Jump to content
×
×
  • Create New...

კარგი / ცუდი


Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
12 minutes წინ, Eric said:

სენიორ როგორ ფიქრობთ ბარონ ცედლიცს ან ლორენცოს რა უფრო მეტად აინტერესებდათ ყოფიერება თუ ძალაუფლება?

რა თქმა უნდა, ძალაუფლება, მაგრამ ყოფიერების შემეცნება ხელს კი არ უშლის ძალაუფლებისთვის ბრძოლას, არამედ პირიქით.
დიდი ძალაა მრავალმხრივი ცოდნა, ცოდნა ფიზიკისა(ნატურალფილოსოფია),  ლოგიკისა(ლოგიკის მეცნიერება ფილოსოფიის უშინაგანესი საგანია. მას სწორედ არისტოტელემ დაუდო სათავე) და ა.შ.
ფილოსოფია სულის გაკაჟებაშიც ეხმარება ადამიანს.
ასეთი მტაცებელი ბევრად უფრო საშიში, ძლიერი და დაუნდობელია.

12 minutes წინ, Eric said:

არადა ფილოსოფიის იდეა ხომ გონის თავისუფლებაა ბოლოს და ბოლოს?

ფილოსოფია ერთიანი, ჰომოგენური მეცნიერება არ არის. მასში მრავალი ურთიეთსაწინააღმდეგო მიმდინარეობა და იდეაა.
მაგალითად ზემოთ ხსენებულ ნიცშეს ფილოსოფიაში მთავარი იდეა სწორედ ძალაუფლებაა, ნება ძალაუფლებისა. :) 

 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

11 minutes წინ, ASIA said:

პოლიტიკაში პოსტავდა ერთი - ძალიან გავხართ წერის მანერით!

დავინტრიგდი. თუ გაიხსენებთ ნიკს მომწერეთ plz.

11 minutes წინ, ASIA said:

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ის ხართ!

NAVARA-თი ვპოსტავ იქით.

9 minutes წინ, kvipriane said:

განღმრთობა ნიშნავს შემომქმედისადმი მიმსგავსებას, რის შემდეგაც სხვა დანარჩენ სიკეთესთან ერთად ადამიანს ეძლევა უკვდავება ქრისტეს მზგავსად 

უკვდავება გავიგე. გასაგები დარჩა შემდეგი - ტრანსფორმირდება თუ არა ადამიანი ღმერთად.

Share on other sites

ონლაინ, Alfred Albion said:

ასეთი მტაცებელი ბევრად უფრო საშიში, ძლიერი და დაუნდობელია.

მე ამას არ უარვყოფ)))

 

1 minute წინ, Alfred Albion said:

მაგალითად ზემოთ ხსენებულ ნიცშეს ფილოსოფიაში მთავარი იდეა სწორედ ძალაუფლებაა, ნება ძალაუფლებისა

)) რათქმაუნდა.

 

ფილოსოფია ეს არის ოპერაციული სისტემა , იღებ ფილოსოფიას იღებ ოპერაცულ სისტემას

ოპერაციული სისტემის უპირველესი არსი არის მართვა და არა რაობის გარკვევა და ყოფიერებაში ჩაწვდომა.

 

კანტი საჭირო იყო პრუსიისთვის და მივიღეთ კანტი.

ნიცშე საჭირო იყო ერთიანი გერმანიისთვის და მივიღეთ.

მამარდაშვილი საჭირო იყო საბჭოთა კავშირისთვის და მივიღეთ მამარდაშვილი.

 

რა შუაშია ეხლა პრუსია გერმანია და საბჭოთა კავშირი ყოფიერებასთან და რაობასთან?

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Alfred Albion რა cute-ობაა ღამის ორზე ნიცშეს რო გახსოვთ.

8 minutes წინ, Alfred Albion said:

ფილოსოფია სულის გაკაჟებაშიც ეხმარება ადამიანს.

ეჰ, მეც ეგრე მეგონა, მაგრამ ფილოსოფიური ანთროპოლოგია რომ გავიარე პირველ კურსზე ნიჰილიზმში გადავვარდდი))

მაქს. ეპისტომოლოგიით გაკაჟდე.

Share on other sites

  • ფორუმელი

არც თუ ისე დიდი ხნის ევროპელები თითქმის ყოველგვარ მეცნიერებას ფილოსოფიას ეძახდნენ. დღესაც არსებობს უმაღლესი აკადემიური ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი (PhD).
ფილოსოფოსები იყვნენ მაგალითად, ისააკ ნიუტონი და ჯორჯ ბული, რომლის შრომებსაც გამოთვლით ტექნიკას ვუმადლით.

Share on other sites

3 minutes წინ, Alfred Albion said:

არც თუ ისე დიდი ხნის ევროპელები თითქმის ყოველგვარ მეცნიერებას ფილოსოფიას ეძახდნენ. დღესაც არსებობს უმაღლესი აკადემიური ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი (PhD).
ფილოსოფოსები იყვნენ მაგალითად, ისააკ ნიუტონი და ჯორჯ ბული, რომლის შრომებსაც გამოთვლით ტექნიკას ვუმადლით.

ვახ, ამას ან საერთოდ ფილოსოფიის მნიშვნელობას არავინ უარყოფს.

საბოლოო დანიშნულებაზე ვდავობთ)

 

Share on other sites

  • ფორუმელი
59 minutes წინ, kvipriane said:

თუ კი 25 დეკემბერს დაიბადა, თუკი ჩასახვა ისე მოხდა როგორადაც ფაქტიურად სრულად არის აღწერილი და თუკი 12 მოციქული ყავდა ქრისტეს, - რადგან რომელიღაც წარმართულ თქმულებაში ასე წერია რეალობა უნდა დაემალათ მხოლოდ იმისათვის რომ მზგავსება აეცილებინათ თავისად ???

რა თქმა უნდა არ უნდა დაემალათ სენიორ.

თუმცა ა) ზუსტად ვიცით რომ ეგრე იყო? ფაქტებით ანუ

და 

ბ) ზედმეტად ბევრი დამთხვევა ხომ არაა?

43 minutes წინ, Alfred Albion said:
  Reveal hidden contents

800px-%22The_School_of_Athens%22_by_Raff


ეს დიდებული ჯენტლმენების კლუბია, მილორდ და არა პედაგოგების კრება. :)   

მარქსი და ენგელსი სენიორ მე-19 და მე-20 საუკუნის ეგეთივე ტიპები იყვნენ, არა? 

აღნიშნეს უკვე აქ, აქ არაა დავა იმაზე რომ ფილოსოფია და ეს პატივცემულები არ ვარგა. დანიშნულებაზეა ლაპარაკი.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share