Jimmy Posted 28 დეკემბერი, 2021 Posted 28 დეკემბერი, 2021 5 minutes წინ, York Ge said: წარმოიდგინეთ ორი საგრაფო. პირველს უწევს განუწყვეტელი ბრძოლა, მეორეს - არა. პირველის ბარონები იძულებული იქნებიან, მოახდინონ გრაფის ხელისუფლების ლეგიტიმაცია და იერარქიის ქვედა დონე დააკომპლექტონ ერთგული პროფესიონალებით - ეკიუერებით, მეორის ბარონებისთვის საკმარისი იქნება კლოუნი და ისეთი ხალხი, ვინც ცხენზე ვერ შეიმაგრებს თავს, მაგრამ ბარონების ერთგული იქნება. ამ ორი საგრაფოს ორი სოცქსელია ეს რაც აღწერეთ? რომ ჩავასწოროთ 5 minutes წინ, York Ge said: გვაქვს: ძალაუფლების გენერაციის უნარის მქონე სოციალური ქსელები => I საგრაფო სხვა, ნაკლებად ოპტიმალური ტოპოლოგიის ქსელები => II საგრაფო ასე? Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 28 დეკემბერი, 2021 Posted 28 დეკემბერი, 2021 15 minutes წინ, York Ge said: როგორ გახდა ინგლისი ზღვათა მბრძანებელი? სახელოვანი რევოლუციის შემდეგ ინგლისური ოლიგარქია შეთანხმდა, არ ეკეთებინა ფული სამხედრო ფლოტის მომარაგებით. თუ საფრანგეთსა და ესპანეთში ფლოტის მომარაგება ჩაბარებული ჰქონდა საჭირო ხალხს, რომელიც დამპალ პროდუქტებს უგზავნიდა ფლოტს, ინგლისური ფლოტი მარაგდებოდა გაცილებით მაღალი ხარისხის პროდუქციით. ფრანგულ ფლოტს ღია ზღვაში ყოფნა შეეძლო რამდენიმე კვირა, ინგლისურს - სამჯერ-ოთხჯერ მეტხანს. ამან გამოიწვია საზღვაო სტრატეგიის შეცვლა ინგლისის სასარგებლოდ (ორი-სამი კვირა გაძლება აღარ იყო საკმარისი) და, ასევე, ინგლისის სამხედრო ფლოტის ეკიპაჟების თვისობრივად უკეთესი მომზადება (ბევრად მეტ დროს ატარებდნენ ხომალდზე, ღია ზღვაში). გეთანხმებით, მაგრამ საინტერესოა აქ, წაკითხული მაქვს ორი ინგლისელი ჯენტლმენის წერილები სადღაც 20 წლიანი ინტერვალებით ესპანეთში მოგზაურობაზე, პირველი ჯენტლმენი ზუსტად საზღვაო საქმის შესასწავლადაა ჩასული და განცვიფრებულია ესპანეთში საზღვაო საქმის მაღალი დონით ხოლო 20 წლის შემდეგ უკვე მეორე ჯენტლმენი წერს რომ ტიპა - ესენი საერთოდ როგორ დაცურავენო იმდენად მაღალია დეზორგანიზაციის და საბოტაჟის ხარისხი უკვე. რა მოხდა? რა და ფილტრი მოირღვა და ქაჯებმა იხუვლეს Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 28 დეკემბერი, 2021 Posted 28 დეკემბერი, 2021 13 minutes წინ, Eric said: ამ ორი საგრაფოს ორი სოცქსელია ეს რაც აღწერეთ? არა, პირველი ტიპის ქსელის ტოპოლოგია ყოველთვის ერთი და იგივეა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ ვისგან ხდება ქვედა რგოლოს რეკრუტირება და როგორ - პირველი ტიპის ქსელების მოდერატორის შერჩევა და ქმედუნარიანობის დაწესება. Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 28 დეკემბერი, 2021 Posted 28 დეკემბერი, 2021 ონლაინ, York Ge said: არა, პირველი ტიპის ქსელის ტოპოლოგია ყოველთვის ერთი და იგივეა. განსხვავება მხოლოდ იმაშია, თუ ვისგან ხდება ქვედა რგოლოს რეკრუტირება და როგორ - პირველი ტიპის ქსელების მოდერატორის შერჩევა და ქმედუნარიანობის დაწესება. ბოდიშს ვიხდი სენიორ მარა ვერ გავიგე. საგრაფოების მიხედვით რომ აღწეროთ ქსელები? თუ არ დაიზარებთ Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 28 დეკემბერი, 2021 Posted 28 დეკემბერი, 2021 3 minutes წინ, Eric said: რა მოხდა? ეს ყველაზე საინტერესო კითხვაა. მე-14 საუკუნის დასაწყისში მყოფი იტალიელი გაოგნებული იყო ინგლისელების ბრძოლისუუნარობით, ესენი შოტლანდიელებზე უარესი ველურები ყოფილან, ჯრ კიდევ ორი საუკუნისწინანდელი აბჯრებით იცავენო თავს. გავიდა ოციოდ წელი და... :) Share on other sites More sharing options...
Jimmy Posted 28 დეკემბერი, 2021 Posted 28 დეკემბერი, 2021 (შესწორებული) 4 minutes წინ, York Ge said: ეს ყველაზე საინტერესო კითხვაა. მე-14 საუკუნის დასაწყისში მყოფი იტალიელი გაოგნებული იყო ინგლისელების ბრძოლისუუნარობით, ესენი შოტლანდიელებზე უარესი ველურები ყოფილან, ჯრ კიდევ ორი საუკუნისწინანდელი აბჯრებით იცავენო თავს. გავიდა ოციოდ წელი და... დიახ დიახ. ამასწინათ ვენეციელ ვაჭარზე გახლდით გამეცინა როცა პორცია ინგლისელ და შოტლანდიელ ბარონებს იწუნებს არც ლათინური იციან არც იტალიური ველურები არიანო, ხოლო ფრანგ ბარონს სადღაც მხეცსა და ადამიანებს შორის ათავსებს ინტელექტით Edited 28 დეკემბერი, 2021 by Eric Share on other sites More sharing options...
ფორუმელი Seth Posted 28 დეკემბერი, 2021 Posted 28 დეკემბერი, 2021 (შესწორებული) 17 minutes წინ, Eric said: რა მოხდა? ოლიგარქიის შეთანხმება სამხედრო ფლოტზე ფულის არ კეთებაზე არაფერ შუაშია ინგლისის საზღვაო ფლოტის სიძლიერესთან დაკავშირებით სენიორ, არც კარგი საჭმლის მარაგები. ინგლისის აღზევების (მათ შორის საზღვაო ფლოტის) რეალურ მოტივებზე რამდენიმე საინტერესო თეორია არსებობს, მათ შორის თქვენიც. იმჰო, მიუხედავად იმისა რომელი თეორიაა მართალი არსებითი ნაწილი არ იცვლება. კერძოდ, ტექნოლოგიები და ფული შევიდა ინგლისში. რატომ შევიდა? პირველი, მანამდე სადაც იყო იქ აღარ დაედგომებოდა (ამის რამდენიმე მიზეზიც არსებობს) და იმიტომ რომ მაგ დროისთვის ინგლისი მონარქიული აღარ იყო (ამ სიტყვის შუასაუკუნეობრივი ევროპული გაგებით), ეს კი თავის მხრივ კონტროლის და განვითარების უდიდეს შესაძლებლობას აძლევდა როგორც ადგილობრივ ასევე ემიგრირებული კაპიტალის რეალურ მფლობელებს. ანუ ძალიან მოკლედ, ა) მივიღეთ პროგრესული პოლიტიკური შემადგენელი (ასეთი არსად იყო ევროპაში, მხოლოდ პორტუგალიაში ამის ჩანასახოვანი ვარიანტი) ბ) ფული (ბუღალტრები მოძრაობით დგინდება + არასდროს ბუღალტრების დევნას ადგილი არ ჰქონია ინგლისში); გ) ტექნოლოგიები - სემუელ პეპისი მშვენივრად აღწერს ამ საკითხს (შესაძლოა მის წერილებს გულისხმობდით), დ) "ინგლისური" მიდგომა საქმისადმი (აქ შედის როგორც კარგი საჭმლის მარაგები, ასევე მთლიანად სავაჭრო და სამხედრო ფლოტი, სერ ფრენსის დრეიქი, ისთ ინდია ქომფანი და ა.შ.). ამ 4-მა კომპონენტმა და მათმა განუწყვეტელმა პროგრესიზაციამ :დ უზრუნველყო ჯერ ინგლისის და შემდეგ ანგლო-საქსური დომინაცია. იმჰო. Edited 28 დეკემბერი, 2021 by Seth 1 Share on other sites More sharing options...
ფორუმელი York Ge Posted 28 დეკემბერი, 2021 Posted 28 დეკემბერი, 2021 ონლაინ, Eric said: ბოდიშს ვიხდი სენიორ მარა ვერ გავიგე. საგრაფოების მიხედვით რომ აღწეროთ ქსელები? თუ არ დაიზარებთ საგრაფო საგრაფოა, ოთხი-ხუთი ბარონიისაგან შედგება, ბარონია - ოთხი-ხუთი სენიორიისაგან. პირველ საგრაფოში ბარონებმა სენიორიები გამოცდილ მეომრებს ჩააბარეს და სათანადო პატივისცემითაც ეპყრობოდნენ, გლეხებს კი გადასახადები შეუმცირეს და ნადირობის პრივილეგია მიანიჭეს იმ პირობით, რომ თითოეული სოფელი მოისრებისა და შუბოსნების რაზმს გამოიყვანდა, მეორე საგრაფოში სენიორიები ერთგულ ლაქიებს მიაბარეს და გლეხობის წველა დაავალეს. პირველ საგრაფოში გრაფს ხელისუფლება შეუზღუდეს, მაგრამ შეზღუდვის პირობებში მის ავტორიტეტს უსიტყვოდ ემორჩილებიან, მეორეში გრაფი მზედ და ვარსკვლავებად გამოაცხადეს, მაგრამ რეალური ძალაუფლება წაართვეს, გრაფი ისე გქვია, თორემ ჩვენნაირი ბარონი ხარო. ქსელი ერთი და იგივე ტიპისაა, მაგრამ ფუნქციობაში განსხვავება თვალსაჩინოა. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა