Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'სახელმწიფო' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 6 results

  1. ქვეყნის დემოგრაფიაც ხო პოლიტიკაა მეგობრებო, ხოდა აქ გაგიხსენით თემა ჩიმ ინტელექტუალურ საძმაკაცოში. რატომაა რომ საზ. განუვითარებელი ნაწილი გეომეტრიული პროგრესიით მრავლდება დედამიწაზე და ის ვინც უნდა გამრავლდეს, უფრო ფიქრობს? ეს რიტორიკული კითხვა და ავტორისეული (ანუ ჩემი ) შეფასება იყო და გავიაროთ. მაგრამ!!! ობიექტურად, სახელმწიფო რამდენად ვალდებულია არჩინოს მრავალშვილიანი და უპოვარი ოჯახები? - ეს ერთი. მეორე: რამდენადაა ფულადი პრემიები მრავალშვილიანთათვის რელევანტური, ადეკვატური და ეფექტური? რამე პრობლემას აგვარებს რეალურად? თუ პირიქით-ახალისებს?
  2. kულტურის სამინისტრომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია არარენტაბელურია admin Fri, 07/23/2021 - 11:13 კულტურის სამინისტრომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია არარენტაბელურია. მუზეუმი ბიძინა ივანიშვილის პროექტის “პანორამა თბილისის” მიმდებარე ტერიტორიაზეა. აღსანიშნავია, რომ “არარენტაბელურობის” შესახებ დასკვნა 2014 წელს კიდევ ერთ ისტორიულ შენობასთან, ყოფილ “ჟურნალისტების სახლთან” დაკავშირებით დაიწერა. დასკვნის შემდეგ ჟურნალისტების სახლის მეპატრონე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია გახდა, რომელმაც შენობა ჯერ “ქართულ ოცნებას” მიაქირავა, შემდეგ კი დაანგრია. თქვენი აზრით, რა ბედი ელის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს? 2021 წლის 7 ივლისს საკუთარ facebook გვერდზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში სამინისტრო გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დანგრევის შესახებ და გაასაჯაროვა შპს „კარიატიდას“ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის თანახმად, მუზეუმში მთელი რიგი დაზიანებებია, თუმცა შესაბამისი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა. დასკვნაში აღნიშნულია: 1. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიების გატარების შედეგად, სავსებით შესაძლებელია შენობის ცენტრალური ნაწილის გაძლიერება, მისი უსაფრთხო ექსპლოატაციის უზრუნველყოფა; 2. ლ. გუდიაშვიულის ქუჩის მხარეს შენობის არსებული ნაწილის გაძლიერება და გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სიძნელეებთან და დანახარჯებთან, მაგრამ შესაძლებელია. ამ ნაწილის გაძლიერება სავარაუდოდ შესაძლებელია არ იყოს რენტაბელური; 3. შენობის ნაწილში ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ, სადაც განვითარებულია შენობის მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, შეუძლებელია შენობის არსებული ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება. ჩვენი აზრით, სავარაუდოდ უკეთესია შენობის ამ ნაწილის დაშლა და იგივე მასალებით გადაწყობა. მოკლე ისტორია: 1920 წელს, დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით, თბილისში ეროვნული გალერეა დაფუძნდა. მოგვიანებით, მუზეუმში ქართული კულტურის ძეგლთა თავმოყრა დაიწყო, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი მოჰყვა. 1932 წელს ეროვნული გალერეის რეორგანიზაცია დაიწყო და მის ბაზაზე სხვა სახვითი ხელოვნების მუზეუმები დაფუძნდა, სადაც თავმოყრილი იყო საისტორიო-საეთნოგრაფიო, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და ძველი ქართული ხელოვნების კოლექციები. აღსანიშნავია, რომ 1945 წელს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ საქართველოში დაბრუნებული ეროვნული საგანძურის დიდი ნაწილი სწორედ ხელოვნების მუზემს გადაეცა. 1950 წლიდან მუზეუმს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი ეწოდება. შენობაში, სადაც ახლა არის მუზეუმი განთავსებული, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სასულიერო სემინარია იყო. მუზეუმი აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის სახელთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, სწორედ მას მიუძღვის წვლილი მუზეუმის განვითარებაში. 