Jump to content
×
×
  • Create New...

ანტიკური არქიტეტურის ელემენტები უფლისციხის მაგალითზე


Recommended Posts

  • ფორუმელი

აი რაზე დგას ბერლინი - ვარსკვლავ-ქალაქი. ასეთივე დაგეგმარება აქვს სხვა ქალაქებსაც ევროპაში.
გამაოგნებელი მასშტაბებია, ვირტუოზული დაგეგმარება.
და ეს ნიჩბით და წერაქვით შეიარაღებულმა ხალხმა გააკეთა, არა? 

berlin.png

Share on other sites

  • ფორუმელი

  

1 საათის წინ, Lemshveniera said:

გონი მივაგენი მიზეზს, თუ რატომ აქვს ერევანს ასეთი წრიული განლაგება. ეს, დიდი ალბათობით იყო ვარსკვლავ-ქალაქი. იხ. სურათები ქვემოთ. ვარსკვლავ-ქალაქების ფორმითაა გაშენებული ევროპის ქალაქები: რომი, ბერლინი... ქალაქები იაპონიაში, ინდოეთში, უკრაინაში, განაში...

იაპონიაში არ ვიცი, მაგრამ დანარჩენ ქვეყნებში trasse italienne სრულიად ლოგიკურია.

1 საათის წინ, Lemshveniera said:

დააკვირდით პირველ ფოტოს. ეს ქალაქი აშენებულია პორტუგალიაში, ფიფქის ფორმა აქვს. ეს მშენებლობა მოითხოვდა კოლოსალურ თანხებს და რესურსებს. გაუგებარია, რატომ უნდა ააშენო ასეთი სილამაზე, როცა ამას მხოლოდ თვითმფრინავიდან თუ დაინახავს და შეაფასებს ვინმე. მიწიდან ეს ხომ მაინც არ გამოჩნდება.
და რა, ვინც ეს ააშენა, ფრენა შეეძლო? და ეს როდის, საუკუნეების წინ? ეს აშკარად არაა ჩვენი ცივილიზაციის შემოქმედება.

ვღადაობთ სენიორა? :D

ეგ ფიფქი თუ ვარსკლვავი იმიტომ უნდა ააშენო რომ

1) იყოს დაცული ნებისმიერი მხრიდან შემოტევის

2) შემტევ ქვეიტებს უხსნიდეს ჯვარედინ ცეცხლს (რაც მაგალითად აქტუალური იყო დიდძალი მასივების შემოტევისას.

3) პლიუს კავალერიის შემოტევისგან იცავდა პრაქტიკულად

4) არტილერიისგანაც რთულად დასანგრევი იყო.

https://en.wikipedia.org/wiki/Bastion_fort

სრულიად ჩვენი ცივილიზაციის შემოქმედებაა.

1 საათის წინ, Lemshveniera said:

და არაფერი აქვს საერთო საბჭოთა კავშირთან

ამას არა. სამაგიეროდ რაც მერე დააშენეს ზემოდან უმეტესწილად აქვს.

ხო კიდე: ტფილისში არანაირი trasse italienne არ ყოფილა.

1 საათის წინ, Lemshveniera said:

ესეც ძალიან მაგარი ფოტო. მთელი ვარსკვლავ-ქალაქი წავიდა მიწაში. გადაღებულია ციმბირში. რაღაც ძაან მასშტაბური კატასტროფა უნდა მომხდარიყო პლანეტაზე.
ეს ერთნაირი ვარსკვლავ-ქალაქები რანაირად შენდებოდა მთელი პლანეტის მასშტაბით? რამე ერთი ცივილიზაცია აშენებდა?  

მიწაში კი არ ჩავიდა არამედ პროსტო მცენარეებმა გადაუარეს. ძველი სახლი სოელში არ გინახავს?

თუ არ ვცდები ეგ უნდა იყოს ბუხგოლცის ექსპედიციის ნაშთები, რომლის გულისთვისაც მატვეი გაგარინი ჩამოახრჩო პეტრემ.

