკაციას ახდენს საყვარელი ფილმების ანდა რომანების გმირებთან, დიდი ხნით ინარჩუნებს ბავშვური გულუბრყვილობის ანაბეჭდს, უყვარს ფანტასტიკა და საერთოდ ყველაფერი უცნაური. მუდმივად ფრთხილობს: თითქო-სდა, ცდილობს, რომ მის მტკივნეულ წერტილებს არ შეეხონ.

ძალიან მიჯაჭვულია ოჯახზე, განსაკუთრებით – დედზე. ეძებს დამცველს, საკუთარი მიბაძვის სახეს, მის მიმართ კეთილგანწყობილ ადამიანებს. ძლიერ აქვს განვითარებული სილამაზის და ბრწყინვალების გრძნობა. სწამს წარმატების, ბედნიერი მონაპოვრების, ნათელი მომავლის. საკუთარ შესაძლებლობებს რეალიზებას უკეთებს წარმოსახვის სფეროში _ მუსიკაში, ლიტერატურაში, კინემატოგრაფიაში. მისი პლანეტის, მთვარის გავლენა იძლევა პუბლიკის მხრიდან აღიარებას _ განსაკუთრებით თუ მთვარე I, X ანდა XII სახლებშია.

კირჩხიბი _ გურმანია; ხშირად ის რესტორნების კარგი მცოდნეა. ცუდად იტანს სამსახურში წარუმატებლობებს, წარუმატებლობისას საკუთარ თავში იკეტება, თუმცა, პრინციპში, დაჯილდოებულია გარშემომყოფების მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვების ნიჭით. ჩვეულებრივ, მოწიფულ ასაკში ბედი მის მიმართ უფრო კეთილგანწყობილი ხდება. ძალიან წყენიაა და აშინებს დაცინვები.

კირჩხიბი _ ემოციონალური ტიპაჟია, ჯანმრთელობის მგომარეობა მკვეთრად ეცვლება, საჭიროა, თუნდაც წამით გადაუხვიოს ჩვეულ ცხოვრების სტილს, რომ ეს მის ჯანმრთელობაზე აისახოს. მას აქვს მრავალი წვრილმანი უსიამოვნება; ხანდახან ამ უსიამოვნებებს უბრალოდ წარმოიდგენს, მაგრამ ეს მასზე ძალიან მოქმედებს. ყველაზე მეტად მდგომარეობას უუარესებს დაღლილობა. კირჩხიბს სჭირდება ხანგრძლივი ძილი: ეს მისთვის _ საუკეთესო თერაპიაა. უყვარს საკუთარი საწოლი, საკუთარი ოთახი, საკუთარი “ნიჟარა”, რომელიც იცავს გარესამყაროს უსიამოვნებებისგან. ფლობს საკუთარ თავში იმ საზრუნავების, უსიამოვნებების და წყენების აკუმლირების თვისებას, რომლებიც გარშემომყოფებს აქვთ: მათ უმსუბუქდებათ მდგომარეობა, ხოლო კირჩხიბი – იწყენს, სევდიანობს (მძიმდება). მას სჭირდება ავადმყოფი და სევდიანი, უენერგიო ადამიანების მორიდება. ელემენტებიდან ნაჩვენებია _ იოდი, რომელიც დამცავი რკინის აქტივიზაციისა და ქსოვილების განახლების შესაძლებლობას იძლევა, ასევე – ფიგურის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ნაჩვენებია რძე-მჟავას პროდუქტები. ბალახებიდან _ ბარამბო. ქალი-კირჩხიბის ორსულობამ შესაძლებელია აღადგინოს წონასწორობა. ნაჩვენებია დასვენება ზღვაზე, ჰიდროთერაპია. უკუჩვენებები – ალკოჰოლი და ნებისმიერი სხვა სტიმულატორები.

წყარო: astroblogi.com

Edited by ჭრიჭინა
Share on other sites

  • ფორუმელი

21 აპრილი – 20 მაისი

440440006_.thumb.jpg.248560ec9c3a8bbd3462c040db87885c.jpg

ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ კურო ხართ – ნიშნავს, რომ “მზე კუროში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია კუროების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით.

წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მზე კუროს ნიშანში შედის 21 აპრილს (ზოგჯერ 20 აპრილს) და ამ ნიშანში 20 მაისამდე იმყოფება. კუროს საწყისის ძირითადი ჩამომყალიბებელი _ მიწის სტიქიის ტიპიური გამოვლინებაა. ეს ქალური, “ინი”-სეული ნიშანია, პლანეტა ვენერას ვიბრაციის გამოვლინების ნიშანია. ვენერიანელები მრავალ რამეში  _ კუროები არიან და როცა ადამიანს აქვს ვენერაზე ინფორმაცია, თავისუფლად შეუძლია წარმოიდგინოს კურო (როგორც ტიპაჟი). კურო გამოისახება შესაბამისი ცხოველის სახით _ მიწაზე მყარად მდგომი ხარი. ეს არის ხარი, რომელიც, თითქოს-და მიწიდან ამოდის და, რომელსაც მასთან (მიწასთან) უშუალო კავშირი აქვს. მიწა კუროს ძალას  აძლევს _ ერთის მხრივ, შესაძლებლობას ფეხვეშ სიმყარე იგრძნოს, ხოლო მეორე მხრივ _ თითქოს, მიწა  იზიდავს კუროს, მისგან მოწყვეტის საშუალებას არ აძლევს. ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ კუროს ნიშნის ქვეშ, ხშირად არიან: ბრწყინვალე ეკონომისტები, დამგეგმავები, მეურნეები, ვაჭრობის მუშაკები. მათ შორის, მსოფლიო სტატისტიკით, უფრო მეტი მინისტრია სოფლის მეურნეობის განხრით, ძალიან მრავალი მსხვილი ბანკირი, ფინანსისტი და პოლიტიკოსიც კია. ეს ყველაფერი იმის გამოა, რომ ყველა საქმეში ჯანსაღი აზრით ხელმძღვანელობენ, ეს _ ძალიან მიწიერი, პრაქტიკული, ხანდახან, პრაგმატული ადამიანები არიან.

თუ ვისაუბრებთ კუროს უარყოფით თვისებებზე, რომელსაც მას მიწა აძლევს, ეს უპირველესად არის: კონსერვატიზმი, სტაბილურობისკენ სწრაფვა. მაგრამ, მეორე მხრივ, კონსერვატიზმი აუცილებელი და სასარგებლოა ნებისმიერ სერიოზულ საქმეში. ამიტომაც, თუ კურო საკუთარ სურვილებში ავლენს ზუსტადაც ჯანსაღ კონსერვატიზმს, მაშინ ბრწყინვალედ აისახება ეს იმ საქმეზეც, რომლითაც დაკავებულია. ეს კონსერვატიზმი ეხმარება, რომ საკუთარი თავი გამოავლინოს იურისტის რანგშიც. უკვე დამყარებული წესრიგის შენარჩუნებისკენ სწრაფვა, ეხმარება დიდ წარმატებებს მიაღწიოს როგორც სოციუმში, ასევე ყველა იმ სფეროში, რომელშიც  დაკავებულია. აუცილებელია ხაზი გაესვას ერთ მნიშვნელოვან ნიუანსს: კუროები ეფექტურად მოქმედებენ მაშინ, როცა ფეხქვეშ მყარ ნიადაგს გრძნობენ, ანუ როცა აქვთ ზუსტად გამოკვეთილი ცხოვრებისეული პლატფორმა ნებისმიერი სახით (მყარი ოჯახი, საფუძვლიანი მდგომარეობა საზოგადოებაში, დიდი მატერიალური მარაგი, მემკვიდრეობა; ასევე, ინტელექტუალური ანდა ენერგეტიკული სახის მარაგი).

კუროები მუდმივად აგროვებენ იმისთვის, რომ ნორმალური ფუნქციონირება შეძლონ. მათ ცხოვრებაში ეს აუცილებელი პირობაა. თავისთავად, დაგროვება კუროების _ არც ცუდი და არც  კარგი თვისება არ არის, არამედ _ ბუნებრივი თვისებაა. შეფასება – “კარგი” ანდა “ცუდი” – ჩდება, როცა იწყება ანალიზი, თუ როგორ გამოიყენებს კურო ამ დაგროვილ მარაგს. თუ ის დანაგროვებს გამოიყენებს საქმის სასიკეთოდ, იმ საქმისთვის, რომელიც დაკავშირებულია ადამიანების ევოლუციასთან, დიდი ჯგუფების ანდა მთლიანად კაცობრიობის სასარგებლოდ _ ეს კარგია. თუ კურო გახდება წამგლეჯი, ამაზე უარესი უკვე აღარაფერია. პატარა ბავშვი-კურო მუდამ რაიმეს დააგროვებს (ან ხურდას, ან წიგნებს, ან მარკებს). მშობლები ვალდებულნი არიან ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინონ ბავშვის მიდრეკილების  მიმართ, რათა შემდგომ ეს არ გადაიზარდოს ისეთ თვისებაში, რომელიც ადამიანის არსს დააზიანებს (მომხვეჭელობა, სიძუნწე, სიხარბე).

ხანდახან, მუდმივი მოთხოვნილება _ ჰქონდეს მყარი საფუძველი და რაიმე სახის სტიმული _ სასაცილო ხდება, მაშინ კურო ვეღარ შეძლებს ცხოვრებაში იხელმძღვანელოს აბსტრაქტული, ფილოსოფიური გაგებებით და აუცილებლად დასჭირდება ამოცანის ზუსტი და ნათელი ჩამოყალიბება. თუმცა, კუროები ძალიან დიდი შრომის ფასად სწავლობენ (უჭირთ სწავლა), დიდი სირთულით იძენენ ცოდნას, სამაგიეროდ, თუ ინფორმაცია “თავში შევიდა”, მაშინ იქიდან ვეღარაფერი “წაშლის”. მათთვის მნიშვნელოვანია – საქმიანობაშიც და სწავლაშიც – მატერიალური სტიმულებიც. მაგალითად, ცნობილი შემთხვევაა, როცა ადამიანი-კურო ძალიან ცუდად სწავლობდა სკოლაში, შემდეგ ჩააბარა ტექნიკუმში და სწავლობდა ცუდად იმ დღემდე, სანამ არ მიიღო პირველი სტიპენდია და აი, ამ მომენტიდან გახდა წარმატებული სტუდენტი. იყო პერიოდი, როცა ვერ მოასწრო გამოცდისთვის მომზადება, მიღებული შედეგების მიხედვით სტიპენდია ჩამოართვეს. როგორც კი საქმე გამოსწორდა და მშობლებისგან დიდი თანხა მიიღო, ისევ  წარმატებული სტუდენტი გახდა.

დამგროვებლობა _ არაა ცუდი თვისება, თუ ის მიმართულია საჭირო მიმართულებით. გაიხსენეთ ლენინი _ ის  მზით კურო იყო. მან მთელი საკუთარი ცხოვრების მანძილზე შეძლო უდიდესი რაოდენობის ონფორმაციის დაგროვება, ამ სახით, მასში გამოვლინდა კუროს მაღალი თვისება _ მიწის, სიმყარის, ინფორმაციის დაგროვების სახით. კუროები ძალიან მომთმენები არიან, მათ შეუძლიათ ხანგრძლივ დროში საკუთარი მიზნის მიღწევა, ის სწყდება ადგილს და, სანამ არ შეასრულებს საკუთარ პროგრამას, ისე მიექანება, რომ ვეღარაფერი აჩერებს.  ბრწყინვალე თვისებაა _ დაჟინებლობა, ყველაფრის მიუხედავად –  რაც არ უნდა იყოს – საკუთარის მიზნის მიღწევის უნარი, მითუმეტეს, როცა ეს დაკავშირებულია იმ კონსტრუქციულ საქმეებთან, რომელსაც ადამიანებისთვის სიკეთე მოაქვთ. ზუსტად ამაზე არიან განწყობილნი მაღალი დონის კუროები. ჩვეულებრივ, ყველა კუროსთვის,  მიზნის მიღწევისას, დამახასიათებელია შრომისმოყვარეობა, უდრეკობა, დაჟინებულობა, შეუპოვრობა. კუროებისთვის ასევე დამახასიათებელია შემოქმედებითი ნაყოფიერება. შედარებით კაშკაშა მაგალითებია _ კარლ მარქსი, ო. ბალზაკი.

კუროს უჩვეულო თვისებად შეიძლება ჩაითვალოს მისი ამაღლებული მგრძნობიარობა. საკუთარ მაღალ გამოვლინებებში, საკუთარ მგრძნობიარობაში ის მედიუმობამდეც კი დადის, როცა გარესამყაროს ობიექტებს აღიქვამს როგორც მედიუმი ასტრალურ დონეზე. კუროებს შორის გვხდებიან წინასწარმეტყველები, მედიუმები, მკურნალები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ თავში ბუნების ენერგეტიკის აკუმლირება. თუ ვისაუბრებთ დაბალი გამოვლინების კუროზე, მაშინ ეს არის მომხვეჭი, ხარბი ადამიანი, რომელსაც შარშანდელ თოვლსაც კი ვერ სთხოვ. ამ კუროს განეკუთვნება პლუშკინი, რომელიც დაგროვების გამო აგროვებდა, ჰქონდა ძალიან ბევრი რაოდენობის ყულაბა. ქვეყნებს, რეგიონებს შორის, რომლებიც კუროს ნიშნის ქვეშ იმყოფებიან, აღინიშნება უკრაინა. იგი ზუსტად კუროების ქვეყანაა _ მყარი, საფუძვლიანი, ლამაზად ცხოვრების მოყვარული, გემრიელად ჭამის ქვეყანაა. მოსკოვი ასევე იმყოფება კუროს ნიშნის ქვეშ და ყველა იქ მცხოვრები, რაღაც დოზით, ავლენს თავს როგორც კურო: ისინი დიდი ხნით ითმენენ, მაგრამ როდესმე აუცილებლად აფეთქდებიან. ასევე კუროს ნიშნის ქვეშ იმყოფება _ შვეიცარია, წყნარი, ნეიტრალური, უდიდესი რაოდენობის ბანკების მქონე ქვეყანა.

