Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სისტემა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 6 results

  1. შედეგად, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და 1 ლარი გახდება. მისი გადახდა მგზავრს შეეძლება, როგორც ძველებურად, საბანკო ბარათებით, ისე, ახალი სააბონენტო ბარათითაც. 5 იანვრიდან სააბონენტო სისტემის ფასები იქნება: ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი; ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი; ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი; ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი; ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი; ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი; ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი როგორ მოგწონთ
  2. ახალი Blockchain სისტემა კალიფორნიის შტატის მრავალ სკოლაში სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებში COVID-19 ზემოქმედების მართვისა და თვალყურისდევნების მიზნით იქნება გამოყენებული. COVID-19 პანდემიის დროს მთელ მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოების მიერ განხორციელებულმა ახალმა განაცხადებმა და ზომებმა გამოიწვია კამათი იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დააბალანსდეს ფიზიკურ პირთა პირადი ინფორმაციის დაცულობა. კალიფორნიაში სერვისულმა ორგანიზაციამ, რომელიც სკოლებს ადმინისტრაციული დახმარების მომსახურებას უწევს, აირჩია პანდემიის მართვის სისტემის დანერგვა, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს მომხმარებლების მონაცემთა კონფიდენციალურობას. “Team.Care Network”-ად წოდებული, Blockchain გადაწყვეტა შეიქმნა ჯანდაცვის სფეროში დამწყები კომპანია Solve.Care–ის მიერ და მუშაობს როგორც მობილური პროგრამა (აპლიკაცია). Solve.Care–მა განაცხადა, რომ გამოსავალი სკოლებს დაეხმარება თვალყური ადევნონ COVID-19-ის გავლენას სასწავლო დაწესებულებაში. Solve.Care–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პრადიპ გოელმა აღნიშნა, რომ კალიფორნიის დეპუტატებმა სულ უფრო მეტად აღიარეს მონაცემთა კონფიდენციალურობის უფლებების მნიშვნელობა და შექმნეს საკანონმდებლო სისტემა, რომელიც მოსახლეობას დაეხმარება. The post Blockchain სისტემა გამოყენებული იქნება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. თებერვალი 12, 2021 ნინო თარხნიშვილი 14 წლის გოგოს, რომელიც ბაბუამ 9 თებერვალს, სახლთან ახლოს, გარდაცვლილი ნახა, ხვალ, 13 თებერვალს დაკრძალავენ. ქობულეთელი არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეზე ოფიციალურად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შსს-მ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომდევნო დღეს, 11 თებერვალს კი დააკავა 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ედება 14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში და რაც შვიდიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კიდევ ერთი ოფიციალური ცნობა 14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე, 12 თებერვალს გავრცელდა. პროკურატურამ 23 წლის კაცს ბრალი წარუდგინა ორი, 115-ე და 140-ე მუხლებით. როგორც პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, „ბრალდებულმა ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“. აი, ეს არის ის, რაც 14 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ ოფიციალურად ვიცით: ერთი, რომ არასრულწლოვან გოგოსთან 23 წლის კაცმა სექსუალური კავშირი დაამყარა. და მეორე - გოგომ თავი მოიკლა. ცნობები, უფრო ზუსტად კი, მოარული ხმები არაოფიციალური ცნობები კი, რომელსაც მედია ორი დღეა ოჯახის წევრებისგან, მეზობლებისგან, ახლობლებისგან, მასწავლებლებისგან თუ უბნის მაღაზიის გამყიდველებისგან აგროვებს, მრავალფეროვანია. ოჯახის წევრის, უფრო ზუსტად კი გარდაცვლილის ბაბუის ინფორმაციით, მოზარდზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მათ პოლიციას ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში შეატყობინეს. გოგო პოლიციაში გამოკითხეს და, სავარაუდოდ, დაიწყო გამოძიება, რადგან ბაბუის ინფორმაციით, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხმაც, მისივე თქმით, დაიგვიანა. დაგვიანებული პასუხის მოლოდინში კი 14 წლის მოზარდმა თავი მოიკლა. ბაბუისა და ოჯახის სხვა ახლობლების ცნობით, 23 წლის კაცმა გოგოზე ორჯერ, გასული წლის ზაფხულში და დეკემბრის დასაწყისში იძალადა. მათი თქმით, გოგომ ძალადობის შესახებ ოჯახს სწორედ დეკემბრის დასაწყისში შეატყობინა. დაკავებული კაცის მშობლები არ უარყოფენ იმ ფაქტს, რომ მათი შვილი და 14 წლის გოგო ერთმანეთს იცნობდნენ. თუმცა, გამორიცხავენ ყოველგვარ ძალადობას და აქეთ ადანაშაულებენ გოგოს ბაბუას ძალადობაში. მათი თქმით, ნასვამი ბაბუა სისტემატურად ძალადობდა შვილიშვილზე. დაკავებულის მამა ირიბად იმასაც მიუთითებს, რომ მის შვილს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა და მას შემდეგ, რაც გოგო სრულწლოვანი გახდებოდა, დაქორწინებას აპირებდა, თუმცა, მისი თქმით, მოზარდის ოჯახისგან ამ შეთავაზებაზე უარი მიიღეს. ნინის სკოლის დირექტორის თქმით, მათ არაფერი იცოდნენ ბავშვზე განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. მისი თქმით, არც ოჯახს, არც პოლიციასა და არც სოციალურ მუშაკს სკოლა საქმის კურსში არ ჩაუყენებია. 12 თებერვალს გაირკვა, რომ შვილზე განხორციელებული ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა დედას, მერი რომანაძე-ცეცხლაძეს, რომელიც წლებია თურქეთში ცხოვრობს და საქართველოში შვილის დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე ჩამოვიდა. ის ჟურნალისტებთან საუბრისას ირწმუნება, რომ მის შვილზე ფიზიკურად იძალადეს ოჯახის ნათესავებმაც, კონკრეტულად კი, მისი ყოფილი მამამთილის ძმისშვილებმა: „როცა ჩემი შვილი გააუპატიურეს, იმ დღეს, სანამ პოლიციაში წამოიყვანდნენ, ჩემი შვილი უმოწყალოდ სცემეს, ჩემი მამამთილის ძმისშვილებმა, სულ წიხლქვეშ იგორეს ჩემი შვილი. ეს ყველაფერი ჩემმა შვილმა მომიყვა. სად არის ექსპერტიზის პასუხი, გამაგებინეთ?! თბილისში ექსპერტიზაზე რომ წაიყვანეს - ბავშვი გაუპატიურებული იყო თუ არა [ამის გასაგებად], თან ნახეს, რომ ბავშვს მთელი სხეული ჰქონდა დალურჯებული“. 14 წლის ნინი და მისი უფროსი და-ძმა წლების განმავლობაში ბაბუასთან იზრდებოდნენ. მამა ადრეულ ასაკში დაეღუპათ, დედა თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქ დაოჯახდა. სავარაუდოდ, ექვსი წელია, გოგო და მისი ოჯახი სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ბოლო ორი წელია, მას შემდეგ, რაც ნინის უფროსი და სრულწლოვანი გახდა, მოზარდის ოფიციალურ მეურვედ ის დაინიშნა. სწორედ ნინის დის ინტერესებს დაიცავს სასამართლოში ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ იურისტი ანა თავხელიძე. მან უკვე მიმართა პროკურატურას, რომ ნინის 20 წლის დას მიენიჭოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. პროკურატურის გადაწყვეტილებას ანა მომდევნო 48 საათის განმავლობაში, სავარაუდოდ, 14 თებერვალს, დღის ბოლოს ელის. ამის შემდეგ კი მათ, როგორც დაზარალებულ მხარეს, საქმის მასალები სრულად უნდა გადაეცეთ და ანა უფრო დეტალურად შეძლებს ილაპარაკოს 14 წლის მოზარდის საქმეში არსებულ ხარვეზებზე. თუმცა, მანამდე, ანა თავხელიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, როგორც ამ გადასახედიდან ჩანს, გამოძიებას საქმე თაროზე ჰქონდა შემოდებული და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოზარდმა თავი მოიკლა, პროკურატურას „საზოგადოების აგრესიის შეეშინდა“ და სავარაუდო მოძალადე რამდენიმე საათში დააკავა. რა უნდა გაეკეთებინა გამოძიებას და რა არ გააკეთა როდის დაიწყო გამოძიება? რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა? ვინ გამოიკითხა საქმეზე? ბავშვი რა პირობებში და ვისი თანდასწრებით გამოკითხა გამოძიებამ? როდის ჩატარდა ექსპერტიზა? რა სახის ექსპერტიზები ჩატარდა? როდის მიიღო გამოძიებამ ექსპერტიზის პასუხები? ინფორმირებული იყო თუ არა ბავშვი სისხლის სამართლის პროცესის მიმდინარეობაზე? იყო თუ არა ჩართული პროცესში ფსიქოლოგი? - ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ანა თავხელიძეს საგამოძიებო უწყებებთან აქვს. სანამ საქმის მასალებს გაეცნობა, ანა იმ ძირითად ხარვეზებზე გვესაუბრება, რომლებიც შორიდანაც ნათლად ჩანს 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეში: „ჩვენი ინფორმაციით, პოლიციამ მინიმუმ ორი თვის წინ იცოდა სავარაუდო ძალადობის ფაქტის შესახებ. სექსუალური ძალადობის საქმეებზე, გადამწყვეტია ძალიან სწრაფი რეაგირება, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ბავშვმა პოლიციას შეატყობინა, რომ მის მიმართ მოხდა სექსუალური ძალადობა და დადგინდა გარკვეული კავშირი სავარაუდო მოძალადესა და მსხვერპლს შორის, პოლიციას, ცხადია, უნდა გაეკეთებინა დაშვება, რომ ბავშვი ამბობს სიმართლეს. გამოძიების ამ ეტაპზე მოქმედებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და ბავშვის ჩვენება სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისათვის, რომ პოლიციას მაშინვე მიემართა შემზღუდავი ღონისძიებისთვის - ერთი, შეეძლო განეხორციელებინა გადაუდებელი აუცილებლობით დაკავება და არ დალოდებოდა სასამართლოს ნებართვას და მეორე, თუკი დაკავების გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული რამდენიმე დღის შემდეგ, პროკურორს უნდა მიემართა სასამართლოსთვის და სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა მომხდარიყო პირის დაკავება. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ასეთი მიმართვა სასამართლოსადმი არ ყოფილა და მათ არ აუღიათ განჩინება პირის დაკავების თაობაზე, რაც პროკურორის მხრიდან დარღვევაა“. ძალიან უცნაურ და სერიოზულ დარღვევად მიაჩნია ანა თავხელიძეს ის ფაქტიც, რომ მოზარდი გამოძიებამ არ ცნო დაზარალებულად: „რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ ბავშვს არ დაუჯერა და ამიტომ ელოდებოდნენ ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნით შეეცდებოდნენ დარწმუნებულიყვნენ, ბავშვმა სიმართლე თქვა თუ მოიტყუა. პოლიციამ კი სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვა. ამ საქმეში მთავარი პრობლემა ისაა, რომ დროულად არ შეგროვდა მტკიცებულებები და რა მტკიცებულებებიც ჰქონდა გამოძიებას, იმასაც არ დაუჯერეს. ძალიან საინტერესოა, ჰქონდა თუ არა გამოძიებას ექსპერტიზის დასკვნა მიღებული პირის დაკავებამდე? ამ საკითხთან დაკავშირებით, დადასტურებული ინფორმაცია ჯერ ვერ ვნახე, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. თუკი ეს პირი ჯერ დააკავეს და შემდეგ მივიდა ექსპერტიზის დასკვნა გამოძიებაში, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიებას მანამდეც შეეძლო მისი დაკავება და თუკი ექსპერტიზის პასუხი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თებერვლის დასაწყისში მივიდა გამოძიებაში, მაშ, რაში დასჭირდა გამოძიებას ერთი კვირა პირის დასაკავებლად? და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვმა თავი მოიკლა?“ ანა თავხელიძე ხაზგასმით ამბობს, რომ ექსპერტიზის პასუხის მოლოდინი გამოძიების ერთ-ერთ მთავარ ხარვეზზე მიუთითებს: „ზოგადად, ექსპერტიზის დასკვნა არ არის გადამწყვეტი მტკიცებულება, ამაზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რადგან ექსპერტიზის დასკვნები, შესაძლოა, საერთოდ არ არსებობდეს საქმეში, ფიზიკურად ვერ ჩატარდეს ექსპერტიზა. აქ გადამწყვეტი მტკიცებულებაა ის, თუ რას გეუბნება დაზარალებული. რამდენად დეტალურად აღწერს გარემოებებს, რამდენად თანმიმდევრულად აკავშირებს მოვლენებს და ა.შ. აქ საქმე გვაქვს გარკვეულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებთან. მაგალითად, რომ მისულიყო პოლიციაში სრულწლოვანი კაცი და ეცნობებინა ყაჩაღობის ფაქტის შესახებ, ამაზე სულ სხვა რეაგირება ექნებოდა პოლიციას, მაგრამ რაკიღა იყო სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმე, მოზარდი გოგო, ისედაც დაბალი მგრძნობელობა ამ თემის მიმართ, ნაკლებად სენსიტიურია ამ თემის მიმართ პოლიცია, განსაკუთრებით, რეგიონებში და მარტივად რომ ვთქვათ, მათ საქმე უბრალოდ თაროზე შემოდეს“. სად იყო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და განათლების სამინისტრო? მხოლოდ გამოძიების ნაწილი არ არის ის სუსტი რგოლი, რომელსაც ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ამ საქმეში ხედავს. ორგანიზაციის კიდევ ერთი იურისტის, ანა აბაშიძის მთავარი კითხვები, გარდა საგამოძიებო ორგანოებისა, მიემართება სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და განათლების სამინისტროსკენ. მისი თქმით, ამ უწყებებმა, დიდი ალბათობით, არაფერი გააკეთეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დასაცავად. ანა აბაშიძის თქმით, ახლა მათი მიზანია, გაარკვიონ, შეეძლო თუ არა სახელმწიფოს ბავშვის დაცვა: „რა გააკეთა სკოლამ? რა გააკეთა სოციალურმა მუშაკმა? სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს როლი ძალიან დიდია, როდესაც მსხვერპლი არასრულწლოვანია. ჩვენ ვიცით, რომ ეს რგოლი ჩართული იყო საქმეში, მაგრამ ფაქტია, ვერც ამ სისტემამ შეძლო ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კონტროლი და დახმარება. რაც ეს დღეებია გვესმის, იკვეთება, რომ შესაძლოა, ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობის გამო, გარკვეულ ბულინგს და სხვა სახის ძალადობასაც ჰქონდა ადგილი, ვისგან და როგორ, ეს დეტალებია, რომლებიც უნდა დავადგინოთ, მაგრამ ფაქტია, საუბარია იმაზე, რომ ბავშვს, გარდა სექსუალური ძალადობისა, ჰქონდა დამატებითი წნეხიც. კიდევ ერთი მთავარი უწყება ამ სუსტ რგოლში, განათლების სამინისტროა. მათთან გვაქვს კონკრეტული კითხვები, ესწრებოდა თუ არა მოზარდი ბოლო თვეების განმავლობაში ონლაინგაკვეთილებს რეგულარულად? და მას შემდეგ, რაც პირველი თებერვლიდან სასკოლო სივრცეში გადაინაცვლა საგაკვეთილო პროცესმა და, ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი სკოლაში არ გამოცხადდა, რა გააკეთა სკოლამ რეალური მიზეზის გამოსარკვევად?“ ბავშვები, რომლებიც სისტემამ ვერ დაიცვა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ზოგადად, სოციალური მუშაკების ინსტიტუტის საქმიანობა, უფლებადამცველების კრიტიკის ობიექტი ხდება. ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევის შემდეგ, რომელსაც 2019 წელს თბილისში, 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა, თანამდებობა დატოვა სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. თანამდებობიდან გათავისუფლდა სოციალური სამსახურის 4 მუშაკი. მაშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ბავშვის გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა „ბავშვის მართვის მენეჯმენტთან“ დაკავშირებული ხარვეზები, რომელიც დაკავშირებული იყო სოციალური სამსახურის მუშაკების საქმიანობასთან. ვერც 16 წლის გიორგის საქმეში გამოიჩინა თავი სოციალურმა სააგენტომ, როდესაც 2019 წლის ივლისში, გიორგი სოფელ გვიმრიანიდან თბილისში წამოვიდა, მშენებლობაზე დასაქმდა და სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა. არადა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მტკიცებით, 2015 წლიდან, გიორგისთან და დედამისთან, ინტენსიურად მუშაობდა სოციალური მუშაკი და მათთან ყოველთვიური კონტაქტი ჰქონდა. მაგალითად, არაფერი იცოდნენ სოციალური ზრუნვის სააგენტოში არც 2020 წლის აგვისტოში, როცა 11 წლის ავთომ სოფელ ძევრში თავი მოიკლა. მიზეზად მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობა დასახელდა. არსებობს თუ არა მიზეზი, რის გამოც სოციალურმა მუშაკებმა შესაძლოა ვერ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა? ერთ-ერთ ასეთ მიზეზად სახელდება ქვეყანაში სოციალური მუშაკების არასაკმარისი რაოდენობა. უკვე წლებია, სოციალური მუშაკები ხმამაღლა მიუთითებენ თავიანთ სისტემაში არსებულ პრობლემებზე, იქნება ეს ერთ მუშაკზე დაწერილი 70-80 საქმე, დაბალი ხელფასი, გადაადგილების სირთულეები თუ ა.შ. თუმცა, როგორც მაია მგელიაშვილი, World Vision-ის ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ ეტაპამდე, სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ თითოეული სოციალური მუშაკი შესაძლოა მუშაობდეს მაქსიმუმ 50 საქმეზე, თუმცა, მაია მგელიაშვილის თქმით, ფაქტები სულ სხვა რეალობაზე მიუთითებს: „ქობულეთში, სადაც 14 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ თავი მოიკლა, დღესდღეობით მხოლოდ ერთი სოციალური მუშაკი მუშაობს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ხარვეზების აღმოფხვრამდე ჯერ კიდევ შორი გზაა გასავლელი. გოგონა, რომელიც სუიციდის ზღვარზე იყო, მას არა მხოლოდ სოციალური მუშაკის დახმარება სჭირდებოდა, არამედ მისთვის უკიდურესად აუცილებელი იყო ფსიქოლოგის ჩართულობა. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ დღეს, სახელმწიფოს ფსიქოლოგების დეფიციტი აქვს და თითო რეგიონზე მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მოდის. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს პრობლემა დგას დღის წესრიგში და აპირებენ ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდას, მაგრამ, სამწუხაროდ, როცა ფატალური შედეგი დგება, ამ ბავშვებისთვის აღარ არის ეს უკვე გამოსავალი, ბავშვი აღარ არის. კი, ამ პრობლემაზე შესაძლოა სახელმწიფო სტრუქტურებიც ლაპარაკობდნენ, არასამთავრობო სექტორიც ლაპარაკობდეს, ვსახავდეთ გეგმებს, მაგრამ რეალურად, ამასობაში, ბავშვები კვდებიან“. დღეს, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხოლოდ 250 სოციალური მუშაკი ჰყავს და ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2009 წელს, ევროკავშირის დახმარების პროგრამის (ტასისის) რეკომენდაციით, ქვეყანას მინიმუმ 400 სოციალური მუშაკი მაინც უნდა ჰყოლოდა, რათა სათანადოდ მომხდარიყო შემთხვევების მართვა. სოციალური მუშაობის თეორიაში კი განსაზღვრულია, რომ თითო სოციალურ მუშაკზე საქმეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 30-ს. რადიო თავისუფლება ორი დღეა ცდილობს, მოიპოვოს კითხვებზე პასუხები სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან - რამდენი წელია, რაც 14 წლის ნინის ოჯახი სოციალური მუშაკის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება? რამდენ ხანში ერთხელ აკითხავდა სოციალური მუშაკი ოჯახს? ჰქონდა თუ არა მოზარდს პრობლემები ოჯახში? იცოდა თუ არა სოციალურმა მუშაკმა მოზარდის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტის შესახებ? მუშაობდა თუ არა მოზარდთან ფსიქოლოგი? რა ტიპის დახმარება გაუწია სოციალურმა მუშაკმა მოზარდს საგამოძიებო სტრუქტურებში? და სხვა. თუმცა, ამ კონკრეტულ კითხვებზე რადიო თავისუფლებამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან პასუხი ვერ მიიღო. როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს, თუკი სააგენტო ან ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს 14 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე განმარტების გაკეთებას, შეგვატყობინებენ. #ნინისგამო 14 წლის ნინის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები. ისინი აცხადებენ, რომ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის არაერთი ტრაგიკული შემთხვევის მიუხედავად, სახელმწიფოს არსებული პოლიტიკის რადიკალური ცვლილებების ნება არ გამოუვლენია, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას და სისტემა უკიდურესად გულგრილი რჩება მოზარდებზე ზრუნვის პოლიტიკის, სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავების კუთხით. ქალთა მოძრაობამ დაიწყო ასდღიანი კამპანია „ნინის გამო“. როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ამ მოძრაობისა და გზავნილის მიზანია სხვადასხვა ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიისა თუ რიგითი მოქალაქეების გაერთიანება, რათა სახელმწიფომ გაიგოს საზოგადოების ხმა და გაატაროს ის რეფორმები, რომლებიც სისტემას შეცვლის. 12 თებერვალს ქალთა მოძრაობამ პროკურატურის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლებას ხუთი მთავარი მოთხოვნა წაუკითხა: პარლამენტმა შეცვალოს გაუპატიურების კანონი და ცენტრალური ასპექტი გახადოს თანხმობის არარსებობა; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს; ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისთვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა, რომ ბავშვებმა შეძლონ სქესობრივი ძალადობისაგან თავის დაცვა; გაიზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა, რომ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ენიშნებოდეს ფსიქოლოგი. გარდა ამისა, ქალთა მოძრაობის წევრები მოითხოვენ იმ პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, რომელიც 14 წლის ნინის სავარაუდო ძალადობის საქმეზე მუშაობდა.
