Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'უფრო' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 5 results

  1. დიდი საჯდომის მოყვარულებს გაუხარდებათ, რადგან აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დიდია საჯდომი მით გამჭრიახია მისი მფლობელის გონება. ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცებს დიდსაჯდომიანი ქალები მხოლოდ ამ ''ღირსების'' გამო არ უყვართ. საქმე უფრო სერიოზულადაა. ქვეცნობიერად გრძნობენ, რომ კარგი დუნდულების მქონე ქალი ჭკვიან შვილებს გაუჩენს. პირველ რიგში შედეგის თანახმად - დიდი დუნდულების მქონე ქალები, როგორც წესი უფრო მაღალ ინტელექტუალურ დონეზე არიან, ვიდრე გამხდრები. ვლევაში ყველა ასაკის, 16 ათასმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. აღმოჩნდა, რომ დიდსაჯდომიანი ქალის სხეულში მეტი რაოდენობით ცხიმმჟავა, ომეგა-3 შეინახება, რაც ტვინთან პირდაპირკავშირშია და დიდ გავლენას ახდენს მისი განვითარების პოტენციალზე. ასე ის გაცილებით ჭკვიანია, თანაც ფეხმძიმობისას ან ძუძუთი გამოკვებისას შვილებსაც ამ მჟავას გადასცემს. დიდ დუნდულიანი ქალების სისხლში ქოლესტერინის დონეც დაბალია, მეტაბოლიზმი დაჩქარებულია, სხეული მეტად მოქნილია და შაქარსაც კარგად გადაამუშავებს. შესაბამისად, ასეთ ქალებს დიაბეტით დაავადების ან გულის პრობლემების ნაკლები შანსი აქვთ. გარდა ამისა ამ ქალების სისხლში დიდი რაოდენობითაა ჰორმონი "ლეპტინი", რომელიც არეგულირებს სხეულის წონას. ამიტომ, მათ ზედმეტი წონის საშიშროებაც ნაკლებად ემუქრებათ. არსებობს მოსაზრებები, რომ იშვიათად ცივდებიან და საერთო ჯამში დიდხანს ცოცხლობენ. მოკლედ, გშურდეთ დიდსაჯდომიანი ქალების და არა დიდმკერდიანების. პენი ლეინი ხოოო ვაამმბოოობბდიიიი რამდენად ჭკვიანია ქალი თუ გაინტერესებს ტრაკზე უნდა დააკვირდე!
  2. ვთქვათ გყავთ ორი შვილი. პირველი რომელიც რაღაც უნარებით მაგარი ტიპი გამოვიდა, ვთქვათ ან ჭკვიანია, ან მოხერხებული, გაქნილი (კარგი გაგებით), დ.ა.შ. ანუ იცით რომ ცხოვრებაში არ დაიკარგება. და მეორე ბოთეა რაღაც მნიშვნელოვანი გაგებით. ან ურთიერთობებში, ან საქმეში, ან უბრალოდ ზოგადად. ამას არსებითი რისკი აქვს რომ ცხოვრებაში "დაიკარგება". ამ მოცემულობაში რას თვლით თქვენი გადმოსახედიდან უფრო სამართლიანად, რომ გადაყვეთ მეორეს თუ ორივეზე რომ თანაბრად დაიხარჯოთ?
