Jump to content
×
×
  • Create New...

სავალდებულო გაწვევა და დასავლური სტანდარტები


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Moor said:

გვავიწყდება რომ არცერთი რეჟიმი არ იყო იზოლირებული გარესამყაროსგან და მათ წარმატებას განსაზღვრავდა კონტექსტი და ინტერესებში ჩაჯდომა

ზუსტად ამას ვგულისხმობდი ამ თემაში ჩემს პირველსავე პოსტში.

სოციალური სამართლიანობა არის აბსტრაქტული ცნება, რომლის ინტერპრეტირება შეიძლება უამრავნაირად და ეს ინტეპრეტაციები დამოკიდებული კონტექსტზე, გარემოზე, შეფუთვაზე და რაც ყველაზე მთავარია კონკრეტული ადამიანთა ჯგუფის ა ღ ქ მ ა ზ ე.

მაგალითად, სოციალური სამართლიანობა ნორვეგიელისთვის არის აბსოლუტურად განსხვავებული საკითხი, ვიდრე იტალიელისთვის. მეტიც, თვით იტალიაშიც კი განსხვავებულია, ის ერთია მილანელისთვის და მეორე ნეაპოლელისთვის. ამიტომ ეს არ შეიძლება აპრიორი იქნას აღებული როგორც წარმატების ფორმულა ნებისმიერი საკითხისთვის, მათ შორის სამხედრო/მობილიზაციის საკითხისთვის.

ცალკე თემაა რომ ამ კონკრეტული საკითხის განხილვისთვის ისრაელის მაგალითად აღება აბსოლუტურად არარელევანტურია, რადგან დღევანდელი ისრაელის სახ-ფო ჩანასახშივე განსხვავდება სხვა, დიდი ხნის ისტორიის მქონე სახ-ებისგან. მეტიც, აშშ-ს აღებაც კი არ გამოგვადგება მაგალითად. თუ მაინცდამაინც, გვინდა რომ სამხედრო/სამობილიზაციო საკითხისთვის მაგალითად რომელიმე სახ-ფო ავიღოთ, ეს უნდა იყოს რომელი ძველი ევროპული/ევრაზიული და/ან არაბული სახელმწიფო (მაგრამ არა ნებისმიერი). რატომ? იმიტომ რომ ესენი არიან დღეს არსებული ცივილიზაციის ჩანასახებთან, რაც თავის მხრივ ნიშნავს რომ ის კულტურული პარადიგმები, რომლებიც წარმოადგენს ამ ცივილიზაციის ფუძემდებლურ პრინციპებს ამ ერების ცნობიერებაშია დალექილი ისე რომ მათ "ამოლექვა" ფაქტიურად შეუძლებელია. 

სამხედრო/სამობილიზაციო თემა ამ კულტურული პარადიგმების ნაწილია მხოლოდ და მისდამი მიდგომა/დამოკიდებულება განისაზღვრება ამავე კულტურული ჩარჩოების ფარგლებში. ვეიმარის რესპუბლიკა იყო სოციალური არასამართლიანობის ნიმუში სენიორ, მაგრამ ამავე რესპუბლიკაში შეიქმნა უზადო სამხედრო მანქანა, არა? მარტალია ბოროტი, მაგრამ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა. ამ სამხედრო მანქანის შექმნის მიზეზები კი ზემოთნახსენებ ფუძემდებლურ კულტურულ ჩარჩოებში უნდა ვეძებოთ, ისევე როგორც გაუბედურებულ ბაყაყლენდში კიდევ ერთი უზადო სამხედრო მანქანის შექმნის მიზეზები ტანმოკლე ფაშათ-ფაშას დროს.

 

იმჰო.

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Seth said:

ვეიმარის რესპუბლიკა იყო სოციალური არასამართლიანობის ნიმუში სენიორ, მაგრამ ამავე რესპუბლიკაში შეიქმნა უზადო სამხედრო მანქანა, არა? 

სენიორ აქ ორ სხვადასხვა შეუსაბამო რაღაცას აერთაინებთ იმჰო

კვალიფიციური ვერმახტის ოფიცრები დიახ შეიქმნენ ვეიმარის რესპუბლიკაში, მაგრამ სამობილიზაციო რესურსები (და სწორედ ამ ასპექტს ვუკავშირებთ სოციალურ სამართლიანობას და არანაირ სხვას) შეიქმნა უკვე მესამე რეიხის დროს როცა ხელისუფლებაში იდგა ნაციონალ-სოციალისტური მშრომელთა პარტია.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, York Ge said:

იმისათვის, რომ ეკონომიკური განვითარება შედგეს, საჭიროა,როგორც მინიმუმი, ეკონომიკური საქმიანობის შედეგის დაცვა: რა აზრი აქვს ფულის შენახვას, თუ ნებისმიერი ოხერი მოგპარავს / წაგართმევს? რამდენი წაგვართვეს აფხაზეთში?

ან, როგორ უნდა განვითარდე, თუ ეკონომიკური საზღვრების დაცვა არ შეგიძლია? როგორ უნდა დაიცვა ეკონომიკური ინტერესები, თუ უთანასწორო ურთიერთობებს მოგახვევენ თავს?

როგორ უნდა შედგეს ეკონომიკა პოლიტიკური სტაბილობის გარეშე? როგორ უნდა დამყარდეს პოლიტიკური სტაბილობა, თუ მასში დაინტერესებული არაა ხალხის დიდი უმრავლესობა? რატომ უნდა იყოს ხალხი იმ რეჟიმის სტაბილობაში დაინტერესებული, რომელიც მის ლეგიტიმურ ეკონომიკურ ინტერესს არ იცავს? როგორ მიიღებ ინვესტიციას არასტაბილური პოლიტიკური გარემოს პირობებში?

მეორე მხრივ ამერიკამ ამის გაკეთება მინიმალური სოციალიზმის პირობებშI მოახერხა. აქ ისიც უნდა დავაზუსტოთ რომ ამერიკას გარე სახმელეთო საფრთხე არასდროს ჰქონია 1814 წლის სემდეგ.

ანუ სასამართლო და უსაფრთხოებაა საჭირო.

6 საათის წინ, York Ge said:

ოცდაათი წელი ეცადნენ, ეგ არ მომხდარიყო, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს :)

ეცადნენ კია მაგრამ ტრუმენმა დაიწყო ჯერ კიდევ დახევის პერიოდი.

5 საათის წინ, York Ge said:

იმიტომ, რომ არ ექნება განკარგულებაში ის საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომელთა შექმნაც მხოლოდ სოციალისტებს შეუძლიათ. აი, მას შემდეგ, რაც ასეთი ინსტიტუტები ჩამოყალიბებული და ქმედუნარიანი იქნება, მემარჯვენეებიც შეძლებენ ამას.

საზოგადეობრივი და სახელმწიფო ინსტიტუტებისაგან უკონტროლო კაპიტალიზმი წარმოშობს არა კონკურენციას, არამედ ოლიგოპოლიას, რომელიც საზოგადოებრივი ინსტიტუტების არარსებობისას განიცდის დეგრადაციას კლეპტოკრატიამდე. კლეპტოკრატიული სახელმწიფო კი ბრძოლისუუნაროა.

თუმცა იმავე ამერიკაში როფკავშირები მთლად სოციალისტებსაც არ ჩამოუყალიბებიათ. სოციალისტების უმეტესობა პირიქით დესტრუქციული გახლდათ.

3 საათის წინ, kvipriane said:

სენიორ მურ - კი ბატონო აფხაზეთის ომის დროს ეგვიპტეშიც დადიოდნენ გასარუჯად მაგრამ აგვისტოს ომის დროს ვიღას უნდა ევლო რესტორნებში მთელი თბილისი კახეთში გამოიქცა ??

სენიორ ერთიცაა:

აფხაზეთის ომი იყო ლოკალური ომი. 2008 გლობალური.

ანუ რესტორანშიც შეიძLებოდა დაგცემოდა ბომბი და კახეთშიც.

 

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Instance said:

სენიორ აქ ორ სხვადასხვა შეუსაბამო რაღაცას აერთაინებთ იმჰო

კვალიფიციური ვერმახტის ოფიცრები დიახ შეიქმნენ ვეიმარის რესპუბლიკაში, მაგრამ სამობილიზაციო რესურსები (და სწორედ ამ ასპექტს ვუკავშირებთ სოციალურ სამართლიანობას და არანაირ სხვას) შეიქმნა უკვე მესამე რეიხის დროს როცა ხელისუფლებაში იდგა ნაციონალ-სოციალისტური მშრომელთა პარტია.

ამ ყველაფრის პირდაპირი საფუძველი იყო ვეიმარის რესპუბლიკა და მასში არსებული მდგომარეობა, ხოლო რეალური საფუძველი ის კულტურული წარმოდგენები რაც გააჩნდათ მაშინდელი გერმანიისა და ავსტრიის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს და მათ შორეულ წინაპრებს.

ვერავინ ვერ შექმნის მსგავს სამხედრო მანქანას 1 ან თუნდაც 10 წელიწადში, არაფრიდან. ეს არის შეუძლებელი. იგი იქმნება ან გარედან ან შიგნიდან, მაგრამ ორივე შემთხვევაში იმ კულტურული ბექგრაუნდის ხალხისგან რომელიც ზემოთ აღვწერე. იმჰო.

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Instance said:

მაგრამ სამობილიზაციო რესურსები (და სწორედ ამ ასპექტს ვუკავშირებთ სოციალურ სამართლიანობას და არანაირ სხვას) შეიქმნა უკვე მესამე რეიხის დროს როცა ხელისუფლებაში იდგა ნაციონალ-სოციალისტური მშრომელთა პარტია.

აი ასე აიღეს და 3 წელიწადში შექმნეს ისეთი სამობილიზაციო რესურსები რომელმაც მთელი ევროპა დაიპყრო 1 წელიწადში? :დ ჯოან როულინგის ისტორიებს ჰგავს ეს სენიორ.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
21 minutes წინ, Seth said:

ამ ყველაფრის

ამ ყველაფერში სენიორ რას გულიხმოებთ? ოფიცერთა მომზადების დონეს თუ გერმენელი რიგოთების მოტივაციას ეომათ?

თუ პირველ მაშინ დიახ

21 minutes წინ, Seth said:

ამ ყველაფრის პირდაპირი საფუძველი იყო ვეიმარის რესპუბლიკა და მასში არსებული მდგომარეობა

ეს დებულება სწორია, მაგრამ თუ მეორე ნაწილს გულისხმობთ ვაიმარის რესპუბლიკა თავისი სოციალური უთანასწორობით ვერ აომებდა ამდენ სამხედროს.

ხოლო მესამე რეიხი კი იმ დროინდელი გერმნაელის აღქმებს სოციალური სამართლიანობის შესახებ შეესაბამაებოდა.

17 minutes წინ, Seth said:

აი ასე აიღეს და 3 წელიწადში შექმნეს ისეთი სამობილიზაციო რესურსები რომელმაც მთელი ევროპა დაიპყრო 1 წელიწადში? :

სენიორ ოფიცრები ვის მომზადებასაც სკოლა უნდა და დიდი დრო ეს ჰყავდათ ვაიმარის რესპუბლიკის დროსაც. ხოლო  ჯარისკაცის მომზადებას 3 წელი რად სჭირდება? 

აქ ჩვენ ხომ სოციალურ სამართლიანობას არ ვუკავშრებთ გერმანელი ოფიცრების კვალიფიკაციას, არამედ მოქალაქეების მზადყოფნას რომ გამოცხადნენ კომისარიატში და იომონ.

პ.ს ეს 3 წელი საიდან დათვალეთ?

Edited by Instance
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Instance said:

ამ ყველაფერში სენიორ რას გულიხმოებთ? ოფიცერთა მომზადების დონეს თუ გერმენელი რიგოთების მოტივაციას ეომათ?

2-ვეს

1 minute წინ, Instance said:

ეს დებულება სწორია, მაგრამ თუ მეორე ნაწილს გულისხმობთ ვაიმარის რესპუბლიკა თავისი სოციალური უთანასწორობით ვერ აომებდა ამდენ სამხედროს.

ხოლო მესამე რეიხი კი იმ დროინდელი გერმნაელის აღქმებს სოციალური სამართლიანობის შესახებ შეესაბამაებოდა.

ანუ ა ღ ქ მ ა ზ ე ა ლაპარაკი? აბა რაღა საჭიროა 63 გვერდი? :დ თუ ეს ასეა რაც დაწერეთ (აღქმები) ეს ნიშნავს რომ არანაირი სოციალური თანასწორობის პრინციპი არ არსებობს და ამ პრინციპის განზოგადება სხვადასხვა ქვეყნების მაგალითებზე უბრალოდ შეუძ₾ებელია. მაგრამ ეჭვი მაქვს ეს უბრალოდ სიტყვადაა გამოყენებული ამიტომ განვაგრძოთ.

5 minutes წინ, Instance said:

არამედ მოქალაქეების მზადყოფნას რომ გამოცხადნენ კომისარიატში და იომონ.

:დ

რომელი სოციალური სამართლიანობის (ვოთევარ ით მინზ :დ) შეთავაზება განახორციელა ან ალოიზოვიჩმა და ან ტანმოკლემ? შეგიძლიათ კონკრეტულად დაწეროთ რა სოცილაური თანასწორობა დაამყარა ალოიზოვიჩმა ასეთი რომლის გამოც გერმანელი საომრად წავიდა?

ან მითუმეტეს ტანმოკლემ, მაშინ როდესაც ბაყაყლენდი მისი მმართველობის პირველ 5 წელიწადში (მინიმუმ) სოციალური უთანასწორობის პიკში იყო ყველანაირი გაგებით.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ისეთი ერები როგორებიცაა გერმანია/ავსტრია/საფრანგეთი/ბრიტანეთი როდესაც საჭირო იქნება ყოველთვის დადგებიან დროშის ქვეშ. რატომ? იმიტომ რომ მთელი მათი რეალური ისტორია, თვითმყოფადობა, ცნობიერება ამას უზრუნველყოფს. 

მაგრამ ეს თავისთავად ვერ მოხდება ამას სჭირდება ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთში არსებული სწორი მენეჯმენტი რომელიც ამას უზრუნველყოფს და კალაპოტში ჩასვამს. ეს გააკეთა ტანმოკლემ თავის დროზე რომელმაც "მეღდის" ძახილით სიკვდილზე წაიყვანა გაღლეტილი და გაუბედურებული ფრანგები. არ დაგავიწყდეთ რომ ეს ის ტანმოკლეა რომელმაც ჯერ ერთი არმია გაწირა სასიკვდილოდ ეგვიპტეში, მერე მეორე დაღუპა ლოთლენდში, მერე მესამე გაანადგურა ვატერლოოში და ამ ყველაფრის მერე მეორედ დაბრუნდა ელბადან, საერთოდ უომრად შევიდა პარიზში. და თქვენ მეუბნებით რომ ამ ფეილების შემდეგ პარიზში მეორეჯერ დასვეს და უზარმაზარი არმია შეუკრიბეს სოციალური თანასწორობის შეთავაზების გამო? :დ

საბჭოეთი უკვე ბერლინში იყო, გერმანელი კი გაუბედურებული, მაგრამ მაინც დროშის ქვეშ იდგა. ფრანგებმა მათი ეკონომიურად წელში გამწყვეტი და დამარცხებული იმპერატორი ხელში აყვანილი შეაბრძანეს პარიზში, როდესაც ნებისმიერ მოაზროვნეს ესმოდა რომ ეს საფრანგეთისთვის მხოლოდ უბედურების მომტანი იქნებოდა. 

Edited by Seth
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   370 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 370 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(5)