Jump to content
×
×
  • Create New...

კარგი / ცუდი


Recommended Posts

13 საათის წინ, Seth said:

ველური ინსტინქტები (ჰომო საპიენსის) ინ ექშენ, ბოლომდე. სადამდეც შეგიძლია.

lechebniesvoystvakitayskogogribakorditse

სკინი ჭიანჭველის აქვს, მოძრაობას კორდიცეპსი(სოკო) განაპირობებს.

როგორ ფიქრობთ საერთო ჯამში ეს ეგზემპლიარი რა სახეობას ეკუთვნის.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
13 საათის წინ, Alfred Albion said:

სრულიად ადამიანურად იქცევა, თავს საფრთხეში იგდებს და მიდის პატარა გოგოს მოსაძებნად და გადასარჩენად მიუხედავად იმისა, რომ არავითარი გონივრული საფუძველი არ გააჩნია წარმატებისთვის.

რეციპროკული ალტრუიზმი ქვია ამას და აქვს თავისი რაციონალური მიზეზები. 

 

 

Share on other sites

8 საათის წინ, Seth said:

რასაც რიცხვებით ვერ გამოსახავ სენიორ ის არ არსებობს და ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია. სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, ამპარტავნება, სიძულვილი და ა.შ.

ყველაფერში გეთანხმებით ერთის გარდა სენიორ. - სისხლი

Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, Seth said:

ხოლო რაც წარმოსახვის ნაწილია ის შეიძლება ყოველდღე შეიცვალოს. და თუ ყოველდღე შეიძლება შეიცვალოს მაშინ ის არ გამოდგება საყრდენად/საფუძვლად არაფერში. 

მუსიე სეტ, ამას ამბობს უფალი : - კლდესა ამასა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო

უცვლელი ფასეულობების გამოყენებაა ფუნდამენტად საქმე , რომელიც ჩემი იმჰო აზრით ქრისტეს აქვს სრულად ...  

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, CHAOS said:

როგორ ფიქრობთ საერთო ჯამში ეს ეგზემპლიარი რა სახეობას ეკუთვნის

წარმოდგენა არ მაქვს :) ვერც დავაკავშირე ჩემს პოსტთან. თუ დააკონკრეტებთ კარგი იქნება.

3 საათის წინ, Eric said:

ყველაფერში გეთანხმებით ერთის გარდა სენიორ. - სისხლი

მართალი ხართ სენიორ. ამ კომპონენტს შეაქვს "არეულობა" ციფრების გასაგებ და მკაცრ სინამდვილეში , არა? :დ

 

ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი - გენეტიკოსებს უკვე მეტ-ნაკლებად მყარი თეორია აქვთ რომ ჰომო საპიენსის DNA საკუთარ თავში ინახავს (და შესაბამისად იცვლება) მნიშვნელოვანი ემოციური შოკების რეზულტატს 4-5 თაობის (მინიმუმ) მანძილზე. ანუ მარტივად რომ ვთქვათ თქვენი დიდი ბაბუის მიერ ახალგაზრდობაში გამოვლილი დიდი შოკით მიღებული რეზულტატი შესაძლოა თქვენი "სისხლის" ნაწილი იყოს.

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, kvipriane said:

უცვლელი ფასეულობების გამოყენებაა ფუნდამენტად საქმე

პატივცემულო, სევდიანი ამბავი იმაში მდოგმარეობს რომ უცვლელი ფასეულებობი მუდმივად იცვლებოდა როგორც ქრისტეშობამდე ისე მის მერე. 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Seth said:

პატივცემულო, სევდიანი ამბავი იმაში მდოგმარეობს რომ უცვლელი ფასეულებობი მუდმივად იცვლებოდა როგორც ქრისტეშობამდე ისე მის მერე. 

შესაძლებელია მუსიე სეტ, ამაში არ გედავებით (ნუ არც სხვა დანარჩენში, უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ) - შემომქმედი იმის შემომქმედია რომ რაც თავიდან იყო ისაა დღესაც , ეს ჩვენ , ადამიანები ვიცვლებით და გვეცვლება შეხედულებები როგორც მასზე ისე სამყაროზე, - ამიტომ მგონია რომ კარგი იქნებოდა თუ შემომქმედის უცვალებელობას გამოიყენებდა ადამიანი საფუძვლად , ბევრი რამის გადამოწმებას შეძლებდა ამით, მაგალითად სიყვარულის, სიძულვილის და რაც თქვენ ჩამოთვალეთ იმათსას ...

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
11 minutes წინ, Seth said:

მარტივად რომ ვთქვათ თქვენი დიდი ბაბუის მიერ ახალგაზრდობაში გამოვლილი დიდი შოკით მიღებული რეზულტატი შესაძლოა თქვენი "სისხლის" ნაწილი იყოს.

ეს ძალიან ჰგავს ძველ ქართულ ანდაზას, - ბაბუამ რომ ტყემალი ჭამა და შვილიშვილს კბილი მოეჭრა :D

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share