Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ბიტკოინის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 13 results

  1. ბიტკოინის მაინერები თვითგანადგურებისკენ მიდიან 27 მარ 202122:05 Bloomberg ბევრი კრიტიკა, რაც ბიტკოინის შესახებაა, გადაჭარბებულია თუმცა, კრიპტოვალუტის მიერ რესურსების, მაგალითად ენერგიის და ჩიპების, მზარდი გამოყენება, ყურადღების მიღმა ვერ დარჩება. თუ ბიტკოინს სურს, რომ მთავრობების რისხვა ასცდეს, საჭიროა ისეთი ტექნოლოგიებისკენ გადაინაცვლოს, რომელიც მისი ფასის შესანარჩუნებლად, მასობრივი რესურსის მუდმივ გამოყენებას არ მოითხოვს. ბიტკოინის კრიტიკაში პრობლემა ის არის, რომ აქამდე მას ბევრი არარეალისტური მიზეზის გამო აკრიტიკებდნენ. თავდაპირველ ენთუზიასტებს სჯეროდათ და ბევრს ისევ სჯერა, რომ კრიპტოვალუტა ცენტრალურ ბანკებს გამოუთხრის ძირს და ისეთ ტრადიციულ ვალუტას გააქრობს, როგორიცაა დოლარი. ამ ბრალდებებმა ბიტკოინი მთავრობის დამხობის იარაღად გამოაცხადა. ბიტკოინი ვერ გახდება დომინანტი ვალუტა მანამ, სანამ ის ამდენად არასტაბილურია. ხოლო იმისთვის, რომ ნაკლებად არასტაბილური გახდეს, საჭიროა, მისმა ფასმა დროთა განმავლობაში იკლოს. მაგრამ ბიტკოინის ფასი, მიუხედავად იმისა რომ მერყეობა ახასიათებს, ძირითადად იზრდება. ეს, ცხადია, ძალიან კარგია მათთვის, ვინც ის ადრე შეიძინა ან ადამიანებისთვის, ვინ კრიპტო პროგრამირების ინდუსტრიაში არიან. თუმცა, ამჟამად, ბიტკოინის მაღალი ფასი, მისთვის ახალ პრობლემებს წარმოშობს, რადგან სხვა ფინანსური აქტივებისგან განსხვავებით, ბიტკოინი ფასის ზრდასთან ერთად უფრო მეტ რესურსს იყენებს. ნორმალური ვალუტისთვის, მაგალითად დოლარისთვის, ტრანზაქციები ვერიფიცირებულია სანდო ორგანიზაციის მიერ, როგორიცაა ბანკი. ბიტკოინისთვის კი ამას დეცენტრალიზებული მაინერების ქსელი აკეთებს. მაინერები ერთმანეთთან კონკურენციაში არიან, რომ თითოეული ტრანზაქციის ბლოკი თვითონ დაადასტურონ და ციფრის გამოსაცნობად კომპიუტერებს იყენებენ. იღბლიანი მაინერი, რომელიც ციფრს გამოიცნობს, გარკვეული რაოდენობის ბიტკოინებით საჩუქრდება. რაც უფრო მაღალია ბიტკოინის ფასი, მით უფრო ღირებულია თითოეული მცირე მოგება. გაზრდილი მოგება, კი უფრო და უფრო მეტ ბიტკოინის მაინერს იზიდავს თამაშში, რომლებიც თავის მხრივ, უფრო მეტ რესურსს ხარჯავენ გამოცნობაში. ამ რესურსებში შედის კომპიუტერული ჩიპები და ელექტროენერგია, რომ კომპიუტერებმა იმუშაონ. მთელი სისტემა ქმნის დეცენტრალიზებული ნდობის სისტემას. არავის შეუძლია შემოვიდეს და შეცვალოს ყველა ტრანზაქცია ისე, რომ მათ მიიღონ ყველა ბიტკოინი. ეს რომ მოხდეს, საჭირო იქნება კომპიუტერის ჩიპებისა და ელექტროენერგიის საკმარისი რაოდენობა, ყველა სხვა მაინერს რომ გადააჭარბოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეალური რესურსების დანახარჯი არის ის ფასი, რასაც ბიტკოინი სანდოობაში და უსაფრთხოებაში იხდის. შედეგად, რაც უფრო იზრდება ბიტკოინის ფასი, მით მეტ რესურსს მოიხმარს იგი. 2017 წლის დასაწყისში, როდესაც ფასი მხოლოდ $1000 იყო, Digiconomist-ის შეფასებით, ბიტკოინის მოპოვება წელიწადში დაახლოებით 10 ტერავატ საათის ელექტროენერგიას იყენებდა. ოთხი წლის შემდეგ, ფასი დაახლოებით 50-ჯერ, ხოლო ელექტროენერგიის მოხმარება 8-ჯერ ან 9-ჯერ გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ახლა ბიტკოინის გამომუშავება იმდენ ელექტროენერგიას საჭიროებს, რასაც ფინეთი და აშშ-ის ფედერალური მთავრობა მოიხმარს. ბიტკოინის მომხრეები ჯერ კიდევ კამათობენ, თუ რამდენად ნახშირბადს გამოყოფს ეს პროცესი. მაგრამ ის უდავოდ ახდენს ადგილობრივ ენერგორესურსების მიტაცებას, რაც სხვა მომხმარებლების გაღიზიანებას იწვევს. ჩინეთის შიდა მონღოლეთმა ცოტა ხნის წინ აკრძალა ბიტკოინის მოპოვება, ხოლო აშშ-ს ზოგიერთმა რეგიონმა ლიმიტი დააწესა მის