Jump to content
×
×
  • Create New...

1-ლი თებერვლიდან თბილისში საზ. ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება.


Recommended Posts

  • ფორუმელი
On 12/25/2021 at 4:06 PM, York Ge said:

მთავრობა ფლობს არა ძალაუფლებას, არამედ ხელისუფლებას.

ბატონო მოსამართლევ, მთვრალი კი არა გადაკრული ვიყავიო.

კარგი, მაგის გათვალისწინებით მაშინ ორი კვირის მაგივრად 14 დღით ჩაგაყუდებო :boli:

 

On 12/25/2021 at 4:06 PM, York Ge said:

ოლიგარქიის გამოყენება მთავრობისაგან დასაცავად კი კატასტროფული შეცდომაა.

სხვადასხვა მსოფლმხედველობის პირობებში სხვადასხვა დასკვნებამდე მივდივართ, რაც ლოგიკურია.

ჩემი აზრით არცერთ მონოპოლიას თუ ოლიგარქიას, სამთავრობო "კრიშის" გარეშე არ შეუძლია იმონოპოლოს ან იოლიგარქოს.

აბსოლუტური უმრავლესობა პოზიციას ინარჩუნებს იმის ხარჯზე რომ არსებულ კანონმდებლობას გარშემო იხვევს ნელნელა, შიგ ბუდეს იკეთებს და სხვას არავის უშვებს. ანუ არსებულ სამთავრობო ძალაუფლებას ნელნელა ყიდულობს. რომ არი იყოს არაფერი საყიდელი, თავისთავად, ვერც იყიდდა.

არაერთი მაგალთია იმის, აბსოლუტური მონოპოლიური ლიდერები როგორ ემხობოდნენ თავისუფალი ვარდნის სისწრაფით.

ის რომ აი მონოპოლია მოჯდება ტახტზე და დაიმონებს მსოფლიოს, ჩემთვის ბავშვური ბუას შიშია.

On 12/25/2021 at 4:06 PM, York Ge said:

როგორ უნდა შეფასდეს ლიბერტარიანობის მხარდაჭერა მათ მიერ

აი ასე ^

Share on other sites

47 minutes წინ, Damnoc said:

ჩემი აზრით არცერთ მონოპოლიას თუ ოლიგარქიას, სამთავრობო "კრიშის" გარეშე არ შეუძლია იმონოპოლოს ან იოლიგარქოს.

ოლიგარქია ქმნის მთავრობას, მასმედიას, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ბაზას.

მთავრობა ვერ დაკრიშავს თავის პატრონს )

22 საათის წინ, კიჭარტი said:

გამეღადავეთ ხო? ;დ

არაფერი მსგავსი.

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
4 საათის წინ, Eric said:

ოლიგარქია ქმნის მთავრობას, მასმედიას, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ბაზას.

ანუ მეტი სადავეები უნდა გადავცეთ მთავრობას რომ ოლიგარქიისგან დაგვიცვას, ოღონდ ეს თან ის მთავრობაა რომელსაც ოლიგარქია ქმნის და მართავს?

ვოლგა, ვერ გევიგე :wtf: 

Edited by Damnoc
Share on other sites

21 minutes წინ, Damnoc said:

ანუ მეტი სადავეები უნდა გადავცეთ მთავრობას რომ ოლიგარქიისგან დაგვიცვას

მე ეს ორი სტრიქონი დავწერე.

4 საათის წინ, Eric said:

ოლიგარქია ქმნის მთავრობას, მასმედიას, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ბაზას.

მთავრობა ვერ დაკრიშავს თავის პატრონს )

აქ არსად არაა გამოთქმული აზრი რომ -> მთავრობას რამე გადავცეთ ან არ გადავცეთ )

 

27 minutes წინ, Damnoc said:

ვოლგა, ვერ გევიგე

რათქმაუნდა.

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
9 minutes წინ, Eric said:

აქ არსად არაა გამოთქმული აზრი რომ -> მთავრობას რამე გადავცეთ ან არ გადავცეთ )

გამოთქვით მერე ბატონო ან ერთი ან მეორე და დავცხოთ თორე ასე მოწიწებით საქმე წინ არ წავა :D

Edited by Damnoc
Share on other sites

  • ფორუმელი
6 საათის წინ, Damnoc said:

ბატონო მოსამართლევ, მთვრალი კი არა გადაკრული ვიყავიო.

კარგი, მაგის გათვალისწინებით მაშინ ორი კვირის მაგივრად 14 დღით ჩაგაყუდებო 

არა, არა.

ძალაუფლება, ხელისუფლება, auctoritas, potestas, imperium, regnum - სრულიად განსხვავებული ფენომენებია და მათი აღრევა არ ღირს.

ჩვენ უნდა განვასხვავოთ ძლიერი პოლიტიკური ხელისუფლება ბიუროკრატიის, როგორც ამომრჩევლისაგან დამოუკიდებელი ოლიგარქიული კორპორაციის ძალაუფლებისაგან.

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Damnoc said:

ანუ მეტი სადავეები უნდა გადავცეთ მთავრობას რომ ოლიგარქიისგან დაგვიცვას

დიახ.

2 საათის წინ, Damnoc said:

ოღონდ ეს თან ის მთავრობაა რომელსაც ოლიგარქია ქმნის და მართავს?

არა.

თუ მთავრობას ქმნის ოლიგარქია, რა მნიშვნელობა აქვს ქაღალდზე გაწერილს? მთავრობას ექნება ის უფლებამოსილებები, რაც ოლიგარქიას ესაჭიროება.

მაგრამ თუ მთავრობას აყალიბებს ამომრჩეველი (არაოლიგარქიული სოციალური ქსელები), მაშინ რატომ არ უნდა გადაეცეს მას მეტი სოციალური სამართლიანობის უზრუნველმყოფი სადავეები?

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

აი, ნახეთ: აქვთ, თუ არა, ასოებს (რაამთავრობო რგანიზაციებს) რეალური გავლენა? აქვთ. რას ნიშნავს ეს ფენომენი, თუ არა სახელისუფლებო სტრუქტურების აუთსორსინგს? სწორედ ეს მოხდება და ხდება სუსტი პოლიტიკური ხელისუფლების პირობებში, როდესაც რეალური ძალაუფლება ეკუთვნის კლეპტოკრატიულ ოლიგარქიას. გნებავთ, მცირე მთავრობა ქმენით, გნებავთ, დიდი, მაგრამ თუ ოლიგარქიისათვის საჭირო სტრუქტურა მთავრობის სტრუქტურაში არ იქნება, იგი შეიქმნება მის გარეთ, აუთსორსინგის წესითა და სრულიად რეალური უფლებამოსილებებით.

Edited by York Ge
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share