2004 წლიდან მუზეუმი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნაწილია და მასში ისეთი საგანძურია გამოფენილი, როგორიცაა ქართული ჭედური და ფერწერული ხატები, ტიხრული მინანქარი, საიუველირო ნაკეთობები, მხატვრული ქსოვილები და ნაქარგები. მუზეუმის მდებარეობა: აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მუზეუმი ე.წ “პანორამა თბილისის” მიმდებარედ მდებარეობს. პანორამა თბილისი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” პროექტია. პროექტი ითვალისწინებდა 4 მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას: 1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი, 4. ერეკლე II-ს მოედანი. ეს კომპლექსები ერთმანეთს საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით უნდა დაუკავშირდეს. სახელმწიფო მუზეუმი სწორედ ერეკლე II-ს ქუჩაზე მდებარეობს. აქვე, ერეკლე II-ს მოედანზე მდებარეობს “პანორამა თბილისის” ერთ-ერთი სასტუმრო. (იხილეთ ფოტო) მიწის ნაკვეთები, რომელზეც აღნიშნული სასტუმრო აშენდა, ბიძინა ივანიშვილი საკუთრება იყო. პანორამა თბილისი და წარსული გამოცდილება: აღსანიშნავია, რომ პანორამა თბილისმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში სავაჭრო-ბიზნესცენტრების მოწყობას და ერთმანეთთან მათ საბაგიროებით დაკავშირებას გულისხმობდა. მოვლენები მსგავსი სცენარით დაიწყო და განვითარდა 2014 წელსაც, როდესაც ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე 3/36 ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობის (ყოფილი ჟურნალისტების სახლი) შესახებ დასკვნა გამოქვეყნდა. ჟურნალისტთა ყოფილი სახლი მე-19 საუკუნის შენობა იყო, რომელიც ერეკლე მეორის მოედანზე მდებარეობდა. შენობა საუკუნეების განმავლობაში ჟურნალისტებისა და პუბლიცისტების თავშეყრის ადგილი იყო. მოგვიანებით, ისტორიული შენობა ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და “ქართულ ოცნებას” მიაქირავა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული, თბილისის მერიამ შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის მიუხედავად, რაც ისტორიულ-არქიტექტურულ კვლევებსა და პროექტის ესკიზებს მოიცავს, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარე სახლის დანგრევის ნებართვა გასცა. 2014 წლის დასკვნის თანახმად, “შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მის მზიდ კედლებში განვითარებული მრავლობითი ბზარი გამოწვეულია ფუძე-გრუნტის გაწყლიანებით და საძირკვლის არათანაბარი ჯდენით. დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, შენობის ფუნქციონირება საფრთხის შემცველი არ არის, თუმცა მისი შემდგომი უსაფრთხო ექსპლოატაციისთვის საჭირო იქნება დეტალური გამოკვლევის საფუძველზე შედგენილი პროექტის მიხედვით მოხდეს მისი აღდგენა-გაძლიერება, რაც ჩვენი აზრით არარენტაბელური იქნება”. აღნიშნული შენობა 2014 წლიდან დღემდე ქართულ ოცნებას უკავშირდება. კონკრეტულად კი საჯარო რეესტრის ჩანაწერებით ტერიტორია შპს "ძველი უბანი"-ს (202055122) საკუთრებაშია, რომლის 100% წილს ფლობს ააიპ საზ. მოძრაობა ქართული ოცნება (404411837). თავის მხრივ საჯარო რეესტრის ბოლო ჩანაწერებით აღნიშნული ა(ა)იპ-ის გამგეობის თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილი იყო, ხოლო გამგეობის სხვა წევრები ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი და ზაალ გოგსაძე იყვნენ. წყაროები: დასკვნა 2021 https://bit.ly/3eFcIBx დასკვნა 2014 https://bit.ly/3hWq2mX სამინისტროს განცხადება https://bit.ly/3Br0Fl0 მუზეუმის ისტორია https://bit.ly/3BvcdUb მუზეუმის და ჟურნალისტების ყოფილი სახლის სურათები https://bit.ly/2V4cLQi საჯარო რეესტრის ჩანაწერები https://bit.ly/3rqEiYl Language Georgian http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-07/218967107_3003498289925601_3993580722981243943_n.jpegივლისი 2021 2021 Author ლიზა ქორიძე
  3. 13 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლონკენმა ტელეფონით საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე ტელეფონით ისაუბრეს. მინისტრ ზალკალიანის თქმით, მხარეებმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის თემაც განიხილეს. ქართველი დიპლომატის განცხადებით, „უმნიშვნელოვანესია და კვლავაც ძლიერი“ აშშ-ის დახმარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. „მოუთმენლად ველოდები [პრეზიდენტ ჯოზეფ] ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას“ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
  4. „ტელეკომპანია პირველმა“ 6 მარტს ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლებშიც ისმის, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დაშინებას, დამცირებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ტელეკომპანიამ სხვა ფარული აუდიო ჩანაწერებიც გაავრცელა, რომელთა მიხედვითაც, ბერა ივანიშვილი ამ თემაზე ამჟამინდელ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს და ახალისებს. ფარული ჩანაწერის სავარაუდო თარიღი „ტელეკომპანია პირველის“ ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები, დაახლოებით 2017 წლით თარიღდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს გვიან საღამოს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ჩანაწერები 2010 წელს, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშილის მოსვლამდეა გაკეთებული, საიდანაც ერთ-ერთი „ყვითელი“ ტელევიზიის მიერ „ამოკრებილია ფრაზები“. მისივე თქმით, ჩანაწერი „აბსოლუტური ფაბრიკაციაა“, დამონტაჟებული „კგბ“-ის მეთოდებით და „მიმდინარეობს საინფორმაციო ტერორი“. აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკაში მოსვლის განცხადებამდე, ივანიშვილების ოჯახს, მათ შორის, ბერა ივანიშვილსაც, ქართული საზოგადოება ახლოს ნაკლებად იცნობდა. 2010 წელს ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღაიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი, ივანიშვილისვე ბანკი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ასევე ბერა ივანიშვილის ხმისჩამწერი სტუდიის დირექტორი იყო. 2010 წელს ანზორ ჩუბინიძე შს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში მსახურობდა. 2014 წლიდან დღემდე კი იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელია. ამ თანამდებობაზე იგი პრემიერმა ღარიბაშვილმა დანიშნა. თავად ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წელს დატოვა და 2017 წელს მას არცერთი პოლიტიკური თანამდებობა ეკავა. ამბის კონტექსტი ფარული ჩანაწერების დაძაბული პოლიტიკური გარემოს ფონზე გავრცელდა. რამდენიმე დღის წინ, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით დეკემბრიდან გაჩერებული დიალოგი განახლდა. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, რომელსაც ოპოზიციის დიდი ნაწილი „გაყალბების“ გამო არ აღიარებს და ახალ პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. კრიზისი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაჭერის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა. ჩანაწერებზე საუბრისას ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ეს ხალხი [ქართული ოცნება] არის საშიში ხალხი, საქართველოს მომავლისთვის“. მანვე მამუკა მდინარაძის განმარტებას, რომ ჩანაწერი 2010 წლის არის, უპასუხა – „ძალაუფლება რომ არ ჰქონდათ მაშინ იქცეოდნენ ასე?!“. ჩანაწერების სრულად გაშვებამდე, ანონსზე დაყრდნობით გააკეთა კომენტარი ნინო ლომჯარიამ. საქართველოს სახალხო დამცველმა ფარული ჩანაწერების გაკეთების პრაქტიკა დაგმო და ამ კუთხით სათანადო გამოძიების ნაკლებობას გაუსვა ხაზი. მისივე განცხადებით, მხოლოდ „ეფექტიანი“ გამოძიებით შეიძლება შეფასდეს „შეიცავს თუ არა ჩანაწერები ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით“. „ტელეკომპანია პირველმა“ საკითხზზე ანზორ ჩუბინიძის კომენტარიც გამოაქვეყნა, რომელმა ჩანაწერების ავთენტურობა არ უარყო, თუმცა თქვა, რომ ბერა ივანიშვილთან მსგავსი შინაარსის საუბარს ვერ იხსენებს..
