Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'წინაშე' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო და საშინაო სურთულეების წინაშე - დევიდ კრამერის სტატია 16.02.2021 02:02 ბაიდენის ადმინისტრაცია საგარეო და საშინაო სირთულეების წინაშე - ამ სათაურით დევიდ კრამერის წერილი ეკონომიკურმა კვლევითმა ცეტრმა გამოაქვეყნა, რომელსაც Europetime უცვლელად გთავაზობთ. _2021 წლის 20 იანვარს ამერიკის ისტორიის ახალი თავი დაიწყო. ჯო ბაიდენის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტად ინაუგურაცია ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შვებისმომგვრელი მოვლენა აღმოჩნდა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ბაიდენმა ყურადღება ამერიკელთა ერთიანობაზე გაამახვილა და ეს შეერთებული შტატების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევის აუცილებელ პირობად დაასახელა. სირთულე მართლაც მრავლადაა. კორონავირუსის პანდემიის სტატისტიკა კვლავაც შემაშფოთებელია:ინფიცირების შემთხვევებმა 25 მილიონს მიაღწია, დაღუპულთა რიცხვი კი თებერვლის ბოლოს 500000-ს გაუტოლდება. უმძიმესი დარტყმა მიიღო ეკონომიკამ, რომელიც დანაკარგს ვერ აღიდგენს, ვიდრე ვირუსის გავრცელება კონტროლს არ დაექვემდებარება. ამ ყველაფერს უთანასწორობა, რასობრივი დაძაბულობა, ექსტრემიზმი და პოლარიზაცია ემატება. ბაიდენის ადმინისტრაციას მძიმე მემკვიდრეობა ხვდება. სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხების რიცხვზე მეტყველებს 100-ზე მეტი საპრეზიდენტო ბრძანებისა და დირექტივის დაუყოვნებელი ხელმოწერა. მათ შორის იყო პანდემიასთან ბრძოლის საკითხები, მუსლიმთა შეერთებულ შტატებში დაშვების გაუქმება,მექსიკის საზღვარზე დაწყებული კედლის მშენებლობის შეჩერება, პარიზის კლიმატის შეთანხმებაში და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნება. ამ ინიციატივათა დიდი ნაწილი საარჩევნო კამპანიისას გაცემული დაპირებების შესრულებაა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებების გაუქმებაა. ტრამპი არსად წასულა. სოციალური მედიის პლატფორმებიდან გაუჩინარების მიუხედავად, ტრამპი ინარჩუნებს იმ მნიშვნელოვან გავლენას, რომელიც მან რესპუბლიკურ პარტიაზე დაამყარა. ახლა ამას ყოფილი პრეზიდენტი ფლორიდიდან ახერხებს. მასთან ღია დაპირისპირებას ძალიან ცოტა რესპუბლიკელი კონგრესმენი თუ გაბედავს. ტრამპის იმპიჩმენტს წარმომადგენელთა პალატის 10-მა რესპუბლიკელმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამ გამბედაობის გამო პოლიტიკური ფასის გადახდა მათ დაუყოვნებლივ მოუწიათ: ახლა მათ გადადგომას მათივე თანაპარტიელები ითხოვენ. ეს წარმომადგენელთა პალატის მიერ ინიცირებული ტრამპის მეორე იმპიჩმენტია. პირველად კონგრესის ქვედა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება 2020 წელს, უკრაინის მთავრობაზე ზეწოლის გამო გადაწყვიტა. კიევზე წნეხის მიზანი საარჩევნო კამპანიისას ჯო ბაიდენის მაკომპრომატირებელი ინფორმაციის მოპოვება და გავრცელება იყო. მეორე იმპიჩმენტის ინიცირება 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმში და მის გარშემო დატრიალებული მოვლენების წაქეზებამ გამოიწვია. შეერთებული შტატების ისტორიას არ ახსოვს სახელმწიფო მოხელე, რომლის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში ორჯერ დადგა. ტრამპის იმპიჩმენტს მხარი მხოლოდ ერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა, მიტ რომნიმ, დაუჭირა. ამჯერად რესპუბლიკელებს შორის პროცედურის მეტი მხარდამჭერი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა უმრავლესობა ტრამპის მათზე შესაძლო კონტრშეტევას უფრთხის. იმპიჩმენტის განხორციელებისთვის დემოკრატებს 17 რესპუბლიკელი სენატორის ხმა სჭირდებათ. ამ სტატიის წერისას მათი მიღების ალბათობა უკიდურესად დაბალია. რესპუბლიკურ პარტიას სხვა პრობლემებიც მრავლად აქვს. კონგრესში ახლადარჩეული გრინისა და ლორენ ბიბერტის მსგავსი