Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'როგორც' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 6 results

  1. საკმარისია სულ ოდნავი ნიადაგი და მზაობა გონებრივი შენ გტენიან იდენტობას ოჯახში, ბაღში, სკოლაში, სამსახურში, სამეგობრო წრეში და ა.შ რომელიც ყველაფერში ვლინდება რომელიც არაფერ კავშირშია ბუნებრიობასთან და როგორც ბავშვი ვერ ხვდება თავის სისპეტაკეს ისე ვერ ხვდება მოზრდილი თავის მკვდრობას
  2. საქართველოს ისტორია ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის, იმდენი გამოწვევა, მტერი, საფრთხე, ამ ყველაფერს უნდა შეექმნა განსაკუთრებული ფორმის იდეალიზმი, როგორიცაა იაპონური თავგანწირვა (სეპუკუ), სიკვდილი ღირსებისთვის, განსაკუთრებული სამხედრო ეთიკა... რაც უფრო მეტს ვსწავლობ საქართველოს ისტორიას ასეთ კვალს ვერ ვხედავ ქართველ ერში თავდადების ფანატიკური კულტურა არ განვითარებულა, ვერაფრით მოხერხდა ნაციონალიზმის რელიგიად გადაქცევა, როგორც იაპონურ, სკანდინავიურ, ევროპულ ნაციონალიზმში, ქართული ნაციონალიზმი თავისთავად ორგანიზებულია, ისლამურ გარემოცვაში მართლმადიდებლურ დისონანსად, ორიგინალურ ენად და დამწერლობად. ამ ორგანიზებას ისეთი ბუნებრივი ხასიათი აქვს რომ მასში გონიერი ჩარევა არც მომხდარა, მაგალითად მოდი დავრთგუნოთ კუთხური შოვინიზმი__არა, ეს იყო და დღემდე არის, იმიტომ რომ არავის უხსენებია რომ პრობლემა გვაქვს... ასე ამდაგავარად უამრავი ეროვნული იდენტობს საკითხი მიშვებულია ბუნებრივ ნაკადზე, ამიტომაც ქართული ნაციონალიზმი დამოკიდებული იყო ლიდერის უნარებზე, თუ მეფე ორგანიზებულია, ჯიგრულია, ძარღვიანია, ჩვენ გვაქვს დიდგორი, შანქორი, ხრესილი, ასპინძა... თუ ჯვიაა ერიც დუნეა და უმოქმედო. ნაციონალური იდეალიზმით ორგანიზებული ერი ბაგრატიონებს დედას უტირებდა როგორც კი სამად გაჰყვეს, სხვა გვარი წაართმევდა ჯვია გამუსლიმებულ ოპორტუნისტს მეფობას, მაგრამ სტიმული არ იყო. ამ უცნაურმა ფაქტმა მიმანიშნა ერთ პრობლემაზე. თუ ერს სულ უჭირდა და თავს ვერ შველიდა, ქართული კულტურა ასეთი ლაღი და უდარდელი რატომ არის? მე ეჭვი მაქვს რომ იმ ლეკიანობის დროსაც ქართველი კაცის გახარება ადვილი იყო, გინდა ოსმალობა დაარქვი გინდა ყიზილბაშობა, მაშინაც ქართველი კაცი პრასზე ქეიფობდა, იცით რატომ, იმიტომ რომ ქართველი კაცის მიზნად ბედნიერება იქცა. ბედნიერება არის ქართული კულტურის დაუწერელი იდეალი, ილიამ კი დაგვიწერა "მამული, ენა, სარწმუნოება", ხოდა რატომ დაგვიწერა არ შეგახსენოთ? საქართველო რომ დაიძახო ფოთში, სადღაც გორში შეიძლება ქართლელმა ტალახიანი კისერი მოატრიალოს, რამე ხომ არ მომესმა და ისევ უკან გაიხედავსო. ბედნიერება და იდეალიზმი საწინააღმდეგო ცნებებია. იდეალიზმი თავგანწირვაა, პირადი ცხოვრების დათმობა, იდეალისტისთვის იდეის გამარჯვებაა ბედნიერება, მაგრამ ბედნიერება იდეალიზმი არ არის. იდეალიზმია საფრანგეთის რევოლუცია, იდეალიზმია ამერიკის სამოქალაქო ომიც და იდეალიზმია რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციაც, დიახ! რუსეთი ბევრად უფრო იდეალისტური საზოგადოებაა ვიდრე საქართველო, ჩვენ მოგვეცა ეს შანსი 1918 და წაგავრთვეს, 1991 მეორედ ვცადეთ და საშვილიშვილოდ ჩავისვარეთ. და მაინც რა არის ბედნიერება?__ უზოგადესი გაგებით ბედნირება ადამიანის ფიზიოლოგიურ, ფსიქო-სოციალურ მოთხოვნილებათა თავისუფალი რეალიზაციის საშუალებით მიღებული კმაყოფილებაა... ახალ მასლოუს პირამიდას ნუ დამაწერინებთ, იმიტომ რომ მე ბანალურ განმარტებას არ ვცდილობ. ჩემი აზრით ბედნიერება თანდაყოლილი გვერდითი ეფექტია. მე დარწმუნებული ვარ რომ საბჭოთა მოქალაქე რომელიც კისლავოდსკში პუწიოვკებით გულაობდა პარიჟანკა არისტოკრატზე არანაკლებ ბედნიერად გრძნობდა თავს. ბედნიერება დემოკრატია არ არის, ტოტალიტარიზმშიც არის ბედნიერება! იმიტომ რომ ბედნიერება მიზანი არ გახლავთ ის შემთხვევითი შედეგია. ასევე დარწმუბული ვარ რომ დღევანდელი ახალგაზრდობა 90 იანი წლების უშუქო, ბნელ, ჩანაძაძებულ ახალგაზრდობაზე ბედნიერი არ გახლავთ, იმიტომ რომ ბედნიერება მატერიალიზმით არ იზომება, არც არჩევანის სიმრავლით. ბედნიერება შედეგის გვერდითი ეფექტია და ყველა სტატისტიკა