გამომუშავებაზე. ბიტკოინის მაინერები ამის გამოსწორებას პიკის საათებში წარმოქმნილი მზისა და ქარის ზედმეტი ენერგიის გამოყენებით ცდილობენ, მაგრამ ჯერ უნდა გაირკვეს, ამ დამატებითი ენერგიის რა ნაწილი რჩება გამოუყენებელი. ამასობაში, ბიტკოინზე მოთხოვნამ კომპიუტერულ ჩიპებზე მოთხოვნა გაზარდა, რაც ჩიპების გლობალური დეფიციტის წარმოქმნას უწყობს ხელს. ეს კი ავტომობილების მწარმოებლებს ათობით მილიარდი დოლარი დაუჯდებათ და საფრთხეს უქმნის სატელეფონო ინდუსტრიასაც. რესურსების მოხმარების ეს სპირალი, ბიტკოინის ტექნოლოგიის ძირითად სისუსტეზე მიუთითებს. ფინანსური აქტივების უმეტესობაში, მაგალითად ოქროს შემთხვევაში, შენახვის ღირებულება ფასთან ერთად არ იზრდება. ვალუტების უმეტესობაში კი, ოპერაციები ძალიან იაფია. იმის გამო, რომ ხალხი უკვე ენდობა ბანკებსა და მთავრობებს, ამ ცენტრალიზებულ ინსტიტუტებს შეუძლიათ, გაუმკლავდნენ ტრანზაქციების მასიურ რაოდენობას მინიმალური დანახარჯებით. ბიტკოინის დეცენტრალიზებული ნდობა კი პირიქით, სულ უფრო ძვირდება, ვინაიდან ბიტკოინი უფრო ღირებულია. ეს პროცესი სამუდამოდ ვერ გაგრძელდება და როგორც ეკონომისტმა ჰერბერტ შტაინმა ერთხელ თქვა: ”თუ რაღაც ვერ გაგრძელდება სამუდამოდ, ის შეჩერდება”. საბოლოოდ, ბიტკოინის მაინინგს, შიდა მონღოლეთის მსგავსად, ბევრი ადგილი აკრძალავს. სამხრეთ კორეისა და ტაივანის მთავრობები კი ჩიპების წარმოებაში ჩაერევიან, რომ შეაჩერონ კომპიუტერული ჩიპების გაყიდვა ბიტკოინის მაინერებზე, რაც ცუდი იქნება არა მხოლოდ ბიტკოინის მაინერებისთვის, არამედ კრიპტო ინვესტორებისა და პროგრამისტებისთვის. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, დეველოპერებმა, რომლებიც ბიტკოინის ალგორითმს აკონტროლებენ, უნდა იფიქრონ უფრო იაფ ტექნოლოგიაზე გადასვლაზე. ერთ-ერთი ალტერნატივაა "წილის მტკიცებულების" სისტემა, სადაც მაინინგის გაკეთება მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლებათ, რომლებსაც უკვე აქვთ კრიპტოვალუტის დიდი რაოდენობა. ეს მასობრივად ამცირებს რესურსების გამოყენებას, კონკურენციის შეზღუდვით. ბიტკოინის ენთუზიასტებს შეიძლება არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ ასეთი სისტემა უფრო ცენტრალიზებულია, მაგრამ თუ დეცენტრალიზებული ნდობის ტექნოლოგია თავისთავად ძვირი ჯდება, ლიბერტარიანულმა იდეალებმა გზა უნდა მისცენ მძიმე, ცივ ეკონომიკურ საჭიროებას. Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნოა სმიტი
  2. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიტკოინი 54.000 დოლარზე არ შეჩერდება და ზრდას განაგრძობს. ინვესტორების შეკითხვაზე თუ, სად შეიძლება დაასრულოს 2021 წელს ბიტკოინმა ფასის მატება, სავარაუდო პასუხი 288.000 დოლარია. ბოლო თვეების განმავლობაში ბიტკოინის ფასმა მასიური მოგება ნახა, რაც 11.000 დოლარიდან 62.000 დოლარამდე ფასის მატებაში გამოიხატა. ამასთანავე, კურსის ასეთ შთამბეჭდავ გაუმჯობესებაში ასევე შედის ფასების მოქმედების შედარებით მშვიდი პერიოდები. ამჟამად, ბიტკოინის დიაგრამა აშკარად ვარდნის ტენდენციას აჩვენებს. ეს ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 53,000 აშშ დოლარის დონეზე აღმოჩნდეს. თუკი კრიპტოვალუტის ფასი კიდევ უფრო შემცირდება მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის კურსი 49.000 დოლარზე დაფიქსირდეს. მეორე მხრივ, თუ ფასი გაუმჯობესდა კრიპტოვალუტა 56.000 დოლარის დონეს კვლავ დაიბრუნებს. ანალიტიკოსი, ბობი ლი იმედოვნებს, რომ 2021 წელს ბიტკოინის კურსი 200.000-სა და 250.000 დოლარს შორის იმერყევებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ Deutsche Bank Research-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეძღვნებოდა მხოლოდ ბიტკოინს. 18-გვერდიან კვლევაში Deutsche Bank Research-ი აღწერს ბიტკოინის ძირითად მახასიათებლებს და აანალიზებს მისი ფასების ისტორიული ზრდის ძირითად მამოძრავებელ ასპექტებს. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, ბიტკოინის ფასი შეიძლება კვლავ გაიზარდოს, სანამ აქტივების მენეჯერები და კომპანიები განაგრძობენ ბაზარზე შემოსვლას. The post ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასის ცვლილება ნორმალურია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. Deutsche Bank-ი წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბის საბანკო გიგანტს. ბანკის ანალიტიკოსების შეფასებით, ბიტკოინის კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამასთანავე, რადგან კრიპტოვალუტა ისევ განაგრძობს ზრდას, ამ ტემპებით, მათი აზრით, ბიტკოინის უგულებელყოფა ახლა ნამვილად სიგიჟე იქნება. შესაბამისად, ბანკი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო და ცენტრალური ბანკები მალე დაიწყებენ კრიპტოვალუტისთვის რეგულაციის შემუშავებას, რათა უფრო ფართოდ იქნეს ბიტკოინი ხელმისაწვდომი. Deutsche Bank Research-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ეძღვნებოდა მხოლოდ ბიტკოინს. 18-გვერდიან კვლევაში Deutsche Bank Research-ი აღწერს ბიტკოინის ძირითად მახასიათებლებს და აანალიზებს მისი ფასების ისტორიული ზრდის ძირითად მამოძრავებელ ასპექტებს. Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, ბიტკოინის ფასი შეიძლება კვლავ გაიზარდოს, სანამ აქტივების მენეჯერები და კომპანიები განაგრძობენ ბაზარზე შემოსვლას. კვლევაში ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ცენტრალურ ბანკებსა და მთავრობებს ახლა ესმით, რომ ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები რეალურია. კვლევაში ისიც წერია, რომ 2021 წლის ბოლოსთვის რეგულაციის სისტემა ჩამოყალიბდება. The post Deutsche Bank-ი: ბიტკოინის უგულებელყოფა დაუშვებელია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  4. ანალიტიკოსების ნაწილი აცხადებს, რომ ბიტკოინის ფასის მკვეთრი მატება რამდენიმე თვეში არის მოსალოდნელია. კურსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება კი გულისხმობს ბიტკოინის ფასის 100.000 დოლარამდე მიღწევას. ინვესტორების შეკითხვაზე თუ, სად შეიძლება დაასრულოს 2021 წელს ბიტკოინმა ფასის მატება, სავარაუდო პასუხი 288.000 დოლარია. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ექსპერტის, ბობი ლის ადრეული პროგნოზები ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ ზუსტი გამოდგა. 2018 წელს გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის შემდეგი “აღზევება” 2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში მოხდებოდა. ციფრული ვალუტა პიკს კი 2021 წლის ბოლოს, დეკემბრისათვის, მიაღწევდა. ჯერჯერობით მისი ყველა პროგნოზი გამართლდა. ბობი ლი ფიქრობს, რომ ბიტკოინი ამ წლის ბოლოს 200.000-დან 250.000 დოლარის ფარგლებში იმერყევებს. ეს კი მოხსნის ყველა დროის ფინანსურ რეკორდს. ამაში მოიაზრება ოქროს შეფარდება ნავთობთანაც. ”მე ვფიქრობ, რომ ბიტკოინი კიდევ მოიმატებს მინიმუმ 4-5-ჯერ. ასე რომ, კრიპტოვალუტის ფასი წელს 200.000-250.000 დოლარს მიაღწევს”,- აღნიშნა ბობ ლიმ. ფასის მატების ერთ-ერთი მიზეზი ინსტიტუციონალური ინვესტორების დაინტერესებაა. ინვესტორი რაულ პალის თქმით, ინსტიტუციონალური ინვესტორების ბაზარზე გააქტიურებამ კურსის მკვეთრ მატებას ხელი შეუწყო. The post ანალიტიკოსები: 2021 წელს ბიტკოინის ფასი 100.000 დოლარას გადააჭარბებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  5. ინდოეთის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, რომელმაც ანონიმურობა არჩია, ქვეყანაში უახლოეს მომავალში კრიპტოაქტივების ფლობის, გამოშვების, მოპოვების, შენახვის, გადაცემისა და მათი მეშვეობით ვაჭრობის ამკრძალავი კანონი ამოქმედდება. ანონიმურ, მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი იუწყება, რომ ინდოეთში, უახლოეს მომავალში, პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მთავრობა დაამტკიცებს კანონპროექტს კრიპტოვალუტების სრული აკრძალვის შესახებ. ეს ინიციატივა ინდოეთის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში თებერვალში იქნა განხილული და სახელმწიფო კრიპტოვალუტის სასარგებლოდ „კერძო“ კრიპტოვალუტების აკრძალვას ითვალისწინებდა. კანონპროექტის თანახმად, კრიპტოვალუტების მფლობელებს აქტივების ლიკვიდაციისთვის 6 თვემდე ვადა მიეცემათ. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ინდოეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც კრიპტოვალუტების შენახვას უკანონოდ ცნობს. ჩინეთშიც კი, სადაც აკრძალულია კრიპტოვალუტის ბირჟების არსებობა და ICO-ს ჩატარება, ციფრული ვალუტების ფლობა არ ისჯება. დარგის ექსპერტების შეფასებით, მთავრობის უკმაყოფილების მიუხედავად, ინდოეთში კრიპტოვალუტების ტრანზაქციების მოცულობა იზრდება. ქვეყანაში უკვე 8 მილიონი ინვესტორია, რომლებიც 100 მილიარდი რუპიის (1.4 მილიარდი დოლარის) კრიპტოვალუტებს ფლობენ. ინვესტორი სუმნეშ სალოდკარი (Sumnesh Salodkar) აცხადებს: „ფულის რაოდენობა თვიდან თვემდე სწრაფად იზრდება და არავის სურს გვერდზე გადგომა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო აკრძალვების გამო ხალხი პანიკაშია, მათ არჩევანზე გავლენას ფულის გამომუშავების სურვილი ახდენს.“ 2019 წელს ინდოეთის სამთავრობო კომისიამ გასცა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის რეკომენდაცია მათთვის, ვინც მოიპოვებს, ინახავს, ყიდის, გადასცემს და აწარმოებს კრიპტოვალუტებს. ანონიმურმა წყარომ უარი თქვა გაემხილა, ითვალისწინებს თუ არა კანონპროექტი თავისუფლების აღკვეთის კონკრეტულ ვადებს და ასევე კონკრეტულ ჯარიმებს, მაგრამ აღნიშნა, რომ განხილვა ფინალურ სტადიაშია. 2020 წლის მარტში ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ინდოეთის ცენტრალური ბანკის (RBI) დირექტივა, რომელიც ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებას კრძალავდა. სასამართლომ სახელმწიფოს ქვეყანაში კრიპტოვალუტების დარეგულირების შესახებ კანონის შემუშავება დაავალა. ინდოეთში კრიპტოვალუტების სრული აკრძალვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ბიტკოინის ფასი დღე-ღამის განმავლობაში 4.6%-ით დაეცა და 57 793$ შეადგინა. გასულ კვირას მისმა ფასმა 61 500$-ს მიაღწია. წყარო: https://bits.media The post ინდოეთში ბიტკოინის მფლობელებს შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  6. ინდოეთის მთავრობის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ცნობით, რომელმაც ანონიმურობა არჩია, ქვეყანაში უახლოეს მომავალში კრიპტოაქტივების ფლობის, გამოშვების, მოპოვების, შენახვის, გადაცემისა და მათი მეშვეობით ვაჭრობის ამკრძალავი კანონი ამოქმედდება. ანონიმურ, მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით, Reuters-ი იუწყება, რომ ინდოეთში, უახლოეს მომავალში, პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მთავრობა დაამტკიცებს კანონპროექტს კრიპტოვალუტების სრული აკრძალვის შესახებ. ეს ინიციატივა ინდოეთის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში თებერვალში იქნა განხილული და სახელმწიფო კრიპტოვალუტის სასარგებლოდ „კერძო“ კრიპტოვალუტების აკრძალვას ითვალისწინებდა. კანონპროექტის თანახმად, კრიპტოვალუტების მფლობელებს აქტივების ლიკვიდაციისთვის 6 თვემდე ვადა მიეცემათ. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ინდოეთი გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც კრიპტოვალუტების შენახვას უკანონოდ ცნობს. ჩინეთშიც კი, სადაც აკრძალულია კრიპტოვალუტის ბირჟების არსებობა და ICO-ს ჩატარება, ციფრული ვალუტების ფლობა არ ისჯება. დარგის ექსპერტების შეფასებით, მთავრობის უკმაყოფილების მიუხედავად, ინდოეთში კრიპტოვალუტების ტრანზაქციების მოცულობა იზრდება. ქვეყანაში უკვე 8 მილიონი ინვესტორია, რომლებიც 100 მილიარდი რუპიის (1.4 მილიარდი დოლარის) კრიპტოვალუტებს ფლობენ. ინვესტორი სუმნეშ სალოდკარი (Sumnesh Salodkar) აცხადებს: „ფულის რაოდენობა თვიდან თვემდე სწრაფად იზრდება და არავის სურს გვერდზე გადგომა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლო აკრძალვების გამო ხალხი პანიკაშია, მათ არჩევანზე გავლენას ფულის გამომუშავების სურვილი ახდენს.“ 2019 წელს ინდოეთის სამთავრობო კომისიამ გასცა 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის რეკომენდაცია მათთვის, ვინც მოიპოვებს, ინახავს, ყიდის, გადასცემს და აწარმოებს კრიპტოვალუტებს. ანონიმურმა წყარომ უარი თქვა გაემხილა, ითვალისწინებს თუ არა კანონპროექტი თავისუფლების აღკვეთის კონკრეტულ ვადებს და ასევე კონკრეტულ ჯარიმებს, მაგრამ აღნიშნა, რომ განხილვა ფინალურ სტადიაშია. 2020 წლის მარტში ინდოეთის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა ინდოეთის ცენტრალური ბანკის (RBI) დირექტივა, რომელიც ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებას კრძალავდა. სასამართლომ სახელმწიფოს ქვეყანაში კრიპტოვალუტების დარეგულირების შესახებ კანონის შემუშავება დაავალა. ინდოეთში კრიპტოვალუტების სრული აკრძალვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, ბიტკოინის ფასი დღე-ღამის განმავლობაში 4.6%-ით დაეცა და 57 793$ შეადგინა. გასულ კვირას მისმა ფასმა 61 500$-ს მიაღწია. წყარო: https://bits.media The post ინდოეთში ბიტკოინის მფლობელებს შესაძლოა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  7. გასული წლის განმავლობაში აშშ–ში ბიტკოინის ბანკომატების რაოდენობა 177%–ით გაიზარდა. 2020 წლის პირველი მარტიდან მსოფლიოში დამონტაჟებული ახალი ბიტკოინის ბანკომატების რიცხვი 10.000-ს უახლოვდება. Coin ATM Radar–ის უახლესი მონაცემების თანახმად, ამჟამინდელი რაოდენობა 16.835–ს შეადგენს, რაც 57,5%–იანი ზრდაა, ანუ დამატემულია 9.683 ახალი აპარატი. ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში, მედია წერდა, რომ წლის ზრდის სტატისტკამ გასაოცარი მაჩვენებლი დადო, რაც 80%-ს შეადგენდა. წინა წლების მსგავსად აპარატების დამონტაჟების ყველაზე აქტიური ზონა წელსაც ამერიკაა. 2020 წლის პირველი მარტიდან დღემდე აშშ-ში ბიტკოინების ბანკომატების მონტაჟის სტატისტიკა 177%-ით გაიზარდა, რადგან გასული წლის პირველ მარტს იქ სულ, რაღაც 4945 ბანკომატი ფიქსირდებოდა. დღეს კი 13,699 ბიტკოინ ბანკომატია შტატების ტერიტორიაზე განთავსებული. აშშ-ს შემდეგ ყველაზე მზარდი კოეფიციენტი კანადას აქვს. მსოფლიოში დამონტაჟებული ბანკომატების 7,5% მხოლოდ კანადაზე მოდის. Coin ATM Radar–ი თვალყურს ადევნებს ასევე ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის სტატისტიკას, სადაც არათანაბარი დინამიკის, მაგრამ მაინც აქტიური ზრდა შეინიშნებოდა. ავსტრია ბიტკოინის აპარატის მოულოდნელ მატებასა და კლებას განიცდის. ბრიტანეთში კი მცირე განსხვავებებით მიმდინარეობს ბიტკოინის აპარატების დამონტაჟების სტატისტიკის ცვლა. The post აშშ-ში ბიტკოინის აპარატების რიცხვი გაზრდილია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  8. კომპანია ARK Ecosystem-ის პრეზიდენტმა, ფრანსუა ტურენსმა(Francois Thoorens) შექმნა პეტიცია, საფრანგეთის ცენტრალური ბანკისთვის ბიტკოინის შესყიდვის შესაძლებლობის მიცემის მოთხოვნით. პეტიციაში, რომელმაც მოცემულ მომენტში 322 ხელმოწერა დააგროვა, შემოთავაზებულია საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულებებსა და მათ შორის ცენტრალურ ბანკსაც, ციფრული აქტივების ყიდვის შესაძლებლობას მისცემს. პეტიცია აქტიური იქნება 5 სექტემბრამდე და საკმარისი ხელმოწერების დაგროვების შემთხვევაში საფრანგეთის სენატში იქნება წარდგენილი. იმისთვის, რომ საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული აქტივების ყიდვა შეძლოს, საკანონმდებლო ორგანოს კანონში არაერთი ცვლილების შეტანა მოუწევს. დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელმა ჟან-მიშელ მისმა. პეტიციამ საიტზე გამოქვეყნებისთვის უკვე მიიღო სენატის ნებართვა. 