  4. დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ციფრული ვალუტის ბირჟა, EXMO მარეგულირებელი სისტემის მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა. ბირჟის წარმომადგენლების თქმით, მარეგულირებელ სისტემასთან შესაბამისობის მიღწევას კრიპტოვალუტის მფლობელებისთვის არაერთი სარგებელი მოაქვს. იმ ტიპის კრიპტოვალუტის ბირჟები კი, რომლებიც რეგულაციის მიღმა მოქმედებენ, მათი მომხმარებლების საფულეები რისკის ქვეშ დგას. ასევე EXMO–ს განცხადების თანახმად, ბირჟის ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიღებული ზომები მაშინ ამოქმედდა, როდესაც 2019 წელს 662,000 EOS-ი Bithumb–დან მოიპარეს. ამასთანავე, აღსანიშნავია რომ, დაზარალებულებს თანხები წარმატებით დაუბრუნდათ. ბირჟის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეგულაცია ბევრად მეტს აკეთებს, ვიდრე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთაა. რეგულაცია პატიოსან მოვაჭრეებს თაღლითური საქმიანობისგან იცავს. შეგახსენებთ რომ, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციფრული ვალუტის უმსხვილესი კომპანიები, როგორიცაა: Binance.UK-ი, Coinbase-ი, CryptoCompare-ი, რიპლი, eToro, Electroneum-ი, Simmons & Simmons-ი ასოციაციას ქმნიან და სტრატეგიული მიმართულებით ერთიანდებიან. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კრიპტო პოლიტიკის შემქმნელებთან ასოციაციის წევრები მარეგულირებელი სისტემის საკითხზე მუშაობენ. The post EXMO: მარეგულირებელი სისტემა სასარგებლოა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  5. თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება ჰქონდეს ოჯახთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და მის გარშემო არსებულ სამყაროსთან. ამასთან, უახლოეს ადამიანებსაც კი აქვთ საკუთარი განსაკუთრებული მრწამსი, ხასიათი, განწყობა. ეს განსხვავებები ქმნის ბარიერებს სხვადასხვა კომუნიკაციურ სიტუაციებში გაგებისა და კონფლიქტების პროვოცირებაში. ბრაზი, წყენა, რისხვა - ეს ნეგატიური გამოვლინებები აფერმკრთალებს პოზიტიურ გამოვლინებებს და შესაძლებელია სრულიად წაშალონ ისინი. არაკონტროლირებადმა ემოციებმა შეიძლება ადამიანი აიძულოს ზედმეტი ილაპარაკოს და გაართულოს სიტუაცია. დაფიქრების შემდეგ კი შეიძლება მიხვდეს, რომ ამდენი არ უნდა ელაპარაკა, ასე არ უნდა მოქცეულიყო, თუმცა შედეგი უკვე სახეზეა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ემოციების მართვის უნარის განვითარება, რადგანაც სწორედ ემოციები უდევს საფუძვლად სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებს. ემოციების მართვა არ არის მათი ჩახშობა. ემოციებისაგან განთავისუფლება აუცილებელია ადამიანისთვის. დადასტურებულია, რომ გრძნობების გამოხატვის შეუძლებლობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ძველი წყენა, ფარული სიბრაზე, აგრესია მრავალი დაავადების ფსიქოსომატური მიზეზებია. თუ ადამიანი ნებისმიერ ფასად ცდილობს გარე სიმშვიდის შენარჩუნებას, ის საკუთარ თავს სერიოზული რისკის წინაშე ამყოფებს. ემოციები აუცილებელ მექანიზმს წარმოადგენს სხეულის სტრესზე დაუყოვნებლად რეაგირებისთვის. შიში ენერგიას აძლევს საფრთხისგან თავის დასაღწევად; გაბრაზება ააქტიურებს კუნთებს და გამორიცხავს შიშს; სიბრაზე ხელს უშლის ყველა დაბრკოლებას. ემოციების გავლენით ხდება ძალების მყისიერი მობილიზაცია. აქ ყურადღება მინდა გავამახვილო სტრესის მიმართ მდგრადობის უნარზე, რადგანაც უკვე საყოველთადო აღიარებულია, რომ წარმატებისა და ჰარმონიული ცხოვრების მისაღწევად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვან როლს სწორედ ეს უნარი ასრულებს. ჩემს პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანს სურვილის შემთხვევაში შეუძლია დამოუკიდებლადაც გამოიმუშაოს ნებისმიერი უნარი, თუკი იცის რას მიაქციოს ყურადღება და რა ვარჯიშები გააკეთოს. ამიტომ შევეცდები ძალიან მარტივად და გასაგებად დავწერო თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება ამ უნარის განვითარებისათვის. მარტივად, რომ ავხსნა, სტრესის მიმართ მდგრადობა ეს არის უნარი, არ დასტრესო საკუთარი თავი რაც არ უნდა ხდებოდეს პირად ან პროფესიულ გარემოში. უნარი ეს არის ნეიროფიზიოლოგიური პროცესი ( ემოციების დროს ჩვენ მათ განვიცდით, როგორც ფიზიკურად, ისე კოგნიტურად) , რომლის განვითარებასაც ესაჭიროება ყოველდღიური მუშაობა 21-66 დღის ანუ 1-2- თვის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, სტრესის მიმართ მდგრადობას აიგივებენ მის მიმართ გამძლეობასთან ან ამტანობასთან, რაც არასოწია. გამძლეობა გულისხმობს, რომ სტრესს შეუძლია თავისი ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს, თუმცა ორგანიზმი მას უძლებს. სტრესის ნეგატიური ზემოქმედება კი ძალიან დიდ ნეგატიურ ენერგიას მოიცავს, რაც დამანგრეველია როგორც პიროვნული ისე ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. სიღრმისეულად თუ შევხედავთ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არ არსებობს სტრესი. არსებობს სამყაროში სხვადასხვა მოვლენები, ფენომენები, ვითარებები და ჩვენ გვაქვს მათ მიმართ გარკვეული დამოკიდებულებები. სწორედ ეს დამოკიდებულებები წარმოადგენს ჩამრთველებს ჩვენი ემოციების გამოსახატად. თუ გარკვეულ სიტუაციებზე ჩვენი რეაქცია იქნება სტრესოგენული, ის აუცილებლად აისეხება ჩვენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც აუცილებლად აისახება ჩვენს ქცევაზე და ემოციურ მდგომარეობაზე. უფრო გასაგები და მარტივი რომ გახდეს რაზე ვსაუბრობ, გთავაზობთ გააკეთოთ ერთი პატარა სავარჯიშო: დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ კარგი ყვითელი ლიმონი. გაჭერით ლიმონი შუაში. ეხლა გაწურეთ ეს ლიმონი და დაიწვეთეთ ენაზე. კარგად წარმოიდგინეთ ლიმონის წვენი, რომელიც გეწვეთებათ ენაზე. ამ სავარჯიშოს შესრულებისას ადამიანების 90%ს ნერწყვი გამოეყოფა. ეხლა გავარჩიოთ ეს სავარჯიშო. რა მოხდა? - მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ლიმონი არ გაგისინჯავთ, ნერწყვი მაინც გამოიყო. ანუ ამუშავდა ვეგეტატური ნერვული სისტემა, თავის ტვინმა მიიღო ინფორმაცია გამოყოს ნერწყვი და ნერწყვიც წარმოიქმნა. ანუ რა მივიღეთ? თქვენს რეაქციებს განსაზღვრავს არა სიტუაცია ან ვითარება, არამედ კონკრეტული ხატის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება/რეაქცია. სხვადასხვა ადამიანისათავის სხვადასხვა ვითარებები, მოვლენები და სიტყვები სხვადასხვა დამოკიდებულებას და რეაქციას იწვევენ, შესაბამისად განსხვავებულია მათი სტრესის დონეები. ამიტომაც ამბობენ, რომ არ არსებობს სამყაროში სტრესული და არასტრესული სიტუაციები, არსებობს მოვლენები და მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულებები. ცოტა უფრო სიღრმეშიც თუ წავალთც აუცილებლად უნდა შევეხოთ თუ როგორ მუშაობს თავის ტვინი. შევეხები თავის ტვინის რამოდენიმე მახასიათებელს: თავის ტვინს ბიოლოგიურ პროცესორსაც ეძახიან. ანუ რა იგულისხმება ამაში? სივრცე, სადაც ინახება ჩვენს გამოცდილებაში არსებული სხვადასხვა ხატები. მოვლენები და ვითარებები, ასევე მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულებები. თავის ტვინს არ გააჩნია დრო. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ჩვენი წარსულში განცდილი ემოციები გვიცოცხლდება როგორც კი ვიხსენებთ. როდესაც ვინმე გეკითხებათ თქვენს ყველაზე ბედნიერ დღეზე, თქვენ ფაქტობრივად გახსენებისას თავიდან განიცდით მათ და ყვებით ღიმილით, სხეულებრივ დონეზეც კი განიცდით იმ დღისადმი დამოკიდებულებას. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე, თავის ტვინი მუშაობს ხატებით. ანუ კონკრეტული ხატი იწვევს კონკრეტულ რეაქციას. თავის ტვინი თვითონ ვერ ხედავს. მას არ შეუძლია თავის ქალიდან გამოსვლა და რაიმეს დანახვა J. ჩვენ კონკრეტული ხატების მიხედვით ვაწვდით მას ინფორმაციას. და ბოლოს, ტვინს აქვს დომინამტის ფუნქცია, მას არ შეუძლია რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად ფიქსირება, ფოკუსირება. აქვე დავამატებ, რომ თავის ტვინის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გადაარჩინოს ორგანიზმი. სწორედ ამიტომ, მისი ძიირითადი მოქმედება ორიენტირებულია ნაკლები ენერგიის დახარჯვაზე. ანუ ნებისმიერ გამღიზიანებელზე ცდილობს უკვე არსებული გამოცდილება გამოიყენოს. სწორედ ამიტომ ეძახიან ფსიქოლოგები ტვინს ზარმაცს. ახალ გამოცდილებას, ხომ მეტი ენერგიის დახარჯვა ესაჭიროება? ამიტომაც ადამიანისათვის დამახასიათებელია სიზარმაცე J და მხოლოდ დიდი ძალდატანების გაღებით შეიძლება ამ სიზარმაცის დაძლევა. თუ ჩემს მიერ ზემოთ ხსენებულ მსჯელობას ეთანხმებით, მაშინ ემოციების მართვის სისტემის მდგენელებიც ცხადი ხდება. ანუ, არსებობს გარვეული ვითარება, მოვლენა, ვაკეთებთ ამ მოვლენის ინტერპრეტაციას (ეს უმეტეს შემთხვევაში ავტომატურად ხდება) და გამოვხატავთ რეაქციას მის მიმართ. ემოციების უმართავობის მთავარი გასაღები არის ის, რომ ამ პროცესში (სტიმული-ანალიზი-რეაქცია) ინტერპრეტაციის, ანალიზის ნაწილი ამოვარდნილია. როდესაც ემოციების მართვაზე ან მდგრადობაზე ვსაუბრობთ, არ ვგულისმობთ იმას, რომ არასასიამოვნო შეგრძნებები არ გვაქვს, უნდა ვისწავლოთ მართვა ისე, რომ დამანგრეველი განცდები მაქსიმალურად განეიტრალდეს. აქვე მინდა დავამატო ერთი პატარა საკითხი: ადამიანებს ახასიათებთ გამოცდილების საფუძველზე გარკვეული მოლოდინების შექმნა. გადაჭარბებული მოლოდინები (არ აქვს მნიშვნელობა პოზიტიურია ის თუ ნეგატიური) განსაზღვრავს ჩვენი დასტრესვის მასშტაბს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ემოციების გააზრების პროცესში გავიაზროთ თუ ფსიქოლოგიური მტკიცებულების რა მასშტაბთან გვაქვს საქმე. აქ ვგულისხმობ, როდესაც ვინმეს (საკუთარ თავს, სხვას, სამყაროს) რაიმეს ვუმტკიცებთ (მაგალითად, ახლა ვაჩვენებ რა დაკარგა ჩემი სახით, ან ახლა ვაჩვენებ ვინ არის იდიოტი და ა.შ.). დამტკიცებულია, რომ თუ ადამიანს თავის მოლოდინში შეაქვს რაიმეს დამტკიცება, მაშინ ნებისმიერი წინააღმდეგობა ამ ამოცანის შესასრულებისას შეიძლება აღქმული იყოს პიროვნულ, პირად წაგებად. ამ სიტუაციაში კი ადამიანმა შესაძლოა მოიგოს მხოლოდ და მხოლოდ ნევროზი . ეს კი არც თუ ისე კარგი საჩუქარია. ასევე მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ მოლოდინები და რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკიდან იწყებს, ვითარდება აღზრდა-განათლების, სოციალური ურთიერთობების პროცესში, მნიშვნელოვანწილად განსაზღვვრავენ ჩვენს დამოკიდებულებებს სხვადასხვა ვითარებების მიმართ. ზოგიერთი ეს უკვე კარგად ჩამოყალიბებული, ავტომატიზმამდე დასული რწმენა-წარმოდგენა კი თავის ტვინისათვის გამზადებულ პასუხებად გვევლინება გამღიზიანებელზე. მინდა მოგიყვეთ 7 არასწორ რწმენა-წარმოდგენის (მოსაზრების) შესახებ, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე, თუმცა ძალიან ცოტას გვესაუბრებიან ამ საკითხებზე: 1. მე ამ წარმოდგენას „უნდა“ ან „უნდაობა“ დავარქვი J. ეს წარმოდგენა შედგება 3 კატეგორიისაგან: 1. მე უნდა - მე არ უნდა; 2. სამყარო უნდა... - სამყარო არ უნდა... 3. ადამიანებმა უნდა - ადამიანებმა არ უნდა... შევეცდები ავხსნა ეს წამოდგენები. ეს არის ის მდგომარეობა როდესაც საკუთარი თავის ან გარემოს მიმართ მოთხოვნა კატეგორიულია და ვალდებულებითია, თავის თავში არ ტოვებს სხვა ალტერნატივის საშუალებას (კატეგორიული მოთხოვნაა). მაგალითად, მე არ უნდა მეშლებოდეს, არ უნდა ვცდებოდე. ეს შინაარსი უკვე თავისთავად მოიცავს შინაგან დაძაბულობას, შფოთვას. როდესაც „უნდაობა“ საკუთარი თავის მიმართ არის მიმართული ფორმირდება შინაგანი შფოთვა, როდესაც ის გარემოსკენ არის მიმართული (სამყარო, ხალხი), მაშინ ფორმირდება წყენა, აგრესია, რისხვა. 2. შეფასებითი დამოკიდებულება (თუ ეს მოხდა, მაშინ ეს ამას ნიშნავს). მაგალითად. თუ უნივერსიტეტში არ ჩავაბარე, მაშინ უცოდინარი ვარ. 3. კატასტროფიზაცია, როდესაც ვითარების შეფასება ხდება ყველაზე საშინელი დასასრულით. - თუ უნივესიტეტში არ ჩავაბარე, ჩემი ცხოვრება დასრულდება. თუ სამსახურში დავაგვიანე - გამაგდებენ და შიმშილით მოვკვდები. 4. პერფექციონიზმი - ყველა დეტალი მნიშნელოვანიც და უმნიშვნელოც უნდა იყოს იდეალურად გაკეთებული. 5. განზოგადება - თუ გამოცდა ვერ ჩავაბარე, ჩემი ცხოვრება დასრულდება, თუ ქმარს გავშორდი, ვერასოდეს შექმნი ახალ ოჯახს. „ყველა კაცი ერთნაირია“ 6. აზრების/ფიქრების კითხვა (მკითხაობა) - უნდა მივხვდე, ვიცოდე, უნდა მიხვდეს უთქმელად. 7. დისკომფორტის აუტანლობა - არ შემიძლია ამ დავალების შესრულება. არ შემიძლია მის გარეშე ყოფნა. ფიზიკურად ვერ გავაკეთებ ამას... ემოციების მართვის, გააზრების პროცესში მნიშვნელოვანია ამ არასწორი რწმენა-წარმოდგენების შერბილება. ეს საშუალებას მოგვცემს დავინახოთ სხვა ალტერნეტივები, რაც აღგზნებულ ემოციურ ფონს შერბილების საშუალებას აძლევს და რაციონალიზაციის ადგილს აჩენს. თუ ზემოთ ჩემს მიერ აღწერილი მსჯელობა თქვნთვის გასაგებია და მისაღებია, მაშინ გამოდის რომ არ შეიძლება რაიმე, საგანმა, მოვლენამ ან სიტყვამ გაგვაბრაზოს, გვაბრაზებს ჩვენი ინტერპრეტაცია, შესაბამისად ვბრაზობთ და ვისტრესებით იმით, თუ რამდენადაც შეგვიძლია თავი გავიბრაზოთ და დავისტრესოთ. ამის დასადასტურებლად კიდევ ერთი მარტივი მაგალითი შეიძლება იყოს ის, რომ თუ ვინმე ადამიანი თქვენთვის გაუგებარ ენაზე რაიმე ცუდს გეუბნებათ, ეს ვითარება არ იწვევს თქვენში ემოციას, რადგანაც თქვენი ტვინი ვერ აღიქვამს ამ ინფორმაციას, ხოლო, თუ თქვენთვის გასაგებ ენაზე ვინმე თქვენთვის არასასურველ შეფასებას გიკეთებთ, თქვენი რეაქცია შესაძლოა ძალიან მწვავე აღმოჩნდეს. ჩემი აზრით ზემოთ დეტალურად ავღწერე სტრესის მართვის მექანიზმი, ეხლა კი შეგვიძლია საყოველთაოდ ცნობილ რეკომენდაციებზეც გადავიდეთ. როგორ ვმართოთ ემოციები? გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც უნდა. ნებისმიერი ბარიერი და წინააღმდეგობა არის გამოწვევა, რომელიც გადასალახია/გადასაწყვეტია. ეხლა კი რეკომენაციები. მანამ სანამ სტრესის მიმართ მდგრადობის უნარს ივარჯიშებთ, ემოციურად დაძაბულ სიტუაციაში დაუსვით თქვენს თავს შეკითხვები: ამ სიტუაციაში რომელი ჩემი მოლოდინის რეალიზება არ ხდება? რომელი რწმენა-წარმოდგენა მაქვს ჩართული? ამ სიტუაციის როგორ ინტერპრეტირებას ვთავაზობ საკუთარ თავს? როგორ ვსტრესავ ეხლა საკუთარ თავს? ასევე, ემოციურად დაძაბულ სიტუაციაში, ვითარების რაციონალურად გაანალიზებისათვის, აუცილებელია დრო, ამიტომ, სანამ პასუხს, რეაქციას გამოხატავთ კონკრეტული მოვლენის მიმართ, გააკეთეთ პაუზა. პაუზა თქვენ საშუალებას მოგცემთ ვითარების მაღალი ტემპერატურა დაწიოთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თვითონ გადაწყვიტავთ ამ უნარზე მუშაობას, გთავაზობთ შემდეგ მეთოდს, რომელიც ყოველ დღე უნდა შეასრულოთ 1-2 თვე. გამოყავით 1 დღიური. ყოველ დღე გაანალიზეთ თქვენი სიტუაციები, როდის რა ვითარებაში რა ემოციას განიცდიდით. 1. სიტუაცია - აღწერეთ გარემოებები, რომლებმაც გამოიწვია თქვენში ემოცია; 2. რეაქცია - აღწერეთ დეტალურად თქვენი ყველა რეაქცია ამ სიტუაციაში, სხეულებრივი, ემოციური, ქცევითი და ა.შ. 3. იპოვეთ ყველა ის 7 მცდარი რწმენა-წარმოდგენა და დეტალურად აღწერეთ ისინი. 4. ახალი რაციონალური პასუხი - გაიაზრეთ ეს სიტუაცია, დაწერეთ როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ ამ სიტუაციაში, მოახდინეთ არასწორი ინტერპრეტირების კორექტირება და აუცილებლად დაასრულეთ სამოქმედო გეგმით. იმედი მაქვს ეს სისტემა თქვენთვის საინტერესო და გამოსადეგი აღმოჩნდება. კიდევ ერთხელ შეგახსებენთ, რომ უნარის განვითარება ხდება ყოვედღიური გამეორებების შედეგად, შესაბამისად თუ გნებავთ ემოციური ინტელექტი და სტრესის მიმართ მდგრადობის უნარი განივითაროთ, ყოველ დღე ავარჯიშეთ საკუთარი თავი და 2 თვის თავზე რეალურ შედეგსაც იგრძნობთ. ხოლო მათთვის ვისაც უჭირს საკუთარ თავზე დამოუკიდებლად მუშაობა, ჩვენ შექმნილი გვაქვს სხვადასხვა ტრენინგები და პროგრამები. წარმატებულ და თავგადასავლებით სავსე გზას გისურვებთ საკუთარი თავის განვითარების მიმართულებით. შეკითხვების შემთხვევაში კი მოგვმართეთ, მოგვწერეთ და შევეცდებით დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ.