24 minutes წინ, Lemshveniera said:

აი რაზე დგას ბერლინი - ვარსკვლავ-ქალაქი. ასეთივე დაგეგმარება აქვს სხვა ქალაქებსაც ევროპაში.
გამაოგნებელი მასშტაბებია, ვირტუოზული დაგეგმარება.
და ეს ნიჩბით და წერაქვით შეიარაღებულმა ხალხმა გააკეთა, არა?

არა რატომ? ფანქარი, სახაზავი, ფურცლები, ფარგალი, ნიჩაბი, წერაქვი, გონიო, თარაზო, იმ დროს უკვე თეოდოლიტიც, კლინომეტრიც და ა.შ.

აბა რა გინდა თქვა რო კატერპილარის ბულდოზერი, კამაცუს კრანი, ავტოკადი და არქიკადი გამოიყენებოდა? :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Posted (შესწორებული)

ვარსკვლავ ქალაქები იტალიელი ინჟინრების მოგონილია, ფორტიფიკაციებია არტილერიის წინააღმედგ.

ადრე მაღალი კედლებით შენდებოდა სენიორების სიმაგრეები , არტიელრიამ ეს მაღალი კედლები დალეწა და ამის მერე იტალიელმა ინჟინრებმა მოიგონეს ეგ ძალიან წარმატებული ნიმუში და მთელი პლანეტაა მოფენილი მსგავსი სიმაგრეებით. გადაიღეს რა მოსწავლეებმა ფრანგებმა ესპანელებმა ...

Edited by Eric
Share on other sites

აქ რა საინტერესო თემები ჩითავს თურმე. დაგთრგუნავთ მერე ჩემი შიზოფრენიული იდეებით. (თუ რათქმაუნდა წინააღმდეგი არ იქნებით.)

 

PS გააგრძელეთ plz

Share on other sites

  • ფორუმელი

ერიკ და ტანკო,
ცდებით. ახლა დახედეთ ბერლინის რუკას. ეგ რუკა გაკეთებულია 1650 წელს. ბერლინი არსებობს მე-13 საუკუნიდან. მაგ რუკის მიხედვით, ბერლინი დაშენებულია ვარსკვლავის მესამე შრეზე. წარმოდგენა რომ გქონდეთ, რა სიმაღლისაა ეგ შრეები, გთხოვთ დახედოთ ქვემოთ მოყვანილ ფოტოს. ეს ფოტო გადაღებულია სანკტ-პეტერბურგის ასეთივე ფორტში. ნახეთ, რა ჭიანჭველებივით მოსჩანს ადამიანები. ხოდა ასეთი შრე ბერლინს გაუკეთეს სამი (!) და მხოლოდ ამის მერე დააშენეს ზედ ქალაქი. ანუ ბერლინი სამშრიან ხელოვნურ (!) შემაღლებაზე დგას. და ეს მოხდა მე-13 საუკუნეში. ანუ ის მოსაზრება, რომ ჯერ ხალხი დასახლდა და ეს ვარსკვლავები ქალაქს გარშემო მოგვიანებით გაუკეთეს, არის ტყუილი. ეს თავიდანვე ასე იყო დაპროექტებული მე-13 საუკუნეში. ხოდა რა მიზნით გააკეთეს ეს იტალიელებმა იმ დროს, ვინმემ თოფ-იარაღის ხმარება იცოდა მე-13 საუკუნეში?
ან ეს ამხელა ტერიტორია ასე როგორ აამაღლეს ხელოვნურად? ნიჩბით და წერაქვით?

