Jump to content
×
×
  • Create New...

ქოცები ვს EU


Guest Civilian
 Share

Recommended Posts

რას თხრიან, ვერ გავიგე

კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს

კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს
fbshare.png
print.png

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.

როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა.

ელჩი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და როგორც აღნიშნა, ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თქვენ უკვე ნახეთ რეაქცია ბრიუსელიდან. ჩვენ ვიღებთ ამ შემთხვევებს ძალიან სერიოზულად, რადგან საბოლოო ჯამში, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს ვენის კონვენციიდან გამომდინარე, რომელიც, როგორც იცით, განსაზღვრავს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენ არ მივიჩნევთ ამას ბუნებრივად, რომ ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც არის საქართველო, ჩართულია მსგავსი სახის აქტივობაში ჩვენ წინააღმდეგ. ამ მიზეზით გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაბარებული იყო შეხვედრაზე ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში, იმისთვის, რათა პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომ ნაბიჯებზე იყო საუბარი“, - განაცხადა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი - ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში არ არის

კარლ ჰარცელი - ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში არ არის
fbshare.png
print.png

ძალადობის ადგილი დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში არ არის და საჭიროა მოხდეს არა მხოლოდ მისი დაგმობა, არამედ უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ამას შესაბამისი სამართლებრივი მოკვლევა მოჰყვება, რაც, იმედია, დაწყებულია და შედეგებს მოიტანს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რას ფიქრობდა საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.

„ძალადობა არის პოლარიზაციის კიდევ ერთი ასპექტი, რასაც ჩვენ კვლავ ვხედავთ ამ საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ეს ბევრი სხვა საარჩევნო კამპანიის დროს გვინახავს, რასაც შედეგად მოაქვს არა მხოლოდ ძალიან უხეში რიტორიკა, არამედ აშკარა დაყოფა მოქალაქეებს შორის. უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება ამის გამოსწორება, როგორ შეიძლება საარჩევნო კლიმატის დაწყნარება და დამშვიდება,“ - აღნიშნა ელჩმა.

კარლ ჰარცელი დიპლომატების მოსმენაზე - არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ახლო მეგობარი და პარტნიორი საქართველო, ჩართულია მსგავსი სახის აქტივობაში ჩვენს წინააღმდეგ

კარლ ჰარცელი დიპლომატების მოსმენაზე - არ მივიჩნევთ ბუნებრივად, რომ ახლო მეგობარი და პარტნიორი საქართველო, ჩართულია მსგავსი სახის აქტივობაში ჩვენს წინააღმდეგ
fbshare.png
print.png

ჩვენ არ მივიჩნევთ ამას ბუნებრივად, რომ ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც არის საქართველო, ჩართულია მსგავსი სახის აქტივობაში ჩვენს წინააღმდეგ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა იმის საპასუხოდ აღნიშნა, რომ შესაძლოა, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ელჩებსაც უსმენდეს.

მისი განმარტებით, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს ვენის კონვენციიდან გამომდინარე, რომელიც აწესრიგებს დიპლომატიურ ურთიერთობებს. როგორც ჰარცელმა აღნიშნა, სწორედ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით იყო გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში დაბარებული საქართველოს ელჩი ევროკავშირში.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თქვენ უკვე ნახეთ რეაქცია ბრიუსელიდან. ჩვენ ვიღებთ ამ შემთხვევებს ძალიან სერიოზულად, რადგან საბოლოო ჯამში, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს ვენის კონვენციიდან გამომდინარე, რომელიც, როგორც იცით, განსაზღვრავს დიპლომატიურ ურთიერთობებს. ჩვენ არ მივიჩნევთ ამას ბუნებრივად, რომ ახლო მეგობარი და პარტნიორი, როგორიც არის საქართველო, ჩართულია მსგავსი სახის აქტივობაში ჩვენ წინააღმდეგ. ამ მიზეზით გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში დაბარებული იყო შეხვედრაზე ბრიუსელში ევროკავშირის სათავო ოფისში, იმისთვის, რათა პოზიციები ყოფილიყო გარკვეული და შემდგომ ნაბიჯებზე იყო საუბარი.

შემიძლია დავაფიქსირო უფრო ზოგადი ხედვა ფარული ჩანაწერების გაჟონვასთან დაკავშირებით. მრავალმხრივი განხილვები მიმდინარეობს თავად გავრცელებულ ინფორმაციაზე, მათ შინაარსსა და იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს. უნდა გაგრძელდეს დისკუსიები თვალთვალისა და მიყურადების ბუნებაზე, მათ ზომასა და მასშტაბზე და მინდა ყველას შევახსენო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმუშაოს საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ქვეყანას, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ტერორიზმთან, შპიონაჟთან და ეს ყველაფერი უნდა იყოს განხორციელებული ძალიან ფრთხილად, კონტროლის ქვეშ და ანგარიშვალდებული უნდა იყოს ეს ინსტიტუცია. ამასთანავე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო პირადი ცხოვრების ხელყოფის დაუშვებლობა იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის უფლება. ახლა მიმდინარეობს გამოძიება და უნდა იყოს უფრო ფართო დისკუსიები პოლიტიკურ სპექტრთან, რადგან მიყურადება არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი,“ - განაცხადა ჰარცელმა.