  6. ჰაბერმასი გაზეთ „ფრანკფურტერ რუნდშაუში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვირუსის შესახებ ამბობს: „ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების ექსპერტებმა გაბედული პროგნოზებისგან თავი უნდა შეიკავონ. მხოლოდ ერთი რამის თქმაა შესაძლებელი: ამდენი ცოდნა ჩვენი არცოდნის და იმ იძულების შესახებ, ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ დაუცველოში, აქამდე არასდროს გვქონია“. ჰაბერმასის ეს სოკრატისეული განცხადება და არცოდნის ცოდნაზე რეფლექსია მნიშვნელოვანი მესიჯია. ერთი, იმიტომ, რომ მიმდინარე მოვლენების სრულად განჭვრეტა შეუძლებელია და მეორე, იმიტომ რომ ასეთმა დამოკიდებულებამ ხელი უნდა შეუწყოს პარადიგმულ ომებში ჩართული ჯგუფების დიალოგს იმისთვის, რომ კრიზისი ახალი ცოდნის დაბადების შესაძლებლობად გარდაიქმნას. ამ დიალოგის დასაწყებად რამდენიმე მნიშვნელოვანი დაშვების გაცნობიერებაა საჭირო. დავიწყოთ იმით, რომ ვირუსის მოლეკულებმა სოციალურ წესრიგს და ცოდნას, რომელიც აქამდე დომინანტური იყო ბზარები გაუჩინა. ვირუსის გავრცელებიდან მალევე, გახშირდა დისკუსიები არსებული ლიბერალური ეკონომიკის თვითდესტრუქციულობაზე და პოლიტიკური კომპასის მარცხენა ფლანგი მის აღსასრულსაც წინასწარმეტყველებს. არსებულ დისკურსს, ან „სიმართლის რეჟიმს“, როგორც მას მიშელ ფუკო უწოდებდა, მართლაც მოერყა საფუძველი და კრიზისის გახანგრძილვების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ის სულ მცირე სახეშეცვლილი დაგვიბრუნდეს. ეს დისკურსული დინამიკა და ფარული გეოპოლიტიკური ომები საინტერესოა განათლების სისტემისთვისაც, რადგან ვიცით რომ დომინანტური დისკურსები არეკლილია მეინსტრიმულ სასწავლო კურიკულუმში და არსებულ „სიმართლის რეჟიმს“ სასწავლო სილაბუსებად აქცევს. შესაბამისად, ასეთ გარდამავალ პერიოდში, განათლების სისტემისთვის ცენტრალურ კითხვად უნდა იქცეს ის, თუ რომელი ცოდნა გახდება ლეგიტიმური და რა იქნება სასწავლო კურიკულუმებში „სიმართლის რეჟიმი“ . შემდგომი მსჯელობა მიმდინარე ცვლილებებზე და მოსალოდნელ „სიმართლის რეჟიმზე“ შეგვიძლია ორად დავყოთ: პირველ ნაწილში გამოვყოფთ იმ ტრენდებს, რომელიც შექმნილმა კრიზისმა მალევე გამოააშკარავა და ალბათობა იმის, რომ ვირუსის შემდეგ მას ინსტიტუციური სახე მიეცეს უფრო მაღალია. მეორე შეეხება გრძელვადიან ვარაუდებს იმაზე, თუ რა ტიპის დისკუსიები შეიძლება წარიმართოს კურიკულუმის ფუნდამენტურ ცვლილებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ორივე შემთხვევაში, გამოთქმული ვარაუდები ეფუძნება უკვე არსებული ცოდნის ინტერპრეტაციას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ დაგროვილი თეორიული გამოცდილება არ არის მეინსტრიმულ პრაქტიკასთან თანმიმდევრული და ცოდნის კონცენტრაცია ვერტიკალურია. სხვა სიტყვებით, კვლევის შედეგები აკადემიურ და ორგანიზაციულ თაროებზე იმტვერება და მათ დიდ ნაწილს პრაქტიკული გამოყენება არ გააჩნიათ. ვირუსის გაკვეთილები განათლების სისტემას ვირუსისგან გაკვეთილებს ნელ-ნელა და ეტაპობრივად ვიღებთ. ზოგი უფრო აშკარად ჩანს, ზოგს მეტი დაკვირვება სჭირდება. მთლიანი პროცესი ფრაგმენტულია, რაც ფორსმაჟორული მდგომარეობისთვის ბუნებრივი და დამახასიათებელია. უფრო დიდი სურათის წარმოდგენისთვის შეიძლება დაგვეხმაროს ცვლილებების თეორია, რომელიც აღწერს იმ მოვლენების თანმიმდევრულობას, რამაც კონკრეტული ცვლილებები უნდა მოიტანოს. განათლების სფეროში, ერთ-ერთი ასეთი თეორიის ავტორები გამოყოფენ ოთხ კომპონენეტს: რა არის ცვლილებების ტრიგერი, რა არის მიზანი, რა არის მექანიზმები და რა იქნება სოციალური სარგებელი. (Loogma, Tafel-Viia & Ümarik, 2012). მიმდინარე ცვლილებების ტრიგერი/ინიციატორი თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ ვირუსია, რამაც შემდგომ წარმოშვა ქვემოდან ზემოთ და ზემოდან ქვემოთ ინიციატივები. განხორციელების მექანიზმები სხვადასხვაგვარია ინიციატივების შინაარსიდან გამომდინარე. მიზანზე მსჯელობა რთულია, რადგან ცვლილებები დაგეგმილი არ ყოფილა, ამიტომ მიზანზე ორიენტირებულობაც ფრაგმენტულია და ძირითადი ფოკუსი უმეტესად დროებით, აქ და ამჟამად გადაწყვეტებზეა მიმართული. ალბათ, ყველაზე საყურადღებო სოციალური სარგებლის ნაწილია, რაზეც სტრატეგიული რეფლექსია პოლიტიკის განმსაზღვრელებმა უნდა განახორციელონ. სოციალური სარგებლის მთავარი დაშვებაა, რომ მან უნდა მოიტანოს სარგებელი საზოგადოების ფართო ჯგუფებისთვის, განათლების შემთხვევაში ეს სარგებელი საგანმანათლებლო რესურსებზე და განათლებაზე ხელმისაწვდომობაა. ამ დაშვებაზე ორიენტირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამჟამინდელი გაკვეთილების შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია სოციალური სარგებლის პრინციპებს ეფუძნებოდეს. პირველი ყველაზე აშკარა გავლენა, რაც პოსტპანდემიურ განათლების სისტემას შესაძლოა დარჩეს არის ტექნოლოგიებთან მეტი სიხალოვე. თუ აქამდე განათელბის სპეციალისტებს უწევდათ იმის მტკიცება, რომ ციფრული წიგნიერება დ ICT უნარების განვითარება მნიშვნელოვანია, ახლა ამის საჭიროება ნაკლებად დგას. მასწავლებლები და ლექტორები მიხვდნენ, რომ ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში არც თუ ისე ცუდია. ამიტომ, ინდივიდუალურ თუ ინსტიტუციურ დონეზე ონლაინ სწავლების პრაქტიკები დარჩება მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად. საუნივერსიტეტო აკადემიური შეხვედრების ონლაინ ჩატარებაც რეალური გახდა და მისი ხარჯთეფექტურობაც მომხიბვლელი. ასინქრონული სწავლების გამოცდილება უნივერსიტეტებს უფრო მეტად აქვთ ვიდრე საჯარო სკოლებს, ამიტომ მოსალოდნელია რომ ეს მიმართულება უფრო მეტად გაძლიერდება და ჩაწერილი ვიდეო ლექციების რაოდენობა გაიზრდება, რაც თავის მხრივ, სემინარის დამხმარე ასისტენტების/ტუტორების როლს გააძლიერებს. ზრდასრულთა განათლების მიმართულებით, უნივერსიტეტები ასევე შეიძლება უფრო აქტიურად ჩაერთონ ქართულ ენაზე შექმნილი მასიური სასწავლო კურსების შექმნაში, როგორიცაა მაგალითად Coursera. ამ მიმართულებით, კარგი იქნება თუ განათლების სამინისტრო დაიწყებს საერთაშორისო უნივერესიტეტების კურსებზე მიღებული სერთიფიკატების აღიარების პროცესს. იმ შემთხვევაში თუ მოკლე ისტორიულ მეხსიერებას დავუსხლტებით, სკოლებს და უნივერსიტეტბს უნდა ჰქონდეთ ონლაინ სწავლების სრულყოფილი გეგმები, რომელიც დაარეგულირებს სწავლების ფორმებს, საკომუნიკაციო არხებს და პლატფორმებს. ასეთი გეგმების არსებობა სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვასთან ერთად, შემდგომი ბიო-ომის და ფორსმაჟორის დროს ნაკლებად მტკივნეულ ტრანზიციას შეუწყობს ხელს. ამას აუცილებლად მოყვება პლატფორმების განვითარების პროცესი. ერთი მხრივ, გაიზრდება ქართული სტარტაპების ინტერესი საგანმანათლებლო აპლიკაციების შექმნის კუთხით და მეორე მხრივ, მსხვილი