  3. შტატების ყოფილი ელჩი იან კელი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი და შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის დირექტორი ალინა ინაიე ერთობლივ სტატიას გერმანიის მარშალის ფონდის ოფიციალურ ვერბგვერდზე აქვეყნებენ. წერილის თანახმად, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური მოლაპარაკებები აჩვენებს პოლიტიკურ სისტემას, რომელიც გარკვეულ პირთა ტყვეობაში რჩება და ძნელად წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციაზე, რომლისკენაც ქართველი ხალხი კვლავ მყარად ისწრაფვის. ეს განსაკუთრებით აისახება მის ურთიერთობებზე შეერთებულ შტატებთან. საჭიროა, შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს მჭიდრო ურთიერთობა საქართველოსთან, შეიმუშაოს თავისი პოლიტიკა, რათა დაეხმაროს დემოკრატიას. დასავლეთის მეტი მხარდაჭერის გარეშე საქართველოს პროდასავლური პოზიციები შესაძლოა, შესუსტდეს. "ქვეყნის მეზობელი ჩრდილოეთიდან, რუსეთი ყველა ნაბიჯს დგამს, რათა უზრუნველყოს არალიბერალური პერიფერია, რომელიც მას იზოლაციაში მოახდენს დემოკრატიული სამყაროსგან. ქვეყანაში შეჭრის გარდა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევით, რუსეთმა გამოიყენა მთელი არსენალი, რათა საქართველო მაქსიმალურად შორს ყოფილიყო დასავლეთისგან. შეერთებულმა შტატებმა ძალზედ დიდი დახმარება გაუწია საქართველოს. საქართველოს ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა არამხოლოდ სასურველია, არამედ აუცილებელია. მისი დამსახურებით, ევროკავშირმა მკაცრი პოზიცია დაიკავა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით - არასრულყოფილი არჩევნების ჩატარება, ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და მთავრობასა და ოპოზიციას შორის განმეორებითი მოლაპარაკებები - ევროკავშირმა მოუწოდა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს "ფართო კონსენსუსის" მიღწევისკენ. საქართველოში მიმდინარე მოვლენებმა შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან უფრო მკაცრი რეაგირება უნდა გამოიწვიოს. საქართველო ჯერ არ უნდა დაგვავიწყდეს" Report A Country on the Verge: The Case for Supporting Georgia March 15, 2021 Ian Kelly David Kramer Alina Inayeh Director, Black Sea Trust for Regional Cooperation Preface Georgia’s path to democracy has been nothing but sinuous. Since the Rose Revolution in 2001, which marked the end of the Soviet era, the country has seen major progress, intertwined with concerning setbacks. Protests and political negotiations following the October 2020 parliamentary elections reveal a political system that remains captured by individuals, is still plagued by corruption, and hardly represents the interests of Geor­gian citizens. This state of affairs impacts Georgia’s relation with the West, integration with which its people still solidly aspire. It particularly affects its relations with the United States, not long ago a staunch ally of the country. Georgia was a success story for the first few years of Mikheil Saakashvili’s presidency and, as a result of this promising start, became a darling of U.S. policy in the region. Russia’s invasion in 2008 has kept the country high on the transatlantic agenda. So has Georgia’s insistence to join NATO, one way or another, sooner better than later. It is for the country’s strategic importance as a Western ally in a troubled and Russia-dominated neighborhood that the United States needs to continue its close relation with Georgia, tailoring its policies to help advance democracy there and contain backsliding. This very timely report thoroughly substantiates the efforts Georgia has made toward democracy as well as its repeated setbacks, identifying the factors that contribute to its current decline as well as the best policy actions that the United States should take toward the country. As the authors explain, in addition to internal factors—a political sphere tightly controlled by a few people, corruption, and attempts to control the media, among others—there are external ones that test Georgia’s fragile democracy. First and foremost is the country’s neighbor to the north, Russia, which takes any and all steps to ensure an illiberal periphery that insulates it from the democratic world. From invading the country to infiltrating its political life, Russia has used an entire arsenal to keep Georgia as little democratic as possible and away from the West. Just like in the other countries in Russia’s neighborhood, it is the strong will of