კუროს გავლენა აისახება ადამიანის სხეულზე: კურო-კაცები, როგორც წესი, მსხვილები, საფუძვლიანი ტიპაჟები, ავტორიტეტის შთამაგონებლები არიან; და კურო-ქალები _ ყველაზე ლამაზი ტიპები: დიდი, ულამაზესი თვალებით, ცოტათი “ფეხისამთრევი”, ნელი მანერებით, არაჩვეულებრივი, ზევით აპრეხილი წამწამებით, აპრეხილი ცხვირით, ლოყებზე ულამაზესი პატარა ორმოებით.

წყარო: ავესალომ პოდვოდნი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

მმართველი ვენერა.

მიზანმიმართული კურო.

ადამიანი კურო

კუროს ძლიერი გავლენის მქონე ადამიანის ძირითად თვისებას წარმოადგენს ფორმების, როგორც ასეთის, ინტიმურ-უშუალო შეგრძნება, მის დეტალებზე ყოველგვარი, განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის გარეშე, – როგორც ეს ქალწულის მიერ ხდება ზონის გაფორმების შემთხვევაში. თუ კურო მოკალათდება მოსახერხებელ სავარძელში, ის იქ იმდენად კარგად იგრძნობს თავს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ თავადაც (და გარშემოყოფებიც) წყვეტს იმის აღქმას, სად მთავდება “კურო” და სად იწყება უშუალოდ ავეჯის საგანი (ანუ სავარძელი). კომფორტის შეგრძნება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ, სამაგიეროდ ეს მდგომარეობა გასაოცრად ძლიერ ვრცელდება გარშემოც (როგორც სულიერზე, ასევე უსულოზე). სხვა მნიშვნელოვან თვისებად ითვლება კუროს ფუნდამენტურობა (შემოქმედების ზონა!), ესაა ფორმა, რომელიც იმწამიერად შეიგრძნო და ამ შეგრძნების დაკარგვისკენ მიდრეკილი არაა.ახალ პირობებში,  ფორმაზე მიჯაჭვულობა, კუროს ძალიან დაუცველსა და თავდაუჯერებელს ხდის, ანუ როცა წარმოიშობა მისთვის უჩვეულო (ახალი) ფორმები, რომელთანაც უნდა მოახდინოს გაიგივება; ეს პრობლემა განსაკუთრებით ძლიერ დგას “დაზიანებული” კუროსთვის, რომელიც მისთვის შესაფერისი ფორმების მხრივ, ძალიან გამომგონებელია. ახალი ფორმების დანახვისას კურო იწყებს მორცხვად და მოუხერხებლად ამ ფორმის ახლოს მოწყობას, ამ დროს ასხივებს იმ ძლიერ ხიბლს, რომელიც დამახასიათებელია მიწის სტიქიისთვის (და ემსგავსება იმ ლეკვს, რომელიც ეწებება დედის ძუძუს). თუ ეს არ გამოსდის, თავს უკიდურესად უბედურად გრძნობს და გარშემომყოფები ვერ იტანენ რა მის ასეთ უბედურ მდგომარეობას, თავადაც მოუსვენრად გრძნობენ თავს, იწყებენ გამოსავლის ძიებას, რათა მას არსებობა რაიმეთი შეუმსუბუქონ. კურო მთელი თავისი არსით თავისკენ იზიდავს სხვადასხვა სახის ფორმებს (მათ შორის საპირსპირო სქესსაც) და ძალიან კარგად შეუძლია მათი დაფასება. ეს მაშინ, როცა კუროს, ბოლოს და ბოლოს, გამოსდის მის გარშემო არსებულ ფორმებთან შეგუება და განსაკუთრებით საყვერელი ფორმის მიმართ განეწყობა თუ არა, ის საკუთარ სიამოვნებაში, კმაყოფილებაში კრისტალიზდება და იმდენად იგივდება ფორმასთან, რომ მისი იქიდან გამოთრევა და რაიმენაირად შეცვლა, უკვე ძალიან რთულია (მუდმივი ჯვარი).

თუ უარყოფით ვარიანტში კურო საკუთარ ფორმაში მოახდენს კრისტალიზებას, მაშინ პოზიტიურ ვარიანტში ის, პირიქით, მიდრეკილია გადაჭარბებული შეუპოვრობით შექმნას (ბუნებრივად, მისთვის ხმაშეწყობილად) ფორმები, ძალიანაც არ იზრუნებს ცალკეულ, წვრილმან დეტალებზე (გარდა ქალწულის დეკანატებისა), მაგრამ თვალყურს ყურადღებით მიადევნებს  მთლიან კონსტრუქციას (განსაკუთრებით, თხის რქის დეკანატში). ეს ნიშანი მხატვრების, მოქანდაკეების, სწავლულების, მეცნიერების და მათია, ვინც დაკავებულია ფუნდამენტალური კვლევა-ძიებით.

ფსიქოლოგიური კუთხით, კუროს რამდენადმე უჭირს სწავლა და ახალ გარემოსთან შეგუება-მორგება და, თუმცა მას აქვს მრავალი შესაძლებლობა, განსაკუთრებით ხელსაქმის კუთხით, უნარ-ჩვევები უცბად არ უყალიბდება, სამაგიეროდ, ძალიან მყარია. ანალოგიურადაა საქმე ქვეცნობიერის პროგრამებშიც; რაიმეში დარწმუნებული კუროს გადარწმუნება ვერძსაც კი არ გამოსდის. სხვა მხრივ, მიუხედავად საგნებთან მიმართებაში (მისთვის უჩველო საგნები იგულისმება) კუროს განსაზღვრული სიჩლუნგისა, მისთვის ნაცნობი ფსიქოლოგიური სფეროების მიმართ ძალიან აღქმელია (ქალური ნიშანი) და ფლობს ფსიქიკური პროცესების მატერიალიზაციის უნიკალურ უნარს. კუროსთან (საკმაოდ ფაქიზთან) რაიმე მოუხელთებელზე, დაფარულზე გასაუბრებისას, ადამიანი აღმოაჩენს, რომ ეს სრულიად აისახა შეგრძნებით დონეზე, თითქმის მატერიალურ ფორმაში და, ამასთანავე, მის შინაგან ცხოვრებაში ამოტივტივდა სხვა მრავალი რამ, რაც ადრე საერთოდ დაფარული იყო მისტიკურ, განუსაზღვრელ ბურუსში. უხეშ ვარიანტში, კურო ვერ ამჩნევს ვერანაირ სირთულეს და გართულებას, გარდა წმინდა მატერიალურისა, ხოლო ფსიქიკური და სულიერი ცხოვრება მისთვის ადეკვატურად მოდელირდება ცნობილი ინსტიქტების ნაკრებით, რომელთა შორის მთავარი წარმოუდგება საკვების მომპოვებელი და სქესობრივი ინსტიქტით. რაც შეეხება აღქმელობას, ის, ხშირად, ასევე წმინდა მატერიალური ფორმით აქვს: ყნოსვა, შეგრძნება (ხელის შეხებით). ფაქიზ კუროს ტაქტილურმა (შეხებითმა) შეგრძნებებმა შეიძლება მისცეს უცნობი ადამიანის შინაგანი დახასიათება ანდა სუნით განსაზღვროს მისი მორალური თვისებები (ეს გადაჭარბებული ნათქვამი არ არის).

