Jump to content
×
×
  • Create New...

ქუთაისში სამი ქუჩის რეაბილიტაციისთვის 7 მილიონი უკვე დახარჯეს


 Share

Recommended Posts

  • ფორუმელი
ქუთაისში სამი ქუჩის რეაბილიტაციისთვის 7 მილიონი უკვე დახარჯეს admin Tue, 10/26/2021 - 19:58

კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე ქუთაისის მერიამ შპს გზამშენი XXI-სთან 1.2 მილიონ ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, სამუშაოები კი 2021 წლის ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ არ დასრულებულა;

აგრეთვე ქუთაისში, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შპს ბლექ სი გრუპს თითქმის 7 მილიონ ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა და სამუშაოების დასრულების ვადა 4-ჯერ გადაუწია, თუმცა რეაბილიტაცია ისევ არ დასრულებულა.

იგივე გამეორდა აღმაშენებლის გამზირის შემთხვევაშიც, რომლის რეაბილიტაცია 2021 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო და ამისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სს “აკკორდი ჯორჯიას” 7 მილიონ ლარზე მეტი გადაუხადა, თუმცა ვალდებულება არ შესრულდა, ხელშეკრულება გაწყდა და გამზირის რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა.

შპს გზამშენი XXI-ის ერთ-ერთი მეწილე ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი და ქუთაისის ტორპედოს მოქმედი დირექტორია, შპს “ბლექ სი გრუპის” ერთ-ერთი მეწილე კი დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია, ხოლო ამ კომპანიის დირექტორის ოჯახის წევრებმა ქართულ ოცნებას ჯამში 100,000 ლარი შესწირეს,

უკვე თვეებია ქუთაისის მოსახლეობას უსასრულოდ გადათხრილი ქუჩები დიდ დისკომორტს უქმნის და ქალაქში გადაადგილებას მნიშვნელოვნად ართულებს. რეაბილიტაციის ვადაგადაცილებულ და დაუსრულებულ ქუჩებს მიეკუთვნება ფოთის, აღმაშენებლის და წერეთლის ქუჩები. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციას ქუთაისის მერია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებენ.

ფოთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი ქუთაისის მერიამ 2021 წლის იანვარში გამოაცხადა. ტენდერში გაიმარჯვა შპს გზამშენი XXI-მა, რომელთანაც 1,220,000-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა და სამუშოების დასრულების ვადად 2021 წლის 22 ივნისი განისაზღვრა. ამის შემდეგ ხელშეკრულებაში ცვლილება სამჯერ შევიდა, რის შედეგადაც სამუშაოების დასრულების ვადამ ჯერ 22 აგვისტომდე, შემდეგ 10 ოქტომბრამდე, ხოლო ბოლოს 29 ოქტომბრამდე გადაიწია.

აღსანიშნავია, რომ შპს გზამშენი XXI-მა აღნიშნული ტენდერი კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოიგო. ამ კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელი კი თეიმურად ჩეჩელაშვილია, რომელიც 2017-19 წლებში ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი იყო, ხოლო 2019 წლიდან დღემდე ქუთაისის ტორპედოს ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.

წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2020 წლის ივლისში გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც კომპანია “ბლექ სი გრუპმა” გაიმარჯვა და მასთან 2020 წლის 14 აგვისტოს 6,940,484 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა. სამუშაოები 7 თვეში, ე.ი 2021 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო. თუმცა სამუშაოების დასრულების ვადამ 4-ჯერ გადაიწია. კომპანიას ის ჯერ 2021 წლის 30 ივნისს უნდა დაესრულებინა, შემდგომ 30 აგვისტოს, მესამე ცვლილების თანახმად 2021 წლის 15 ოქტომბერს, ხოლო უკანასკნელი ცვლილების თანახმად 2021 წლის 30 ნოემბრამდე განისაზღვრა სამუშაოების დასრულების ვადა.

რაც შეეხება “ბლექ სი გრუპს”, კომპანიამ 2011-2020 წლებში 489,994,921 ლარი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აქედან 84,310,547 ლარი ტენდერის გვერდის ავლით, პირდაპირი შესყიდვების გზით; 2015-2018 წლებში კომპანიის შემოსავლების 80%-მდე მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული თანხა იყო.

კომპანია ბლექ სი გრუპის დამფუძნებლები არიან ამირან მამუჭაძე და გიორგი კალანდაძე. ამირან მამუჭაძე არის ასევე ამ კომპანიის დირექტორი. ხოლო კომპანიის წილის მფლობელები არიან შპს ბლექ სი როუდი და გიორგი კალანდაძე. გიორგი კალანდაძე დეპუტატ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია. გიორგი კალანდაძე კომპანია “შპს ძველი დედაქალაქის” 90%-იანი წილის მფლობელია, ბექა ოდიშარია კი 10%-ის. დეპუტატი ბექა ოდიშარია ქართული ოცნების შემომწირველია, მას ჯამში 100,000 ლარი აქვს შეწირული მმართველი პარტიისთვის.

რაც შეეხება, კომპანია ბლექ სი გრუპის დირექტორს, ამირან მამაუჭაძეს, ის ირიბად არის დაკავშირებული პარტია ქართულ ოცნებასთან. ამირან მამუჭაძის ოჯახის წევრები (ძმა და მამა) მმართველი პატიის შემომწირველები არიან. ამირან მამუჭაძის ძმა ნუგზარ მამუჭაძე კომპანია ბლექს სი გრუპის 75% წილის მფლობელი ბლექ სი როუდის ყოფილი პარტნიორია. მან 2016 წლის 26 დეკემბერს 50,000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას. ქართული ოცნების შემომწირველია ასევე გურამ მამუჭაძეც, ამირან და ნუგზარ მამუჭაძეების მამა. გურამ მამუჭაძემ უკვე ერთი დღის შემდეგ, 2016 წლის 27 დეკემბერს 50,000 ლარი შეწირა მმართველ პარტიას. ამირან მამუჭაძის ოჯახის წევრებმა ჯამში 100,000 ლარი შეწირეს პარტია ქართულ ოცნებას.

აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციი

სთვის გამოცხადებულ ტენდერში სს “აკკორდი ჯორჯიამ” გაიმარჯვა და 2020 წლის 14 სექტემბერს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მასთან 7,373,275-ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა, სამუშაოების დასრულების ვადად კი 7 თვე განისაზღვრა, ე.ი 2021 წლის მარტი. თუმცა კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა და მასთან ხელშეკრულება შეწყდა, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია კი ისევ არ დასრულებულა.

წყარო:

წერეთლის ქუჩა NAT200009623

ფოთის ქუჩის ტენდერი NAT210000079

აღმაშენებლის გამზირი NAT200010123

http://www.sadplan.ge/.../blek-si-grupma-biujetidan-490... - ბლექ სი გრუპი

https://declaration.gov.ge/ - თეიმურაზ ჩეჩელაშვილი

212709498 - შპს გზამშენი XXI

Language Georgian
http://www.sadplan.ge/sites/default/files/2021-10/248920514_3076292069312889_2390410899142765280_n.jpegოქტომბერი 2021იმერეთი 2021 Author დავით მჟავანაძე

 

 
Share on other sites

  • ფორუმელი

 

დაკუნთული ყოფილი მყავს © Mulan
ტოჩინოშინს აქვს მსხვილი ფეხები © საწყალი ოსვალდო რიოსი

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
15 საათის წინ, Moor said:

გიორგი კალანდაძე

ჰაჰ, პატივცემული კვლავ ცხენზეა ხომ? პრინციპში არცაა გასაკვირი:seth:

აი ეს პატივცემული გახლავთ რეალური ემირატი სენიორებო. არც რობიკო რეჟისორი, არც კეწი და არც ვიღაც - ვიღაცეები.

ვინც გამოიცნობს რა კავშირი აქვს საქართველოს სკაუტთა მოძრაობას ქუთაისის გზების რეაბილიტაციასთან და ამავდროულად ამ ორივეს კავკასიურ დიპლომატიასთან მგფ-ის გავლით დაჯილდოვდება პრიზით!

 

:დ 

 

 

Edited by Seth
Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Seth said:

პატივცემული კვლავ ცხენზეა

ტუსაღის დროს "შტრაფნიკებში" იყო მილორდ ... ახლა ცხენზე იქნება , აბა !!!

პეკინის გამზირი !!!

ტენდერის მიხედვით 388 574 ლარია გამოყოფილი ამ სამუშაოების შესასრულებლად. ტენდერში მარტო ერთი პრეტენდენტი მონაწილეობს, ესაა კომპანია “ბლექ სი გრუპი”, რომლის მფლობელები გიორგი კალანდაძე და ამირან მამუჭაძე არიან. გიორგი კალანდაძე პარლამენტარ ბექა ოდიშარიას ბიზნესპარტნიორია. ოდიშარია შპს “ძველი დედაქალაქის” 10%-იან წილს ფლობს, ხოლო კალანდაძე – 90%-ს.

კომპანია “ბლექ სი გრუპმა” 386 000 ლარი შესთავაზა აღნიშნული სამუშაოების ფასად, რაც 2 574 ლარით ნაკლებია  :gigi:  მერიის მიერ გათვალისწინებულ თანხაზე. 

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
7 საათის წინ, Seth said:

ვინც გამოიცნობს რა კავშირი აქვს საქართველოს სკაუტთა მოძრაობას ქუთაისის გზების რეაბილიტაციასთან და ამავდროულად ამ ორივეს კავკასიურ დიპლომატიასთან მგფ-ის გავლით დაჯილდოვდება პრიზით!

პრიზი დაკონკრეტდეს.

თუ ელია ხვალ პახმელიაზე გამოსასვლელად მტელ დეტალიზაციას მოგართმევთ.

ოკახური დამოკიდებულებებით და ა.შ.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

ელი არ იქნება ხვალ ანუ. :D

დამარაგებული მაქვს მშვენიერი კრაფტული გურჯული ლუდი აგაზე ნუ იღელვებთ. მოვინდომებდე და თვით ბაქოდან ამომიტანდნენ ცხელ ჩაის. :D

ფუფლოა  საააზერეთი ჩემი კაი :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Seth said:

bidding მენეჯერი ჰყავთ გენიოსი სენიორ

არა , უფრო ზუსტი კალკულატორი აქვთ ვიდრე სახელმწიფოს :lool:

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

შექმენი ექაუნთი ან გაიარე ავტორიზაცია

დასაპოსტად რეგისტრაცია ან ავტორიზაციაა საჭირო

რეგისტრაცია

შეგიძლია ძალიან მარტივად დარეგისტრირდე და პოსტო

რეგისტრაცია

ავტორიზაცია

Already have an account? Sign in here.

შესვლა
 Share