კორპორაციებისგან, როგორიცაა გუგლი და მაიკროსოფტი, მოითხოვენ პროდუქტების ლოკალიზებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი იქნება ისიც, თუ დეცენტრალიზაციის საკითხი დადგება დღის წესრიგში. შექმნილ ქაოტურ მდგომარეობაში, სკოლებს მოუწიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და მობილიზება. ეს პროცესი ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს, მაგრამ ამან ერთგვარი თავდაჯერებულობა შესძინა სკოლებს, რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად მოქმედება. ეს მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა იყოს სამინისტროსთვის, რომ მათ „გაუშვან“ სკოლები რათა ისწავლონ. დეცენტრალიზაციის საკითხთან ერთად, იმ მოცემულობში, როცა მოსწავლეების ნაწილი მხოლოდ მშობლებისგან მიღებული მხარდაჭერის იმედზეა, უნდა მოხდეს შინსწავლების სტრატეგიების გადახედვა და ამ მიმართულებით მშობლების შესაბამისი მხარდაჭრა. ეს ვარაუდები შესაბამისი სტატისტიკური მონაცემებით გამყარებას საჭიროებს, ამიტომ სტრატეგიულად გადამწყვეტი იქნება მიმდინარე პროცესების სწრაფი კვლევა. ის, რაც ახლა ვიცით არის მხოლოდ შემდეგი: საქსტატის მიხედვით, 2019 წლისთვის საქართველოს მოსახლების 62% აქვს სახლში კომპიუტერი და 79.3 % აქვს ინტერნეტი. ასევე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიხედვით, ვიცით რომ 20 მარტის მონაცემებით, Microsoft Teams- ში მომხმარებელთა აქტივობა 9556% -ით გაიზარდა, თუმცა ეს მონაცემები ბევრს არაფერს გვეუბნება. ჯერ კიდევ არ ვიცით რა ხდება კონკრეტულად მასწავლებლების და მოსწავლეების სახლებში. რამდენ ბავშვს აქვს საკუთარი კომპიუტერი და თავისუფალი სივრცე სამეცადინოდ, რამდენი მოსწავლეა ამჯერად აქტიურ ონლაინ სწავლებაში ჩართული, რამდენი მოსწავლე იყენებს ტელესკოლის პროგრამას და ა.შ. ეს ის მიმართულებებია რისი კვლევაც ახლა უნდა მიმდინარეობდეს, იმისთვის რომ შემდგომი გადაწყვეტილებები ამ მონაცემებს დაეფუძნოს. ეკოსისტემა , მენტალური ჯანმრთელობა და კურიკულუმი „ვის დავუჯეროთ: ვინც ამბობს, რომ კლიმატის ცვლილება სიცოხლისთვის საშიშია? ვინც ამბობს, რომ ეს შეიძლება სახელმწიფომ დაარეგულიროს, თუ მათ ვინც ამბობს, რომ ყველაფრის მიუხედავად პროგრესის მარში უნდა გაგრძელდეს.“ ბრუნო ლატური თუ ადრე მეინსტრიმული განათლების სისტემის მთავარი კრიტიკა იყო ის, რომ ის ინდუსტრიულ ეპოქაში შეიქმნა და ქარხნის მუშაობის პრინციპებს ეფუძნება, პოსტეპიდემიურ სამყაროში მსჯელობა შესაძლოა ამგვარად განვითარდეს: განათლების სისტემა იმ გარემოში განვითარდა, როცა მთავარ ფოკუსში ადამიანები იყვნენ, ახლა კი ფოკუსში მთლიანი ეკოსისტემაა- ადამიანები, პლანეტა, ცხოველები, მცენარეები, საკვები. სამყაროს ამგვარი ჰოლისტური გაგება კურიკულუმის საკვანძო ელემენტი შეიძლება გახდეს. გააქტიურდება მსჯელობები ისეთ თემებზე როგორიცაა ჰოლისტური სწავლება, ეკოსისტემის და მთლიანობის აღქმა, ინტერ და ტრანსდისციპლინარულობა. პირველი სცენაზე ჩნდება გაია, ბერძნულ მითოლოგიაში დედამიწის ქალღმერთი. თუმცა, ამ სტატიაში გაიას მითოლოგიური ისტორია ნაკლებად საინტერესოა, ის უფრო მნიშვნელოვანია გავიგოთ რას გულისხმობდა ინგლისელი მეცნიერი და გარემოს დაცვის ექსპერტი ჯეიმს ლავლოკი, რომელმაც შექმნა გაიას ჰიპოთეზა (შემდგომში თეორია), ასევე წიგნი „გაიას შურისძიება“. გაიას ჰიპოთეზის მთავარი დაშვებაა, რომ დედამიწა ერთი მთლიანი თვითრეგულირებადი ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ცოცხალი ორგანიზმები გავლენას ახდენენ არაცოცხალ ორგანიზმებზე. ევოლუციურ პროცესებში დედამიწა ცოცხალ და არაცოცხალ ორგანიზმებთან ერთად მონაწილეობს და ნებისმიერი მიმდინარე მოვლენა ურთიერთკავშირიშია. ამ ჰიპოტეზას, რომელიც მეცნიერთა ნაწილისთვის ფუნდამენტურად ახალს არაფერს ამბობს, გავლენა მოახდინა სხვადასხვა ეკოლოგიურ მოძრაობებზე, თუმცა აკადემიურ წრეებში მაინც ეჭვის თვალით უყურებენ. ამ სტატიის მიზანი გაიას ჰიპოთეზის მეცნიურული სიზუსტის დადგენა არ არის, მისი გახსენების მთავარი მიზანი ეკოსისტემის ჰოლისტური გადააზრებაა და ის, რომ ამ თემებზე დისკუსიამ შესაბამისი წონის ადგილი დაიმკვიდროს კურიკულუმში. ადამიანი – ბუნების დიხოტომია ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ან ქიმიის გაკვეთილებზე დედამიწის შემადგენელი ნაწილების განცალკევებული სწავლებით ვერ გადაიჭრება. სამყაროს აღქმის ამგვარი გადააზრებისთვის საჭიროა ინტერ და ტრანსდიციპლინარული კურიკულუმის დანერგვა მეინსტრიმულ განათლების სისტემაში. ეკოსისტემის ახლებური აღქმისთვის და ახლებური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის საჭიროა შესაბამისი სასწავლო სტრატეგიები, ასეთი შეიძლება იყოს განათლების თეორიებში კარგად ნაცნობი ჰოლისტური მიდგომა, რომელიც სწავლებას არ აღიქვამს როგორც მხოლოდ კოგნიტურ პროცესს. ჰოლისტური სწავლების მკვლევრები უშვებენ ადამიანის გონების, სხეულის და სულის მთლიანობას, შესაბამისად აინტერესებთ როგორ შეიძლება მსწავლელის პიროვნული განვითარების ყველა დონის გააქტიურება როგორიცაა პერსონალური, ემოციური, სოციალური და მორალური (Lovat, 2011; Rozentsvit, 2016). ამგვარი მიდგომა უფრო ზრდასრულთა სათემო განათლებაშია ათვისებული, მაგალითად სოციალური ცვლილებების ასეთი ჰოლისტურ მიდგომა კარგად არის აღწერილი ადრიანე ბრაუნის მიერ წიგნში „Emergent Strategy”, რომელიც ერთი მხრივ ითვალისწინებს ადამიანების, ბუნების, ცხოველების და ტექნოლოგიების ჰარმონიულ თანაცხოვრებას, სადაც პლანეტა დაკავშირებულია ინდივიდუალურ და სოციალურ პრობლემებთან და მეორე მხრივ, რადგან არ არსებობს კონკრეტული ფორმულები ასეთი ჰარმონიული ცხოვრებისთვის, გვთავაზობს რომ ეს პასუხები პროცესში უნდა აღმოცენდეს, როგორც Emergent Strategy. ასეთი მიდგომების გამოცდილება კერძო და საერთაშრისო სკოლებისთვის ახალი არ არის, მაგალითად საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა და ა.შ. მთავარია, რომ ეს გამოცდილება ათვისებული იქნეს განათლების სისტემაში ეროვნულ დონეზე. მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაზეც პასუხის გაცემა მოუწევს კურიკულუმს არის ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები. ცვლილებები ბევრი განზომილებით მიმდინარეობს მაგალითად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მიხედვით, დაწყებითი კლასების 65% იმუშავებს ისეთ სამუშაო ადგილებზე, რომელიც ჯერ არ არსებობს და ალბათობა იმისა რომ ასეთი “მომავლის სამსახურები“ ტექნოლოგიებთან იქნება დაკავშირებული ძალიან დიდია. ტექნოლოგიების როლის მატებასთან და იზოლაციის შეგრძნებასთან ერთად, იზრდება მარტო დარჩენის (FOBO) და რაღაც მნიშვნელოვნის დანაკლისის (FOMO) ფობია. ამის საპასუხოდ საუბრები ემოციური გონიერების და „მაინდფულნესის“ ინტეგრირებაზე კურიკულუმში დიდი ხანია მიმდინარეობს. მაგალითად, ინგლისის 370 სკოლაში უკვე დაინერგა შესაბამისი აქტივობები, რომელიც მედიტაციას და სუნთქვით ვარჯიშებს დანერგვას გულისხმობს. პროგრამა ხორციელდება მენტალური ჯანმრთელობის კვლევის ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ 2021 წლამდე დააფინანსა. ჩვენს კონტექსტში, ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, 2019 წლის უსაფრთხო საგანმნათლებლო გარემოს ეფექტიაობის აუდიტის ანგარიშში, ფსიქოლოგიური მომსახურების ნაკლოვანებები