Jump to content
×
×
  • Create New...

რატომ დუმს ამერიკა?


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
54 minutes წინ, Eric said:

ევროპა არ ფლობდა

ენი, ტოტალი,  rwe აბა ვინ არიან და რას ფლობენ სენიორ? და რატომ ყიდულობენ დღეს ნავთობის საბადოებს შელისგან და ბიპისგან?

54 minutes წინ, Eric said:

ესეიგი თქვენი ლოგიკით გამოდის რომ საუდის არაბეთი ძალიან დიდ ხეირშია მწვანე ენერგიაზე სამყაროს გადასვლით? ))

არ არის რა თქმა უნდა, ოღონდ იგივე ლოთებისგან განსხვავებით პატარაა და ბევრი ფული აქვს. ამიტომაც დაიწყო როგორც არაბეთში ასევე მის გარეთ განახლებადში ინვესტირება. საგულისხმოა რომ პროექტების უდიდესი ნაწილი სადაც ინვესტირება ხდება ანგლოსაქსურია :დ

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Eric said:

მარა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანა სტრატეგიულ ნედლეულს ფლობს თუ იმპორტირებას ახდენს.

სენიორ, სტრატეგიული თვალსაზრისითაც არათუ მკვეთრად არ იცვლება ვითარება უკეთესობისკენ, არამედ რიგ შემთხვევებში უარესდება კიდეც.
თუკი ადრე გაზი და ნავთობი უნდა ეზიდათ ნორვეგიიდან ან ლიბია-ალჟირი-სირიადან, ანუ, როგორც მესიე ფრიმენმა შენიშნა, ფრანგების უკანა ეზოდან, ახლა სხვა რაღაცების ზიდვა მოუწევთ უფრო შორიდან (მაგალითად ლითიუმისა). :)

Share on other sites

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Seth said:

საგულისხმოა რომ პროექტების უდიდესი ნაწილი სადაც ინვესტირება ხდება ანგლოსაქსურია :დ

დიახ. 
მაგალითად:
https://www.theguardian.com/business/2021/nov/01/rolls-royce-qatar-invest-billions-uk-green-engineering-startups-net-zero

Share on other sites

Posted (შესწორებული)
17 minutes წინ, Alfred Albion said:

სენიორ, სტრატეგიული თვალსაზრისითაც არათუ მკვეთრად არ იცვლება ვითარება უკეთესობისკენ, არამედ რიგ შემთხვევებში უარესდება კიდეც.
თუკი ადრე გაზი და ნავთობი უნდა ეზიდათ ნორვეგიიდან ან ლიბია-ალჟირი-სირიადან, ანუ, როგორც მესიე ფრიმენმა შენიშნა, ფრანგების უკანა ეზოდან, ახლა სხვა რაღაცების ზიდვა მოუწევთ უფრო შორიდან (მაგალითად ლითიუმისა)

 

ესეიგი მაგალითად იაპონია რომელიც არ ფლობდა ნავთობს და გაზს და ნორვეგია რომელიც ორივეს ფლობს

ესეიგი მწვანე ენერგიაზე გადასვლა ორივესთვის ერთია, იმის მიუხედავად რომ ნორვეგია ვეღარ მიიღებს იმ დიდ შემოსავალს რასაც აქამდე იღებდა?

გაქვს რაღაც რასაც ყიდიდი და მოგებას ნახულობდი მაგალითად ნორვეგია და ვეღარ ყიდი

და არ გაქვს რაღაც რის იმპორტსაც ახოციელებდი და აღარ ახორციელებ

ეს ერთი და იგივეა ხო?

კეთილი ხო შეიძლება რაღაც არასწორედ მესმოდეს

ნუ ლითიუმი მაინც რა შუაშია ვერ გავიგე მარა არაუშავს )))

 

მოკლედ გავიგე სენიორ ))

 

პ,ს

 

გურჯისტანული ბაიათი მოუხდებოდა ეხლა ამას

 

"რა გქონია რა გექნებაააააა  რასაც ქარი წაიღეეებს " დუდუკის და ზურნის ფონზე

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

საქსების შემთხვევაში სწორია რასაც აქ ვწერთ, ამავდროულად იანკების შემთხვევაში სხვანაირადაა საქმე. მწვანე რელიგიის თეორიის შემოტანამ სერიოზულად დაამძიმა შიდა ამერიკული ვითარება. ეს შესაძლებელია მათ შორის ამიტომაც ყოფილიყო შემოტანილი ასპარეზზე. 

შიდა ამერიკული ვითარების დამძიმება სხვა ორივე აქტორს აწყობს რა თქმა უნდა, მაგრამ ამ "აწყობში" განსხვავებაა იმჰო. კერძოდ, საქსებს აწყობდათ პატარა დოზით დამძიმება (და ამ დროს მათთვის სტრატეგიული კონსულტანტობა :დ) ბებრებს დიდი დოზით დამძიმება, რათა თავისუფლება მოიპოვონ :დ

 

Edited by Seth
Share on other sites

2 minutes წინ, Seth said:

შიდა ამერიკული ვითარების დამძიმება სხვა ორივე აქტორს აწყობს რა თქმა უნდა, მაგრამ ამ "აწყობში" განსხვავებაა იმჰო. კერძოდ, საქსებს აწყობდათ პატარა დოზით დამძიმება (და ამ დროს მათთვის სტრატეგიული კონსულტანტობა :დ) ბებრებს დიდი დოზით დამძიმება, რათა თავისუფლება მოიპოვონ :დ