რესპუბლიკელები მუქარითა და სიძულვილის ენით გაჯერებული კომუნიკაციით გამოირჩევიან. რესპუბლიკელთა ლიდერები, მათ შორის კევინ მაკკარტი, პარტიის ექსტრემისტულ ფრთასთან დაპირისპირებას თავს არიდებენ. ტრამპთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის იანვრის ბოლოს მაკკარტი მას მარა-ლაგოშიც კი ესტუმრა. რესპუბლიკურ პარტიაში შექმნილი არეულობის ფონზე არ უნდა გამოგვრჩეს ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის იმედისმომცემი დასაწყისი. პრეზიდენტმა ხელისუფლების საკვანძო თანამდებობები მაღალკვალიფიციურიდა გამოცდილი პროფესიონალებით დააკომპლექტა. ნელი დასაწყისის შემდეგ, სენატში მათი დამტკიცები სპროცესი სრული სიჩქარით მიმდინარეობს. ენტონი ბლინკენი, რომელიც სენატმა სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე დაამტკიცა, უმწიკვლო რეპუტაციის მქონე ექსპერტი და პროფესიონალია. ის სენატორი ბაიდენის მიერ საგარო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეობისას მისი უახლოესი მრჩეველი იყო, პრეზიდენტობამას ადმინისტრაციაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე მსახურობდა. მდიდარი გამოცდილება გააჩნია ჯეიკ სალივანსაც, რომელიც ბაიდენის უშიშროების საკითხებში მრჩევლის პოზიციას იკავებს. თავდაცვის მდივანად კონგრესმა გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსტინი დაამტკიცა, ნაკლებად ცნობილი საჯაროა პირია, თუმცა ზურგს მასაც შთამბეჭდავი სამხედრო სამსახური უმაგრებს. აღიარებული პროფესიონალია სახელმწიფო ხაზინის ახალი მდივანი ჯენეთ იელენიც. შესანიშნავი რეპუტაციით სარგებლობენ უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელები - ეროვნული დაზვერვის დირექტორი ევრილ ჰეინსი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბარნსი. ბაიდენის მიერ შეკრებილი ეს შთამბეჭდავი შესაძლებლობების მქონე გუნდი დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს მუშაობაში. შეერთებული შტატების შიდა პრობლემების მოგვარებას შესაძლოა წლები დასჭირდეს, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ამ დროს არ შენელდება. პრეზიდენტმა ბაიდენმა საშინაო და საგარეო დღის წესრიგის საკითხები პარალელურად უნდა გადაწყვიტოს. ბაიდენს უყვარს გამეორება, რომ შეერთებული შტატების ლიდერობა არა უბრალოდ მის ძალას, არამედ მისი მაგალითის ძალას უნდა ეფუძნებოდეს. დღეს, როგორც არასდროს, ლიდერის ეს პოზიცია, კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეჭვგარეშეა, რომ ბოლო რამდენიმე წლის დინამიკამ, რომელიც განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეში გამძაფრდა და 6 იანვარს კაპიტოლიუმის ცნობილი მოვლენებით დასრულდა, შეერთებული შტატების პრესტიჟსა და გავლენას დიდი ზიანი მიაყენა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აჯანყებული ბრბოს კაპიტოლიუმში შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ, წარმომადგენლობითი პალატისა და სენატის წევრები შენობაში დაბრუნდნენ, რათა არჩევნების შედეგების აღიარებისთვის საჭირო პროცედურები დაესრულებინათ. ორი კვირის შემდეგ, კაპიტოლიუმის უსაფრთხოების გარღვევისა და პოლიციაზე თავდასხმის ადგილზე პრეზიდენტმა ბაიდენმა და ვიცეპრეზიდენტმა ჰარისმა ფიცი დადეს. ასეთი თვალშისაცემი კონტრასტი შეერთებული შტატების ინსტიტუტების მდგრადობაზე მეტყველებს. ამან არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და ამერიკული პოლიტიკური სისტემის დაცულობის დონე არ უნდა გადავაფასოთ. კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრილ ბრბოს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკპენსმა და სპიკერმა ნენსი პელოზიმ რამდენიმე წუთით გაასწრეს. მოვლენები გაცილებით მძიმე სცენარით შეიძლებოდა განვითარებულიყო. ტრანსატლანტიკური ურთიერთობები საშინაო პრობლემების გარდა ბაიდენი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეერთებული შტატების შელახული რეპუტაციით