საგარეო უწყების განმარტებით, საქართველოს ელჩმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა

საგარეო უწყების განმარტებით, საქართველოს ელჩმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა
fbshare.png
print.png

საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპების, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი აცხადებს.

მათივე ინფორმაციით, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სრული ინფორმაცია მიაწოდა.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ ასევე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს. საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გულისხმობს მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ გამოძიების შედეგებს ვიდრე მოვახდენთ მედიაში გავრცელებული მასალების უტყუარი ფაქტებად დეფინიციას. ზოგადად, საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს. აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულის თაობაზე ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გარცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა. ელჩი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და როგორც აღნიშნა, ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.

ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე - მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში

ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე - მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში
fbshare.png
print.png

მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა, რითაც ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, ამას ნათელი უნდა მოეფინოს.

"ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. შეიძლება ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, უნდა დაინტერესებულიყვნენ და დაინტერესდნენ კიდეც. უნდა მოეფინოს ნათელი, ვინ რა ინფორმაცია გაიტანა, რა იყო ავთენტური, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს.

რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის განცხადებას, არ ვარ დიპლომატი, შეიძლება ვერ ვერკვევი ამ საკითხებში, მაგრამ მე მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს. ელჩი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და როგორც აღნიშნა, ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.

 

 

გია ვოლსკი - ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება

გია ვოლსკი - ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება
fbshare.png
print.png

ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება, ვინაიდან, ზუსტად იცის, რომ მიმდინარეობს გამოძიება, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

გია ვოლსკის თქმით, ევროკავშირის ოფისის გადაწყვეტილება საქართველოს ელჩი დაბარებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ნორმალურია.

„აბსოლუტურად ნორმალური ის, როდესაც ელჩთან აქვს საუბარი გარკვეულ თემებზე კონკრეტულ მასპინძელ ქვეყანას ან მასპინძელ ფორუმს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ მიმდინარეობს გამოძიება. არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, თუ საიდან, რა წარმოშობის არის ის მასალები, რომლებსაც ასე ატრიალებდნენ ჩვენი ოპონენტების მედიასაშუალებებში. ეს რეალობაა, რაც წარმოშობს დამატებით შეკითხვებს დანარჩენ შეკითხვებზე პასუხებს ყველა ერთად ველოდებით. ფაქტია, რომ საზოგადოება თავს დაცულად უნდა გრძნობდეს, როგორც ფარული მოსმენებისგან, ისე ნებისმიერი სხვა მოქმედებებისგან, რომლისგანაც ჩვენი უშიშროების სამსახური გვაზღვევს ეს არის გარე, თუ შიდაგამოწვევები. აქედან გამომდინარე, დისკრედიტაცია ჩვენი სპეციალური სამსახურების არასწორი და ანტისახელმწიფოებრივია, რასაც ეწევიან ჩვენი ოპონენტები. ამას არ უნდა აჰყვეს არც ელჩი და არც ნებისმიერი ჩვენგანი, რა პოლიტიკური შეფერილობის დროშაც არ უნდა ეჭიროს ხელში. მე ასე მგონია, რომ საკმაოდ ბევრ შეკითხვას პასუხი გაეცემა და დამატებითი კითხვებიც ბევრი იქნება“. - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა. ელჩი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და როგორც აღნიშნა, ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Civilian said:

ირაკლი კობახიძე კარლ ჰარცელის განცხადებაზე - მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში

:rolf: :up:

 

Share on other sites

  • ფორუმელი
1 საათის წინ, Civilian said:

გია ვოლსკი - ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება

ხისტი შენ გაყალბების შემდეგ ნახე ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
30 minutes წინ, Seth said:

ვინაა მამამარჩენალი?

ქოცთუხუცესზე ამბობს პატივცემული მუსი სეტ ;)

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
3 minutes წინ, Seth said:

მერე იმას ვინ ეურჩება?

ურჩობის ხმებიც დადის მართალი გითხრათ, მაგრამ მგონი მე შევცდი და მამამრჩენალში ავტორმა კარლის ქვეყანა იგულისხმა (ცდება ამაში მგონი) და ენაგლებაო გაჩეჩილზე ბრძანა ...

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share