Jump to content
×
×
  • Create New...

მიშა დაიჭირეს


Recommended Posts

12 minutes წინ, Seth said:

პატივცემულო, ჯერ ერთი 2/3 ან 5 წელი არ არის. 9 წელია.

18 წელია ...წინა ცხრა დაგავიწყდათ ...და იმის წინა ცხრაც ... და იმის წინაც ...

13 minutes წინ, Seth said:

რც მე, არც თქვენ და არც არავის არ აქვს უფლება განუსაზღვროს მეორე ადამიანს რას ნიშნავს ეს წლები მისი შთამომავლობისთვის. არ მეთანხმებით?

არც თქვენ და არც არავის არ აქვს უფლება განუსაზრვროს მეორე ადამიანს სიცოცხლის უფლება ... როცა ეს ერთ ადამიანზეა! და როცა საქმე ერის მომავალ თაობას და არა ერთი კონკრეტული პერსონის შთამომავალს ეხება, რისკი სრულიად მიუღებელია! მართვა რისკებისგან არიდებას ნიშნავს ან უნდა ნიშნავდეს!

 

15 minutes წინ, Seth said:

არხ არაფერს/ვერაფერს სთავაზობთ პატივცემულო

მე შემოგთავაზეთ - დაერქვას დამნაშავეს დამნაშავე და ჩავიდნენ პოლიტსცენიდან ...

 

20 minutes წინ, Seth said:

არ იქნებოდა გასაკვირი რომ არ დაგთანხმდებათ,

ნება თქვენია... საინტერესოა ჩემს ადგილზე რას იზამდით!

Share on other sites

  • ფორუმელი
5 minutes წინ, Alfred Albion said:

ნამდვილად ასეა, თუ გაბრაზებული ბავშვის ეგოცენტრიზმით არ გვინდა პოლიტიკის კეთება

დიახ. ამიტომაა რთული და შეუძლებელი "ეროვნული შერიგების" თემა და ამიტომ ვტრიალებთ წრეზე და ამიტომ იზრდება რევანშის ალბათობა ყოველ ჯერზე და ამიტომ...

7 minutes წინ, Alfred Albion said:

აი, აქ უკვე ადვილად ავიწყდებათ ჩვენს მორალისტებს პიროვნულისა და პირადის მნიშვნელობა და ჯიქურ მოითხოვენ საზოგადოს სასარგებლო და პირადის საწინააღმდეგო ქმედებას

აქ რას გულისხმობთ სენიორ?

Share on other sites

  • ფორუმელი
58 minutes წინ, kvipriane said:

და გადარჩენისათვის არ მოსულა ? 

კარგი კითხვაა, სენიორ.  :)

პატივცემული ტანკი ცდილობს, სიკვდილით შეაშინოს ზაურა - ტექსელამდის თქვენი გვამებით იქნება მოფენილი ეს ცოდვილი მიწაო. :დ

სიკვდილი ეს მაღალი და დავარცხნილი საზოგადოებისთვისაა განსაკუთრებული რამ, რომლის სანახავადაც იგი თეატრში დადის. :) იქ გათამაშებულმა სიკვდილმა ძრწოლა უნდა მოჰგვაროს იმის სულს, რათა ასე განიცადოს კათარზისი. 

ლუმპენისთვის კი სიკვდილი რუტინული და მოსაწყენი რამ არის. მას ხომ ყოველ დღე უწევს სიკვდილზე წასვლა, რათა გადარჩეს. :)  

Share on other sites

19 minutes წინ, Alfred Albion said:

ეს კი მორალური დილემაა, სენიორ, ნამდვილი პიროვნული ტრაგედია. აი, აქ უკვე ადვილად ავიწყდებათ ჩვენს მორალისტებს პიროვნულისა და პირადის მნიშვნელობა და ჯიქურ მოითხოვენ საზოგადოს სასარგებლო და პირადის საწინააღმდეგო ქმედებას. :)

დიახ.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
ონლაინ, ASIA said:

18 წელია ...წინა ცხრა დაგავიწყდათ ...და იმის წინა ცხრაც ... და იმის წინაც ..

