Jump to content
×
×
  • Create New...

kvipriane
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
1 საათის წინ, კიჭარტი said:

ხოლო რაც შეეხება კითხვას : - თუ რატომ არ არის ყველა ის ვისაც ანაფორა აცვია ღვთისათვის სათნო, გინდაც საპატრიარქოს ან თუნდაც მაღალიერარქი იყოს , ან თუნდაც მსოფლიო საპატრიარქოს ყველაზე დიდი იერარქი იყოს, - ეს საკმაოდ გრძელი საკითხია.

ეს კი არა და, - ბევრი ღვთის ხსენებაზეც კი ხითხითებს, იოლად რომ ვთქვათ, - სასაცილოდ არ ყოფნით ღვთის არსებობა , არა თუ მის მიერ სამყაროს შემოქმედება :) 

ძალიან შორიდან უნდა დავიწყოთ  სწორად რომ გამიგოთ რას ვამბობ , შეიძლება არ დამეთანხმოთ, ან მე არ დაგეთანხმოთ, ან სხვა არ დაგვეთანხმოს, რისი უფლებაც რა თქმა უნდა ყოველ ჩვენგანს აქვს , - მაგრამ პირადად მე ვეთანხმები მხოლოდ მართლმადიდებელ წმიდა მამებს, ისეთებს როგორებიც არიან იოანე ოქროპირი, თეოფილაქტე ბულგარელი, ეფრემ ასური, გრიგოლი ღვტისმეტყველი, მაკარი დიდი და მზგავსნი მათნი, რომლებიც გარკვეულ კატეგორია კონფესიების წევრებს შორის დიდ ზიზღს იწვევენ, რადგან მათი მსჯელობით ხდება აღნიშნული კონფესიების სწავლებათა მხილება ერესში ...

ასევე , ნახეთ რას გეტყვით : - ერთია ჩვენს დრომდე მოღწეული ყველაზე ადრეული ხელნაწერი (ანუ ინფორმაცია) და მეორეა ყველაზე ადრეული მოვლენები სამყაროს შესახებ ... ერთნი პირველს ირჩევენ აპრიორად, მეორენი მეორეს ... მე მეორეს ვეთანხმები გარკვეულ მიზეზთა გამო ...

ასევე, - რელიგიაში ვერსად წაუვალთ რწმენას , ეს ის რწმენაა უფალი რომ ამბობს : - ირწმუნეთ ის ვინც მან მოავლინაო !!! - ამის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს !!! - ასევე თომას რომ ეუბნება, - შენ მირწმუნე რადგან მიხილე, - ნეტარია ის ვისაც არ ვუხილავვარ და ვჰრწმენე !!!

რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ წმიდა მამებს, რატომ მჯერავს მათი : წარმოიდგინეთ , ღმერთი ცოცხალი , აბსოლუტური და ყოვლისმომცველი-ყველგანმყოფი-ყოვლისშემძლე არსებაა , - ეს ჩვენ გვჭირდება მის აღსაქმელად, მასზე მისანიშნებლად , თუ მასზე საუბრისას მისი სიტყვიერი გამოსახვა, - ღმერთი !!!  თორე ისეთ სიტყვას სად ვიპოვნით რომ მისი სრული სისავსე და არსი გამოსახოს !!! ჰო და თუ კი იგი ყველაფერია სრული სახით , ჩვენ , ამ ცოდვილ არსებებს , განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ადამის ცოდვით დაცემამ ცრუ-მოჩვენებითი გონება დაგვიმკვიდრა , გვაქვს კი იმდენი გულის-ყური რომ ღვთის 1% მაინც შევიტყოთ ??? - იღაცას აქვს, ვიღაცას არა , ვიღაცას მეტი, ვიღაცას ნაკლები ... წმიდა მამებმა საკუთარი მოღვაწეობით მოიხვეჭეს ავტორიტეტი ,  მე მათ ვენდობი სრულად ... 

რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ კითხვას , მასზე რომ სრულად მიიღოთ პასუხი პირადად ჩემი ნააზრევი (თუ იგი რამედ გიღირთ), სუუუულ თავიდან უნდა დავიწყო წერა , სულ სულ თავიდან , - მე არ მეზარება , თქვენ თუ არ მოგბეზრდებათ :) --- აქ მხოლოდ რელიგია არ გამოვა, ცოტა აპოკრიფებიც, ცოტა მითოლოგიაც , ისტორიასაც რათქმაუნდა ვერ გავექცევით, ანთროპოლოგიური კვლევები და ა.შ. - ოღონდ ზალიან ვრცელი ნაშრომი გამოგივათ , - მერე შეიძლება წიგნადაც გამოსცეთ :gigi:

 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
4 minutes წინ, kvipriane said:

ხოლო რაც შეეხება კითხვას : - თუ რატომ არ არის ყველა ის ვისაც ანაფორა აცვია ღვთისათვის სათნო, გინდაც საპატრიარქოს ან თუნდაც მაღალიერარქი იყოს , ან თუნდაც მსოფლიო საპატრიარქოს ყველაზე დიდი იერარქი იყოს, - ეს საკმაოდ გრძელი საკითხია.

ეს კი არა და, - ბევრი ღვთის ხსენებაზეც კი ხითხითებს, იოლად რომ ვთქვათ, - სასაცილოდ არ ყოფნით ღვთის არსებობა , არა თუ მის მიერ სამყაროს შემოქმედება :) 

აქ სწორედ რომ არ გეკამათებით საერთოდაც.

უბრალოდ ბრმადმორწმუნეონას არ ვემხრობი, კითხვები მიჩნდება და ვიღაც გაბრიელს გალობით არ დავსდევ სანამ წინდებს ყიდულობს ან რადგან მამაოა, ღვთაებასავით არ აღვიქვამ და თავად ღმერთთანაც მაქვს კითხვები და პრეტენზიები. ვსაყვედურობ ხოლმე რაღაცებზე. აჰამ:yeah:

არ მეზარება, თან გზაში ვარ, დაწერეთ <3 

ისე თეოლოგო ბრძანდებით? 

და ზოდიაქოთი ვინ ხართ რატომ არ მითხარით? მაინტერესებს, თუ არ გჯერათ თქვენ?

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
3 minutes წინ, კიჭარტი said:

თავად ღმერთთანაც მაქვს კითხვები და პრეტენზიები.

კითხვები ბევრს აქვთ და პასუხებსაც იღებენ, სხვათაშორის წმიდა წერილსი ყველაფერზეა პასუხი 

მაგრამ ოოო, აი პრეტენზიები ... საინტერესოა რა პრეტენზიები გაქვთ ?

6 minutes წინ, კიჭარტი said:

ვსაყვედურობ ხოლმე რაღაცებზე. აჰამ:yeah:

რას საყვედურობთ ? 

 

9 minutes წინ, კიჭარტი said:

ისე თეოლოგო ბრძანდებით? 

არა

9 minutes წინ, კიჭარტი said:

ზოდიაქოთი ვინ ხართ რატომ არ მითხარით? მაინტერესებს, თუ არ გჯერათ თქვენ?

წარმოდგენა არ მაქვს 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
37 minutes წინ, kvipriane said:

კითხვები ბევრს აქვთ და პასუხებსაც იღებენ, სხვათაშორის წმიდა წერილსი ყველაფერზეა პასუხი 

მაგრამ ოოო, აი პრეტენზიები ... საინტერესოა რა პრეტენზიები გაქვთ ?

უსამართლო და გულგრილი რომ არის ხოლმე,ეგ :yeah: 

 

37 minutes წინ, kvipriane said:

წარმოდგენა არ მაქვს 

:spy: დამცინით ხომ?

დაბადების დღე როდის გაქვთ?