citizens to have their country aligned to Western values and institutions that is the most serious obstacle to Russia-promoted illiberalism. Georgians remain deeply committed to European and transatlantic institutions, despite the strong Russian propaganda decrying alleged Western decay. It is the strong belief of Georgians in Western values that merit a better, more efficient policy of the West toward the country. The United States could do little to help Georgia if it acted alone. Close cooperation with the EU is not only desirable but necessary. To its merit, the EU has taken a strong stance on latest develop­ments in Georgia—the imperfect elections, the arrest of the opposition leader Nika Melia, and the failure of repeated negotiations between government and opposition on new elections. It called out violations of demo­cratic norms and urged the Georgian political parties to reach “a wide consensus” ahead of the Eu-Georgia Association Council meeting this week. The urgency of events in Georgia should trigger a more determined response from the United States and the EU. We should not get Georgia off our minds just yet. Alina Inayeh Director, Black Sea Trust for Regional Cooperation
  4. მეცნიერება საფრანგეთის ელჩი: თუ მეკითხებით, უნდა იყოს თუ არა დასავლეთი უფრო მეტად წარმოდგენილი კავკასიაში, მე გპასუხობთ - დიახ 30.01.2021 21:01 საფრანგეთისა და საქართველოს ურთიერთობებზე, დიმიტრი ამილახვრის დიალოგის ფორმატზე, ქართულ-ფრანგულ სამხედრო თანამშრომლობაზე, რეგიონში, მათ შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე პროცესებზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე, რუსეთის ფაქტორსა და „საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე - საქართველოს სასარგებლოდ სტრასბურგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე Europetime-ს საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ესაუბრა. _ბატონო ელჩო, მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს, თუ შეიძლება, ორიოდე სიტყვით, ასევე რომ გვითხრათ, რას მოიცავს დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის ფორმატი და რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ ფორმატის ფარგლებში ორი ქვეყნის ურთიერთობებში? ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ისეთივე მჭიდროა, როგორც არასდროს ყოფილა.თუნდაც ის ფაქტი, რომ ვაპირებთ აღვნიშნოთ 100 წლის იუბილე იმ დღისა, როდესაც საფრანგეთის მთავრობამ მიიღო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობა და შესთავაზა მას თავშესაფარი საბჭოთა იმპერიის შეჭრის შემდეგ, ამის ლოგიკური დასტურია. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული დიალოგი ატარებს ცნობილი ქართველი თავადის, დიმიტრი ამილახვარის სახელს, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ერთ-ერთი უდიდესი გმირიც იყო. დიალოგის ამ განსაკუთრებული ფორმატის შექმნის იდეა ეკუთვნით საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს (თებერვალი, 2019 წ.), ხოლო ოფიციალურად გახსნეს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჟან-ივ ლე დრიანმა და დავით ზალკალიანმა პარიზში, 2019 წლის დეკემბერში. დიალოგი მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე თავდაცვის, უსაფრთხოების, მიგრაციისა და შიდა უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ინვესტიციების, განათლებისა და კულტურის საკითხებს. ბევრი რამ, რისი გაკეთებაც დავგეგმეთ ამ ბოლო შეხვედრაზე, უკვე განვახორციელეთ. ახლა ვაპირებთ ახალი შეხვედრის ჩანიშვნას, სადაც ვიმსჯელებთ სამომავლო პროექტებზე, ისევე როგორც არსებული თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე. _რას მოიცავს არსებული ქართულ-ფრანგული სამხედრო თანამშრომლობა და როგორ ეხმარება საფრანგეთი საქართველოს თავდაცვიანურობის გაზრდის კუთხით? ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფრანგი და ქართველი ჯარისკაცები გადიან ერთობლივ წვრთნებს, ატარებენ ერთობლივ ოპერაციებს და შეუძლიათ საბრძოლო მოქმედებებში ერთობლივი მონაწილეობა. ეს აძლიერებს როგორც საქართველოს შესაძლებლობებს, ასევე ორი ქვეყნის უსაფრთხოებას, რადგან ასე უკეთ შევძლებთ შესაძლო მომავალი საფრთხეების წინაშე ერთმანეთის მხარდამხარ დგომას. ამგვარად, ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი ჯარისკაცები ჩვენს საუკეთესო სამხედრო სასწავლებლებში სწავლობენ, ხოლო საქართველოში შესაძლებლობა გვაქვს, შეიარაღებული ძალების თანამშრომლებისთვის ფრანგული ენის გაკვეთილები ჩავატაროთ. ასევე, ჩვენი ჯარისკაცები ერთად მოქმედებენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების მისიას წაარმოადგენს ევროპელი სამხედრო ინსტრუქტორების დაცვის უზრუნველყოფა. ეს არის ჯარების ერთად განთავსების და რთულ პირობებში მუშაობის და ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღების უნიკალური შესაძლებლობა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროში. ამის მაგალითია სამთო ქვეითთა ტრენინგი. 