Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ქართულ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 4 results

  1. ქართველი ერი კულტურული კონფლიქტის მდგომარეობაშია, ქოცი და ნაცი ეს არის ორი კულტურული იდენტობა ქოციზმი: რადიკალური ნაციონალიზმი, მემარცხენე მარქსიზმი და რადიაკლური კონსერვატიზმი, ხოლო ნაცები ყველაფერი დანარჩენი. ქოცები კბილებით იცავენ თავიანთ საქართველოს, ანუ ქოცურ საქართველოს, ამიტომ არც ერთი პოლიტიკური სკანდალი პოლიტიკური სიმპატიებს არ ცვლის. ქოცები მიშას დასცინიან გალსტუკი ჭამა და დაცვას გაურბოდაო, არადა ორივე შემთხვევა ომის ეპიცენტრში იყო რაც ჩვენ ბერასთან საუბარში ვიხილეთ ეს არის შკონკის ქვეშ შემძვრალი შნირი, ანუ ადამიანი რომელსაც ღირსება ვაჟკაცობა არ აქვს და მაინც ვერ შეძრწუნდნენ და ქოცებად დარჩნენ, იმიტომ რომ მათი საქართველო ქოცური საქართველოა: ეს არის სტაბილური პროგნოზირებადი ჭაობი ჩალიჩის, გაგება და გულზე ბანჯველბის, ქურდული გაგების, ჩალიჩის, ძმაკაცობის, ხინკალის და ხაშის საქართველო. როცა იცი რომ ნაჩალიჩარი გაქვს მოტყუებული გაქვს , იცი რომ პატიოსანი არ ხარ მაგრამ არავინაა პასუხის მომთხოვნი ამიტომ გულში ხარხარით აგრძელებ ბედნიერ ცხოვრებას. იცის ქოცმა რომ ყველაფერში ჩაიჯვა ბორიამ, აი აბსოლუტურად ყველაფერში, აქ მიშა გრიშაც არაფერ შუაშია, უბრალოდ ასეთ საქართველოში წარმოუდგენია რეალიზაცია, სხვანაირში ჰგონია რომ დასჯიან, უმუშევარს დატოვებენ, აწამებენ და ა.შ. ამიტომ იცავს ქოცი ბერასაც, მაგრამ ეს გაპრავება სწორედ აფერისტის ცინიზმით კმაყოფილებაა, ანუ არავინ მოთხოვს და კიდია. ქართველი ერი დამარცხდა, ფაქტები გაინტერესებთ? შეხედეთ ერის დემოგრაფიულ სტატისტიკას, გაქცევაზეა ყველა, თან მთავარმა ქოც-ღმერთმა წაით ვისაც ჩვენი ჩაბინძურებული არ მოგწონთ თქვენი დალაგებული მოძებნეთო, ხვდებით რა ხდება? ქოცები საქართველოს ნახევარს კისერზე შემოაჯდნენ, მათ დაავადებული მეწველი ქვეყანა აწყობთ და ძუძუსაც მხოლოდ თავად სწოვენ ხალხის უმრავლესობა კი საყოველთაო ბრძოლას ელოდება, რომელიც არასდროს შედგება. 1864 წელს ბატონყმობა გაუქმდა სამწუხაროდ რუსული იმპერიის ნაწილი ვიყავით ამიტომ სოციალური რეფორმა ჩვენი ხელით არ გაკეთებულა. მაგრამ აი როგორ წარმოგიდნენიათ რომ ეს რევოლუცია ქართველებს გაგვეკეთებინა, რომ უყურებ ქოცებს აბსოლუტურად წარმოუდგნელად მეჩვენება. პრივილეგირებული "ბატონები" საქართველოს ზვარაკად მიიტანდნენ, ოღონდ გლეხის გაზრდილი მოხარშული დედალი ქონოდა სუფრაზე. ქოცობა რაღაცნაირი ტანამედროვე ბატონყმობაა, ქოცებიც როგორც ქეციანი კლდიაშვილის გმირები დაგვცინიან და საქართველოს მომავალს ანადგურებენ. ქართველი ერი დამარცხდა იმიტომ რომ საკუთარი მომავლისთვის ბრძოლა არ შეუძლია. ჩემზე კარგად არავინ იცის რომ ბერას სკადალი ქართველი ერის განწყობებში არაფერს ცვლის, ხოლო ვინც აღშფოთდა ერთიანობა არ შეგვიძლია. იმიტომ რომ ნაცური საქართველოც უვარგისია, ეს არის სნობების საზოგადოება. რაღაცნაირი ყვერულ ბაბლში ცხოვრობენ, ერთმენთს აშეარებენ, რაღაცნაირი ბედნიერების მიგნებას ახერხებენ ერთმანეთის სნობური მარაზმით. ნაცებო თქვენც ბანძები ხართ, იმიტომ რომ ბრძოლა არ შეგიძლიათ, მაქსიმუმერთი დღე მიეთრიოს აქციაზე, მეორე დღეს ფეისბუქზე დაპოსტავს პასკვილებს, 50 ათასკაციანი აქციიდან რომ მეორე დრეს 2000 ვერ იკრიბება არ გიკითხავთ რატომ? გადაწყვიტეთ ყველაფერი და აღარ მოდიხართ?!__ არა უბრალოდ სნობი ხარ! იცი რომ აქცია, ეს არის ბანძუკიების შეკრება, ხოდა სხვამ გააკეთოს, რა გინდა მაგ ბრიყვებში?(!) ქართველი ერიც სწორედ იმიტომ დამარცხდა რომ საქართველოში მორდორის და როჰანის ბრძოლა არ გვაქვს. ქართველი ერი დამარცხდა, იმიტომ რომ არც ერთ ეროვნურ ფასეულობას არ აქვს ეროვნული ღირებულება. მეცნიერების ეპოქაში მართლმადიდებლობა ისედაც ცუდი მეგზურია, ამას გარდა ყველგან ჩასვრილი და ჩაბანძებული პრავასლავიე, სიბანძის და ჩამორჩენილი საზოგადოების სამწყსოა, მაგრამ ჩვენი პრავასლავიე, "მართლმადიდებილობააა"! ნახეთ რას გავდნენ ეს უტვინო უგვანო ხეპრეები, ერთმენეთი როგორ დახეთქეს მუშტებით? უმეცრების სუნი ვერ იგრძენით? რაიმე წმინდა შეგვრჩა?! ქართველი ერი დამარცხდა, იმიტომ რომ არაფერს ვაწარმოებთ, არაფერს ვქმნით, რეგიონული უპირატესობაც ყოველწამიერად ქრება, ყარაბაღის კონფლიქტმა ავთვისებიანი კიბოს ქირურგიული ოპერაცია წარმატებით დაასრულა. რეგიონში ყველაზე სუსტი ქვეყანა ვართ, ახლოა რეალობა როცა აზერბაიჯანს ნაწილებრივ დავჭირდებით (შესაძლოა სომხეთსაც!), რეგიონის მაგისტრალური მნიშვნელობის პორტი, ქოცურმა ოპორტუნიზმა ჩაანაძაძა. ერთადერთი ტურიზმის და კვების კულტურის სექტორი რომელიც შვილივით გამოვზარდეთ, მიწასთანაა გასწორებული, ხვალ ზეგ საქართველო თავზე ჩამოგვენგრევა, მაგრამ ქოცები მაინც დანგრეულ საქართველოს დაიცავენ, უფრო სწორად ნგრევას დაიცავენ, მთავარია არ შეიცვალოს, მისი საქართველო მისი პირადი ბედნიერებაა დანარჩენი კიდია. გაიხსენეთ ქოცური აფერისტის ცინიზმი როცა ვითომ სამწუხაროდ ან ნიშნის მოგებით ვარაუდოებს "ბიძო 2030-მდე იქნება და მერე ვნახოთ"... აი კაი სათქვლეფ სამსახურში რომ მოეწყობი, იცი რომ საბუთები წესრიგში არ გაქვს უეჭველი გამოგდებენ, მაგრამ გარანტირებულად იცი რომ 6 თვე კარგად იქნები და არ ღელავ, ბედნიერიც ხარ, 6 "თვის მერე რაღაც გამოჩნდება" აი ესაა ქოცური ბატონყმობა... კი ბიძინა 2030 მდე იქნება
  2. ისტორია მიყვარს, კიდეც ვასწავლი, მაგრამ ცხადია იმდენად დიდი საუნჯეა რომ მხოლოდ წვეთი მესმის, ალბათ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდას მოუმზადებლადაც ჩავაბარებ, მაგრამ ეგ ცოტაა, ხოდა რაც ვიცი მახსენდება დიდი ადამიანები, კეთილშობილი ადამიანები რომლითაც კაცობრიობა ამაყობს. ჩვენი საქართველოს ისტორია ჩემი ციცქნა ცოდნით სავსეა ასეთი ადამიანებით. დავითი ალბათ უმკაცრესი პიროვნება იყო, მაგრამ კეთილშობილება არ აკლდა, ეს მის ტოლერანტულ მსოფლმხედველობასა და მემკვიდრეობაში