ძებნა
'რომ' ძებნის შედეგები.
-
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა პროფესიონალი კადრების სიმცირეა და სწორედ მისი გადაჭრისთვის დაიწყო „ქართულმა ოცნებამ“ განათლების რეფორმა. „ევოლუცია და არა რევოლუცია, ევოლუციურად უნდა განვითარდეს საზოგადოება და ეს პროცესი ხდება ახლა ზუსტად.. ყველა ხელმოცარული პოლიტიკაში მოდის სამწუხაროდ, ჰგონიათ ყველაზე იოლი პროფესია ესაა, მოდის და ყვირილს იწყებს. სამწუხარო რეალობაა, ჩვენ არც ერთი მიმართულებით პროფესიონალები არ გვყოფნის, ყველაზე დიდი ტრაგედია სწორედ ესაა ჩვენი. ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ და განათლების რეფორმაზე ამხელა ნაბიჯი გადავდგით ეს გმირობის ტოლფასია, რა თქმა უნდა, და ის გუნდმა შეძლო იმ წლების მერე რაც ხდებოოდა და ჩვენ ამხელა რესურსი შესაძლებელია განათლებაზე მივმართოთ, ეს შეიძლება იყოს ხსნა ჩვენი ისტორიული წარსულისთვის და გაგვიჩნდეს რეალური, ძალიან წარმატებული მომავალი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. ყოფილმა პრემიერმა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის და საჯარო ფიგურის რანგში ეს მისი ბოლო ინტერვიუ იყო. განათლების სფეროში ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება, რომლის მშენებლობის და აღჭურვის პროცესს ფონდი „ქართუ“ დღემდე ახორციელებს. შეცვალა თუ არა მისი გეგმები კონკრეტულად უნივერსიტეტთან დაკავშირებით, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილს განცხადება არ გაუკეთებია და არც მის მიერვე გამოქვეყნებულ წერილში ყოფილა საუბარი.
- 2 replies
-
- ბიძინა
- ივანიშვილი
- (and 10 more)
-
უცხოელი ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა -კურტ ვოლკერი ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაცია საქართველოში რეგიონული ჰაბის შექმნას გეგმავს ამბობს კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს. ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ თუ პროექტი განხორციელდა, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი იქნება. "ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციას აქვს სურვილი თბილისში შექმნას რეგიონული ჰაბი. პროექტი მთელს რეგიონს მოიცავს, მაგრამ ცენტრი თბილისი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი წამოწყებაა და იმედი მაქვს, ეს გამოვა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, რომელიც საქართველოს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში ეხმარება. ჩემი სურვილია, საქართველომ მიიზიდოს უფრო მეტი ინვესტიცია სხვადასხვა სფეროში. ზოგიერთ პროექტზე მე ვმუშაობ, ვიცნობ სხვებსაც, ვინც ამ მხრივ მუშაობენ. უცხოური ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ ისინი იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა და ეკონომიკური სისტემა მაღალი ნდობით სარგებლობს. საქართველოს და ყველას ინტერესშია, რომ ქვეყანამ მეტი შემოსავალი მიიღოს და დასაქმება გაიზარდოს"- ამბობს ვოლკერი. კურტ ვოლკერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება კომპრომისზე წავა. "საქართველო პატარა და მშვენიერი ქვეყანაა დიდებული ხალხით. ვფიქრობ, რომ ხალხი უნდა გაერთიანდეს და ერთად ააშენოს საკუთარი ქვეყანა. მათ ასე უნდა წარუდგინონ თავი დანარჩენ მსოფლიოს. ასე რომ, ვუსურვებ საქართველოს შერიგებას და გაერთიანებას. როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია უნდა წავიდეს კომპრომისზე, ქვეყანაში უნდა არსებობდეს გაცემისა და მიღების შეგრძნება. კომპრომისზე წასვლა ორივე მხარემ უნდა შეძლოს, რადგან ეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს"- ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი. "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს, ვოლკერმა ქართველებს ახალი 2021 წელი მიულოცა და ქართველებს ჯანმრთელობა და მშვიდობა უსურვა. "მოხარული ვარ, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა, მივულოცო ქართველ ხალხს. გილოცავთ ახალ წელს ყველას საქართველოში. პირველი რაც მინდა ყველას ვუსურვო, ჯანმრთელობაა. 2020 საქართველოსთვის ძალიან რთული წელი იყო. პანდემიის ადრეულ ეტაპზე ქვეყანამ ვითარებას კარგად გაართვა თავი, თუმცა ბოლო თვეებში ვითარება საშინელია. უამრავი ადამიანი გარდაიცვალა და დაავადდა. სწორედ ამიტომ, მინდა, რომ პირველ რიგში ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო,"- ამბობს ვოლკერი.
- 8 replies
-
- უცხოელი
- ინვესტორები
- (and 11 more)
-
აკაკი ჩხენკელი: წერილი ნოეს ძვირფასო ნოე, შენი პატარა წერილი მივიღე. გამოგზავნილი საბუთის შესახებ მაშინვე მივანდევი ლონდონის საელჩოს მოენახა იქ ნახსენები პირი და გამოეკითხა, რაში იყო საქმე. პასუხიც მივიღე და გამოირკვა, რომ იმ პირს ასეთი ქაღალდები ბევრი გადაუცია სხვა და სხვა მინისტრისათვის, მაგრამ უშედეგოთ დარჩენილა. არ ახდენს შთაბეჭდილებას სერიოზული ადამიანის და მისი ნაცნობებიც გავლენიან წრეებს არ ეკუთვნიან. მაგრამ შენ მართალი ხარ არსებითათ: ჩვენები არ ეძებდნენ მზგავს შეთანხმებებს ინგლისელებთან, არც სხვებთან. სამი წელი ისე დავკარგეთ, რომ ერთი მეგობარი - მფარველი ვერ ვიშოვეთ, და არა იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა, არამედ ჩვენ თვითონ არ ვცდილობდით ამას. მთელი ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა, ან უკეთ – აპოლიტიზმი მიმართული იყო იქითკენ, რომ დაგვეფრთხო უცხოელნი. ეხლა გვიანაა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, სამწუხაროდ, მომავალშიც არა ვართ დაზღვეული, რომ წარსულ შეცდომებს არ განვიმეორებთ. ძალიან გატეხილი გვაქვს სახელი, არ არის ისეთი უცხოელი ვაჭარ-მრეწველი, ვინც ჩვენთან ყოფილა და არ გვაგინებდეს. მე წავიკითხე ერთი ნიმუში ვიღაც ბელგიელის მოხსენებისა მთავრობის სახელზე, სადაც მიწასთან ვართ გასწორებული და, სამწუხაროთ, ბევრი სამართლიანი დაკვირვება არის შიდ მოთავსებული. რაღა შორს წავიდე, დე-ბრუვერი ერთ საღამოს ჩემთან იყო თიფილისში და ასეთი სურათი გადამიშალა ჩვენი უუნარობისა, რომ მეც კი გამიკვირდა. მე მივაგზავნე ნ.ჟ-თან, ვიცი, მას გაცილებით მეტი უთხრა, მერე რა? შინაურული რჩევა-ხვეწნა არ გადიოდა, გარეთ გამომზეურებას კი ჩვენ თვითონ ვერიდებოდით. ასე არ შეიძლება სახელმწიფოს მართვა–გამგეობა. სადაც პასუხისმგებლობა არაა, იქ არ არის სახელმწიფო. ამხანაგურ ატმოსფერაში სახელმწიფოს მართვა შეუძლებელია, პარტიული ტრიბუნალიც დაჩლუნგებული იყო. მე მეშინია, იგივე არ განმეორდეს. შენ დიდი პასუხისმგებლობა გაწევს, ნოე, მინდობილი გაქვს სამშობლოსთან კავშირი და მუშაობის ხელმძღვანელობა, ვალიკოც ახალ რამეებსაც გეტყვის. დიახ, უნდა ვებრძოლოთ მოღალატეთ, ორგულებს, მაგრამ მათ მარტო სხვის პარტიებში ნუ ვეძებთ! საჭიროა ჩავწვდეთ ხალხს გულში, მისი მამოძრავებელი ღერძი ეროვნული მომენტი არის, ის ათმენიებდა მას ამდენ გაჭირვებას თავისუფლების დროს, იგივეს შეაძლებინებს მას საგმირო საქმეთ მომავალში; მას ინსტიქტურათ სწამს სახელმწიფო; უნდა გარანტია პიროვნების დასაკუთრების; ის მთლიანია, ე.ი. ყველა კლასი იძლევა თავდადებულთ სამშობლოსათვის, საჭიროა მათი გაერთიანება. აკ. ჩხენკელი LE MINISTRE DE GEORGIE Paris, le 18. VIII 1921 გვერდითა მინაწერი ბექირთან არა ერთხელ გვქონდა ლაპარაკი, მისწერა ანგორას არა ერთხელ, მაგრამ ოსმალოს დაენდე! აქაური ლოგიკა. მუშაობაზე კოწიას ვწერ სისტემატიურათ. მისგან გაიგებ. გაზეთისთვის ვერ მოვიცალე, მაგრათ!