რომელიც საზოგადოების ბედნიერების ინდექს ადგენს პრაქტიკულად აცდენილია ამოცანას. ისეთი კრიტერიუმები როგორიცაა დემოგრაფია, მშპ, თვითმკვლელობის სტატისტიკა, კრიმინალის სტატისტიკა, ქორწინების და განქორწინების სტატისტიკა, ემანსიპაციის ხარისხი, გლობალიზაიის ხარისხი.... არავითარი საერთო არ აქვს ბედნერებასთან და მე გარწმუნებთ რომ ჩრდილოეთ კორეაში ხალხი ბედნიერად ცხოვრობს, იმიტომ რომ ბედნიერება კულტურული კონსტრუქციაა, ანუ კულტურული მოლოდინების რეალიზაციით მიღებული გვერდითი ეფექტი და მისი გაზომვა პრაქტიკულად შეუძლებელია. მახსენდება ბავშვობა, როცა ადამიანები, ქორწილი იყო თუ ქელეხი, დიდი ენთუზიაზმით განიხილავდნენ ერთმანეთის ავტომობილებს, რომელიც იმდენად იშვიათი იყო, იმდენად ცოტას ჰყავდა რომ ყველა ცნობისმოყვერეობით განიხილავდა გაჩერებულ თუ ჩავლილ ავტომობილს, უცხოური წარმოების "ფირმა" მანქანა კი საყოველთაო აღტაცების მიზეზი ხდებოდა, ავტომობილის აქსესუარებში შემოსული ახალი გაჯეტები, როგორიცაა ელექტრონული სარკე (საათი ჰქონდა მარცხენა მხარეს) მელოდიური სიგნალი, სიჩქარის ბერკეტზე კრისტალში ჩასმული ყვავილი და კასეტის აუდიო მაგნიტოფონი მთელს უბანს შეკრებდა ავტომობილში. ისინი მცირედით ბედნიერები იყვნენ და ისიც იმიტომ რომ მცირედის შესახებ არც უწყოდნენ. ასევე მახსენდება რა ბედნიერება იყო გოჭის ხორცი, რომლის გემოს ეხლა ვეღარ ვცნობ, იმიტომ რომ მას ქორწილის და ახალი წლის გემო ჰქონდა და იმდენად იშვიათი იყო განსაკუთრებული განწყობა მოჰქონდა. 90 იან წლებში ხორცის ჭამა გამონაკლისი გახლდათ. არასდროს დამავიწყდება ეიფორია როცა ბაუნტის შოკოლადი პირველად გავხსენი, "ნეტა რა გემო აქვს, მართლა სამოთხით ტკბობაა როგორც რეკლამაში გვპირდებიან?" იგივე მახსოვს სნიკერსზე, მარსზე და პირველად გასინჯულ კოკა-კოლაზე, რომლის გემოს გასამეორებლად წყალს იმ ბოთლიდან ვსვამდი, იმიტომ რომ გემო დაჰყვებოდა... დიახ ბედნიერი ვიყავი ძალიან ბედნიერი, ეხლა კი ჭირის დღესავით მეზიზღება ხსენებული ნუგბარი. გლობალიზაციის შედეგად ქართველი ერს ბედნიერების ამოცანა უფრო გაურთულდა, უცოდინრობით, პარაზიტობით და უმეცრებით საბჭოეთში ბედნიერება ადვილი იყო, ეხლა კი თითქოს მშობელმა ბუდიდან გადმოგვაგდო რომ ფრენა დამოუკიდებლად ვისწავლოთ, ხოდა არც გამოგვივიდა და მიწაზე დანარცხებულებს მთელი დედამიწაც წარმოგვიდგა, თურმე ქვე-ყანა ჩვენი ჩიქორთული ბუდე არ ყოფილა, აქეთ ევროპა, იქეთ ამერიკა, მერე ინტერნეტი, მერე კინო, მერე მანქანა, მერე ევრო-რემონტი, მერე მოდა... ხოდა რომ გავიაზრეთ და გავისიგრძეგანეთ რამდენი რამე გვაკლია, საბჭოური ბედნიერებაც შეგვძაგდა, ნაპოლეონის ნამცხვარი და ვინეგრეტის სალათი (ოლივიეს ასე უწოდებდით), 8 ნომერი კახური და ზუბროვკა არაყი... კაი რა უნდა ყოფილიყო, ხოდა ბედნიერების ძიებაში ქართველი ერის 30% გაიხიზნა. კიდევ ერთი მიზეზი დავამატე სააკაშვილის სიძულვილის მიზეზს, მან ქართველი ხალხის ნაწილი უბედური გახადა, განა დაჭერებით და რეპრესიებით, ესეც იყო, მაგრამ მთავარი მიზეზი მინც ქართულ ბუნებრივ ნაციონალიზმში რეფორმის შეტანის მცდელობაა. ბუნებრივ ნაციონალიზმის კი მთავარი ღირებულება ბედნერებაა და არა თავგანწირვა, ხოდა არც არავინ მოინდომა საკუთარი ბენდერების სამსხვერპლოზე მიტანა ისტორიული ამოცანის შესასრულებლად, ისტორიული ამოცანა კი დილის 5 საათზე სამუშაოდ გაღვიძებაა, სამხედრო ღირსებაა, თავდაცვა, თავდასხმა, გამოგონება და ტექნოლოგიაა... ხოდა არც გავარტყი ამ ყველაფერს თუ მე ბედნიერი არ ვარ?!... დღეს კი ქართველი ერი "9 წელეეზე" უფრო ბედნიერია, ამიტომ ირჩევს ქართულ ოცნებას, რომ გარდაქმნა არც უნდა. ჩვენ მილენიუმებს გაუძელით ოტროველობით და რატომ შევცვალოთ ის რაც ასე კარგად მუშაობს? დღეს ქართველი ერი უფრო ბედნიერია იმიტომ რომ საშინაო დავალება არ აქვს სამეცადინო. მისი საქართველო მისი ოჯახი, საძმაკაცო, საახლობლო და სამეზობლოა. ასეთ დაპატარავებულ პერსპექტივაში ბედნიერების მოწყობა ადვილია, რადგან ისევ ილუზორულ თვითკმარობით შეგიძლია გაძღე, რაც უფრო ცოტას ხედავ მადაც ნაკლები გაქვს, იმიტომ რომ ბედნიერება რაოდენობა არაა, ის არც არჩევანია, ბედნიერება ეგოიზმია.
  3. ჩვენი სიძე ჯიგრობებს წერს კურტ ვოლკერი - რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის მოცილების მიზნით, აშშ-ს შეუძლია კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი - პომპეომ უნდა ჩამოაყალიბოს ხედვა საქართველოთი, როგორც რეგიონის ცენტრით „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) ვებ-საიტზე ამერიკელი დიპლომატის, უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის და ნატო-ში ყოფილი წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის სტატია გამოქვეყნდა სათაურით: „კავკასიური ვეფხვის გაზრდა“, სადაც საუბარია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტზე, ამასთანავე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე როგორც რეგიონალური, ისე - შიდა კუთხით. „ინტერპრესნიუსი“ სტატიის თარგმანს გთავაზობთ: 17 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2016 წელს ქვეყანაში ჯონ კერი იმყოფებოდა. ვიზიტი რეგიონისთვისა და თვით საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება. საუკეთესო შემთხვევაში, მან შეიძლება, შექმნას ორპარტიული, სტრატეგიული მიდგომის სტილი, რომელიც შეიძლება, ბაიდენის მომავალმა ადმინისტრაციამ აირჩიოს. რეგიონალულად, საქართველოს მეზობლები სამხრეთ კავკასიაში, აზერბაიჯანი და სომხეთი ახლახან შეთანხმდნენ რუსეთის შუამავლობით დადებული ზავის შესახებ ოქტომბერში განახლებული, სასტიკი ბრძოლების შემდეგ. დაძაბულობა კვლავ მაღალია. ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების განლაგებას დათანხმდა. ეს ნიშნავს, რომ პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთს ჰყავს სამხედრო ძალები სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს ტერიტორიაზე: სომხეთში მოწვევით; აზერბაიჯანში, როგორც სამშვიდობოები; ხოლო საქართველოში, როგორც საოკუპაციო ძალები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში. ეს მცოცავი იმპერიის მშენებლობა განსაკუთრებულ ზეწოლას ახდენს საქართველოზე, რეგიონში ყველაზე წარმატებულ დემოკრატიასა და ყველაზე მეტად დასავლეთისკენ მიდრეკილ საზოგადოებაზე. საქართველოს, რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯების საწინააღმდეგოდ, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მხრიდან მეტი ჩართულობა სჭირდება. რეგიონალური გეოპოლიტიკური ზეწოლის ზრდა ემატება საქართველოში დაძაბულ საშინაო პოლიტიკურ ვითარებას ბოლო ეროვნული არჩევნების შემდეგ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადასტურა, რომ მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48% მიიღო, რაც საკმარისია ახალი მთავრობის შესაქმნელად კოალიციური პარტნიორების საჭიროების გარეშე. თუმცა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უარი თქვა ამ შედეგის მიღებაზე, ხმებთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესახებ იმ მრავალ ბრალდებაზე მითითებით, რომელიც ჯერ კიდევ გამოსაძიებელია. გარდა ამისა, სავარაუდოდ”გაერთიანებული” ოპოზიცია რეალურად, დაყოფილია იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოექცნენ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომლის პოლიტიკურმა პარტიამ, ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კენჭისყრაში მეორე ადგილი დაიკავა. აქ სახელმწიფო მდივნის, პომპეოს სამუშაო განსაკუთრებით რთული იქნება. მან ყველა მხრიდან უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა - იგულისხმება ორივე: თაღლითობის ბრალდებების გამოძიებისა და საჭიროების შემთხვევაში, გამოსწორებისთვის ზომების მიღების დაჟინებული მოთხოვნა. ამავე დროს, მან ხაზი უნდა გაუსვას იმას, რომ დემოკრატია მოითხოვს როგორც მთავრობას, ასევე ძლიერ პოლიტიკურ ოპოზიციას. არჩევნების შედეგების გამოკვლევასა და შემოწმებას უნდა მოჰყვეს გამარჯვებულების მიერ მთავრობის ფორმირება, დამარცხებულების მიერ პარლამენტში ოპოზიციად შესვლა და ყველა მხარის მიერ დემოკრატიული პროცესის გაგრძელების მიდევნა. სამართლებრივი დაცვის საშუალებები კი სამართლებრივი დემოკრატიული საშუალებებით უნდა განხორციელდეს. გეოპოლიტიკური ზეწოლისა და საშინაო ძვრების კომბინაცია, რაც საქართველოს აზიანებს, ემატება ასევე კორონავირუსის დიდ აფეთქებას რეგიონში. ისევე, როგორც შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ევროპაში, შემთხვევებმა საქართველოშიც მოიმატა. ვირუსთან დაკავშირებულმა ჯანდაცვისა და მოგზაურობის შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე და კიდევ გარკვეული ხნის განმავლობაში ასე გაგრძელდება. ეკონომიკური აღდგენისთვის, საქართველოს დასჭირდება ეკონომიკური ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი დონეების მოზიდვით შეიძლება გაკეთდეს. ამის მისაღწევად, საქართველოს ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კავშირების გაღრმავება დასჭირდება. საქართველოს კარგი გამოცდილება აქვს მსოფლიო ბანკის "ბიზნესის კეთების" ინდექსებში. მიუხედავად ამ ხელსაყრელი რეიტინგებისა, უცხოელი ინვესტორები ყოყმანობენ. ეს ნაწილობრივ განპირობებულია საქართველოს მცირე ბაზრის მასშტაბით, ნაწილობრივ მისი გეოგრაფიით და ნაწილობრივ - სასამართლო სისტემისა და ინვესტორთა კლიმატის შესახებ წარმოდგენებით, რომელიც შეიძლება, პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცეს. მაგალითად, ბოლო მომენტში მიღებული კანონმდებლობა და მთავრობის ადმინისტრატორის დანიშვნა კერძო უცხოური ინვესტიციის გაუქმებისთვის დიდ ინტერნეტ კომპანიაში („კავკასუს ონლაინი“), რომელიც ახლა საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართავს, პოტენციურ ინვესტორებს აჩერებს. ანალოგიურად, გასულ წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტის ჩავარდნა (რომელიც ვერ მოხერხდა როგორც კომერციული მიზეზების, ასევე, კონსორციუმის ლიდერებზე მთავრობის მიერ ბიძგმიცემული