Jump to content
×
×
  • Create New...

მენეჯმენტის საფუძვლები, ანუ


Jimmy
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
6 საათის წინ, Eric said:

მიდის გალერა, შიგ მონები სხედან ნიჩბებთან, ორივე მხარეს, შუაში ერთხ მხარეს თავში უდარნიკზე ზის და უბაგუნებს ბუმ ბუმ ბუუმ, ხოლო თავიდან ბოლოში დადის ვიღაც ტრიკოში ამოკვართული შიშველი მანიაკი დაწნული თმებით და გრძელ მათრახს უტყლაშუნებს აქეთ იქით მონებს რომლებიც გაძვალტყავებულები ნიჩბებზე არიან ჩაფრენილები ზოგს ცხვირიდან პირიდან სისხლი მოსდის ზოგი ვაბშე უკვე მკვდარია ან ცოცხლად მკვდარი

აი ეს ცალსახად მოგონილი დეგენერატიზმია. ასე ვერ იქნებოდა ვერანაირად.

სენიორ - ერთ რამეს დავაკვირდი კიდევ : - გეტყვით აგერ და ნუ დამძრახავთ თუ ვმკრეხელობ ...

კაცო მაგ ტრიკოიან ტიპებზე გამახსენდა და ... - ანტიკურ საბერძნეთზე;  რომის იმპერიაზე და სპარტაკის აჯანყებაზე რომ ფილმებია გადაღებული - მაგ ფილმებში ეს მაშინდელი რომაელი სენატორები ან ათენელი პარლამენტიორები ან მაშინდელი ხალხს მონიან-ბატონიანად თეთრი ჩითის ზეწრები რომ შემოუხვევიათ და დაყიალობენ მათხოვრებივით  - რავა იმ დროში ტანისამოსი არ იკერებოდა - თერძები არ ყავდათ თუ ნემსი და ძაფი არ იცოდნენ ??? რა ერქვა კაცო - ჰო ; განიბალი მთებზე რომ გადავიდა და ნახევარი ჯარი გაეყინა და გაეთოშა როგორაა ეგ ამბავი სენიორ ????

მე ვფიქრობ და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს - რომ მათ დროში ჰავა სხვაგვარი უნდა ყოფილიყო - ზამთარი (ვთქვათ) + 15-ზე დაბლა არ ჩამოდიოდა და +18 იყო საშუალოდ და ისიც სულ რაღაც 2 ან მაქსიმუმ 3 თვე (არც კი ალბათ) - ხოლო ზაფული კარგად მოგეხსენებათ - როგორც სჩანს საკმაოდ ცხელი იქნებოდა

ზემოთ რომ ფილმები ჩამოვწერე  - მაგ ფილმებში შესამოსელი ხომ  გათხრების შედეგად ნაპოვნი ისტორიული საგანძურიდან არის აღებული - აბა შარვალ-კოსტუმს ხომ არ ჩააცმევენ სპარტაკას ან სენატორ გრახკუსს და სხვათ ??? 

მოკლედ რაღაც პროცესი ხდება დედამიწაზე ყოველ 1000 წელიწადში ერთხელ (ან მეტში) და ეს პროცესი ადამიანთა გონებრივ შესაძლებლობებზეც ხომ არ მოქმედებს-თქო ვიფიქრე ??? 

აი ასე მაგალითად : - აცივდა - გაეყინა გონება ... დათბა - გაულღვა :)

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

@Eric @York Ge

რაც შეეხება კართაგენს და რომს იმჰო აქ წესით და რიგით მოქალაქეობის/მიწათმფლობელობის უფლების მიცემაზე უნდა იყოს საუბარი.

წინააღმდეგ შემთხვევაში ბანალურად გაგექცევა სიტუაცია.

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, t-90 said:

რაც შეეხება კართაგენს და რომს იმჰო აქ წესით და რიგით მოქალაქეობის/მიწათმფლობელობის უფლების მიცემაზე უნდა იყოს საუბარი.

წინააღმდეგ შემთხვევაში ბანალურად გაგექცევა სიტუაცია.

რომს ფლოტის შექმნასა და მართვაში მაგნა გრაიკიას ბერძნები ეხმარებოდნენ, რაც შეეხება სახმელეთო არმიას, რომს იქ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა: თითქმის 4 საუკუნე შეინარჩუნა ასობით ათასი თავისუფალი მიწათმოქმედი.

კართაგენის ფლოტისა ცოტა რამ მახსოვს და, თუ დრო მექნა,  გადავხედავ, მაგრამ მისი სახმელეთო არმიების სისუსტე და სიძვირე სწორედ თავისუფალი მიწათმოქმედების ნაკლებობით იყო გამოწვეული.

Share on other sites

Posted (შესწორებული)

"ნერეიდა" დიდი კომპანიის 34 ქვემეხიანი ფრეგატი გახლდათ, ზღვისთვის საშუალო ასაკის ისევე როგორც კარგად აღზრდილი ჯენტლმენი სერიოზული საქმისთვის. თითო ბორტზე 17 ცალი 24 ფუნტიანი ქვემეხით და ამის ნახევარი მცირე კალიბრის ფალკონეტებით.

