Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'კანონის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. უცხოელი ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა -კურტ ვოლკერი ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაცია საქართველოში რეგიონული ჰაბის შექმნას გეგმავს ამბობს კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს. ნატოში ამერიკის ყოფილი ელჩი ფიქრობს, რომ თუ პროექტი განხორციელდა, ეს საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი იქნება. "ამერიკის განვითარების საფინანსო კორპორაციას აქვს სურვილი თბილისში შექმნას რეგიონული ჰაბი. პროექტი მთელს რეგიონს მოიცავს, მაგრამ ცენტრი თბილისი იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი წამოწყებაა და იმედი მაქვს, ეს გამოვა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, რომელიც საქართველოს ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში ეხმარება. ჩემი სურვილია, საქართველომ მიიზიდოს უფრო მეტი ინვესტიცია სხვადასხვა სფეროში. ზოგიერთ პროექტზე მე ვმუშაობ, ვიცნობ სხვებსაც, ვინც ამ მხრივ მუშაობენ. უცხოური ინვესტორები საქართველოში შევლენ, თუ ისინი იგრძნობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა და ეკონომიკური სისტემა მაღალი ნდობით სარგებლობს. საქართველოს და ყველას ინტერესშია, რომ ქვეყანამ მეტი შემოსავალი მიიღოს და დასაქმება გაიზარდოს"- ამბობს ვოლკერი. კურტ ვოლკერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება და როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება კომპრომისზე წავა. "საქართველო პატარა და მშვენიერი ქვეყანაა დიდებული ხალხით. ვფიქრობ, რომ ხალხი უნდა გაერთიანდეს და ერთად ააშენოს საკუთარი ქვეყანა. მათ ასე უნდა წარუდგინონ თავი დანარჩენ მსოფლიოს. ასე რომ, ვუსურვებ საქართველოს შერიგებას და გაერთიანებას. როგორც მთავრობა, ასევე ოპოზიცია უნდა წავიდეს კომპრომისზე, ქვეყანაში უნდა არსებობდეს გაცემისა და მიღების შეგრძნება. კომპრომისზე წასვლა ორივე მხარემ უნდა შეძლოს, რადგან ეს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს"- ამბობს ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი. "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს, ვოლკერმა ქართველებს ახალი 2021 წელი მიულოცა და ქართველებს ჯანმრთელობა და მშვიდობა უსურვა. "მოხარული ვარ, რომ მაქვს ამის შესაძლებლობა, მივულოცო ქართველ ხალხს. გილოცავთ ახალ წელს ყველას საქართველოში. პირველი რაც მინდა ყველას ვუსურვო, ჯანმრთელობაა. 2020 საქართველოსთვის ძალიან რთული წელი იყო. პანდემიის ადრეულ ეტაპზე ქვეყანამ ვითარებას კარგად გაართვა თავი, თუმცა ბოლო თვეებში ვითარება საშინელია. უამრავი ადამიანი გარდაიცვალა და დაავადდა. სწორედ ამიტომ, მინდა, რომ პირველ რიგში ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო,"- ამბობს ვოლკერი.