გამოძიებების გამო), ინვესტორების მიერ გამაფრთხილებელ ნიშნადაა აღქმული. არჩევნების შემდგომი კლიმატის ახალი მიდგომით, ეს პროექტი (და მსგავსი სხვა პროექტები) შეიძლება აღდგეს, როგორც სახელმწიფო-კერძო პარტნიორობები. საქართველომ ეს ნარატივი უნდა შემოატრიალოს. მცირე, შორეულ ბაზრად აღქმიდან, საქართველომ თავი უნდა დაიმკვიდროს, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ერთადერთი ისეთი დერეფნის კარიბჭედ, რომელიც ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს ერთმანეთთან ისე აკავშირებს, რომ არ გადის რუსეთსა ან ირანზე. სხვაგვარად, საქართველო შესაძლოა, არც ისე საინტერესო იყოს ევროპელი და აშშ-ს ინვესტორებისთვის. მაგრამ როგორც რეგიონის მასშტაბით ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე დასავლური, კანონის უზენაესობის ყველაზე მეტად დამცავი და რეგიონში ინვესტიციებისთვის ყველაზე სტუმართმოყვარე ადგილი, საქართველო შეიძლება გახდეს არსებითი ფინანსური, ლოგისტიკური და კიბერ გზაჯვარედინი, ისევე, როგორც რეგიონული შტაბ-ბინებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი. აშშ-ს ჩართულობის დადასტურებისა და საქართველოში საშინაო პოლიტიკურ შერიგებაში წვლილის შეტანის მიღმა, სახელმწიფო მდივან პომპეოს აქვს შესაძლებლობა, შეერთებულმა შტატებმა წამოწიოს ეს ხედვა საქართველოსი, როგორც რეგიონში მთავარი ეკონომიკური მოთამაშის. მას შეუძლია, დაადასტუროს აშშ-ს განზრახვა, თბილისში შეიქმნას აშშ-ს განვითარების საფინანსო კორპორაციის რეგიონული ოფისი, გააკეთოს შეთავაზება აშშ-ს დახმარების შესახებ ინვესტორთა დავების მოგვარებაში და ჩამოაყალიბოს სტრატეგიული ხედვა, რომლის აღება და განვითარება შესაძლოა, აშშ-ს მომდევნო ადმინისტრაციის მიერ მოხდეს. რუსული დათვისა და ჩინური დრაკონის თავიდან მოცილების მიზნით, შეერთებულ შტატებს შეუძლია, კავკასიური ვეფხვის გაზრდას შეუწყოს ხელი“.
  4. მჭირდება თქვენი დახმარება ჩემო საააყვარელო ბადეელებო (როგორ თესლად გიძვრებით :d რა მინდა იცით მაქსიმუმ 700 ლარამდე რამე მობილური მირჩიეთ რა?.. ახალი ორონდაც ნახმარი ჩემი თავი მეზარება
  5. ნეთვორქინგი, როგორც კარიერული წარმატების გასაღები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/networking.jpgნეთვორქინგი არ არის ის, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენ განათლებასა და ცოდნას; ეს არის ის, თუ ვის იცნობთ და ვინ გიცნობთ თქვენ. თანავედროვე, მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, წარმატების მისაღწევად არ არის საკმარისი თქვენი ცოდნა, არც ის, თუ რამდენად ხართ მუშაობის მოყვარული, რამდენად განათლებული ხართ ან რა უნარებს ფლობთ. კარიერული წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვის იცნობთ და როგორ იყენებთ რეალურ სიტუაციებში ამ კონტაქტებს/კავშირებს. პროფესიულ და პირად ცხოვრებაში უამრავ ადამიანთან გიწევთ შეხება. თავისმხრივ, თითეულ მათგან ყავს საკუთარი კონტაქტები, ცოდნის ბაზა და უნარები. ნეთვორქინგის მეშვეობით შეგიძლიათ ისწავლოთ როგორ გამოიყენოთ კეთილსინდისიერად სხვა ადამიანების რესურსები საკუთარი კარიერული წარმატების მისაღწევად და როგორ გამოადგეთ სხვასაც. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/17%20net.jpgიმის გათვალისწინებით, თუ როგორი ტიპის სამუშაოს ასრულებთ, წარმატების მიღწევის შანსები ყოველთვის იქნება (პირდაპირ ან ირიბად) დაკავშირებული არამარტო თქვენზე, არამედ სხვა ადამიანებზეც - მათზე, ვისთანაც გაქვთ კონტაქტები. ხელმძღვანელები, თანამშრომლები, კოლეგები, დაქვემდებარებულები, კლიენტები, მომხმარებლები, მეგობრები, ნათესავები, პროფესორები, პროფესიული ნაცნობობა, პირადი ნაცნობობა და სხვა ადამიანები, რომლებთანაც გიწევთ შეხება ყოველდღიურ ცხოვრებაში ადვილად გამოგადგებათ ნეთვორქინგის შექმნა და გაძლიერებაში. თითოეულ ადამიანს აქვს კარიერული წარმატების მიღწევის საკუთარი გზა და მიმართულება. თუ გსურთ, რომ კარიერული განვითარების გზაზე გქონდეთ მეტი შესაძლებლობა, ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება სწორედ რომ ადამიანებთან შეხვედრა და მათთან ამ შესაძლებლობების მოძებაა. მაგალითად, მთელ რიგ სამუშაოებზე არ ცხადდება ვაკანსიები საჯაროდ და კანდიდატების შერჩევა ხდება უშუალო გარემოცვიდან, ან იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პროფესიონალები იცნობენ და ენდობიან მათ პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციას. შესაბამისად, ხშირად ვაკანტური პოზიციების შევსება ხდება ვაკანსიის საჯაროდ გამოცხადების გარეშე. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/20%20net.jpgგარდა ამისა, ნეთვორქინგი სხვა შემთხვევებშიც გამოიყენება. მაგალითად თუ თქვენ გსურთ შექმნათ მომხმარებლებისა თუ პლიენტების პორტფოლიო ან ფლობდეთ მეტ ინფორმაციას სხვადასხვა სერვისის თუ პროდუქციის მიმწოდებლების შესახებ, რათა შეარჩიოთ საუკეთესო მათგანი ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით, მაშინ ნეთვორქინგი სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ. ხშირად ნეთვორქინგი ადამიანების მიერ არ აღიქმება დადებით მოვლენად და ბევრი მათგანი მას უსამართლო გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლადაც კი განიხილავს, თუმცა პროფესიულ კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის სფეროში ის ძალიან მიღებული პრაქტიკაა. ნეთვორქინგი არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოგიწევთ ძველი, ხშირად არასასურველი კავშირების გამოყენება, არც იმას ნიშნავს რომ მოგიწევთ მლიქვნელობა ადამიანებთან ახლო კავშირის დასამყარებლად და არც იმას, რომ იყოთ არაგულწრფელი იმ ადამიანებთან, რომლებიც რეალურად არ მოგწონთ. მარტივად რომ ვთქვათ, ნეთვორქინგი არის მეტ ადამიანთან ურთიერთობა, მეტ ადამიანთან შეხვედრა/გაცნობა და მათთან საერთო სარგებლის გამონახვა.