fortruseti.png

Share on other sites

  • ფორუმელი

ქვემოთ ვდებ 2 ფოტოს. ერთი გადაღებულია იაპონიაში, მეორე სანკტ-პეტერბურგში, რუსეთში. ამ ფოტოებზე უცნაური ისაა, რომ ეს ორივე ვარსკვლავ-ფორტი (ვითომ სამხედრო მიზნით აგებული) დგას წყალში. რაიმე მოსაზრება გაქვთ, რატომ უნდა იდგეს წყალში?
აი რას გვეუბნება ოფიციალური ისტორია.
იაპონური ფორტი: გააკეთა ვინმე ტაკეტა აისაბურომ გორიაკაკუში 1855-1866 წლებში, ევროპული ფორტების მიბაძვით და ჰოლანდიური წიგნების გამოყენებით (ხომ წარმოგიდგენიათ, ამხელა მახინა როგორ უნდა ააშენო მხოლოდ წიგნების კითხვით). იდეაში ეს უნდა ყოფილიყო დამცავი ნაგებობა რუსების ინვაზიის შესაჩერებლად. რეალურად ამ ფორტს არ მიუღია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, მხოლოდ რაღაც 1 კვირიანი სამოქალაქო ომის დროს გამოიყენეს აჯანყებულებმა. 
ნუ მოკლედ ვერაფერი მოიფიქრეს ისტორიკოსებმა და "დააბრალეს" ამ იაპონელ კაცს ამხელა ხელოვნური კუნძულის აშენება. 
სინამდვილეში ჩემთვის გაუგებარია, რატომ ააშენეს წყალში? გარდა ამისა, რა პეხოტა უნდა შეეჩერებინა ამ ფორტს, როცა მისი ალყაში მოქცევა ძალიან ადვილად შეიძლებოდა იმ ერთადერთი ხიდის გადაწვით, რაც ფორტს აკავშირებს ხმელეთთან.  აქ უცნაური კიდევ ისაა, რომ თუ ზუმით ახლოს დააკვირდებით წყალს, დაინახავთ, რომ ვარსკვლავის ისრები უცვლელად დევს წყალში. ანუ რა გამოდის, რომ ვიღაცამ ფორტი ააშენა და მერე ზედ წყალი დაასხა? და რა საჭირო იყო წყალქვეშ ისრების გაკეთება? 
ახლა რუსული ფორტი-ვარსკვლავი, პეტრე-პავლეს სახელობის. ააშენა ვითომ პეტრე პირველმა 1706-1740, მდინარე ნევაზე. ვითომ თავდაცვის მიზნით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფორტს არასოდეს მიუღია მონაწილეობა თავდაცვით ოპერაციებში და გამოიყენებოდა, როგორც საპატიმრო.
აქ რა პეხოტა უნდა შეეჩერებინა ამ ფორტს, ან რა "მარსკოი ბოი"-ში უნდა მიეღო მონაწილეობა? სურათს დახედეთ, აქ რიგიანი სამხედრო ხომალდი არც შემოვა საომრად. მოკლედ, აქაც "დააბრალეს" პეტრე პირველს, იმიტომ, რომ სხვა ახსნა ვერ მოუძებნეს.

ზომები გრანდიოზულია. წყალში აშენება ძაან საეჭვო. წყალქვეშ ამხელა კუნძულის შექმნას თქვენ ეხუმრებით? მე ვაფშემც მგონია, რომ ეს ყველაფერი უფრო ადრინდელია და მერე ზედ წყალი დაესხა., ნუ დაახლოებით ის პონტია, ძველ თბილისში ერმაკოვის ფოტოებზე შენობებს შესასვლელი რომ მტკვარში აქვთ. რადგან ეს ვარსკვლავები შემაღლებულ ადგილებზე შენდებოდა, ახლა გვეჩვენება, რომ წყალში ააშენეს. სინამდვილეში ეს ვარსკვლავები მაშინ აშენდა, როცა მათ გარშემო წყალი არ იყო. წყალი მოგვიანებით გაჩნდა. 

japanfort1.png

st petersburg.png

Share on other sites

  • ფორუმელი
5 საათის წინ, Lemshveniera said:

ცდებით. ახლა დახედეთ ბერლინის რუკას. ეგ რუკა გაკეთებულია 1650 წელს. ბერლინი არსებობს მე-13 საუკუნიდან. მაგ რუკის მიხედვით, ბერლინი დაშენებულია ვარსკვლავის მესამე შრეზე. წარმოდგენა რომ გქონდეთ, რა სიმაღლისაა ეგ შრეები, გთხოვთ დახედოთ ქვემოთ მოყვანილ ფოტოს. ეს ფოტო გადაღებულია სანკტ-პეტერბურგის ასეთივე ფორტში. ნახეთ, რა ჭიანჭველებივით მოსჩანს ადამიანები. ხოდა ასეთი შრე ბერლინს გაუკეთეს სამი (!) და მხოლოდ ამის მერე დააშენეს ზედ ქალაქი. ანუ ბერლინი სამშრიან ხელოვნურ (!) შემაღლებაზე დგას. და ეს მოხდა მე-13 საუკუნეში. ანუ ის მოსაზრება, რომ ჯერ ხალხი დასახლდა და ეს ვარსკვლავები ქალაქს გარშემო მოგვიანებით გაუკეთეს, არის ტყუილი. ეს თავიდანვე ასე იყო დაპროექტებული მე-13 საუკუნეში. ხოდა რა მიზნით გააკეთეს ეს იტალიელებმა იმ დროს, ვინმემ თოფ-იარაღის ხმარება იცოდა მე-13 საუკუნეში?
ან ეს ამხელა ტერიტორია ასე როგორ აამაღლეს ხელოვნურად? ნიჩბით და წერაქვით?

რავი თუ ამაღლებდნენ 20-40 წლის გნამავლობაში ან საუკუნეების განმავლობაში რა პრობლემაა?

მანამდე სავარაუდოდ ჩვეულებრივი ციხე იყო და მერე დააშენეს ფორტი და აამაღლეს.

თუ ნიჩბით და წერაქვით არა აბა რიტი? გრეიდერით ბულდოზერით და კრანით? თუ რა გინდა მიტხრა?

რამე ალტერნატიული ვერსია ხო უნდა შემომთავაზო არა?

6 საათის წინ, Lemshveniera said:

სინამდვილეში ჩემთვის გაუგებარია, რატომ ააშენეს წყალში? გარდა ამისა, რა პეხოტა უნდა შეეჩერებინა ამ ფორტს, როცა მისი ალყაში მოქცევა ძალიან ადვილად შეიძლებოდა იმ ერთადერთი ხიდის გადაწვით, რაც ფორტს აკავშირებს ხმელეთთან.  აქ უცნაური კიდევ ისაა, რომ თუ ზუმით ახლოს დააკვირდებით წყალს, დაინახავთ, რომ ვარსკვლავის ისრები უცვლელად დევს წყალში. ანუ რა გამოდის, რომ ვიღაცამ ფორტი ააშენა და მერე ზედ წყალი დაასხა? და რა საჭირო იყო წყალქვეშ ისრების გაკეთება? 
ახლა რუსული ფორტი-ვარსკვლავი, პეტრე-პავლეს სახელობის. ააშენა ვითომ პეტრე პირველმა 1706-1740, მდინარე ნევაზე. ვითომ თავდაცვის მიზნით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფორტს არასოდეს მიუღია მონაწილეობა თავდაცვით ოპერაციებში და გამოიყენებოდა, როგორც საპატიმრო.

ელოდებოდნენ  შვედების შემოტევას და შესაბამისად ზღვიდან არტილერიას რომ შეიწინააღმდგებოდნენ შექმნეს ფორტი.

ეგაა და ეგ.

არა კუნძულზე გააეთეს ან არხი გაიყვანეს რათა წყალვარდნილისავით ყოფილიყო. რავი შუა საუკუნეებში ეგ ჩვეულებრივი რამე იყო.დაახლოებით ესე.