ყურადღებიანი კურო აღიქვამს, თითქოს-და, გარეგანი საგნების მეშვეობით, _ ისეთი როგორიცაა, სიარული, ვარცხნილობა, მისალმება და ხელის ჩამორთმევა, _ იმდენად ფაქიზი მომენტებია, რომლებსაც სრულიად შეუმჩნევლად შეუძლიათ გვერდით ჩაუარონ ზოდიაქოს სხვა ნიშნებს ანდა ამის აღსაქმელად მათგან დიდი სამუშაო მოითხოვონ. განვითარებულ კუროს აქვს მაღალი, ყველაზე მყარი-მატერიალური შეგრძნებები.

ქალური ნიშანი – კურო, მისთვის აუცილებელი ფორმების ძიებისას, აქტიურობას არ გამოავლენს; ის უფრო მეტად პასიურად დაიტანჯება ამ ფორმების არარსებობისას, მოთმინებით დაელოდება სანამ ის, ბოლოს და ბოლოს, არ გამოჩნდება (კუროს მოთმინება, განსაკუთრებით, თუ ძალიან ძლიერ არაა დაზიანებული, გასაოცარია). მაგრამ როცა იწყება მისი ურთიერთქმედება (კონსტრუქციულ ვარიანტში სამუშაო), ფორმის დანახვისთანავე, თითქოს-და, პირდაპირ ფორმიდან იწყებს ენერგიის ხაპვას. ვერძის თვალთახედვის წერტილიდან ხდება საოცრება, რამდენადაც ადამიანი ინტენსიურად მუშაობს ხილული ენთუზიაზმის გარეშე (ანუ ენერგეტიკული არხის შხეფებით). სინამდვილეში შრომისმოყვარეობითა და შრომის წარმოებულობით კუროს ვერ შეედრება ზოდიაქოს ვერცერთი ნიშანი; ენერგიის წყაროები, რომელიც მუშაობს კუროს ფორმაში, ამოუწურავია (შეადარეთ ძველბერძნული მითი ალკიონევსზე, რომლის დამარცხებაც თავად ჰერაკლემაც ვერ შეძლო, სანამ გეას -მიწას ეხებოდა).

კუროს ინტიმური ურთიერთდამოკიდებულება ფორმასთან იქამდე მიდის, რომ პირველ რიგში, ის უკიდურესად ეჭვიანია (იმ ფორმებთან მიმართებაში, რომელსაც  საკუთრებად თვლის), ხოლო, მეორე მხრივ, ვერ იტანს უცხო პირთა ჩარევას საკუთარ საქმეებში (არსით, ის აღიქვამს საკუთარ ფორმებს, როგორც ირანის შაჰი _ საკუთარ ჰარამხანაში ცოლებს). კონსტრუქციულობა, რომელიც კუროს სიჯიუტესთან თანხვედრაშია, მას  აუტანელსა და ასოციალურს ხდის. ზოგიერთს, მართალია, მოსწონს კიდეც ასეთი კურო.

ქირონის გავლენა, _  როგორც კუროს პირველი მმართველისა, _  პირველ რიგში, ეხება ფორმის გაგების გაფართოებას. ფორმაში კურო იგებს არამხოლოდ საგნების მატერიალურ ფორმას, არამედ სოციალური ურთიერთობების ფორმებსაც (კლასები, სახელმწიფო, ადამიანების გაერთიანებების ეკონომიკური ფორმები  და ა.შ.) და ასევე (თანამედროვე კურო) ასტრალურ და მენტალურ ფორმებს. თანამედროვე კურო ინტუიციურია; გარდა ამისა, როცა ის ცნობიერად კავდება ოკულტიზმით, მაგიით ანდა (უფრო თანამედროვე სახელწოდებით) ბიოენერგეტიკით, ფსიქოანალიზით ანდა ჰიპნოზით, მაშინ ის აგენტები, – რომლებიც ადრე იწოდებოდნენ ასტრალურ არსად, აზრი-ფორმებად, თქმულებად, “გათვალვად” და ა.შ. – მისთვის მატერიალიზდება და შემოდის უკვე (თითქმის ანდა სრულიად) როგორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური: ბიოველი, ქვეცნობიერის პროგრამა, ფსიქოლოგიური ფიქსაცია, რაპორტი და ა.შ.

იმ მომენტში, როცა კურო აცნობიერებს, რომ  მენტალური კუთხით, აზრი, ასევე  განსაზღვრული ფორმების ანარეკლს (აზრი-ფორმები) წარმოადგენს, ის იწყებს მენტალური გეგმის მატერიალიზებას _  ეს კი, მის მკვეთრ ძალისხმევას ნიშნავს; და  ეგრეგორში იმ ძლიერ არხს იღებს, რომელთანაც დაკავშირებულია და, შესაბამისად, საკუთარ ეგრეგორზე (და მისი მეშვეობით კი – სამყაროზე) საკუთარივე (საკმაოდ მატერიალური) აზრით პირდაპირი ზემოქმედების შესაძლებლობას იღებს.

ქირონის დახმარებით კუროსეული მატერიალიზაცია  ეთერულ პროგრამებამდეც კი მიდის. საკუთარი მაღალი ეგრეგორის (ღვთის ნება _ მოძველებული ტერმინოლოგიით) ეთიკის გაგებით, კურო – საკუთარი სულიერი განვითარებისთვის – იღებს გაფორმებულ (ზუსტ, მკვეთრ) მიმართულებას და, მასთან ერთად,  სულიერი გზის (ადრე ეს იწოდებოდა მადლად, წყალობად) რეალიზაციისთვის საჭირო ენერგიას.

ასევე, ქირონი კუროს უნარიან ფსიქოლოგად აქცევს, რომელიც  მრავალი, ადრე ბუნდოვანი, ფსიქოლოგიური წარმოდგენის დაკონკრეტებას ახდენს;  ქვეცნობიერის პროგრამების ფორმას იძენს, მათ შორის ურთიერთობა იფილტრება.

კუროს მეორე მმართველი ვენერა. ვენერა კუროს აძლევს ფორმის ესთეტიკურ აღქმას _ ყველა დონის, მათ შორის აზრი-ფორმების. ესთეტიკა მრავალ რამეში განსაზღვრავს კუროს ეთიკას. “ლამაზი” და “ულამაზო” ქცევა მისთვის მეტაფორა კი არაა, არამედ ქცევის ხედვის საშუალებაა. როცა კუროს რაიმე არ მოსწონს, ის ეჩვენება ზუსტადაც რომ ,ულამაზოდ, თუმცა-ღა, სინამდვილეში, უბრალოდ არ აწყობს, – შეიძლება ამ დროს ესთეტიკური მომენტი საერთოდ არც კი იყოს. დაბალი ოქტავის კურო ესთეტიურად  განვითარებული არაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავისი დონის გაგებით, უჩვეულოდ ჭირვეულია სილამაზის მიმართ _ და ამდენადვე ჯიუტიცაა. მაღალ დონეზე კურო შეიგრძნობს (და ქმნის) სილამაზის ფორმას ისე, როგორც არავინ სხვა.