  5. ავტორები: ია ასათიანი და აიდან იუსუბოვა საქართველოში კოვიდით ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოჩენისთანავე, ჩვენი მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის შექმნაზე ალაპარაკდა. 2020 წლის მარტში მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა სამოქმედო გეგმა, რომელსაც “მოქალაქეებზე ზრუნვა” უწოდა. გეგმის მისიაც ეს უნდა ყოფილიყო. თუმცა, ერთი წლის თავზე ვხედავთ, რომ ეს გეგმა თანაბრად ვერ უზრუნველყოფს ყველას გადარჩენასა და ხელშეწყობას. სიცოცხლე კი ყველას თანაბრად უნდა. ანტიკრიზისული გეგმა მოიცავდა კომპენსაციების გაცემას იმ ადამიანებისთვის, ვინც პანდემიის გამო სამსახური დაკარგა ან პანდემიამდე თვითდასაქმებული იყო. სამსახურდაკარგულთათვის და უხელფასო შვებულებაში მყოფთათვის 1,200-ლარიანი ანაზღაურება განიზრახეს. მათ ექვსი თვის განმავლობაში 200 ლარი უნდა აეღოთ. თვითდასაქმებულებს კი ერთჯერად სამასლარიან დახმარებას დაჰპირდნენ. უმუშევრობის ორასლარიანი კომპენსაცია მიიღეს იმ ადამიანებმა, ვინც ხელფასს ოფიციალურად იღებდა. მათი მონაცემები სახელმწიფო უწყებებს დამსაქმებელმა თავად მიაწოდა. 24 აპრილს, ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ორასლარიან უმუშევრობის მიზნობრივ სოციალურ დახმარებას 350,000-ზე მეტი ადამიანი მიიღებდა და ამისთვის 460 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა. რამაზ გერლიანი, “ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის” პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ იყო მზად ამ პროგრამის გასატარებლად, მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან გეგმის შესამუშავებელი დრო ჰქონდათ. ეკონომისტი ფიქრობს, რომ ძალიან ვიწროდ იყო შერჩეული მოქალაქეების სპექტრი და ზედმეტად ბევრ ხისტ კრიტერიუმსაც მოიცავდა. “ხელისუფლება ამ მოდელის გასატარებლად საერთოდ არ იყო მზად, როდესაც ამბობ, რომ 350,000 ადამიანი მიიღებს ყოველთვიურად ორასლარიან კონპენსაციას და ამ დროს, რიგ თვეებში გაქვს 120,000, რიგ თვეებში 90,000, ეს არის, პრაქტიკულად, შენი მონაცემების თავდაყირა დაყენება. ეს ადასტურებს, რომ სწორი გათვლა კი არა, პროგნოზული გათვლაც კი არ ჰქონიათ.” ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისას არავის გაუთვალისწინებია, რომ მოსახლეობის ნაწილს უწევს რამდენიმე სამსახურში ერთდროულად მუშაობა, რომ ცხოვრების ელემენტარული პირობები შეიქმნას. მათ დაკარგეს შემოსავლის რამდენიმე წყარო, მაგრამ დარჩათ ერთი, რის გამოც ისინი ვერც ორასლარიან დახმარებას იღებენ და ვერც ოჯახის სარჩენად საკმარისი შემოსავალი უგროვდებათ. გარდა ამისა, 2020 წლის მაისში გაცემული ორასლარიანი დახმარება და ოქტომბერში გაცემული 200 ლარი განსხვავებულად მსყიდველუნარიანია, რადგან ფასები იზრდება ყველაფერზე, მათ შორის საკვებსა და მედიკამენტებზე. მაგალითად, ზეთი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, მაისში ოთხ ლარამდე ღირდა, შემოდგომაზე კი ფასმა ექვს ლარს გადააჭარბა. სტატისტიკის ეროვნული ბიუროს 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში საარსებო მინიმუმი 199 ლარია, მარტის მონაცემებით კი 206 ლარი. თბილისში ერთ-ერთი პაბის, “ნალის” ბენდის ხელმძღვანელი, დავით ქარჩავა გვიყვება, რომ პანდემიამდე ორ ბარში უკრავდა. შეზღუდვების დაწესების შემდეგ კი უმუშევარი დარჩა. უმუშევრობის კომპენსაციად 200-200 ლარი მხოლოდ სამჯერ აიღო. მანამდე ხელფასი ბენდის თითოეულ წევრს, ერთ სამუშაო ადგილზე, დაახლოებით, 700 ლარი გამოსდიოდა. “მთელი საქართველოს მუსიკოსები ჩემი მეგობრები არიან. სულ ყველა უმუშევრები ვართ. მე ახლა დიდი სიამოვნებით სხვა საქმეს მოვკიდებდი ხელს, უბრალოდ, ამ საქმის გარდა არაფრის კეთება ვიცი. აქედან გამომდინარე, ხელ-ფეხი მაქვს შეკრული. როგორ ვუძლებთ და როგორ ვცხოვრობთ, ეს კიდევ მეორე საკითხია.” “შარშან რომ დაიწყო პანდემია, აპრილსა და მაისში საერთოდ არ გვიმუშავია. ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში ქირურგიის განყოფილების ექთანი ვარ. ორასლარიანი დახმარება უნდა აგვეღო, მაგრამ 2019 წლის ხელფასი 2020 წლის მარტში დამირიცხეს და ალბათ, ამიტომ არაფერი მოუციათ. ზოგადად, 4-5 თვე გვიგვიანებენ ხოლმე ხელფასებს. აგვისტოში და სექტემბერში აღარ დაგვრიცხვია ხელფასი და გვითხრეს, რომ ჩაგვერიცხებოდა ორასლარიანი დახმარება. დღემდე არავის მოუცია ეს ფული,”- გვიყვება რუსიკო ჯინჭარაძე. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს მკვიდრი, სულეიმან იუსუბოვი გვიყვება, რომ პანდემიისა და სამსახურის დაკარგვის გამო ყველა ჩლიქოსანი გაყიდა. “სოკარის გაზმომარაგების სამსახურში ვმუშაობდი მძღოლად. ხელფასი, დაახლოებით, 1,100 ლარი მქონდა. ოჯახს მხოლოდ მე ვარჩენ, სხვა არავინ მუშაობდა, ან სად უნდა იმუშავონ, სად არის სამსახური? თან სტუდენტი გოგო მყავს, რომლის სწავლის საფასურსაც ვიხდიდი. მარტის დასაწყისში გავჩერდით, მაგრამ დახმარება პირველად ივნისში ავიღე. სულ ხუთი თვე ჩამირიცხეს. მხოლოდ პურის ფული იყო, მეტი არაფერი. ამით ოჯახი როგორ უნდა ვარჩინო ან თავი როგორ ვირჩინო? ძალიან ბევრი პრობლემა შეგვექმნა. სახლში რაც გვქონდა, გავყიდეთ ყველაფერი. საქონელი, ცხვარი არაფერი დარჩა. ახლა გასაყიდიც აღარაფერი გვაქვს და წკიპზე ვართ. არც სამსახურის ისმის რამე. დახმარება უნდა ყოფილიყო ყველაზე, მუშაობდა თუ არა ადამიანი. ისედაც მიზერულს გვაძლევენ თავის გადასარჩენად და ისიც შერჩევით? სიცოცხლე ხომ ყველას უნდა,” – გვიზიარებს თავის ამბავს სულეიმან იუსუბოვი. შემოდგომაზე, პანდემიის მეორე ტალღისა და წერტილოვანი შეზღუდვების გამო, უმუშევრად დარჩენილთათვის ორასლარიანი დახმარება კიდევ ექვსი თვით გაგრძელდა. 2021 წლის ბიუჯეტში ამ ხარჯისთვის 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხას აიღებს ის, ვინც 2020 წლის განმავლობაში ფორმალურ სექტორში, მინიმუმ, ორი თვე იყო დასაქმებული. უმუშევრად დარჩენილთაგან განსხვავებით კიდევ უფრო რთული ვითარებაა თვითდასაქმებულთა ანაზღაურების ნაწილში. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სამასლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებდა ყველა რეგისტრირებული და არარეგისტრირებული თვითდასაქმებული, რომელიც 2020 წლის პირველ კვარტალში ეწეოდა ეკონომიკურ საქმიანობას ან ჰქონდა შემოსავალი და წარმოადგენდნენ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელ დოკუმენტებს. კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურის გვერდზე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით, რეგისტრაცია, 251,000-ზე მეტმა ადამიანმა გაირა. პირველ ეტაპზე 300 ლარი დაახლოებით 170,000 ადამიანს ჩაერიცხა. აგვისტოში, პროგრამის დახურვამდე, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, მაგრამ ვერ დააკმაყოფილა კრიტერიუმები, 300 ლარი ერთჯერადად მაინც ჩაერიცხებოდა. ასეთი თვითდასაქმებული დეკემბრისთვის 81,000 აღმოჩნდა. მიუხედავად პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებისა, 2,350 დარეგისტრირებული თვითდასაქმებული სამასლარიანი დახმარების გარეშე დარჩა. კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა მუშების, ხელოსნების, ძიძების, დამლაგებლებისა და რეპეტიტორების ნაწილმა. მათ არ ჰქონდათ შემოსავლის ან რომელიმე ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დამადასტურებელი ცნობა. მთავარი პრობლემა, რომელსაც ანაზღაურების ამ სქემაში სპეციალისტები ხედავენ, დასაქმების “ჩრდილოვანი” სისტემაა, როცა დასაქმებულს არ აქვს ხელშეკრულება და ანაზღაურების დამამტკიცებელი დოკუმენტი. ამასთან, ახლა ყველაფერი დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული, წარუდგინოს სახელმწიფოს სრული დოკუმენტაცია და დაამტკიცოს, რომ კონკრეტული პიროვნება მასთან მუშაობდა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი, ირაკლი პეტრიაშვილი ფიქრობს, რომ ეს დამატებითი წინაღობაა. “ახლა ყველაფერი დამსაქმებლის ხელშია. მან უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, ცნობა, მტკიცებულება სახელმწიფოს, რომ ვიღაც ჰყავდა დასაქმებული, მაგრამ, რეალურად, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ისინი, ვინც შრომითი ხელშეკრულების ან საშემოსავლოს გადახდის გარეშე ასაქმებდა ადამიანებს, ახლა იტყვის, რომ წლების განმავლობაში მალავდა გადასახადებს? და შემდეგ ეს ინფორმაცია მის წინააღმდეგ რომ გამოიყენოს ფინანსურმა პოლიციამ ან შემოსავლების სამსახურმა? ვიღაცას რომ “ლილოში” დახლი აქვს და დამხმარეს დღიურად 15 ან 20 ლარს უხდის, როგორ გგონიათ, ისინი ოფიციალურად გაფორმებულები არიან? ის დამხმარე ხო დარჩა უმუშევარი? ასეთი ხალხი ვერ იღებს ვერანაირ დახმარებას და ვერც სამუშაოს არსებობას ადასტურებს. აი, პრობლემაც ეს არის,” – ამბობს პეტრიაშვილი. 