100000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, მას განიხილავს საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტები, მუდმივი კომისიების თავმჯდომარეები და ეროვნული ასამბლეის სხვა თვალსაჩინო წევრები. ცოტახნით ადრე, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა,კრისტინ ლაგარდმა(Christine Lagarde) განაცხადა, რომ ნეკლებ სავარაუდოა სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა ბიტკოინი სარეზერვო ვალუტის სახით შეიძინონ. წყარო: https://bits.media The post საფრანგეთის მთავრობამ შესაძლოა ცენტრალურ ბანკს ბიტკოინის შეძენის ნება დართოს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  9. ამერიკულმა კომპანიამ MicroStrategy 328 BTC-ის შეძენიდან რამდენიმე დღეში კიდევ 205 BTC შეიძინა, იმის მიუხედავად, რომ თავად კომპანიის აქციების კურსი თითქმის ორჯერ შემცირდა. MicroStrategy-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ სეილორმა(Michael Saylor) განაცხადა, რომ ბიტკოინების შეძენა 48 888$-ის კურსით მოხდა. თუმცა, როგორც ჩანს ინვესტორები კარგავენ ნდობას კომპანიის მიმართ. თებერვალში კომპანიის აქციების ფასმა 1315$-ს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მარტის პირველი კვირის განმავლობაში კი ფასი 50%-ით დაეცა და თებერვლის მაქსიმუმიდან 645$-მდე ჩამოვიდა. ამის მიუხედავად, კომპანიის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება არა ბიტკოინების გაყიდვის, არამედ პირიქით, კრიპტოვალუტების მარაგის შევსების შესახებ. უკანასკნელი შენაძენის გათვალისწინებით, MicroStrategy ფლობს 91064 BTC-ს. ბიტკოინში კომპანიის მიერ ინვესტირებულმა თანხამ 2.19 მილიარდი დოლარი შეადგინა. 15 მილიონი დოლარის ღირებულების 328 BTC MicroStrategy-მ რამდენიმე დღის წინ იყიდა, კრიპტოვალუტების ბაზრის კორექტირების მიუხედავად. სეილორმა განაცხადა, რომ განაგრძობს ბიტკოინის შეძენას, დროდადრო მასში ჭარბი ნაღდი ფულის დაბანდებით. გარდა ამისა, კაპიტალის მოსაზიდად, საბაზრო პირობების გათვალისწინებით, კომპანიას ობლიგაციების და ფასიანი ქაღალდების გამოშვება შეუძლია. მიღებულ მოგებას MicroStrategy ბიტკოინში ჩადებს. სეილორი ამბობს, რომ ადრე ის მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებში აკეთებდა ინვესტირებას, თუმცა, ბიტკოინი მისთვის გაცილებით უფრო მიმზიდველი ჩანს. წყარო: https://bits.media/ The post MicroStrategy საკუთარი აქციების ვარდნის ფონზე ბიტკოინის ყიდვას განაგრძობს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  10. ილონ მასკმა კრიპტოვალუტის ბაზარი კვლავ ააფორიაქა – Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა და კრიპტოვალუტით გადახდის შემოღებას გეგმავს. ბიტკოინის კურსმა ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა და 44 899$ შეადგინა. აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიისთვის (SEC) წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში, კომპანია Tesla-მ 1.5 მილიარდი დოლარის ბიტკოინის შეძენის შესახებ განაცხადა, რამაც კრიპტოვალუტის ფასის 44 899$-მდე გაზრდა გამოიწვია. დოკუმენტში ნათქვამია: „2021 წლის იანვარში ჩვენ განვაახლეთ ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც მეტი მოქნილობის საშუალებას მოგვცემს შემდგომი დივერსიფიკაციისა და მეტი სარგებლის მიღებისთვის იმ თანხებიდან, რომლებსაც არ ვსაჭიროებთ ადეკვატური ოპერაციული ლიკვიდობის შესანარჩუნებლად.