Jump to content
×
×
  • Create New...

კარგი / ცუდი


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, CHAOS said:

შეიძლება ვაბშე სხვა არსება ხარ სადღაც კოსმოსურ ტრანსში. მოკვდები აქ რილოუდს გააკეთებ უახლოესი სეივიდან, ან ვაბშე სხვა თამაშს მოქოქავ, ჟირაფს ითამაშებ მაგალითად აფრიკაში. :]

აქ მოთამაშესა და პერსონაჟს შორის განსხვავება უკვე აშკარაა. ზემოთ ისინი იდენტურნი იყვნენ.
ნებისმიერ თამაშში ამ თამაშის ფუნქციებითა და კლასებით ხარ შეზღუდული. როგორ გინდა, მათი დახმარებით ის აღწერო, რაც მათ მიღმაა?

რაც მიღმიერია, ის გამოუთქმელი არარაა. 
  
 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

6 საათის წინ, Alfred Albion said:

აქ მოთამაშესა და პერსონაჟს შორის განსხვავება უკვე აშკარაა. ზემოთ ისინი იდენტურნი იყვნენ.

რა არის აქ გაუგებარი სქინი/გვამი მეორეხარისხოვანია. შენ და იმ რაღაც არსებას რომელიც მიმდინარე მომენტში შეიძლება შენი სკინით თამაშობდეს საერთო გაქვთ ის რაც ამ ხსენებულ სკინს სიცოცხლეს აძლევს. ზემოთ რომ ვახსენე ადვაიტა ვედანტა მაგ სწავლების მიხედვით სამყარი სინგლ პლეერია, ასეთი იგროკი მარტო ერთია. არი სხვა თეორიებიც მულტიპლეერის ანალოგი.

7 საათის წინ, Alfred Albion said:

ნებისმიერ თამაშში ამ თამაშის ფუნქციებითა და კლასებით ხარ შეზღუდული. როგორ გინდა, მათი დახმარებით ის აღწერო, რაც მათ მიღმაა?

შეიძლება აღწერო, შეიძლება ვერ აღწერო ეს სხვა საკითხია. არის ჰიპერ რეალისტური თამაშები. მთავარი აქ აღწერა კი არა ასეთი რასკლადის შესაძლებლობის პრინციპია.

7 საათის წინ, Alfred Albion said:

რაც მიღმიერია, ის გამოუთქმელი არარაა.

ეგ იმათ არ უთხრა ლოგოსზე რომ ბოდავენ. თუ მიხვდნენ რას ამბობ ეწყინებათ :]

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
On 1/31/2022 at 8:35 AM, CHAOS said:

რა არის აქ გაუგებარი სქინი/გვამი მეორეხარისხოვანია.

გასაგებია ყველაფერი. უმთავრესზე ვეთანხმებით კიდეც ერთმანეთს. :) 
სწორედ იმიტომ, რომ ეს სქინები და თამაშებიც მთლიანად მეორეხარისხოვანი და შემთხვევეთია, თამაშის ფარგლებში არავითარი ცნება და კატეგორია აღარ გვრჩება ისეთი, რაც იმ მიღმიერის არსს გამოხატავს. თვით "არსი"-ც ერთობ გაუგებარი ტერმინი იქნება ამისთვის. ამიტომ რჩება მხოლოდ არარა.
რასაც შენ კოსმოსურ ტრანსში მყოფ არსებას უწოდებ, ჩემთვის ის არარაა.

On 1/31/2022 at 8:35 AM, CHAOS said:

მაგ სწავლების მიხედვით სამყარი სინგლ პლეერია

გეიმერი ღმერთის იდეა არ მხიბლავს დიდად. ვაშა სულების ანარქიას! :) 

ჩვენი გრძნობადი სამყარო და ლოგიკა (მათემატიკური განსაკუთრებით :) ) პლურალისტურია, მაგრამ გონების განსაზღვრებათა ზემოთ აღნიშნული მეორეხარისხოვნება და შემთხვევითობა ტრანსცენდენტურ პლურალიზმს მოითხოვს - მხოლოდ ადამიანი კი არ უნდა გაასულიერონ იმ მიღმიერებმა, არამედ უმცირესი ნივთიც კი მათ უნდა გაანივთონ და განასხვავონ ერთმანეთისგან. 

ვგონებ, გონივრულთან ერთად ირაციონალურის არსებობაც აუცილებელია საჭვრეტად და საწვდომად. :) 

ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ზეცად და ქვეყნად,
რაც ფილოსოფოსთ სიზმრად არც კი მოლანდებიათ. <3 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი
On 1/30/2022 at 6:04 PM, Alfred Albion said:

მე ვიტყოდი, რომ თვითშემეცნება ყველაზე საზარელი რამაა (დასაწყისში მაინც), რადგან იგი უსაშინლეს ჭეშმარიტებას მამცნობს:
მე ვიცი, რომ მოვკვდები, რომ ჩემი არსებობა სასრულია.
ამის შემდეგ ყველაფერი აზრს კარგავს.
ამის საპირისპიროდ ვერანაირი აზრი ვერ მანუგეშებს.