  6. პოსტმოდერნიზმის როგორც ცნების მოთავსება ერთი კონკრეტული მნიშვნელობის და განმარტების ქვეშ მეტად პრობლემურია, მაგრამ ყველაზე ფართო გაგებით, ის გულისხმობს კულტურულ ეპოქას, დასავლეთის და მსოფლიოს კულტურის განვითარების ახალ ისტორიულ ეტაპს, მიუთითებს ე.წ. მოდერნის პროექტის დაცლილობაზე (ი. ჰაბერმასი). პოსტმოდერნიზმის კულტურის თავისებურებების ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ფსიქიკური სხეულის ცნებას. მე-20 საუკუნის ადამიანის მიერ საკუთარი შეცნობის პროცესში, სამყარო აღქმულ იქნა როგორც კონსტრუირებული სხეულის გამოსახულების/ხატის და მსგავსების მიხედვით, სურვილის ფორმების დახმარებით – სექსუალობისა და ენის. ადამიანში შინაგანის, სულიერის უპირობო პრიორიტეტის იდეამ თავისი აქტუალურობა დაკარგა და ადგილი დაუთმო ფსიქიკურ სხეულს, აფექტს, სექსუალობას, სურვილს. სომატიზაციამ მიაღწია თავისი განვითარების საზღვრებს. პოსტმოდერნიზმის დისკურსში, ფსიქიკური სხეულის სხვადასხვა გამოვლინება (დაწყებული სექსუალობით და დამთავრებული გარე იერსახის ფორმირებით), ინტერპრეტირებულია როგორც გამჟღავნება სუბიექტურობისა და ავტონომიურობის, როგორც უდიდესი ძღვენი, რომელიც ბუნებამ ადამიანს მიანიჭა. ფსიქიკური სხეული შეიძლება განვიხილოთ, როგორც ‘სხეულის მდგომარეობა’, გამოწვეული სოციო-კულტურული დეტერმინანტებით. კიდევ უფრო დაზუსტებისას კი, შეიძლება ითქვას, რომ ფსიქიკური სხეული არის სახასიათო ნიშანი, რომელიც ჩნდება ბუნებრივი სხეულისა და სოციო-კულტურულის კვეთაზე, აერთიანებს როგორც მატერიალიზირებულ, ობიექტივიზირებულ შედეგებს ამგვარი კვეთისა, ასევე იმ ‘ნიშან-თვისებებს, რომლებიც საკუთრივ ობიექტს არ გააჩნია, მაგრამ რომლებიც მიანიჭა საზოგადოებამ (სხეულის სიმბოლიზაცია)’. ფსიქიკური სხეულის სემიოტიკურ ასპექტში გამოყენება ძალზედ აქტუალური გახდა და პოპულარობა მოიპოვა სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში. მე-20 საუკუნის ბოლოს განსაკუთრებით გავრცელებული ხდება სხეულის ნიშნების სისტემის მიზანმიმართული ფორმირება, რომლებსაც გააჩნიათ უნარი გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნან ადამიანზე – მისი იმიჯი (image – გამოსახულება). დღეს გამოთქმა ‘იმიჯის ფორმირება’ გულისხმობს სხეულის ნიშნის მიზანმიმართულ კონსტრუირებას: ისეთი ტანსაცმლის შერჩევა, რომელიც მიუთითებს ისეთ თვისებებზე, როგორიცაა მასკულინობა ან ფემინურობა; ისეთი ფერი, რომელიც ხასიათის გარკვეული თვისებების არსებობაზე მიუთითებს, მაგალითად, ნაცრისფერი – პუნქტუალურობა, მუქი ლურჯი – საქმიანობა, წითელი – აგრესია. გაჩნდა იმიჯმეიკერობის მთელი ინდუსტრია, რომლის მიზანია სხვადასხვა სახის იმიჯის შექმნა: პოლიტიკოსის, ბიზნესვუმენის, მსახიობის, მომღერლის და ა.შ. თანამედროვე იმიჯმეიკერების სივრცეში ფსიქიკური სხეულის ყველა ასპექტი გამოიყენება, იქნება ეს სიარულის მანერა, მზერა, თავის დახრა, ხელის ჩამორთმევა, საუბარი და ა.შ. ფსიქიკური სხეულის სემიოტიზაცია პოსტმოდერნის კულტურაში განსხვავდება სხვა ეპოქებისგან. აქ მას გააჩნია ღიაობა, აზრობრივი მრავალფეროვნება და მუდმივად ზრდადი სიმულატიურობა. საქმე გვაქვს გარდასვლასთან, როდესაც ნიშნობრივ ფსიქიკურ სხეულს, მოცემული სტრუქტურით და განსაზღვრული კანონიკით, ანაცვლებს ფსიქიკური სხეული, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა სტილისტური ელემენტის მექანიკურ ან თავისუფალ ურთიერთშეკავშირებას, სხეული, რომელიც ხასიათდება მიწვდომადობით, ანუ უკვე არსებული საზღვრების განადგურებით. ამ დისკურსში ნაგულისხმევია, რომ ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, როგორც ფსიქიკური სხეულის მქონე არსებისადმი, წარმოადგენს საბაზისო მდგომარეობას და იმ პროცესების შემადგენელ ნაწილს ქმნის, რომლებიც უკავშირდება თვითშეფასებას და ადამიანის მიერ ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს ფაქტი პოსტმოდერნიზმს აახლოვებს არქაულ კულტურებთან, სადაც ადამიანის სხეული წარმოადგენდა ადამიანური ყოფის ერთიანი სისტემის თანაბარ შემადგენელ ელემენტს, რაც განსაზღვრავდა კიდეც შესაბამის აქსიოლოგიურ და სხეულის პრაქტიკებს. მაკროკოსმისა (სამყარო) და მიკროკოსმის (ადამიანი) კავშირის იდეას საკმაოდ ხშირად ვხვდებით უძველეს აღმოსავლურ სააზროვნო სისტემებში და სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიაში. ადამიანის, როგორც უზარმაზარი მექანიზმის მცირე