პლუტონის ტყვეობა კუროს ნიშანში აისახება ფარულ ქვეცნობიერ სურვილში _ შეამოწმოს ნებისმიერი იდეა ანდა აზრი, გაამატერიალუროს ის საკუთარი ხელებით (საკუთარი ეგრეგორის გავლით) და ამის შემდეგ გამოსცადოს ის სიმყარეზე.

პლუტონისეული ტრანსფორმაცია და ზიზღის უქონლობა (ნებისმიერი მასალის გამოყენება, მხოლოდ საჭიროა, რომ ფუნქციურად მოერგოს), ქალწულისგან განსხვავებით, უპირობოდ კუროს დამახასიათებელია, მაგრამ ვლინდება უხილავად, ფარულად, _ ფორმის ქმნის პროცესში.

მარსის ტყვეობა კუროს ნიშანში გამოიხატება მის საერთო სიზარმაცეში და ფორმებთან სამუშოს არარსებობისას ხილულ პასიურობაში, ასევე, გადაჭარბებულ ენერგიასა და აქტიურობაში, რომელიც კუროში აღვივებს მისთვის ადეკვატურ ფორმებს მანამ, სანამ  ზუსტად ამ ფორმებითაა დაკავებული. როგორც კი ფორმები ქრება, ის ისევ,  პასიურობაში ვარდება. თუ არაა გრძნობითი სიამოვნება დაუმუშავებელ კუროს უბრალოდ ადგილიდან ვერ დაძრავთ _ და მაშინაც (სქესისგან დამოუკიდებლად) ითხოვს, რომ “ტანთ გახადონ”.

მთვარის კულმინაცია კუროს ნიშანში იძლევა კუროს ისეთ სახეს, რომელიც  გაუცნობიერებელი ფსიქიკის ადამიანის ძირითადი ფუნდამენტია. დაბალი ოქტავის კუროს ფსიქიკური რეაქციები დამუხრუჭებულია, ხოლო მთლიანად ფსიქიკა ძალიან კონსერვატული აქვს და  მხოლოდ ყველაზე მიწიერ გამაღიზიანებლებზე ჰპოვებს გამოძახილს (მაგალითად, შემწვარ კარტოფილზე). სამაგიეროდ, განვითარებული კუროს მყარი ქვეცნობიერი ფსიქიკა საიმედო საფუძველია ერთდროულად ძალიან ფაქიზი და ძლიერი კოსმიური ენერგიის ნაკადებთან მუშაოსთვის.

მთვარის კულმინაცია ამძიმებს დაბალი ოქტავის კუროს სიჩლუნგეს, რომელსაც ახასიათებს დედობრივ-ქალური ხედვის შეზღუდულობა, და, ამავდროს, დამუშავებული კუროსთვის იძლევა ემპათიური* აღქმელობის დიდ შესაძლებლობას და კოსმიურ სიყვარულს, რომელიც ფორმების მიმართ სიყვარულის მეშვეობით ვლინდება.

დაცემული ურანი, კუროს ნიშანში, გამოიხატება მის კონსერვატიზმსა და ყველაფრის მიმართ ინსტიქტურ უნდობლობაში, _ რაც ძალიან ახალი, წინმსწრები, მოულოდნელი და ისტორიის განვითარებისთვის მოუმზადებელია, განსაკუთრებით, მენტალურ სფეროში. კუროს ნიშანში დაცემული ურანის დევიზი _ ეს: “რევოლუცია არის მოუმზადებელი ევოლუცია”. ამასთან ერთად, “მოთვინიერებული” ურანი მაღალი დონის განვითარების კუროს აძლევს კუროსეულ საქმიანობაში (ფორმების შექმნისას) კონსტრუქციულ, ორიგინალურ და მოულოდნელ გადაწყვეტილებებს.

კუროს სიტუაცია

დამახასიათებელი სიტუაციები, რომელშიც ბრძანებლობს კურო, შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: კრისტალიზებული ანდა ირიბი ბრძანებლობა, და კონსტრუქციული, ანდა ფორმებზე მუშაობა.

კრისტალიზებული კუროს სიტუაცია _ ეს ბიუროკრატის იდეალია: ყველამ იცის თავისი ადგილი, _ და ადგილი მუშაობს ადამიანზე. სხვა ვარიანტი: კარგად ორგანიზებული დაბადების დღის ჩატარება, სადაც ყველა “თავისიანია”, რომლებიც გადანაწილებულნი არიან და არაა და არც შეიძლება იყოს არანაირი მოულოდნელობა, _ და მეფობს პრინციპი: “კარგად ვსხედვართ!” რეალურად, მყუდროება მართლაც არის, მაგრამ მოსაწყენია. ანალოგიური სიტუაცია ხდება განსაზღვრულ სამეცნიერო სემინარებზეც _ უკვე გადაღეჭილ პრობლემატიკაზე.

კონსტრუქციული კუროს სიტუაცია _ ეს მძიმე შრომაა ქაოსიდან (ნაკლებად ორგანიზებული მატერიისგან) ახალი ფორმების შექმნისას: ვთქვათ, მოსკოვი-ვლადივოსტოკის სარკინიგზო გზის გაყვანა, დიდი კროსვორდის გამოცნობა ანდა მრავალი არათანხვედრადი ნაწილებისგან ერთიანი თეორიის შექმნა.

მხოლოდ ერთია, ყველა შემთხვევაში კუროს სიტუაციაზე მეფობს ესთეტიკურ-მოწყობითი პრინციპი: ყველაფერი უნდა იყოს ჰარმონიულად და მართებულად. მართალია, დაბალი ოქტავის კუროს ხშირად ესთეტიური კრიტერიუმები შერწყმული აქვს პრაქტიკულობასთან, ლოზუნგით: “სოკოს სილამაზე მის ფუნქციონალობაშია” (ანუ სოკო მით უფრო ლამაზია, რაც უფრო საჭმელია, ასე რომ, შხამა სოკოს ბოლო ადგილი განეკუთვნება).

მზე (კუროში) ადამიანის წინაშე აყენებს ისეთ დილემას, როგორიცაა: ან ის იმუშავებს ფორმებზე, ანდა კრისტალიზებას ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე გაუკეთებს, ანუ ის – გარეგნულად და შინაგანად – ჩაბეტონებული აღმოჩდება. მზე განასახიერებს ეგრეგორის იმპერატიულ ბრძანებას, რომელიც რეალიზდება ადამიანის პირადი ნების მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში, ეს გავლენა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა მოხდეს კეთილსინდისიერი, კონსტრუქციული მუშაობა ფორმებთან. რაც უფრო ძლიერ არის დაზიანებული კურო, მით უფრო დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ ისინი (ანუ ფორმები), მაგრამ მზე არ აძლევს უკანდახევის უფლებას _ წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანის გარშემო დაუმთავრებელი კედელი მუდმივად შევიწროვდება და საბოლოოდ, ის ჯურღმულში აღმოჩნდება.

მხოლოდ ერთია, კუროს მხედველობაში უნდა ჰქონდეს, რომ მისი მმართველი ქირონი  ფაქიზ დონეზე პრაქტიკული სამუშაოს შესაძლებლობას იძლევა (რომელიც თითქმის მიუღწეველია ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნებისთვის) და ზუსტად ეს დონე აქვს მხედველობაში მზეს, როცა კუროს ნიშანში იმყოფება.

წყარო: ს.ვ. შესტოპალოვი (ასტროფსიქოლოგიის ცნობარი)

ჰარმონიული ასპექტებისას პიროვნებას ეძლევა: ოსტატობა და ნიჭი, ნაყოფიერება და ნაყოფიერი შემოქმედითობა, მდიდარი შემოქმედებითი უნარები და წარმოსახვა, გამოცდილების დაგვროვების შესაძლებლობა და მატერიალური სიკეთე, ინტელექტუალური და სულიერი ფასეულობები, შრომისმოყვარეობა და პრაქტიკულობა, სიმშვიდე და მოთმინება, საკუთარი შეხედულებების მყარად დაცვისა და სირთულეების გადალახვის უნარები; სიკეთე და სინაზე, მაგრამ ამავდროს, წინააღმდეგობის და დაბრკოლებების გადალახვისას _ შეუპოვრობა და სიმყარე, ქმედებებისას _ საფუძვლიანობა და გააზრებულობა; მატერიალური, სულიერი და ინტელექტუალური მარაგი; ყოველი საგნისთვის და მოვლენისთვის ზუსტი შეფასების მიცემისკენ მისწრაფება; დაჯერებულობა, ფინანსური ნიჭი, დახვეწილობა რაიმე საქმეში და შემოქმედებისკენ მიდრეკილება; საჩუქრების მიღების და გემრიელად ჭამის სიყვარული, ამტანობა და სიმშვიდე, სინაზე და ალერსი;  ეკონომიკის, ფინანსების, პოლიტიკის, სხვადასხვა სახის ხელოვნების, ლიტერატურის, ბიოლოგიის, ბოტანიკის, მედიცინის ინტერესი. კუროები იგებენ საგნების მნიშვნელობას, მაგრამ ცუდად ანდა საერთოდ ვერ ერკვევიან ტექნიკაში, არ ფლობენ სამუშაო ინსტრუმენტებს და ცუდი მძღოლები არიან. თავდაჯერებულები და წესების უცოდინარები არიან.

თუ მზე დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში შესაძლებელია გამოვლინდეს: დიდი თავდაჯერებულობა, თვითკმაყოფილება და თვითაზრი (საკუთარ თავზე გადაჭარბებული შეხედულება), ჭირვეულობა, ტკბობის მიღების სიყვარული, მგრძნობიარობა, სიზარმაცე, სასიყვარულო თავგადასავლებისკენ მიდრეკილება, უსაქმურობა, მფლანგველობა, პატივმოყვარეობა (განდიდების მანია), მლიქვნელობა, გაუმაძღრობა, ღორმუცელობა, ძალაუფლება, დესპოტიზმი, ავტორიტარობა, თვითნებობა, გიჟური ზნე, შეუბრალებლობა, სისასტიკე, სიჯიუტე, სიამაყე, დოგმატიმი, შენელებულობა, მოუხეშაობა, ჩაკეტილობა, კონსერვატიზმი, არაპროგნოზირებადობა, ექსტრემიზმი, შფოთიანობა, რევოლუციონერობა,  უნამუსობისკენ, სისაძაგლისკენ მიდრეკილება. თქვენდამი კუროს დადებითად განწყობის ყველაზე საუკეთესო საშუალება _ გაუკეთეთ მისთვის ფასეული საჩუქარი. მოკლედ, კუროები _ ტკბილეულობის მოყვარულნი არიან, ამიტომ მადლობლები დარჩებიან შოკოლადის კანფეტების გამო. ჯიუტი კუროს თავიან მოშორება რთულია: თუ ის თქვენ გსაჭიროებთ, მაშინ ბევრ რამეს მოითმენს. მოკლედ, მისი ზრახვებისთვის წინააღმდეგობის გაწევამ შეიძლება მისი გაცოფება გამოიწვიოს. მაგრამ, შესაძლოა, ეს უფრო ფაქიზად გამოხატოს _ უბრალოდ, მისთვის ფასეული (ძვირფასი) აღარ იყოთ.

წყარო: ფრენსის საკოიანი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშანში)

მზე კუროს ნიშანში – აღნიშნავს მატერიალური ფასეულობების ფლობას. დევიზი: “ფლობა, პრაქტიკულობა”. ისწრაფვის სულიერი ჭეშმარიტებისკენ, მატერიალური ფასეულობების დაუფლებისაკენ. აფასებს სიამოვნებას, კომფორტს, ემოციონალურ და მატერიალურ საიმედოობას. საკვები უნდა ანიჭებდეს სიამოვნებას, ღვინო უნდა იყოს კარგი, საყვარელი ქალი _ ლამაზი და ელეგანტური (ასევე მამაკაციც კურო-ქალებისთვის), ხოლო ხელოვნება უნდა მოსწონდეს. ამ ყველაფერზე ფულის დახარჯვას არ ნანობს. საერთოდ, ცხოვრება უნდა იყოს სასიამოვნო, ლამაზი და საიმედო. ამიტომ, კურო ცდილობს იყოს სასიამოვნო, ზრდილობიანი, საკუთარი ხიბლის წყალობით ბუნებრივ და კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩანს. სულის სიღრმეში კუროები ადამიანებს ეპყრობიან საკმაოდ სკეპტიკურად,  ცხოვრებაში მათ გარანტიები სჭირდებათ. შინაგანად, თითქოს-და, დამცველი აქვთ, – და თუ მათ უსაფრთხოებასა და კომფორტის გრძნობას ემუქრება საშიშროება, – ისინი ისევე იწვებიან, როგორც ნათურები.

მწყობრიდან მათი გამოყვანა შეუძლებელია, საკმაოდ მყარი ნერვები და იუმორის გრძნობა აქვთ, ხშირად დასცინიან საკუთარ თავს. თუმცა, ღმერთმა არ ქნას, ვინმე შეეხოს მათ შინაგან ბირთვს, მაშინ ისე ცოფდებიან, როგორც ხარები. მრისხანება საშინელი აქვთ, დანდობა არ იქნება _ რამეთუ გაბოროტება ძალიან დიდხანს გროვდებოდა და საბოლოოდ აფეთქდა, – აქ უკვე ვერ შეაჩერებთ. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ კურო ძალიან უნდა გამოიყვანოთ მდგომარეობიდან; საერთოდ, ის მომთმენია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი მიზნისკენ მიდის. კურო საკუთარი მიზნისკენ ნელა, მაგრამ მყარად და სწორად მიდის, თუმცა ძალიან მაღალ მიზნებს არ ისახავს. მოძუნწო ტიპაჟია, მაგრამ დღესასწაულისას შეუძლია დანახარჯების გაკეთებაც, თუმცა, ბოლომდე მაინც არ დაიხარჯება. პოლიტიკაში არ უყვარს საფუძვლიანი გარდასახვები, განუხორციელებელ გეგმებს გვერდზე ისვრის, – როგორც ოცნებას და შარლატონობას, ძალიან აფასებს ტრადიციებსა და კონსერვატიზმს, – ისევე, როგორც პრაქტიკულ აზრს. ზოგიერთები, შეიძლება ამას სიჯიუტედ თვლიდნენ, ხოლო სხვები _ იდეალების ერთგულებად. მათი სიტყვა საქმეს არ სცდება, საქმეში ახასიათებთ წესრიგი, სისუფთავე, დისციპლინა, საკუთარი თავის ფლობა და მოვალეობის გრძნობა. არასდროს წუწუნებენ, მზად არიან ნებისმიერი სიმძიმე ზიდონ, მაგრამ იგივეს ელიან სხვებისგანაც. არ უყვართ სამუშაო ადგილის შეცვლა.