ჩანს, ალბათ მამასთან ჩაიჭრა და მაგას მიუძღვნა გალობანი სინანულისანი, ერეკლე მეორეც ძალიან მაგარი ადამიანი იყო, ერთი შეეშალა ალექსანდრე ამილახვარი არ უნდა დაესახიჩრებინა, მაგრამ ის რომ მოკრძალებული სული ჰქონდა მემგონი არ ვცდები. ილია ჭავჭავაძეც ალბათ ენამწარე კახელი გადარეული იყო, ნარდიც უყვარდა და თამაშიც, მაგრამ ისეთი ბაბუ იქნებოდა რომ ჩაიხუტებდი და გაგისწორდებოდა, ასეთი იყო ექვთიმე, ნიკო ნიკოლაძე, ჯავახიშვილი... მოკლედ რა ჩამოთვლის. მსოფლიოს ისტორიიდან აბრაამ ლინკოლნი მახსენდება, "პრერიების მეფე", უბრალო თვითნასწავლი ადვოკატი, მაგრამ დიდი გულით, ჯიგრული იუმორით, ისე ამერიკა სავსეა კეთილშობილი პრეზიდენტებით, ბენჟამინ ფრანკლინი, ვაშინგტონი, ჯონ ქვინსი ადამსი... პრუსიის ისტორიიდან ფრიდრიხ მეორე "ბებერი პრინცი" და ოტო ფონ ბისმარკია. ეს ხომ საერთოდ გადარეული იყო მაგრამ პრინციპული და რაციონალური. ყველა ნორმალურ საზოგადოებაში არის შანსი რომ კარგმა ადამიანმა მიაღწიოს მმართველ თანამდებობებს. ბარაკ ობამა დამთმობი პრეზიდენტი მაგრამ უკიდურესად კეთილშობილი, არც ერთხელ შეურცხვენია თეთრი სახლი, ორივე ვადა იუმორში და ღუღუნში გაატარა, სხვა ვინ გავიხსენო ევროპაში, ყველა შავ-თეთრია, მაგრამ ისეთი დედა მოტ...ნული როგორიც ჩვენი პოლიტიკური სპექტრია ალბათ მარტო პოსტ საბჭოთა სივრცეშია. კი ვიცი ამაში მარტონი არ ვართ, მთელი სავოკი ჯოჯოხეთის ბალღამია, რომელიც საკუთარ ბოღმის წვნიანში იხარშება, ხოდა რა ჭირი გვჭირს ასეთი რომ ერთი კაი კაცი ვერ გავართრიეთ არათუ მმართველად არამედ კანონმდებლადაც?! ცხადია ქართული ელიტის რეკრუტირების პროცესი პირდაპირ მიბმულია ქართულ კულტურას, ხოდა რა ღირებულებებიც არის მოთხოვნათი "საქმის კეთების" სისტემაში ისეთი ელიტა გვყავს. რატომ არის რომ ჩვენს საზოგადოებაში რთულია მორჩილების და დისციპლინის შენარჩუნება? ამის მიზეზი ქართულ საზოგადობაში გაბატონებული ჰიპერმასკულინური კულტურაა, რომელიც ყოველი ადამიანისგან ალფა მამრული ღირსებების გამოვლენას ითხოვს. მაშინ როცა მთელ რიგ საზოგადოებებში მსახურება და დისციპლინა არის ადამიანის ზრდილობის, განათლების და ღირსების მამტკიცებელი თვისება, ჩვენში რაოდენ სასწაულიც არ უნდა იყოს ქართული საზოგადოებისთვის სწორედ ეს პირობებია თმენის, ტანჯვის და მეცადინეობის მდგომარეობა. ჩვენ ქართველებს მხოლოდ სხვისი დისციპლინა გვიყვარს მაგრამ არა ჩვენი, სხვისიც იმიტომ რომ ჩვენი უდისცპლინობით სხვის დისცპილინას გვერდიდან შემოუაროთ და ურიგოდ გავძვრეთ, ხოდა ყველაზე ცუდიც სწორედ ისაა რომ ასეთი "ჩალიჩა" მოხერხებულობის გამო ძმაკცებსაც და პატივსაც ბევრს დავაგროვებთ, არავინ დაგძრახავთ თუ "გაჩალიჩდით" არავინ!!! აი სწორედ აქაა ჩვენი გასაჭირის სათავეც. ჩვენს უკუღმართ საზოგადოებაში ნონკონფორმიზმი გამოხატულია არა რომანტიული ამბოხით, როგორიც იყო პაციფიზმი ვიეტნამის ომის დროს, ჩე გევერას ბრძოლა ანტი-ამერკანიზმის წინააღმდეგ, არამედ თითმის ველური, თითქმის იმპულსური შეწინააღმდეგებით რომ გამოკვეთილ იქნეს მასკულინობა ავტორიტეტის დაუორჩილებლობით. მიხვდით რას ვგულისხმობ? აი სწორედ იმ დისკომფორტს ხელმძღვანელი რომ ბრძანებას გასცემს, ეკუთვნის ეს უფლება, ბრძანებაც გასაგებია და შესასრულებელი, მაგრამ ერთი სული გაქვს შემოუტრიალდე და დედა შეუკურთხო, იმიტომ რომ საკუთარ თავს და სხვებსაც დაუმტკიცო რომ "წერპილა" არ ხარ, ეს არის საზოგადოება რომელიც დამსაქმებელ ხელმძვანელს ეტყვის მერე რა რომ მუშა ვარ შენ ვინ ჩემი ყ..ლე ხარო. მარტივად რომ ვთქვათ დაუმორჩლებლობა არის კიდეც ყველა რეალიზებული მამაკაცის კულტურულად მოსალოდნელი ქცევა, იმიტომ რომ დაუმორჩილებლობით მამაკაცი ავლენს მამაკაცურ ძლიერებას. აი ამ ზიზღით შექმნის საზოგადოებას ცხადია არავითარი შანსი არ აქვს რომ კეთილშობილი ადამიანი გაათრიოს ელიტის რიგებში, იმიტომ რომ ელიტამდე იმდენჯერ უნდა გამოავლინო მახინჯი დაუმორჩილებლობა რომ სხვებმა შეგნიშნონ, სწორედ უდისცპლინობით დაწინაურდები და არა პროფესიონალიზმით, აზრზე ხართ რა ბრიყვული სოციალური ლიფტები გვაქვს რომ პროფესიონალიზმი კი არ გაგქაჩავს არამედ დაუმორჩილებლობა, ანუ ვინც სტეიკ ჰოლდერია, ვინც გადაწყვეტილების მიმღებია, ის შენში სანდო კაცს მარტო დაუმორჩილებლობით დაინახავს, აი თუ მორჩილი და შენი საქმის ერთგული ხარ მაშინ დარჩები მომსახურების სფეროში, აი სწორედ იქ სადაც საქმეებს აკეთებენ, თეთრსაყელოებიანების სტრატაში, შემოვა შენზე ბრიყვი, შენზე უშნო, გასიებული რეგვენი და დაგიგდებს მაგიდაზე დავალებას რომლის წაკითხვაც არ იცის, ხოდა შენ მორჩილო წიგნის ჭიავ, იმის საქმე უნდა გააკეთო. ის გადაწყვეტს შენ კი ასრულებ. აი ეს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა, ქართული საზოგადოება წამგებიანი კულტურით ხელმძღვანელობს. დამოუკდიებელი საქართველოს ისტორიაში, აბსოლუტურად ყველა, ყველა არის უღირსი ადამიანი, ვერც ერთმა ვერ შენარჩუნა პრინციპები, პატიოსნება და ჯიგარი, სხვადასხვა გამოწვევის დროს ყველა ჩაიჭრა. ზვიადი ჯერ კიდევ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დროს, იმდენჯერ რა მოთვლის, მერე ეს ყელფანდურა იდიოტები, ყველას გინება, ყველას ძაგება. ჯაბა, კიტოვანი და სიგუა ხომ სხვადასხვა ზომის და სისქის დილდოა, ედუარდ შევარდნაძეზე საიდან დავიწყო, მთელი მისი ბიოგრაფიაა სხვების გადაგდება და სავოკური მნაგახადოვკები; სააკაშვილი ასევე ღვარძლით და მეგალონამანიაკური ეგოიზმის სავსე რეგვენი რომელმაც აღმშნეებლობის იმპულსი შექმნა და თავად გააბანძა, ბიძინა ხო საერთოდ კიდალაა, განსხეულებული კვაჭი კვაჭანტირაძე, პრემიერები როგორ მოგწონთ?__ღარიბაშვილი__ ღმერთო გვიშველე; კვირიკაშვილი__კორუმპირებული ნეხვი__გახარია თვალთხარია; ისევ ღარიბაშვილი ეს ერთიც ღმერთო ეს ერთიც და მეტი აღარა... პარლამენტის წევრები?__ ვინ? ვინმე გახსენდებათ კეთილშობილებით, ჯიგარით, პატიოსნებით? ხოდა რატომ არა? ___ იმიტომ რომ ჩვენში პატიოსნება ნაკლია, ტორმუზია, თმენაა, აი სწორედ ამიტომ!