2020 წლის ნოემბრის შეზღუდვების გამო ეკონომიკური საქმიანობის დიდი ნაწილი ისევ გაჩერდა. თვითდასაქმებულები თუ დასაქმებულები ისევ შემოსავლის გარეშე დარჩნენ. სახელმწიფომ აამოქმედა ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპი, რომელიც თვითდასაქმებულთათვის ისევ ერთჯერად, სამასლარიან დახმარებას ითვალისწინებდა. ამჯერად, სახელმწიფომ კრიტერიუმები შეცვალა და დახმარება შესთავაზა მხოლოდ მათ, ვინც შემოსავალი 28 ნოემბრის შეზღუდვების გამო დაკარგა. 24 დეკემბრის მონაცემებით, თვითდასაქმებულების კომპენსაციის მისაღებად 111,157 ადამიანი დარეგისტრირდა. აქედან 88,721-მა ადამიანმა თანხა უკვე მიიღო, ჯამში 26.6 მილიონი ლარი. ეკონომისტ რამაზ გერლიანის აზრით, ანტიკრიზისულ გეგმაში არ ჩანს, რომ სიტუაცია ცივი გონებითაა შეფასებული. გარდა ამისა, არსებული გეგმის მთავარი პრობლემა მისი კატეგორიებად დაყოფა და მოსახლეობის გარჩევაა, რომელიც ყოველთვის გამოიწვევს ქაოსს და უსამართლობას. “სახელმწიფოსთვის დასაქმებულიც და თვითდასაქმებულიც, ორივე უნდა იყოს დასაქმებულის სტატუსის მქონე. არ მესმის, რატომ აქვთ თვითდასაქმებულებს 300 ლარი და ხელფასიან ადამიანებს ყოველთვიურად 200 ლარი, რაც, საბოლოო ჯამში, 1,200 ლარი გამოდის და 4-ჯერ მეტია. ორივეს ხომ ერთნაირი საჭიროებები აქვს? ეს კრიტერიუმები არის სრულიად გაუგებარი. სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-იც განურჩევლადობის პრინციპით გაიცა თანხები და ეს არის ყველაზე სწორი მიდგომა. როგორც კი შერჩევითობას იწყებ, იქ გარანტირებულია უსამართლობა, ცენტრიდან შენ ვერასოდეს გათვლი. ეს იყო გეგმის ყველაზე დიდი შეცდომა.” “ახმეტელის ბაზრობაზე ტანსაცმლის დახლი გვქონდა. ბაზრები რომ ჩაიკეტა, უმუშევრად დავრჩით. მარტშივე მივმართე სოციალურ სამსახურს დახმარებისთვის. მაისში ავიღე პირველად სოციალურის სამასი ლარი. ორი პატარა და ასაკოვანი დედა მყავს, ღმერთმა არ ქნას, ცუდად რომ გახდნენ, წამლის საყიდლად აფთიაქშიც კი ვერ წავალ, რადგან ამ სამასი ლარიდან ორასს ქირაში ვიხდით. დარჩენილი ასი ლარით კი ხუთი სული ვიკვებებით. ბავშვებს იმდენი რამე სჭირდებათ, ფეხზე ჩასაცმელიც კი არ აქვთ და ვერც ვყიდულობთ. ას ლარად ფეხსაცმელიც და საჭმელიც როგორ ვუყიდოთ? სოციალურის ასლარიანი კოვიდის დანამატიც არ გვეკუთვნის, რადგან 54,000 ქულა გვაქვს და რომ მოგვცენ ან 65,000-ზე მეტი ქულა უნდა გვქონდეს ან სამი შვილი უნდა მყავდეს. სანამ ვმუშაობდით არ გვშიოდა და არც ქუჩაში დარჩენის გვეშინოდა. პირველი დახურვის შემდეგ ცოტა ვიმუშავეთ, მაგრამ 28 ნოემბრიდან ისევ ასე ვართ,” – გვიყვება ელენე ლიპარტელიანი. ელენეს მსგავსად, ამ ბოლო თვეებში ათიათასობით ადამიანი შეუერთდა სოციალურად დაუცველთა რიგებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის თებერვლიდან სოციალურად დაუცველების რიცხვმა 84,000-ით მოიმატა. “ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას შეუძლია შესთავაზოს თითოეულ მოქალაქეს იმ საკმაოდ შეზღუდული რესურსებიდან, რაც ჩვენს ეკონომიკას გააჩნია. ამ კრიზისულ პერიოდში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, ყველაფერთან ერთად, მოგვეცვა მაქსიმალური რაოდენობა ჩვენი ქვეყნის სოციალური ფენებისა და თითოეულ მოქალაქემდე, სხვადასხვა გზით, სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა და სოციალური დახმარება მისულიყო,”- განაცხადა გიორგი გახარიამ 2020 წლის აპრილში. მთავრობის განზრახვა, რომ მათი “ზრუნვა” ყველა მოქალაქემდე თანაბრად მისულიყო, სისრულეში ვერ მოვიდა. The post სახელმწიფო პანდემიით დაზარალებულებზე არათანაბრად ზრუნავს appeared first on www.ifact.ge.
