Jump to content
×
×
  • Create New...

ანუ რა ხდება გურჯაბვეში


Recommended Posts

ონლაინ, York Ge said:

მასა არის, ელიტა არ არის.

გეთანხმებით, არც ელიტაა.

მასაში ვიგულისხმე, უხეშად რომ ვთქვათ, ამ ბიუჯეტნიკების ხელფასების უზრუნველმყოფელი 35%, კერძო სექტორიდან :დ

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Freeman said:

მასაში ვიგულისხმე, უხეშად რომ ვთქვათ, ამ ბიუჯეტნიკების ხელფასების უზრუნველმყოფელი 35%, კერძო სექტორიდან

არც ადმინისტრაციის პირადი შემადგენლობაა ერთგვაროვანი და არც კერძო სექტორისა. ამ უკანასკნელიდან რამდენია მზად პროფკავშირული კოლექტიური ხელშეკრულებისთვის?

გარდა ამისა, შესაძლოა, მცირე ადმინისტრაცია უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდეს, რადგან მას ელიტა პირადი კლიენტელით დააკომპლექტებს. რაც ვრცელია ადმინისტრაცია, მით მეტია საშუალო ფენის შანსი. ამიტომ ინარჩუნებს ევროკავშირი დიდ და ძვირ აპარატს.

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, Freeman said:

@Deutschland ჯიუტად არ გინდათ გაიგოთ სენიორ, რომ ცვლილებებისთვის საჭირო მასა ქვეყანაში ფიზიკურად არალის? :დ და ამ პირობებში, გარედან დახმარების, კერძოდ მმართველი ელიტის ჯირყვნის გარეშე, ვერც იქნება?! :დ

სენიორ, წინა არჩევნებზე ლამის 50-50 ზე დაჯდნენ ოპოზიცია და ხელისუფლება. 

ყველანაირი რესურსით, მოსყიდვებით, ბიუჯეტებით, გაყალბებებით. 
თან გაითვალისწინეთ, რომ ამ ავანტყოფი ოპოზიციის ხელში, წარმოიდგინეთ ახლა მაღალი რომ გარეთ ყოფილიყო და მაგას მიტინგებზე ერბინა, 20 შვე დამთავრდებოდნენ ეს ბანძები. 

ხო და მე ვთვლი რომ არ არის აქ ის ძალა ვინც ოპო ამომრჩეველის პროტესტს პოლიტიკურ კონტექსტში დააკონვერტირებს. 

ესაა და ეს. 

Share on other sites

  • ფორუმელი
50 minutes წინ, Seth said:

მაინც მოიგებს მმართველი ძალა სენიორ.

გარედან არავის ვაინტერებვარტ და შიგნიდან ძალა არ გვქვს და რა გინდა რომ ქნა ? :wtf:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Deutschland said:

არ არის აქ ის ძალა ვინც ოპო ამომრჩეველის პროტესტს პოლიტიკურ კონტექსტში დააკონვერტირებს. 

შესაძლოა, იმიტომ, რომ ეს კონვერტაცია ოპოზიციას ხელისუფლების მოპოვების მოტივაციას უსპობს.

Share on other sites

1 minute წინ, York Ge said:

არც ადმინისტრაციის პირადი შემადგენლობაა ერთგვაროვანი და არც კერძო სექტორისა.

გეთანხმებით, არ არის. ვეყრდნობი ლოგიკას - რომელი ჯგუფი უფრთხის ნაკლებად ცვლილელებს? ცალსახად კერძო სექტორი, იმჰო

3 minutes წინ, York Ge said:

ამ უკანასკნელიდან რამდენია მზად პროფკავშირული კოლექტიური ხელშეკრულებისთვის?

საინტერესო საკითხია. ჩემი აზრით, მზადყოფნა არის, ნდობის პრობლემაა. 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Freeman said:

ცალსახად კერძო სექტორი, იმჰო

რატომ? მსხვილმა (აქაურობის კვალობაზე) კაპიტალმა მშვენივრად იცის, თუ რა მოცულობით არის წარმოდგენილი მათ მოგებაში სურპლუს-ღირებულება. მარქსის ფორმულით ითვლიან.

ელიტისთვის მომგებიანი უნდა იყოს დასავლეთ-გერმანული ტიპის კონსტრუქცია, სადაც ახალი თაობის ნაცები პროფკავშირების ბაზაზე შექმნილი მემარცხენე პარტიად გადაკვალიფიცირდება, ქოცები დარჩებიან რეგიონული ბარონებისა და წვრილი მედუქნეების პარტიად, ხოლო ელიტა მათ, ორთავეს, გააკონტროლებს ხუთ-შვიდპროცენტიანი ლიბერალური პარტიით. ასეთი კონტრუქცია მდგრადი იქნებოდა. საინტერესოა, რატომ არ მიდის ელიტა ამაზე?

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, York Ge said:

შესაძლოა, იმიტომ, რომ ეს კონვერტაცია ოპოზიციას ხელისუფლების მოპოვების მოტივაციას უსპობს.

არ ვიცი სენიორ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ მაღალი აქ თავისუფლად მოძრაობდეს ვაფშე სხვა სიტუაციაში იქნება ახლა ოპო. 

ესაა 2020 ის შედეგები, ლამის თანაბარი. 

image.png.801e043cc832f66b2b0048fe42ec126a.png

Share on other sites

ვიზიტორი
თემა დაიხურა!
 Share