მითუმეტეს სენიორა :)

1 minute წინ, ASIA said:

და როცა საქმე ერის მომავალ თაობას და არა ერთი კონკრეტული პერსონის შთამომავალს ეხება, რისკი სრულიად მიუღებელია! მართვა რისკებისგან არიდებას ნიშნავს ან უნდა ნიშნავდეს!

მე კონკრეტულად ჩემი შვილების მომავალზე გელაპარაკებით პატივცემულო :) არა ზოგადად მომავალ თაობაზე არამედ კონკრეტულად ჩემსას :)

3 minutes წინ, ASIA said:

მე შემოგთავაზეთ - დაერქვას დამნაშავეს დამნაშავე და ჩავიდნენ პოლიტსცენიდან

დაერქვას და ჩავიდეს. არ ვარ წინააღმდეგი.  მაგრამ რომ არ ერქმევა და არ ჩადის? 

4 minutes წინ, ASIA said:

საინტერესოა ჩემს ადგილზე რას იზამდით!

პირველივე პოსტში დავწერე პატივცემულო. თქვენი შემთხვევა (განსხვავებით ე.წ. ბიზნესის ახევების შემთხვევებისგან) არის ის ერთადერთი უნიკალური შემთხვევა სადაც პირის მიმართ ვერავითარი მოთხოვნა ვერ დადგება ვერც მორალური და ვერც პრაგმატული. ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან.

 

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
12 minutes წინ, Seth said:

აქ რას გულისხმობთ სენიორ?

იმას, სენიორ, რომ არჩევანის გაკეთება არცთუ ისე ადვილია ღირსეული კაცისთვის.
შეიძლება, ერთი ძალის არჩევა უკეთესი იყოს ჩემი შთამომავლობისთვის, იმისი ხსნისთვის, მაგრამ სხვისი შთამომავლობა დააზარალოს ან სულაც მოსპოს.
ეს მე ძალზე ტრაგიკულად მეჩვენება. ამავდროულად თუ კაცი ასეთ საგონებელში ჩავარდება, იგი უთუოდ ღირსეული კაცია და მე მის არჩევანს პატივს ვცემ, როგორიც არ უნდა იყოს იგი. 

Edited by Alfred Albion
Share on other sites

11 minutes წინ, Seth said:

მაგრამ რომ არ ერქმევა და არ ჩადის? 

ანუ მეთანხმებით, რომ დასარქმევია  - მაშინ ჩვენი საფიქრალი რიგგარეშე არჩევნები კი არა და საერთოდ არჩევნები კი არა, პირველ რიგში პოლიტსცენიდან დამნაშავეების ჩამოთრევა გახლავთ! მერე შეიძლება გზის გაგრძელება!

მე არ ვამბობ დამნაშავეების დახრეტა-დასჯათქო - სცედნიდან ჩამოსვლა!  ჩემი მხრიდან ეს დათმობაც კია რომ იცოდეთ!

14 minutes წინ, Seth said:

მე კონკრეტულად ჩემი შვილების მომავალზე გელაპარაკებით პატივცემულო

მომიტევეთ სერ - ღმერთმა კარგად გიმყოფოთ თქვენები, მაგრამ ქვეყნის მომავლის გარისკვა თუნდაც თქვენი შთამომავლების ან თუნდაც ჩემი ტკივილის გამო სრუუულიად მიუღებლად მიმაჩნია!

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
25 minutes წინ, Seth said:

აქ რას გულისხმობთ სენიორ?

მორალისტებზე კი იმას მოგახსენებდით, რომ როდესაც თავად საკუთარ პირადულზე ამაღლება არ სურთ და არც შეუძლიათ, სხვებისგან დაჟინებით მოითხოვენ, პირადი გვერდზე გადასდეთ და საზოგადო დააყენეთო წინ, თქვენი შთამომავლობა რას მიქვია, სამშობლო უპირველეს ყოვლისაო. :| :დ

Edited by Alfred Albion
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share