კომმანდორი ისეთივე იყო როგორიც წიგნებში წაგვიკითხავს ბებერი ზღვის მგელი, ოფიცრები და ეკიპაჟი გამართულად მუშაობდა და კომმანდორის ნებისმიერ ბრძანებას ზუსტად ისევე ასრულებდა როგორც ამოტრიალებულ ქვიშის საათში ქვიშის მარცვლები დასრიალებენ.

კეიპთაუნთან ჰოლანდიელებზე გამარჯვების დროს ნერეიდა გახურებული ბომბავდა მტრის პოზიციებს , დიდი არაფერი , ჩვეუებრივი საქმე საზღვაო ხომალდის, არაფერი განსაკუთრებული მხოლოდ ჰოლანდიელების კაპიტულაციის წინა დღეს საპასუხოდ გამოსროლილმა ყუმბარა მარჯვენა ბორტის მეშვიდე ქვემეხის ღია ლუქში შევარდა და სამი მეზარბაზნე მოკლა. არც ეს იქნებოდა დიდი არაფერი დანაკლისი რომ არა ახალი ბრძანება -

ნერეიდა სასწრაფოდ უნდა გასულიყო გაშლილ ოკეანეში და კეთილი ნების კონცხი - წითელი ზღვის აკვატორიაზე პატრულზე დამგარიყო, არეული დრო იყო, ჰოლანდიელები, ფრანგები, ყველა თავისას ცდილობდა ... და როგორც ჩანს საადმირალომ უკეთ იცოდა, როგორც ყოველთვის.

ეკიპაჟის დანაკლისით ოკეანეში გასვლა კი შარია, იმის მიუხედავად რომ სამი მეზარბაზნე ხომალდის მართვისთვის დიდი არაფერია, საბრძოლო შეტაკების დროს ეს ნიშნავდა რომ ნერეიდა 34 ის მაგივრად 32 ქვემეხს გამოიყენებდა, ესეიგი ერთი ბორტიდან მხოლოდ 15 ს რადგან როგორც წესი ერთი გათვლა ორ ქვემეხს ემსახურებოდა და ეს კიდევ მოცემულ მომენტში რას შეიძლება ნიშნავდეს არავინ იცის, აი უაბშე არავინ და ვერავინ იტყვის რას ნიშნავს და რა შედეგი შეიძლება ამას მოჰყვეს.

ოკეანეში გასვლა კი როცა შესაძლო შედეგები არაა მინიმუმადე გათვლილი დიდი კომპანიის დღის წესრიგში არასოდეს მდგარა ამიტომ იყო დიდი.

ამიტომ კაპიტნის და ოფიცრების მოკლე თათბირზე გადაწყდა მეშვიდა ქვემეხის გადარჩენილი აწ უკვე ორი ქვემეხის მეთაური სკოტი ნაპირზე გადასულიყო და სამი შესაფერისი ადამიანი აერჩია მეიზენბერგთან გამარჯვებული ქვეითებისგან. ამასთან სკოტი იკვეხნიდა ერთ კვირაში უელსელ მეძეხვესაც ვასწავლი ყველაფერს არათუ მე რო ავარჩევ იმათო.

Edited by Luca
Share on other sites

სკოტი ღამით გადავიდა ნაპირზე, ისარგებლა იმით რომ ბრძანება ხელში ჰქონდა და კაპიტანი ნაპირზე იყო, ღამით იმიტომ რომ ბო ქაფში წითელი ფანრების უბანშიც მოასწრო შევლა და ორი ქალი ამოიჩლიავა დილამდე ვისკიც ხუხა, და საჭირო ხალხიც მოძებნა

სამი ჯანიანი ჯეელი აარჩია, რათქმაუნდა კუნთები ფეხები ზურგი და მთლად მთავარი კბილები გაუსინჯა სადოღე ცხენივით ამასთან გვერდით ხალხშიც გამოიკითხა წარსული ვინ სად რანაირად და ბოლოს ოფიცერს მიადგა ბრძანებით, და ამანაც უკმაყოფილიდ მარა დაუდასტურა საიმედობაა და ყველაფერი.

ნუ ეს ჯეელებიც მალევე დათანხმდნენ რადგან კეთილ ბებერ ინგლისში მათი ფლოტში მოხვედრა ფანტასტიკის სფერო იყო ხოლო გასამჯრელო გაცილებით მეტი ვიდრე წითელი მუნდირით აფრიკის ხრიოკებზე ტანტალისას მისცემდნენ თუ რათქმაუნდა მანამდე ვინმე ჰოტენტოტი შუბს არ მისცემდა კბილებში ან რომელიმე თავხედი ჰოლანდიელი მეძროხე თავს არ გაუხვრიტავდა შორიდან.

სამნი იყვნენ და სამივე ჯანიანი და თავხედი მზერით მათ შორის ერთი განსაკუთრებით თავხედი ჩანდა იმიტომ რომ დიდხანს იკითხა კონტრაქტი და ამით სკოტი გააღიზიანა მარა საქმე საქმეა და კონტრაქტი წმინდაზე წმინდა. ბოლოს უილმა (ასე ერქვა თავხედს) თავის ორ მეგობარს მხარუკუღმა გაუღიმა და კონტრაქტს ხელი მოაწერა, დანარჩენებმაც იგივე ქნეს და უკვე მოსაღამებულზე ოთხივე რეიდზე ამაყად მდგარი ნერეიდასკენ მიცურავდნენ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   59 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 56 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • Googlebot(2)