Jump to content
×
×
  • Create New...

kvipriane
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Seth said:

ჰეჰ, ეს კატეგორია ყველაზე საშიში კატეგორიაა სენიორ

დიახ მილორდ და ამ მხრივ ძალიან საინტერესოა იოანეს გამოცხადება :

თავი 13 

 

1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი.

2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება.

3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ.

4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას?

 

11 … ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.

თავი 17 

 

1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;

2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.

3. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა.

4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი.

5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.

6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.

7. მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა.

8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.

9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე,

10. რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს.

11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის.

12. ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.

13. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს.

14. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.

15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.

16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.

17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.

18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

@KOMBLE აქვს ვითომ რამე მომავალი მაგ შეთანხმებას? და თუ არ აქვს, მაშინ რა პერსპექტივები არსებობს? ან საერთოდ, რატომ გადაწყვიტა რუსეთმა  ამ "დათმობებზე" წასვლა, ბლეფია თქვენი აზრით თუ აქვთ ჯერ სამაგისო წონა?

 

@kvipriane ვერაფრით დავაკავშირე პოსტთან... მომიტევეთ. ისე, სხვათაშორის არ მაქვს წაკითხული საღვთო წიგნები და თუ სულ ასე წერია, ალბათ ვერც წავიკითხავ. მგონია რომ საეკლესიო ენა უნდა ადაპტირდეს... 

არ იყო პოსტთან შუაში, მაგრამ თემას მოჰყვა და ვამბობ.;(

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
31 minutes წინ, კიჭარტი said:

მგონია რომ საეკლესიო ენა უნდა ადაპტირდეს... 

როგორ წარმოგიდგენიათ ? -  იმ ენაზე რომ ადაპტირდეს რაზეც დღეს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი საუბრობს  :)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, kvipriane said:

როგორ წარმოგიდგენიათ ? -  იმ ენაზე რომ ადაპტირდეს რაზეც დღეს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი საუბრობს 

ჩაგეჭრებით საუბარში და ადაპტირებაში რას გულისხმობს სენიორა კიჭარტი არ ვიცი, მაგრამ მაგალითად, ლიტურგიის დროს სახარებიდან საკითხავები თანამედროვე ქართულ ენაზე ადაპტირებული რომ იკითხებოდეს კარგი იქნებოდა.

მრევლმა ისედაც არ იცის სახარება და იქ მაინც მოისმინოს და გაიგოს.

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი
16 minutes წინ, ბაყბაყდევი said:

მრევლმა ისედაც არ იცის სახარება და იქ მაინც მოისმინოს და გაიგოს.

თემას ვაოფებთ პატივცემულო, მაგრამ, ვისაც წაკითხვა უნდა და გაგება უნდა იქ რა წერია, იმას ვერაფერი შეაკავებს

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

@kvipriane ჩემო კარგო კვიპრიანე,  ცხადია " შეჩემა, იტაკდალშე და პაბალშომუ, როგორ ეპატკუცებოდა ადამი ევას ან კაენმა როგორ აახია სახე აბელს" ამ ფორმატში ადაპტაციას არ ვგულისხმობ.

აი, ცალ ყურშიც რო ვერ შეუშვებს ისე რო ელაპარაკები მრევლს, აზრი?ენაც და  ეკლესიაც, ორივე ცოცხალი ორგანიზმია და მინდა რომ ჩემთვის გასაგებ ენაზე მელაპარაკებოდნენ და არა სადმე პიედესტალიდან, მკვდარი ენებით. კატეხიზმოზე ისაუბრონ შიგნით ინსაიდერულად.

ეს ვითარმედ წარვწყუედ, ჰრქუა მან მას, უხეთქნა ასტამი იგი და დაუბუშტა თუალი ტექსტები არავის ესმის და მითუმეტეს არავის არაფერს არ აძლევს.

