Jump to content
×
×
  • Create New...

პორწიალის თემა პოლიტიკაში


Recommended Posts

  • ფორუმელი
4 საათის წინ, Mulan said:

ასე გავს ეს პროცესები იმ პროცესებს? 

არამხოლოდ იმას სენიორა :  (ბიზანტიის ნაცვლად რუსეთს თუ ჩასვავ აქაც იგივე გამოვა)

 

მეფე გიორგი I - ის სიტყვა სიკვდილის წინ ("დიდოსტატის მარჯვენა")

"-ამ სახლში ხომ არავინაა შენს მეტი, პიპა?

- არავინაა, მეფევ ბატონო.

- კარგია, პიპა, შენს მეტი რომ არავინ დაესწრო ჩემს სიკვდილს.

- რა დროს სიკვდილია, რასა ბრძანებთ, მეფევ ბატონო?!

- არა, ჩემი დღენი დათვლილია უკვე. მიწია გველისფერი წმიდა გიორგის რისხვამ, მე მივდივარ ამ სოფლიდან, პიპა. უამბე ჩემი ნათხრობი ვინც მომიკითხოს, ყველას. ბაგრატ უფლისწულსა და უკანასკნელ მეხამლესაც უამბე, პიპა.

მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად. როგორც მეფეს. ისე როგორც კაცს. თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი, ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარას ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია, პიპა.

ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავის, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი, თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი სარკინოზებს.

როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას.

ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე.

თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშრებსა და მსტოვარებს.

სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები "აფხაზს" მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - "ქართლელების მსტოვარს" მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს.

დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა.

მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს. ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს.

ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუექნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი.

ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს "უცხოს" უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს "ბერძნულს", ხოლო საუკეთესო ცერცვსაც "ბერძნულს" .

სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.

მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა.

ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დაგკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები".

მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული, უცნაურად დაემანჭა სახე. ისევ გადაედო მკვდრისფერი, მერმე გაახილა თვალი და ეუბნება უშიშარაისძეს:

- ახლა ადექი, პიპა, მღვდელთაგანი მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ეპისკოპოსები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა.

 

 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

ხელისუფლება რომელიც არ არის ხელისუფლება. ოპოზიცია რომელიც ვერ არის ოპოზიცია. ხალხი, რომლის დიდი ნაწილიც მორალური და ეკონომიკური დეგრადაციის ახალ და ახალ ლეველებზე ადის :(

 

დიდი ალბათობით დღევანდელის მსგავსი სიტუაცია იყო გიორგი ბრწყინვალიდან და ლოთების მიერ საქართველოს ანექსიამდე. დიდი ალბათობით იგივე სიტუაცია იქნებოდა მე-20  საუკუნის დასაწყისშიც.

 ვერ დაგეთანხმებით ბატონო @kviprianeარ ჰგავს ეს 90-იანებს. მაშინ 2-ვე მხარეს რაღაც იდეა იყო. მაშინ ქურდი/ყაჩაღი/პროფესორი ნახევარი მაგაზინით ეშერა-ს ტალახში იწვა. დღეს? იმ ქურდის ნახევარსაც კი ვერ სწვდება ვერცერთი :( ეს დეგრადაციაც კი აღარაა სენიორ.

 @Eric დიახ, პოლიტ ელიტა და არც არანაირი ელიტა უბრალოდ აღარ არსებობს.  ისევე როგორც 1921 -1930 წწ. 9 წელი იყო მაშინაც :)

Edited by Seth
Share on other sites

15 minutes წინ, Seth said:

დიახ, პოლიტ ელიტა და არც არანაირი ელიტა უბრალოდ აღარ არსებობს. 

ვაჭრები სენიორ. ჩარჩები.

 

თქვენთან ბოდიში და როგორც ჩრდილოეთში იტყვიან ხოლმე, ნუ ი ხ.. სნიმ, ვერანაირ კონფიგურაციაში კარგად ვერ დაამთავრებენ, ვერ ისინი ვერც ესენი.

 

მიშკუ ჟალკო.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Eric said:

ვაჭრები

:nope:

1 minute წინ, Eric said:

ჩარჩები

:yeah:

1 minute წინ, Eric said:

ნუ ი ხ.. სნიმ, ვერანაირ კონფიგურაციაში კარგად ვერ დაამთავრებენ

რა თქმა უნდა სენიორ. 99%-ით უბრალოდ გამორიცხულია. მაგრამ ხომ კარგად ვიცით ესეთი ბანძები რომ ცუდად ამთავრებენ, მერე ქვეყანა როგორ ამთავრებს ხოლმე? :) 

ეხლა ვუსმენდი გაჩეჩილს... :facepalm: დიდი ალბათობით ძალიან სერიოზული განხეთქილება უნდა იყოს ბანძებში.

4 minutes წინ, Eric said:

მიშკუ ჟალკო.

გიჟის მხრიდან მე პირადად ამდენს არ მოველოდი. დასაფასებელია. ამასთანავე, კიდევ ერთადერთი ვინც დასაფასებელია მთელს ამ ვაკხანალიაში არის ელენე.

Share on other sites

ონლაინ, Seth said:

მერე ქვეყანა როგორ ამთავრებს ხოლმე?

ეს საკითხი აღარაა აქტუალური როგორც ვხედავთ სენიორ. უკვე კატასტროფაში ვართ. შიგნით.

ვის რაში ჭირდება ეს ბიუჯეტნიკების და ჩარჩების რაღაც გაურკვეველი პოლიტსუბიექტი?

არავის სენიორ.

3 minutes წინ, Seth said:

დიდი ალბათობით ძალიან სერიოზული განხეთქილება უნდა იყოს ბანძებში.

)) რა აზრი?

დეგენერატიზმს იმდენად სცდებიან ყველა მაჩვენებლით რომ მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა არანაირი )))

განხეთქილება ჭკვიან ხალხშია საინტერესო.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 minute წინ, Eric said:

ეს საკითხი აღარაა აქტუალური როგორც ვხედავთ სენიორ. უკვე კატასტროფაში ვართ. შიგნით.

ვის რაში ჭირდება ეს ბიუჯეტნიკების და ჩარჩების რაღაც გაურკვეველი პოლიტსუბიექტი?

არავის სენიორ.

)) რა აზრი?

დეგენერატიზმს იმდენად სცდებიან ყველა მაჩვენებლით რომ მაგასაც არ აქვს მნიშვნელობა არანაირი )))

განხეთქილება ჭკვიან ხალხშია საინტერესო.

მართალი ხართ. 

მე უბრალოდ იქიდან გამოვდივარ რომ ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს. სამწუხაროდ.

Share on other sites

Posted (შესწორებული)
4 minutes წინ, Seth said:

მე უბრალოდ იქიდან გამოვდივარ რომ ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს. სამწუხაროდ.

მე პირადად ესღა მაინტერესებს.

ვინ გადააფორმატებს ჩვენს წილხვედრად წოდებულს. და რა ფორმებით კი არადა და რა ნაწილებად.

ერთი იქნება თუ ორი.

Edited by Eric
Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, Eric said:

მე პირადად ესღა მაინტერესებს.

ვინ გადააფორმატებს ჩვენს გაურკვეველ პოლიტიკურ სუბიექტს წილხვედრად წოდებულს. და რა ფორმებით კი არადა და რა ნაწილებად.

ერთი იქნება თუ ორი.

:) 

იმჰო, ეს კინო ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ზუსტად 100 წლის წინ

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   360 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 359 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • t-90
    • Chrome(10)
    • YandexBot(2)
    • Googlebot(1)