“ პოლიტიკა მოიცავს „ალტერნატიულ სარეზერვო აქტივებში, მათ შორის ციფრულ აქტივებში, ოქროს ზოდებში, ETF-სა და სხვა აქტივებში“ ინვესტირებას. „ჩვენ 1.5 მილიარდის ინვესტიცია ჩავდეთ ბიტკოინში, ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია დროდადრო ან გრძელვადიან პერსპექტივაში შევიძინოთ და შევინახოთ ციფრული აქტივები.“ გარდა ამისა, Tesla უახლოეს მომავალში ანგარიშსწორების კრიპტოვალუტაში შემოღებას აპირებს. ამასობაში კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ის მომხმარებლებმა სოც.ქსელებში პლატფორმის გაუმართაობაზე დაიწყეს საუბარი. Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩენპენ ჟაომ (Changpeng Zhao) ტვიტერში განაცხადა რომ შეფერხებები სისტემაში გაზრდილ ტრეფიქთან იყო დაკავშირებული და რომ „ყვალაფერში დამნაშავე ილონ მასკია“ წყარო: https://bits.media The post ბიტკოინის ფასმა ახალ მაქსიმუმს 45000$-ს მიაღწია – ყვალაფერში დამნაშავე ილონ მასკია appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  11. ბიტკოინმა სამშაბათს 19,400 დოლარი შეადგინა და აღმოჩნდა მისი ისტორიული მაქსიმუმის ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე ასეული დოლარით. ამასთან, დოუ ჯონსის სამრეწველო ინდექსის ან S&P 500-ისგან განსხვავებით, ბიტკოინს არ აქვს შეთანხმებული ისტორიული მაქსიმუმი, რადგან ფასი მნიშვნელოვნად იცვლებოდა სავაჭრო პლატფორმებზე, როდესაც ის დადგენილი იქნა 2017 წლის დეკემბერში. ”როგორია ისტორიული მაქსიმუმი? სერიოზულად, ციფრი არ ვიცი, ”- წერს ნირაჟ აგრავალი, Coin Center-ის ორგანიზაციის კომუნიკაციების დირექტორი. The Block-ის ანალიტიკოსმა ლარი ჩერმაკმა შეადგინა სხვადასხვა ბირჟებზე მაღალი მაჩვენებლების სია. ღირებულებები იცვლება 19,660 აშშ დოლარიდან Kraken–ზე 20,093 დოლარამდე BitMEX–ზე. ბოლო რიცხვი განსხვავდება სიაში ჩამონათვალისაგან. ჩერმაკმა განმარტა, რომ მან გამოიყენა ინდექსის ფასი, მაგრამ რეალური ფასი უფრო მაღალი იყო. http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2020/11/Screenshot_317.png CoinMarketCap–ის თანახმად, ბიტკოინის ისტორიული მაქსიმუმი 2017 წლის 17 დეკემბერს 20,089 დოლარად დაფიქსირდა. ,,ნებისმიერი კრიპტოაქტივის ფასი არის ამ კრიპტოაქტივის მოცულობით შეწონილი საშუალო საბაზრო ფასი,” განმარტავს CoinMarketCap თავის მეთოდოლოგიას. Messari იყენებს იგივე მნიშვნელობას და აღნიშნავს: ”ისტორიული მაჩვენებელი სულაც არ არის აბსოლუტურად ყველაზე მაღალი ღირებულება ერთი ოპერაციისთვის. ჩვენს მიერ გაანალიზებული ისტორიული მონაცემების ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის არ შეგვიძლია გადავამოწმოთ აქტივის ყველა ვაჭრობა. ზოგიერთი აქტივისთვის ეს ისტორიული მაღალი მაჩვენებელი შეიძლება იყოს დადგენილი დღის ყველაზე მაღალი საშუალო მნიშვნელობა. ” CoinDesk ბიტკოინის ფასის ინდექსი, რომელსაც ხშირად ახსენებენ ისეთი მედია საშუალებები, როგორიცაა Fortune, ითვლება მაქსიმალური ღირებულებით 19 783 აშშ დოლარი. ”ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ბირჟებს იყენებენ ისინი და როგორ გამოითვლის ფასს თითოეული მიმწოდებელი,” – განუცხადა Decari-სთან საუბრისას Messari-ს ანალიტიკოსმა რაიან უოტკინსმა. აგრავალმა, საკუთარ კითხვას უპასუხა და თქვა: ”მე ვფიქრობ, რომ 20,000 აშშ დოლარი – ეს არის ზღვარი მასობრივი ყურადღებისთვის, ამიტომ მე მაინტერესებს ეს დონე.” Cryptowatch–ის დამფუძნებელი არტურ საფეკი მხარს უჭერს ამ მოსაზრებას: ”პირადად მე ვფიქრობ, რომ 20,000 აშშ დოლარი კარგი ეტალონია ისტორიული მაქსიმუმის გასათვალისწინებლად, რადგან ღირებულებები ძალიან განსხვავდება ბირჟებზე და 2017 წლიდან დოლარმა დაკარგა თავისი ღირებულების ნაწილი. ინფლაციაზე მორგებული, 20 000 აშშ დოლარის მაჩვენებელის გამოყენება ახლა გონივრული ჩანს. ” Pantera Capital–ის პარტნიორმა პოლ ვერადიტაკიტმა თქვა: ”არასდროს მეგონა, რომ ფასს მნიშვნელობა ჰქონდა მედიის, მეინსტრიმის, ფინანსური სახსრების შეგროვების (ფანდრაიზინგის) და რეკრუტირების მიღმა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფასის ზრდას აქვს სასარგებლო ეფექტი და მე მჯერა, რომ ბიტკოინისთვის ისტორიული მაჩვენებელი იქნება 19 783 დოლარი, როდესაც ფასი ამ ნიშნულს მიაღწევს უმეტეს ბირჟებზე.” ,,მე ვფიქრობ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მიუხედავად იმისა, როგორ გაზომავთ მას, ჩვენ საკმარისად მალე გადავლახავთ წინა მაქსიმუმებს. ყველაფერი წინ არის, ”- თქვა მეთიუ გრეჰემმა, Sino Global Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. The post $ 19,660 თუ $ 20,093: ფასის რომელ დონეზე ითვლება ბიტკოინის ისტორიული მაქსიმუმი? appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  12. ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, 12.000 დოლარის დონე დიდი ხნით შეინარჩუნოს. მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად, ორშაბათს ფასი 13.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფასი მხოლოდ 12.000 დოლარის ნიშნულზე შეიძლება გამყარდეს. წინა კვირა ბიტკოინის კურსისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან კრიპტოვალუტის ფასი 13.000 დოლარს მიუახლოვდა. ექსპერტების პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასი 13.300 დოლარამდე გაიზარდოს. ბიტკოინის ყოველკვირეული დიაგრამა აჩვენებს, რომ კურსი 11.600-12.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ბიტკოინი ამ პოზიციის შენარჩუნებას ცდილობდა. ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში ბიტკოინის კურსი 10.000 დოლარამდე დაიკლებს. შეგახსენებთ, რომ ტექ.-ინვესტორი ტიმ დრეიპერი მყარად ინარჩუნებს თავის პოზიციას, რომელიც ბიტკოინის კურსის მატებას ეხება. მისი აზრით, 2022 წლისთვის კრიპტოვალუტის ღირებულება 250.000 დოლარს მიაღწევს. ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ 15 წელიწადში კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია 80 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის ფონზე ფიზიკურ ვალუტებზე მოთხოვნა მცირდება. The post ანალიტიკოსები: ბიტკოინის ფასმა შესაძლოა, მყარი პოზიცია 12.000 დოლარზე შეინარჩუნოს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  13. ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს კრიპტოვალუტის ბაზარმა ზრდის ტენდენცია დააფიქსირა. საგრძნობლად გაიზარდა ბიტკოინის კურსის ნიშნული. თუკი ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის ზრდას 12.000 დოლარზე პროგნოზირებდნენ, დღეს ფასმა 13.000 დოლარის დონეს მიაღწია. ბიტკოინის ფასმა მოიმატა და 13.000 დოლარის ფარგლებში დაიწყო მოძრაობა. ბოლო 7 დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 13.74%-ით არის გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ წინა დღეებში ბიტკოინის ფასის ნიშნული 11.700-სა და 12.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ამ ეტაპზე ბიტკოინის სამიზნე დონე 13.500 დოლარია. მნიშვნელოვანია, რომ მთლიან ბაზარზე ბიტკოინის საბაზრო წილი 61.2%-ს შეადგენდა. რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსიც გაიზარდა. ალტკოინის ფასის ნიშნული 417 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 6.61%-ით გაიზარდა. შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 388.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post ბიტკოინის კურსმა 13.000 დოლარის დონე გადალახა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.