მუშაობენ მონდომებით, რა თქმა უნდა, კარგი ანაზღაურების გამოც, რათა შესაძლებელი იყოს “ვინმედ” გახდომა და ცხოვრებით ტკბობა. იმ მძიმე სამუშაოს ხელს ჰკიდებენ, რომელზეც სხვები უარს ამბობენ. მათთვის პროფესიები ყველაზე განსხვავებულია, _ შეიძლება დაკავშირებული იყოს ხელოვნებასთან და, საერთოდ, ყველაფერთან, რაც ცხოვრებას ლამაზს, სასიამოვნოს და კეთილს ხდის. კუროები უპირატესობას ანიჭებენ რეალურ სიყვარულს – ყველა თავისი პლატონისეული სიხარულებით. იშვიათად წერენ წერილებს, უპირატესობას ანიჭებენ საყვარელი ადამიანის გულში მაგრად ჩახუტებას,  მთელი გრძნობითი ორგანოებით მის შეგრძნებას. უყვართ სუფთა და წმინდა ურთიერთობები, ჰარმონია იწყება გარეგანი სახიდან, არ უყვართ მოუწესრიგებელი პარტნიორი. მთავარია _ სიხარული, სიამოვნება; პარტნიორი უნდა იყოს მიღწევადი (ანუ რეალური), უფლისწულები და ფერიები არ სჭირდებათ. როგორც წესი, ქორწინდებიან მაშინ, როცა უკვე იციან პარტნიორის ღირსებისა და ნაკლის შესახებ. კუროები ეჭვიანები არიან, თუმცა ძალიან დიდ ხანს ითმენენ, მაგრამ თუ ვერ მოითმენენ და აფეთქდებიან, მაშინ შერიგებას ნუ ელით. ბავშვებს ტრადიციების მიხედვით ზრდიან, მათი მაგალითი – საკუთარი სახლია.

საშიშროება კუროებისთვის: შეუპოვრობა შეიძლება გადაიზარდოს სიჯიუტეში, სხვების გაგების უუნარობაში. დიდხანს ფიქრს შეუძლია მიიყვანოს შანსების დაკარგვამდე, რამეთუ აბსოლუტური საიმედოობა რთული საპოვნელია. ცუდია, როცა არ შეუძლია მრისხანების შეკავება, იმიტომ, რომ საკუთარ თავზე კონტროლს სრულიად კარგავს. ვერ იტანს, როცა სხვები მასზე იცინიან, შეუძლია ხუმრობას ხელჩართული ბრძოლით უპასუხოს, – და მაშინ სიკეთეს ნუღარ ელით.

ეს ადამიანი ამტანი და მომთმენია, შეუძლია დაუჯერებელი მიჯაჭვულობა, ერთგულება, ამტანობა და მუდმივობა. ყველაზე დიდი ღირსება _ იყოს თანმიმდევრული და არ დაიხიოს უკან, სანამ ყველაფერს არ დაასრულებს. თავისთვის განსაზღვრავს რა სამოქმედო გეგმას, შეუპოვრად მისდევს მანამ, სანამ მიზანს არ მიაღწევს, გზიდან აცდენის ნებისმიერ მცდელობას შეუპოვრად ეწინააღმდეგება. ბუნებით პრაქტიკულია, მისთვის აუცილებელია საკუთარი ძალისხმევის კონკრეტული, ხილული შედეგების დანახვა. ეს იმ ადამიანთაგანი არაა, ვინც გატაცებულია უაზრო ოცნებებით, რომელიც დაკავშირებულია მატერიალური წესრიგის მიღწევებთან, კეთილდღეობასთან, ხვალინდელი დღისთვის და, საერთოდ, შავი დღისთვის გადანახულ სახსრებთან. ყველაფერი ეს იმიტომ, რომ აფასებს მატერიალურ სამყაროს და ისწრაფვის სრული სიამოვნების მიღებისკენ. მზადაა იმუშაოს დიდხანს და შეუპოვრად, ასევე ძლიერ აქვს განვითარებული მგრძნობიარობა, კომფორტის სიყვარული, იმის გამოყენების სურვილი, რისთვისაც მუშაობდა. რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა ჩანდეს, ხანდახან შეუძლია მიეცეს გადაჭარბებულ სიზარმაცეს, გადაჭარბებულად გაიტაცოს ნებისმიერმა გასტრონომიულმა საშუალებებმა და სხვა მიწიერი ცხოვრების სიხარულებმა. უყვარს ბუნების სილამაზე და, სრულიად შესაძლებელია, უპირატესობას ანიჭებდეს განმარტოებას ქალაქის ტიპის ნაკლებად დასახლებულ ადგილებში.

სინამდვილეში ამ ადამიანის მოთხოვნილებები მარტივია და ადვილად შეიძლება ამის მიღწევა და დაკმაყოფილება. იშვიათად მიდის ცვლილებებზე და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ იძულებულია, თუმცა-ღა, ემოციონალურ დონეზე ძალიან მომთხოვნია, ასევე, მძაფრად საჭიროებს ფიზიკურ სიახლოვეს და სიყვარულის გაზიარებას. მისი ერთგულების, ემოციონალური მუდმივობისა და მისთვის მახასიათებელი რბილი ძალის წყალობით, ადამიანები მასში ხშირად ეძებენ და პოულობენ მხარდაჭერას. ვერ ითმენს ვერანაირ მკეთრ და მოულოდნელ ცვლილებებს, მაგრამ, როცა ისინი დგება, ინარჩუნებს წონასწორობასა და აღუშფოთველობას. მას, ასევე, აქვს ბუნების ჰარმონიის შინაგანი გრძნობა, შედეგად _ მოვლენები ვითარდება და იკვეთება თავისი საკუთარი გრაფიკით. ჰყოფნის იმის მოთმინება, რომ ჩაკირკიტებით აკეთოს ის, რაც დაკავშირებულია მუდმივ ზრდასთან, _ იქნება ეს ბაღის მოვლა, ბავშვის აღზრდა, თუ რაიმე შემოქმედებით ჩანაფიქრზე მუშაობა. მისგან ბრწყინვალე დედა ანდა მამა დადგება, განსაკუთრებით, თუ ხშირად მიჰყვება საკუთარ ინსტიქტებს და არა “სპეციალისტების” რჩევებს.

მას სამი მთავარი ნაკლი აქვს: ჯიუტია როგორც ხარი; საკუთარ უსაფრთხოებაში არანაირი ექსპერიმეტი არ უყვარს; ყოველთვის რეალურ ფასელობებზე დგას და ვერ აფასებს წარმოსახვის, ფანტასტიკის მნიშვნელობას. სხვა სიტყვებით, მას არ ჰყოფნის იდეებთან და შესაძლებლობებთან გათამაშების, სიახლის აღმოჩენის უნარი.