  3. დაამატეთ, რამე თუ გაგახსენდებათ ნატვრის ხე - ჭადრაკის დაფა მორის ფოცხიშვილის ლექსზე "ლაზიერის გამბიტი" შექმნილი ამ კომპოზიციის გამო ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს "ნატვრის ხე" საბჭოთა ცენზურამ საკონცერტო მოღვაწეობა აუკრძალა და რადიოშიც დაბლოკა. როგორც ჩანს, სიმღერა მეოცნებე პაიკის შესახებ, რომელიც მეფისთვის იბრძვის, მაგრამ ადრე თუ გვიან ამ უკანასკნელთან ერთად ერთ მცირე ყუთში თავსდება, კომუნისტი იდეოლოგებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ჰამლეტ გონაშვილი - დაიგვიანეს ჰამლეტ გონაშვილის ფენომენალური საშემსრულებლო ტექნიკა განსაკუთრებით შთამბეჭდავად სწორედ ამ კომპოზიციაში აისახა, რომლის ტექსტიც აკაკი წერეთლის ისტორიული დრამის, "პატარა კახის" პირველი სტრიქონებითაა შექმნილი. სიმღერის მელოდიიის ავტორი 1871 წელს დაბადებული კომპოზიტორი და ლოტბარი, ნიკო სულხანიშვილი გახლავთ. გიული ჩოხელი - პაემანზე გიული ჩოხელი საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზ-შემსრულებლად ითვლებოდა. ცოცხალ ლეგენდად ქცეული მომღერლის შემოქმედებაში გამორჩეულად პოპულარული კომპოზიციის "პაემანზე" მელოდია გამოჩენილი ბრაზილიელი მუსიკოსის, ანტონიუ კარლოს ჟობიმის 1963 წლის ჩანაწერიდან Agua de Beber გახლავთ ნასესხები, ტექსტი კი იოსებ ნონეშვილის ლექსიდან. გიგა მიქაბერიძე და კატო - პირამიდები 1916 წელს ჟურნალში "ცისფერი ყანწები" ელენე დარიანის ეროტიკული ქვეტექსტებით სავსე ლექსების ციკლი დაიბეჭდა. ერთი ვერსიით, ამ ფსევდონიმის მიღმა პაოლო იაშვილი იმალებოდა, მეორის თანახმად კი ელენე ბაქრაძე, რომელთანაც პაოლოს რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდა. ამ ლექსებიდან განსაკუთრებით პოპულარული "პირამიდებში" გახლავთ, რომლის ტექსტზე დაყრდნობითაც ჯგუფ Overbalance-ის ყოფილმა ლიდერმა, გიგა მიქაბერიძემ 2000-იანი წლების დასაწყისის ერთ-ერთი გამორჩეული ქართული ჰიტი შექმნა. Killages - ტიციან ტაბიძე 2016 წელს ქალაქ რუსთავში ჩამოყალიბებული ალტერნატიული ჰიპ ჰოპ კოლექტივის Killages ეს ნამუშევარი ჩვენს სიაში შესული ჩანაწერებიდან გამორჩეულად საინტერესო და ორიგინალურია. კომპოზიციის ტექსტი ტიციან ტაბიძის ლექსს "ანანურთან" ეფუძნება, რომელიც ავტორმა არაერთი ქართველი პოეტის მუზას, თამუნია წერეთელს მიუძღვნა. ვია 75 - რამ შემქმნა ადამიანად ვაჟა-ფშაველას პოეზიისა და ჯაზ როკის ჟღერადობის შერწყმის იდეა რამდენადაც უცნაური, იმდენადვე ეფექტური აღმოჩნდა. ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ "75"-ის მიერ 1979 წელს ჩაწერილი კომპოზიციის "რამ შემქმნა ადამიანად" ტექსტი სწორედ გამოჩენილი ქართველი მწერლის ამავე სახელწოდების ლექსიდანაა ნასესხები. აისი - ვარდსა ჰკითხეს 1974 წელს ჩამოყალიბებულ ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლს "აისი" ქართული მრავალხმიანობის ფანკისა და ფსიქოდელიის ელემენტებით გამდიდრება ძალზე შთამბეჭდავად გამოსდიოდა. ამის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნიდან" აღებულ სტრიქონებზე შექმნილი კომპოზიცია "ვარდსა ჰკითხეს" გამოდგება. დები იშხნელები - მორბის არაგვი ნინო, თამარ, ზინაიდა და ალექსანდრა იშხნელების მიერ 1941 წელს ქალაქ ქუთაისში ჩამოყალიბებული კვარტეტი, სავარაუდოდ, ქალთა პირველი ინდი ფოლკ ანსამბლია თანამედროვე მუსიკის ისტორიაში. მათი კომპოზიცია "მორბის არაგვი" კი გამოჩენილი ქართველი პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ამავე სახელწოდების ლექსზეა შექმნილი. მანანა მენაბდე - სტვენს ბულბული დები იშხნელების ოჯახში 1948 წელს დაბადებულმა მუსიკოსმა, მანანა მენაბდემ წინაპრებისგან ქართული რომანსების შესრულების ტრადიცია ღირსეულად გადაიბარა. მისი კომპოზიცია "სტვენს ბულბული" კი მე-18 საუკუნეში მოღვაწე პოეტის, ბესარიონ გაბაშვილის, იგივე ბესიკის ამავე სახელწოდების მქონე ლექსს ეფუძნება. 33ა - გალაკტიონი ნიაზ დიასამიძის მიერ წელს 1994 ჩამოყალიბებული ჯგუფი "33ა" ამ კომპოზიციის ტექსტში მხოლოდ გამოჩენილი ქართველი პოეტის სტრიქონების გამოყენებას არ დასჯერდა და გაცილებით მახვილგონივრულ ხერხს მიმართა. შედეგად კი, სიმღერაში თავად გალაკტიონ ტაბიძის მიერ საქართველოს რადიოს ეთერში წაკითხული ლექსის "მთაწმინდის მთვარე" აუდიოჩანაწერის მოსმენაა შესაძლებელი.
  4. Sunk cost fallacy არის შეცდომა როცა ადამიანი უკვე გაწეულ ხარჯს იყენებს არგუმენტად კიდევ უფრო მეტი ხარჯის გასაწევად. მაგალითად როცა ადამიანი ჩადებს რაღაც ბიზნესში თანხას, ეს ბიზნესი არ გაამართლებს და მფლობელი იმ ლოგიკით ამართლებს კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას, რომ თუ დანებდება მისი წარსული ინვესტიცია დაკარგულია. პრობლემა აქ ის არის რომ ობიექტური ანალიზის პირობებში, შეიძლება აღმოჩნდეს რომ მომავალი ინვესტიციაც გადაყრილი იქნება და მთელი სიტუაცია მკვდარი ცხენის ცემას ემსგავსება. ამ ჩარჩოში რომ ვუყურებ საქართველოს ნატო-ევროკავშირისკენ ლტოლვას, ის გრძნობა მიჩნდება რომ შეიძლება იმ ბიზნესის პატრონივით თავს ვიტყუებთ. კი, ძალიან დავიხარჯეთ მაგ მიმართულებით მაგრამ შემშვები აქამდე არ შეგვიშვებდა უკვე? თეორიულად მაინც კიდევ რამდენი იმედგაცრუება უნდა დაგროვდეს რომ ვთქვათ "ამათი კარგიც"-თქო?