  6. კვირას გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი წინა დღით, ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელ სახელმწიფო მდივანს, ბრედ რაფენსპერგერს ესაუბრა. დონალდ ტრამპი მას არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლას სთხოვდა და ამ მიზნით, შტატის ოფიციალურ პირზე ზეწოლას ახორციელებდა. "აი, შეხედე, მე რაც მინდა, სულ ეს არის. მინდა, რომ მხოლოდ 11 780 ხმა იპოვო... რადგან ჩვენ შტატი მოვიგეთ" - ეუბნება პრეზიდენტი ბრედ რაფენსპერგერს. შემდეგ კი შეახსენებს მას, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯიაში ხმების გაყალბება მოხდა, ეს კი დანაშაულებრივი ქმედებაა. ჩანაწერი "ვაშინგტონ პოსტმა" მოიპოვა და გამოაქვეყნა. გაზეთის ვებგვერდზე მისი სრული ტექსტიცაა გაშიფრული. ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრედ რეფენსპერგერი ერთსაათიანი სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტი ხან შეურაცხყოფას აყენებს ჯორჯიის შტატის ოფიციალურ პირს, ხან აქებს მას. პრეზიდენტი მაინც არ აღიარებს, რომ ჯორჯიაში ხმების სამჯერ გადათვლის შედეგად, შტატი მისმა დემოკრატმა ოპონენტმა, ჯო ბაიდენმა მოიგო. ტრადიციულად რესპუბლიკური შტატი 1992 წლის შემდეგ დემოკრატს არ მოუგია. კვირას ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა: "გუშინ ვესაუბრე ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივან ბრედ რაფენსპერგერს ფულტონის საგრაფოზე და ჯორჯიაში გაყალბებულ არჩევნებზე. მან არ ისურვა, ან ვერ შეძლო ეპასუხა ისეთ კითხვებზე, როგორიცაა 'მაგიდის ქვეშ შეწყობილი' ბიულეტენების ხრიკი, ბიულეტენების შეფერხება, სხვა შტატის 'ამომრჩევლები', კენჭისყრაში მონაწილე მიცვალებულები და სხვა. მას წარმოდგენა არ აქვს"! რამდენიმე საათში პრეზიდენტს რაფენსპერგერმა "ტვიტერზევე" უპასუხა. "პატივისცემით, პრეზიდენტო ტრამპ, რასაც თქვენ ამბობთ, სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე გამოაშკარავდება". შეერთებულ შტატებში 3 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების მიხედვით, ამერიკელებმა არაპირდაპირი კენჭისყრის წესით, ხმა დემოკრატ ჯო ბაიდენს მისცეს. მან მოიპოვა როგორც უშუალოდ ხმების უმეტესი რაოდენობა, ისე საარჩევნო კოლეგიის წევრთა ხმები (306-ით 232), რაც ამერიკაში გადამწყვეტია. ჯორჯიის შტატში ბაიდენმა თექვსმეტივე ელექტორის ხმა მოიგო. ოთხშაბათს, შეერთებული შტატების კონგრესი ბაიდენის მოგებას გაერთიანებულ სხდომაზე ფორმალურად დაამტკიცებს. სხდომის თავმჯდომარე ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იქნება. რესპუბლიკელ კანონმდებელთა მცირე ნაწილი ამბობს, რომ სერტიფიცირების წინააღმდეგ წავა. ასევე ნახეთ: 6 იანვარი - ამერიკული არჩევნების ფინალური აკორდი კონგრესში ვაშინგტონში მოელიან, რომ ტრამპის მომხრე რესპუბლიკელების მცდელობა ჩავარდება. ბოლო ორ თვეში ტრამპის კამპანიის ათეულობით საჩივარი გაქარწყლდა როგორც შტატების დონეზე, ისე უზენაეს სასამართლოში. უმეტეს შემთხვევაში, მიზეზი მტკიცებულებების არქონა იყო. პრეზიდენტ ტრამპის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს აკრიტიკებენ როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები. მისი მოტივი ბევრისთვის გაუგებარია, თუმცა ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ამას დამატებითი სახსრების მოსაზიდად აკეთებს. ასევე ნახეთ: ტრამპმა $207 მილიონის ოდენობის სახსრები მოიზიდა არჩევნების შედეგის შესაცვლელად საქმე იმაშია, რომ ჯორჯიის შტატი ტრამპს რომც მოეგო, ეს არჩევნების შედეგებს არ შეცვლის. ბაიდენს მაინც ექნება კოლეგიის წევრთა 270-ზე მეტი ხმა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მოგებისთვისაა აუცილებელი. ზოგი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ჯორჯიის შტატში სენატორთა არჩევნების მეორე ტურის მოსაგებად ხდება. ჯორჯიის შტატში გამარჯვება სენატზე კონტროლის ბედს გადაწყვეტს. წარმომადგენელთა პალატას დემოკრატები აკონტროლებენ და მისი სპიკერი კვლავ დემოკრატი ნენსი პელოსია. რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა "სასოწარკვეთის ხმა" უწოდა პრეზიდენტის აუდიოჩანაწერს. პროფესიით იურისტი კალიფორნიის ყოფილი გენერალური პროკურორი ამბობს, რომ ეს "შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან, ძალაუფლების უხეში გადამეტებაა". "სრულიად აღმაშფოთებელი" უწოდა ამ ფაქტს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ილინოისის შტატიდან, ადამ კინზინგერმა. გუშინ მან "ტვიტერზე" დაწერა, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრისთვის შეუძლებელი უნდა იყოს არჩევნების შედეგების წინააღმდეგ "სუფთა სინდისით" წასვლა. #RestoreOurGOP - დაწერა მან, რაც ნიშნავს: აღადგინე ჩვენი რესპუბლიკური პარტია. მას შემდეგ, რაც კონგრესში კენჭისყრის შედეგები დამტკიცდება, ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიაზე ფიცს დადებენ. ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. ==== შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "უბრალოდ, აშკარად ცდება", როცა ის ჯორჯიის არჩევნებზე მომხდარ დარღვევებზე საუბრობს - განაცხადა დღეს პრეზიდენტის თანაპარტიელმა, ბრედ რეფენსპერგერმა - ჯორჯიის შტატის რესპუბლიკელმა სახელმწიფო მდივანმა. განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც კვირას, "ვაშინგტონ პოსტმა" მისი და პრეზიდენტის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. აუდიო ჩანაწერიდან ჩანს, რომ შაბათს, ტრამპი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების თავის სასარგებლოდ შეცვლას სთხოვდა და მასზე ზეწოლას ახორციელებდა. "აი, შეხედე, მე რაც მინდა, სულ ეს არის. მინდა, რომ მხოლოდ 11 780 ხმა იპოვო... რადგან ჩვენ შტატი მოვიგეთ" - უთხრა პრეზიდენტმა ბრედ რაფენსპერგერს, თან უმეორებდა, რომ ჯორჯიაში ხმების გაყალბება მოხდა, რაც დანაშაულებრივი ქმედებაა. ასევე ნახეთ: გამოქვეყნდა ტრამპის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ის ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს არჩევნების შედეგების შეცვლას სთხოვს ამერიკის სამხრეთში მდებარე შტატის სახელმწიფო მდივანმა ორშაბათს ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია "ეი-ბი-სის", სადაც თქვა, რომ პრეზიდენტთან გამართულ თითქმის ერთსაათიან საუბარში აშკარად ჩანდა, რომ ტრამპს კვლავ სჯერა უსაფუძვლო თეორიების, თითქოს ამერიკაში არჩევნები გაყალბდა და ჯორჯიაში ბაიდენისთვის საარჩევნო კოლეგიის 16 წევრის ხმის გადაცემა შეცდომა იყო. "უმეტესად ის საუბრობდა. ჩვენ კი ვუსმენდით" - აღნიშნავს რაფენსპერგერი. "ის მონაცემები რაც მას აქვს, უბრალოდ, აშკარად მცდარია... მას არასწორი მონაცემები აქვს" - თქვა ჯორჯიის სახელმწიფო მდივანმა. ის ყვება, რომ ბოლო ორი თვის მანძილზე ამ ჭორებთან ბრძოლა უწევდათ და შტატში ხმების გადათვლა სამჯერ მოუწიათ. ასევე ნახეთ: ბაიდენმა ტრადიციულად რესპუბლიკური შტატი-ჯორჯია მოიგო "აშკარა გახდა, რომ თითოეული ეს თეორია გავანადგურეთ, რაც კი გავრცელდა. მაგრამ, პრეზიდენტ ტრამპს კვლავ სჯერა მათი... ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ სიმართლე მნიშვნელოვანია" - აღნიშნავს ბრედ რეფენსპერგერი. ჯორჯიაში ახლა არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან. 5 იანვარს სწორედ ჯორჯიაში გადაწყდება სენატზე კონტროლის ბედი. წარმომადგენელთა პალატაში დომინირება დემოკრატებმა შეინარჩუნეს და სპიკერად კვლავ დემოკრატი ნენსი პელოსი აირჩიეს. ასევე ნახეთ: როგორი იქნება ძალთა ბალანსი სენატში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხების აღიარებაზე, კვლავ უარს ამბობს. ის დღეს "ტვიტერზე" ძველებურად უსაფუძვლოდ აცხადებდა არჩევნების გაყალბებაზე და ამბობდა, რომ კენჭისყრის "ნამდვილ მონაცემებს" გამოაქვეყნებს. 3 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ტრამპის კამპანიამ ფედერალურ და უზენაეს სასამართლოებში ათეულობით საჩივარი შეიტანა. უმეტეს შემთხვევაში, სასამართლოებმა საქმეებს მსვლელობა, მტკიცებულებათა არქონის გამო არ მისცა. ასევე ნახეთ: უზენაესმა სასამართლომ ტრამპის მოკავშირეების სარჩელი არ მიიღო ორ დღეში, 6 იანვარს, კონგრესში არჩევნების შედეგების ფორმალური დამტკიცება იგეგმება. კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გაუძღვება. კონგრესში საარჩევნო ხმების სერტიფიცირება, ზოგადად რუტინული და ფორმალური პროცესია. მაგრამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებამ, სხდომის მიმართ ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება გამოიწვია. რესპუბლიკელი კანონმდებლების მცირე ჯგუფის მხრიდან მოსალოდნელი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვაშინგტონში მოელიან, რომ ჯო ბაიდენი შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი იქნება, კამალა ჰარისი კი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი გახდება. ცერემონიული ნაწილი 20 იანვარს ინაუგურაციით და ფიცის საზეიმოდ დადებით დასრულდება. ასევე ნახეთ: ბაიდენის ინაუგურაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება