Jump to content
×
×
  • Create New...

შედევრები


Recommended Posts

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Seth said:

სენიორა მოდილიანი მშიერი მოკვდა, ხოლო პატ. სალვადორი მილიონერი.

 

დალის მილიონერობა ძნ ლოგიკურიც იყო, კარგი მარკეტინგი ქონდა მის ცოლს, ყველაზე მთავარი - ეს არის ეპოქა როცა ფსიქოანალიზი არის ყველგან და ყველაფერში, პირველმა ასე მასშტაბებში ფერწერის საშუალებით გაყიდვად პროდუქტად ფსიქოანალიზი სწორედ დალიმ აქცია. ოკ იყო ტრენდი რომლის პირობებში ბევრი კარგი რამ შეიქმნა მაგრამ ახლა უკვე მხოლოდ ფსიქოანალიზი მოსაწყენია თუ რამე სხვა კომბინაციასთან არ მოგვეწოდება, ჰო და იმას ვამბობ რომ  თუ არა დალი იქნებოდა ვინმე სხვა ვინც ამას მოახერხებდა, დეკონსტრუქციის იდეით მილიონები იშოვა და თავი გაიპაპსა პიკასომ რომელიც სულ არ მომწონს მარა კონცეპტი საჭირო და დროული იყო. აქ უნდა დავსვათ საჭირო კითხვები, დალის შემთხვევაში მისი პოპულარობის მიზეზი მისი შემოქმედების სიღრმე და ხარისხი იყო თუ ტრენდის ინერცია რომელმაც ბაზარს თავისი ხელი დაატყო? იგივე კითხვა მაქვს პიკასოსთან დაკავშირებით... რატომ არ ვგიჟდებით ბრაკზე? ვისზე ნაკლები კუბისტი იყო? 

მოდილიანი ფერწერაში ერთი ჰიტის ავტორია, შეგვჭამა მისმა ჟანაჩკამ... ფროიდის პაციენტად გამოდგებოდა...

10 საათის წინ, Seth said:

სწორი მასწავლებლები და ბევრი სხვა სწორად განსაზღვრული გარემოება სჭირდება :)

მასწავლებლები დასახოცი ხალხია. ყველა ცდილობს თავის ყალიბში ჩამოგასხას და გამოგჭედოს, მოძალადეები არიან. ჯობია თავად მოიტეხო კისერი და გაწვალდე 

10 საათის წინ, Seth said:

მაგალითად - იყო ასეთი ფეხბურთელი თენგიზა სულაქველიძე , ეგ რომ თავის თავზე მუშაობდა მაგდენს არავინ მუშაობდა საერთოდ. თასიც მოიგო და დიდი ფეხბურთიც ითამაშა. მაგრამ თქვენ დათო ყიფიანი ან რამაზა შენგელია უფრო გეცოდინებათ. რატომ? 

დათო ყიფიანი ვიცი ის ორი არა, ლამაზ ადამიანებზე ევოლუციის ფინთია რომ ადამიანები გიჟდებიან

მედიამაც აიტაცა

10 საათის წინ, Seth said:

საზოგადოებრივ - პოლიტიკურია.

თუ რას ფიქრობ რას ამბობ და რას აკეთებ აქვს მნიშნელობა და ამას ვაკვირდებით რიგით ადამიანებთან ურთში ამიხსენით რატომ არ მოეთხოვება იგივე შემოქმედს? რამე პრივილეგიებით სარგებლობენ? ოკ მე არ ვპატიო ჩათლახობებს! დავიღალე ამ დიდგოგოური დიპლომატიით რომელსაც მთელი სამყარო მატენის რომ მოუდი შევცვალო! :nope:

10 საათის წინ, Seth said:

მეტიც რენე მაგრიტის ერთი ნახატის ფასს ვერასდროს აიღებს ბიონსე კონცერტში.

ჯამურად დავითვალოთ მერე :givi: მაგრიტის და ბიონსესი პენსიაზე რომ გავა

10 საათის წინ, Seth said:

მოკლედ წავედი, მთავარი ექსოონატი გახლდათ დანგრეული და დაჟანგებული გათბობის რადიატორი, რომელიც განასახიერებდა მერლინ მონროს

ახლაც აქტუალური იქნებოდა ეგ დაჟანგული რადიატორი, მერლინ მონროს შესახებ ორი ფილმი გამოდის წელს ეკრანებზე, დაათრევენ ამ ქალს აქეთ- იქეთ, იხმარა მასკულტურამ ყველა პოზაში გადაამუშავა ათასჯერ და მაინც არ ანებებენ თავს ისეთ კრიზისში არიან...

კონცეპტს აქვს მნიშნელობა ყველგან და ყველაფერში აბა როგორ, ეგრე დიუშანის პისუარიც გამაოგნებელი იყო მეოცეს გარიჟრაჟზე მასისთვის მარა თავისი სათქმელი თქვა, ნიუ დადამაც ამოწურა თავი მარა მსგავსი შეხსენებები საჭიროა პერიოდულად, ვიღაცისთვის ის დაჟანგული რადიატორია და კონცეპტმინიჭებული უკვე შედევრი და საეტაპო ნამუშევარი... 

 @CHAOS

მაივიდეოზე ვუსმენდი ფორმულას და იქ ყავდათ რომელიღაც გადაცემაში ეგ და ბუღაძე...

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, t-90 said:

თუ რამე ღირებულია შექმნილი ამერიკაში ნახევარი მაგ მონაკვეთშია შექმნილი.

ნათლიმამაც  ... ))

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, kvipriane said:

ნათლიმამაც  ... ))

გეც.

ადნაჟდი ვ ამერიკეც :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Mulan said:

ძნ ლოგიკურიც იყო, კარგი მარკეტინგი ქონდა მის ცოლს,

მარკეტინგი რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველა (c) პერიფრაზი ერთი ცნობილი პოეტისა :დ

შედევრალური რომ არ ყოფილიყო მის სიციცხლეშივე, მარკეტინგი რას უშველიდა? 

2 საათის წინ, Mulan said:

დეკონსტრუქციის იდეით მილიონები იშოვა და თავი გაიპაპსა პიკასომ

გაიპაპსა რას ნიშნავს? :დ მაინც ვერ გავიგე…

შედევრები არ აქვს თუ? 

2 საათის წინ, Mulan said:

აქ უნდა დავსვათ საჭირო კითხვები, დალის შემთხვევაში მისი პოპულარობის მიზეზი მისი შემოქმედების სიღრმე და ხარისხი იყო თუ ტრენდის ინერცია რომელმაც ბაზარს თავისი ხელი დაატყო? იგივე კითხვა მაქვს პიკასოსთან დაკავშირებით... 

ამ შემთხვევაში 2-ვე, არა? ხარისხის გარეშე ბაზარს ეხლა ვერ დაატყობდა და ვერანაირი ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა მის პირველაღმომჩენიბას (ბაზარზე ხელის დატყობას).

დალიც, მაგრიტიც, პიკასოც და სხვებიც იმიტომ არიან ვინც არიან რომ პირველაღმომჩენები არიან თავის ამბავში.

უფრო ტრივიალურად რომ ავხსნა -

ფრენსის ფორდ კოპოლა, რომელმაც ჩემი აზრით შექმნა ომისშემდგომ  ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, ნათლიმამა (1-ელი სერია), რომელიც მართლაც არის შედევრი, ახლოსაც ვერ მივა კინოზე თავისი ინფლუენსით ტარანტინოსთან.

მიზეზი ამ შემთხვევაში იგივეა რაც პიკასოსა და დალისთან  - კოპოლას თვისობრივად ახალი არაფერი შეუქმნია, მიუხედავად იმისა რომ შედევრი შექმნა :) ხოლო ტარანტინომ შექმნა აბსოლუტურად ახალი “რამ” კინოში, რითიც კინოს განვითარება ახალ საფეხურზე გადაიყვანა. შეიძლება მოგწონდეს ქილ ბილი შეიძლება არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

2 საათის წინ, Mulan said:

თუ რას ფიქრობ რას ამბობ და რას აკეთებ აქვს მნიშნელობა და ამას ვაკვირდებით რიგით ადამიანებთან ურთში ამიხსენით რატომ არ მოეთხოვება იგივე შემოქმედს?

არ ვამბობ რომ არ მოეთხოვება. მოეთხოვება მაგრამ ამით მისი შემოქმედება არ ფასდება.

2 საათის წინ, Mulan said:

დავიღალე ამ დიდგოგოური დიპლომატიით რომელსაც მთელი სამყარო მატენის რომ მოუდი შევცვალო!

No pasaran! :) Rebellion at its finest :)

ყოველთვის მომწონდა რებელები, განსაკუთრებით ინტროვერტი რებელები :დ

დარჩით რომელ მოუდშიც გნებავთ სენიორა და არ დაუშვათ რომ ძალით შეგაცვლევინონ. 

მაგრამ განა თქვენსავე ბესთ ინთერესთში არაა რომ ეგ მოუდი გამართული იყოს? თუ არ იქნება ხომ თქვენვე დაზარალდებით? 

2 საათის წინ, Mulan said:

ჯამურად დავითვალოთ მერე :givi: მაგრიტის და ბიონსესი პენსიაზე რომ გავა

ვერ დავთვლით სენიორა, მაგრიტი არამგონია პენსიაზე ფიქრობდეს :) შესაბამისად დათვლა იქნა flawed 

2 საათის წინ, Mulan said:

მასწავლებლები დასახოცი ხალხია. ყველა ცდილობს თავის ყალიბში ჩამოგასხას და გამოგჭედოს, მოძალადეები არიან. ჯობია თავად მოიტეხო კისერი და გაწვალდე 

თქვენი აზრით კაცობრიობის აბსოლუტური უმრავლესობა დასახოცია? კი ვართ აქ საკმაო სოციოპათები, მაგრამ ეს უკვე ნამეტანია :დ

კარგით ეს ხუმრობით, ვიცი რომ პროფესიით მასწავლებლებს გულისხმობთ. მე კი მათაც და სხვა ყველა დანარჩენს ვგულისხმობდი სენიორა. ყველას ვისაც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად აძლევთ უფლებას გავლენა იქონიოს თქვენს ინტელექტუალურ განვითარებაზე. 

ნაწილი ამათთაგანი კი დასახოცი კი არა ხელებზე სატარებელია. მაგალითად ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომელსაც ვერ ვიტანდი ბევრი რამის გამო, მათ შორის კალმით წერას რომ მაიძულებდა :დ და სადღაც 35 წლის ასაკში მივხვდი რომ უდიდესი პოზიტიური გავლენა მოუხდენია. მათ შორის კალმით წერის ჰამბავშიც როდესაც კონკრეტულ სეთინგში ეს სქილი საბედისწეროდ გამომადგა :gigi:

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
39 minutes წინ, t-90 said:

ადნაჟდი ვ ამერიკეც :D

რომლის სცენარითაც 90-იანების დასაწყისში (და მერეც) ტიფლის ქალაქსა შინა განვითარდა ერთი ჯგუფის მოვლენები ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
14 minutes წინ, Seth said:

ნაწილი ამათთაგანი კი დასახოცი კი არა ხელებზე სატარებელია. მაგალითად ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომელსაც ვერ ვიტანდი ბევრი რამის გამო, მათ შორის კალმით წერას რომ მაიძულებდა :დ და სადღაც 35 წლის ასაკში მივხვდი რომ უდიდესი პოზიტიური გავლენა მოუხდენია. მათ შორის კალმით წერის ჰამბავშიც როდესაც კონკრეტულ სეთინგში ეს სქილი საბედისწეროდ გამომადგა :gigi:

მუსიე სეტ  იოანე ოქროპირი ამბობდა ვინც თავის შვილს არა წკეპლავს მას იგი არ უყვარსო 

წკეპვლაში - ჯოხით ცემას არ გულისხმობდა ; სწორედ იმაზე ქონდა საუბარი რაც თქვენ ზემოთ მოყვანილ მაგალითში აღნიშნეთ 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Seth said:

მარკეტინგი რას უშველის თუ ბუნებამც არ უშველა (c) პერიფრაზი ერთი ცნობილი პოეტისა :დ

 

დასახარჯი ფული იყოს და მარკეტინგი რას არ შველის ამ ეპოქაში სენიორ სეტ :givi: 

6 საათის წინ, Seth said:

შედევრალური რომ არ ყოფილიყო მის სიციცხლეშივე, მარკეტინგი რას უშველიდა? 

ფსიქოანალიზი იყო იმდენად პოპულარული ფართე მასებს უკვე წვდებოდე ფსიქოანალიზი ბევრი კუთხიდან რომ ლოგიკურიც იყო რომ რაზეც მოთხოვნა იყო მიწოდებაც დაიდო, ფრიდა კალოც მდედრი სალვადორ დალია ეგრე, მოკლედ მოთხოვნა მიწოდების თემაა თავიდან ბოლომდე...

6 საათის წინ, Seth said:

დალიც, მაგრიტიც, პიკასოც და სხვებიც იმიტომ არიან ვინც არიან რომ პირველაღმომჩენები არიან თავის ამბავში.

 

ოკ, ბაზარი იგრძნეს და ბაზარმა იგრძნო ისინი :givi: 

6 საათის წინ, Seth said:

ფრენსის ფორდ კოპოლა, რომელმაც ჩემი აზრით შექმნა ომისშემდგომ  ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, ნათლიმამა (1-ელი სერია), რომელიც მართლაც არის შედევრი, ახლოსაც ვერ მივა კინოზე თავისი ინფლუენსით ტარანტინოსთან.

ხო მე კი არ მესმის კაცებს რატო გევასებათ კოპოლა და ჰემინგუეი მარა ალბათ არის მათში რაღაც ალფაჰეტეროსექსუალური

ხზ 

6 საათის წინ, Seth said:

მიზეზი ამ შემთხვევაში იგივეა რაც პიკასოსა და დალისთან  - კოპოლას თვისობრივად ახალი არაფერი შეუქმნია, მიუხედავად იმისა რომ შედევრი შექმნა :) ხოლო ტარანტინომ შექმნა აბსოლუტურად ახალი “რამ” კინოში, რითიც კინოს განვითარება ახალ საფეხურზე გადაიყვანა. შეიძლება მოგწონდეს ქილ ბილი შეიძლება არა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება

კოპოლა უბრალოდ კარგად ყვება ამბავს, ამას ვერ დაუკარგავ,  ტარანტინომ კიდევ გოდარის ესთეტიური ნიჰილიზმი ფაქტობრივ სისხლისღვრებში გადათარგმნა და ჰოლივუდურად შეფუთა ამბავი. თავადაც აღიარებს ამას. 

არ ვამბობ რომ ამ რეჟისორებს რამე დაეწუნებათ, სულ მინდოდა შემოდგომის ერთ მშვენირ საღამოს პლედში გახვეულს ისევ მენახა ნათლიმამა თავიდან ბოლომდე, წელს ვიზამ გადავიმეორებ :baby:

6 საათის წინ, Seth said:

არ ვამბობ რომ არ მოეთხოვება. მოეთხოვება მაგრამ ამით მისი შემოქმედება არ ფასდება.

ჩემში კიდევ გაოგნებას და ბრაზს იწვევს მსგავსი პატარაადამიანური სისუსტეები! 

ვიჭერ ლოგიკას რასაც ამბობთ, საღ აზრსაც ვხედავ მაგრამ  :nope:

6 საათის წინ, Seth said:

No pasaran! :) Rebellion at its finest :)

ყოველთვის მომწონდა რებელები, განსაკუთრებით ინტროვერტი რებელები :დ

დარჩით რომელ მოუდშიც გნებავთ სენიორა და არ დაუშვათ რომ ძალით შეგაცვლევინონ. 

+1

6 საათის წინ, Seth said:

მაგრამ განა თქვენსავე ბესთ ინთერესთში არაა რომ ეგ მოუდი გამართული იყოს? თუ არ იქნება ხომ თქვენვე დაზარალდებით? 

ა, კიდო

დიპლომატია

და მერე პლასტმასის გაკრიალებულ არსებად ვიქცე? მომწონს ჩემი ხიწვები და უნაირობები! ეგ კი არა ჭინკების რაღაც რაოდენობა დავკარგე გზად და მათზე ვდარდობ!

 

6 საათის წინ, Seth said:

მე კი მათაც და სხვა ყველა დანარჩენს ვგულისხმობდი სენიორა. ყველას ვისაც ცნობიერად თუ ქვეცნობიერად აძლევთ უფლებას გავლენა იქონიოს თქვენს ინტელექტუალურ განვითარებაზე. 

მეც მათ ვგულისხმობდი

ხო მარა ვისაც აძლევ ამის უფლებას შენ ფილტრს გადის მით უმეტეს დიდობაში უფრო გონივრულად არჩევ მათ ვისაც შეგიძლია მოუსმინო თუმცა ეგ არ გამორიცხავს იმას რომ უკრიტიკოდ ჩაიტენ ტვინში ყველაფერს...

6 საათის წინ, Seth said:

სადღაც 35 წლის ასაკში მივხვდი რომ უდიდესი პოზიტიური გავლენა მოუხდენია. მათ შორის კალმით წერის ჰამბავშიც როდესაც კონკრეტულ სეთინგში ეს სქილი საბედისწეროდ გამომადგა :gigi:

შოდოთი დაინტერესდით? :fofo: 

კაი რელაქსია მელნით და ფუნჯით წერა...

 

აუ და ბარემ აქვე ვიკითხავ

უნდობლობა ადამიანების მიმართ წლებთან ერთად უფრო და უფრო იმატებს ხოლმე ?  ანუ გამოცდილებაზეა მიბმული თუ  რეალიზებულობის ხარისხზე? თუ ორივე? თუ ეს აზროვნების მანერაა უბრალოდ? 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
6 minutes წინ, Mulan said:

ოკ, ბაზარი იგრძნეს და ბაზარმა იგრძნო ისინი

ეგ იგივეა რომ მონტესუმას ესპანური კულტურა ეგრძნო, ჰერნან კორტესის მიერ ატლანტიკის გადმოკვეთამდე სენიორა. ანუ უბრალოდ შეუძლებელი.

7 minutes წინ, Mulan said:

ჰემინგუეი

არ მევასება :user:

8 minutes წინ, Mulan said:

სულ მინდოდა შემოდგომის ერთ მშვენირ საღამოს პლედში გახვეულს ისევ მენახა ნათლიმამა თავიდან ბოლომდე

გუდ. ალკოჰოლს თუ მიირთმევთ - ღვინო არ უხდება მაგ ფილმს :დ

10 minutes წინ, Mulan said:

გაოგნებას და ბრაზს

ეს თქვენივე პოსტის ბოლო აბზაცთანაა პირდაპირ კავშირში

11 minutes წინ, Mulan said:

ვიჭერ ლოგიკას რასაც ამბობთ, საღ აზრსაც

ეს იცით რას ნიშნავს თქვენს ასაკში? :დ

12 minutes წინ, Mulan said:

დიპლომატია

და მერე პლასტმასის გაკრიალებულ არსებად ვიქცე?

:დ პირიქით სენიორა, თქვენივე პოზიციის "ბრონირება" მაგისგან დაგიცავთ :

 

13 minutes წინ, Mulan said:

შენ ფილტრს გადის მით უმეტეს დიდობაში

არაყოველთვის 

6 საათის წინ, Seth said:

ცნობიერად თუ ქვეცნობიერად

 

14 minutes წინ, Mulan said:

შოდოთი დაინტერესდით?

შოდო რა არის? კალმით წერას ქართ. მასწავლებელმა მიმაჩვია და იმის შემდეგ კალმით ვწერ სენიორა. ნუ ბოლოს საერთოდ როდის დავწერე აღარც მახსოვს ნორმალურად, მაგრამ თუ მომიწევს - მხოლოდ კალმით.

16 minutes წინ, Mulan said:

უნდობლობა ადამიანების მიმართ წლებთან ერთად უფრო და უფრო იმატებს ხოლმე ?  ანუ გამოცდილებაზეა მიბმული თუ  რეალიზებულობის ხარისხზე? თუ ორივე? თუ ეს აზროვნების მანერაა უბრალოდ? 

ორივე + ხასიათი, ამ უკანსაკნელიდანაა გამომდინარე აზროვნებიც მანერაც. იმჰო.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share