Jump to content
×
×
  • Create New...

მიშა დაიჭირეს


Recommended Posts

  • ფორუმელი

მე ტანკის მხარეს ვარ.
მიშა იქნება თუ ბიძინა, ამით უბრალო ზაურასთვის არ შეიცვლება არაფერი.
თუ ის გინდათ, რომ ესენი ვინმემ შეაჯანჯღაროს, ადექით და ბოლო-ბოლო უცნაურ ცხვირიანს დაუჭირეთ მხარი, ან გირჩს, ან ვინმე პეტრეს პარტიას. 
დღეს რომ ესენი აყალბებენ არჩევნებს, ხვალ რომ მიშას მოიყვანთ, ხვალ ხომ ნაციონალები გააყალბებენ! და მერე ის უნდა იფიქროს რიგითმა ზაურამ, როგორ გაყაროს ნაცები და მოყაროს... ისევ ქოცები ხო?
თორე მიშა არც არასოდეს ყოფილა პროგრესული ძალა. მიშა ორიენტირებული იყო ზედაპირულ ე.წ. "რეფორმებზე". სერიოზული და ფუნდამენტური რეფორმები 9 წლის მანძილზე არ გაუტარებია არაფერი, არც ერთ დარგში! ტყუილების ლაპარაკს არა ვართ!

ხოდა ვინ გააყალბებს ზუგდიდში არჩევნებს, რა მნიშვნელობა აქვს ზაურასთვის?

ვერც იმას იტყვით, რომ უდანაშაულოა და ტყუილად ზის ციხეში. ბოლო-ბოლო საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ. იქნებ ისიც თქვათ, რომ ეს არაა დანაშაული?
აი დღეს მიშა ყოფილიყო პრეზიდენტი, ვინმე ოპოზიციის ლიდერს საზღვარი მასე გადმოეკვეთა, ციხეში ჩააგდებდაკი არა, წამებით ამოხდიდა სულს.

თქვენ რომ აქ დამდგარხართ და იცავთ, მიშა ყოფილიყო პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერის მხარდაჭერისთვის, ჩაგყრიდათ ყველას ციხეში და ტელევიზორით გამოაცხადებდა, როგორ დააპატიმრა თქვენი სახით რუსეთის ჯაშუშები.

Share on other sites

  • ფორუმელი
  On 10/15/2021 at 7:08 PM, ASIA said:

თქვენ  არ იცით მე რა მგონია

Expand  

მართალი ხართ არ ვიცი. მხოლოდ იმით ვმსჯელობ რაც დაწერეთ. სულ ესაა.

  On 10/15/2021 at 7:08 PM, ASIA said:

ისეთი კაცი მოდის პოლიტიკაში, რომელიც ყველამ ვიცით და რომელიც პოლიტიკაში მოდის ნაცების ცოდვების ჩამოსარეცხადო, ხოდა სწორი დაწერა - ახლა ვეთანხმები!

Expand  

არა სენიორა. არ არის ასე. თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს დღეს.

  On 10/15/2021 at 7:08 PM, ASIA said:

სამწუხაროდ არ ვიცი რა არის უკეთესი მომავალი

Expand  

ეგრეა სენიორა, ზუსტად არც არავინ იცის. სამაგიეროდ ზუსტად ვიცი რომ რაც დღესაა ეგ ჩემი შვილებისთვის არ არის 100%. ამას ვწერ ამდენი ხანია...

Share on other sites

  • ფორუმელი
  On 10/15/2021 at 6:59 PM, t-90 said:

3) შევეტენოთ რომელიმე ფლანგს მეტი პერსპექტივით და ნაკლები მსხვერპლით.

Expand  

ახლანდელი მონური და პარაჟენცული პოლიტიკით მაქსიმუმ რომელიმე ვასალის ვასალის, პერიფერიის პერიფერიის კლოაკაში შეგვტენონ. :)
ხოლო თუ უზენაესი მიზანი სუვერენიტეტია (უთუოდ უნდა იყოს), მაშინ აუცილებელია მზადყოფნა ომისთვის.

 

  On 10/15/2021 at 6:59 PM, t-90 said:

4) მოვახდინოთ საზოგადოების ყველა ფენის რაც შეიძლება უპრობლემოდ ინკორპორაცია.

Expand  

ამისთვის აუცლებელია ძალაუფლების განაწილება. მმართველი ძალის კიდევ ერთ ტრიუმფს უკვე ვეღარ გადავიტანთ. 
ამ ეტაპზე ჩემთვის პროგრამა-მაქსიმუმი თვითმმართველ ქალაქებში ოპოზიციის გამარჯვებაა. 
 

Share on other sites

  • ფორუმელი
  On 10/15/2021 at 7:10 PM, Lemshveniera said:

თუ ის გინდათ, რომ ესენი ვინმემ შეაჯანჯღაროს, ადექით და ბოლო-ბოლო უცნაურ ცხვირიანს დაუჭირეთ მხარი, ან გირჩს, ან ვინმე პეტრეს პარტიას. 

Expand  

ოგბუნუჯუს მივეცი ხმა.

იმდენს იზამენ კალьასთვის მიმაცემინებენ ხმას :D

  On 10/15/2021 at 7:10 PM, Lemshveniera said:

თქვენ რომ აქ დამდგარხართ და იცავთ, მიშა ყოფილიყო პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერის მხარდაჭერისთვის, ჩაგყრიდათ ყველას ციხეში და ტელევიზორით გამოაცხადებდა, როგორ დააპატიმრა თქვენი სახით რუსეთის ჯაშუშები.

Expand  

სხვათაშორის ფორუმზე არაერთი და ორი დაუჭერიათ.

მოდერის გატანილი ინფორმაციით.

  On 10/15/2021 at 7:10 PM, Lemshveniera said:

თორე მიშა არც არასოდეს ყოფილა პროგრესული ძალა. მიშა ორიენტირებული იყო ზედაპირულ ე.წ. "რეფორმებზე". სერიოზული და ფუნდამენტური რეფორმები 9 წლის მანძილზე არ გაუტარებია არაფერი, არც ერთ დარგში! ტყუილების ლაპარაკს არა ვართ!

 

Expand  

რაში ჭირდებოდა?

რეფორმის გატარება გულისხმობს ძალაუფლების დათმობას.

მიშა მაგის ჩიტია დათმოს ძალაუფლება?

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Expand  
Share on other sites

  • ფორუმელი
  On 10/15/2021 at 7:14 PM, Alfred Albion said:

ახლანდელი მონური და პარაჟენცული პოლიტიკით მაქსიმუმ რომელიმე ვასალის ვასალის, პერიფერიის პერიფერიის კლოაკაში შეგვტენონ. :)
ხოლო თუ უზენაესი მიზანი სუვერენიტეტია (უთუოდ უნდა იყოს), მაშინ აუცილებელია მზადყოფნა ომისთვის.

 

Expand  

სუვერენიტეტი რითი?

მზადყოფნა ომისთვის რითი? საიდან?

არცერთ პარტიას ბოლო 30 წელიწადია არ დაუდევს სამხედრო სფეროს განვითარების გეგმა გარდა ალეკო ელისაშვილის პარტიისა.

ნუ აქაც შედეგი ნოლი თვითონ ალეკოს იდიოტობის გამო.

  On 10/15/2021 at 7:14 PM, Alfred Albion said:

ამისთვის აუცლებელია ძალაუფლების განაწილება. მმართველი ძალის კიდევ ერთ ტრიუმფს უკვე ვეღარ გადავიტანთ. 
ამ ეტაპზე ჩემთვის პროგრამა-მაქსიმუმი თვითმმართველ ქალაქებში ოპოზიციის გამარჯვებაა. 

Expand  

ტრიუმფი ისედაც ვერ იქნება. ისედაც მოუწევთ ძალაუფლების განაწილება.

უბრალოდ ეს ისე არ იყოს რომ გამოყენებული იქნას დესტრუქციის გამო.

რაც მიშას ფაქტორის გამო დიდია.

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Expand  
Share on other sites

  On 10/15/2021 at 6:38 PM, t-90 said:

ორივეს აქვს ეს გეგმე რუსეთსაც და თურქეთსაც.

რუსეთს ტავისი სამხედრო ოჯახების ჩამოსახლება

თურქებს თურქი მესხების ჩამოსახლება.

 

Expand  

სენიორ ტანკ

ცოტა ხნის წინ აქ სადღაც როცა თურქულ ორიენტაციას ვიხილავდით გააფთრებული მიმტკიცებდით რომ

რუსეთს საქართველოს დემოგრაფიული ათვისების რესურსი არ აქვს ამიტომ რუსული ორიენტაცია ჯობია თურქულსო

ეხლა ამბობთ რომ რუსეთი სამხედრო ოჯახების ჩამოსახლებას გეგმავს

 

ბოლობოლო რომელი დავიჯერო? იქ იყავით მართალი თუ აქ ხართ?

Share on other sites

  • ფორუმელი
  On 10/15/2021 at 7:10 PM, Lemshveniera said:

თუ ის გინდათ, რომ ესენი ვინმემ შეაჯანჯღაროს, ადექით და ბოლო-ბოლო უცნაურ ცხვირიანს დაუჭირეთ მხარი, ან გირჩს, ან ვინმე პეტრეს პარტიას. 

Expand  

არა! გამოეყოს მთავარ ძალას ვინმე, მაგალითად, ბატონი ირაკლი კობახიძე, შექმნას პარტია და იმას დაუჭირეთ მხარი, თუ მართლა ნაცები არ ხართ და მამულისთვის გიძგერთ გული!  

Share on other sites

  On 10/15/2021 at 7:14 PM, t-90 said:

სხვათაშორის ფორუმზე არაერთი და ორი დაუჭერიათ.

მოდერის გატანილი ინფორმაციით.

Expand  

კი.   ბევრი ცუდი რამ ხდებოდა ფორუმზე .. . კაი ხანია აღარვ შევსულვარ - ერთხელ გავსხენი თემა და დახურეს, თემა იყო ლუსტრაცია -ყველაფერი  იცოდნენ მე და ჩემი მეუღლის შესახებ რიგითმა ფორუმელებმა ...ანუ არც იყვნენ რიგითები...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   3 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 3 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(15)
    • Googlebot(3)