ძებნა
'განაგრძობს' ძებნის შედეგები.
-
2021 წელს ტაილანდი რეგულირების მხრივ მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. ამასთანავე, ქვეყნის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის განვითარებას განაგრძობს. ბანკი გეგმავს რეგულაციების გამკაცრებას. დაგეგმილია უცხოური ვალუტით გამყარებული სტაბილური მონეტების დარეგულირება, მაგრამ არა დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტებისა, როგორიცაა, მაგალითად, ბიტკოინი ან ეთერიუმი. ამისათვის, ბანკმა განაცხადა, რომ ინვესტორებს შეუძლიათ შეაფასონ საკუთარი რისკები თავდვე. ბანკის წარმომადგენლები კი მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან. აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სინგაპურის, იაპონიისა და გაერთიანებული სამეფოს მაგალითებს, რაც გულისხმობს, რომ ლიცენზიების მისაღებად საჭირო იქნება ქვეყნის ცენტრალური ბანკის თანხმობა. ასევე სარისკო ოპერაციების შემთხვევაში კლიენტები გაივლიან შემოწმებას ბანკის ანალიტიკოსებთან და მაქიმალურად იქნება თავიდან აცილებული ფულის გათეთრების შემთხვევები და თაღლითობის რისკები. ცენტრალური ბანკის მმართველის, თანაშემწემ, სირიტიდა აიუდჰიმ ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ ბანკი გაითვალისწინებს ბაზრის მარეგულირებლისა და მონაწილეების მოსაზრებებს, სანამ გარკვეულ ზომებს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, ფინანსურმა ინსტიტუტმა გააფრთხილა მოქალაქეები Thai Baht Digital-ის შესახებ. Bangkok Post-ის თანახმად, 18 მარტს, ცენტრალურმა ბანკმა მოქალაქეებს განუცხადა, რომ Thai Baht Digital-ს არ აქვს სამართლებრივი გარანტიები და დაცვა. ამიტომ მომხმარებლები შეიძლება იყვნენ კიბერ ქურდობის ან ფულის გათეთრების რისკის ქვეშ. The post ტაილანდი მარეგულირებელი სისტემის განვითარებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
- ტაილანდი
- მარეგულირებელი
-
(and 3 more)
Tagged with:
-
ბრაზილიის ფასიანი ქაღალდების კომისიამ გასული ერთი კვირის განმავლობაში დაამტკიცა და ხელმისაწვდომი გახადა ბანკებისათვის ორი კრიპტოვალუტის სერვისი. პირველი ეს არის ბიტკოინი, რომელსაც 100%-ით უჭერს მხარს, ხოლო მეორე სერვისია ხუთი კრიპტოვალუტისაგან შემდგარი ჯგუფი. აღნიშნული, რასაკვირველია, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის უფრო მარტივ კავშირს შეერთებულ შტატებთან, რადგან ბრაზილიის მარეგულირებელი ისევე, როგორც აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისია საერთაშორისო ორგანიზაციის ნაწილია. ორივე ორგანო ერთიანდება ფასიანი ქაღალდების კომისიების სახელწოდების ქვეშ. ვაჭრობა სრულად იქნება ნებადართული ადგილობრივ საფონდო ბირჟებზე, მეტიც ორმა ადგილობრივმა ბანკმა Itaú-მა და BTG Pactual-მა უკვე განაცხადეს, რომ კომისიის მიერ დამტკიცებულ ბირჟებს მომსახურეობას უახლოეს მომავალში შესთავაზებს. QR Capital-ის აღმასრულებელი დირექტორი, ფერნანდო კარვალიო ამ ამბავს ბრაზილიის კაპიტალის ბაზარზე ინოვაციის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპად მიიჩნევს. შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში წამყვანმა ბრაზილიურმა ბირჟამ, Mercado Bitcoin–მა რეგიონალური გაფართოება დაანონსა. ბირჟის სავარაუდო ორიენტირად ჩილე, მექსიკა და არგენტინა დასახელდა. The post ბრაზილიაში კრიპტო სექტორი განვითარებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
-
- ბრაზილიაში
- კრიპტო
-
(and 3 more)
Tagged with:
-
იაპონიის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
იაპონიის ბანკის მმართველმა, კუროდა ჰარუჰიკომ განაცხადა, რომ განხილვები ადგილობრივი ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მმართველმა ასევე აღნიშნა, რომ ბანკს პოზიცია არ შეუცვლია. კუროდა ჰარუჰიკომ განაცხადა, რომ ბანკი ყურადღებით ეკიდება გლობალური ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებას, რადგან ამ საფრთხილო საკითს სჭირდება საზოგადოებაზე დაკვირვება. იგი ამბობს, რომ საკითხის დამტკიცება 2021 წლის ბოლოსთვის გადაიდო. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ოქტომბერში იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა პირობა დადო, რომ ტესტირების ფაზებიდან ციფრული ვალუტა მოქმედებაში გაზაფხულზე უნდა ჩაეშვას. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ანგარიშის თანახმად, ცენტრალური ბანკების 86% ამჟამად შეისწავლის სტაბილკოინის სარგებელს და უარყოფით მხარეებს. აქედან, 60% უკვე განვითარების ექსპერიმენტულ ან კონცეფციის შემუშავების სტადიაშია. The post იაპონიის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის შექმნაზე მუშაობას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- იაპონიის
- ცენტრალური
-
(and 5 more)
Tagged with:
-
JPMorgan Chase-ი კრიპტოვალუტის სექტორთან დაახლოებას განაგრძობს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიაში შეტანილი განაცხადის თანახმად, JPMorgan Chase–მა შეიმუშავა ახალი სესხის ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს სამომხმარებლო კალათაში არსებულ კრიპტოვალუტებზე წდომა ჰქონდეთ. ამჯერად კალათაში 11 კრიპტოვალუტაა ხელმისაწვდომი, რომელიც რეგისტრირებული და ლეგალურია შტატების ტერიტოტიაზე. კრიპტოვალუტები ხელმისაწვდომი გახდება ისეთი სანდო კომპანიების გავლით, რომლებიც დაადასტურებენ და უზრუნველყოფენ მათ უსაფრთხოებას. ეს კომპანიებია: MicroStrategy-ი, რომლის ბალანსზეც 91,064 ბიტკოინი ირიცხება, ასევე Square და Riot Blockchain-ი. აღსანიშნავია, რომ ამ ორ კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი გავლენა ბიტკოინზე. ასევე კალათის შეთავაზებაში მონაწილეობენ Nvidia Corporation-ი და PayPal Holdings-ი. Advanced Micro Devices-ი, Taiwan Semiconductor Company, Intercontinental Exchange-ი, CME Group-ი, Overstock.com-ი და Silvergate Capital-ი. შეგახსენებთ, რომ თებერვლის დასაწყისში JPMorgan Chase-ის თანამმართველმა, დენიელ პინტომ განაცხადა, რომ თუკი ბიტკოინზე მოთხოვნა გაიზრდებოდა, კომპანია კრიპტოვალუტის სისტემაში ინტეგრაციას მოახდენდა. ”თუ დროთა განმავლობაში შეიქმნება აქტივების კლასი, რომელსაც გამოიყენებენ მენეჯერები და ინვესტორები, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ პროცესში ჩართულები. მოთხოვნა ჯერ არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე იქნება”,-აღნიშნა დენიელ პინტომ. The post JPMorgan Chase-ი კრიპტოვალუტის სექტორთან დაახლოებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. -
