Jump to content
×
×
  • Create New...

თვისება


Recommended Posts

  • ფორუმელი

ვერ ვხვდები რომელი განყი იქნებოდა ყველაზე უპრიანი ამ კითხვის დასასმელად, მაგრამ ეს განყი მომწონს და აქ ვიკითხავ:

რომელია ის ძირითადი საყრდენი თვისება (1 ან 2) რომელიც რომ გამოგაცალონ, თქვენ თქვენ აღარ იქნებით?

:wtf:

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
8 საათის წინ, კიჭარტი said:

რომელია ის ძირითადი საყრდენი თვისება (1 ან 2) რომელიც რომ გამოგაცალონ, თქვენ თქვენ აღარ იქნებით?

 

ცნობისმოყვარეობა, დიიიდი ცნობისმოყვარეობა

რაციონალურობის და ემოციურობის სტრანნი ბალანსი მაქვს

ექსცენტრიულობა

მეტყველება

კომუნიკაციის სპეციფიკა რაც ძნ ჩემი მაქვს

 

Edited by Mulan

 

 

Share on other sites

რატომ არ ყვებიან, როგორც წესი, ადამიანები საკუთარ თავზე, ქვეყანაზე კარგს და ცუდის თქმა რატომ უადვილდებათ?

Share on other sites

  • ფორუმელი

@Bzzbzz რომელი უფრო მძლავრი ტენდენციაა ჩვენში სიამოვნების თუ შიშის? სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირდაპირ გადაჩენაზე მიბმული რომელია?

ზუსტად არ ვიცი მარა

მგონი მნიშვნელოვანი შიშის უფროა თუ ეს ასეა მაშინ ყველაფერი გასაგებია...

 

 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Bzzbzz იმიტომ რომ მასე გვზრდიან/დნენ, რომ ტეხავდა საკუთარ თავზე საუბარი. ახლა პირიქით. ბრენდინგი is our all. სოც ქსელებმა კარგად მოხოდა ეგ თემა, უბრალოდ ბევრი სიყალბე მოჰყვა შლეიფად.

გვინდა სხვამ შეგვაქოს, რომ მერე ვთქვათ უი უი არა რას იძახიიი, არადა გულში გვიხარია და დაჟე გვინდა რომ გვითხრან...

===

თემას რაც შეეხება:

ბავშვურობა

რეფლექსია

ტაქტის შეგრძნება

პარადოქსულობა :ugh:

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

  • ფორუმელი

@Bzzbzz რამე უცხოს ქება ან ლანძღვა ადვილია

დღეს ბევრი ინფლუენსერია, რევიუებს წერს ან ვლოგს აწარმოებს.

სხვისი კრიტიკა/გაფარჩაკებით ან ქებით კარიერასაც აიწყობ))

მაგრამ საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება რთულია

რასაც ვუყურებ

საკუთარ თავზე მასობრივად ორი ტიპის კატეგორია საუბრობს:

1-მუდამ რომ იქებენ თავს- როგორი ლამაზი/ნიჭიერი/ჭკვიანი და განსხვავებული ადამიანიები არიან.

2-მუდამ რომ წუწუნებენ- როგორ არ გაუმართლათ რაღაცაში/ვერ ააწყვეს ცხოვრება.

ჩემთვის ორივე ენერგოვამპირია. მღლიან და დიდხანს ვერ ვუძლებ.

კიდევ მესამე კატეგორიაა, უფრო შეზღუდულ რაოდენობაში,

ვინც თავის რეფლექსიებზე ჰყვება

ისე რომ საკუთარ თავს არც ზედმეტად აქებენ და არც ათახსირებენ.

ეს ხალხი მევასება ყველაზე მეტად.

Share on other sites

  • ფორუმელი
On 1/6/2022 at 9:21 PM, კიჭარტი said:

მასე გვზრდიან/დნენ, რომ ტეხავდა საკუთარ თავზე საუბარი

ესე იგი კარგი უნდოდათ ჩვენთვის. :) 

"ყოველი თვითშემეცნება, რასაც გაჩუმების ძალა არ შესწევს, სულ უფრო აკნინებს ადამიანს. ვისაც გაჩუმება არ შეუძლია, მას სურს, თვითშემეცნების გამო განადიდონ, ოღონდ, რასაც გაჩუმება არ შეუძლია, ის თვითშემეცნებაც აღარ არის და მაშინ ადამიანი უკარება და ეჭვიანი ხდება. თან უნდა, სხვებმა აღიარონ და აი, მაშინ კი მით უფრო სასაცილოა და პატივმოყვარე, რაც უფრო ნაკლებად აქვს თავი შეცნობილი. აი, რა არის მთავარი: არავისთან არც ერთი სიტყვა!"

მაქს ფრიში, "ვიქნები თუნდაც განტენბაინი". :) 

Share on other sites

  • ფორუმელი

@Alfred Albion ვადაგასული არ გეჩვენებათ ეგ მიდგომები, ალფიკო? კარგი კი არ უნდოდათ, საზოგადოებისთვის კომფორტულ პიროვნებებად გვზრდიდნენ. ნებისმიერი რამ კოლექტიური სარგებლისკენ იყო მიმართული და ახლა ჰედონიზმია წინა პლანზე. ამიტომ ცოტა თანამედროვე კონტექსტიდან ხომ არაა ამოვარდნილი თქვენი ფრაზა?  თორემ მე კი ვარ ისედაც თავმდაბალი პიროვნება :lol:

 

კაი გამახსენეთ ჰომო ფაბერი რომ მაქვს წასაკითხი

მერი ქრისმეს ია fილthი ენიმალს :shampan:

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share