LhJK1OeThlmB4iJ35ZodKC9Q5PYfSjEzYzv_3mRT

 

6 საათის წინ, Lemshveniera said:

იაპონური ფორტი: გააკეთა ვინმე ტაკეტა აისაბურომ გორიაკაკუში 1855-1866 წლებში, ევროპული ფორტების მიბაძვით და ჰოლანდიური წიგნების გამოყენებით (ხომ წარმოგიდგენიათ, ამხელა მახინა როგორ უნდა ააშენო მხოლოდ წიგნების კითხვით). იდეაში ეს უნდა ყოფილიყო დამცავი ნაგებობა რუსების ინვაზიის შესაჩერებლად. რეალურად ამ ფორტს არ მიუღია საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა, მხოლოდ რაღაც 1 კვირიანი სამოქალაქო ომის დროს გამოიყენეს აჯანყებულებმა. 
ნუ მოკლედ ვერაფერი მოიფიქრეს ისტორიკოსებმა და "დააბრალეს" ამ იაპონელ კაცს ამხელა ხელოვნური კუნძულის აშენება. 

და ცხადია რომ შეიძლება თავდაცვითი ნაგებობა ააშენო მაგრამ მან არ მიიღოს თავდაცვაში მონაწილეობა.

და სრულიად შესაძლებელია ვიღაცა ტაკეტა აისაბუროს უკან სხვა ვინმე იდგა მერ მარტო ხო არ გააკეტა არა? 11 წელი ამაზე ალბათ 1000მდე კაცი მუშაობდა. რა არის მანდ პრობლემა?

რა რა და წვრილთვალებებმა მობილიზაცია იციან უმაღლეს დონზე.

7 საათის წინ, Lemshveniera said:

აქ რა პეხოტა უნდა შეეჩერებინა ამ ფორტს, ან რა "მარსკოი ბოი"-ში უნდა მიეღო მონაწილეობა? სურათს დახედეთ, აქ რიგიანი სამხედრო ხომალდი არც შემოვა საომრად. მოკლედ, აქაც "დააბრალეს" პეტრე პირველს, იმიტომ, რომ სხვა ახსნა ვერ მოუძებნეს.

პეტრეს და პავლეს ციხე კეტავს მთელ ნევას.

და პლუს ნავსადგურს.

პლუს ზიმნი დვარეცს.

პლუს ადმირალწეისტვას და ა.შ.

აფთიაქართა კუნძული მაშინ დაუსახლებელი იყო.

ნუ კრონშტადტის ბაზის შემდეგ მაგის აუცილებლობა ცხადია გაქრა, მაგრამ ფაქტია რო მანამდე საჭირო იყო.

7 საათის წინ, Lemshveniera said:

ზომები გრანდიოზულია. წყალში აშენება ძაან საეჭვო. წყალქვეშ ამხელა კუნძულის შექმნას თქვენ ეხუმრებით? მე ვაფშემც მგონია, რომ ეს ყველაფერი უფრო ადრინდელია და მერე ზედ წყალი დაესხა., ნუ დაახლოებით ის პონტია, ძველ თბილისში ერმაკოვის ფოტოებზე შენობებს შესასვლელი რომ მტკვარში აქვთ. რადგან ეს ვარსკვლავები შემაღლებულ ადგილებზე შენდებოდა, ახლა გვეჩვენება, რომ წყალში ააშენეს. სინამდვილეში ეს ვარსკვლავები მაშინ აშენდა, როცა მათ გარშემო წყალი არ იყო. წყალი მოგვიანებით გაჩნდა. 

სად იყო მაშინ ხეირიანი ხომალდები? :D

ძველ ტბილისში მტკვარზე გასასვლელი რატომ ჰქონდა აგიხსენი. იმიტომ რომ მტკვარი იმ დროს იყო ჩვეულებრივი სატრანსპორტო მდინარე. ტივებიც და ნავებიც დადიოდნენ გორიდან განჯამდე.

ცხადია რომ ამ ვარსკვლავების უკან წყალი გაიყვანეს და არა წყალზე დააშენეს.

 

 

პ.ს. საბოლოო ვერსია შენი რაა? ბულდოზერებით, კრანებით ელექტროხერხებით და კრანებით ჩამოფრიდნენ, ააშენეს და დასტოვეს სხვა ცივილიზაციის წევრებმა?

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   29 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 26 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(11)
    • YandexBot(4)
    • Facebookexternalhit(2)