MicroStrategy საკუთარი აქციების ვარდნის ფონზე ბიტკოინის ყიდვას განაგრძობს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ამერიკულმა კომპანიამ MicroStrategy 328 BTC-ის შეძენიდან რამდენიმე დღეში კიდევ 205 BTC შეიძინა, იმის მიუხედავად, რომ თავად კომპანიის აქციების კურსი თითქმის ორჯერ შემცირდა. MicroStrategy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა(Michael Saylor) განაცხადა, რომ ბიტკოინების შეძენა 48 888$-ის კურსით მოხდა. თუმცა, როგორც ჩანს ინვესტორები კარგავენ ნდობას კომპანიის მიმართ. თებერვალში კომპანიის აქციების ფასმა 1315$-ს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მარტის პირველი კვირის განმავლობაში კი ფასი 50%-ით დაეცა და თებერვლის მაქსიმუმიდან 645$-მდე ჩამოვიდა. ამის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება არა ბიტკოინების გაყიდვის, არამედ პირიქით, კრიპტოვალუტების მარაგის შევსების შესახებ. უკანასკნელი შენაძენის გათვალისწინებით, MicroStrategy ფლობს 91064 BTC-ს. ბიტკოინში კომპანიის მიერ ინვესტირებულმა თანხამ 2.19 მილიარდი დოლარი შეადგინა. 15 მილიონი დოლარის ღირებულების 328 BTC MicroStrategy-მ რამდენიმე დღის წინ იყიდა, კრიპტოვალუტების ბაზრის კორექტირების მიუხედავად. სეილორმა განაცხადა, რომ განაგრძობს ბიტკოინის შეძენას, დროდადრო მასში ჭარბი ნაღდი ფულის დაბანდებით. გარდა ამისა, კაპიტალის მოსაზიდად, საბაზრო პირობების გათვალისწინებით, კომპანიას ობლიგაციების და ფასიანი ქაღალდების გამოშვება შეუძლია. მიღებულ მოგებას MicroStrategy ბიტკოინში ჩადებს. სეილორი ამბობს, რომ ადრე ის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებში აკეთებდა ინვესტირებას, თუმცა, ბიტკოინი მისთვის გაცილებით უფრო მიმზიდველი ჩანს. წყარო: https://bits.media/ The post MicroStrategy საკუთარი აქციების ვარდნის ფონზე ბიტკოინის ყიდვას განაგრძობს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.-
- microstrategy
- საკუთარი
-
(and 6 more)
Tagged with:
-
ევროკავშირი Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას განაგრძობს
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
ევროკავშირი მსხვილ სერვისულ კომპანიას შექმნის, რომელიც Blockchain-ის სოციალური მედიის პროექტს უხელმძღვანელებს. პროექტი, რომელსაც TruBlo ეწოდება, გააკონტროლებს Blockchain განვითარებას, ევროკომისიის შემდეგი თაობის ინტერნეტ ინიციატივის ფარგლებში. TruBlo–ს ხელმძღვანელად დაინიშნა საფრანგეთის ფინანსური მომსახურების კომპანია, Worldline-ი. Worldline-ი დაარსდა 1970 წელს და 2019 წელს გამოიმუშავა 2.3 მილიარდი ევროს (2.8 მილიარდი დოლარი) შემოსავალი. Finextra–ს ინფორმაციით, დაახლოებით 450 წინადადება შეფასდება უახლოეს წლებში, როგორც ინიციატივის მიზანი. ინიციატივების მიზანი Blockchain ტექნოლოგიის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სანდოობის შეფასება იყო. მოსალოდნელია, რომ 45 წინადადება მიიღებს ნაწილობრივ დაფინანსებას. TruBlo–ს კოორდინატორმა და R&D მენეჯერმა, ტონი პარადელმა განაცხადა, რომ ფუნდამენტური საკითხია ნდობის მოდელების განვითარება სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიის ხანაში. აღსანიშნავია რომ, ჯერ კიდევ 2019 წელს ევროკავშირის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა Blockchain ტექნოლოგიის მნიშვნელობა საბეჭდი ტექნოლოგიის გამოგონებას შეადარა. ”ჩვენ შეგვიძლია პარალელების გავლება სტამბის გამოგონებასთან. როგორც ვიცით, პირველი წიგნი, რომელიც დაიბეჭდა, ბიბლია იყო. ახლა, წარმოიდგინეთ, რომ სტამბა იქცა ისეთი საშუალებად, რომელმაც მხოლოდ ბიბლია უნდა დაბეჭდოს – ეს არ იქნებოდა სწორი, რადგან ბეჭდვის ტექნოლოგიამ რევოლუციური გავლენა მოახდინა ევროპის ცხოვრებაში”,- განაცხადა ჯუზეპე გუარინინიმ. The post ევროკავშირი Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას განაგრძობს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- ევროკავშირი
- blockchain
-
(and 3 more)
Tagged with: