Jump to content
×
×
  • Create New...

ავღანეთის კრიზისი - დღე როცა ბოროტებამ გაიმარჯვა! (ჩემი ანალიზი)

Recommended Posts

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)

20 წელია ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს  ავღანეთის სამხედრო-პოლიტიკურ ოპერაციას რომ რეგიონში შექმნას  რესპუბლიკა, რომელსაც ექნება  სამართლებრვი სახელმწიფოს დამახასითებელი ინსტიტუტები,  მაგრამ არაფერი გამოვიდა.  ამერიკის შეერთებულ შტატებს ეს მცდელობა დაუჯდა 2400 ჯარისკაცის სიცოცხლე და ერთი ტრილიონი დოლარი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება, თითქოს ამიერიდან  ავღანელებს თავისი ბედისთვის თავად უნდა ეზრუნათ. ალბათ ბევრს ქონდა წარმოდგენა რომ  ჩვილი წამოიზარდა და დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის მზად არის.  ოპტიმისტური ილუზიები, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯეიკ სალივანის მიხედვით, თავად ჯო ბაიდენს ჰქონდა.  ერთი რამ ცხადია ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში დამარცხდა,  მან ვერ შეძლო  ავღანეთში ინტერვენციის ვერც ერთი მიზნის შესრულება:

·         2001 წლის 9-11 უშუალო ორგანიზატორები დასჯილია, ალ-ყაიდას ლიდერი უსამა ბენ ლადენი განადგურებულია, მაგრამ  გადარჩა  ორგანიზაცია თალიბანი,  რომელიც დღეს ისეთი ძლიერია როგორც არასდროს, განსხვავებით 90-იანი წლების ტერორისგან, ის ავღანეთში გამარჯვებით დაბრუნდა, რომელიც აიძულებს რეგიონის ყველა მონაწილეს ანგარიში გაუწიონ.

·         ავღანეთის  რეპუბლიკა  დაეცა,  ამის მაგივრად მივიღეთ   ავღანეთის ისლამური ემირატი. აშშ-ს მიერ ლობირებული პრეზიდენტი სამარცხვინოდ გაიქცა, ასევე გარბის   ავღანეთის „რესპუბლიკის“ ადმინისტრაცია და  პერსონალი, რომელიც აშშ-სთან თანამშრომლობდა.

უპირველეს ყოვლისა ამ ისტორიაში გასარკვევია სამი საკითხი:

1.       რატომ ვერ ააშენა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  ავღანეთის რესპუბლიკა?

2.       რატომ ვერ გაანადგურა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  მოძრაობა თალიბანი?

3.       რატომ ვერ გაუწია ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა  წინააღმდეგობა თალიბანს?

პასუხი პირველ კითხვაზე: ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს წარმატებული ოპერაციის მაგალითი ერაყის სახით.  განსხვავება ერაყსა და ავღანეთს შორის  ინსტიტუციური მმართველობაა. ერაყი სადამ ჰუსეინის  მმართველობით ემყარებოდა  დიქტატის ინსტიტუციურ მოწყობას. შესაბამისად  სადამ ჰუსეინის რეჟიმის ჩამოშლით  ჩამოიშალა რეპრესიული ინსტიტუციები,  მაგრამ ამ უკანასკნელის არსებობის გამოცდილებამ  მაინც დადებითი  როლი შეასრულა ახალი ერაყის მოსაწყობად. ავღანეთში კი ინსტიტუციური მმართველობა არ არსებობდა, საბჭოთა კავშირმა პრაქტიკულად იგივე სცადა რაც აშშ-მ 2001-2021 წწ. მაგრამ გაცილებით ჰუმანურად და  დემოკრატიულად, თუმცა მაინც დამარცხდა, მიზეზი ავღანური კულტურაა, რომელიც ტრადიციებზე დაფუძნებულ მართვას ირჩევს. რახან ავღანეთში ბოლო 3 საუკუნის განმავლობაში არ ცხრება ომი, ის პრაქტიკულად გადაიქცა   რეგიონის შავ ხვრელად, რომელიც პრაქტიკულად იწოვს  გარემოცვის აგრესიას ისე  რომ,  მას არაფერი  აკლდება, რადგან საზოგადოებას არ აქვს ინფრასტრუქტურა, რომლის განადგურებას შეიძლება მოყვეს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. ავღანეთისთვის ცივილიზირებული სამყაროსთვის  ცნობილი კრიზისი ორგანული მდგომარეობაა. 

ავღანური საზოგადოებისთვის ორგანულად უცხოა სამართლებრივი სახელმწიფოს მმართველობა და ნებისმიერი  ინსტიტუციური რეგულაცია აღქმულია, როგორც თავსმოხვეული ძალადობა, მაშინაც კი, თუკი  ინსტუტუციები დაკომპლექტებული თანამემულეებით, მათი მმართველობა აღქმულია როგორც კოლაბორაციონიზმი მტრის სასარგებლოდ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერ შეძლო გარდამტეხი კულტურული ინექციის შეტანა, აღმოჩნდა რომ ტრილიონი დოლარი მხოლოდ ილუზორულ ავღანურ ბაბლში გაიფლანგა, რომლითაც ისარგებლა  იარაღის მწარმოებლებელმა ბიზნესმა.  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  ვერ შეძლო პრობლემისთვის თვალი გაესწორებინა და აღმოეფხვრა პაკისტანის გავლენა, რომელიც ასაზრდოებდა პუშტუნთა  შურისძიების იმედს.

პასუხი მეორე კითხვაზე: ავღანეთი ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონია, უმრავლესობას შეადგენს პუშტუნები, რომლის უმრავლესობა  მოქცეულია პაკისტანში,  რაც  ქმნის პუშტუნთა ძალმომრეობის  ნოყიერ ნიადაგს, რადგან პაკისტანისგან იღებს მხარდაჭერას. რეგიონში გავრცელებულია სალაფიტური ისლამი რომელიც არ ცნობს ცივილიზირებული სამყაროს  ინსტიტუციებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ავღანური პროექტის განხორციელება ტურბულენტობის დარღვევის პირობებში. აუცილებელი იყო  რადიკალური ჯგუფების ფინანსური წყაროს გადაკეტვა.  მხოლოდ ექსპერტულ წრეებში განიხილავდნენ პაკისტანის დესტრუქციულ გავლენას,  მაგრამ ეს პრობლემა ვერ იქცა ამერიკის ოფიციალურ დღის წესრიგად.  მეტიც, დასავლური მედია იძლუებული გახდა ანგარიში გაეწია პაკისტანის მოთხოვნისთვის, შეწყვიტონ პაკისტანის ასოცირება ავღანეთის  საკითხთან, რადგან  ამერიკის და ევროკავშირის ოფიციოზმა  ვერ გაბედა  რეალობისთვის თვალის გასწორება.  სწორედ პაკისტანია თალიბთა ფინანსური წყარო 2001-2021 წლის წინააღმდეგობაში, რაც შეეხება  თალიბთა  „რეკონკისტას“ ის მთლიანად პაკისტანის დაფინანსებულია.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ აიგნორებს დასავლეთის პაკისტანის პრობლემას: მიზეზი კომპლექსურია, ყველაზე მთავრი მიზეზი თანამედროვე სამყაროს საერთაშორისო სისტემაშია, რომელიც ოპორტუნისტული და ეგოისტურია, რაც ქმნის  მრავალ უცნობიან განტოლებას.  ცივი ომის პერიოდში ყველაფერი ცალსახა და გასაგები იყო, ეხლა კი ასე არ არის.

ოპორტუნისტული საერთაშორისო სისტემის მაგალითია გერმანიის მიერ ჩრდილოეთის ნაკადის მშენებლობა,  ამით რუსეთის გავლენის ზრდა და  უკრაინისა და საქართველოს საკითხების უგულებელყოფა.  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად არჩევანი გააკეთა გერმანიას, უკრაიასა და საქართველოს შორის და საბოლოოდ გადაწყვეტილება  უფრო მნიშვნელოვბანი პარტნიორის სასარგებლოდ მიიღო, მაგრამ ამით უღალატა  საერთაშორისო ჟანდარმის პრინციპს და  რუსეთის აგრესია მეზობლების მიმართ პრაქტიკულად გაატარა.

სწორედ ასეთივე ეგოისტური ოპორტუნიზმის ნაწილია პაკისტანის პრობლემის უგულებელყოფა,  რადგან ეს უკანასკნელი ცოფიანი ძაღლია თოკის გარეშე, რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს და  შეუძლია  რეგიონის გამოუსწორებელ კრიზისში შეყვანა. ცხადია ეს ყველაზე არასასურველი სცენარია, რომელიც  უნდა ავიცილოთ, მაგრამ  დასავლეთის კეთილდღების ბუშტის გახეთვის შიშმა, განაპირობა გაუბედავი პოლიტიკა, რის გამოც მივიღეთ ტერორისტთა გამარჯვება, რომელთანაც ურთიერთობას ოფიალური სახელმწიფოები აპირებს! თუკი შედეგებს გავითვალისწინებთ, ეგოისტურმა ოპორტუნიზმმა არანაკლებ დიდი პრობლემა მოუტანა კაცობრიობას.

პასუხი მესამე კითხვაზე: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანურ არმიაზე  83 მილიარდი დოლარი დახარჯა.  შეიქმნა დაახლოებით 300 ათას კაციანი სრულად აღჭურვილი  არმია. ავღანელ ჯარისკაცებს 230 $ ხელფასს ამერიკის შეერთებული შტატები უხდიდა, მაგრამ თალიბანმა ავღანეთის დედაქალაქი ისე აიღო რომ სერიოზული წინააღმდეგობაც ვერ გაუწია. მიზეზი ცხადია ავღანური „რესპუბლიკის“ იდეის არარსებობაშია.  ავღანური არმია, ისევე როგორც  სახელმწიფო ადმინისტრაცია, პრაქტიკულად ახორციელებდა არა  რესპუბლიკის იდეას, არამედ  ემსახურებოდნენ ოპორტუნისტულ ინტერესებს, ამიტომაც ვერ შეიქმნა ავღანური „რესპუბლიკის“ ლიდერი, როგორც ჯარში, ისე ადმინისტრაციაში. ავღანელი ჯარისკაცისთვის ავღანეთის „რესპუბლიკის“ დაცვა გაუგებარი მისია აღმოჩნდა  და როგორც კი ამერიკამ დატოვა ავღანეთი, მასობრივად დატოვა  ავღანეთის ჯარი ავღანელებმაც. 

მოცემულმა კრიზისი და არსებული გარემობა  ექვემდებარება გარკვეულ პროგნოზს:

·         ავღანეთის ისლამური ემირატი თავდაპირველად ქმნის  ჰუმანურ ცხოვრების პირობებს სადაც ქალთა სწავლის უფლებები გათვალისწინებულია, მაგრამ  თალიბანის იდეოლოგიის მანკიერება გამორიცხავს  ტერორისტული ორგანიზაციის ფასეულობების გადახედვას;

·         ახლო მომავალში მოსალოდნელია  ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირპისპირება, რადგან თალიბანის მებრძოლები ძირითადად  პუშტუნები არიან, ავღანეთში არსებული სხვა ეთნიკური ჯგუფები დაექვემდებარებიან დევნას და შევიწროებას,  რამაც რეგიონში შესაძლოა შექმნას ჰუმანიტარული  კატასტროფა;

·         ავღანეთის  პრობლემას შესაძლოა მოყვეს  შუა აზიის რეგიონის  კრიზისის  გამწვავება, რადგან ავღანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს ტაჯიკები, უზბეკები, თურმქენები და სხვა უმცირესობები, რომელთა უფლებების შელახვა გამოიწვევს   მოსაზღვრე რესპუბლიკების  ირიბ ჩართულობას;

·         თალიბანის გამარჯვება გადაიქცევა სალაფიტური ჯიჰადის წარმატებად, ტერორისტული დაჯგუფებები შეიქმნება ვაჰაბიტური რელიგიურ ჯგუფებში,  რომლის აგრესიული გამოვლინება შეიძლება ვიხილოთ თურქეთსა და ისრაელში.

·         საერთაშორისო საზოგადოება შეეცდება ავღანეთი დატოვოს თავის პრობლემებთან და მოაქციოს საერთაშორისო იზოლაციაში,  მაგრამ  იდეა განწირულია კრახისათვის. რადგან  საერთაშორისო საზოგადოება დაფუძნებულია ჰუმანიზმის, ადამიანის უფლებების  და ლიბერალიზმის  პრინციპებზე, ხოლო მრავალმილიონიანი მოსახლეობის ავღანეთი  თითქმის ყოველკვირეულად მოგვამარაგებს ბრუტალური ნიუსებით.

·         რუსეთის ფედერაცია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა შეეცდება ამერიკის მარცხის აღნიშვნას გამარჯვებულებთან  დამეგობრებით. სავსებით დასაშვებია ავღანეთის ისლამური ემირატების ცრუ „ცივილურობის“ პერიოდში შეუთანხმდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღირებას.

ინგლისური ტექსტი აქ

Edited by Moor
სათაურის კორექტურა

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
On 8/17/2021 at 8:11 PM, Mepar said:

ინგლისური ტექსტი აქ

ამ არცთუ ისე კომპეტენტურ ტექსტს ინგლისურად მაინც ნუ თარგმნი ხოლმე :D

On 8/17/2021 at 8:11 PM, Mepar said:

პასუხი პირველ კითხვაზე: ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს წარმატებული ოპერაციის მაგალითი ერაყის სახით.  განსხვავება ერაყსა და ავღანეთს შორის  ინსტიტუციური მმართველობაა. ერაყი სადამ ჰუსეინის  მმართველობით ემყარებოდა  დიქტატის ინსტიტუციურ მოწყობას. შესაბამისად  სადამ ჰუსეინის რეჟიმის ჩამოშლით  ჩამოიშალა რეპრესიული ინსტიტუციები,  მაგრამ ამ უკანასკნელის არსებობის გამოცდილებამ  მაინც დადებითი  როლი შეასრულა ახალი ერაყის მოსაწყობად. ავღანეთში კი ინსტიტუციური მმართველობა არ არსებობდა, საბჭოთა კავშირმა პრაქტიკულად იგივე სცადა რაც აშშ-მ 2001-2021 წწ. მაგრამ გაცილებით ჰუმანურად და  დემოკრატიულად, თუმცა მაინც დამარცხდა, მიზეზი ავღანური კულტურაა, რომელიც ტრადიციებზე დაფუძნებულ მართვას ირჩევს. რახან ავღანეთში ბოლო 3 საუკუნის განმავლობაში არ ცხრება ომი, ის პრაქტიკულად გადაიქცა   რეგიონის შავ ხვრელად, რომელიც პრაქტიკულად იწოვს  გარემოცვის აგრესიას ისე  რომ,  მას არაფერი  აკლდება, რადგან საზოგადოებას არ აქვს ინფრასტრუქტურა, რომლის განადგურებას შეიძლება მოყვეს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. ავღანეთისთვის ცივილიზირებული სამყაროსთვის  ცნობილი კრიზისი ორგანული მდგომარეობაა. 

ერაყში დრეს შიიტები რულამენ.

შიიტები კიდე ირანის ფრაქციაა.

და ეს მას შემდეგ რაც 2 ტრილიონი ჩაფლეს. მოეცათ 200 მილიარდი გურჯებიზა  და ერაყსაც და ირანსაც ავიღებდით :D

ინსტიტიციური არა ისა კიდე :D

On 8/17/2021 at 8:11 PM, Mepar said:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ავღანური პროექტის განხორციელება ტურბულენტობის დარღვევის პირობებში. აუცილებელი იყო  რადიკალური ჯგუფების ფინანსური წყაროს გადაკეტვა.  მხოლოდ ექსპერტულ წრეებში განიხილავდნენ პაკისტანის დესტრუქციულ გავლენას,  მაგრამ ეს პრობლემა ვერ იქცა ამერიკის ოფიციალურ დღის წესრიგად.  მეტიც, დასავლური მედია იძლუებული გახდა ანგარიში გაეწია პაკისტანის მოთხოვნისთვის, შეწყვიტონ პაკისტანის ასოცირება ავღანეთის  საკითხთან, რადგან  ამერიკის და ევროკავშირის ოფიციოზმა  ვერ გაბედა  რეალობისთვის თვალის გასწორება.  სწორედ პაკისტანია თალიბთა ფინანსური წყარო 2001-2021 წლის წინააღმდეგობაში, რაც შეეხება  თალიბთა  „რეკონკისტას“ ის მთლიანად პაკისტანის დაფინანსებულია.

პაკისტანს ვინ ეკითხება რამის დაფინანსებას. :D

რეალურად ცოტა სხვანაირადაა საქმე. შტატებმა ვერ შეძლო ვერანაირი პროექტის დადება ავღანეთისთვის.

უბრალოდ დააყენეს ტექნოკრატი მთავრობა.

რამაც ვერ გაამართლა და ვერც გაამართლებდა.

On 8/17/2021 at 8:11 PM, Mepar said:

სწორედ ასეთივე ეგოისტური ოპორტუნიზმის ნაწილია პაკისტანის პრობლემის უგულებელყოფა,  რადგან ეს უკანასკნელი ცოფიანი ძაღლია თოკის გარეშე, რომელიც ფლობს ბირთვულ იარაღს და  შეუძლია  რეგიონის გამოუსწორებელ კრიზისში შეყვანა. ცხადია ეს ყველაზე არასასურველი სცენარია, რომელიც  უნდა ავიცილოთ, მაგრამ  დასავლეთის კეთილდღების ბუშტის გახეთვის შიშმა, განაპირობა გაუბედავი პოლიტიკა, რის გამოც მივიღეთ ტერორისტთა გამარჯვება, რომელთანაც ურთიერთობას ოფიალური სახელმწიფოები აპირებს! თუკი შედეგებს გავითვალისწინებთ, ეგოისტურმა ოპორტუნიზმმა არანაკლებ დიდი პრობლემა მოუტანა კაცობრიობას.

პაკისტანის თოკი ლონდონში დევს :D

On 8/17/2021 at 8:11 PM, Mepar said:

ა როგორც კი ამერიკამ დატოვა ავღანეთი, მასობრივად დატოვა  ავღანეთის ჯარი ავღანელებმაც. 

ავღანელები არ არსებობენ.

არსებობენ პუშტუნები, ხაზარები ტაჯიკები, უზბეკები, ბელუჯები და ა.შ.

On 8/17/2021 at 8:11 PM, Mepar said:

მოცემულმა კრიზისი და არსებული გარემობა  ექვემდებარება გარკვეულ პროგნოზს:

არაა შენი საქმე და ხო ხედავ გწყენს და გაეშვი. :D

On 8/17/2021 at 8:11 PM, Mepar said:

·         ავღანეთის  პრობლემას შესაძლოა მოყვეს  შუა აზიის რეგიონის  კრიზისის  გამწვავება, რადგან ავღანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს ტაჯიკები, უზბეკები, თურმქენები და სხვა უმცირესობები, რომელთა უფლებების შელახვა გამოიწვევს   მოსაზღვრე რესპუბლიკების  ირიბ ჩართულობას;

ემანდ პირიიქიტ არ გადავიდეს თალიბანი მაგათ ტერიტორიაზე :D
 
On 8/17/2021 at 8:11 PM, Mepar said:

·         თალიბანის გამარჯვება გადაიქცევა სალაფიტური ჯიჰადის წარმატებად, ტერორისტული დაჯგუფებები შეიქმნება ვაჰაბიტური რელიგიურ ჯგუფებში,  რომლის აგრესიული გამოვლინება შეიძლება ვიხილოთ თურქეთსა და ისრაელში.

აი კაცს კომპეტენტური ეგონები და ამნაირ სისულელეს სწერ.

რა კავშირი აქვს დეობანდებს ანუ თალიბანს სალაფიტებთან? :D ტალიბანს კიდე პაშტუნვალი ევასება ანუ პუშტუნების ღირსების კოდექსი.

სალაფიტებთან შეიძლება კოოპერირებდნენ (პატრონის გამოისობით) მაგრამ თალიბანი სალაფიტურ ჯიჰადს აწარმოებსო ესაა არაკომპეტენტურობის ზენიტი.

On 8/17/2021 at 8:11 PM, Mepar said:

·         საერთაშორისო საზოგადოება შეეცდება ავღანეთი დატოვოს თავის პრობლემებთან და მოაქციოს საერთაშორისო იზოლაციაში,  მაგრამ  იდეა განწირულია კრახისათვის. რადგან  საერთაშორისო საზოგადოება დაფუძნებულია ჰუმანიზმის, ადამიანის უფლებების  და ლიბერალიზმის  პრინციპებზე, ხოლო მრავალმილიონიანი მოსახლეობის ავღანეთი  თითქმის ყოველკვირეულად მოგვამარაგებს ბრუტალური ნიუსებით.

აუფ.