საკმაოდ კრიტიკულად არის წარმოდგენილი. შინაარსობრივი პრობლემების გარდა, არ არის გათვალისწინებული სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იმ ფონზე, რომ მოსწავლეთა მიმართვიანობა ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელს მიმართვიანობა 61%-ით გაიზარდა 2016 წელთან შედარებით, 2018 წელს 17%-ით. 2019 წელს საერთო მიმართვიანობამ 6 თვის მონაცემებით შეადგინა 1932-ს. ამ კვლევების და ტენდენციების ფონზე, შესაძლოა დასავლეთს ბევრი რამის სწავლა მოუწიოს გლობალური სამხრეთისგან. მაგალითად, მეტი ინტერესით მოვუსმენთ რა აქვთ სათქმელი ამაზონის იავანას ტომიდან ადამიანებს ბუნებასთან კავშირის შესახებ. აუცილებელია ალტერნატივებზე ინფორმაციის არსებობა, რადგან დომინანტური „სიმართლის რეჟიმის“ დროს, დაშვებებზე რეფლექსია ხორიცელდება მხოლოდ იმ რეალობიდან გამომდინარე რომელშიც ვართ, ამიტომ ამგავრმა ალტერნატიულმა ცოდნამ და კითხვებმა კლიმატის ცვლილების და ეკოკატასტროფების გამომწვევ ადამიანურ და ბუნებრივ მიზეზებზე საკლასო ოთახებშიც უნდა შეაღწიოს. აბზაცის ბოლოს, ბრუნო ლატურის კითხვებს შეგვიძლია კიდევ ერთი ანტიპოზიტივისტური რიტორიკული კითხვა დავამატოთ – ის რასაც ვერ ვხედავთ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ის არ არსებობს ? დამოკიდებულება: რა კითხვები დავსვათ და რატომ ? „რაც უფრო მეტი ჩრდილია შენში, ანუ რაც უფრო დიდია შენი ქუხილი, რომელზეც პლატონი ლაპარაკობს , -ე.ი მერყევი მდგომარეობა, შინაგანი ტანჯვა, – მით უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ სინათლე მოვიდეს შენთან“ მერაბ მამარდაშვილი ვირუსის ჩრდილისგან გამოწვეული ქუხილი ნამდვილად დიდია, მთავარი ისევ ის არის, რას მოუხერხებს განათლების სისტემა ამ შინაგან მერყეობას. ამ კითხვაზე ორგვარი პასუხი შეგვიძლია გავცეთ. ერთი სისტემური, რასაც მოსალოდნელი რისკების გათვალისწინება და პოტენციური ნაბიჯების ანალიზი სჭირდება. ამგვარ რისკებზე და განათლების სისტემის იმუნიტეტის ზრდის შესაძლებლობებზე ჩვენი პლატფორმის წინა ბლოგში შოთა ზურაბიშვილმა ისაუბრა, ამიტომ ვეცდები ამ სტატიაში დამოკიდებულების ცვლილების თემა განვავრცო, რომელიც პირველ რიგში ინდივიდუალურ დონეზე უნდა განხორციელდეს. დამოკიდებულების ცვლილება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ღირებულებით განათლებას უკავშირდება და ხშირად მორალურ დილემებამდეც მივყავართ. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საკითხი კურიკულუმის ცვლილებასთან დაკავშირებით მოითხოვს ჩვენს მზაობას, პირად ინტერსს, მსოფლმხედველობის და ღირებულებების გადახედვას. სხვაგვარად ეკოლოგიური საკითხებით დაინტერესება მხოლოდ ბუტაფორიული ხასიათის იქნება და დიდად არაფერს შეცვლის ადამიანი-ბუნების დამოკიდებულებაში. შესაბამისად, საჭიროა ცნობიერების და ცხოვრების წესის ფუნდამენტური კოლექტიური ცვლილება. აქ შეიძლება კონფლიქტში მოვიდეთ უნივერსალური თეორიების ჭეშმარიტების საკითხთან, მაგრამ ეს მაშტაბური კითხვების დასმას ხელს არ უშლის. ის ტენდენცია უფრო პრობლემურია, როცა განათლების სისტემაში მეტი აქცენტი უნარების განვითარებაზე კეთდება, რაც არღვევს ბალანსს თეორიასა და პრაქტიკას შორის, აქცევს განათლებას ტექნიკური უნარების შეძენის ქარხნად, სადაც ცოდნის მთავარი მიზანი მხოლოდ სამსახურეობრივი უნარების განვითარებაა. თუ კომპეტენციები არის უნარის, ცოდნის და დამოკიდებულების ერთობა, მაშინ როგორ განვივითაროთ დამოკიდებულება თუ დიდ და მაშტაბურ კითხვებს არ დავსვამთ ? განსაკუთრებით ახლა, როცა გარდამავალი პერიოდია და როცა ფუნდამენტურად უნდა გადავიაზროთ ჩვენი ეკოსისტემასთან დამოკიდებულება. ამ ძიების პროცესში საკვანძო კითხვა იქნება რა კითხვას დავსვამთ ცონდასთან მიმართებით. განათლების სფეროში საკვანძო კითხვად შეიძლება იქცეს თუ როგორ ახერხებენ მოსწავლეები და სტუდენტები კონკრეტულ საგანში იმის გამორკვევას რომელია აღიარებული და ლეგიტიმური ცოდნა, ვინ აქცევს მას ლეგიტიმურად და როგორ შეიძლება ალტერნატიული ცოდნების აღმოჩენა და მათზე დისკუსია. არსებული დომინანტური დაშვებების ძიება, როგორც ყოველდღიური ფარული საზოგადოებრივი ნორმებით შეთანხმებული წესების, უნდა იქცეს ფუნდამენტად, რადგან ასეთ „სიმართლის რეჟიმებს“ გაუცნობიერებლად მივყვებით და განსაზღვრავენ როგორ ვმოქმედებთ, რა რწმენები, მორალი, ეთიკური, პოლიტიკური თუ ფილოსოფიური რწმენები განსაზღრავენ ჩვენს ხედვებს, ანალიზს და არგუმენტებს. ეს პროცესი ერთი მხრივ ინდივიდულურად გასავლელი გზაა, მეორე მხრივ კი მასწავლებლების და განმანათლებლების როლია ფუნდამენტურად შეცვალონ დამოკიდებულება ცოდნის კონსტრუირების მიმართ. მათ უნდა გააცნობიერონ საკუთარი დაშვებები და ის, თუ რა ტიპის კრიტიკულ აზროვნების წახალისებას ახდენენ მოსწავლეებში. მნიშვნელოვანია გავიგოთ: რა არის კრიტიკული კრიტიკულ აზროვნებაში? რას აკრიტიკებენ სკოლები და უნივერსიტეტები ? არის თუ არა კრიტიკული აზროვნება ცალკე მდგომი უნარი, თუ ის უნდა იყოს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, ლექტორსა და სტუდნეტს შორის ურთიერთობის ორგანული ნაწილი? უნდა გახდეს თუ არა ცოდნისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალი კურიკულუმის ცენტრალური მიზანი, თუ აზროვნების და ცნობიერების ეს ფორმა უნდა დარჩეს განათლების მექანიკურ ნაწილად? ერთი შეხედვით სტატიის უტოპიური პათოსი სულაც არ იქნება უტოპიური, თუ პროცესებს ლარს ვონ ტრიერის ფილმის მელანქოლიის პერსონაჟებივით არ შევხედავთ და აპოკალიფსური სცენარის დროს მხოლოდ ესთეტიკური ტკბობით არ დაველოდებით პლანეტის დედამიწასთან შეჯახებას. ამიტომ, შემდეგი ნაბიჯისთვის მნიშვნელოვანია ზოგადიდან კონკრეტულისკენ გადავინაცლოთ და ვნახოთ რა ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის და განათლების სტრატეგიის დოკუმენტებში ? უპასუხებს თუ არა არა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები და პრინციპები პოსტეპიდემიური განათლების სისტემის ინტერესებს და მოთხოვნებს ? მარი გაბუნია Let`s tweet Tweet ბიბლიოგრაფია: Bartolome L. (2008). Beyond the Fog of Ideology. Counterpoints, 319, IX-XXIX. Brown, A. M. (2017). Emerging Strategy. Edinburgh: AK press Lovat, T. (2011). Values education and holistic learning: Updated research perspectives. International Journal Of Educational Research, 50(3), 148-152. doi: 10.1016/j.ijer.2011.07.009 Lovelock, J. (2007). The revenge of gaia: earth’s climate crisis & the fate of humanity. Basic Books. Latour, B. (2017). Waiting for Gaia: Composing the common world through arts and politics. In What is Cosmopolitical Design? Design, Nature and the Built Environment (pp. 41-52). Routledge. Loogma, K., Tafel-Viia, K., & Ümarik, M. (2012). Conceptualising educational changes: A social innovation approach. Journal Of Educational Change, 14(3), 283-301. doi: 10.1007/s10833-012-9205-2 Rozentsvit, I. (2016). Revolutionary education: Fostering emotional intelligence and empathic imagination across the mainstream curriculum. Interdisciplinary inquiry. European Psychiatry, 33, S438. doi: 10.1016/j.eurpsy.2016.01.1591 Foucault, M. (1980). Power/knowledge: Selected interviews and other writings, 1972-1977. Vintage.