Jump to content
×
×
  • Create New...

კარგი / ცუდი


Recommended Posts

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

ანუ ქრისტე საერთოდ არ დაბადებულა თუ როგორ ?

მე არ ვიცი სენიორ. თქვენ? 

იესოს როგორც ძე ღვთისას (იმგვარად როგორც აღწერილია) დაბადების წყარო რა გვაქვს? 

გვაქვს იესოს როგორც ისრაელის ტახტის მემკვიდრის დაბადების ისტორია, მონათხრობი ესენების სექტის მიერ. ერთადერთი წყარო (ისიც გადაუმოწმებელი და შესაბამისად მთლად სანდო არაა). და ეს წყარო აბსოლუტურად არაფერს ამბობს ქრისტიანობასა და ახალ რელიგიაზე ამ კონტექსტში და ცალსახად პოლიტიკურია.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
45 minutes წინ, Seth said:

ძალიან კარგი. მე პირადად ამაზე არასდროს ვდავობ პატივცემულო. ყველა და ყველანაირ რწმენას პატივს ვცემ და მიმაჩნია რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა სწამდეს ვინც და რაც მიაჩნია საჭიროდ.

შემჩნეული მაქვს სენიორ!:yes:

მეც ასე ვუდგები ზუსტად ამ საკითხს!

 

ჩემი სარწმუნოებიდან გამომდინარე  - ადამიანი წამოვიდა სამოთხიდან და მიუხედავად სამოთხის დატოვებისა, ბუნებით ჯერ კიდევ შეეძლო ღმერთთან ურთიერთობა   >   ადამიანის ბუნება თანათან დაზიანდა ცოდვების ანუ მუტაციების გამოისობით თანდათან დაშორდა შემოქმედს, ბოლოს საერთოდ გაწყდა კავშირი გარდა ზოგიერთი წარმომადგენლისა > ბუნებადაზიანებული ადამიანის ბუნებაში რჩება შემოქმედისკენ  ანუ სრულყოფილებისაკენ სწრაფვა, მაგრამ დაზიანებული ბუნებით დაბინდული გონება ვეღარ აცნობიერებს შემოქმედს სრულყოფილად, თუმცა მოთხოვნილება აქვს და სწორედ აქ იწყება პირველი წარმართული  კერპების  შექმნის აუცილებლობა  >  ცოდვებით გამოწვეული გონებადაბინდულობა  გადაეცემა  შთამომავალთაც ანუ გენეტიკური გადანაწილება, თუმცა ჯერ კიდევ სადღაც სადღაც ვლინდება ღვთის შვილებიც >  ბოლოს საქმე ისე წავიდა ერთი აბრაამიღა იყო ჭეშმარიტი მჭვრეტელი  და მოსეს მიეცა მცნებები ანუ ძველი აღთქმა >  ისევ ყველაფერი ავურიეთ ადამიანებმა და მოგვევლინა მხსნელი!

 

ბიბლიის მთელი არსი ადამიანების გამოსწორებაშია თან სამოტხიდან გამოსვლისთანავე, თუმცაღა უფროდაუფრო ვიძირებით ... რთულია! გარემო დამთრგუნველია და თვალი მაცდური! 

 

 

 

 

Edited by ASIA
Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

მე არ ვიცი სენიორ. თქვენ? 

იესოს როგორც ძე ღვთისას (იმგვარად როგორც აღწერილია) დაბადების წყარო რა გვაქვს? 

გვაქვს იესოს როგორც ისრაელის ტახტის მემკვიდრის დაბადების ისტორია, მონათხრობი ესენების სექტის მიერ. ერთადერთი წყარო (ისიც გადაუმოწმებელი და შესაბამისად მთლად სანდო არაა). და ეს წყარო აბსოლუტურად არაფერს ამბობს ქრისტიანობასა და ახალ რელიგიაზე ამ კონტექსტში და ცალსახად პოლიტიკურია.

მუსიე სეტ, სახარებაში მოყვანილი მრავალი ადამიანია იმის შემსწრე, რომ ასეთი ძე დაიბადა. პლიუს ამას, აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს მოგვებმა, პლიუს ამას , აღნიშნული ძის მირქმა ,  ნათლობა, მოციქულები, იუდეველ-ებრაელ-სამარიტელები ხედავდნენ, მისი ცხოვრება აღწერილია პირველი პირებისგან, ერთ-ერთი მთავარი პერსონა ნიკოდიმოსი, რომელიც მართლაც ცხოვრობდა იმ პერიოდში დადასტურებულად ვიცით, მისი და ქრისტეს გენიალური საუბარი, და ყველაზე მთავარი მისი ჯვარცმა და  აღდგომა , - და ეს ყოველივე აღწერილია მისი თანამედროვეების მიერ , თუნდაც მხოლოდ იოანე მოციქულს რომ დაეწერა არ იქნებოდა საკმარისი რაც მას უწერია ??? 

მეტი რაღა დამადასტურებელია საჭირო ???

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, kvipriane said:

სახარებაში მოყვანილი მრავალი ადამიანია

სენიორ, გარდა სახარებისა, თანამედროვეობის სხვა რომელიმე თუნდაც ერთი წყარო არსებობს რომელიც დაახლოებით მაინც იგივეს ამბობდეს?

Share on other sites

21 minutes წინ, Seth said:

სენიორ, გარდა სახარებისა, თანამედროვეობის სხვა რომელიმე თუნდაც ერთი წყარო არსებობს რომელიც დაახლოებით მაინც იგივეს ამბობდეს?

 მით უკეთესი, თუ არც არსებობს . . . სულ არ არის საჭირო ვინმემ დოკუმენტურად მიწიერ ამბად აგვიწეროს სრულიად გამაოგნებელი და შემზარავი (შემზარავიც კი) მოვლენა!

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Seth said:

სენიორ, გარდა სახარებისა, თანამედროვეობის სხვა რომელიმე თუნდაც ერთი წყარო არსებობს რომელიც დაახლოებით მაინც იგივეს ამბობდეს?

რომელ თანამედროვეობის წყაროს გულისხმობთ ? 

ქრისტეს ჯვარცმა - აღდგომის შემდეგ უამრავი ადამიანი გახდა მისი მიმდევარი რაც იხილეს იმის გამო

კატაკომბებში ნაპოვნი არიან პირველი ქრისტიანები

მოციქულები, რომლებმაც უდიდესი გზები გაიარეს ქადაგებაში, ტყუილი რომ ყოფილიყო განა ამდენ ენერგიას ჩააქსოვდნენ და იმოგზაურებდნენ ტყუილი ღმერთის სახელით ???

არსებობს იმ ადამიანთა ისტორიული მონაცემები რომლებმაც ქრისტე იხილეს ამა თუ იმ დროს და თავი დადეს მისთვის, ასეთებია უკლებლივ ყველა მოციქული, 70-თაგანნი, მათი მოწაფეები, - ჯერ მარტო ეგნატე ღმერთშემოსილის ისტორია კმარა, შემდეგ ავიღოთ ნერონი და მისი ბრძოლა ქრისტიანებთან, ამ მასშტაბით ტყუილ-ღმერთზე თავს ვინ დადებდა მუსიე სეტ ??? მე 2-3 კაცს არ ვიცნობ ვინც ჭეშმარიტ ღმერთზე დადებს თავს და ტყუილ-ღმერთზე რომ დადებენ თავს და სიცოცხლეს შესწირავენ უფას-პატიოდ ისეთი კაცები სად იპოვნეს ამ "მაკვარანცხმა" (მაპატიოს უფალმა !!!) ქრისტიანებმა ??? ;) 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, kvipriane said:

არსებობს იმ ადამიანთა ისტორიული მონაცემები რომლებმაც ქრისტე იხილეს ამა თუ იმ დროს

ძალიან კარგი.

შეგიძლიათ მიმითითოთ ერთი წყარო მაინც სადაც კონკრეტულმა ადამიანმა (ნებისმიერმა) ნახა ქრისტე? ოღონდ 3 და 5 საუკუნის შემდეგ წყარო არა, კონკრეტულად ქრისტეს თანამედროვე წყარო.

1 საათის წინ, kvipriane said:

კატაკომბებში ნაპოვნი არიან პირველი ქრისტიანები

დიახ არიან.

1 საათის წინ, kvipriane said:

მოციქულები, რომლებმაც უდიდესი გზები გაიარეს ქადაგებაში

დიახ გაიარეს, ყოველ შემთხვევაში ნაწილმა დანამდვილებით გაიარა და იქადაგა და გაავრცელა ახალი რელიგია. და? ეს რამეს ამტკიცებს? 

 

1 საათის წინ, kvipriane said:

შემდეგ ავიღოთ ნერონი და მისი ბრძოლა ქრისტიანებთან, ამ მასშტაბით ტყუილ-ღმერთზე თავს ვინ დადებდა მუსიე სეტ ?

ნერონი რა კავშირშია იესოს დაბადება-არდაბადებასთან სენიორ? ნერონი რამენაირად ადასტურებს კონკრეტულად ქრისტეს დაბადება/არსებობას?

 

და ბოლოს რატომ უწოდებთ ტყუილ ღმერთს? :დ ე.ი. ნიკეაში ტიპებმა რაც დაწერეს, ისე თუ არ არის სინამდვილეში, ე.ი. იესო ტყუილი ღმერთი გამოდის? :დ სხვანაირად რომ ვთქვათ ნიკეას ტიპებზეა დამოკიდებული ღმერთის მართალ-მტყუანობა? 

მართლა მიკვირს სენიორ, ქრისტე დაბადება/არსებობა წერია ნიკეას წიგნში მხოლოდ და გადმოცემით ვიცით რომ ამ წიგნში ჩაწერეს ვიღაცეების მიერ აღწერილი მოვლენები. ეს მოვლენები მათ თანამედროვეებს კიარა მათ ბაბუებსაც კი არ ექნებოდათ ნანახი ხომ? ანუ გამოდის რომ ნიკეას ტიპების სიტყვებს ვენდობით მხოლოდ და მხოლოდ და თან მათი ინტერპრეტირებით :დ მაშინ როდესაც ქრისტეს თანამედროვეობის შესახებ უამრავი დოკუმენტი არსებობს და დღემდე შემონახულია (სხვა საკითხებზე). არ არის მხოლოდ ქრისტიანობის სათავეებზე რატომღაც :დ და უნდა ვენდოთ 300 წლის მერე პოლიტკონიუნქტურშიკებს :დ 

რავიცი აბა?! რა გითხრათ...

 

 

Edited by Seth
Share on other sites

Posted (შესწორებული)
20 minutes წინ, Seth said:

არ არის მხოლოდ ქრისტიანობის სათავეებზე რატომღაც

ისტორიას გამარჯვებულები წერენ და დამარცხებულები აყალბებენ ...

ვის აწყობდა ან ყოფნა ამ დოკუმენტების და ან არ ყოფნა სენიორ . . . მოგეხსენებათ ასეა და!

Edited by ASIA
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   129 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 127 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • YandexBot(12)
    • Googlebot(1)