ძებნა
'რუსეთი' ძებნის შედეგები.
-
ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი მსოფლიოს ორი უძლიერესი სახელმწიფო და ერთმანეთის მთავარი მოწინააღმდეგეები არიან. ისინი მუდმივად ეჯიბრებიან ერთმანეთს და ცდილობენ, მსოფლიოს დაანახონ საკუთარი შესაძლებლობები, განსაკუთრებით კი, სამხედრო სფეროში. ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა 331 მილიონია, ხოლო რუსეთის – 144 მილიონი. აშშ-ის მთლიანი ნომინალური მშპ $20.807 ტრილიონს შეადგენს, რუსეთის კი – 1.584 ტრილიონს. მშპ ფულის მყიდველუნარიანობის გათვალისწინებით, ერთ სულ მოსახლეზე აშშ-ში $63.051-ია, რუსეთში კი ეს რიცხვი $28 791-ის ტოლია. თუმცა, International Monetary Fund-ის 2020 წლის მონაცემებით, ამერიკაში მთლიანი შიდა პროდუქტი -4.3%-ით შემცირდა, რუსეთის კი 1.3%-ით გაიზარდა. 2019 წელს, აშშ-ის წლიური სამხედრო ხარჯი $732 მილიარდი იყო, რაც მისი მშპ-ის 3.4%-ია. ამავე წელს რუსეთს მნიშვნელოვნად ნაკლები, $65.1 მილიარდის ოდენობის სამხედრო დანახარჯი ჰქონდა, რაც მშპ-ის 3.9%-ს შეადგენდა. ამასთან ერთად, 2020 წლის მონაცემებით, ამერიკას 1 400 000 აქტიური სამხედრო პერსონალი ჰყავს და 860 000 რეზერვისტი. რუსეთის აქტიური სამხედრო პერსონალის რაოდენობა 1 013 628-ს შეადგენს, თუმცა, მისი რეზერვისტების რაოდენობა ბევრად მეტია და 2 000 000-ს აღწევს. Global Fire Power-ის 2021 წლის სამხედრო სიძლიერის რეიტინგში პირველ ადგილს ამერიკა, მეორეს კი რუსეთი იკავებს. რაც შეეხება ბირთვულ არსენალს, აშშ-ს 5 800, ხოლო რუსეთს მსოფლიოში ყველაზე მეტი – 6 375 ბირთვული ქობინა აქვს. 2021 წლის ცხოვრების დონის ინდექსში ამერიკის შეერთებულ შტატებს 166.98 ქულა აქვს მინიჭებული, რუსეთს კი – 101.67 ქულა. ტექნოლოგიური განვითარებით Global Finance-ის რეიტინგში აშშ მე-5 ადგილზეა, ხოლო რუსეთი 46-ე ადგილს იკავებს. ასევე, UNESCO-ს 2020 წლის კვლევის მიხედვით, კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულებას ამერიკა მშპ-ის 2.7%-ს მოახმარს, ხოლო რუსეთი – 1.1%-ს. The post რუსეთი მოერევა თუ ამერიკა? appeared first on BusinessFeed.
-
2022 წელს ოკუპანტი რუსეთი ციფრული რუბლის ტესტირებას გეგმავს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსეი ზაბოტნიკმა, განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ბანკი ციფრული რუბლისთვის პლატფორმის პროტოტიპის ამოქმედებას აპირებს, მისი ტესტირება კი 2022 წელს დაიწყება. „ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის ციფრული რუბლის პლატფორმის პროტოტიპის წარდგენას შევძლებთ – ტექნოლოგიური პლატფორმის, რომელიც „ხელშესახები“ იქნება, მაგრამ მის ფარგლებში რეალური ტრანზაქციების განხორციელება ჯერ კიდევ არ იქნება შესაძლებელი. მომავალ წელს კი, ამ პროტოტიპის ბაზაზე, მისი სრულყოფის გათვალისწინებით, უკვე დავიწყებთ ტესტირების რაუნდებს.“ ცოტახნით ადრე პლატფორმის შექმნაზე ისაუბრა რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, ელვირა ნაბიულინამაც. მან თქვა, რომ მიმდინარეობს თავად ციფრული რუბლის კონცეფციაზე მსჯელობა. პლატფორმა სავარაუდოდ ორდონიანი იქნება – კომერციული ბანკები მის გამოყენებას კლიენტების მომსახურებისთვის შეძლებენ. უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის ოქტომბერში, ნაბიულინამ ციფრული რუბლის ტესტირების შესაძლებლობა უკვე 2021 წელს დაუშვა. როგორც ჩანს, აქტივის კონცეფციის განხილვისა და პლატფორმის ამოქმედების ვადები გაიწელა. წყარო: https://bits.media The post 2022 წელს ოკუპანტი რუსეთი ციფრული რუბლის ტესტირებას გეგმავს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.