 

ისს ქრისტეს სიტყვები წავიკითხე, მაგრამ ფინალი ვერ გავიგე... აარადა მთლად შტერიც არ უნდა ვიყო იდეაში, რავიცი... ვერ მივხვდი მოკლედ და მსგავსი თხრობის სტილი დამღლელია, გეუბნებით ადაპტაციაა საჭირო მეთქი და არ გჯერათ

Edited by კიჭარტი

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
14 minutes წინ, კიჭარტი said:

უსამართლო და გულგრილი რომ არის ხოლმე,ეგ 

ღმერთია უსამართლო და გულგრილი ??? (ეს რაღაც ახალია მგონი)

და რაში გამოიხატება მისი უსამართლობა და გულგრილობა ??? 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი

@kvipriane და არა? ამდენი გაჭირვებული, დამშეული, ნაწამები ადამიანი როა გული როგორ უძლებს რომ უშვებს ამ ყველაფერს? ალბინოსებს კლავენ აფრიკაში, ცოცხლად ატყავებენ, იმიტომ რომ წამალი ჰგონიათ, ბაჩი ბიზები ირანში- პედოფილია, ძალადობები, სერიული მკვლელობები და რავიცი რა აღარ ხდება. რატო არ რეაგირებს და ერევა?

:drug:

ან რაში სჭირდება, რომ ამ ცხოვრებაში ვიტანჯოთ რო მერე სადღაც რაღაც დაგვიფასოს, არ შეიძლება აქ ვინც დააშავებს იქვე მიტეტკვოს და დამეხოს ?

 

 

პ.ს. მართლა როდის გაქვთ დაბადების დღე, არ გეღადავებით, მე მარტში და ვერძი ვარ, თქვენ თევზები მგონიხართ და მაინტერესებს ეგაა თუ არა.:yes: თევზებს აქვთ ძაან კეთილი აურა.

 

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
47 minutes წინ, კიჭარტი said:

და არა? ამდენი გაჭირვებული, დამშეული, ნაწამები ადამიანი როა გული როგორ უძლებს რომ უშვებს ამ ყველაფერს? ალბინოსებს კლავენ აფრიკაში, ცოცხლად ატყავებენ, იმიტომ რომ წამალი ჰგონიათ, ბაჩი ბიზები ირანში- პედოფილია, ძალადობები, სერიული მკვლელობები და რავიცი რა აღარ ხდება. რატო არ რეაგირებს და ერევა?

:drug:

ან რაში სჭირდება, რომ ამ ცხოვრებაში ვიტანჯოთ რო მერე სადღაც რაღაც დაგვიფასოს, არ შეიძლება აქ ვინც დააშავებს იქვე მიტეტკვოს და დამეხოს ?

ამქვეყნიური ცოდვილი სიცოცხლე რომ დიდად ღირებული რამ იყოს, ადამიანებს იგი არ წაერთმეოდათ

 სენიორიტა, ვერსად ნახავთ ადამიანს რომელიც არ კვდება :) თვით , პირველი ეპოსის გმირი გილგამეშიც კი უკვდადებას ეძებდა , მაგრამ ამაოდ

გინახავთ ოქრომჭედელს ცინცხალი ოქრო როგორ გამჰოყავს ? 

ოქროს ათავსებს ყალიბში, დებს ცეცხლში, სადაც მინარევი ნაწილაკები იწვება და რჩება მხოლოდ ხალასი ოქრო ... 

ამიტომ მთავარი ის კი არაა როდის და როგორ კვდები, არამედ რა ხდება ამის შემდეგ 

და კიდევ, ადამიანმა რომ მიადევნოს თვალი მკვლელს , მათი ყოფა ყველაზე საცოდავ ადამიანზე უარესია , იგი აქვე იტანჯება და ხშირ შემთხვევებში იგივე მახვილით კვდება რითიც თავად მოკლა ... ასევეა სხვა დანარჩენ შემთხვევებშიც, - მკვლელობისა თუ ამგვარი დიდი ცოდვისათვის სჯობს აქვე დაისაჯოს შემცოდე ვიდრე იქ , მერწმუნეთ იქ მილიონჯერ უარესია ...

პ.ს. - იმდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავისუფალი ნებით გააკეთოს არჩევანი ადამიანმა რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა საკუთარი შექმნილი არსების დაკარგვის შანსიც კი დაუშვა !!! 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   29 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 29 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(16)
    • YandexBot(1)
    • Googlebot(1)