ბოკო ჰარამიც გვამარაგებს მერე? :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი

ძლიერი თუ არ ხარ, ბოძზე როგორ იცეკვებ? © marguerite
კურდღელი ხარ, მეგობარო? © ფორთოხალი

Share on other sites

  • ფორუმელი
17 საათის წინ, t-90 said:

რა კავშირი აქვს დეობანდებს ანუ თალიბანს სალაფიტებთან?

https://www.cacianalyst.org/publications/analytical-articles/item/13621-central-asian-salafi-jihadi-groups-and-the-us-taliban-peace-agreement.html

:seth: მართლა კომპეტენტურივით არ დამიპირისპირდი,  არადა არც ერთი ნორმალური კონტრ არგუმენტი არ დაგიდია... დანინგ კრუგერ ინ ექშენ

:D

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
11 minutes წინ, Mepar said:

კარქი მოდი არაკომპეტენტურებისთვის გავიაროთ ჯერ რა არის დეობანდი, მერე რა არის თალიბანი და რა დამოკიდებულება აქვს მას პუშტუნურ ნაციონალიზმთან

მერე გავიაროთ რამდენად ერთია დეობანდები და სალაფიები.

მერე რა კავშირია ალ ქაიდასს და ალიბანს შორის. (spoiler alert: ერთი ორგანიზაცია ეს არაა, მიუხედავად სიტუაციური და ტაქტიკური კავშირებისა.)

დანარჩენზე კიდე ფორუმზე გრანდები წაიკითხე და ნახავ ბევრ საინტერესო რამეს.

Edited by t-90
I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
34 minutes წინ, t-90 said:

მერე გავიაროთ რამდენად ერთია დეობანდები და სალაფიები.

მაგას რა მნიშვნელობა აქვს, საერთაშორისო პრესაში კრებსითი სახელით მოიხსენიებენ სალაფიტებს, დეობანდები ინდური აჯანყებულთა ისლამია, რეებს ბოდავ, ისე კი ვაჰაბიტები არიან, გინდა ეგ გინდა ალ ყაიდა. იბნ ტაემიის იდეოლოგიას იზიარებენ "დაუბრუნდეთ სუფთა ისლამს"

ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო!

Share on other sites

  • ფორუმელი
2 საათის წინ, Mepar said:

მაგას რა მნიშვნელობა აქვს, საერთაშორისო პრესაში კრებსითი სახელით მოიხსენიებენ სალაფიტებს, დეობანდები ინდური აჯანყებულთა ისლამია, რეებს ბოდავ, ისე კი ვაჰაბიტები არიან, გინდა ეგ გინდა ალ ყაიდა. იბნ ტაემიის იდეოლოგიას იზიარებენ "დაუბრუნდეთ სუფთა ისლამს"

ვაჰაბიტები არიან სალაფიტები. (სხვათაშორის ველა სალაფიტი არ არის ვაჰაბიტი)

დეობანდები არიან ჰანაფიტები.

ეხლა მე ჰანაფიტსა და სალაფიტს შორის განსხავებას ვერ აგიხსნი იმიტომ რომ მეზარება და წაიკითხო შეგიძლია.

ნუ არა მესმის რო ვერ ერკვევი, არ არის ადვილი ისლამის კონფესიებში გარკვევა (ქრისტიანულზე 10ჯერ რთული თემებია)

მარა ნუ არაა აუცილებელი წერო ამაზე.

ხო კიდე თალიბანი ამასთან ერთად ნაციონალისტია რაც სალაფიტებში "ჰარამია"

მარა ნუ ესეთი დეტალებით რა საჭიროა თავის გადტვირთვა არა? :D

I killed my master. Why did he then give me a weapon?"

Sometimes, a single knife in the dark can do more than a thousand swords.

შენ ხარ კაცი Victorinox-ი... ©098

Why carry a gun? Because 1911 > 911.

t90a.sarahah.com
Share on other sites

  • ფორუმელი
Posted (შესწორებული)
2 საათის წინ, Mepar said:

მაგას რა მნიშვნელობა აქვს, საერთაშორისო პრესაში კრებსითი სახელით მოიხსენიებენ სალაფიტებს, დეობანდები ინდური აჯანყებულთა ისლამია, რეებს ბოდავ, ისე კი ვაჰაბიტები არიან, გინდა ეგ გინდა ალ ქაიდა. იბნ ტაემიის იდეოლოგიას იზიარებენ "დაუბრუნდეთ სუფთა ისლამს"

მეფარ, სალაფიზმი და თალიბანი თუ დამიჯერებ ერეკლე და შვიშტოკივით არის ;) 

და საერთაშორისო პრესა რომ კრებსითი სახელით მოიხსენიებს ორ განსხვავებლ რამეს და სირბანჯოები არიან, მიტო ჩაათხლიშეს ავღანთში გედერული თანასწორობის პროექტში 2 თუ 3 მილიარდი 

Edited by kvipriane

თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ...

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in

შესვლა
 Share