Jump to content
×
×
  • Create New...

Don't look up

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ვუყურე და ვინანე რომ დრო დავკარგე. შეიძლება იმიტომ რომ ძალიან რეალური და დღევანდელია ის ყველაფერი ჩვენთვის, რაც ამ ფილმში ხდება. მოკლედ რომ გადმოგცეთ, შინაარსი დაკავშირებულია კომეტასთან რომელიც დედამიწას უახლოვდება. ახალი თითქოს არაფერია და ბევრიც გვინახავს მსგავსი შინაარსის ფილმი, მაგრამ აქ მთავარი აქცენტი გაკეთებულია საფრთხისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე და ასევე სოც. ქსელების მიმართ ავადმყოფურ კავშირზე, როდესაც თავის გადარჩენას კი არ ცდილობ, არამედ ემოციებს გამოხატავ კლავიატურის მეშვეობით. თითქოს კომედიური ჟანრია, მაგრამ  ბოლო რამოდენიმე

კადრმა ისე დამგრუზა, დავლეწე ლამის ლეპტოპი. მძიმე საყურებელია მსგავსი ტიპის ფილმები, როგორ სასაცილოდაც არ უნდა იყოს გადმოცემული. სამყაროს დასასრულზე ფიქრი, ჩემს არეულ და დებილ პირად ცხოვრებაზე  მეტად მაღელვებს და მაშინებს 😏

მოკლედ ეს არის ფილმი, რომელიც მთელს კაცობრიობას დასცინის და ყველაზე მაგრად რაც მიტყდება ზუსტად ის არის, რომ როგორც  ამბობენ, ყველაფერი მტვერია და ნაცარი. დასასრულისკენ კადრში ჩანს,  "ოქროს ხბო"- ს ქანდაკება,  ესეც როგორი სიმბოლური და "ჩვენებურია" და ბოლოს მერილ სტრიპის ასეთი დებილი პრეზიდენტის როლში ყოფნა მაგრად არ მესიამოვნა👌🏽

ღამე მშვიდობისა ჩემო დედამიწავ, ნაღდად არ მაინტერესებს სხვა პლანეტებზე რა ხდება.

აქ დამაყენეთ მშვიდად🧜🏽‍♀️

Edited by კარქი გოგო
Share on other sites

  • ფორუმელი

@კარქი გოგო ამ თემატიკაზე ბევრად მეტი კაი ფილმია კნუწიკ. 

შაბლონური, ჰოლივუდური ნაწარმის კლიენტთათვის კარგად დაღეჭილი გადასაყლაპად გამზადებული ფილმია, ამაზე მეტად ვეღარაფერს დაუღეჭავ მომხმარებელს. ეს ცალკე ხოხმაა კიდევ, პარადოქსული :rolf:

ჰოლივუდში რატომ დაჭირდათ ამ თემაზე ებაზრათ ვერ ვხვდები:scared:

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, Mulan said:

მე ნაკლებად ვუყურებ ამ თემატიკის ფილმებს, მძაბავს და არ მსიამოვნებს. რასაც ვნახულობ შემდგომი ფიქრის პროცესი მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვცდილობ ისეთი ვნახო, ნაკლებად შემაშინოს რა მოხდება მომავალში ))) მსახიობები რომლებიც მონაწილეობენ ყველა ძაან მიყვარს და ძირითადად ეს იყო მიზეზი 

Share on other sites

  • ფორუმელი
2 minutes წინ, კარქი გოგო said:

მსახიობები რომლებიც მონაწილეობენ ყველა ძაან მიყვარს და ძირითადად ეს იყო მიზეზი 

ჰო და მე რომ ვნახე გამიჩნდა კითხვა, ვის თავში რა იხარშება ასე გამარტივებულად, გაპრიმიტივებულად, ყველანაირი ალეგორიებისგან თავისუფალი  ჯერ კიდევ 100 წლის წინ ნაცნობი პრობლემატიკა  და ტრენდები რომლებიც სულ იყო ახლა რომ გააქტიურეს მასისთვის გასაგებ ფორმატში? რატომ გახდა ასე საინტერესო ჰოლივუდისთვის ეს თემატიკა დღეს?...

ლინდსი ანდერსონი 60 იანებში საუბრობდა ამაზე, კუბრიკი, ტრიერი, რომელი მოაზროვნე რეჟისორი გინდა რომელსაც ამ თემაზე ნასაუბრები არ ქონდეს ათწლეულების მანძილზე...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
22 minutes წინ, Mulan said:

ასი წლის მერეც ისაუბრებენ ამაზე და ასი და ათასი წლის შემდეგაც გადაიღებენ იგივე თემატიკის ფილმებს, ძაან ჩვეულებრივი ფაქტია ეს და არც სამყაროს დასასრულის მჯერა, რომ ამან ხელი შეუშალოთ ახალი სისულელეების გადაღებაში :D

Edited by კარქი გოგო
Share on other sites

  • ფორუმელი
10 საათის წინ, CHAOS said:

ცისფერი მთების

წელს ვნახე ეს ფილმი და დიდი სიამოვნებით ვუყურე. ვბერდები რაა, აშკარაა :old:

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share