აშკარად დოზა მოუვიდათ მეტი სენიორ

 

ბავშვობაში ერთი მეზობელი გყვავდა, ამბობდნენ ბუღალტერი იყო კომუნისტების დროს, რაღაც საქმეზე დახვრეტაზე მიდიოდა და რაღაცა სმესი დაალევინესო და აიწია ჭკუიდან, ეხლა ციხეზე იმ სმესს ვინ შეატანინებდა და ალბათ კომპანიონებმა (როგორც ყოველთვის :)))  ) მიაწოდეს განსხვავებულით

არაფერს აშავებდა სენიორ გარდა იმის რო დადიოდა და ყველას ეკითხებოდა შენც ცუდად ხარო? ბევრს ვიფურთხებიო

Share on other sites

  • ფორუმელი
8 minutes წინ, Eric said:

ნუ ლითიუმი მაინც რა შუაშია ვერ გავიგე მარა არაუშავს )))

იმ შუაშია პატივცემულო, რომ შიგა წვის ძრავები იკრძალება და ავტოინდუსტრია ელექტრომობილების წარმოებაზე გადადის, ამ უკანასკნელისთვის კი ლითიუმის ბატარეებია საჭირო. ბატარეები ასევე საჭიროა არასტაბილური ქარისა და მზის ენერგიის ეფექტური ათვისებისთვისაც.

ლითიუმის გარდა კიდევ უამრავი წიაღისეული ჭირდება ახალ "მწვანე" ეკონომიკას.

Share on other sites

  • ფორუმელი
7 minutes წინ, Eric said:

ესეიგი მაგალითად იაპონია რომელიც არ ფლობდა ნავთობს და გაზს და ნორვეგია რომელიც ორივეს ფლობს

ესეიგი მწვანე ენერგიაზე გადასვლა ორივესთვის ერთია, იმის მიუხედავად რომ ნორვეგია ვეღარ მიიღებს იმ დიდ შემოსავალს რასაც აქამდე იღებდა?

გაქვს რაღაც რასაც ყიდიდი და მოგებას ნახულობდი მაგალითად ნორვეგია და ვეღარ ყიდი

და არ გაქვს რაღაც რის იმპორტსაც ახოციელებდი და აღარ ახორციელებ

ეს ერთი და იგივეა ხო?

პატივცემულო,

საკითხი ასე არ დგას.

ის დგას შემდეგნაირად - ევროპაში (მათ შორის ბრიტანეთში) არსებული ნავთობის მარაგებმა დიდი ხანია გაიარა მოპოვების პიკი და მიექანება დაღმავალი ტრაექტორიით (განსხვავებული სიტუაციაა ამ მხრივ იანკებთან). ამის გამო ევროპის გარეთ არსებული ნავთობის მარაგები ეკონომიკურთან ერთად იძენს გაათმაგებულ პოლიტიკურ წონას. ამ წონის გათვალისწინებით, ის კიდევ უფრო ძვირი ღირს ვიდრე დღეს იხდიან, და მომავალში კიდევ უფრო გაძვირდება.

ის ფაქტი რომ ნორვეგიას დღეს ნავთობი აქვს და იაპონიას არ აქვს, სრულად ნიველირდება 20-50 წლიანი რისკ ესესმენნთის მიხედვით. ერთადერთი უპირატესობა რაც დღეს ნორვეგიას სხვასთან შედარებით აქვს არის ის რომ ა) აქვს ფული (მათ შორის ნავთობის ფული), რომლითაც აფინინსებს განახლებად ენერგიების პროექტებს და ბ) დგას მწვანე რელიგიის ავანგარდში (შეხედეთ იმავე ნორვეგიას და დანიას მაგალითისთვის).

გარდა იმისა რაც ზემოთ ვთქვით (მარაგების შემცირება), ეს ცვლილება პლანეტის დონეზე დასავლეთს (ამ შემთხვევაში ერთად 3-ვეს) დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, აძლევს ზუსტად იმავე უპირატესობას რაც მას ჰქონდა როდესაც ნავთობი აღმოაჩინეს თავის დროზე ანუ უპირობო დომინაციის ახალ ბერკეტს კიდევ დიდი ხნით. მარტივად რომ ავხსნათ - იმის მაგივრად რომ ვიღაც ველურების პოლიტიკური წონა თვალოს და გრანდსტრატეგიები ალაგოს ისეთ ტიპებთან როგორიცაა მაგალითად აიათოლა, იქნება პირიქით, ის რაც აქვს აიათოლას ბევრი, უბრალოდ აღარ დასჭირდება :დ მთავარი რაც ამ მიზნის მისაღწევად სჭირდება კოლექტიურ დასავლეთს არის იგივე რაც იყო ნავთობის ზეობის ხანაში. ეს არის ტექნოლოგიები. ზუსტად ამიტომ იდება მილიარდობით დოლარი R&D-ში, ვისაც ექნება ტექნოლოგიები იმას ექნება უფრო მეტი შანსი იყოს ონ თოფ.

ეს ზევით ეხებოდა მთლიანად დასავლურ ცივილიზაციას (ანუ 3-ვე ძირირთად მოთამაშეს ერთად), მაგრამ ეს ყველაფერი სულ არ გამორიცხავს იმას რომ ამავე პროცესის შიგნით ეს სამნი ერთამენთს არ დაჭამენ პროცესის შიგნით პირველობისთვის. რასაც დღეს ვადევნებთ თვალს.

იმჰო.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share