იწყებს. „საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს“ მიერ 11 ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ბაიდენის გამარჯვებას ევროპელთა უმრავლესობა მიესალმება,მაგრამ 32% ამბობს, რომ ტრამპის შემდეგ ამერიკის ნდობა აღარ შეიძლება. საპირისპირო აზრი გამოკითხულთა მხოლოდ 27%-ს აქვს. ამერიკელებისადმი უნდობლობას გამოკითხულ გერმანელთა 53% ავლენს. ბრიტანელებს შორის ეს მაჩვენებელი 35%-ია, ფრანგებს შორის კი ყველაზე ხშირი პასუხი „არ ვიცი“-ია. საბოლოო ჯამში, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი - ბრიტანელთა 81%, გერმანელთა 71%, ფრანგების 66% -ეთანხმება მოსაზრებას, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემა „სრულად“ ან „ნაწილობრივ“ დაზიანებულია.ათი გამოკითხულიდან ექვსი მიიჩნევს, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში ჩინეთი შეერთებულ შტატებზე ძლიერი იქნება. ამერიკის დადებითი ხედვა უფრო ძლიერი მხოლოდ პოლონეთსა და უნგრეთშია, სადაც პოლიტიკური ლიდერები ტრამპისადმი პოზიტიურად იყვნენ განწყობილნი. შეერთებული შტატების სტატუსის აღდგენა ბლინკენისა და ბაიდენის პრიორიტეტია. ეს ადვილი მისაღწევი არ იქნება. სიმართლე რომ ითქვას, შეერთებული შტატების გავლენა წლების განმავლობაში სუსტდებოდა. ტენდენციას სათავე 2003 წელს ჯორჯ ბუშ უმცროსის მიერ ერაყში ინტერვენციის გადაწყვეტილებამ დაუდო. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვებით ევროპაში გამოწვეული ენთუზიაზმი მისი აზიისკენ „შეტრიალების“ პოლიტიკის გამოცხადებისთანავე გაილია: ევროპელთა შორის გამყარდა კონსენსუსი, რომ ამერიკისთვის ამ კონტინენტის მნიშვნელობა წარსულთან შედარებით უმნიშვნელო იყო. ტრამპის საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ამ მოსაზრებაში ეჭვი აღარავის ეპარებოდა. შესაბამისად, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ევროპელთა დიდი ნაწილი ჯო ბაიდენის გამარჯვებას მიესალმა. გასული ოთხი წლის განმავლობაში ტრამპს ხელიდან არ გაუშვია ამერიკის ევროპელი მოკავშირეების დამცირების შესაძლებლობა. საქმე ევროპელ ლიდერებზე პიროვნულ თავდასხმებამდე მიდიოდა. ტრამპის ევროპელი პარტნიორებისადმი დამოკიდებულებას შესანიშნავად ასახავს 2017 წლის ნატოს წევრი ქვეყნების შეხვედრაზე გადაღებული ვიდეოკადრები, რომელშიც ტრამპი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს,მილო ჯუკანოვიჩს, პრესის დასანახად ჰკრავს ხელს. ტრამპმა ევროკავშირი შეერთებული შტატების ერთერთ ყველაზე დიდ მტრად გამოაცხადა. ასეთმა ქცევამ ვაშინგტონის ჩრდილოატლანტიკური ალიანსისადმი ერთგულება დააყენა ეჭვქვეშ. არ უნდა იყოს გასაკვირი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ასეთი გაუარესების ფონზე ტრამპის დამარცხებითა და ბაიდენის გამარჯვებით გახარებული ევროპელების რეაქცია. ევროპელების გულწრფელი სიხარული. ევროკავშირის და ევროპული ქვეყნების მთავრობების ბოლოდროინდელი ქცევა მიგვანიშნებს, რომ ისინი წარსული შეცდომების აღიარებას, პირველ რიგში, შეერთებული შტატებისგან ელიან. ურთიერთობა დათმობებს ორივე მხარისგან მოითხოვს. ვაშინგტონთან ურთიერთობის გამოსასწორებლად ძალისხმევა ევროპელებმაც უნდა გასწიონ. სამწუხაროდ, ბოლოდროინდელი მოვლენები ოპტიმისტურ მოლოდინს არაჩენს. ერთ-ერთი ასეთი მოვლენა 2020 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და ჩინეთს შორის მიღწეული შეთანხმებაა,რომელიც ნათლად მიანიშნებს ევროპელების მიერ პეკინთან ურთიერთობაში პრინციპულ პოზიციაზე უარის თქმას. უიგურების წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულებისა და ჰონგ-კონგელთა რეპრესიების ფონზე ევროკავშირმა ადამიანთა უფლებების ნაცვლად უპირატესობა კომერციული ინტერესების დაცვას მიანიჭა. ევროკავშირის მეგობრული ჟესტების პარალელურად, პეკინი კატეგორიულ უარს ამბობს კორონავირუსის წარმოშობის გამოძიებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებაზე, ემუქრება