Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'გაზრდილია' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. თურქეთში ბიტკოინზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხმარებლების მხრიდან გამოხატულმა ინტერესმა ანალიტიკოსების ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშშნლი გამოწვეულია თურქული ლირის 14%-იანი ვარდნის გამო, რის პარალელურადაც ბიტკოინის ძიებამ 566% იმატა. ლირის ღირებულება 14%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი. ყოფილ მმართველს, ნაცი აგბალს მიაწერდნენ ლირის ისტორიულ სიძლიერეს, რის გამოც მისმა გათავისუფლებამ შოკში ჩააგდო ინვესტორები. ასევე შეწყვეტილი ინვესტიციების გამო ლირამ სუსტი ინფლაციური ვარდნა განიცადა. ბოლო 14%-იანი ვარდნა გამოწვეულ იქნა იმ შეშფოთებით, რომ ნაცი აგბალის მიერ მიღწეული პროგრესი შეიძლება განადგურდეს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნით. მის ადგილას ბანკირი და პოლიტიკოსი, შაჰაპ კავჩიოღლუ ინიშნება. შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში, თურქეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის ცენტრალურ ბანკთან ერთად კრიპტოვალუტისთვის ხელსაყრელი და უსაფრთხო მარეგულირებელი სისტემის შექმნაზე იმუშავებდა. The post თურქეთში ბიტკოინზე მოთხოვნა გაზრდილია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  2. კრიპტოვალუტა კარდანომ გასული კვირის მონაცემებით ფასის რეკორდი გაიმეორა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისდამი ინტერესი კვლავაც მზარდია. 27 თებერვალს პირველად მიაღწია კარდანომ 1.48 დოლარის დონეს. იგივე ღირებულება კი 18 მარტსაც დააფიქსირა. Kraken-ის ანალიტიკოსებმა გააკეთეს კარდანოს ფასის მაჩვენებლის დიაგრამა, რომლის მიხედვითაც, ზოგადი ზრდის ტენდენციაა გამოყოფილი და ის აშკარად სტაბილურია. თუმცა 23 მარტის მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტის ფასი შემცირებულია და ის 1.12 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. უნდა აღინიშნოს, რომ კარდანოს ფასი ცალსახად ბიტკოინზეა დამოკიდებული. ბიტკოინის კურსის მცირედი ცვლილებაც კი დიდ გავლენას ახდენს. მაგალითად, ბოლო დროინდელი ბიტკოინის ფასის მერყეობამ კარდანოზე იმოქმედა, რა დროსაც ფასი 1.38-დან 1.18-ზე დაეცა. კარდანოს ფასის ზრდა კი, როგორც ჩანს, გამოიწვია Coinbase–ის განცხადებამ, სადაც ნათქვამია, რომ ბირჟა კარდანოს დამატებას Coinbase Pro პლატფორმაზე აპირებს. შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 23 მარტს, დღის მეორე ნახევარში, კარდანოს საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 35.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. The post კარდანოს მიმართ მომხმარებლის ინტერესი გაზრდილია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.
  3. გასული წლის განმავლობაში აშშ–ში ბიტკოინის ბანკომატების რაოდენობა 177%–ით გაიზარდა. 2020 წლის პირველი მარტიდან მსოფლიოში დამონტაჟებული ახალი ბიტკოინის ბანკომატების რიცხვი 10.000-ს უახლოვდება. Coin ATM Radar–ის უახლესი მონაცემების თანახმად, ამჟამინდელი რაოდენობა 16.835–ს შეადგენს, რაც 57,5%–იანი ზრდაა, ანუ დამატემულია 9.683 ახალი აპარატი. ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში, მედია წერდა, რომ წლის ზრდის სტატისტკამ გასაოცარი მაჩვენებლი დადო, რაც 80%-ს შეადგენდა. წინა წლების მსგავსად აპარატების დამონტაჟების ყველაზე აქტიური ზონა წელსაც ამერიკაა. 2020 წლის პირველი მარტიდან დღემდე აშშ-ში ბიტკოინების ბანკომატების მონტაჟის სტატისტიკა 177%-ით გაიზარდა, რადგან გასული წლის პირველ მარტს იქ სულ, რაღაც 4945 ბანკომატი ფიქსირდებოდა. დღეს კი 13,699 ბიტკოინ ბანკომატია შტატების ტერიტორიაზე განთავსებული. აშშ-ს შემდეგ ყველაზე მზარდი კოეფიციენტი კანადას აქვს. მსოფლიოში დამონტაჟებული ბანკომატების 7,5% მხოლოდ კანადაზე მოდის. Coin ATM Radar–ი თვალყურს ადევნებს ასევე ავსტრიისა და დიდი ბრიტანეთის სტატისტიკას, სადაც არათანაბარი დინამიკის, მაგრამ მაინც აქტიური ზრდა შეინიშნებოდა. ავსტრია ბიტკოინის აპარატის მოულოდნელ მატებასა და კლებას განიცდის. ბრიტანეთში კი მცირე განსხვავებებით მიმდინარეობს ბიტკოინის აპარატების დამონტაჟების სტატისტიკის ცვლა. The post აშშ-ში ბიტკოინის აპარატების რიცხვი გაზრდილია appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.