ელემენტის, იდეა კვლავ ხდება აქტუალური თანამედროვე ეპოქის კონტექსტში, რომელიც ქმნის ‘ადამიანი-მასებს’, ხოლო შემდეგ, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში კი – ‘მედიკალიზირებულ სხეულს’. იცვლება მხოლოდ კოორდინატთა სისტემა: კოსმოსი – ინდუსტრია – ტექნოლოგიები. ეს პროცესი იწყებოდა პროდუქციის მასიური წარმოებით, მათ შორის იმ ნივთების, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ადამიანის იერსახის ჩამოყალიბებაში. გაჩნდა ფსიქიკური სხეულის სიმულატიური სივრცე, რომელსაც ჟ. ბოდრიარი განსაზღვრავს, როგორც სერიულობას, რომელიც მან შემდეგნაირად აღწერა: ‘ნიშნის თავისუფლება ჩნდება მაშინ, როდესაც, იმის მაგივრად, რომ ორი პიროვნება უწყვეტ თანაზიარობაში შეაკავშიროს, ის აღმნიშვნელის სახით მიანიშნებს მაგიას მოკლებულ აღსანიშნის სამყაროზე, რეალური სამყაროს საერთო წილადის მნიშვნელზე, რომელთანაც არავის არანაირი კავშირი არ აქვს’. სერიულობა ეს არის ერთგვარი გარდასვლა ნიშნების შეზღუდული რაოდენობიდან (მოთხოვნის შესაბამისად) ნიშნების მასიურ გავრცელებაზე. ინდუსტრიული რევოლუციის სანაცვლოდ მოსული კომპიუტერიზაციის საუკუნე კვლავ ანთავსებს ადამიანის ფსიქიკურ სხეულს ერთიანი კანონის ქვეშ – გლობალური ქსელი. ადამიანის სხეული ან გათანაბრებულია კომპიუტერთან ან აიხსნება როგორც ‘განვრცობას’ მოკლებული, რომლის დროსაც ხდება ‘სხეული სივრცის გარეშე’, რაც ანალოგიურია იმ პროცესებისა, როდესაც ხდება ადამიანთა სკანირება, რათა შეიქმნას მათი ეკრანულ-ვირტუალური ხატები/გამოსახულებები. ‘ფსიქიკური ადამიანის’ მუდმივად ზრდადი სოციალური დამოკიდებულება სოციუმზე, მისი სოციალური ‘დამორჩილება’, სოციალური კონტროლის გაძლიერებამ წარმოქმნა ახალი პრობლემა, რომელსაც ჟ. ბოდრიარი განმარტავს, როგორც რეალურის გაქრობის და ყველაფერი ბუნებრივის დახრჩობის პრობლემას. ბუნებრივი სხეული როგორც ასეთი აღარ არსებობს, ის გახდა ნაწარმოები ეკონომიკისგან, პოლიტიკისგან, მეცნიერებისგან, სპორტისგან და ა.შ. სხეული პოსტმოდერნიზმში – – ეს არის ‘პანიკის, აგონიის მდგომარეობაში’ და ‘გაქრობის პირას მყოფი’ სხეული (ჟ. ბოდრიარი, ა.მ. კროკერი და სხვები). საკუთარ ფსიქიკურ სხეულს თანამედროვე ადამიანი სულ უფრო ხშირად რეპრეზენტირებს ინსტრუმენტალური მიმართულებით. სხეული დოვლათის, კარიერული და პირადი მიზნების მიღწევის ერთგვარი მექანიზმი ხდება. აქედან გამომდინარეობს მოთხოვნა იმიჯმეიკერებზე და მათ საქმიანობაზე, როგორც მოთხოვნადი იმიჯის ფორმირების პრაქტიკაზე. სხეული აღიქმება როგორც კაპიტალი. ფსიქიკურ სხეულისადმი ამგვარ მომხმარებლურ დამოკიდებულებაზე ორიენტაცია სულ უფრო მზარდ დაყოფას იწვევს, სხეულისა და ინდივიდის განცალკევებას. ფსიქიკური სხეულის ობიექტურობისა და პროდუქტიულობის აკვიატებული იდეა უარყოფს ცოცხალ სხეულს; მეტიც, ის ახშობს სხეულის მგრძნობიარობასა და ექსპრესიულობას. სხეულის რაოდენობრივ მახასიათებლებზე ყურადღების ფოკუსირების პროცესს მივყავართ მისი თავისუფლების მოსპობისკენ, ემოციური სიხარულის და კომუნიკატიური გამომხატველობის გაქრობისკენ. ფსიქოლოგიის სფეროს მკვლევარები და სხეულზე ორიენტირებული თერაპიის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ადამიანის პიროვნულობის განცალკევება მის ბუნებრივ სხეულთან წარმოადგენს შიზოფრენიის ერთ-ერთ უმთავრესს მიზეზს. როდესაც ‘ფასადი’ განადგურებულია, ადამიანი იწყებს საკუთარ თავზე სხვა იმიჯების მორგებას, რასაც მივყავართ იდენტობის კრიზისთან, ‘მეს’ და ‘სხეულის’ განცალკევებასთან. სწორედ ამგვარ პროცესს ა. ლოუენი მოიხსენიებს როგორც შიზოიდურ გადახრას, რომელიც პიროვნების იდენტიფიცირების პრობლემის საწყისშია. შიზოიდური გადახრა გამოწვეულია იმიჯის მოწყვეტილობით რეალობისგან. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ასეთ იმიჯს ირგებს, საკუთარი ფსიქიკური სხეულის ‘ცხოვრებას’ მეორეხარისხოვან როლს ანიჭებს. სხეული იმიჯის მსახურებაში ხვდება და ნების ინსტრუმენტი ხდება. იერსახე რეალური ხდება, როდესაც ერთიანდება შეგრძნებასთან ან გრძნობასთან. თუ ეს ერთიანობა დარღვეულია, ის აბსტრაქტული ხდება. განსხვავება ხატ-გამოსახულებასა და რეალობას შორის ყველაზე მკაფიოდ ჩანს შიზოფრენიით დაავადებულ იმ ადამიანებთან, რომლებიც ბოდვით იტანჯებიან. ონტოგენეტიკური, ფსიქოლოგიური, კულტურულ-ტრადიციული საწყისებიდან გამომდინარე, ფსიქიკური სხეული არის ის, რისი გავლითაც ვარსებობ და რის მეშვეობითაც ვარსებობ. ჟ.