წყარო: ინდუბალა (პლანეტები ნიშნებში _ ინდური ტრადიცია)

კურო _ ნიშანი, რომელიც დაკავშირებულია მიწის სტიქიასთან. ის უჩვენებს ხასიათის პრაქტიკულ მარაგზე, ცნობად დონეზე – მართვის შესაძლებლობაზე, მატერიალურ ბუნებაზე. ეს ადამიანები ცხოვრებასთან მიმართებაში, საკუთარ ურთიერთობაში კონსერვატორები და რეალისტები არიან. კუროს სიმბოლოს წარმოადგენს ხარი, რაც მეტყველებს ხასიათში საკმაო გადაწყვეტილების უნარიანობაზე, ძალასა და სიჯიუტზე. თუ გაღიზიანებულები არიან, შესაძლებელია, მათთან საქმის დაჭერა არც ისე ადვილი იყოს. სამუშაოში შეუპოვრები არიან, თუმცა რამდენადმე ნელები. რადგანაც კუროს მმართავს ვენერა, ისინი ჩაფლულები არიან ყოფით საქმეებში, ფლობენ შეკავებულ ტემპერამენტს. მიდრეკილნი არიან ფილოსოფიისკენ, გამოდიან როგორც მშვიდობისმყოფელები. ვენერა ახდენს სურვილის სიმბოლიზებას, ამიტომაც ეს ადამიანები პატივმოყვარენი არიან, ძლიერი განცდებისკენ აქვთ მიდრეკილება. ისინი დაჟინებულები, საიმედონი არიან, კარგად მსახურობენ. ძლიერ იზიდავთ ლამაზი გარემო, რომელიც კარგადაა (კომფორტულად და მოხერხებულად) მოწყობილი, უყვართ სუნამოები, ყვავილები, სასიამოვნო სურნელები, შესაძლებელია, მათი საქმიანობა ამ საგნებთან იყოს დაკავშირებული.

ისინი ფლობენ მუსიკალურ უნარებს, გამგებები, თავდაჯერებულნი და საკუთარი ქცევებით საპირისპირო სქესის აღელვებისკენ არიან მიდრეკილები. ძველი ტექსტების თანახმად, ამ ადამიანებს _ “შესაძლებელია საქმე ჰქონდეთ ტანკებთან*,  იყვნენ დახვეწილები მღერისას ანდა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრისას”. მზე კუროში ადამიანს ხდის ფრთხილს, ძველმოდურს, კარგი იუმორის გრძნობით დაჯლდოებულსა და მომხდარი ქმედებების ანალიზის უნარიანს. ისინი მომთმენნი არიან, ელიან, სანამ მომწიფდება პირობა, რომელიც კეთილგაწყობილი ექნება ნაყოფის გამოტანისთვის (მოპოვებისთვის). შეუძლიათ იყვნენ კარგი თანამდებობის პირები, ადმინისტრატორები, იციან შესაძენი საგნების მნიშვნელობა ანდა საკუთრების მართვა.

ხანდახან ამ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ გულის, თვალის დაავადებები, შესაძლებელია იყვნენ ჯიუტები და ექსცენტრიკულები. სხვა შემთხვევებში, ისინი სარგებელს იღებენ როცა კავდებიან კომერციული საქმიანობით, იღებენ მემკვიდრეობას ანდა წარმატებულად ქორწინდებიან.

* ტანკა იაპონური პოეზიის ჟანრია, 31 მარცვლისგან შემდგარი 5 სტრიქონიანი ლექსი.

წყარო: ჰეტ მონსტერი (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში)

21 აპრილი – 21 მაისი

კუროს არ უყვარს ჩვევების შეცვლა. შეუპოვრობა _ ეს მისი ღირსებაა, მაგრამ ასევე ნაკლიც: მთლიანობაში წყნარია, საშინელებაა, თუ გაბრაზდება. ეს ადამიანი, როგორც მაგნიტი ისე იზიდავს ფულსა და საგნებს. მრავალი სიკეთის შეგროვება მათ სულიერ სიმშვიდეს (რომლისკენაც ისწრაფვიან) უზრუნველყოფს.

კურო ცუდად იტანს უსიამოვნებებს და ცუდ გარემოს. გარეგნულად წყნარი, შინაგანად ბრაზდება და დუღს და სანამ მდგომარეობა არ გამოსწორდება, არ შეუძლია რაიმე ჩვეულებრივით დაკავდეს.

მას შესაშური შრომისუნარიანობა აქვს; ზუსტად ამის წყალობით _ ნელა, მაგრამ უწყვეტად აღწევს წარმატებებს, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომელიც დაკავშირებულია მიწათმფლობელობასთან, მშენებლობასთან, კვებასთან. კუროს უყვარს ბავშვები და ცდილობს გამოუმუშაოს მათ (და საერთოდ, ყველა გარშემომყოფს) ის სასარგებლო უნარ-ჩვევა, რომელსაც თავად ფლობს. ქალაქის მკვიდრი კუროსთვის ყველაზე კარგი წამალია _ ბუნებაში გასვლა; აგარაკზე ბაღში მუშაობა. მისი გურმანის ჩვევები ხშირად იწვევს ღიპის გაჩენას; დიეტების ეშინია, მაგრამ კვებაში გონიერი შეზღუდვა მისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით, დღესასწაულებსა და საღამოებზე, რომელიც ასე ძალიან უყვარს. მიდრეკილება აქვს ტონზილიტისკენ და საერთოდ, ყელის დაავადებებისკენ; ცივ ამინდში საჭიროა განსაკუთრებულად ჩაითბუნოს ყელი. საერთო მდგომარეობისთვის მისთვის მნიშვნელოვანია “სექსუალური თანასწორობა” (პარტნიორი, რომელიც დააკმაყოფილებს). ქალ-კუროებს აქვთ მტკივნეული ციკლი. მაჩვენებელი _ კალცი, ბალახიდან _ ღვია.

წყარო: astroblogi.com

Share on other sites

  • ფორუმელი
20 minutes წინ, iaiameri said:

წავიკითხე. ძაან დეტალირებული ვყოფილვარ. არ მეგონა ამდენი რამე თუ არ შემეძლო.

:rofl:

რა ქალწულური პასუხი იყო :rofl:

Share on other sites

  • ფორუმელი

@ჭრიჭინა ვუმენ, შენა ხარ??? :spy:

მერვე და მეცხრე ვიქტორინის გამარჯვებული :bravo:

Share on other sites

On 12/6/2020 at 3:39 PM, ჭრიჭინა said:

29 წლის ასაკში (სატურნის ტრანზიტი რადიკალურ სატურნთან) ადამიანი სამყაროსა და საკუთარი თავის წინაშე საკუთარ ბუნებრივობას ახალ დონეზე შეიგრძნობს და მას გასააზრებლად დაახლოებით 12 წელიწადი აქვს, ხოლო 40-42 წლის ასაკში ურანი ნამდვილად აძლევს ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობას.

@Moor  გადარჩები:saqanela:

 

 

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share