Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'[ვიდეო]' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 5 results

  1. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე ჰარუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ჰიდენოუმის დაუპირისპირდა. ბრძოლა დაძაბული აღმოჩნდა. შეჯახების შემდეგ მეტოქეებმა ერთმანეთის მავაშები (ქამარი) ორივე ხელებით აიღეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ტოჩინოშინმა ჰიდენოუმი დოჰიოდან გაიყვანა. ლევან გორგაძე მარტის ბაშოს ბოლო შეხვედრას ხვალ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში კაჩიკოშის (დადებითი ბალანსი) გაიფორმებს. The post ტოჩინოშინმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი გაათანაბრა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.
  2. საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ცხადი გახდა, რომ მარტში საქართველოს ნაკრების შეხვედარზე გულშემატკივრებს დაუშვებენ. „28 მარტს, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს, დინამო არენაზე, რეგულაციების დაცვით!” – წერია ღარიბაშვილის განცახდებაში. ამის თაობაზე დღეს ფეხბურთის ფედერაციაში საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩები ელის – შესარჩევ ციკლს შვედებთან 25 მარტს სტოკჰოლმში მატჩით დაიწყებს, 28 მარტს ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში, 31 მარტს გუნდი საბერძნეთს სალონიკში ესტუმრება. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის მატჩი „დინამო-არენაზე” 28 მარტს გაიმართება. The post 28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩს გულშემატკივარი დაესწრება [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.
  3. დღეს „გოლდენ სტეიტმა“ სტუმრად „ჰიუსტონი“ დაამარცხა, თუმცა „ვორიორზის“ გულშემატკივრებისთვის აღნიშნულ თამაშში საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა. მესამე მეოთხედის ბოლოს კარი სამქულიანი ტყორცნის შემდეგ სტეფ კარი პარკეტზე ცუდად დახტა და მატჩის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ნათლად ჩანდა, რომ „ვორიორზის“ ლიდერი ძლიერ ტკივილს განიცდიდა. The best view of Steph Curry’s awkward late third quarter fall from @NBCSWarriors. Stumbled into an empty area of Houston bench, landed on tailbone, left the game. pic.twitter.com/nbLvkPnH4V — Anthony Slater (@anthonyVslater) March 18, 2021 მოგვიანებით „გოლდენ სტეიტის“ პიარ გუნდმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა. კარის ტრავმის სიმძიმე დღეს გახდება ცნობილი. Stephen Curry (tailbone contusion) will not return to tonight’s game. — Warriors PR (@WarriorsPR) March 18, 2021 შეგახსენებთ, რომ „ვორიორზი“ პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის. მთელი სეზონის მანძილზე სტივ კერის გუნდი ერთ-ერთი ლიდერის, კლეი ტომპსონის გარეშე ასპარეზობს. არის შანსი, რომ „გოლდენ სტეიტს“ სეზონის დასრულება კარის გარეშეც მოუწიოს. The post სტეფ კარიმ ტრავმა მიიღო [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.
  4. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა. „ფილადელფიამ“ საკუთარ არენაზე „მილუოკის“ უმასპინძლა და ოვერტაიმში, ოთხი ქულის სხვაობით, ანგარიშით 105:109 დამარცხდა. „სიქსერსი“ კვლავ ჯოელ ემბიდის გარეშე თამაშობდა, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს. ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო იყო, რომელმაც 32 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. 20 ქულა დააგროვა ახალგაზრდა დონტე დივინჩენცომ. 19 ქულით დაასრულა მატჩი ჯრუ ჰოლიდეიმ. „ფილადელფიას“ რიგებში ყველაზე მეტი 19 ქულა ტობაიას ჰარისის ანგარიშზეა. მას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. სამმაგი დუბლი შეასრულა ბენ სიმონსმა (13 ქულა, 10 მოხსნა და 12 პასი). 13 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი ჰქონდა დვაიტ ჰოვარდს. „ფილადელფიას“ „ბრუკლინის“ მსგავსად 28 მოგება და 13 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერია. „მილუოკი“ 26 მოგებითა და 14 მარცხით მესამე პოზიციაზეა. დეტროიტი – ტორონტო 116:112 ინდიანა – ბრუკლინი 115:124 ვაშინგტონი – საკრამენტო 119:121 კლივლენდი – ბოსტონი 117:110 ჩიკაგო – სან ანტონიო 99:106 ჰიუსტონი – გოლდენ სტეიტი 94:108 მემფისი – მაიამი 89:85 დენვერი – შარლოტი 129-104 დალასი – კლიპერსი 105-89 The post „მილუოკიმ“ სტუმრად „ფილადელფია“ დაამარცხა – იანისი საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.
  5. კორონავირუსის პანდემიის გამო ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატშიც ხშირად იცვლება მატჩების თარიღი. მსგავსი: ჩემპიონთა ლიგა | 23 წუთში 25 ქულა - შერმადინი ლატვიელებმა ვერ შეაჩერეს [ვიდეო] #1TVSPORT გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ მე-19 ტურში ბასკეთში ითამაშა და „გიპუსკოასთან“ 87:89 დამარცხდა. ამ ტურის გადადებული მატჩები ორიოდე დღის წინ გაიმართა და გაირკვა, რომ საუკეთესო შედეგი გიორგი შერმადინს ჰქონდა. „შერმადინმა მატჩი 28 ქულით დაასრულა, 15 მცდელობიდან 13 ორქულიანი(!) და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ამასთან მის ანგარიშზე 6 ქულა და 4 შედეგიანი გადაცემაა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (+33) 216 სმ სიმაღლის ქართველი ცენტრი ტურში ყველა კალათბურთელზე მაღლა იდგა,“ – ვკითხულობთ ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე. El premio que tenía pendiente @gioshermadini… 3⃣3⃣ valoración Jugador de la Jornada 19#LigaEndesa | @CB1939Canarias | #ÚneteAlMejorEquipoEnMovistar pic.twitter.com/2N31hHZuLN — Liga Endesa (@ACBCOM) March 17, 2021 The post შერმადინი ესპანეთში მე-19 ტურის საუკეთესოდ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.