-პ. სარტრი და მ. მერლო-პონტი სხეულს მოიხსენიებენ, როგორც ‘ჩემი სამყაროს’ (და ზოგადად სამყაროს) ღერძსა და ცენტრს. იდენტიფიკაციის გრძნობა გამომდინარეობს საკუთარ სხეულთან კონტაქტის შეგრძნებიდან. იმისთვის, რომ ადამიანმა გაიგოს, ვინ არის, მისთვის აუცილებელია აცნობირებდეს, რომ ის გრძნობს საკუთარი სხეულით. როგორც წერს ლ.ა. მიასნიკოვა: ‘სხეულს საკუთარი განცდა გააჩნია. ის ფსიქოლოგიურია და, ამავდროულად, სხეულისებრია. კანს ახსოვს დილის სიგრილე ან მზის სითბო, ბეწვის სირბილე და ხორკლიანობა, ქვის გლუვი და მაგარი ზედაპირი; თვალებს – მჭახე სინათლე, ფერის ნაზი ტონალობების გარდასვლა, უკუნით სიბნელე, მუქი რძისფერი ნისლის წკვარამი; ყურს – ნაზი ან მკვეთრი ბგერა, მელოდია, ფრინველთა ჭიკჭიკი, ურემის ბორბლის ჭრაჭუნი; ენას – ლიმონისა და მარწყვის გემო და ა.შ. სხეულის განცდა და გამოცდილება ჩემში ‘ცოცხლობს’, მე კი მისი გავლით ვარსებობ, და, მასზე დაყრდნობით, მისი დადასტურებით ან უარყოფით, შევიგრძნობ, რომ ‘მე ვარსებობ’, ‘მე ვცხოვრობ’ … ‘ ფრაგმენტულობა, ცენტრის – იდენტურობის – დაკარგვა ადამიანისთვის კატასტროფას უტოლდება, მისი ფსიქიკური სხეულის ‘აზროვნებისა და მნიშვნელობის ცოცხალ ენერგიას’ ანადგურებს. ფსიქიკური სხეული ხდება ხელოვნური, მკვდარი, შიზოიდური, თვით ადამიანი კი, ჟ. დერიდას სიტყვებით, ‘ემსაგვსება მკვდარი ან წარღვნილი ქალაქის არქიტექტურას, რომელიც თავის საწყისს დაუბრუნდა ბუნებრივი ან ხელოვნური კატასტროფის და გამო… ეს ქალაქი სავსეა მნიშვნელობებისა და კულტურის ლანდებით’. ცენტრისა და სტრუქტურირების უარყოფის პოზიციიდან გამომდინარე, ჟ. დერიდა ამგვარი ადამიანის ცნობიერებას ახასიათებს როგორც ‘კატასტროფიულს, დესტრუქტურირებულს’. ამრიგად, სხეულის ცენტრიზმის იდეა წარმოგვიდგება პოსტმოდერნის ადამიანს გარდაქმნის ენერგეტიულ გამტარად, პატარა აკუმულატორად ‘დიდი ენერგიების’ სამყაროში. უნდა აღინიშნოს, რომ პოსტმოდერნის სომატურ მოდელში აშკარად იკვეთება არა მხოლოდ არქაული კულტურების მახასიათებლები, არამედ ანტიკური სამყაროსი და აღორძინებისაც, რადგანაც თავისი მსოფლმხედველობით ისინი წარმოადგენენ შეგრძნებით-მატერიალურ კულტურებს, სადაც სხეულის ფაქტორს ცენტრალური ადგილი უკავია. ანტიკური კულტურის მსგავსად, პოსტმოდერნისტულ ფილოსოფიაშიც შეინიშნება მძლავრი ინტერესი ფსიქიკური სხეულისადმი, როგორც ანალიზის, შეფასების, განხილვის ობიექტისა, სხვადასხვა ასპექტში – ონტოლოგიურში, გნოსეოლოგიურში, აკსიოლოგიურში, პრაკსეოლოგიურში. სხეულზე მომართულმა პარადიგმამ საშუალება მოგვცა შეგვესწავლა: სხეულის ონტოლოგიის საზღვრები, კომუნალური ფსიქიკურის ფენომენოლოგია, გარდაცვლილი ფიქრის ანატომია, ქალის სხეული როგორც ფილოსოფოსობის ობიექტი და მეთოდი, სიწმინდისა და ფსიქიკური სხეულის ფილოსოფია, კენოზისი როგორც თვითგანადგურება, ფიქრისა და აზრის ‘მოხელთება’, სისხლისა და ჭრილობის ფილოსოფია, გაწნილი სილის ფილოსოფია, შეფურთხების სემანტიკა, კულტურის კანიბალიზმი და ფეკალიზაცია’. ანტიკური ეპოქისა და პოსტმოდერნისთვის საერთო არის ის, რომ მათ გადააზრებაში ფსიქიკური სხეული წარმოადგენს ადამიანური ყოფიერების ცენტრალური მნიშვნელობის მქონე მახასიათებელს. ის კვლევის საგანია და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობით სისტემებში; სხეულით ტკბებიან და მას გარდაქმნიან ესთეტიური პრაქტიკების, მხატვრული შემოქმედების, სხვადასხვა განმანათლებლური პროგრამებისა და სოციალიზაციის პრაქტიკების დახმარებით. მეორე მხრივ, ანტიკურობა ადამიანს ძალზედ მაღალ პიედესტალზე ანთავსებს, ხოლო არქაული და პოსტმოდერნისტული კულტურები მას გარე ძალებზე ტოტალურად დამოკიდებულად და განპირობებულად წარმოიდგენენ. ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ფსიქიკური სხეულის ანტიკური განმარტება ყოველთვის იყო ეთიკურად განპირობებული, დაკავშირებული ისეთ ცნებებთან, როგორიცაა ‘ჭეშმარიტება’, ‘სიკეთე’, ‘ნეტარება’ და ა.შ. პლატონისეული ესთეტიკის ანალიზის დროს, ა.