2006 წელს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის შექმნიდან მოყოლებული ჩვენ განსაკუთრებული პარტნიორები ვართ. გასულ სექტემბერს, ერთობლივი სწავლებების დროს, ფრანგმა და ქართველმა ინსტრუქტორებმა ერთობლივად მოამზადეს საფრანგეთისა და საქართველოს ჯარები; ერთ-ერთი ეპიზოდი გულისხმობდა მყინვარწვერის დალაშქვრას, რაშიც მეც სიამოვნებით მივიღე მონაწილეობა. მოცემული სწავლება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მომავალში კიდევ ჩავატაროთ მსგავსი ერთობლივი ღონისძიებები. კიდევ ერთი სფერო, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საჰაერო თავდაცვაა. აქ ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ნატოსთან თანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვის სეგმენტის დაფარვას საქართველოში გამართულ ნატოს წვრთნებში მონაწილების დროს. სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს გაჩაღებულმა კონფლიქტმა ნათლად დაგვანახა ძლიერი და დამოუკიდებელი საჰაერო თავდაცვის სისტემის აუცილებლობა. _როგორ შეაფასებდით რეგიონში მიმდინარე პროცესებს, მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას და თურქეთის და რუსეთის როლს ამ პროცესებში? ზოგადად ვფიქრობ, რომ საქართველოს ინტერესებში არ შედის სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიული კონკურენციის ადგილად ქცევა. ეს საფრთხეს უქმნის თითოეული ქართველის მნიშვნელოვან ძალისხმევას, გახდეს უფრო მეტად ევროპელი. ამიტომ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, გარდა იმისა, რომ საშინელი ომია, ასევე შეშფოთების საგანია მათთვის, ვინც გულგრილი არ არის საქართველოს ბედის მიმართ. ბევრად უკეთესი იქნება, თუკი რეფორმისა და თანამშრომლობის პრინციპები წარმართავს საქართველოს ურთიერთობას გარე სამყაროსთან. ეს არის ის, რაც საქართველოს მეგობრებს სურთ საქართველოსთვის და რაც, ჩვენი აზრით, საქართველოს სურვილსაც წარმოადგენს. ასეთი პრინციპები მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული კურსის წარმატებისთვის. მე დიდ პატივს ვცემ და აღფრთოვანებული ვარ მტკიცე, მდგრადი და შეუპოვარი სტრატეგიით, რომელსაც მიჰყვება საქართველოს სათავეში მყოფი ყველა მთავრობა ქვეყნის ევროპასთან და დასავლეთთან, ასევე ლიბერალურ დემოკრატიასთან დასაახლოებლად, რომელიც ძლიერ და კანონმორჩილ ინსტიტუციებს ემყარება. და მე მჯერა, რომ ეს არის ლოგიკური განვითარება იმ ღრმა კულტურული და ისტორიული სიახლოვისა, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. წარმატების მისაღწევად აუცილებელია ეს სტრატეგია ორიენტირებული იყოს რეფორმებსა და თანამშრომლობაზე, ხოლო გარე სტრატეგიული კონკურენცია შეიძლება შემაფერხებელი აღმოჩნდეს ამ გზაზე. ასეთი სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდება, თუ ის ქვეყნის, კერძოდ, მისი კანონების, მისი ბიზნესის კულტურის, უფრო ზოგადად კი, ინკლუზიური საზოგადოებისადმი მისი მიდგომის ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს. საფრანგეთი, ევროკავშირი, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები, ისევე როგორც აშშ და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სტრატეგიის წარმატებაში. _ამ ყველაფრის ფონზე, როგორც განვითარდა მოვლენები კავკასიის რეგიონში, ხომ არ მიიჩნევთ, რომ სასურველი იქნებოდა უფრო მეტად და აქტიურად იყოს დასავლეთი რეგიონში წარმოდგენილი და მკაფიო პოზიცია ჰქონდეს თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით? ამ კითხვაზე მე ხაზგასმით ვპასუხობ დიახ! აუცილებელია, სამხრეთ კავკასიაში დასავლეთი უფრო ძლიერ იყოს წარმოდგენილი. ერთსაც დავამატებდი, რომ ეს არის სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისთვის და არავის საწინააღმდეგოდ. ვფიქრობ, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, განვითარების რომელ გზას აირჩევს და არავის აქვს უფლება ხელი შეუშალოს საქართველოს და საფრანგეთს ძალიან ინტენსიური პარტნიორობის ჩამოყალიბებაში. აქვე უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ევროკავშირის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების და აშშ-ის საქართველოში ჩართულობის ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია და ითვალისწინებს ძალიან მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგებას, მნიშვნელოვან ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, აგრეთვე ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ბევრი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი, რეგულარულად