მაგიტომაც არ აქვს 90%-ს წაკითხული საღვთო წიგნები და უბრალოდ ავტიმატურად ქრისტიანია.(მეც). მაგიტომაც არ უყვარს არავის ჰაგიოგრაფია და ვეფხისტყაოსანიც ეზარებათ ხოლმე. იგივე პათოსია, თამარ მეფე რო საუკეთესო იყო, მარტო ეგ რომ იციან და უზურპატორი რო იყო თქო, რომ უთხრა მჯიღებით გამოგეკიდებიან... 

და ეს წირვებზე სიარულიც ბევრისთვის ბიუჯეტური გართობის საშუალებაა, რომ იცოდეთ.თქვენი არ ვიცი და, ჩემ ახალგაზრდობაში ღამის თევაზე საფლირტაოდ დადიოდა ხალხი 70%-ით , 30%-ით იმისთვის რაც რეალური მიზანია. 

კიდევ, მგონია რომ სკამები უნდა იდგეს ეკლესიებში, ისე როგორც კათოლიკურებშია:yeah:

კიდევ ისიც მომწონს, ხალხს ეკლესიაში სიტყვით გამოსვლის უფლება რომ აქვთ, მაგრამ კერძოდ ეს ნაიწლი რამდენად ერგება საქართველოს მად ვერ ჩამოვყალიბდი ჯერ.

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
9 minutes წინ, კიჭარტი said:

და ეს წირვებზე სიარულიც ბევრისთვის ბიუჯეტური გართობის საშუალებაა

თავს უფლებას მივცემ გავაოფო

იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს

რანაირად?

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი
21 minutes წინ, კიჭარტი said:

მაგიტომაც არ აქვს 90%-ს წაკითხული საღვთო წიგნები და უბრალოდ ავტიმატურად ქრისტიანია.(მეც). მაგიტომაც არ უყვარს არავის ჰაგიოგრაფია და ვეფხისტყაოსანიც ეზარებათ ხოლმე. იგივე პათოსია, თამარ მეფე რო საუკეთესო იყო, მარტო ეგ რომ იციან და უზურპატორი რო იყო თქო, რომ უთხრა მჯიღებით გამოგეკიდებიან... 

როგორ ფიქრობთ, - ეს ვისი პრობლემაა , რუსთაველის თუ ვისაც არ ესმის მათი ?

 

22 minutes წინ, კიჭარტი said:

და ეს წირვებზე სიარულიც ბევრისთვის ბიუჯეტური გართობის საშუალებაა, რომ იცოდეთ.თქვენი არ ვიცი და, ჩემ ახალგაზრდობაში ღამის თევაზე საფლირტაოდ დადიოდა ხალხი 70%-ით , 30%-ით იმისთვის რაც რეალური მიზანია. 

მოწვეული ბევრი იქნება , ხოლო რჩეული ცოტა ... 

ვინ და როგორ შეიძლება შეამოწმოს ადამიანი რისთვის არის მოსული ეკლესიაში ?

33 minutes წინ, კიჭარტი said:

ვითარმედ წარვწყუედ, ჰრქუა მან მას, უხეთქნა ასტამი იგი და დაუბუშტა თუალი ტექსტები არავის ესმის და მითუმეტეს არავის არაფერს არ აძლევს.

მე მშვენივრად მესმის მაგალითად :) 

კიდევ გავიმეორებ, რომ ვისაც აქვს სურვილი რომ ნამდვილად გაიგოს ყოველი სიტყვა და მოქმედება რაც წირვაზე ხდება, იმას ვერაფერი შეაჩერებს

41 minutes წინ, კიჭარტი said:

აი, ცალ ყურშიც რო ვერ შეუშვებს ისე რო ელაპარაკები მრევლს, აზრი?

გაუგებრად საუბრობს ???  :)

 

ესეც სრული ქადაგება ... საინტერესო რამეებს ამბობს სხვათშორის მოუსმინეთ :) 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   34 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 32 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(10)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)