Jump to content
×
×
  • Create New...

სავალდებულო გაწვევა და დასავლური სტანდარტები


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
11 minutes წინ, Eric said:

სად ომობს?

უკრაინაში.

11 minutes წინ, Eric said:

შიდა ქართლში ეს "იომა" რა რამე განსაკუთრებულს ნიშნავს ფიქრობ?

ისევ იგივე მეორდება მომაწერთ რაღაც დებილურ აზრს რომელიც არც პირადპირ და არც ირიბად არ მითქვამს და მერე იმ აზრს ამარცხებთ.

სადმა ვთქვი ღიად ან ირიბად რომ.განსაკუთრებულად კარგად უნდა მოვექცეთ?

ასე ჩემს არ თქმულ ფრაზების რიცხვს თუ კიდევ მიაწერთ რამეს კიდევ მოიგებთ თუ ეს რამეს გაძლევთ.

თერმომეტრი თუ არასწორ ტემპერატურას გაჩვენებდათ მაგალითად 23 ოვნისს ეს ნიშნავს რომ.თერმომეტრს აქვს პრობლემა და არა ის რომ 23 ივნისს განსაკუთრებულად უნდა მოექცეთ.

11 minutes წინ, Eric said:

აბა ქაცარავას გამო ხალხის მატრიცაა შესაცვლელეიო შენ წერდი)))

ქაცარავა მოვიყვანე მაგალითად რომ მარტიცა არ იძლევა სწორ მოლოდინებს, ამუ ყველა იყო დარწმუმებული რომ არა და ამ დროს კი.

ანუ რამის არასწორ პრედიქციას იწვევს მატრიცა შესაცვლელია. იგივე რომ ყოფილიყო ვინმეზე რომ მთელი ერი შეთანხმდა რომ ეს კაცი იომებს და ეს გაიქცევა აქაც მატრიცააა შესაცლელი. არა იმიტომმრომ ქაცარავას პატივი ვცეთ და ჭიჭიკოს არა, არამედ იმიტომ რომ არასწორ მოლოდინებს ქმნის.

11 minutes წინ, Eric said:

ლეგიტიმაციის პრობლემა ნაცებს კი არა დავით აღმაშენებლს ჰქონდა

სტალინს ჰქონდა და ჩერჩილს

იგივე ნაცებს არ ჰქონდათ პირველი 2 წელი წელი ლეგიტიმაციის პრობლრმა 2006-იდან დაეწყოთ დაუნტრენდი.

 

Edited by Instance
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

აგვისტოს ომამადე ჩასულხართ :)

მთელი ეს დისკუსია კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ შეუძლებელია ერთი რეცეპტის მოძებნა სხვადასხვა სახ-ბისთვის სამხედრო/მასობრივი მობილიზაციის კუთხით. თუ არ ვცდები ადრე სენიორ @Moor -მა დაწერა და გავიმეოროთ - ბევრ რამეს გაააჩნია :დ კოოპერატივის ქონა სულაც არ ნიშნავს რომ კოოპერატივის დირექტორი ომში ან პარტიზანად წავა, ისევე როგორც გაუბედურებულ-გაძვალტყავებული ლუმპენი არ ნიშნავს რომ აუცილებლად სახლში იქნება მხართეძოზე წამოწოლილი ომის დროს...

აფხაზეთის ომში კოოპერატივის დირექტორები და მათი შვილებიც მინახავს და გაუბედურებული ლუმპენებიც, ორივე კატეგორია ნახევარი მაგაზინით ხელში ტალახში დახოხავდა სენიორებო. მეორეს მხრივ, ამავე პერიოდში ეს ორივე კატეგორია თბილისშიც მახსოვს, ერთი დუბაის რეისების დაჯავშნით ხოლო მეორე ფრონტზე გასაგაზავნი რესურსების მოპარვით დაკავებული. 

 

Edited by Seth
Share on other sites

6 minutes წინ, Instance said:

ისევ იგივე მეორდება მომაწერთ რაღაც დებილურ აზრს

ეს ხო თქვენ დაწერეთ?

57 minutes წინ, Instance said:

ოღონდ მაგალითად ქაცარავა როცა პატრურებდა საოკუპაციო ხაზთან იყო მაღალი დაჯერებულობა რომ ეგ კლავიატურის მეომარია, პირველივე შუხერისას გაიქცევა და ა.შ

ოღონდ აღმოჩნდა რომ არაა ესე, ანუ გამოდის რომ საზოგადოებაში არსებული მატრიცა გადახედვას საჭიროებს.

Share on other sites

  • ფორუმელი
18 minutes წინ, Instance said:

და ომის დროს არაცივილიზებული სახელმწიფო სხვანაირად იქცევა?

არაორგანიზებულ სახელმწიფოს ერის რეკვიზიციის მდგომარეობაში ჩაყენების პოლიტიკური ინსტრუმენტები არ გააჩნია.

19 minutes წინ, Instance said:

წილი თუ რაოდენობა?

 

წილი

20 minutes წინ, Instance said:

სად გადის ის ზღვარი სადაც ადამიანი მზადაა იომოს და სად აღარ უღირს?