ტაივანსა და სხვა მეზობელ ქვეყნებს. შემაშფოთებელია ევროპის ზოგიერთი ქვეყნის, მათ შორის გერმანიის, მზაობა მიიღონ „ჰუავეის“5G ქსელი მათ ტერიტორიაზე და ამით შეერთებული შტატების პრინციპული პოზიციის უგულებელყოფა. ევროპელები მძიმედ ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ პეკინის მიმართ ხისტი პოზიციის დაკავება მხოლოდ ტრამპისადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო. ჩინეთის კომუნისტური პარტიის აგრესიული პოლიტიკის შეჩერებასდემოკრატიული პარტიის ბევრი წევრი ემხრობა. შესაბამისად, ჩინეთი ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის ნეგატიური ფაქტორი მომავალშიც იქნება. ამჟამინდელი მიდგომით ევროპა ვაშინგტონთან ურთიერთობის გართულების რისკზე მიდის. ცალკე განხილვის ღირსია ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და თავდაცვის ბიუჯეტის საკითხები. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ვაშინგტონ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა,„ახლა ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ნდობის აღდგენაა საჭირო. მე ევროპისა და ამერიკის ერთმანეთის გარეშე განვითარების არ მჯერა. მათ მხოლოდ ერთად ვხედავ. დასამალი არ არის, რომდონალდ ტრამპთან მძიმე საუბრები გვქონდა რუსეთზე, შეიარაღებათა კონტროლზე, თავდაცვის ხარჯების გაზიარებაზე და სხვა საკითხებზე“. ამ სადავო საკითხების დიდი ნაწილი ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც შეინარჩუნებს სიმწვავეს. 2006 წელს ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ დადო პირობა, რომ 2024 წლისთვის მათ მიერ თავდაცვაზეგაღებული თანხები მშპ-ს 2%-ს მიაღწევდა. დღესდღეობით შეერთებული შტატების გარდა, ეს პირობა რვა ევროპულმა ქვეყანამ შეასრულა. ამ რვა ქვეყნიდან ექვსი ალიანსს ბოლო 21 წლის განმავლობაშიშემოუერთდა. შესაძლოა ბაიდენის მიერ ალიანსის წევრების მისამართით გამოთქმული რიტორიკა შერბილდეს, მაგრამ სხვისი დანახარჯებით სარგებლობა ვაშინგტონის კრიტიკის საგანი მომავალშიც იქნება. ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გართულების კიდევ ერთი ფაქტორი ევროკავშირის მიერ ხუან გაიდოს ვენესუელის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარების გაუქმებაა. დასავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნისადმი ასეთი აგდებული და უპრინციპო დამოკიდებულება ვაშინგტონში ვნებათა ღელვას გამოიწვევს. ახალმა ადმინისტრაციამ გამოთქვა მზაობა და სურვილი შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებას შეერთებოდნენ და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში დაბრუნებულიყვნენ. საერთაშორისო სტრუქტურებში დაბრუნება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი იქნება. სწორედ შეერთებული შტატებისა და ევროპის უკან დახევამ განაპირობა ჩინეთის მიერ ექსპლუატაციისა და მანიპულაციის გზით საერთაშორისო ორგანიზაციების დამორჩილება. ბაიდენმა ირანთან მოლაპარაკებების განახლების თაობაზეც ისაუბრა. ამ და სხვა საკითხებზე ევროკავშირს და ზოგიერთ მის წევრ ქვეყანასკრიტიკული როლის შესრულება შეუძლია. ეს განსაკუთრებით ნიშანდობლივია მაშინ, როცა ვაშინგტონში ამ ინიციატივის წინააღმდეგი ბევრი რესპუბლიკელი აღმოჩნდა. წინააღმდეგობებით აღსავსე და თითქმის დასრულებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელიც გერმანიასა და რუსეთს პირდაპირ დააკავშირებს, უკრაინას სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას დაუკარგავს და გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, არამარტო ამერიკასა და ევროპის, არამედ თავად ევროპელებს შორის უთანხმოების გამომწვევია. 2018 წლის ბოლოს ევროპარლამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საშიშ პოლიტიკურ პროექტად“ შეაფასა. 2021წელს, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და უკანანონო დაპატიმრების შემდეგ, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამ პროექტის შეწყვეტას. შეერთებული შტატების კონგრესმა გაიზიარა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა მილსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებზე სანქციების დაკისრებას. 2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ ნავალნის მოწამლვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მერკელის მთავრობა მილსადენის პროექტს შეწყვეტდა, თუმცა ამაოდ. მილსადენის დასრულების გადაწყვეტილებით გერმანიის მთავრობამ უთანხმოების კერა არამარტო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, არამედ შეერთებული შტატების კონგრესის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და ევროპელების დიდ ნაწილთან შექმნა. ეს უთანხმოებები პუტინის რეჟიმისთვის გაკეთებული საჩუქარია. ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე ევროპელთა რეაქციების პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო. ვითარება შეიცვალა შემდგომ ეტაპზე. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეფ ბორელი კი მოსკოვში კონსულტაციებზე ჩადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობას ყურადღება არავინ მიაქცია. ეს ნიშნები მიუთითებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს. საპრეზიდენტო ფუნქციების დაწყებიდან მეორე დღეს ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურებს საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევის, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწესებული ჯილდოების და ამერიკულ კომპიუტერულ სისტემებზე რუსული კიბერთავდასხმების საკითხების ხელმეორედ შესწავლა დაავალა. ბაიდენი ამ საკითხებს პუტინთან პირველ სატელეფონო საუბარშიც შეეხო და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. ტრამპისთვის ჩვეულ შემრიგებლურ ტონთან კონტრასტი თვალშისაცემია. მოსკოვთან STARTის ხელშეკრულების განახლება ბაიდენის ადმინისტრაციის შეიარაღებათა კონტროლის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ინიციატივის ვაშინგტონის რუსეთისადმი პოზიციის შერბილების ნიშნად აღქმა ევროპელთა შეცდომა იქნება. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის საწინააღმდეგო ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს. შესაბამისი კანონმდებლობა უკვე ძალაშია. დიდია ალბათობა ვიხილოთ მოსკოვზე დაკისრებული სანქციების ახალი პაკეტიც, ამჯერად ნავალნის მკვლელობის მცდელობის გამო. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი კრემლში ახალი მეგობრების შეძენას არ აპირებს. რუსეთში პოლიტიკური ვითარების გაუარესებასთან ერთად, მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები და ევროკავშირი პუტინის რეჟიმთან მიმართებით საერთო პოზიციით წარსდგნენ. ეს გულისხმობს უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელებისთვის, აკრძალული ქიმიური ნივთიერებების პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებისთვის, ევროპულ და ამერიკულ პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში უკანონო ჩარევისთვის, თავად რუსეთში ადამიანთა უფლებების უმძიმესი ფორმებით შელახვისთვის ახალი სანქციების დაწესებას. დასავლეთმა პუტინს უნდა აგრძნობინოს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურის მხარდაჭერის ნებისმიერ მცდელობას კრემლისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. არ უნდა იყოს დავიწყებული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. საპოვნელია ახალი მიდგომები, რომლებიც მოსკოვს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას აიძულებს. რუსეთის მეზობლებს უნდა შეეძლოთ კრემლის ჩარევისგან დაცული, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ევროპელებსა და ამერიკელებს მეტი თანამშრომლობა მართებთ პანდემიასთან ბრძოლაში, ვაქცინის შექმნასა და დისტრიბუციაში. ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები და შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვით არიან დაკავებულნი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პეკინი და მოსკოვი იმ ქვეყნებშიც ცდილობენ პოლიტიკური და დიპლომატიური უპირატესობის მოპოვებას, რომლებსაც დასავლურ ვაქცინებზე ხელი არ მიუწვდებათ. ვაშინგტონმა, ბრიუსელმა და ევროპის სხვა დედაქალაქებმა არ უნდა დაუთმონ მოედანი ავტორიტარულ რეჟიმებს, როცა საქმე ნაკლებად უზრუნველყოფილი ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო დახმარებას ეხება. რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის? ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ასეთი ქვეყნების რიგს მიეკუთვნება. 2020 წლის გაზაფხულზე ვირუსის პირველი ტალღის შედარებით მსუბუქად გადავლის შემდეგ, სავალალო შედეგები მოჰყვა ვირუსის მეორე ტალღას. მძიმე დარტყმა მიიღო საქართველოს ეკონომიკამ, ვითარების გამოსწორების ნიშნები ჯერ არსად ჩანს. სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებულმა მნიშვნელოვანმა დარღვევებმა გამოიწვია. ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტის შედეგად მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტზე პრაქტიკულად სრული კონტროლი დაამყარა. დასავლეთი შეეცადა მედიატორის როლი ეთამაშა დამხარეებს შორის კომპრომისული შეთანხმებისთვის მიეღწია, წარუმატებლად დასრულდა. დაზიანდა საქართველოს რეპუტაცია, რომლის ქვაკუთხედი ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის სისტემა იყო. მიუხედავად პოლიტიკური კრიზისისა, საქართველოს მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის ევროპული პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის უნდა იყოს. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივი მჭიდრო ურთიერთობა, საქართველოს მოსახლეობის ძლიერი პროამერიკული განწყობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უცვლელი ნება ასეთი მხარდაჭერისთვის საკმარისი მიზეზებია.
  2. რა პრობლემების წინაშე დგანან ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას? http://myprofession.gov.ge/1c8c28bc-031b-4e81-be07-09278f9fd192.jpgპროფესიული ორიენტაციის კვლევის შედეგად გამოვლინდა ის სირთულეები, რომლებსაც ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას აწყდებიან. საგულისხმოა, რომ კარიერული კონსულტაციის სერვისების სიმცირიდან გამომდინარე, ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევის პროცესზე მოქმედ არაერთ ბარიერს ასახელებენ. კვლევის შედეგების გაანალიზებამდე დავძენთ, რომ სწორი პროფესიული გადაწყვეტილების მისაღებად ადამიანს სჭირდება ინფორმაცია ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორის შესახებ (1) საკუთარი თავის, (2) პროფესიის, (3) შრომის ბაზრისა და (4) საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ. როგორც კვლევის მონაცემთა ანალიზის საფუძველზე ვიგებთ, ახალგაზრდები განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას ოთხივე ფაქტორის შესახებ, რაც გამოწვეული ერთი მხრივ, შესაბამისი რესურსების არარსებობით, ხოლო მეორე მხრივ, პროფესიის არჩევის პროცესში გასათვალისწინებელი ფაქტორების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით. http://myprofession.gov.ge/d74a0f83-a94a-4de4-8df1-54a12f0e6c46.png ქართველი ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას ყველაზე მნიშვნელოვან ბარიერად პროფესიების შესახებ ინფორმაციის ნაკლელობას ასახელებენ (77%) - მათი შეფასებით, ისინი არ ფლობენ საფუძვლიან ინფორმაციას ერთი მხრივ, სხვადასხვა პროფესიული შესაძლებლობების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, უჭირს დეტალური ინფორმაციის მოძიება მათთვის საინტერესო პროფესიის შესახებ - პროფესიის შინაარსი, სამუშაოები, რომელსაც ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანები ასრულებენ, პროფესიისთვის საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები და ა.