ახორციელებს შავი ზღვის წყლებში თავისი საზღვაო ძალების განთავსებას რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. ასე რომ, ვერავინ შეიტანს ეჭვს რეგიონის მიმართ ჩვენი ვალდებულებების სიმტკიცეში. რუსეთთან დაკავშირებით მინდა ერთი რამ დავამატო - ჩემი აზრით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უფრო ძლიერი არიან საგარეო პოლიტიკაში, როდესაც ისინი ახერხებენ მკაფიო გზავნილებზე შეთანხმებას, და ვფიქრობ, მეტწილად ასე ხდება, როდესაც საქმე რუსეთთან ურთიერთობას ეხება. ჩვენ ყველა რეგულარულად და ნათლად გამოვხატავთ რეგიონში დემოკრატიის მიმართ ჩვენს მხარდაჭერას, ისევე როგორც რუსეთში კანონის უზენაესობის მიმართ მხარდაჭერას. არაერთხელ გავუსვით ხაზი ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ბელორუსიაში დემოკრატიისკენ მიმავალი პროგრესისადმი. ცალსახად გამოვთქვით ჩვენი მოლოდინები ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით. კითხვა ასევე მდგომარეობს იმაში, რა კონკრეტული მიზნების დასახვა შეგვიძლია ჩვენი პოზიციიდან გამომდინარე და როგორ შეგვიძლია მათი განხორციელება. ჩემი აზრით, პოლიტიკა არ არის უბრალოდ უარის თქმა ნებისმიერი სახის კონტაქტზე, რათა გამოხატო შენი უკმაყოფილება და შემდეგ ინანო, თუკი არაფერი შეიცვლება. _საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყანა, უჭერს თუ არა მხარს ევროკავშირის გაფართოების საკითხს? მოგეხსენებათ, საქართველო აპირებს 2024 წლისთვის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, როგორ ფიქრობთ, მოახდენს თუ არა გავლენას პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი გადაწყვეტილებაზე? ევროკავშირს არ ჰყავს ერთი ლიდერი და ეს მისი ერთ-ერთი დადებითი მხარეა. თუმცა, საფრანგეთში ვცდილობთ, ვიყოთ ხმა, რომელიც ეხმარება მას გადაწყვეტილებების ფორმირებაში მომავლისკენ მიმავალ გზაზე. რაც შეეხება დასავლეთ ბალკანეთის ფარგლებს მიღმა სამომავლო გაფართოების შესაძლებლობას, ეს არის საკითხი, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში უნდა იყოს განხილული. თუმცა, რა შედეგითაც არ უნდა დასრულედეს განხილვა, ქვეყანას ყოველთვის შეუძლია, ისწრაფოს საკუთარი თავის, სახელმწიფოს და საზოგადოების ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად გადაქცევისკენ და ამაში ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეს. საბოლოო მიზანია, არა ამა თუ იმ კავშირის წევრობა, არამედ მენტალურად ევროპელ ერად ჩამოყალიბება. საქართველოს დახმარება ამ მიზნის მიღწევაში, რომელიც დარწმუნებული ვართ, ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის სანუკვარი ოცნებაა, არის ყველაფრის არსი, რასაც ჩვენ საქართველოში ვაკეთებთ. _ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ. განაჩენი ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა; ის არის პასუხისმგებელი ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე და ასევე, რუსეთი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონზე. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ გადაწყვეტილებას? ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს დიდ წარმატებაა, და როგორც საფრანგეთის ყოფილი წარმომადგენელი ევროპულ სასამართლოებში, მე ვულოცავ იურისტთა გუნდებს, რომლებიც დაეხმარნენ სასამართლოს ამ საკითხის სრულყოფილად გამოძიებაში, ვაფასებ რა იმ გაწეული სამუშაოს მოცულობას, რაც შესრულდა ამ შედეგის მისაღწევად. თავიდან ბოლომდე წავიკითხე განაჩენი და ვფიქრობ, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა საქართველოსთვის, ვიდრე პირველი შთაბეჭდილებები, რაც პრესის და ოპერატიული ნაწილის წაკითხვისას მივიღე. ქართული მხარის მიერ წარდგენილი ძირითადი დოკუმენტაცია თითქმის სრულად იქნა მიღებული, თუმცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტი დარჩა სამართლიანი დაკმაყოფილების საკითხი, რომელიც სასამართლომ დროებით გადადო. ახლა მნიშვნელოვანია ფაქტების დადგენა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების მასშტაბების განსაზღვრა სასამართლოს მიერ, რომლებსაც მინიჭებული აქვს ამის უფლებამოსილება. განაჩენის აღსრულება ასევე გვაძლევს შესაძლებლობას, დაიწყოს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაც. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი დაეხმარება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, იპოვოს ახალი დინამიკა ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულყოფილად განხორციელების გზაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება დავასკვნათ, რომ საბოლოოდ ვიპოვეთ ამ კონფლიქტის მოგვარების გზა და რომ ის მნიშვნელოვანი დაბრკოლება, რაც ხელს უშლიდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, მოხსნილია