Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მეგობარი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. აკაკი ჩხენკელი: წერილი ნოეს ძვირფასო ნოე, შენი პატარა წერილი მივიღე. გამოგზავნილი საბუთის შესახებ მაშინვე მივანდევი ლონდონის საელჩოს მოენახა იქ ნახსენები პირი და გამოეკითხა, რაში იყო საქმე. პასუხიც მივიღე და გამოირკვა, რომ იმ პირს ასეთი ქაღალდები ბევრი გადაუცია სხვა და სხვა მინისტრისათვის, მაგრამ უშედეგოთ დარჩენილა. არ ახდენს შთაბეჭდილებას სერიოზული ადამიანის და მისი ნაცნობებიც გავლენიან წრეებს არ ეკუთვნიან. მაგრამ შენ მართალი ხარ არსებითათ: ჩვენები არ ეძებდნენ მზგავს შეთანხმებებს ინგლისელებთან, არც სხვებთან. სამი წელი ისე დავკარგეთ, რომ ერთი მეგობარი - მფარველი ვერ ვიშოვეთ, და არა იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა, არამედ ჩვენ თვითონ არ ვცდილობდით ამას. მთელი ჩვენი ეკონომიური პოლიტიკა, ან უკეთ – აპოლიტიზმი მიმართული იყო იქითკენ, რომ დაგვეფრთხო უცხოელნი. ეხლა გვიანაა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, სამწუხაროდ, მომავალშიც არა ვართ დაზღვეული, რომ წარსულ შეცდომებს არ განვიმეორებთ. ძალიან გატეხილი გვაქვს სახელი, არ არის ისეთი უცხოელი ვაჭარ-მრეწველი, ვინც ჩვენთან ყოფილა და არ გვაგინებდეს. მე წავიკითხე ერთი ნიმუში ვიღაც ბელგიელის მოხსენებისა მთავრობის სახელზე, სადაც მიწასთან ვართ გასწორებული და, სამწუხაროთ, ბევრი სამართლიანი დაკვირვება არის შიდ მოთავსებული. რაღა შორს წავიდე, დე-ბრუვერი ერთ საღამოს ჩემთან იყო თიფილისში და ასეთი სურათი გადამიშალა ჩვენი უუნარობისა, რომ მეც კი გამიკვირდა. მე მივაგზავნე ნ.ჟ-თან, ვიცი, მას გაცილებით მეტი უთხრა, მერე რა? შინაურული რჩევა-ხვეწნა არ გადიოდა, გარეთ გამომზეურებას კი ჩვენ თვითონ ვერიდებოდით. ასე არ შეიძლება სახელმწიფოს მართვა–გამგეობა. სადაც პასუხისმგებლობა არაა, იქ არ არის სახელმწიფო. ამხანაგურ ატმოსფერაში სახელმწიფოს მართვა შეუძლებელია, პარტიული ტრიბუნალიც დაჩლუნგებული იყო. მე მეშინია, იგივე არ განმეორდეს. შენ დიდი პასუხისმგებლობა გაწევს, ნოე, მინდობილი გაქვს სამშობლოსთან კავშირი და მუშაობის ხელმძღვანელობა, ვალიკოც ახალ რამეებსაც გეტყვის. დიახ, უნდა ვებრძოლოთ მოღალატეთ, ორგულებს, მაგრამ მათ მარტო სხვის პარტიებში ნუ ვეძებთ! საჭიროა ჩავწვდეთ ხალხს გულში, მისი მამოძრავებელი ღერძი ეროვნული მომენტი არის, ის ათმენიებდა მას ამდენ გაჭირვებას თავისუფლების დროს, იგივეს შეაძლებინებს მას საგმირო საქმეთ მომავალში; მას ინსტიქტურათ სწამს სახელმწიფო; უნდა გარანტია პიროვნების დასაკუთრების; ის მთლიანია, ე.ი. ყველა კლასი იძლევა თავდადებულთ სამშობლოსათვის, საჭიროა მათი გაერთიანება. აკ. ჩხენკელი LE MINISTRE DE GEORGIE Paris, le 18. VIII 1921 გვერდითა მინაწერი ბექირთან არა ერთხელ გვქონდა ლაპარაკი, მისწერა ანგორას არა ერთხელ, მაგრამ ოსმალოს დაენდე! აქაური ლოგიკა. მუშაობაზე კოწიას ვწერ სისტემატიურათ. მისგან გაიგებ. გაზეთისთვის ვერ მოვიცალე, მაგრათ!