ფ. ლოსევი იმ დაკსვნამდე მიდის, რომ ანტიკური კოსმოლოგიზმის უმთავრეს ესთეტიურ პრინციპებს წარმოადგენდნენ სინათლე, სიყვარული, პლასტიური ფიგურულობა. ასე, სინათლე – ის, რაც დანახვადია, სხეულისებრ შეიძლება იქნას აღქმული, წარმოადგენს ‘საოცარს’ და ‘საზრიანს’, ამიტომ, პლატონის მიხედვით, არის სიკეთე და ნეტარება, ხოლო სიყვარული დაკავშირებულია სილამაზის იდეასთან, როგორც სამყაროს გააზრების ყოვლისმომცველი კანონი. იდეების სამყაროს და ნივთების სამყაროს არსებობა მიუთითებს სულიერი და სხეულისებრი საწყისების არსებობაზეც, შინაგანი და გარე ელემენტების, რომლებიც უთანაბრონი არიან, მაგრამ არ უპირისპირდებიან ერთმანეთს. პლატონს აოცებდა ადამიანის სხეული, რომელსაც განსაზღვრავდა როგორც სულიერი აღზრდის საწყისს ეტაპს. მაგრამ ყველაზე იდეალური სხეულიც კი უნდა შეფასებულ იქნას, როგორც მეორეხარისხოვანი მოვლენა, სულისგან ნაწარმოები. არისტოტელე სხეულის ფენომენს ცნობს როგორც ერთ-ერთი უდიდეს ღირებულებას, მის მთავარ დანიშნულებას კი ხედავს შრომითი ფუნქციის შესრულებაში, რადგანაც მისი შეგრძნებითი განცდისა და გამოცდილების მეშვეობით ხდება იმ ინფორმაციის ტრანსლირება, რომელიც სულის არსებობისთვის არის აუციელებელი. მათი კავშირი მოგვაგონებს ბატონისა და მონის კავშირს, შერწყმისას, სული და სხეული გარკვეულ მიზანს მიაღწევს, რომელიც განცალკევებულად შეუძლებელია. ფსიზიკური სხეულის აღქმნის ამგვარი პრინციპები პოსტმოდერნიზმში აღარ მუშაობს. ‘მატერიისა’ და ‘იდეის’ საზღვარი ქრება, ხდება სიტყვის, როგორც კულტურული დომინანტის ჩანაცვლება: ‘სიტყვის ადგილი დაიკავა სხეულმა, კულტურა აღარ არის ლოგოცენტრული, მისი ცენტრი მომართულია სხეულზე’. ამიტომ პოსტმოდერნიზმის ინტერპრეტირება შესაძლებელია როგორც სხეულზე ორიენტირებული წარმოდგენებისა და პრაქტიკის განვითარების პიკი, სადაც მხოლოდ ‘იმპულსი და სიამოვნებაა რეალური და მხოლოდ მათ ეყრდნობა სიცოცხლე’; სადაც ‘გონება მტერია, ხოლო სხეულის სურვილი – ჭეშმარიტება’, სადაც ‘ობიექტური ცნობიერება გვატყუებს და მხოლოდ ემოციებს აქვს მნიშვნელობა’. როგორც ფუკო აღნიშნავს ‘სექსუალობის ისტორიაში’, ფსიქიკური სხეულის ცნება პოსტმოდერნიზმში ჩამოყალიბდა როგორც ერთგვარი ანტითეზა ცნებისა ‘სულიერება’. ამ კატეგორიის დახმარებით, თანამედროვე ადამიანმა გადაინაცვლა ტრანსცენდენტური სუბიექტურობის მიღმა შეგრძნების, სექსუალობის, ლიბიდოზური ენერგეტიკის სივრცეში. ‘პოსტმოდერნიზმმა ფსიზიკური სხეულის სექსუალობა კლასიკური ფილოსოფიის და ქრისტიანული მსოფლმხედველობის სულიერების ადგილას მოათავსა. ის გააზრებულია, როგორც ადამიანის ცნობიერების და ყოფიერების უმთავრესი კომპონენტი, მისი ინტელექტუალურ-შეგრძნებითი მოქმედების მამოძრავებელი ძალა, როგორც შუამავალი ადამიანსა და სამყაროს შორის’. პოსტმოდერნის ეპოქის ფსიქიკური სხეული არა მხოლოდ ერთიანობის, ჰარმონიულობის, ზომის, პროპორციულობისა და წესრიგის პრინციპებს კარგავს, არამედ ის განიცდის ერთიანობის, იდენტობის კრიზისის პრობლემას. ადამიანს ადგილას მოდის პოსტადამიანი, საზოგადოების ადგილას წარმოიქმნება პოსტსაზოგადოება, ხოლო ის წარმოდგენა ადამინის სხეულზე და მასთან დაკავშირებული პრაქტიკები, რომელიც ასე რთულად ფორმირდებოდა წინა ეპოქებში, განმაცვიფრებლად იშლება და იფანტება, რათა ახალ მოდელებში მოხდეს მათი რეკომბინირება. ასეთი პოსტსაზოგადოება შედგება განცალკევებული, გარიყული, ფრაგმენტირებული ინდივიდუმებისგან, რომლებიც ერთად არანაირ ერთიანობას არ წარმოქმნიან – არც ბუნებრივსა და არც ხელოვნურს. აქ ჰეტეროგენობის პრინციპი პრევალირებს – ერთმანეთის სიახლოვეში შეიძლება აღმოვაჩინოთ სოციალურად და პირონულად სრულიად განსხვავებული ადამიანები. იდენტობის დაკარგვაზე ზეგავლენა ტექნოლოგიურ ფაქტორსაც აქვს, კონკრეტულად კი, თანამედროვე მასმედია და შოუ-ბიზნესს. ამ ზეგავლენამ აზროვნება წყვეტილ და ‘კლიპურ’ მდგომარეობაში გადაიყვანა – ზეგავლენა, რომელიც ანაცვლებს ცნობიერების გააზრებულ მუშაობას შემთხვევითი და, ხშირად, წინასწარ განპირობებული იმიჯების თანმიმდევრობით. ერთიანობის და ინდივიდუალური პროგრამის არარსებობა, მეორეხარისხოვან ელემენტებზე ჩაციკლვა, სრულიად აბსურდული და განფანტული ქმედებებისა და გამოსახულებების მრავლობითობა, რომელსაც მივყავართ კონკრეტულ წარმატებამდე – ჩვენი დროების ‘გმირი’ კინემატოგრაფში. ამრიგად, მახინჯი და პათოლოგიური ფსიქიკური სხეული პოსტმოდერნის კულტურის საიმედო ბაზისად ყალიბდება. ფრაგმენტულობის ასეთ ქაოტურ სივრცეში ფსიქიკური სხეული წარმოგვიდგება როგორც ზემოთ ხსენებული კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა. საკუთარი სხეულისადმი ყურადღების გამახვილება წარმოადგენს საწყისს ეტაპს საკუთარი თავისადმი, როგორც პიროვნებისადმი, დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესში. irina muratova