მე მოვკვდები, ჩემს შემდეგ კი სამყარო განაგრძობს არსებობას, გრძელდება არსებობა კონკრეტულისა და არსებობა თავისთავად, ყველაფერი გრძელდება, ამ ყველაფრიდან კი არც ერთი არ იქნება ისეთი, რისი იგივურიც მე ვიქნები. სწორედ ამიტომაა ჩემი არსებობა სასრული.
ესე იგ ჩემი თვითობა უსასრულოდ ნეგატიურია და ამიტომ იგი არარაა!

თვითშემეცნება ამ არარაობის შემეცნებაა. ამის შემდეგ სიცოხლეც უაზროა და სიკვდილიც.
კარგია არარა! 

დაივიწყეთ ეს, გადააგდეთ წიგნი (ფილოსოფიური წიგნი ყველა შემთხვევაში)... ველური ინსტინქტები (ჰომო საპიენსის) ინ ექშენ, ბოლომდე. სადამდეც შეგიძლია. ქმედებებს შორის კონკურენციაა, რეალური თუ წარმოსახვითი არ აქვს მნიშვნელობა, რაც გვანთავისუფლებს (ან ილუზიას ქმნის რომ გვანთავისუფლებს) ყველანაირი გაგებით.

 

#გადააგდეწიგნი

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
53 minutes წინ, Seth said:

ველური ინსტინქტები (ჰომო საპიენსის) ინ ექშენ, ბოლომდე.

თვითგადარჩენა? 

გუშინ ვუყურებდი პოსტაპოკალიფტურ სერიალს Walking Dead. მთავარი გმირი ამბობს ერთგან, რომ თვითგადარჩენა წმინდა მათემატიკაა - ამდენი საწვავი, ამდენი საკვები, ამდენი ტყვია... მაგრამ ამ მათემატიკური და მექანიკური ჭეშმარიტებების საწინააღმდეგოდ მაინც სრულიად ადამიანურად იქცევა, თავს საფრთხეში იგდებს და მიდის პატარა გოგოს მოსაძებნად და გადასარჩენად მიუხედავად იმისა, რომ არავითარი გონივრული საფუძველი არ გააჩნია წარმატებისთვის.

მიყვარს მათემატიკა, მაგრამ არ მგონია, რომ რიცხვებით ყველაფრის გამოსახვა შეიძლება.
არასდროს არ ვყოფილვარ რაციონალური არსება - რაც თავი მახსოვს, სიგიჟისა და სიკვდილის ზღვარზე ვარსებობ :) 

53 minutes წინ, Seth said:

#გადააგდეწიგნი

+1 mad.gif.990135fd8eab5ec626674b0b3a708e79.gif

@Sylarდავიწყე. ერთი ამოსუნთქვით ვუყურე სამ სეზონს. :) 
ყველაფერი თავის ადგილზეა, მხოლოდ ლორის სიკვდილი გამიტყდა ძალიან. :user:

Edited by Alfred Albion
Share on other sites

  • ფორუმელი

@Alfred Albion მე მაგრად მაღიზიანებდა ლორაჩკა.

შეინი მევასებოდა, თავისი სინაბოზრის მიუხედავად :D

გუბერნატორი გაიჩითა?

Angels lie to keep control.

Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Alfred Albion said:

თვითგადარჩენა

არა სენიორ. დომინაცია. ყველგან და ყველაფერში სადაც შესაძლებელია.

 

6 საათის წინ, Alfred Albion said:

მიყვარს მათემატიკა, მაგრამ არ მგონია, რომ რიცხვებით ყველაფრის გამოსახვა შეიძლება

რასაც რიცხვებით ვერ გამოსახავ სენიორ ის არ არსებობს და ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია. სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, ამპარტავნება, სიძულვილი და ა.შ.

ხოლო რაც წარმოსახვის ნაწილია ის შეიძლება ყოველდღე შეიცვალოს. და თუ ყოველდღე შეიძლება შეიცვალოს მაშინ ის არ გამოდგება საყრდენად/საფუძვლად არაფერში. 

მხოლოდ ციფრები გვაძლევს მყარ ფუნდამენტს სენიორ. მართალია ნაცრისფერ, სასტიკ, ყველაფრისგან დაცლილს (ზოგიერთი ამაში სრულყოფილებას ხედავს) მაგრამ მაინც მყარ ფუნდამენტს. 

იმჰო.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   47 all people including: 0 წევრი, 1 ანონიმური, 46 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(3)