შ. აღნიშნული მონაცემი მოულოდნელი არ არის, რადგან ქართველ ახალგაზრდებს ინფორმაცია აქვთ მხოლოდ იმ პროფესიების შესახებ, რომლებიც მათ გარშემო არსებობს და რომლებიც წარმოადგენენ ე.წ. "მოდურ პროფესიებს". რეალურად, "შრომის სამყაროში" უამრავი სხვა პროფესიაა, რომელთა შესახებაც ახალგაზრდები არ ფლობენ ინფორმაციას და შესაბამისად, არ განიხილავენ მათ პროფესიის არჩევისას. აღნიშნული პრობლემა გამომდინარეობს იქიდან, რომ დღემდე არ არსებობს სერვისი, სადაც ახალგაზრდები გაეცნობიან პროფესიათა აღწერილობებს და დეტალურ ინფრომაციას მოიძიებენ მათთვის საინტერესო პროფესიის შესახებ. ამ მიმართულებით, არსებობს myprofession.gov.ge-ზე განთავსებული ვიდეორგოლები, (1) რომელთა რაოდენობაც შეზღუდულია და (2) ფორმატიდან გამომდინარე, არ არის შინაარსობრივად ამომწურავი. http://myprofession.gov.ge/1d2c83cc-a988-42e7-9daa-2fb2a3832011.pngპროფესიის არჩევისას ქართველი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან ბარიერს უმაღლესი სასწავლებლებისა (71%) და პროფესიული კოლეჯების (62%) საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა წარმოადგენს . როგორც კვლევის შედეგად გამოვლინდა, ქართველი ახალგაზრდები არ ფლობენ ინფორმაციას რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ სასურველი პროფესიის დაუფლებას, რადგან არ იციან რომელ უნივერსიტეტსა თუ კოლეჯში რომელი პროფესიები ისწავლება. აღნიშნული შედეგები არ არის გასაკვირი, რადგან არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები დეტალურ ინფორმაციას მოიძიებენ ყველა საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ და მოახერხებენ საგანმანათლებლო პროგრამების ურთიერთშედარებას სხვადასხვა ასპექტის მიხედდვით. მსგავსი ტიპის ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტებისა თუ კოლეჯების ვებგვერდებზე, სადაც (1) ხშირად ინფორმაცია არ არის განახლებული, (2) არ არის მარტივად სტრუქტურირებული და ძნელია საჭირო ინფორმაციის მოძიება (3) არ არის წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია სასწავლო პროგრამის შესახებ (სილაბუსი, საგნები, ლექტორები და ა.შ.) და (4) ბუნებრივია, საგანმანათლებლო დაწესებულება არ წარმოადგენს ინფორმაციის ნეიტრალურ წყაროს, რადგან ის ცდილობს დადებითი კუთხით წარმოაჩინოს საკუთარი თავი და საკუთარი პროგრამები, რამაც შეიძლება პროფესიის მაძიებელი შეცდომაში შეიყვანოს. http://myprofession.gov.ge/4bf5ea52-3039-4967-8c79-a702191bb3a0.jpgიმ პირობებში, როცა ჯერჯერობით არ არსებობს შრომის ბაზრის ერთიანი საინფორმაციო სისტემა, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა პროფესიის განვითარების პერსპექტივები, სამუშაო ადგილების რაოდენობა, საშუალო ანაზღაურება (ეს ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი პროფესიული გადაწყვეტილების მისაღებად), არ არის გასაკვირი, რომ ქართველი ახალგაზრდების 63% პროფესიის არჩევისას შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის. როდესაც ვსაუბრობთ, რომ პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინება და ამ დროს, ამგვარი ინფორმაცია უბრალოდ არ არის ხელმისაწვდომი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რის საფუძველზე უნდა გაითვალისწინოს ახალგაზრდამ შრომის ბაზრის მოთხოვნები. ქართველი ახლაგაზრდების 56% ფიქრობს, რომ არ არსებობს მათთვის სასურველი პროფესიის დაუფლებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა. კვლევის აღნიშნულ შედეგს მივყავართ ზემოთ განხილულ პრობლემასთან, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდები არ ფლობენ ინფორმაციას უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროფესიების შესახებ. სავარაუდოა, რომ დასახელებული მაღალი მაჩვენებელი (56%), სწორედ საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დაბალი ინფორმირებულობით არის განპირობებული და არა საგანმანათლებლო პროგრამების სიმცირითა თუ არარსებობის. რეალურად, ძალიან ცოტაა იმ პროფესიების რაოდენობა, რომელთა დასაუფლებელი პროგრამებიც საქართველოში არ არსებობს. http://myprofession.gov.ge/b639aae3-6ed4-4116-9cbb-62136b9ac3cf.pngპროფესიის არჩევისას, ქართველი ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა - რესპონდენტთა 54% თვლის, რომ პროფესიის სწორად არჩევისთვის არ აქვს საფუძვლიანი ცოდნა საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების შესახებ, ხოლო 52%-ის აზრით, იმდენად ბევრი და განსხვავებული ინტერესები აქვთ, რომ უჭირთ ერთ რომელიმე პროფესიაზე ჩამოყალიბება, რაც საკუთარ ინტერესებში ჩამოუყალიბებლობაზე მიუთითებს. http://myprofession.gov.ge/fb1e5739-1d04-4f6f-b29c-5b5ad3ffd95f.jpgმიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი ბარიერების ფონზე, უპირველესი გამოსავალი, კარიერული კონსულტანტების ინსტიტუტის გაძლიერებაა, ქართველი ახალგაზრდების მხოლოდ 40% თვლის, რომ პროფესიის არჩევის პროცესში კარიერული კონსულტანტის დაეხმარება სჭირდებათ. აღნიშნული მაჩვენებელი მეტწილად განპირობებული იმით, რომ ქართველი ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა რეალურად არ იცის როგორ შეიძლება პროფორიენტაციის გამოყენება და შესაბამისად, არ იციან რა ევალებათ პროფკონსულტანტებს და როგორ შეიძლება გამოიყენონ მათი მომსახურება. სკოლის მოსწავლეთა მხოლოდ 32% ფიქრობს, რომ სკოლის მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა პროფესიის არჩევაზე უარყოფითად მოქმედებს. რეალურად, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები ვერ აანალიზებენ რა ტიპის დახმარება შეიძლება გაუწიოს სკოლამ მას და არა იმას, რომ სკოლა კარიერული კონსულტაციის სრულყოფილ სერვისს სთავაზობ მათ და ამიტომ არ მოქმედებს აღნიშნული ფაქტორი უარყოფითად პროფესიის არჩევაზე. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლებში თითქმის არარსებობს პროფორიენტაციის სერვისი, ვერ ვიმსჯელებთ პროფესიის არჩევის პროცესზე სკოლის მხარდაჭერის სრულყოფილებაზე. ხშირად, პროფესიის არჩევაზე საუბრისას, აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდების პროფესიის არჩევაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მშობლები და ახალგაზრდები გადაწყვეტილებას მშობლების აზრის გათვალისწინებით ირჩევენ, ან/და პროფესიის არჩევის დროს ახალგაზრდებზე მოქმედებს საზოგადოების სტერეოტიპები და ჯერ კიდევ არსებობს ე.წ. "ქალური" და "კაცური" პროფესიები. http://myprofession.gov.ge/88510056-6945-4e2d-9f97-34046cd4e687.pngკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ წარდგენილ ფაქტორებს შორის მშობლების ჩართულობა ყველაზე ნაკლებად პრობლემურია ქართველი ახალგაზრდებისთვის. რესპონდენტთა მხოლოდ 28% თვლის, რომ პროფესიის არჩევისას მისთვის პრობლემას მშობელთა ჩარევა წარმოადგენს. ქართველი ახალგაზრდებისთვის არც საზოგადოებრივი სტერეიტოპების გავლენა წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას პროფესიის არჩევისას. რესპონდენტთა 61%-თვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სწავლის სიძვირე. რესპონდენტებმა საკუთარი მოსაზრებები გამოხატეს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ სხვა ბარიერებთან დაკავშირებითად. რამდენიმე რესპონდენტის შეფასებით, პროფესიის არჩევისას დაბრკოლებას ქმნის: სკოლაში განათლების/სწავლების დაბალი დონე. ხოლო ბევრმა დამატებით მიუთითა (კითხვარში მოცემული იყო დებულება ფინანსური გარემოებების შესახებ), რომ პროფესიის არჩევისას ბარიერს ქმნის ფინანსური ფაქტორი, მათ შორის სწავლის სიძვირე. რაოდენობრივი კვლევის მსგავსი ტენდენციები გამოვლინდა თვისებრივ კვლევაში, სადაც ახალგაზრდები ზემოთ დასახელებულ ბარიერებზე საუბრობენ