გრძედისა და განედის მოწოდება საზღვრის კოორდინატების სახით არ შემიძლია.

თუმცა, როგორც ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, ადამიანის ბრძოლისუნარიანობის საუკეთესო მოტივატორი შვილების სიცოცხლისა და მომავლის გადარჩენაა.

21 minutes წინ, Instance said:

ორგანოზების კულტურა

პირველ რიგში.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, Eric said:

ეს ხო თქვენ დაწერეთ?

ხო.

ჩემს ნაწერს და თქვენს მიერ ამ აზრის წაკითხვას შორის არის უფსკრული.

თერმომეტრმა თუ არასწორად გაზომა ტემპერატურა სიტყვაზე 23 ივნისს ეს ნიშნავს რომ თერმომეტრი უნდა შეცვალოთ. აქედან კი სენიორ,  თქვენ დაკსვნა გამოგავთ რომ ვინც თერმომეტრის შეცლას მოითხოვს ის ამბობს 23 ივნისს განსაკუთრებული პატივი ეცითო.

რა შუაშია პატივისცემა?

 

Share on other sites

ონლაინ, Instance said:

ჩემს ნაწერს და თქვენს მიერ ამ აზრის წაკითხვას შორის არის უფსკრული.

:lolz: რა თერმომეტრი რა კლიზმა

უფსკრული არის რეალობას შორის რაც არის და რაც თქვენ გგონიატ

 

ქაცარავა :givi:

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Eric said:

უფსკრული არის რეალობას შორის რაც არის და რაც თქვენ გგონიატ

შესაძლოა, ოღონდ აშკარად ჩანს ის რომ მე არ მგონია ის, რაც თქვენ გგონიათ რომ მე მგობია.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
19 minutes წინ, Seth said:

აგვისტოს ომამადე ჩასულხართ :)

მთელი ეს დისკუსია კიდევ ერთხელ ამტკიცებს რომ შეუძლებელია ერთი რეცეპტის მოძებნა სხვადასხვა სახ-ბისთვის სამხედრო/მასობრივი მობილიზაციის კუთხით. თუ არ ვცდები ადრე სენიორ @Moor -მა დაწერა და გავიმეოროთ - ბევრ რამეს გაააჩნია :დ კოოპერატივის ქონა სულაც არ ნიშნავს რომ კოოპერატივის დირექტორი ომში ან პარტიზანად წავა, ისევე როგორც გაუბედურებულ-გაძვალტყავებული ლუმპენი არ ნიშნავს რომ აუცილებლად სახლში იქნება მხართეძოზე წამოწოლილი ომის დროს...

აფხაზეთის ომში კოოპერატივის დირექტორები და მათი შვილებიც მინახავს და გაუბედურებული ლუმპენებიც, ორივე კატეგორია ნახევარი მაგაზინით ხელში ტალახში დახოხავდა სენიორებო. მეორეს მხრივ, ამავე პერიოდში ეს ორივე კატეგორია თბილისშიც მახსოვს, ერთი დუბაის რეისების დაჯავშნით ხოლო მეორე ფრონტზე გასაგაზავნი რესურსების მოპარვით დაკავებული. 

 

გავაგრძელოთ,

სოციალური მომენტი (და არა აბსტრაქტული სამართლიანობა) რა თქმა უნდა თავის როლს თამაშობს ამ საკითხში. მაგრამ, ვერავინ იტყვის დასაბუთებულად რომ კოოპერატივის ან მამულის ან ქარხნის ფლობა ინდივიდის ომში წასვლას უზრუნველყოფს :) მაქსიმუმ რაც შეიძლება თქვა არის ის რომ ეს შ ე ი ძ ლ ე ბ ა იყოს ერთ-ერთ ფაქტორი ზ ო  გ ი ე რ თ ი ინდივიდის მიერ საკუთარი სიცოცხლის ომში გასაწირად. 

მაგალითი - არაერთი მაგალითი გვაქვს თვალწინ როდესაც პირობითი კოოპერატივების მფლობელები ომში წასვლა კი არა, პირიქით კოლაბორაციონიზმით იყვნენ დაკავებულნი ზუსტად მათი საკუთრების გადარჩენის მოტივაციით. და გვაქვს მეორე მაგალითი როდესაც ლუმპენები პირდაპირ ტყვიაზე მიდიოდნენ. რატომ? რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს აქ არ არის მარტო იმაზე რომ ლუმპენი გამოათაყვანეს "სამშობლო დედის ძუძუი" პროპაგანდით :დ არაერთი ლუმპენი მინახავს რომლისთვისაც ომი და თავის გაწირვა შანსს წარმოადგენდა ლუმპენობიდან თავის დასაღწევად :დ 

ეს ყველაფერი მხოლოდ მაგალითებია, კიდევ უამრავის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ საკმარისია რომ როგორც მინიმუმ, სოციალური მომენტის (და ისევ, არა სამართლიანობის :დ) როლის მნიშვნელობის გამოსარიცხად თუ არა, სერიოზულად შესამცირებლად. 

Edited by Seth
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share