Jump to content
×
×
  • Create New...

ოჯახის შექმნის მერე


Mulan
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი

რომ აღმოაჩენენ რომ გოგო თურმე დედისერთაა და ბიჭი ერთადერთი ბიჭი ოჯახში რომელსაც დაც ყავს, დედ-მამაც, ბებია ბაბუაც და უზარმაზარი სანათესაო რა მოვლენაა? 

გათხოვება-ცოლის მოყვანა ისე უნდათ რო მაგ დროს ვალდებულებებს რომელიც ოჯახის შექმნას მოყვება ვერ იაზრებენ? 

გოგოს თბილისში უნდა ცხოვრება ბიჭს ქუთაისში, ვერ თანხმდებიან სად გაზრდიან შვილებს და ოპპაა იწყება კონცერტები...

მერე რომ ვამბობ არის თემები რომელიც განსახილველია თქო ბუღალტერი ხარო. არა და მომეშალა ნერვები ამდენი დებილური დრამების შემყურეს და მსმენელს :lynch:

გოგო იმერულ დვიჟენიებს ვერ ეგუება, მეზობელი ნათესავი აღიზიანებს, ბიჭს თბილისური კარჩაკეტილობა და ურბანული გარემო. ჰო და რა ლოგიკით არიან მაშინ ერთად? ტანჯავენ ერთმანეთს და ირგვლივმყოფებსაც  რა პიზდეეციიააა

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

იმის ბრალია რომ დაოჯახებამდე

ერთად არ ცხოვრობენ

არ საუბრობენ ბევრს

არ უზიარებენ მომავლის გეგმებს, პერსპექტივებს

"რაღაც იქნებათი" ცხოვრობენ

მერე გადის 5-10წელი და ხვდებიან რომ

სალაპარაკო არაფერი აქვთ მეორე ნახევართან

9 საათის წინ, Mulan said:

ჰო და რა ლოგიკით არიან მაშინ ერთად?

რამდენი ხნით ეგაა მთავარი

თორემ დღეს ,,უყვართ ერთმანეთი"

და თმობენ მეობას,

სანამ ამოასხავთ

Share on other sites

  • ფორუმელი

ხალხი იმაზე უფრო უჭკუაო ვიდრე გგონია

ეხლა მაგ კითხვებს ხომ სვამ. თითქოს ელემენტარულია ხომ? ერთი შეხედვით მაგაზე როგორ არ უნდა ქონდეს ნაფიქრი წყვილს. მაგრამ არ ექნებათ დამიჯერე. მაგის მეათედიც არ ექნებათ ნაფიქრი. ინერციით მიდიან რა.

 

6 minutes წინ, Vermillion said:

იმის ბრალია რომ დაოჯახებამდე

ერთად არ ცხოვრობენ

ეს არგუმენტი მთლად ვალიდური არაა.

იმ ქვეყნებში, სადაც მაგის პრაქტიკა არსებობს და წყვილი დიდი ხანი ცხოვრობს ერთად ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე, უკეთესი სტატისტიკა ნამდვილად არაა. თუ უარესად არ არის საქმე.

საქართველოში განქორწინების რეიტინგი სადღაც 50 პროცენტს ურტყამს. ევროპაში და აშშ-ში უარესი სიტუაციაა, თუმცა იქ ერთად ცხოვრების პრაქტიკა ჩვეულებრივი ამბავია

This guy doesn't just wanna win you know, he wants to bury ya, he wants to humiliate ya, he wants to prove to the whole world that you was nothin but some kind of freak the first time out. He said you were a one time lucky bum! Well now I don't wanna get mad in a biblical place like this. But I think you're a hell of a lot more than that kid! 
Share on other sites

  • ფორუმელი
9 საათის წინ, Mulan said:

ვალდებულებებს რომელიც ოჯახის შექმნას მოყვება ვერ იაზრებენ? 

კონტექსტი იშლება ნელნელა დროსთან ერთად.

როგორც იმ მაიმუნებიან ექსპერიმენტში. ნელნელა რომ შეცვალეს ყველა ის მაიმუნი რომელმაც ტრადიციის დაწყების პრაქტიკული მიზეზი იცოდა.

დღეს ბევრმა არ იცის რისთვის არის მაგალითად ქელეხი. უფრო სწორად სხვანაირად აღიქვამენ. რაღაც უფრო ამაღლებული ჰგონიათ ბუნდოვნად ვიდრე რეალურად არის. თავის დროზე უბრალოდ ადამიანს 2 დღე ჭირდებოდა დაკრძალვაზე მისასვლელად და მასპინძელს საჭმელი უნდა ეჭმია ყველასთვის.

ქორწინების ინსტიტუტიც ეგრე.მარტივი, პრაგმატული და ბანალური მიზეზები ჰქონდა. ეგ დაავიწყდა ყველას. დღეს რაღაც აბსტრაქტული წარმოდგენა აქვთ რომ სიყვარულს ჭირდება ეკლესიის, სახელმწიფოს და მეზობლების თანხმობა "გასაპრავებლად".

ის სამი მაიმუნი ვართ უბრალოდ.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Damnoc said:

ის სამი მაიმუნი ვართ უბრალოდ.

ეგრეა ხო მარა ფაქტია აქაც ამოვყავით თავი და ჰა

:wtf:

1 საათის წინ, Vermillion said:

"რაღაც იქნებათი" ცხოვრობენ

 

ეს მკლავს :lol:

 

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
On 12/14/2021 at 4:56 PM, ბაყბაყდევი said:

ევროპაში და აშშ-ში უარესი სიტუაციაა

:wtf: რაზე დაყრდნობით?

არ მგონია დიდად განსხვავდებოდეს

უფრო სიტუაცია შეიცვალა მთელ მსოფლიოში

საოჯახო ღირებულებების გადაფასება მიდის, რაღაც ბარიერები მოიხსნა

მთელი ცხოვრების გატარება ერთ ადამიანთან მაშინ

როცა უამრავ ახალგაზრდა, ლამაზ და სასურველ არსებასთან შეგიძლია იყო, აღარ ჩანს მიმზიდველად

"აქ და ახლა" ცხოვრება გვინდა, მეტის გამოცდა, დაგემოვნება

თან ისე რომ სხვადასხვა ასაკის კრიზისებმა არ შეგვაწუხოს

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Vermillion said:

აქ და ახლა" ცხოვრება გვინდა, მეტის გამოცდა, დაგემოვნება

ეგ ეტაპიც დროებითია. არაფერია მარადიული. დგება მომენტი როცა წყვეტ ნადირობას. იკიდებ. მშვიდი წყნარი ბედნიერად უდრტვინელი ცხოვრება გჭირდება რომელშიც ყველაფერი გაქვს და არაფრის შეცვლა არ გინდა. ასეთ დროს ნაყოფიერების უმაღლეს მწვერვალებზე დგახარ სავარაუდოდ...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი
12 საათის წინ, Mulan said:

მშვიდი წყნარი ბედნიერად უდრტვინელი ცხოვრება გჭირდება რომელშიც ყველაფერი გაქვს და არაფრის შეცვლა არ გინდა.

კი, მაგრამ რამდენი ხნით?

ვერ წარმომიდგენია, ათი წელი, ერთ ადამიანთან მშვიდად ცხოვრება არ მომწყინდეს;(

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   197 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 196 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Facebookexternalhit(2)
    • Chrome(10)
    • ASIA
    • YandexBot(23)
    • Googlebot(2)